თავისუფალი ვარდნა 6
მეორე დილით, უნივერსიტეტში უნდა წავსულიყავი, 9ზე ლექცია მქონდა… გარეთ საშინლად წვიმდა, დილა ქუჩებს ნისლის საბანს უქარგავდა, წვიმის წვეთები ხეებს რთავდნენ. გუშინდელი ღამის გამო ვგრძნობდი, როგორ სცემდა ბოლთას სისხლი ძარღვებში, ვგრძნობდი, რომ გულისცემა მაჯიდან მესმოდა, ნერვებდაგლეჯილს ყველაფერი ჭკუიდან მშლიდა. მხოლოს ის მინდოდა, გუშინ ის ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო. არ ვიცი, რატომ მაგრამ ვხვდებოდი, რომ აჩისგან შორს მყოფი მის მიმართ საერთოდ არაფერს ვგრძნობდი, მაგრამ როგორც კი მომიახლოვდებოდა, არაფერზე ვდარდობდი და აღარც უაზრო ფიქრები მკლავდა. სულ სხვა ფერი დაჰკრავს ჩემს ქუჩებს, როცა დედაქალაქს მკვდარივით სძინავს. იმ წამს სახლში ყოფნა არ მინდოდა, თორემ ვიცოდი ფიქრისგან გავაფრენდი, ამიტომ სწრაფად ამოვიცვი, ის რაც პირველი მომხვდა ხელში და უნივერსიტეტში წავედი. იმაზე სწრაფად მივედი, ვიდრე მეგონა. ჯერ მხოლოდ 9-ის ნახევარი იყო. ჩემდა გასაკვირად ანი და თეკო აუდიტორიაში დამხვდნენ. - სად დადიხარ გოგო შენ? მკითხა თეკომ და სახეზე უკმაყოფილება და ცნობისმოყვარეობა ერთად გამოეხატა. - სახლიდან მოვდივარ, რა იყო? ვუპასუხე ისე, თითქოს გუშინ არც არაფერი მომხდარა. - ახლა ვიცი საიდანაც მოდიხარ, გუშინ სად იყავი? ტანში რაღაცამ გამცრა. არ ვიცოდი რა პასუხი გამეცა, მომეტყუებინა თუ სრული სიმართლე მეთქვა, მიუხედავად მათი შემდგომი რეაქციისა. ბოლოს გადავწყვიტე, რომ ტყუილში გამოჭერას, მაინც გულახდილობა სჯობდა. ღრმად ამოვისუნთქე და ვუპასუხე. - გუშინ აჩიმ მომაკითხა და მასთან ერთად ვიყავი. წინადადება დამთავრებული არ მქონდა, ანის სახეზე გაოცება დაეტყო. მივხვდი, რომ ყველაფერს ელოდა იმის გარდა, რომ შეიძლებოდა მე აჩისთან ერთად სადმე წავსულიყავი, მითუმეტეს ღამით. მოზრდილი ნერწყვი გადაყლაპა და სერიოზული ტონით მითხრა. - ვინმემ რო გკითხოს, ეგ შენი აჩი უხეში და ცუდი ტიპიო და ღამ-ღამობით კარგად დასეირნობ მასთან ერთად. მერე ადგა, ფანჯარა შეაღო და სიგარეტს გაუკიდა. - ანი ჩაააქრეე, ვინმე დაგინახავს. ვერ მივხვდი ანიმ ასე რატო განიცადა, ალბათ მიზეზი ის იყო, რომ დავუმალე და რომ არ ეკითხათ არც არაფერს ვეტყოდი. ანიმ ჩემი ნათქვამი არაფრად ჩააგდო და ნაფასს-ნაფასსზე ურტყამდა. - რაო რა მინდაო? რაზე ისაუბრეთ ან რას აკეთებდით? დაამატა ანიმ და თვალი-თვალში გამიყარა. ასე მხოლოდ მაშინ აკეთებდა, როცა ვინმეს არ ენდობოდა და მისგან მხოლოდ სიმართლის გაგებას ცდილობდა. „თვალები არასდროს გაგცემენო“ დევიზად ჰქონდა ამოჩემებული და თუ ტყუილში გამოგიჭერდა, იმის მერე ბოლომდე არავის არასდროს ენდობოდა. მეც მოვემზადე, რომ სიმართლე მეთქვა მათთვის და შევეცადე ეს ყველაფერი მშვიდი ტონით მომეყოლა. დავამთავრე თუ არა თეკომ ხმამაღლა წამოიყვირა : - დაიცა და იმ ბიჭთან რატომ წაგიყვანა? - ეგ კაი და მისმა დანახვამ რატო გაგაღიზიანა? დაამატა ანიმ და ორივე გაკვირვებული სახეებით ჩემს პასუხს ელოდა. თუმცა ამ კითხვაზე პასუხის გაცემას იმ მომენტში არ ვაპირებდი და ვეცადე კითხვა თავიდან ამეცილებინა. - არ ვიცი გოგოებო, უბრალოდ ადგა და იქ მიმიყვანა. მითხრა: - ჰო გაინტერესებდა მისი მდგომაორება და ახლა დაკმაყოფილდიო? ეს ვთქვი თუ არა ჩემს თვალწინ ისევ გუშინდელი სურათი გამოისახა და ჩემს გონებაში ყველაფერი თავიდან აირია. მთელს სხეულში სრული ქაოსი იყო, თავის კონტროლი აღარ შემეძლო, სუნთქვაც კი შეუძლებელი გახდა, ამიტომ აუდიტორიიდან გამოვედი და უნივერსიტეტის ეზოში ჩავედი. თეკო და ანი მარტო ყოფნის საშუალებას არ მაძლევდნენ, სადაც წავიდოდი ყველგან უკან დამყვებოდნენ. ბოლოს ანიმ შეამჩნია ჩემი უგუნებოდ ყოფნა, გვერდით მომიჯდა, სიგარეტი მომაწოდა და მითხრა : - მოწევ? მიდი გაგისწორდება. ისეთი დამაჯერებელი ტონი ჰქონდა წამით გავიფიქრე მოვწევ მეთქი, მაგრამ არ მომწონს, როდესაც საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ვეწევი. ისე კი ჩემს გოგოებთან ხშირად რამდენიმე ღერი ზედიზედ მომიწევია, ისე თითქოს დიდი ხნის მწეველი ვიყო, მაგრამ ზოგჯერ ის ჩემთვის ნარკოტიკივითაა. ფანჯარასთან ვსხდებით, წითელ ღვინოს დავისხამთ და სიგარეტს გავუკიდებთ ხოლმე. რამდენიმე წუთი მხოლოდ ჩვენ და სიჩუმე ვართ. შემდეგ ისევ თავიდან იწყება, ჩვენ პრობლემებზე ფიქრი და დარდი ყველასა და ყველაფერზე... - არა ახლა არ მინდა. მირჩევნია სახლში წავიდე. მეგისაც დაურეკე და საღამოს ჩემთან გამოდით. ანიმ უსიტყვოდ დამეთანხმა, მერე თბილად გადამეხვია და სახლში გამომისტუმრა. მაჩაბელის ქუჩას დავადექი თუ არა უბანში ლევანის მოვკარი თვალი, ვიფიქრე აჩიც სადმე ახლოს იქნება მეთქი და დაუფიქრებლად თავი დავხარე და გზა გავაგრძელე, ვგრძობდი რომ ფეხები მეკვეთებოდა და მხოლოდ ის მინდოდა ფრთები გამომსხმოდა და წამში სახლში დავფრენილიყავი. ფიქრებში გართულს ხმა მომესმა : - ნინა, მოდი რა ერთ წამს. ლევანი იყო. ცოტა სევდიანი ხმა ჰქონდა და მეც თავს უფლებას არ მივცემდი, რომ უპასუხოდ დამეტოვებინა. მივუახლოვდი... - ჰო ლევან, გისმენ. - სად იყავი? - უნივერსიტეტში, რა იყო? - არაფერი მეგონა მეგისთან იყავი. არ გინახავს? მივხვდი, რომ რაღაც მოხდა და შევეცადე ყველაფერი უფრო დაწვრილებით გამეგო. - დღეს მოდის ჩემთან. რამე მოხდა? ამის მოსმენისას ლევანს თვალები გაუბრწყინდა, სევდიანი სახე წამში ღიმილმა შეცვალა და უკვე კმაყოფილი ხმით მითხრა : - რაღაც უნდა გთხოვო და არ გამიტეხო კაი? წინასწარ ვიცოდი რასაც მთხოვდა და სანამ თვითონ მეტყოდა მე დავასწარი. - ჰო ანუ რო მოვა შენ უნდა მოგწერო და თუ შევძლებ უბანში გამოვიყვანო. მერე შენ იცი. ლევანს ჩემს სიტყვებზე გაეცინა და წამში გუნება გამოუკეთდა. მეც მშვენიერ ხასიათზე ვიყავი სანამ ის ხმას ამოიღებდა : - ჯიგარი ხარ რა, მაგრად გაუმართლა აჩის. და იმ მომენტში მივხვდი, რომ რამე რომ მეთქვა მისხალ ბგერას ვერ გაიგებდა ლევანი ჩემს ჩამწვარ ხმაში. ვიგრძენი, რომ გულმა გამალებით ძგერა დაიწყო, თითქოს სხეულმა დამტოვა და მხოლოდ სული შემრჩა ხელში. რთულია ამ დროს თავი იმართლო, ან დაეთანხმო ან იწუწუნო უბრალოდ იქაურობას უნდა მოშორდე. მე არც პირველი შემეძლო და არც ეს უკანასკნელი. გაშეშებული ვიდექი ლევანის პირდაპირ და მეც არ ვიცი რას ველოდებოდი. ეს სიჩუმე და ჩემს თავში აურზაური მოულოდნელად გამოჩენილმა აჩიმ დაარღვია : - ვაა ნინაა, რას შვები? ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის. ჩემს სულში საოცრება ხდება, თითქოს ყველა ჩემი ორგანო გარეთ გამოსვლას ლამობს, მაგრამ ერთმანეთში გადახვეულან და ამას ვერცერთი ვერ ახერხებს. თავი ხელში ავიყვანე და ძლივს ამოვილუღლუღე : - ვერ ხედავ ლევანის ვესაუბრები. - ესაუბრები? რავი რო მოვედი ბოძივით იდექი. აჩის სიტყვებმა გამაცოფა. ეს ბიჭი არც კი ცდილობს, რომ ოდნავ მაინც ზრდილობიანად მომექცეს, პირიქით, შანს არ უშვებს ხელიდან, რომ რამე უხეშად მითხრას. მეც რაც ძალა მქონდა მოვიკრიფე და ვუპასუხე : - ჩემი ბოძივით დგომაც კი რაღაცას ნიშნავს და შენი არსებობა საერთოდ სად წერია. ვერ მივხვდი, ეს სიტყვები პირიდან საერთოდ როგორ ამომივიდა და სადმე ყელში არ გამეჩხირა. აჩის იმას ვსაყვედურობ, რომ უხეშია და უტაქტო და თავად როგორ ვიქცევი. მერჩივნა მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავეტანე, ოღონდ იქაურობას გავცლოდი, ყველაფერზე წამსვლელი ვიყავი. ისევ აჩის სიტყვებმა გამომაფხიზლა : - შენ უფრო მეტი შეგიძლია ნინა. მითხრა და თვალებს შორის ერთადერთი სიტყვა იდგა „ეჭვი“. გადავწყვიტე უპასუხოდ დამეტოვებინა, ბიჭებს გავეცალე და სადარბაზოში შევედი. სასტუმრო ოთახში მამა დამხვდა და ჩემს უხასიათობას მისი საყვედურიც დაამატა : - ნინა, იქნებ აჯობებს უნივერსიტეტიდან საერთოდ გამოხვიდე? ვერ შევეწინააღმდეგებოდი. მამა მართალი იყო, წელს ყველაფერი აირია და უნდა მეცადა მაინც, რომ რაღაც მაინც დამელაგებინა. - ვერ ვიყავი კარგად და წამოვედი. ტყუილს არაფერს ვამბობდი. მართლა შეუძლოდ ვიყავი, არა იმის გამო, რომ სიცხე მქონდა, ან თავი მტკიოდა. უბრალოდ არ შემეძლო იქ ყოფნა, სადაც სუნთქვაც კი შეუძლებელი იყო. - რატომ? რა გჭირს ? - არაფერი, დავისვენებ და კარგად გავხდები. - ნინა შეიცვალე. რაღაც მოხდა და ვიცი რომ მიმალავ... მამას, რომ გაეგო ჩემი შეცვლის და უხასიათობის მიზეზი აჩი გიორგაძე იყო, ვიცი საყვედურით ამავსებდა და საკუთარ თავს უფრო დიდ შარში გავხვევდი, ამიტომ გაჩუმება ვარჩიე და შევეცადე მამა ტკბილი სიტყვით მომელბო. - არა მაა, შენი შვილი ვარ, ნინა დიასამიძე. რა უნდა მომხდარიყო... ჩემს ნათქვამს მეც დავიჯერებდი, რომ არ მცოდნოდა სინამდვილეში რა ხდებოდა ჩემს თავს. მამას გავუღიმე და ოთახში შევედი. ყოველთვის მინდოდა ფრენა შემძლებოდა, მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადიოდა და ასაკიც მემატებოდა, რაც უფრო მეტად ვემსგავსებოდი გარშემომყოფებს, ვხვდებოდი, რომ ფრენა რომც შემძლებოდა , ცა მაინც იმხელა იქნებოდა, რამხელაც მიწიდან ჩანდა. ფიქრებმა ისევ თავისთან წამიღო და ღრუბლებიდან მხოლოდ მას შემდეგ დავეშვი, როცა ტელეფონის ზარის ხმა გავიგე : - რა ამოგიტანო ნიინ? მკითხა მეგიმ და წამში ლევანის სიტყვები გამახსენდა, როგორ ელოდა ის მეგის ნახვას. ამიტომ გადავწყვიტე ჩემი გეგმით მემოქმედა. - მარტო მოხვედი? - არა, ჯარედ ლეტო მოგიყვანე . (იცინის) ჰო გოგო აბა ვისთან ერთად ვიქნები. - ოო, მარტო ხარ თუ გოგოებთან ერთად? ვკითხე ისე, რომ არაფერს მიმხვდარიყო და მას შემდეგ რაც გავიგე, რომ გოგოები ცოტა გვიან მოვიდოდნენ, ვუთხარი რომ დამლოდებოდა და მე თვითონ ჩავიდოდი მასთან. მეგის რა თქმა უნდა გაუკვირდა, მაგრამ დავარწმუნე რომ, ორცხობილა მინდოდა, რომლის სახელს ვერ ვიხსენებდი, მანამ სანამ შეფუთვას არ ვნახავდი. ტელეფონი ავიღე და ლევანს მივწერე : - 2 წუთში, ჩემს სადარბაზოსთან გაჩნდი თუ გინდა რომ მეგი ნახო. ლევანის შეტყობინებამაც არ დააყოვნა : - ნახევარ წუთში მანდ ვარ. გაგიკვირდებათ და ლევანს არც ნახევარი წუთი არ დაგვიანებია. ალბათ სადმე ახლოს იყო ჩასაფრებული. მეგის სახეზე ცოტა უკმაყოფილება შეეტყო და მითხრა : - შეგეძლო პირდაპირ გეთქვა. - კაი რა კურნოს რა გჭირს. მერე ლევანს გავხედე და ვუთხარი : - იცოდე დიდხანს არ დააყოვნო. საჭორაო გვაქვს გოგოებს. მეგის თვალი ჩავუკარი და სახლში ასვლა დავაპირე, როცა მეორე სართულის კიბეებზე აჩი შევნიშნე, რომელიც ტელეფონში რაღაცას ჩაშტერებოდა. შევეცადე არ შემემჩნია და გვერდი ამევლო, მაგრამ ... - ბიჭოოო, ეს გვერდის ავლა რა იცი ტოო. - რა გინდა აჩი? ვკითხე სერიოზული ტონით და მოუთმენლად დაველოდე მის პასუხს. - მე რაც მინდა იმას შენ ვერ მომცემ. ჯერ ბავშვი ხარ. ირონიულად ჩაიცინა და ქვემოდან ამათვალიერა. მივხვდი, რომ მასთან საუბარს აზრი არ ჰქონდა. არაფერი მითქვამს, უბრალოდ მხარი გავკარი და გზა გავაგრძელე. ჩემდა სამწუხაროდ, იმ დღეს ლიფტი არ მუშაობდა და მეშვიდე სართულზე ასვლა ფეხით მიწევდა. აჩი უკან დამედევნა და თან თავისთვის ბუტბუტებდა. - შენს ჩემს არსებობას ავსებ და სხვისთვის ადგილი აღარ მრჩება. სხეულში ბაქტერიებმა იმატა და თითოეული მათგანი გამალებით ცდილობდა გარეთ გამოღწევას, ოღონდ მე სიმშვიდე მომეპოვებინა, მაგრამ აჩის სიტყვები მაინც თავისას შვებოდა და ყველაფერს ისევ აურ-დაურევდა ხოლმე. მივხვდი, რომ ეს იმის პასუხი იყო, როცა ლევანთან საუბრისას მის არსებობას გავუსვი ხაზი, მაგრამ ახლა ვეღარაფერს ვეტყოდი, საერთოდ ვერაფერს, უბრალოდ კარი გავაღე და სახლში შევედი. მალე გოგონებიც მოვიდნენ. ჩემი სავარაუდო პროგნოზიც გამართლდა, კითხვები-კითხვებზე დამაყარეს, სხვას არაფერს ველოდი, მაგრამ მაინც იმედი მქონდა, რომ ჩვენი სასაუბრო თემა, ქალაქის ჭორების განხილვა იქნებოდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა დღეს მათი „საჭორაო ობიექტი“ მხოლოდ მე ვიყავი. მეგიმ პირველობა არავის დაუთმო და პირველი კითხვით ჩვენს შორის არსებული ბარიერი გაარღვია : - ანუ აჩის მოსწონხარ? - მგონი ორივეს ერთმანეთი მოსწონთ. დაამატა ანიმ და მზერა პირდაპირ მე მომაპყრო, თანაც მოუთმენლად დაელოდა ჩემს პასუხს, თუმცა თეკომაც კითხვის დასმა არ დააყოვნა : - მოიცა და მაინც ვერ გავიგე „ჭაბუკას“ დანახვაზე რატომ გაღიზიანდი. შენ ხო გაინტერესებდა მისი მდგომარეობა. ვერ ვიგებდი რა უნდა მექნა. ყველა კითხვას უპასუხოდ ვერ დავტოვებდი, ვიცი რომ გოგონები ვერ გამიგებდნენ, თუმცა ეს ის სიტუაცია იყო, როცა საკუთარი თავის გაგება, მე თვითონაც ძალიან მიჭირდა. - ის რაც მაღიზიანებს, არასოდეს მომეწონება ანი და მითუმეტეს ჩემთვის მნიშვნელოვანი არასოდეს გახდება. ვხვდებოდი, რომ ჩემს სიტყვებს დამაჯერებლობა აკლდა, თუმცა ჩემსას მაინც არ ვიშლიდი და გაუჩერებლად განვაგრძობდი. - რაც შეეხება „ჭაბუკას“ ახლა მაგაზე ლაპარაკი არ მინდა. თქვენ მომიყევით თქვენზე, რას შვებით? როგორ ხართ? მეგი, როგორც ჩანს ლევანის შეურიგდი. მსგავსი უაზრო კითხვებით არსებული სიტუაციის განეიტრალება ვცადე და როცა გოგონებმაც შეამჩნიეს, რომ შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა , ხელი ჩაიქნიეს და ამბების მოყოლა დაიწყეს. მართალია ფიზიკურად მათ გვერდით ვიყავი, მაგრამ ჩემი გონება და ფიქრები, მხოლოდ აჩის ირგვლივ ტრიალებდა. როგორც ჩანს ისიც იმავე მდგომარეობაში იყო, რადგან ტელეფონზე შეტყობინება მომწერა : - - შენს დაქალებს ჩემზე არაფერი უთხრა. რაც ჩვენ შორის ხდება მხოლოდ ჩვენ ორს გვეხება ... - ყველა სასაუბრო თემა რომც ამოვწუროთ, შენზე მაინც არ ვისაუბრებთ. უკან არ ვიხევდი და ყველანაირად ვცდილობდი ისე უხეშად მოვქცეოდი, როგორც თვითონ მექცეოდა. - ხომ გითხარი მეტი შეგიძლია მეთქი ნინა. - ხო, მშობლებიც სულ მაგას მიმეორებენ. წავედი, შენთვის არ მცალია. შეტყობინება გავუგზავნე, ტელეფონი გავთიშე და იქვე უჯრაში ჩავდე. მოგესალმებით მეგობრებო. იმედია ეს ისტორია მოგწონთ. ![]() |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.