შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს გვერდით სხვა ბიჭი არ დამანახო! (13-დასასრული)


16-08-2016, 16:35
ავტორი ანკა
ნანახია 9 094

მეორე დილას როგორც კი გავიღვიძე იმ ქალს დავურეკე და ვუთხარი რომ მეორე დღეს გასაუბრებაზე მივიდოდი. კმაყოფილმა ჩავალაგე ბარგი და მშობლებს დავემშვიდობე.
-როგორ მინდა მეც რომ მოგყვებოდე... ძალიან მომენატრები - ამოიხვნეშა ალექსანდრემ, როცა მის მანქანაში ჩავჯექი და აეროპორტისკენ დაიძრა.
-გასაუბრების შემდეგ ჩამოვალ აუცილებლად... - თბილად გავუღიმე და ისე ვუპასუხე.
-1 დღეც ვეღარ ვძლევ უშენოდ და 3 დღე რა გავაკეთო - განაგრძო ბუზღუნი. მთელი გზა უკმაყოფილო სახე ჰქონდა. განა მე არ მომენატრებოდა? დამიჯერეთ იმაზე მეტად მომენატრებოდა ვიდრე თვითონ ოდესმე წარმოიდგენდა, მაგრამ როგორმე მეც უნდა მომეთმინა. მეც არ ვიცი სამდღიანი განშორება ასე მტკივნეულად რატომ მეჩვენებოდა, თუმცა ფაქტი იყო რომ მთელი გზა ყელში გაჩხეილი ბურთი სუნთქვას მიკრავდა.

-რომ ჩახვალ დამირეკე - ალექსანდრემ ბარგი ჩააბარა და მე მომიბრუნდა, სანამ რიგში დავდგებოდი.
-მალე დავბრუნდები - ხელები კისერზე მსუბუქად მოვხვიე და საყვარელი სურნელით ფილტვები გავივსე.
-ჩემთვის ეგ 3 დღეც ბევრია - მიპასუხა ბოხი ხმით, ჩემკენ დაიხარა და ვნებიანად მაკოცა. ტანში ჟრუანტელმა დამიარა... მის მკლავებში გავიტრუნე, მოვდუნდი და კოცნაში ავყევი.
-ალექსანდრე, ხალხი გვიყურებს... - გულუბრყვილოდ დავიჩურჩულე რამდენიმე წამით განთავისუფლებულმა და ისევ მისი ცხელი ტუჩები ვიგრძენი.
-გვიყურონ, მერე რა.. - ვნებისგან დახშული ხმით უდარდელად თქვა და ისევ განაგრძო ჩემი ბაგეების „დაგემოვნება“.
-სირცხვილია - ხელები მაჯებზე მოვკიდე და მსუბუქად დავქაჩე.
-დაიკიდე სხვების აზრი - კისერში მაკოცა და ჩამეხუტა. სუნთქვააჩქარებულმა ძლივს ამოვისუნთქე და მეც ჩავეხუტე. ამ დროს კი გამოაცხადეს, რომ ჩასხდომა იწყებოდა. ზანტად მომშორდა და ჭინკაათამაშებული თვალები ისევ უკმაყოფილო გამომეტყველებამ შეცვალა.
-უნდა წავიდე... - სახეზე თითები მსუბუქად ჩამოვუსვი და ტუჩებზე მსუბუქად ვაკოცე.
ბოლო წამამდე არ გამიშვა ხელი, თუმცა შემდეგ მოუწია მომშორებოდა. თვითმფრინავში ჩავჯექი და მალევე ავფრინდით ჰაერში.
სასტუმროში დავბინავდი და მაშინვე ალექსანდრეს დავურეკე. ვუთხარი რომ უკვე ჩემს ნომერში ვისვენებდი და აღარ ენერვიულა.
მეორე დღეს გასაუბრებაზე წავედი. ოდნავ ვღელავდი.. ფრთხილად შევაღე მაღალი შენობის კარი და დიზაინერი ვიკითხე. ღიმილიანი სახით მითხრეს გელოდებათო და წინ გამიძღვნენ.
-მობრძანდით დეა... - გამიღიმა დაახლოებით 35 წლის საშუალო სიმაღლის კაცმა და მის კაბინეტში დივანზე მიმითითა.
-გამარჯობათ, სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა - თავაზიანად გავუღიმე და დავჯექი. თვითონ ჩემს პირდაპირ მოთავსდა.
-მიხარია რომ ჩვენებაზე მონაწილეობაში დამთანხმდით. იმედია ძალიან არ გადაიღალეთ ამდენი ფრენით...
-არა რას ამბობთ! არც კი მჯერა რომ მილანის მოდის კვირეულში უნდა მივიღო მონაწილეობა - ვთქვი აღტაცებულმა.
-გეთანხმები.. ეს მართლაც ბევრი მოდელის ოცნებაა. მინდა რამდენიმე სამოსი მოგარგო და ჩვენების დეტალებზე შევთანხმდეთ.
-სიამოვნებით...

რამდენიმე ერთმანეთზე უკეთესი კაბა დამიდო წინ. ყველა სათითაოდ მოვიზომე და სურათებიც გადამიღო შესადარებლად. შუადღეს ცოტა შევისვენეთ და შემდეგ უკვე დავიწყეთ მსჯელობა რომელი კაბა ჯობდა წარმედგინა. ჩვეულებრივ, ამას მოდელებთან არ განიხილავენ ხოლმე, თუმცა რადგან მან მხოლოდ ამ ერთ ჩვენებაზე მიმიწვია, შესაბამისად, შემეძლო მონაწილეობა მიმეღო კაბის არჩევაში.

როდესაც ყველაფერს მოვრჩით სასტუმროში დავბრუნდი. მოდის კვირეული 5 დღეში იწყებოდა, მანამდე კი სახლში უნდა დავბრუნებულიყავი, რადგან ალექსანდრე ძალიან მენატრებოდა. მთელი ღამე ვერ მოვისვენე. ალექსანდრე მაკლდა, მისი სურნელი, მხურვალე კანი და ძლიერი ხელები. მისი ჩახუტება და კოცნა მინდოდა მხოლოდ, ჟრუანტელმაც კი დამიარა ისე მომინდა იმ წამს ჩემს გვერდით ყოფილიყო და მომფერებოდა, თუნდაც მერე წარბშეკრულს ებუზღუნა რომ არ ვაჩერებდი და თვითნ უწევდა საკუთარი თავისთვის კონტროლი გაეწია. ჩამეცინა და საწოლზე მეორე მხარეს გადავბრუნდი. მთელს სიგრძე-სიგანეზე გავიშხლართე, თუმცა ამანაც არ მიშველა. ვერაფრით ვერ დავიძინე.
აეროპორტში როგორ მივედი ისიც არ მახსოვს, ყველგან ალექსანდრეს ვეძებდი თვალებით. თვითმფრინავში ჩამეძინა. მართლა ძალიან გადაღლილი ვიყავი. დაშვებისას გამოვფხიზლდი, ღვედი შევიკარი და თვალები ზანტად მოვიფშვნიტე. იმის გაანალიზებამ რომ წუთი-წუთზე ალექსანდრეს ვნახავდი საოცარ განწყობაზე დამაყენა. მალევე წამოვხტი ფეხზე და ჩემოდანი ავიღე. აეროპორტის შენობაში შემოვედი თუ არა გული ამიჩქარდა. ვიგრძენი რომ ის იქ იყო და მიყურებდა, თუმცა მე ვერანაირად ვერ გავარჩიე იმდენ ხალხში.
ნელი ნაბიჯებით მივდიოდი წინ და თან მას ვეძებდი. დავინახე თუ არა მაშინვე მისკენ გავიქეცი და კისერზე ჩამოვეკიდე. მანაც მომენტალურად მომხვია ხელები წელზე და ტუჩებზე მეცა. მგონი ნარკოტიკიც კი ვერ მოქმედებს ადამიანზე ისე, როგორც ჩემზე ალექსანდრე მოქმედებდა. მისმა სურნელმა და შეხებამ ახალი ენერგიით დამმუხტა. როგორ მენატრებოდნენ მისი ვნებიანი ტუჩები!!! სანამ არ გამაგიჟა მანამდე არ გაჩერდა. ქვედა ტუჩზე მიკბინა და ჩემი ჩუმი კვნესის გაგებისას კმაყოფილმა ჩაიცინა.
-ძალიან მომენატრე - ბედნიერი ღიმილი მომანათა და ისევ მსუბუქად წამეტანა ტუჩებზე.
-მე უფრო - ვუჩურჩულე ყურში და კისერში ნაზად ვაკოცე. დავინახე როგორ დაეხორკლა კანი ჩემს შეხებაზე და გამეღიმა.
-ლილე ჩემს მანქანაში გელოდება. ვეღარ ითმენს ისე მოენატრე მასაც - ჩემი ჩემოდანი დაიჭირა, ცალი ხელი წელზე მომხვია და გასასვლელისკენ დავიძარით. ჩემი დანახვისას ლილე მაშინვე მანქანიდან გადმოხტა და კინაღამ კისერი მოიმტვრია 10-სანტიმეტრიან ქუსლებზე შემხტარმა ისე გამოქანდა ჩემკენ.
-დეა!!!! მალე მოყევი რა მოხდა, როგორ ჩაიარა, კაბა მოგეწონა? რომელ დღეს უნდა წარადგინო? - ათასი კითხვა მომაყარა აჟიტირებულმა და შემდეგ ისევ ჩამეხუტა.
-ჩემი გიჟი გოგო! მაცადე ამოვისუნთქო და მოგიყვები - გამეცინა და მანქანაში ჩავსხედით.


....................
-დეა! დეა სად არის? - საგრიმიოროში დაქროდა წინ და უკან დიეგო (დიზაინერი).
-აქ ვაარ! - დავუძახე მოცინარმა.
-რამდენი ხანია გეძებ! 10 წუთში უნდა გახვიდე პოდიუმზე. გავიქეცი ახლა სხვა საქმეები მაქვს და ცოტახანში მოგაკითხავ საყვარელო - უცბად მომაყარა და ისევ გაიქცა.
რა სასაცილო ტიპი იყო! ქარივით დაქროდა კულისებიდან საგრიმიორომდე და პირიქით. უნდოდა ყველაფრის საქმის კურსში ყოფილიყო. მაკიაჟი მალევე გამიკეთეს და გამოსაცვლელად შევედი. კაბა ჩავიცვი და ისევ საგრიმიოროში დავბრუნდი. ვარცხნილობა უკვე გაკეთებული მქონდა, თუმცა თმის უთოთი მაინც მომვარდა რამდენიმე სტილისტი მცირე დეტალების შესასწორებლად. ყველაფერი ხომ იდეალურად უნდა ყოფილიყო.
-გოგონებო! დეა რომელია თქვენგან? - ვიღაც დაცვის ქალმა შემოიხედა და ყველას გადმოგვხედა.
-მე ვარ - ვუპასუხე და მისკენ დავიძარი. ახლა რაღა ხდებოდა! უკვე გადავიღალე ამ არეული და ხმაურიანი ატმოსფეროთი.
-ვიღაც მამაკაცს უნდა თქვენი ნახვა, სასწრაფოაო. რამდენიმე წუთი გაქვთ დრო - მოკლედ მითხრა და ერთ დიდ ოთახში შემიძღვა. გოგოებს რეპეტიციისას მისთვის დასასვნებელი ოთახის ფუნქცია გვქონდა შეთავსებული.
-ჩემო პატარა, ხომ არ ნერვიულობ? - შავ შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი ალექსანდრე ჩემკენ წამოვიდა. ხო, ახლა მხოლოდ მისი კოცნა იქნებოდა მომენტალური განმუხტვა.
-არა, უბრალოდ დამღალა ამდენმა ალიაქოთმა - გამეცინა და მისკენ წავედი. ხელები კისერზე მოვხვიე და ცხვირი მსუბუქად გავუხახუნე კისერზე.
-ყველაზე ლამაზი მყავხარ - მითხრა ვნებისგან დაბოხებული ხმით და საკოცნელად დაიხარა.
-ალექსანდრე, მაკიაჟი გამიფუჭდება - ძლივს მოვახერხე ორი სიტყვა მეთქვა და მაშინვე ცხელმა ტალღამ დამიარა მისი ბაგეების შეგრძნებისას.
-თავიდან გაიკეთე - მიპასუხა უდარდელად, თუმცა მაინც თავი შეიკავა კოცნისგან და ნელა მომშორდა.
-ვეღარ მოასწრებენ - უკმაყოფილოდ ამოვიოხრე და მისკენ დავიხარე. ნაზად მომაკრო ტუჩები და წელზე მოხვეული ხელის თითები ხერხემალზე ამოასრიალა.
-საგრიმიოროში უნდა დაბრუნდეთ, მალე თქვენი გასვლის დროა - ისევ ის ქალი მოვიდა.
-მიდი, აბა შენ იცი - თბილად გამიღიმა ალექსანდრემ, შუბლზე მაკოცა და ხელები მოადუნა.
გავუღიმე და დაცვას გავყევი. სიმშვიდიდან ისევ არეულობაში დავბრუნდი. რამდენიმე წუთს მელოლიავნენ, რაღაცეებს მისწორებდნენ, შემდეგ კი კულისებისკენ გამაქანეს.
-3..2..1.. გადი... - მითხრა ვიღაცამ და მეც პოდიუმზე გავედი ჩემი თეთრი კაბით.

ძალიან მაგარი შეგრძნება იყო. ვგიჟდები პოდიუმზე სიარულზე, ყველაზე მაგარი გრძნობაა. ყოველი მოდის ჩვენება, თითოეული პოდიუმზე გამოსვლა იმაში მარწმუნებს რომ მართლაც ჩემს სამყაროში ვიყავი. ალექსანდრეს კოცნით გაბედნიერებულმა თითქმის სულ ფრენა-ფრენით შემოვიარე მთელი პოდიუმი და კულისებში კმაყოფილი ღიმილით დავრუნდი.
დიეგო აღფრთოვანებული იყო, ჩემი საოცრება ხარ არსად აღარ გაგიშვებო. მომესმა?? ნუთუ უნდოდა რომ მისი მოდელი გავმხდარიყავი?! არ ვიცი „არ გაგიშვებ“-ში რა იგულისხმა.
დადებითი ემოციებით დატვირთული დავბრუნდი საგრიმიოროში და მორიგი კაბის მოსარგებლად მომამზადეს.
ჩვენება ღამის 10 საათამდე გაიწელა. ძალიან დავიღალე, თუმცა ეს გამოცდილება ამად ღირდა. წვეულებაზე მხოლოდ მოდელები, დიზაინერები, კრიტიკოსები და VIP სტუმრები იყვნენ, თუმცა დიეგომ უფლება მომცა რომ ალექსანდრე VIP სტატუსით შემოსულიყო წვეულებაზე.
-დეა, საოცარი იყავით! - ვიღაც ახალგაზრდა მამაკაცი მოვიდა შამპანურით ხელში და წინ დამიდგა. ჩემს გვერდზე მდგარ ალექსანდრეს წამში შეეცვალა მზერა. არ განძრეულა, თუმცა უცნობი ეჭვისთვალით აათვალიერა.
-მადლობა - ვუპასუხე თავაზიანად. ის ხომ ერთ-ერთი ცნობილი კრიტიკოსი იყო.
-გარდა იმისა რომ ულამაზესი ბრძანდებით, ასეთი ახალგაზრდა გამოცდილი მოდელივით დადიხართ პოდიუმზე. წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევთ... შეიძლება ვიცეკვოთ? - ხელი გამომიწოდა და თავაზიანად გამიღიმა.
-ამმ... იცით... - დავიწყე ყოყმანით.
-გთხოვთ. მხოლოდ ერთი - მუდარის ტონით მითხრა და შამპანურის ჭიქა მაგიდაზე დადო. ალექსანდრეს გავხედე და მის გაბრაზებულ თვალებს წავაწყდი. არ შემოუხედავს... სასმელი აიღო და ძარღვებდაბერილი გაგვშორდა.
-კარგი - დავთანხმდი და საცეკვაოდ გავედით. დარწმუნებული ვიყავი, რომ ალექსანდრე ძალიან ეჭვიანობდა. ნეტავ რატომ წავიდა ისე, თითქოს ჩემი შეყვარებული არ ყოფილიყო? ალბათ ხელის შეშლა არ უნდოდა. სავარაუდოდ მიხვდა რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯეიმსი ახალგაზრდა იყო, მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა. ალბათ ასეა...
-შეიძლება თქვენობითი ფორმა მოვაშოროთ? უბრალოდ ჯეიმსი დამიძახე, ან ჯეი... მეგობრები ჯეის მეძახიან - ხელები წელზე მომხვია და ცეკვა დაიწყო, მეც ავყევი და ხელები კისერზე მოვხვიე.
-კარგი ჯეიმს - მეგობრულად გავუღიმე და მზერა გავუსწორე. აშკარად ჟინიანი თვალებით მიყურებდა. თვალები დარბაზს მოვავლე ალექსანდრეს მოსაძებნად. დარბაზის მეორე მხარეს იდგა და მხეცის თვალებით გვაკვირდებოდა ორივეს.
-რამე ხდება? ანერვიულებული სახე გაქვს - შენიშნა შეწუხებულმა და მარჯვენა ხელით სახეზე მომეფერა.
-არა, არაფერია... - თავი მაშინვე გვერდზე მივატრიალე რომ ხელი გაეწია, თუმცა უკვე გვიანი იყო. ისედაც გაბრაზებული ალექსანდრე სულ მთლად აფეთქდა და ჩქარი ნაბიჯებით გავიდა აივანზე. ხოო... აშკარად ცუდად იყო ჩემი საქმე. რა ვქნა ეჭვიანი ბიჭი რომ მყავს.
-დეა, კიდევ ერთი ცეკვა შეიძლება? - მკითხა, როდესაც ახალი მელოდია გაისმა.
-სიამოვნებით, მაგრამ მეჩქარება, რაღაც საქმე უნდა მოვაგვარო - თავაზიანად ვუთხარი უარი და იმ აივნისკენ წავედი სადაც ალექსანდრე გავარდა.
ფრთხილად გავაღე კარი და მოაჯირზე ჩაფრენილი ალექსანდრეს სილუეტი დავინახე.
-კოცნა ხომ არ გამოვტოვე? - საშინლად ცივი ტონით თქვა, მობრუნდა და ირონიული ღიმილით თვალი გამისწორა.
-ალექსანდრე, უბრალოდ ვიცეკვეთ და მორჩა - საწყლად ამოვიკნავლე და მივუახლოვდი. სიბრაზისგან თვალები ჰქონდა გაშავებული.
-შენ უბრალოდ იცეკვე და იმ ტიპმა ვენები გადაიხსნა ისე ცდილობდა ქარიზმატული და პატივსაცემი როჟა გამოჩენილიყო შენს წინაშე - გამოსცრა კბილებს შორის.
-როცა მითხრა ვიცეკვოთო ჩარეულიყავი თუ ეგრე არ მოგეწონა! ჩემგან რაგინდა - შევეპასუხე გაბრაზებული.
-მე რავიცი ვინ იყო... იქნებ შენს კარიერას ვღუპავდი რამე რომ მეთქვა! - ხელები ჰაერში აზიდა და გაიოცა. ხმამაღლა ამოვიოხრე და მის გვერდზე მოაჯირს მივეყრდენი. არაფერი აღარ მითქვამს, ანდაც რა უნდა მეთქვა. უბრალოდ იეჭვიანა და გაბრაზებული იყო, მე არაფერი დამიშავებია და ეს თვითონაც იცოდა...
თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს. თანდათან გაუარა სიბრაზემ და ცეცხლიანი თვალები დაუმშვიდდა. მე სიყვარულისგან დადებილებული თვალებით ვუყურებდი რომ გამეცინებინა. ჯიუტად არ ხსნიდა შეკრულ წარბებს. ხელებგადაჯვარედინებული იდგა და თვალს არ მაშორებდა. უემოციო გამომეტყველებით მიყურებდა.
-აუუ, დავიღალე შენი შემორიგებით! - ამოვიბუზღუნე და ახლა მე ვაქციე ზურგი. ჩუმად ჩაიცინა, ისე რომ მე არ გამეგო... თუმცა გარეთ ისეთი სიჩუმე იყო, რომ მაინც გავიგე მისი ჩაფხუკუნება.
-ჰმმ... აბა რა ვქნათ, მე ხომ არ შემოგირიგებ - მკითხა მჩვენებითი სერიოზულობით.
-ჩემი დებილი ეჭვიანი ბიჭი - გამეცინა, მისკენ წავედი და პირდაპირ ტუჩებში ვაკოცე. მაშინვე თავის უზარმაზარ ტორებს შუა მომაქცია და მხეცივით მეცა. ასეთი ჟინით პირველად მკოცნიდა. აქამდე ასეთი მომთხოვნი არ ყოფილა. მაგიჟებდნენ მისი ვნებიანი ტუჩები და ხელები. თითები თმებში შევუცურე და ჩემკენ მოვიზიდე. მარჯვენა ხელი თეძომდე ჩამოაცურა, თითები მჭიდროდ ჩამავლო, შემდეგ კი ბარძაყამდე ჩამოვიდა და ფეხი თეძოზე მიიბჯინა. მარცხენა ხელით ტანზე უფრო მჭიდროდ ამიკრა და კოცნით კისერში ჩამოვიდა. სიამოვნების ბგერები ვერ შევიკავე, ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოვიქციე გასაჩუმებლად.
ცოტა დამშვიდებულმა განაგრძო ჩემი ალერსი, მარჯვენა ხელი წელზე ამოაცურა, მარცხენა ხელის თითებით კი ჩემი კისერი შეისწავლა, ლავიწის ფორმა მოხაზა, შემდეგ თმებზე წამეთამაშა.
-ჩემი ვნებიანი გოგო... - კმაყოფილმა დაიჩურჩულა ტუჩებთან და ისევ მაკოცა. - გახსოვს მაშინ სასტუმროს ოთახში რა გითხარი?
-როდის?
-პირველად როცა გითხარი მიყვარხართქო - მითხრა ვნებისგან ამღვრეული თვალებით.
-მარტო ჩემი ხარო - ვუპასუხე დაუყოვნებლად.
-კიდევ გითხარი რომ შენს გვერდით სხვა ბიჭი არ უნდა დამენახა. იცოდე თუ ისევ არ გაითვალისწინებ დაისჯები, ამჯერად გადარჩი - თავხედურად ჩაიცინა და ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-და სასჯელი რა იქნება? - ვკითხე ინტერესით და გავუცინე.
-ჰოო, ეგ მარტო მე ვიცი - თვალებში ჭინკები აუთამაშდნენ, ტუჩები გაილოკა და ცალი წარბი აზიდა.
-არ მეტყვი? - მისკენ ნელა დავიხარე და ყურში ვნებიანი ხმით ვუჩურჩულე.
-არა და ეგ მაიმუნობა არ გიშველის - გაეცინა და კისერში ხმაურიანად მაკოცა.
-მაშინ მომიწევს გაგაბრაზო - ეშმაკური სახით გავუსწორე მზერა და მანაც ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-ცეცხლს ეთამაშები დეა. - ჩაიცინა - წამო დარბაზში დავბრუნდეთ თორემ დამთავრდება წვეულება და დარჩები ისე - ხელი წელზე მომხვია და ისე გავემართეთ ფურშეტის მაგიდისკენ.
-ის ტიპი ძალიან მაღიზიანებს, რაც შემოვედით თვალი არ მოუშორებია შენთვის - კბილებში გამოსცრა ალექსანდრემ.
-უბრალოდ ნუ მიაქცევ ყურადღებას - ვუპასუხე ვითომც არაფერი და თვალები გამიფართოვდა, როდესაც ისევ ჩემკენ მომავალი დავინახე. არ ვიცი ალექსანდრე მეორეჯერაც თუ შეძლებდა თავის შეკავებას. ამჯერად ალექსანდრე გვერდზე ამომიდგა და წელზე მომხვია ხელი.
-დეა, რაღაცის კითხვა მინდოდა და დამავიწყდა... - დაიწყო მან და ალექსანდრეს დანახვაზე უსიამოვნოდ შეიშმუშნა.
-გისმენ
-ამ დღეებში პარიზში ერთ-ერთი ახალბედა დიზაინერის კოლექციის ჩვენებაა. იქნებ ჩემთან ერთად წამოხვიდე? - ეს მკითხა თუ არა ვიგრძენი როგორ დაეჭიმა ალექსანდრეს სხეულის ყველა კუნთი.
-ვერ წამოვა - დაიგრგვინა გაბრაზებულმა.
-მე მგონი დეას ვკითხე და არა შენ - ირონიული ღიმილი აიკრა სახეზე და ისევ მე გამისწორა მზერა.
-ბოდიში, ვერ მოვახერხებ - მივაყარე მოკლედ.
-ჰმმ... სამწუხაროა. აი ჩემი სავიზიტო ბარათი, დამირეკე თუ გადაიფიქრებ - პატარა ბარათი გამომიწოდა და უკმაყოფილო გამომეტყველებით გაგვეცალა.
-კიდევ ერთხელ თუ დავინახავ ამ ტიპს შენთან მართლა ვცემ - თქვა ნერვებმოშლილმა.
-კარგი რა, ზედმეტად ეჭვიანობ. არაფერი არ გაუკეთებია ისეთი, რომ გაბრაზდე - შევუბღვირე მე.
-დეა რატომ ვერ ხვდები რომ ტიპი გეჩალიჩება?! თან ისეთი ნაგლია, ხედავს რომ ჩემთან ერთად ხარ და მაინც მოდის! - შეიცხადა და ხელი წელიდან მომაშორა.
-სულაც არ მეჩალიჩება. როგორმე გავარჩევ ვის მოვწონვარ და ვის არა! - ისევ შევედავე. ძველი დრო გამახსენდა, ერთმანეთს რომ ვჭამდით და ღიმილი შევიკავე.
-იდიოტებზე გაარჩევ, მაგრამ ასეთ თამაშს ქალები ვერასდროს მიხვდებით. გარეგნულად არაფერს იმჩნევს და საქმიანად გეპატიჟება, აი იქ რომ ჩახვალთ კი უკვე გვიანი იქნება - როგორც იტყვიან „მომიხაზა“.
-აუ წავედი მე სასტუმროში რა. დავიღალე ეჭვიანობის სცენებით - ამოვიბურდღუნე და სწრაფი ნაბიჯით გამოვედი სასტუმროდან.
-დეა, მოიცადე... - გამომეკიდა, ხელი მაჯაში ჩამავლო და მისკენ მიმაბრუნა.
-რა გინდა?! - ვკითხე მობეზრებული გამომეტყველებით. ვიფიქრე მეტყვის წამო, შევიდეთ, აღარ ვეჭვიანობო და მისი პასუხის მოლოდინში გავირინდე.
-მეც მოვდივარ - მოკლედ მომიჭრა და თავისი მანქანისკენ წავიდა.
-რა?! გამიშვი ხელი, მე შენთან ერთად არ მოვდივარ! - გავუძალიანდი განრისხებული და ხვანცალი დავიწყე.
-აბა რითი მოდიხარ - ირონიულად ჩატეხა ტუჩის კუთხე და გამომხედა.
-რა შენი საქმეა! მეთვითონ მივხედავ ჩემს თავს! - მივაყარე გაკაპასებულმა. იდიოტი! ახლაც ნერვებს მიშლიდა!
-სწორედაც რომ ჩემი საქმეა ამ დროს სად და ვისთან ერთად იქნები - მშვიდი ტონით თქვა და მანქანის კარი გამოაღო - ჩაჯექი, ნუ ჯიუტობ.
-არ ჩავჯდები! - ხელები გადავიჯვარედინე და ფეხი ავაბაკუნე.
-აბა ასე ვიდგეთ? - მხრები აიჩეჩა და თავი გვერდზე გადააქნია.
-მე რას მელოდები. ხომ მიდიოდი სასტუმროში? ხოდა წადი! მე მეთვითონ წამოვალ - ვუპასუხე შეუვალი ტონით.
-რითი აპირებ წამოსვლას? - ცალი წარბი აზიდა და ისე მკითხა, აშკარად ეტყობოდა სიცილს ძლივს იკავებდა. ეგრე არა? მეთამაშები ხო? ახლა განახებ მე შენ ნერვების მოშლას!
-ტაქსის ლოდინი მეზარება, ჯეიმსს მოვძებნი და ის წამომიყვანს - ისე ვთქვი ვითომც ჯეიმსი ჩემი ვიღაც ძველი მეგობარი ყოფილიყო და სულაც არ შევიმჩნიე ალექსანდრეს დაბერილი ძარღვები.
-დეა! - დაიგრგვინა ავისმომასწავებლად.
-რა იყო? - აუჩქარებლად მივტრიალდი მისკენ, უკვე სასტუმროსკენ მიმავალი.
-არ გაბედო და ის ტიპი აქ არ გამოიყვანო, თორემ ისე ვცემ რომ ხვალ დედამისიც კი ვერ იცნობს! - კბილებს შორის გამოსცრა გამაფრთხილებელი ტონით და ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა. თან თავის მანქანას მიეყრდნო, რომელსაც ჯიუტად არ შორდებოდა. მე კი მისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით ვიდექი. რომ დავუფიქრდი, ჯეიმსი მართლაც ცოდო იყო ალექსანდრესთვის რომ გამემეტებინა, თანაც ამჯერად ალექსანდრე თავს მართლაც ვერ შეიკავებდა.
-ცხოველი ხარ... - შევუბღვირე და მობილური ამოვიღე.
-ვის ურეკავ? - მკითხა აშკარად დაინტერესებულმა და გახალისებულმა.
-მაცადე! - წარბშეკრულმა გავხედე და მობილური ყურზე მივიბჯინე. ტაქსი გამოვიძახე და მითხრეს, რომ 10 წუთში მოვიდოდა, რადგან იმ მომენტისათვის ყველა ტაქსი დაკავებული იყო. ამის გაგებაზე ალექსანდრემ ხარხარი დაიწყო.
-დეა, მართლა ბავშვი ხარ რა! ჩემი უტვინო გოგო - ცრემლებს იწმენდდა და სიცილს არ წყვეტდა.
-არ გაიგუდო მაგდენი სიცილით - ვუპასუხე გაკაპასებულმა და მისი მანქანის კაპოტზე ჩამოვჯექი.
-მართლა უნდა დაელოდო ტაქსის? - კაპოტზე ჩემს გვერდზე ჩამოჯდა და ისეთი ტონით მკითხა, ძლივს რომ იკავებენ სიცილს.
-ალექსანდრე, ნერვებს მიშლი! შენი ხმა აღარ გავიგო იცოდე სანამ ტაქსი მოვა! - თითი გამაფრთხილებლად დავუქნიე და შემდეგ ისევ ხელები გადავაჯვარედინე.
-კიბატონო... - მიპასუხა მოკლედ და მანაც მე მომბაძა. 10 წუთში მართლაც მოვიდა ტაქსი. მძღოლის გვერდზე მოვთავსდი და კარი მოვხურე.
-ეს ქალბატონი „გრანდ-ჰოტელში“ მიიყვანეთ - მძღოლის მხრიდან შემოყო თავი, ტაქსისტს ფული გადაუხადა, მისამართი უკარნახა და თავისი მანქანისკენ წავიდა. მთელი გზა აუჩქარებლად მოგვყვებოდა თავისი მანქანით და ფანჯრიდან ეშმაკურად მოციმციმე თვალებს მიჟუჟუნებდა. ოხხ ალექსანდრეე!!! მე ამას მივხედავ ცოტახანში!..
-მადლობთ, ნახვამდის - მანქანის გაჩერება ალექსანდრემ დაგვასწრო, ისევ მოგვიახლოვდა, კარი გამიღო და მანქანიდან გადმოსვლაში დამეხმარა.
-არაფრის, კარგად იყავით... - გაკვირვებულმა ტაქსისტმა ძლივს ამოღერღა რამდენიმე სიტყვა და შემდეგ მანქანა დაძრა.
-ნამდვილი იდიოტი ხარ! - შევუბღვირე გაბრაზებულმა და ჩქარი ნაბიჯით დავიძარი სასტუმროს ლიფტისკენ.
-შენ კიდევ ჯიუტი ბავშვი - არ ჩამომრჩა არც ის.
-სად მოდიხარ? შენი ნომერი ქვედა სართულზეა - გამოვცერი კბილებს შორის.
-რაღაც საქმეზე მოვდივარ - უდარდელად აიჩეჩა მხრები და ისე მიპასუხა ვითომც არაფერიო.
-რა საქმეზე? - ვკითხე დაინტერესებულმა.
-შენ ხო გაბრაზებული ხარ ჩემზე, რატომ გაინტერესებს? - სიცილით მკითხა და ჩემკენ მობრუნდა.
-ნუ მეღადავები, სათითაოდ მაწიწკნი ნერვებს - თვალები დავუბრიალე და ხელით პიჯაკის საყელო მსუბუქად მოვქაჩე.
-ჩემი ჯიუტი ბავშვი ხარ, მარტო ჩემი... - თბილი ტონით მითხრა, ხელები წელზე მომხვია და საკოცნელად დაიხარა. მის ალერსს აღვუდგებოდი წინ თქვენი აზრით? რა თქმა უნდა არა და ვერა... მისი შეხების მოლოდინში თვალები მიმელულა, წინასწარ წარმოვიდგინე მისი სქელი ტუჩები ჩემსაზე და ჟრუანტელმაც არ დააყოვნა. ვნებიანად წამეტანა ჯერ ქვედა ტუჩზე, შემდეგ ზედაზე და სანამ უფრო მომთხოვნი გახდებოდა, მანამდე გაიღო ლიფტის კარი.
ძლივს მოვშორდი მას, გაჭირვებით გადავდგი ნაბიჯი წინ და მის ხელზე მიხუტებულმა გავაგრძელე გზა სასტუმროს ნომრისკენ.
-რა უაზროდ ვიჩხუბეთ - ჩამეცინა და რაც ენაზე მომადგა ის ამოვიბურტყუნე, თან ნომრის კარს გასაღები მოვარგე.
-ალბათ ასეთი ჩხუბი კიდევ ბევრი გვექნება - ტუჩის კუთხე ჩატეხა ალექსანდრემ და ისე მიპასუხა.
-აბა რა იქნება შენს ხელში! - ვითომ შევიცხადე, ხელები ჰაერში ავაფრიალე და ოთახში შევედი. ისიც შემომყვა.
-მარტო ჩემგან რა გინდა, შენც რომ იეჭვიანებ ხომ გამიბრაზდები მერე - თვალებში ჭინკაათამაშებულმა მკითხა და წელზე მოხვეული ხელებით მისკენ მიმიზიდა, არც მაცადა სინათლე ამენთო. მთვარის შუქი ერთადერთი რამ იყო, რის გამოც უკუნით სიბნელეში არ ვიყავით.
-შენთვის ჯობია არ მაეჭვიანო! - მოჩვენებითი სერიოზულობით გავაფრთხილე და ტუჩებში ნაზად ვაკოცე.
-ხომ იცი რომ ყველა გოგო ჩემზე გიჟდება - ბოხი ხმით დაიბუბუნა და თვითონ ვნებიანად მაკოცა, რამდენიმე ნაბიჯი წინ გადმოდგა და საწოლისკენ ისე წამიყვანა რომ შევეხე თუ არა უკან გადავვარდი, თვითონ ჩემს ზემოდან მოექცა.
-ოჰჰ, მომინდომა ბიჭმა - ჩავიცინე ირონიულად - „ყველა გოგოგო ჩემზე გიჟდება“ - მის ლაპარაკის მანერას გავცინე, ხელები კისერზე მოვხვიე და ისევ ვაკოცე.
-მაშინ რომელიმეს რომ მოვეწონები მერე პრეტენზიები არ გამაგონო და ეჭვიანობა არ დაიწყო, შევთანხმდით? - არანაკლებ ირონიული იყო ის.
-ნუ მაბრაზებ - ზემოდან მოვექეცი და კისერი ვნებიანად დავუკოცნე. ხელები წელიდან თეძომდე ჩამოასრიალა და მჭიდროდ ჩამავლო, შემდეგ კი გვერდზე გადმომაწვინა და ისევ ქვემოთ მომაქცია.
-ჩემი ეჭვიანი გოგო - კმაყოფილმა ჩაიცინა და თბილი ტონით მითხრა. მეც გამეღიმა. აბა გაბედოს ვინმემ და ჩემს ალექსანდრეს ზედმეტად შეხედოს! დავაწიწკნი თმებს! დიახ...

ხელი ზურგზე აასრიალა და კაბის შესაკრავი მოძებნა, მარტივად გამხადა თხელი კაბა და იატაკზე მოისროლა, საცვლებისამარა რომ დამინახა თვალები ვნებისგან აენთო. ფეხებშუა მოექცა და კისერში მაკოცა. ხელებს იმდენად ოსტატურად დააცოცებდა მთელს ჩემს სხეულზე, რომ კოცნასთან ერთად გონებას საბოლოოდ მიბინდავდა. სულაც არ ვიკავებდი თავს კვნესისგან, ჩემი სიამოვნების გამოძახილებით კი ალექსანდრე აშკარად კმაყოფილი იყო და უფრო მეტი მონდომებით აგრძელებდა ჩემს ალერსს. 1-2 წუთში მხოლოდ კაბის გახდა არ იკმარა და ლიფიც მის გზას გაუყენა. სავსე მკერდზე მომაშტერდა და ანთებული თვალები აემღვრა, მთელი მისი სხეული სურვილმა მოიცვა. ოდნავ წამოვჯექი და საროჩკის ღილები გავუხსენი. განა მარტო მას მოსწონს შიშველს როცა მიყურებს?! კაბას და ლიფს ზემოდან მორიგი ტანსაცმელი დაეცა. ხელი მის პრესზე ავასრიალე და კისრიდან კოცნით მუცლამდე ჩამოვედი. ვიგრძენი როგორ ჰქონდა დახორკლილი მთელი ტანი ჩემი შეხების გამო, აჩქარებულად სუნთქავდა და ძარღვები დაბერვოდა. დიდხანს ვეღარ გაძლო უმოქმედოდ, წამომჯდარი ისევ ზურგზე დამაწვინა და მკერდზე მომეფერა. ერთზე ტუჩებით მკოცნიდა, მეორე კი ხელში ჰქონდა მოქცეული, გეგონება სადმე გაექცეოდა... რამდენჯერმე კბილის შეხებაც ვიგრძენი და ტკივილის გამო ხმაწართმეულმა ამოვიკვნესე, თუმცა სიამოვნება გაორმაგდა. შარვალის ქამარი შევუხსენი. სურვილისგან უკვე ხელები მიკანკალებდა. შარვლის შესაკრავს დავუწყე წვალება, თუმცა შემდეგ თვითონ დამეხმარა და შარვალიც იატაკზე მოისროლა. უფრო კომფორტულად მოთავსდა ჩემს ფეხებს შორის და შიშველი ტანით ამეკრო. ხელები წელს ქვემოთ ჰქონდა შეცურებული და ტუჩებში მკოცნიდა. მგონი ეიფორიაში ვიყავი. ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნო იყო. სულაც არ მადარდებდა ის ტკივილი, რაც ჩვეულებრივ პირველ ღამეს მოყვება ხოლმე. თუმცა სად შემეძლო ამდენ რამეზე ფიქრი, როცა ალექსანდრეს მკლავებში ვიყავი მომწყვდეული! ხომ ვამბობ მადებილებს ეს ბიჭითქო და დამიჯერეთ რა... მომთხოვნი და ჟინიანი კოცნა ვნებიანით შეცვალა და წელზე მოხვეული ხელები თეძოებამდე ჩააცურა. ტრუსს გვერდებზე შემოაწყო თითები, შემდეგ კი მოქაჩა და მოხერხებულად გამაძრო. მღელვარებამ და მისმა სურვილმა პიკს მიაღწია. უკვე ვეღარ ვითმენდი ისე მინდოდა მთლიანად მისი გავმხდარიყავი. თვითონაც ჩემნაირ დღეში იყო, თუმცა ცდილობდა არ აჩქარებულიყო. საცვალი გაიძრო და ისევ ჩემკენ დაიხარა საკოცნელად. ყველა მის შეხებაზე უკვე ჟრუანტელი მივლიდა, რაღაც ახლის მოლოდინი ყველა შეგრძნებას უფრო მეტად ამძაფრებდა. ვიგრძენი ტკივილი და მსუბუქად წამოვიკვნესე, თუმცა ალექსანდრემ მაშინვე მომაკრო თავისი ტუჩები და ნაზად მაკოცა. უფრო მწარე ტკივილს ველოდი, თითქოს უმტკივნეულოც კი იყოო. ყველაფერს ფრთხილად აკეთებდა და ცდილობდა რაც შეიძლება ნაკლებად მტკენოდა.
ორივე კმაყოფილები მივესვენეთ ერთმანეთს, ჩემს გვერდით დაწვა და თავის მკლავებში მომიქცია, ოდნავ გაოფლიანებულ საფეთქელზე მომაკრო გახურებული ტუჩები და ნაზად მაკოცა.
-ახლა უკვე სულ მთლიანად ჩემი ხარ - ჩამჩურჩულა და თითები მუცლამდე ჩამოასრიალა. სიამოვნებისგან ცხელმა ტალღამ დამიარა, ხელი სახეზე ჩამოვუსვი და ტუჩებზე მსუბუქად წავეტანე.
-ძალიან მიყვარხარ - დავიჩურჩულე საყვარელ ბაგეებთან და ისევ ვაკოცე.
ისე დამეძინა ვერც მივხვდი, მხოლოდ იმას ვგრძნობდი ბუნდოვნად, როგორ დაასრიალებდა ალექსანდრე თავის გრძელ თითებს ჩემს თმებში. ასე ტკბილად ალბათ ჯერ არ მძინებია. დილით რომ გავიღვიძე თავი ზღაპარში მეგონა. გუშინდელი ღამე ამომიტივტივდა თვალწინ და სიამოვნების ტალღამ დამიარა მთელს სხეულში. ალექსანდრეს თავისი უზარმაზარი ხელი ჩემს მუცელზე ჰქონდა მოთავსებული და უდარდელად ფშვინავდა. ნელა დავიხარე მისკენ და მის ტუჩებს მსუბუქად შევეხე. აშკარად ღრმად ეძინა... მეც დავიძინებდი, ან საწოლში ვიგორავებდი სანამ გაიღვიძებდა, მაგრამ რა ვქნა რომ მაინცდამაინც ამ დილას მინდოდა ენერგიულად წამოვმხტარიყავი ფეხზე? ისედაც ჩემზე მოხუტებულს უფრო ახლოს მივუცუცქდი და ცხვირის წვერი კისერში მსუბუქად გავუხახუნე.
-დილამშვიდობისაა, გაიღვიძე - ტკბილად ჩავჩურჩულე ყურში, ხელი კისერზე მოვხვიე და თითები მის დაკუნთულ პრესამდე ჩამოვაცურე.
-მმმ... - ამოიზმუვლა მოკლედ.
-ალექსანდრეე, ნუ ხარ ძილისგუდა - გამეცინა და კისერში ვაკოცე.
-მეძინებაა... - ამოიბუზღუნა და ცხვირი ჩემს თმებში ჩარგო. ოდნავ ავხვანცალდი და მაშინვე ვიგრძენი მწველი ტკივილი. აშკარად გაუნძრევლად წოლა ჯობდა... მე რა ვიცოდი რომ ისევ მეტკინებოდა! უკმაყოფილოდ დავმანჭე სახე და ტკივილის შეგრძნებისთანავე გავშეშდი. დაძაბულმა დავაბრუნე თავი ბალიშზე და ღრმად ამოვისუნთქე. ჩემს ბიჭს ისევ ეძინა. თავი მისკენ მივატრიალე და გაღიმებულმა დავიწყე მისი სახის თითოეული სანტიმეტრის შესწავლა. ისე გავერთე მის ყურებაში რომ ტკივილი მალევე გადამავიწყდა და დაჭიმული კუნთებიც მოვადუნე. ახლა ალბათ ცხელი შხაპი მიშველიდა. ნელა მოვიშორე ალექსანდრეს ხელი, ფრთხილად დავუძვერი მკლავებიდან და ტკივილის მოლოდინში ფეხზე ძლივს დავდექი. არც შევმცდარვარ - ტკივილი გამიძლიერდა. რადიკულიტიანი მოხუცივით მივედი სააბაზანომდე. ნუ მთლად ასეც არა, მაგრამ მუცელში მართლა ძლიერად ვგრძნობდი წვას.
ცხელმა წყალმა საოცრად იმოქმედა - მაშინვე გამიარა ტკივილმა და მთელი სხეული მომიდუნდა. კმაყოფილი ღიმილი დამთამაშებდა სახეზე იმის გამო რომ შხაპს ჯაკუზი ვარჩიე და ახლა მშვიდად ვნებივრობდი. ვერ შევამჩნიე დრო ისე მალე გავიდა. კარგ ხასიათზე მყოფი მხოლოდ მაშინ მოვედი გონს, როდესაც კარის ხმა გავიგე და სააბაზანოში ალექსანდრე შემოვიდა.
-სად გამექეცი? - მკითხა თვალებში ჭინკაათამაშებულმა, მომიახლოვდა და ტუჩებში ვნებიანად მაკოცა.
-არ მეძინებოდა - გულუბრყვილოდ ამოვიბურტყუნე და ისევ საყვარელ ბაგეებს შევეხე.
-არ გინდა ჯაკუზში მეც ჩამოვიდე? - ვნებისგან დაგუდული ხმით მკითხა და მარცხენა ხელი წყალში ჩამოყო, ჩემს ფეხზე ამოასრიალა. სიამოვნებისგან თვალები დავხუჭე და ქვედა ტუჩი კბილებს შუა მოვიქციე. - ჩემი გემრიელი - ყურთან მიჩურჩულა და კოცნით კისერში ჩამოვიდა.
-ალექსანდრე, შიშველი ვარ სად მოდიხარ?!. - შევიცხადე გულაჩქარებულმა, როდესაც საცვლისამარა ალექსანდრემ ჯაკუზში ერთი ფეხი გადმოყო.
-შიშველი გუშინაც იყავი - თავხედურად ჩაიცინა და მეორე ფეხიც წყალში მოათავსა.
-სულ გამაგიჟებ შენ მე... - მხოლოდ ესღა ვთქვი დაბუშტული ტუჩებით და მთელს სხეულში ცხელმა ტალღამ დამიარა, როდესაც ალექსანდრე ფეხებს შუა მომექცა და შიშველი ტანით ზედ ამეკრო, თან ერთი ხელი ხერხემალზე მსუბუქად აასრიალა და მთლიანად დამიბინდა გონება.
-ჭკუას მაკარგვინებ დეა - დაიბუბუნა ჩახლეჩილი ხმით და ვნებიანად დამიკოცნა ტუჩები, კისერი, შემდეგ მკერდზეც მომეფერა და წყობიდან გამომიყვანა. ისეთი სასიამოვნო იყო მისი თითოეული შეხება რომ თავის შეკავება უბრალოდ აზრადაც არ მომდიოდა, თანაც მხეცივით იყო ჩაფრენილი თითებით ჩემს თეძოებზე, თითქოს არ უნდოდა სადმე გავქცეოდი. არ ვიცი ყოველთვის როგორ შეუძლია ყველაფერი აუჩქარებლად გააკეთოს, თუმცა ფაქტია რომ ეს სულ გამოსდის. უკვე ვეღარ ვითმენდი ისე მინდოდა მთლიანად შემეგრძნო, ის კი თითქოს განგებ მაწვალებდა.
-აუ ალექსანდრეე, აქ მაინც ნუ მაწიწკნი ნერვებს - ზურგზე კომფორტულად დაწოლილი წამოვიწიე, კისერი ვნებიანად დავუკოცნე და თან ხელებით ტრუსის ზორტს წავეპოტინე.
-რა მოუთმენელი ხარ - ჩაიცინა მან, ორივე ხელი ფეხებზე მომკიდა, წელზე შემოიწყო და კალთაში ჩამისვა.
-შენთან მინდა. მალე! - მყარი ტონით განვუცხადე და ოდნავ მოვშორდი. ძალიან კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. რა თქმა უნდა კმაყოფილი იქნებოდა! ხედავდა მისი სურვილით როგორ ვიწვოდი და სიამოვნებდა! დამპალი ბიჭი!..
რამდენიმე წამში ალექსანდრეც ჩემსავით სრულიად შიშველი იყო. ვნებებს ვეღარ ვთოკავდი, ხელით მკერდზე მივაწექი ისე რომ ზურგით ჯაკუზზე მიწოლილიყო. მის ზემოდან მოვთავსდი და ტუჩებზე მხეცივით ვეცი. ახლა ხომ მაინც გჯერათ რომ ალექსანდრეს ჭკუიდან გადავყავდი?! მგონი კი...
ალბათ იმ მომენტში ჩვენი ხმები დერეფანშიც კი ისმოდა. ალექსანდრესი შეიძლება არა, მაგრამ ჩემი რომ ვინმეს გაეგო არ გამიკვირდებოდა. ჯერ კიდევ მეწვოდა შიგნიდან ყველაფერი, თუმცა იმდენად მსიამოვნებდა ალექსანდრესთან სიახლოვე რომ ტკივილიც კი აღარ მადარდებდა. თვითონაც ამოიოხრა რამდენჯერმე სიამოვნებისგან, თუმცა უფრო ხმადაბლა.
-ჩშშ, ნუ გავასაჯაროებთ ჩვენს პირად ცხოვრებას ჩემო პატარა, კარგი? - თავხედურად ჩაიცინებდა ხოლმე ჩემს კვნესაზე, რამე ამდაგვარს მეტყოდა ხუმრობით და ტუჩებში ვნებიანად მკოცნიდა.
-მიყვარხარ - დავიჩურჩულე მის ყურთან დაღლილმა და კმაყოფილი გავიშოტე მასზე. უკვე ორივე მშვიდად ვსუნთქავდით, ფეხები ერთმანეთისაში გვქონდა ახლართული და ერთმანეთს მსუბუქად ვეფერებოდით. მე მის დაკუნთულ სხეულზე თითებით გაურკვეველ ფიგურებს ვხაზავდი, თვითონ კი ხელს ჩემს ზურგზე დაასრიალებდა, ხანაც თმაზე მეთამაშებოდა და შუბლზე მკოცნიდა. მეჩურჩლებოდა როგორ ვუყვარდი და თვალებში მიყურებდა.
-დილა საოცრად დაიწყო - კმაყოფილმა ჩატეხა ტუჩის კუთხე და თითებით სახეზე მომეფერა.
-ასე მგონია ბედნიერებისგან გული გამისკდება - ჩავიცინე და მისი ტუჩის ფორმა მოვხაზე.
-ნუ სულელობ, ამაზე მაგარი დღეები გველის წინ, თან უამრავი - თავისი თბილი გამოხედვით კინაღამ იქვე დამადნო, ჩემკენ დაიხარა და ბაგეებზე წამეტანა.
-რა კარგი იქნებოდა სულ ასე რომ შემეძლოს შენზე ჩახუტებულს წოლა - დანანებით ამოვიოხრე და ცხვირი მის კისერში ჩავრგე. საყვარელი სურნელით გავივსე ფილტვები და სახეზე კმაყოფილების ღიმილმა გადამირბინა.
-ხო მაგრამ უკვე ეჭვი მეპარება მარტო ჩახუტებით დაკმაყოფილდე - თვალებში ჭინკაათამაშებული ახარხარდა და ჩემგან მკერდში მსუბუქი მუშტიც დაიმსახურა.
-გარყვნილო! - შევიცხადე ლოყებაწითლებულმა.
-ორი ჩვენნაირი გიჟი ერთად სახიფათოა - ვნებიანად დამიკოცნა ბაგეები და ისევ გამოშტერების საზღვრამდე მიმიყვანა.
-გიჟები შენკენ მოიკითხე - ენა გამოვუყავი და ეშმაკური მზერა გავუსწორე.
-მაინც არ თმობ პოზიციებს ხო? სულ ასეთი ჯიუტი როგორ ხარ - თბილად ჩაიცინა და თმაზე წამეთამაშა.
-რას ვიზავთ, ასეთი ვარ - უდარდელად ავიჩეჩე მხრები.
-უნდა მოგარჯულო როგორმე
-წარმატებები - ორივემ ირონიული მზერით გავბურღეთ ერთანეთი და მანამ არ გამოვფხიზლებულვართ, სანამ ოთახის კარზე ვიღაცამ არ დააკაკუნა.
-უკაცრავად, ოთახის მომსახურებაა! - გავიგეთ სავარაუდოდ ახალგაზრდა ბიჭის ხმა.
-პირსახოცი სადაა - დაფეთებული წამოვვარდი, პირსახოცით უცბად გავიმშრალე ტანი და ხალათი შემოვიცვი.
-ეგრე უნდა აესვეტო წინ? - შეიცხადა ალექსანდრემ და თვითონ სპორტული შარვალი ამოიცვა.
-რა მოხდა?
-აქ დარჩი! - შემომიბღვირა და თვითონ გავიდა კარის გასაღებად. როგორც კარის მეორე მხრიდან და მათი დიალოგიდან გავიგე, ალექსანდრეს საუზმე ჰქონდა შეკვეთილი, გარდა ამისა მოსამსახურეს ახალი თეთრეულიც ჰქონდა მოტანილი. ალექსანდრემ უთხრა არ გინდა ჩვენ გამოვცვლითო და კარის დაკეტვის ხმა გავიგე. მაშინვე გარეთ გავვარდი და გაოგნებული გავშეშდი ერთ ადგილას როდესაც ოთახში ისევ ის ბიჭი დავინახე. საუზმის მაგიდაზე რაღაცეებს ალაგებდა. ორივემ ჩემკენ გამოიხედა და იმ საწყალ ბიჭს ჭიქა გადაუყირავდა. აბა რა კარის ხმა გავიგე?! ჯანდაბა, ალბათ ღია დარჩა და მერე დაკეტა! ოოოო, ახლა ალექსანდრეს გაბრაზებულ თვალებს უნდა გავუძლო. წინასწარ გამოვიგლოვე ჩემი თავი და უსიტყვოდ მივბრუნდი სააბაზანოში. რამდენიმე წუთში გავიგე როგორ დაემშვიდობა ალექსანდრე იმ ბიჭს და მეც მომენტალურად დავბრუნდი ოთახში.
-აუუ ალექსანდრე, არ გამიბრაზდე რაა. არ ვიცოდი რომ ისევ აქ იყო, კარის ხმა გავიგე და გამოვედი. იდიოტია, მაგაზე ნერვები არ აიშალო არ გადამრიო. ხო არ იეჭვიანე? - პატარა ბავშვივით დავიწყე გაუთავებელი ტიტინი და ცოტახანში ალექსანდრეს გაბრაზებული თვალები ჩემმა საყვარელმა ღიმილმა შეცვალა.
-ხომ იცი რომ ვერასდროს შევეგუები სხვის თავხედურ მზერას შენზე - მომღიმარმა შემიცურა ხელები წელზე და ტუჩებში მსუბუქად მაკოცა.
-ხო მაგრამ მე მაინც ნუ გამიბრაზდები - გამეცინა და ხელები კისერზე მოვხვიე.
-შენზე გაბრაზებას არც ვაპირებდი, გამოხვედი და პირდაპირ თავის მართლებაზე გადახვედი. რა ვქნათ ასეთი შტერუკელა რომ მყავხარ - თვითონაც გაეცინა, შემდეგ კი ხალათის ქამარი შემიხსნა და ძირს დააგდო. -ჯერ წყალი გადავივლოთ - ყურში ვნებიანად მიჩურჩულა, წელზე შემისვა და კოცნით შევიდა სააბაზანოში. სანამ თვითონ ტანსაცმელს იხდიდა, მანამდე მე წყალი დავარეგულირე და ალექსანდრე წამში გავწუწე.
-ღირსი ხარ! - მხიარულად გავეკრიჭე და ავკისკისდი, როდესაც დუში ალექსანდრემ გამომართვა და თვითონაც მისნაირად გამწუწა.
-რით დავიმსახურე? - მკითხა გაკვირვებულმა და დუში ისევ ზემოთ დაამაგრა რომ ორივე დავსველებულიყავით.
-შენი ბრაზიანი თვალებით რომ მაშინებ იმით - ვუპასუხე ნიშნისმოგებით.
-ეგ იმის ბრალია ასეთი ლამაზი რომ ხარ - ესღა თქვა და ტუჩებზე მეცა. კედელზე ამაკრა და ხელები თავის ზემოთ დამიჭირა. ტკივილმა ისევ თავი შემახსენა და საწყლად ამოვიკნავლე.
-დეა, რა გჭირს? - მკითხა გაურკვევლობაში მყოფმა შეწუხებული ტონით.
-არაფერი, არ ინერვიულო - მოკლედ ვუპასუხე და ტუჩებში ნაზად ვაკოცე.
-თუ გტკიოდა და ცუდად იყავი გეთქვა, დღეს დილით თავს შევიკავებდი - აბუტბუტდა დამნაშავე ტონით.
-მაშინ არ მტკიოდა - დავიწყე თავის მართლება, გეგონება რამე დანაშაულზე წამასწრესო.
-მაინც უნდა გეთქვა...
-შიშველს ჯაკუზში რომ ჩამიხტი და კოცნა დამიწყე შენი აზრით რამე გამახსენდებოდა? - ტუჩებდაბუშტულმა ვუპასუხე და მზერა ავარიდე. წამში გავიგე ალექსანდრეს ფხუკუნი და დღეს, უკვე მეორედ, მკერდზე მსუბუქად დავკარი მუშტი.
-ჩემი შტერიი... ვერ წარმოიდგენ როგორ მიყვარხარ - ჩამეხუტა და გულში ჩამიკრა. აბა ახლა გეკითხათ ჩემთვის როგორ ვიყავი!.. სულიად შიშველს ალექსანდრეზე რომ გადამკვანძავთ გგონიათ უემოციოდ შევხვდები ამ ყველაფერს? გული ამიჩქარდა და ძარღვებში სისხლმა უფრო სწრაფად დაიწყო მოძრაობა, კანი დამეხორკლა და გამაჟრიალა.
ძლივს მოვრჩით ერთანეთის კოცნას, წყალიც გადავივლეთ და ხალათებით დავბრუნდით ოთახში სადაც უგემრიელესი საუზმე გველოდებოდა.
-როგორ მშია ვერ წარმოიდგენ - საჭმლის დანახვით თვალებანთებული ალექსანდრე, აჩქარებული ნაბიჯით გაემართა მაგიდისკენ და სკამზე კომფორტულად მოთავსდა.
-იმედია რამეს დამიტოვებ - მსუბუქად გადავიკისკისე და მის პირდაპირ მოვთავსდი.
-წინ რომ დამიჯექი სხვაგან ადგილს ვერ ხედავ? - მკითხა ვითომ გაბუტულმა.
-სად? - გაკვირვებულმა ვჭყიტე თვალები.
-დარწმუნებული ვარ ჩემი კალთა უფრო კომფორტულია ვიდრე ეგ სკამი - მითხრა და თვალები ეშმაკურად აუციმციმდა.
-ჰმმ... არვიცი შევამოწმებ- სიცილით წამოვდექი ფეხზე და კალთაში ჩავუხტი. ხელები კისერზე მოვხვიე, მან კი ერთი ხელი წელზე მომხვია და ტანზე ამიკრო.
-აბა რას იტყვი? - მკითხა ჩემი საყვარელი ღიმილით.
-მართალი ხარ, სკამი ვერც კი შეედრება, ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს - გავეკრიჭე და ტუჩებში ვაკოცე.
-აბა პირი გააღე ახლა, ჭამის დროა - შოკოლადიანი ვაფლი აიღო და ჩემი პირისკენ წამოიღო.
-რას შვები? რამხელაა! ეს პირში არ ჩამეტევა - ავკისკისდი მხიარულად და თავი გვერდზე გავატრიალე.
-მე უნდა გაჭამო, შენ ხომ ჩემი ჯიუტი ბავშვი ხარ... ხოდა ჯერ შენ უნდა გაგზარდო და მერე ჩვენი შვილები ერთად გავზარდოთ - დაიბუბუნა ჩემმა საყვარელმა ხმამ და მეც აღარ შევეწინააღმდეგე. უზარმაზარ ლუკმას კბილები წავავლე და თავი გვერდზე მივატრიალე თუ არა, მეორე მხარე ალექსანდრემ წააჭამა.
-აუუუ... ჩემი ვაფლი იყოო! - ავწუწუნდი პატარა ბავშვივით.
-ნწ... ჩემიც იყო - თბილად მიჩურჩულა და ტუჩებში მაკოცა.
ამდენი სიყვარულობანა ასე ცოტა დროში მგონი ცოტა ზედმეტიც კი იყო, თუმცა მე ესეც არ მყოფნიდა. საუზმის შემდეგ საქმიანად წამომაგდო ფეხზე, მითხრა ლამაზად გამოიპრანჭეო.
მეც რა თქმა უნდა, ინტერესისგან ათასი კითხვა დავაყარე, თუმცა თავისას არ იშლიდა. ჯიუტად იმეორებდა რომ რაც შეიძლება მალე გამოვპრანჭულიყავი. ბუზღუნით დავემორჩილე, მოტკეცილი კრემისფერი კაბა ჩავიცვი, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და ჩანთაც ავიღე.
-ულამაზესი ხარ - მითხრა თვალებგაბრწყინებულმა, ხელი წელზე შემიცურა და გარეთ მიბიძგა. მის ხელზე მიხუტებული მივედი მანქანამდე, კარი გამიღო, ჩავჯექი. თვითონ მეორე მხრიდან მოუარა და მანქანა დაძრა.
-ახლაც არ მეტყვი სად მივდივართ? - ვკითხე ტუჩებდაბუშტულმა და ლეკვის თვალებით გავხედე.
-მიყვარხარ - გამობერილ ტუჩებზე მაკოცა და ისევ გზას მიუბრუნდა.-ეგ ლამაზი ტუჩებიც ძალიან მიყვარს
-ნერვებს მიშლი! - ხელები გადავაჯვარედინე და დავინახე როგორ ჩატეხა ტუჩის კუთხე ალექსანრემ.
-ნუ მებუტები, რამდენიმე წუთში გაიგებ ყველაფერს - ჩემს მარცხენა ხელს დაწვდა და თავისაში მოიქცია, მეორეთი კი საჭის მართვა განაგრძო. მივხვდი რომ ბუტიაობასაც კი არ ჰქონდა აზრი, დანებების ნიშნად ამოვიოხრე და გარემოს თვალიერება დავიწყე. სადღაც ქალაქგარეთ გავედით. ყველაფერი მწვანე აბიბინებულ მინდვრებს და უზარმაზარ ხეებს მოეცვათ. გაოცებული ვათვალეირებდი ყველაფერს, შემდეგ კი გაკვირვებულმა შევათვალიერე საქორწინო ცერემონიისთვის მორთული საკმაოდ დიდი ტერიტორია.
-ალექსანდრე, რა ხდება? - ვკითხე დაეჭვებულმა. -ვისი ქორწილია?!
-რა მოუსვენარი ხარ - ისევ გაიცინა, ხელი პიჯაკის ჯიბეზე მოისვა და მანქანიდან გადმოვიდა. კარი გამიღო და მეც გადმოვედი. ყველა სტუმარმა ჩვენკენ გამოიხედა, თუმცა მალევე დაიწყეს თავის მოჩვენება თითქოს არ გვიყურებდნენ.არადა ყველა ჩვენ გვიყურებდა!
-გამაგებინე რა ხდება - სრულ გაურკვევლობაში მყოფმა ენის ბორძიკით დავიწყე ბუტბუტი.
-ცოტა წინ წამოდი - ისევ დააიგნორა ჩემი შეკითხვა, ხელკავი გამომდო და ხალხისკენ დაიძრა.
-სად მიგყავარ?!
-არსად...
-როგორ თუ არსად?! - შევიცხადე მე
-აი ასე... არსად - მხრები აიჩეჩა და ისე მიპასუხა ვითომც არაფერიო.
-ვისი ქორწილია? - ვეღარ მოვითმინე და ისევ ვკითხე.
-ჩვენი... დეა, ცოლად გამომყვები? - თითქოს ამ კითხვას ელოდაო, რამდენიმე ნაბიჯით მომშორდა, ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო და წინ დამიჩოქა.
-რა? ჩვენი? მოიცა, რა ხდება აქ... - მოულოდნელობისგან შოკში მყოფმა ისევ ხალხი მოვათვალიერე. ჟურნალისტებიც კი მოსულები იყვნენ. დედაჩემი დავლანდე საკურთხეველთან, ბედნიერი ღიმილით მდგარი, მის უკან მამაჩემი იდგა. მეორე მხარეს ალექსანდრეს მშობლები. ლილე ლამაზად გამოპრანჭულიყო მეჯვარის ფორმაში, მეორე მხარეს ერეკლე და ბაჩო იდგნენ. ჰაჰჰ... ალბათ ლილემ იცოდა მეჯვარეების დაქორწინება რომ არ შეიძლება და ამიტომ დაგვეჩაგრა თოკა. არაუშავს... რამდენიმე წამში გადავხარშე ეს ყველაფერი, შემდეგ კი ისევ ალექსანდრეს შევხედე. ჩემი ყველაზე მაგარი ბიჭი!
-კი! - ვუპასუხე ბედნიერებისგან გაბრწყინებულმა. მან ფეხზე ადგომა მოასწრო, მე კიდევ მისკენ გავექანე და კისერზე ჩამოვეკიდე. არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი მასზე ტკიპასავით აკრული, უბრალოდ არავინ არ მადარდებდა, მხოლოდ ალექსანდრე არსებობდა იმ წამს ჩემთვის.
-არ დავიწყოთ ცერემონია? - მამაჩემის ხმამ გამომაფხიზლა. თვალები გავახილე და ბედნიერების ცრემლებიც მაშინვე გადმომცვივდა.
-არ იტირო ჩემო პატარა, ყველაზე მეტად მიყვარხარ - დამამშვიდა ალექსანდრემ და ცრემლები მომწმინდა, შემდეგ ნიშნობის ბეჭედი თითზე წამომაცვა და საკუთხევლისკენ წავიდა რომ ცერემონია დაგვეწყო.
-ბედნიერებას გისურვებ შვილო - მითხრა მანამდე მამაჩემმა და შუბლზე მთელი სითბოთი და სიყვარულით მაკოცა.
-მადლობა მა, ძალიან მიყვარხარ - ვუპასუხე მეც და ჩავეხუტე.


დაიწყო... ჩემი და ალექსანდრეს ქორწილის ცერემონია დაიწყო... ბოლომდე ვერც ვიჯერებდი რომ ეს ყველაფერი ასე მოულოდნელად მოხდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ჩემს ქორწილში მობუზღუნეს მიმაქანებდნენ და ცოლად გაყოლაზე თანხმობის შემდეგ მომენტალურად ქორწილის ცერემონია დაიწყებოდა. ლილე, თოკა, ერეკლე და ბაჩო გაკრეჭილები გვიყურებდნენ ხან მე და ხან ალექსანდრეს. საკურთხეველთან რომ მივედით, მამაჩემმა წესისამებრ გადააბარა ჩემი თავი ალექსანდრეს, შემდეგ კი გაგვშორდა. ჩვენ მღვდლისკენ მივბრუნდით. მის სიტყვებს მე და ალექსანდრე რიგ-რიგობით ვიმეორებდით და ერთმანეთს თვალს არ ვაშორებდით. ბეჭდებიც გავუკეთეთ ერთმანეთს და სანატრელი სიტყვებიც გავიგე
-თქვენ უკვე ცოლ-ქმარი ხართ, შეგიძლიათ აკოცოთ პატარძალს...

ალექსანდრე ჩემკენ დაიხარა და მთელი გრძნობით მაკოცა ტუჩებში. ხელები კისერზე მოვხვიე და კოცნაში ავყევი.
-კიევ ერთი კითხვა მაქვს... თანახმა ხარ რომ შენს გვერდით სხვა ბიჭი არ დამანახო? - ჩაიცინა ჩემს ტუჩებს ერთი წამით მოშორებულმა ალექსანდრემ.
-კი, თანახმა ვარ - ვუპასუხე მოცინარმა დაუყოვნებლად და ისევ ტუჩებში ვაკოცე, რასაც მომენტალურად მოყვა ხალხის ტაში.

ჩემი ალექსანდრე.... ჩემი ეჭვიანი ბიჭი... ჩემი იდიოტი, რომელსაც მუდამ შეუძლია ნერვები დამაწიწკნოს. ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული და ადამიანი რომლის გარეშეც მოვკვდები, რომელიც მაგიჟებს და ჭკუას მიკარგავს... ჩემი სასწაული და ჩემი მეორე ნახევარი... ჩემი ალექსანდრე...


..........
გაღირსეთ ისტორიის დასასრულიც...

ძალიან დიდი ბოდიში ბავშვებო ამდენ ხანს რომ გალოდინეთ, იმედი მაქვს სულ მთლიანად არ დაგვიწყებიათ ეს ისტორია. რაღაც მიზეზების გამო დიდხანს ვერ მოვახერხე დამეწერა, მერე აღარც ვიცოდი ვინმეს თუ დააინტერესებდა დასასრულის წაკითხვა, მაგრამ მე თვითონ ვერ გავიმეტე ეს ისტორია მისატოვებლად.

იმედი მაქვს ისიამოვნეთ და მოგეწონათ.

ძალიან მიყვარხართ ჩემო მკითხველებო და უზომოდ მომენატრეთ! აუცილებლად დაგიბრუნდებით ახალი ისტორიით!..



№1 სტუმარი ketis

rogroc iqna magirseeeee iwi rogor velodiii..au dzaan kargi ikoo dzaan visiamovne

 


№2  offline მოდერი bibo

vaime Cemi tkbili tbili biskviwi xar shen heart_eyes heart_eyes rogor ar mainteresebdaaaa gadaob gelodi gamgelebuli ramdeni xania meqti xo aq mshvidoba heart_eyes heart_eyes como imedia male dabrundebi axali istorit da gmaitbob guls suls kuchs da gvids muraba xar yum atmis bususo da aluchis kurkaaaa udzalianesad gamixarda davfrinav es ro vnaxe awi ra mamklavs magram ar mindoda je dasasruli iqneb meore nawilic dagewera chemo yvitelgulaa saocrebav heart_eyes heart_eyes

 


№3  offline მოდერი ანკა

ketis
rogroc iqna magirseeeee iwi rogor velodiii..au dzaan kargi ikoo dzaan visiamovne

Dzaliann didi madlobaa <3 <3 <3
bibo
vaime Cemi tkbili tbili biskviwi xar shen heart_eyes heart_eyes rogor ar mainteresebdaaaa gadaob gelodi gamgelebuli ramdeni xania meqti xo aq mshvidoba heart_eyes heart_eyes como imedia male dabrundebi axali istorit da gmaitbob guls suls kuchs da gvids muraba xar yum atmis bususo da aluchis kurkaaaa udzalianesad gamixarda davfrinav es ro vnaxe awi ra mamklavs magram ar mindoda je dasasruli iqneb meore nawilic dagewera chemo yvitelgulaa saocrebav heart_eyes heart_eyes

Chemi utkbesiiiii <3 dzaliann momenatre ❤❤❤ tu bevrs endomeba gagrdzelebas davcer aucileblad

 


№4  offline წევრი TeddyBear

ჰმმ კი ხარ საცემი და გასაბეხვი მარა რა ვქნა ვერ გაგიმეტებ :დ არაჩვეულებრივი დასასრული იყო, ძალიან მომეწონა ❤ როგორც ყოველთვის სასიამოვნო წასაკითხი იყო და მოვლენებიც ისე გქონდა ახწერილი ადვილად რომ წარმოიდგენს ადამიანი ❤ ალექსანდრეზე რომ ვგიჟდები კი იცი შენ ❤ ნუ რათქმაუნდა ჩემი ბაჩუკის მომენტებზეც არ ვიტყოდი უარს და ჩემი სატრფოსაზე ხომ საერთოდ თუმცა მაინც კარგი იყო :დდ ალექსანდრეს და დეას "ჩხუბის" სცენებზე კარგად გაბერთე :დდ კარგია ისტორია დაუსრულებელი რომ არ დატოვე თუმცა შენს მოთხრობებს იქამდე მაინც აღარ წავიკითხავ სანამ არ დაასრულებ ხოლმე ასე დაგვიანება ძააააალიან არ მევასება ავტორებისგან ამიტომ..
ცუდი ისტორია რომ ყოფილიყო არ დაველოდებოდი და დღეში რამდენჯერმეც არ შევამოწმებდი ხომ არ დაიდო თქო.
მოკლედ რომ ვთქვა მაინც კარგია რომ დაასრულე და არ მიატოვე ❤ შენს შემდეგ ისტორიას ველოდები
ოღონდ რა შემთხვევაში წავიკითხავ ეგეც იცი :დდ მე ამდენ ლოდინს ვეღარ გადავიტან ხიხააააალ :დ
მაგარი ხარ ❤ წავედი ეხლა მე ვინმეს მოვუშლი ნერვებს :დ

 


№5  offline წევრი magdamargia

dzalian magari iyo <3

 


№6  offline მოდერი ანკა

TeddyBear
ჰმმ კი ხარ საცემი და გასაბეხვი მარა რა ვქნა ვერ გაგიმეტებ :დ არაჩვეულებრივი დასასრული იყო, ძალიან მომეწონა ❤ როგორც ყოველთვის სასიამოვნო წასაკითხი იყო და მოვლენებიც ისე გქონდა ახწერილი ადვილად რომ წარმოიდგენს ადამიანი ❤ ალექსანდრეზე რომ ვგიჟდები კი იცი შენ ❤ ნუ რათქმაუნდა ჩემი ბაჩუკის მომენტებზეც არ ვიტყოდი უარს და ჩემი სატრფოსაზე ხომ საერთოდ თუმცა მაინც კარგი იყო :დდ ალექსანდრეს და დეას "ჩხუბის" სცენებზე კარგად გაბერთე :დდ კარგია ისტორია დაუსრულებელი რომ არ დატოვე თუმცა შენს მოთხრობებს იქამდე მაინც აღარ წავიკითხავ სანამ არ დაასრულებ ხოლმე ასე დაგვიანება ძააააალიან არ მევასება ავტორებისგან ამიტომ..
ცუდი ისტორია რომ ყოფილიყო არ დაველოდებოდი და დღეში რამდენჯერმეც არ შევამოწმებდი ხომ არ დაიდო თქო.
მოკლედ რომ ვთქვა მაინც კარგია რომ დაასრულე და არ მიატოვე ❤ შენს შემდეგ ისტორიას ველოდები
ოღონდ რა შემთხვევაში წავიკითხავ ეგეც იცი :დდ მე ამდენ ლოდინს ვეღარ გადავიტან ხიხააააალ :დ
მაგარი ხარ ❤ წავედი ეხლა მე ვინმეს მოვუშლი ნერვებს :დ

Dzalian dzalian didi madloba chemo sakvarelo <3 <3 <3 viciro gagacvalet :dd ❤❤❤
magdamargia
dzalian magari iyo <3

Didimadlobaa ❤❤❤❤❤

 


№7  offline აქტიური მკითხველი La-Na

Rogor gamaxare shen verc ki warmoidgen l. Kargi iyo dzaan
--------------------
ლანა

 


№8  offline მოდერი ანკა

La-Na
Rogor gamaxare shen verc ki warmoidgen l. Kargi iyo dzaan

Madlobaa ❤❤❤❤ mixaria rom mogecona ❤

 


№9  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

Rogorc iqnaaaa dadee..ukve megona agarc dadebdiii arada rogor miyvarda es istoriaa ♡ da velodebodi xolmee .kargi iyo ♡♡♡

 


№10  offline მოდერი ანკა

ნიტა♡♡
Rogorc iqnaaaa dadee..ukve megona agarc dadebdiii arada rogor miyvarda es istoriaa ♡ da velodebodi xolmee .kargi iyo ♡♡♡

Dzaan didi madlobaa ❤❤❤❤❤

 


№11 სტუმარი keke1

Vaime rogor gamixarda shen ar ici :D Chven gvinda gagrdzeleba!!!!!!

 


№12 სტუმარი reiki gogo

au dzaan magari iyoteli istoria dges ki ara dda am games wavikitxe dzaan momewona magari gogoxar gaixare amis dAweristvis ise momewona 1 ze daviwye da 6 mde vkiyxulobdi tavze damatenda da ise maimteresebda ar gavxherdi didi madloba am siamovnebistvis

 


№13  offline მოდერი ანკა

keke1
Vaime rogor gamixarda shen ar ici :D Chven gvinda gagrdzeleba!!!!!!

Madlobaa <3 savaraudod gagrdzelebasac davcer ❤❤❤

reiki gogo
au dzaan magari iyoteli istoria dges ki ara dda am games wavikitxe dzaan momewona magari gogoxar gaixare amis dAweristvis ise momewona 1 ze daviwye da 6 mde vkiyxulobdi tavze damatenda da ise maimteresebda ar gavxherdi didi madloba am siamovnebistvis

Dzaliandidi madloba sayvareloo ❤❤❤ mixaria rom ase mogecona ❤

 


№14  offline წევრი anna31

Au dzalian dzalian magaria <3 gtxov ardaasrulo ra . Gaagrdzele gtxov . Amis dasrulebas ver gadavitan ! Jer ro ar debdi axal tavs xo momkali da axla mtlad nu momklav ! Gaagrdzele!gaagrdzele! Alexsandres nairi bichi mec myavs da mgoni upro amitom momwons es istoria :dd nu mokled! Gaagrdzele tore shublshi tyvia ar agcdeba:D rac shen shegexeba ki dzalian,dzalian miyvarxar<3 kargi gogoxar! ^_^

 


№15  offline მოდერი ანკა

anna31
Au dzalian dzalian magaria <3 gtxov ardaasrulo ra . Gaagrdzele gtxov . Amis dasrulebas ver gadavitan ! Jer ro ar debdi axal tavs xo momkali da axla mtlad nu momklav ! Gaagrdzele!gaagrdzele! Alexsandres nairi bichi mec myavs da mgoni upro amitom momwons es istoria :dd nu mokled! Gaagrdzele tore shublshi tyvia ar agcdeba:D rac shen shegexeba ki dzalian,dzalian miyvarxar<3 kargi gogoxar! ^_^

Madlobaa ❤❤❤ mec miyvarxaarrr ❤❤❤ aleksandresnairi bichi mec minda ee :d

 


№16  offline მოდერი D-roni

ამ კომენტარს ყოველთვის ვფირობდი , რომ ბოლო თავზე დავწერდი.
ამ ისტორიის ყველა დეტალით (თითქმის:დ) კერძოდ ჩხუბით , კამათით , სიჯიტით და ეჭვიანობით ჩემი დაქალი დეა და მაგის შეყვარებული სვანი ალექსანდრე მახსენდება :დ
სახელები , ხასიათები , ვაიმე დიალოგებიც კი !
ერთი - ერთში ზის !
აუცილებლად წაიკითხავს დეა :დ
ალბათ ისიც გამოშტერდება :დ
ისიც ასეთი ლამაზი მყავს <3
ალექსანდრეზეც წყვეტაა გოგოების მხრიდან :დ
დაჟე ისიც დაემთხვა , რომ დეას დაქალს ალექსანდრეს ძმაკაცი მოეწონა და იმასაც მოეწონა "ლილე"... პროსტა ეს ორი სახელი არ დამთხვევია რეალობას მარტო .
დეა და ალექსანდრე კი ჩემი დეა და ალექსანდრე არიან !
მიყვარხარ , შენი გაპუტვა კი მინდოდა მაგრამ აქ ისეთები დაატრიალე , რომ გადავიფიქრე !
მთავარია გამოჩნდი და ასე არ მიატოვე!
ერთი ის მინდა გთხოვო , რომ ბაჩოს და იმ გოგოს ისტორია გააგრძელო .
მე მახსოვს , რომ წინა თავში დეამ რაღაცეები იეჭვა ...
ნუ მოკლე შოკი მოკი პიკი პანიკა ხარ ჩემო ანკა !
ველი ახალ ისტორიას , ძალიან გამახარებ და იმით ორმაგად გამახარებ თუ ბაჩოს ისტორიასაც წაგვაკითხებ!
❤️❤️❤️

 


№17  offline წევრი anna31

ანკა
anna31
Au dzalian dzalian magaria <3 gtxov ardaasrulo ra . Gaagrdzele gtxov . Amis dasrulebas ver gadavitan ! Jer ro ar debdi axal tavs xo momkali da axla mtlad nu momklav ! Gaagrdzele!gaagrdzele! Alexsandres nairi bichi mec myavs da mgoni upro amitom momwons es istoria :dd nu mokled! Gaagrdzele tore shublshi tyvia ar agcdeba:D rac shen shegexeba ki dzalian,dzalian miyvarxar<3 kargi gogoxar! ^_^

Madlobaa ❤❤❤ mec miyvarxaarrr ❤❤❤ aleksandresnairi bichi mec minda ee :d
uuf eg chemia marto :p

 


№18  offline აქტიური მკითხველი lalita

აღარც მეგონა ამ ისტორიის დასასრული თუ იქნებოდა პირდაპირჩამოსახჩობი ხარ , მაგრამ ისეთი გემრიელი დასასრული იყო დაგინდობთ .ძალიან მომეწონა.

 


№19  offline წევრი Lana Tomlinson

ძალიან კარგი იყო!
გელოდები ახალი ისტორიით.❤️❤️❤️

 


№20  offline მოდერი ანკა

D-roni
ამ კომენტარს ყოველთვის ვფირობდი , რომ ბოლო თავზე დავწერდი.
ამ ისტორიის ყველა დეტალით (თითქმის:დ) კერძოდ ჩხუბით , კამათით , სიჯიტით და ეჭვიანობით ჩემი დაქალი დეა და მაგის შეყვარებული სვანი ალექსანდრე მახსენდება :დ
სახელები , ხასიათები , ვაიმე დიალოგებიც კი !
ერთი - ერთში ზის !
აუცილებლად წაიკითხავს დეა :დ
ალბათ ისიც გამოშტერდება :დ
ისიც ასეთი ლამაზი მყავს <3
ალექსანდრეზეც წყვეტაა გოგოების მხრიდან :დ
დაჟე ისიც დაემთხვა , რომ დეას დაქალს ალექსანდრეს ძმაკაცი მოეწონა და იმასაც მოეწონა "ლილე"... პროსტა ეს ორი სახელი არ დამთხვევია რეალობას მარტო .
დეა და ალექსანდრე კი ჩემი დეა და ალექსანდრე არიან !
მიყვარხარ , შენი გაპუტვა კი მინდოდა მაგრამ აქ ისეთები დაატრიალე , რომ გადავიფიქრე !
მთავარია გამოჩნდი და ასე არ მიატოვე!
ერთი ის მინდა გთხოვო , რომ ბაჩოს და იმ გოგოს ისტორია გააგრძელო .
მე მახსოვს , რომ წინა თავში დეამ რაღაცეები იეჭვა ...
ნუ მოკლე შოკი მოკი პიკი პანიკა ხარ ჩემო ანკა !
ველი ახალ ისტორიას , ძალიან გამახარებ და იმით ორმაგად გამახარებ თუ ბაჩოს ისტორიასაც წაგვაკითხებ!
❤️❤️❤️

Vaaa caakitxe deasac aucileblad :dd mixaria rom mogecona sayvareloo dzalian didimadloba ❤❤❤
lalita
აღარც მეგონა ამ ისტორიის დასასრული თუ იქნებოდა პირდაპირჩამოსახჩობი ხარ , მაგრამ ისეთი გემრიელი დასასრული იყო დაგინდობთ .ძალიან მომეწონა.

Didii didi madloba ❤❤
ლანა ცინცაძე
ძალიან კარგი იყო!
გელოდები ახალი ისტორიით.❤️❤️❤️

Shevecdebi male davbrundee ❤❤❤ madloba ❤

 


№21 სტუმარი qeti

maimuno gogov :-D rogor momenatre ♡♡♡mixaria am istorios daasrulis kitxva da shenc mixarixar ♡♡♡

 


№22  offline მოდერი ანკა

qeti
maimuno gogov :-D rogor momenatre ♡♡♡mixaria am istorios daasrulis kitxva da shenc mixarixar ♡♡♡

Dzaliandidi madlobaa❤❤❤momenatre ❤

 


№23  offline წევრი clown

Au tata da bacho? Velodi ro ragac moxdeboda :/

 


№24  offline მოდერი ანკა

clown
Au tata da bacho? Velodi ro ragac moxdeboda :/

Gagrdzelebas davcerr... ❤❤

 


№25  offline მოდერი ანკა

nino araxamia
ძაან ძაან ძაან მაგარია <3 მომწონს <3 სგ კარგი იყო <3

Madlobaa ❤❤❤❤❤

 


№26 სტუმარი Guest rolika

Anka rogor momewona rom icodee <3 Turme rogor momnatrebiaa sheni istoriebis wakitxvaa.. Shemexmiane fb aucilebladd <33 Dzann momenatree ❤️

ert welze metia istoria ardamiweria da nikis parolic damaviwyda shesabamisad.. Ver shemovedi chemi nikit

 


№27  offline მოდერი ანკა

Guest rolika
Anka rogor momewona rom icodee <3 Turme rogor momnatrebiaa sheni istoriebis wakitxvaa.. Shemexmiane fb aucilebladd <33 Dzann momenatree ❤️

ert welze metia istoria ardamiweria da nikis parolic damaviwyda shesabamisad.. Ver shemovedi chemi nikit

dzalian didimadlobaa ♡♡♡ sheni fb damavickda :/ momcere ra :D <3

 


№28  offline წევრი ucnobi_18

აუუუ ბაჩოს და თათიას ისტორია მინდაა რაა გთხოვვვვ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent