შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიჯაჭვული (VII თავი)


6-08-2016, 22:57
ავტორი ბაბუაწვერა
ნანახია 1 935

დილით უჩვეულოდ ბედნიერმა გაიღვიძა. ალბათ ეს ბედნიერებაც წინა დღით იყო განპირობებული. როდესაც ლაშა და გუშინდელი სასიამოვნო გასეირნება გაახსენდა გაეღიმა და გაცისკროვნებული სახით წამოდგა. მოემზადა, ჩანთა ჩაალაგა, ნანუს აკოცა და საუზმის გარეშე წავიდა. როდესაც ეზოც გასცდა და ქუჩაში გავიდა ტროტუართან მოტოზე მიყრდნობილი ლაშა შენიშნა, რომელსაც თავს უწინდელივით ჩაფხუტი უმშვენებდა.
-დილა მშვიდობისა ლამაზო.
-დილა მშვიდობისა- სალომემ ფართოდ გაუღიმა.
-აბა, მივდივართ სკოლაში?-ამ სიტყვებზე ლაშამ მოტოზე ადგილი დაიკავა და სალომეს ანიშნა, რომ უკან მისჯდომოდა.
-მივდივართ. -მაშინვე მოთავსდა მის უკან და ზურგზე აეკრო. მოტოს დაძვრისთანავე კი მაგრად მოხვია ხელები. ტანში ორივეს საოცარმა ჟრუანტელმა დაუარა, რომელიც მჩხვლეტავიც იყო და სასიამოვნოც. იმ წამს ინატრა, რომ ეს მომენტი სამუდამოდ გაგრძელებულიყო - ის ორნი ერთად, ნოემბრის წვიმით დასველებულ გზაზე მქროლავი მოტოთი, ცივი ჰაერით სახეში და თბილი მჩხვლეტავი ჟრუანტელით. მისთვის რომ გეკითხათ ბედნიერება რა არისო, გეტყოდათ ეს მომენტიაო. და მართლაც რა არის ბედნიერება? ყველა ადამიანს მისი სუბიექტური განსაზღვრება აქვს. ზოგისთვის - თბილი ოჯახია, ზოგისთვის - სიმშვიდე და საკუთარ თავთან განმარტოება, ზოგისთვის - ბოლო დონემდე გართობა და ფუფუნება, ზოგისთვის - სიყვერული. სალომესთვის კი ბედნიერებას მისი ახლად აღმოჩენილი ნავთსაყუდელი, სახელად - ლაშა წარმოადგენდა, რომლისადმი რას გრძნობდა, ჯერ კიდევ არ იცოდა. ეს ან სიყვარულზე მეტი იყო, ან ნაკლები. მხოლოდ იმას აცნობიერებდა, რომ ლაშათი იყო შეპყრობილი. საკუთარ თავს კი მხოლოდ ერთ კითხვას უსვამდა ,,და რამდენ ხანს გაგრძელდება ეს?“.
სკოლის გზა მალევე მიილია, ისე რომ ფიქრებიდან გამოსვლა და ლაშათი დატკბობა ბოლომდე ვერ შეძლო. იმედგაცრუებული გადმოვიდა მოტოდან და მის მფლობელს წინ დაუდგა.
-სკოლის მერე აქ დაგელოდები პატარა, უჩემოდ არსად არ წახვიდე. კარგი?
-კარგი. - მხოლოდ ამ სიტყვის თქმა მოასწრო, ლაშა ისე სწრაფად მოწყდა ადგილს.
უხალისოდ გაემართა სკოლისკენ. გაკვეთილებზე თითქმის სულ უყურადღებოდ იყო. არც ანას ყბედობისთვის მიუქცევია შესვენებაზე დიდი ყურადღება. ყოველ წუთს საათისკენ იყურებოდა და გაკვეთილების დასრულებას ელოდა. ბოლოს დადგა სასურველი წუთიც და ბოლო გაკვეთილის გამოსვლის მაუწყებელი ზარიც დაირეკა. გახარებული დასწვდა ჩანთას და გასასვლელისკენ გაემართა. როგორც ყოველთვის ახლაც შენიშნა ნაცნობი მოტო და აჩქარეული ნაბიჯით წავიდა მისკენ, თუმცა პატრონი არსად ჩანდა. კარგა ხანს იყურებოდა გარშემო, როდესაც მის წინ უეცრად წითელი ვარდი გაჩნდა. უცებ შემობრუნდა და უკვე მონატრებულ სხეულს მთელი ძალით მოეხვია. მერე უკან დაიხია და მის სახას თვალს არ აცილებდა, რომლის ნახევარსაც კაპიუშონი უფარავდა.
-დიდი მადლობა. - ვარდისთვის ყურადღებით არც შეუხედავს, არც აღფრთოვანება გამოუხატავს ისე გამოართვა. კვლავ ლაშას შესციცინებდა თვალებში.
-როგორც ვხედავ ჩემი საჩუქარი დიდად არ მოგეწონა.
-არა რატომ, ლამაზია.
-მაგრამ არა ისეთი, რომ ძალიან მოგეწონოს.
-მართალია, ვარდები დიდად არ მიყვარს. რაღაცნაირად მგონია, რომ მედიდურია, ცოტა ამპარტავანიც. ვიცი სისულელეს ვამბობ, მაგრამ ასეთი შდაბეჭდილება მაქვს.
-მართალი ხარ. შენ უფრო იასამანი შეგეფერება და როგორც ვიცი ძალიან გიყვარს, მაგრამ სამწუხაროდ ამ სეზონზე ვერ ვიშოვე ადვილად. - ხელი მისი სახისკენ წაიღო და წინ ჩამოვარდნილი თმის რამოდენიმე კულული უკან გადაუწია. მოდი წავიდეთ.
-სად?
-ნახავ.
კვლავ გაიარეს ნოემბრის წვიმით მოკირწყლული გზა და საბოლოოდ ულამაზეს ადგილას ამოყვეს თვი. სალომ თვიდა გაოცება ვერ დამალა.
-ღმერთო ჩემო, რა ლამაზია. თან მთელი ქალაქი ხელისგულივით ჩანს. წარმომიდგენია შებინდებისას აქაურობა როგორი სანახავი იქნება.
-ხო, ეს ჩემი საყვარელი ადგილია ხშირად მოვდივარ. ისევე როგორც იმ ზღვისპირა სახლში.
ორ ხეს შორის გადებულ ძელსაკამზე ჩამოსხდნენ. კარგა ხანს მდუმარედ გაჰყურებდნენ ხედს, ისე, როგორც სჩვევიათ. საბოლოოდ კი სიჩუმე სალომემ დაარღვია.
-შენზე თითქმის არაფერი არ ვიცი.
-ვიცი. თუმცა დაახლოებით ისიც ვიცი, რომ გაიგებ რა რეაქცია გექნება.
-და რა საიდუმლოს მალავ ასეთს, რომ უჩვეულო რეაქცია მქონდეს?
-ეს საიდუმლოც არაა. უბრალოდ არ მინდა ყველაფრის მოყოლის შემდეგ ჩემთან შეხვედრა აღარ მოისურვო და დაგკარგო... არ მინდა შემიძულო.
-ეგ შეუძლებელია. ვერ შეგიძულებ, ან რა მიზეზით უნდა გავაკეთო ეს. მე მგონი უფლება მაქვს ყველაფერი ვიცოდე.-ხმაში გაბრაზება დაეტყო სალომეს.
-დედაშენი მამაჩემმა მოკლა.-უცებ წამოიძახა ლაშამ. სალომე კი გაშეშებული იდგა ერთ ადგილას და ხმას ვერ იღებდა. იმ მდგომარეობასაც ვერ აანალიზებდა წესიერად, რაშიც ახლა იმყოფებოდა. ამასობაში კი ლაშამ განაგრძო შედარებით დაბალ ტონალობაში. -მე მერაბ ქავთარაძის შვილი ვარ. იმისი, ვის გამოც დედაშენი დაიღუპა. ახლა გესმის რატომ შემიძულებ?- ჩურჩულით ამოთქვა.
სალომეს ღაწვებზე უკვე ცრემლები მიიკვლევდნენ გზას უმოწყალოდ. საშინელი სიცივე იგრძნო, ძვლებიც კი გაეყინა; მაგრამ ეს ყველაფერი საკუთარი თავისადმი ზიზღის გრძნობამ ჩაანაცვლა, იმის გამო, რომ ლაშა არ სძულდა, პირიქით ახლა უფრო მეტად იყო მიჯაჭვული მასზე. არა, ამ ყველაფერს უნდა გაქცეოდა. ეს არასწორი იყო. მხოლოდ იმაზე ფიქრობდა თუ როგორ დაეღწია თავი შექმნილი ვითარებიდან და ლაშა დაევიწყებინა, რაც ირც ისე იოლი საქმე ჩანდა. უბრალოდ შეუძლებელია მის გვერდით ყოფილიყო. ერთ წამს ისიც კი იფიქრა, რომ ლაშა თამაშობდა და აქ მამამისის გამო შურის საძიებლად იყო, თუმცა ეს აზრი თავიდან მაშინვე ამოიგდო. ,,ჩემი ლაშა ასე არასდროს მოიქცევა“ გაიფიქრა. ,,კიდევ ჩემი?!“ გამოეხმაურა ქვეცნობიერი. როდესაც საკუთრ თავთან ჭიდილში იყო ისევ ლაშას ხმამ გამოაფხიზლა:
-მიპასუხე ამის დედაც. მითხარი რას ფიქრობ? სალომე ძალიან გთხოვ ნუ ხარ ჩუმად.იცი როგორი მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის, ჯერ კიდევ იმ პირველი უცაბედი შეხვედრიდანვე და შენ ვერც კი წარმოიდგენ მეც როგორ მტკივა ამ ყველაფრის გამო, ჩვენს გამო...
-და ამას ასე პირდაპირ მახლი სახეში „დედაშენი მამაჩემმა მოკლა“ არა?... სახლში მინდა წასვლა. - უცებ შეაწყვეტინა სსალომემ. მხოლოდ მისგან შორს ყოფნით შეეძლო დაევიწყებინა ის ბედნიერი დღეები, რაც ლაშამ უსახსოვრა.
-კარგი, ყველაფერი გასაგებია... - უპასუხა თავჩაქინდრულმა. ორივემ უხმოდ დაიკავა ადგილი მოტოზე და ნაცნობ გზას დაადგა. მათი თვალებიდან აღარ იღვრებოდა ბედნიერება და სიხარული. ახლა მხოლოდ იმედგაცუება და ტკივილი ჩანდა, რომლის განკურნება მხოლოდ დროს შეეძლო, ან არაფერს. ასევე უხმოდ დატოვა სახლში მისულმა მოტო და უკანმოუხედავად, ჩქარი ნაბიჯით წავიდა.კიბეები ისე აირბინა, ნანუს შეკითხვაზე თუ როგორ იყო და რატომ დაიგვიანა, პასუხი არ გაუცია. ოთახის კარები შეგლიჯა და საწოლზე დაემხო. ბალიში სახეზე აიფარა და მთელი ხმით დაიზმუვლა. ,,ღმერთო , რა საზიზღარია ეს ცხოვრება. მაინცდამაინც ლაშა რატომ აღმოჩნდა იმ არაკაცის შვილი“ ფიქრობდა და ბალიშს ცრემლებით ასველებდა. ამასობაში კი მოგონებებმა შემოუტია. ახსენდებოდა დედა და მისი ღიმილიანი სახე, თავგადაკლული ზრუნვა. ,,ის რომ არა, ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. მან მოკლა დედაჩემი, ლაშაც წამართვა“ ფიქრობდა და თანდათან ბრაზით ივსებოდა. ნანუ კი განუწყვეტლივ აკაკუნებდა და სთხოვდა ჩაკეტილი კარი გაეღო, თუმცა ამაოდ. ბოლოს კი ტირილისგან შეცვლილი ხმით უთხრა რომ მარტო უნდოდა ყოფნა და ნანუც შეეშვა. როდესაც ემოციებისგან დაიცალა, დაღლილს ჩაეძინა კიდეც. საღამოს გამოეღვიძა. უკვე კარგა გვარიანად შებინდებულიყო. ძლივს წამოიზლაზნა საწოლიდან და ფანჯრის რაფაზე მოკალათდა. ვარსკვლავიან ცას ახედა და მათი თვლა დაიწყო. საშინელ დაღლილობას გრძნობდა. ემოციურად გამოფიტული იყო. მექანიკურად მოქმედებდა და აზროვნებდა. ბოლოს კი შუაღამეს იქვე ჩაეძინა. დილით წელის ტკივილმა და სიცივემ გამოაფხიზლა. მთელი ღამე ღია ფანჯრის რაფაზე გაეტარებინა ამ სიცივეში და ეს მის ჯანმრთელობაზე აშკარად ძალიან ცუდად აისახებოდა, თუმცა ახლა ამაზე ფიქრის თავი ნამდვილად არ ჰქონდა. ძლივს მოწესრიგდა, შალვას კვლავინდებურად შეხვდა და სკოლაში წავიდა. საშინელ ხასიათზე იყო. არაფრის სურვილი არც ჰქონდა. იმდენად შეცვლილი ეჩვენა ანასაც, რომ გაკვირვებული უყურებდა მთელი გაკვეთილის განმავლობაში. ბოლოს ვეღარ მოითმინა და შესვენებაზე გამოკითხვა დაუწყო, თმცა ვერაფერი დასტყუა და თვი დაანება.
ამის შემდეგ სალომე საოცრად შეიცვალა. რადიკალურად განსხვავებული ხასითი გაუხდა. ყველას ეუხეშებოდა, თითქმის არასდროს იღიმოდა. ძლივს დაბრუნებული ცხოვრების ხალისი კვლავ დაჰკარგა. არც თავისი ნავთსაყუდელი ჰყავდა გვერდით რომ თავი შეეფარებინა. ამასობაში კი წვიმიანი ნოემბერიც მიიწურა.



№1 სტუმარი Ketis

Au guli damwkda dzaan prosta es ra kopila martla.. Gazrde ra tavebi dz patara iko

 


№2  offline წევრი isterichka123

Kaia gaagrdZele

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

Saintereso gagrdzeleba unda qondes
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent