შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პარალელური სამყაროები (თავი მეორე)


16-08-2016, 00:56
ავტორი ჩოჩიევა
ნანახია 1 317

როცა რაღაც ახალს ვიძენთ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ისიც რომ რაღაც სხვას ან სულაც მას საუცილებლად დავკარგავთ. შეიძლება ხშირად ვკარგავთ ნივთებს თუმცა ადამიანის დაკარგვა ორმაგად მტკივნეულია ზოგჯერ. დამიკარგავს ახლობლები ოჯახის წევრებიც.. თუმც იმ ადამიანის დაკარგვა რომელსაც ყოველ დღე სიყვარულით უმზერდი.. ეს უბრალოდ ყველაზე დიდი დარტყმაა. დამიკარგავს ადამიანიც რომელისთვისაც პირველი სიყვარული დამირქმევია. მისი დაკარგვით კი ყოველი დღე, ყოველი ღიმილი აუტანელი ხდებოდა. გადიოდა დღეები, კვირები და ასე გავიდა რვა თვეც. იმას კი მე ვერასოდეს ვერ ვიტყვი რომ მისი წასვლით არ მანუგეშებდა სხვა ადამიანი. არ მივსებდა მის ადგილს გულში. თუმცა მუდამ ერთი მქონდა სათქმელი, რომ ის ჩემს ცხოვრებაში და ჩემს გულ ში მაინც პირველი იქნებოდა. იქნებოდა პირველი თუნდაც გათხოვების და შვილების ყოლის შემდეგ. ალბათ ეს ყოველივე იმიტომ მივსებდა თავს არეული ფიქრებით რომ ის პირველი იყო. პირველი გრძნობა, პირველი სიყვარულით მომზირალი თვალები და პირველი დანაკარგიც. ამ ყველაფრის შემდეგ მიფიქრია ათას სისულელეზეც კი. ისეთ სისულელეზეც რომელიც დარწმუნებული ვიყავი და ვარ რომ ცხოვრებას დამინგრევდა. ჩამტოვებდა წარსულში და არ მომხემდა უბრალოდ ცხოვრების გაგრძელების უფლებას. მაგრამ ამბობენ ყოველ დასარულს თან ახლავს ახლის დასაწყისიო. ეს დასასრულიც მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ახალი კი არ ჩანდა. არ ჩანდა და არც მინდოდა მე მისი გამოჩენა. რადგან იყო მომენტი როცა მე დავკარგე საკუთარი თავი და ვიცოდი რომ სხვა ვერაფრის დაკარგვას ვეღარ გადავიტანდი. მაგრამ თურმე გადატანაც და ატანაც იოლი ყოფილა. ყოფილა მარტივი დატოვო ის ადამიანი შენს წარსულში. აწიო თავი და იარო თუნდაც არასწორ გზაზე სწორი ნაბიჯებით. იცოდე რომ ეს ცხოვრების გზა სრულიად დაგანგრევს და ფერფლად გაქცევს მაგრაამ ილტვი მაინც იმისკენ იმ იმედით რომ ერთხელ მაინც ცხოვრებაში შენც იქნები ბედნიერი. პირველიც შემზიზღდა. არა იმიტომ რომ წასვლით გული მატკინა. ან იმიტომ რომ უბრალოდ ჩემი დატოვებისთანავე ათი ან მეტი შემცვლელი მოძებნა. არაა... ეს უბრალოდ იმიტომ რომ გაწირვების ჟამს, როცა ეს ბედრკული ცხოვრება თავზე მენგრეოდა და როცა მე ვკარგავდი ბედნიერებას მხოლოდ მისი სახელი მეკერა პირზე. არ მითხოვია ალბათ იმ წამს არც დედის და არც უფლის დახმარება. იყო წამი ან წამები. როცა მე საკუთარ ილუზიებში გახვეული ადამიანი მხოლოდ იმ ერთადერთის სახელს ვიმეორებდი განუწყვეტლივ. ვიმეორებდი და ვიმეორებდი, მანამ სანამ მე ამის ძალა შემწევდა. თუმცა ამ დრომაც გაიარაა. გავიდა თქვეენი. მე ვადანაშაულებდი მას იმისთვის რომ არ დამიცვა. არ დადგა ჩემს გვერდით და არ მითხრა: იცი რა?! მე შენთანვარ. ეს სიტყვები ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანიც კი იქნებოდა. შეიძლება ამ სიტყვებს ჩემი სხეულის გამოყვანაც კი შესძლებოდათ ჭაობიდა. თუმცა არავის არ ჩაუჭიდია მაგრად ხელი და ამ ჭაობიდან არ ამოვუყვანივარ. დედა კი სულ სხვაა. როგორც არუნდა უყვარდე მშობლებს, როგორც არუნდა ზრუნავდნენ. ეს ხომ სულ სხვა გრძნობაა. ის პიროვნებაც ხომ სულ სხვა იქნებოდა ჩემთვის.
ყველაფერი გადავიტანე და გამოვიარე ცხოვრებაში. არ არსებობს ტკივილი რომელიც გზად არ შემხვედრია. არ არსებობს რაიმე თემა რომელიც არ გამოჩენილა ჩემი ცხოვრების გზაზე და არ გადაუჭრია ჩემთვის ბედნიერებისკენ მიმავალი გზა. არ ვენდობოდი ადამიანებს. ამ ყველაფრის გადატანის შემდეგ მითუმეტეს. მეც მინდოდა ყოველთვის რომ სიყვარული მქონოდა, ნდობა მქონოდა ვინმეს მიმართ. ისეთი ადამიანი მინდოდა რომელსაც ხელს ჩავჭიდებდი და წავიდოდი. ძალიან შორსაც კი. გამოჩნდა კიდეც. დამიტოვა რაღაც იმედები და ისევ გაქრა. გაქრა უმიზეზოდ. რაღაც უაზრო აზრების მდევარი იყო. მე კი ვიცოდი მისი გაცნობის დღიდანვე რომ ეს უაზრო აზრები შეიწირავდა ჩვენს ურთიერთობას. მუდამ წუწუნებდა იმაზე რომ ჩვენი ურთიერთობა არსცდებოდა საზღვრებს. ჩვენ კიდევ პატარა ბავშვებივით ვეფარებოდით ხან ერთ ღობეს ხან კიდევ მეორეს. მე შევძელი რომ გადამეკვეთა ეს მანძილიც. შევძელი მისი სხეული შეგრძნება. მისთვის ხელის ჩაჭიდება და არვიცი უაზროდ სიარული დიდ ქალაქში. დავდიოდით ჩვენ ორნი მხოლოდ. დიდ ქალაქში პატარა ადამიანები. იყვნენ სხვებიც, მოხუცები პატარები თუ დიდები. თუმცა მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით მაშინ. ჩემი სამყარო რაღაც არარეალურ სამყაროში გადავიდა და დარჩა მარტო მის გვერდით. ალბათ მას არც უგრძვნია თუ როგორ გავეთიშე ჩვენს მაშინდელ სამყაროს მაგრამ ამას გრძნობდა ბუნება. გრძნობდა ქალაქი და უბრალოდ სამყარო. მას არ შეეძლო შეეგრძნო ჩემთან ერთად წამი რალამაზი იყო. თუმცა ჩემი სხეული ყოველ შებეას, ყოველ ნაბიჯს და ყოველი ხელის სითბოს ზუსტად აღიქვამდა. მსინაც იგრძნო მისი სიახლოვე. მისი მხარდაჭერა როცა მივდიოდით. გზაზე გადასვლა კი დაბრკოლებას ქმნიდა ჩვენი სეირნობისთვის. ის ჩემზე როგორც ბავშვზე ისე ზრუნავდა. არც მოველოდებოდი თუ ხელს ჩამკიდებდა და ასე გადამიყვანდა გზაზე. არმოველოდებოდი მისგან სითბოს ასეთ გამოხატულებას.გადავედით გზაზე და ხელიც გამიშვა. ცდილობდა რომ არ აგრძნობინებინა ჩემთვის რამე რასაც აქამდე თითოეული ბიჭისგან ვგრძნობდი. სიყვარულს არაა უფრო სხვას. ოცდამეერთე საუკუნის ნაკლს...იცოდა მან ჩემი სუსტი წერტილი. იცოდა როდის შეიძლებოდა გამღიმებოდა სერიოზულ სიატუაციაშიც კი. მაშინაც კი როცა მე უბრალოდ მოვიწყენდი. მისი ხელის მკიდება სახეზე და ჩემი ღიმილი ერთი იყო. წამი წამში ასე ვიტყოდი.
წამოვედი სულ ორი კვირით. მან კი დაიწყო ტყუილების მოგონება. არც ის ვიცოდი თუ მიდიოდა. არც ის თუ მას შეეძლო სადმე წასვლა და არ მუშაობდა. მან მე მომატყუა. მან შეძლო გასართობად თუნდაც კილომეტრების გავლა და ჩემი ნახვისთვის კი არცერთი წუთის დაკარგვა არც კი გაუფიქრია.
მან მე დამტოვა. ყოველთვის მეუბნებოდა ერთს რომ ის არგავდა სხვებს. არ მატკენდა გუულს სხვებივით. ფიქრობდა რომ პატარას სიყვარული ძნელი იქნებოდა. ძნელი კი არაა მისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. მას ეშინოდა სიყვარულის, ჩემი სიყვარულის. ის შეაშინეს დაბრკოლებებმა. და ამჯერად მან წააგო ბრძოლა სიყვარულთან...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent