შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვავის პარანოია (9)


17-08-2016, 12:47
ავტორი Eleniko13
ნანახია 1 799

სიცოცხლეს არ აქვს წესები,
იბრძოლე
და გაიმარჯვე.


სოფიმ თავისი ოთახის კარები შეაღო და შევიდა. სალო უკან მიყვა, კარები მიკეტა და შედგა.
_ დაჯექი _ ცივად შეხედა გოგონამ და საწოლთან დადგმული სკამისკენ მიუთითა. სალოც მიყვა მის სიტყვას.
_ რა ხდება სოფ? _ ჰკითხა, თან ვითომ უდარდელად გადაიდო ფეხი ფეხზე.
_ ახლა კარგად მისმინე, სალომე. ვტოვებ დებილი გოგოს შთაბეჭდილებას? _ თვალი თვალში გაუყარა და მისკენ გადაიხარა, იდაყვებით კი სალოს სკამს დაეყრდნო.
_ არა, რა შუაშია... _ დაიბნა სალომე.
_ ვარ ისეთი გოგო, ადვილად რომ თმობს ყველას?
_ რას გულისხმობ
_ მიპასუხე _ დაუყვირა და სახე ახლოს მიუტანა. გოგონა სკამზე შეხტა და სახეზე ხელები აიფარა.
_ არა.
_ გაიმეორე!
_ არა, არ ხარ დებილი გოგო და არავის თმობ _ კანკალით ამოუშვა სიტყვები.
_ სახიდან ხელები ჩამოიღე _ ხმას დაუწია და სკამს მოშორდა. სალომ ხელები მუხლებზე დაიწყო.
_ ამ წუთიდან, შევამჩნევ რომ ლაშას ზედმეტად უახლოვდები, სხვანაირად ურთიერთობ მასთან... მერე საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ, გასაგებია? მეორედ აღარ გაგაფრთხილებ.
_ შენ რა, მემუქრები? _ ნერწყვი ისე მძიმედ გადააგორა, სოფის გაეცინა.
_ გემუქრები. შენ ჯერ კიდევ არ მიცნობ, სალომე. საშინელი მესაკუთრე ვარ და არავის მივცემ უფლებას, ჩემს საკუთრებას შეეხოს.
_ და რას მიზამ? _ შიში ალაპარაკებდა, მთელი სხეულით თრთოდა და უყურებდა მის დაქალს, რომლის მეორე მხარეს აქამდე არც კი იცნობდა.
_ ერთი წარბის აწევითაც შემიძლია გაგაქრო. ფრთხილად იყავი, გირჩევ როგორც მეგობარი მეგობარს. არა მგონია, კოკას ესიამოვნოს იმის დანახვა, როგორ დასცინოდი მის საუკეთესო მეგობართან და მერე როგორ გქონდა იმ საუკეთესო მეგობართან სექსი. არც მარიამს ესიამოვნება, შენი და ლიზას ჩატი რომ დაინახოს, ფეისბუქ მიმოწერები შენი ენით, ლიზას რომ უყვებოდი მარიამის შეცდომების შესახებ და მეორე დღეს ლიზამ ეს ყველაფერი რომ გაუბაზრა. არც ლიკას მოეწონება, რომ გაიგოს როგორ აჩვენე მის ყოფილს მისი ძალიან, ძალიან ცუდი ფოტოები. გავაგრძელო? _ ღიმილით ეუბნებოდა, სანამ სალომ ტირილი არ დაიწყო და სოფიმ კვლავ უკან გადადგა რამდენიმე ნაბიჯი.
_ ტყუილია, ეგენი ტყუილია _ ამოხედა და ისევ ცრემლები წასკდა _ არავინ დაგიჯერებს...
_ მე არა, მაგრამ ვიდეოებს და ფოტოებს დაუჯერებენ.
_ რაში გჭირდება ეს _ სკამიდან წამოხტა და წინ აესვეტა.
_ მე გაგაფრთხილე, სალომე! მეორედ არაფერს ვიმეორებ! _ მკაცრად გამოსცრა და სალომემ ხელი აღმართა. სოფიმ მაჯაზე მოუჭირა და მეორე ხელით თვითონ გაარტყა.
_ ხელები აკონტროლე _ დასჩურჩულა ყურთან, მერე კარებისკენ წაათრია. მაჯაზე ჯერ კიდევ უჭერდა თითებს. კარები გააღო, ხელის კვრით გააგდო სალომე და გოგონა მუხლებზე დაეცა. სოფიმ კარები მიკეტა და კიბეებზე ისე დაეშვა, ზედ არ შეუხედავს. სალომე ტიროდა, თავს დამცირებულად გრძნობდა და იცოდა, რომ მის დაქალს შეეძლო გაენადგურებინა ის, თუმცა სოფის მაინც არ იცნობდა. სოფი უბრალოდ დაემუქრა, არ შეეძლო მისი ასე გაწირვა, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ ჰქონდა, სხვანაირად ლაშასაც დაკარგავდა და სალომესაც, ახლა ცოტა ხანში მოგვარდება და ორივეს შეინარჩუნებს... რათქმაუნდა.
დაბლა ჩავიდა და ცოტა ხნით ერთ ადგილას გაჩერდა, თან თმებზე გადაისვა ხელი და ღრმად ამოიოხრა.
_ სოფი _ გაიგონა მარიამის ყვირილი _ ლეპტოპი გაიხსნა.
მისაღებში შევიდა, დივანზე ისევ ისხდნენ ბავშვები და ჩაის სვამდნენ. სოფი მარიამის გვერდით დაჯდა და ლეპტოპი მუხლებზე დაიდო.
_ რაღაც ფაილებია, მაგრამ მაგათაც კოდები ადევს _ თქვა ნიამ
_ ვერ გავხსენით, რთულია თორემ მეც მეხერხება ასეთები _ ანდრომ სოფის შეხედა. სოფის არცერთისთვის არაფერი უთქვამს, ისე ააწკაპუნა თითები კლავიატურაზე და ყველა ფაილს ერთიანად მოხსნა კოდი.
_ ახლა ვნახოთ, რა არის... _ ჩაიკაპარაკა და პირველი საქაღალდე, სახელად “სიპიეი” გახსნა. ყველა ლეპტოპის გარშემო მოთავსდა. საქაღალდე გაიხსნა. ორი ფოტო და ოთხი ვიდეო ამოვარდა. სოფიმ ჯერ ფოტოები გახსნა.
_ რაღაც დაწესებულებაა მგონი, ოღონდ ვერ ვხდები, სად არის _ ამბობს ლიკა და უფრო ყურადღებით აკვირდება ფოტოზე გამოსახულ შენობას.
_ მე ვიცი, თბილისში არ არის, ბათუმშია _ პირველად ამოიღო ხმა ლაშამ.
_ კონკრეტულად სად _ არც შეუხედავს, ისე იკითხა სოფიმ მისი მისამართით.
_ არ მახსოვს.
_ ეს რა არის? სავარაუდოდ ერთ-ერთი პალატა, მგონი?
_ შეიძლება, ხო, სანდრო მართალია, პალატააა _ წამოიძახა ლიკამ, ლეპტოპი ხელიდან გამოგლიჯა სოფის და ტაში შემოკრა _ ვიცი, გორკზეა ბათუმში, დედაჩემს ვყავდი ერთხელ მიყვანილი. ჩვეულებრივი კლინიკაა, ოღონდ ცხოველებზე ექსპერიმენტებსაც ატარებენ ხანდახან _ გახარებულმა გადახედა ყველას.
_ იქნებ, ადამიანებზეც? _ თქვა მაქსიმემ. ყველა მოიღუშა, სოფის გაეღიმა მკრთალად და თავი გააქნია.
_ იქნებ არა, ატარებენ _ თქვა და ვიდეო გახსნა. გაჩუმდნენ. ეკრანზე ჩაბნელებული პალატა გამოისახა. ვიღაც კარს აღებს, ხელში სანთელი უჭირავს და შუაგულში მდგარი საწოლისკენ მიდის. საწოლს ზეწარს ხდის... იქ ვიღაც წევს, თვალები გახელილი აქვს და მხოლოდ იმით მიხვდები რომ ცოცხალია, რადგან სუნთქავს. კაცი ჯიბიდან რაღაც აბს იღებს, უცნობ დაზომბირებულს ოდნავ შეღებულ პირში უდებს და უკან იწევა, ისევ წელში სწორდება. ბიჭი თვალებს ხუჭავს, პირს ხურავს და აბს ისე ყლაპავს, ყელში გაჩხერილიც კი ეტყობა. მერე თვალებს ახელს... ცარიელ თვალებს. პირდაპირი მნიშვნელობით ცარიელს. კაცი სანთელს ჩაქრობას უპირებს, ბიჭი ისევ ოდნავ აღებს პირს და პირვანდელ მსგომარეობას უბრუნდება. ოღონდ ამჯერად ცარიელი თვალებით. სანთელი ქრება და ვიდეო სრულდება.
_ არა _ ტირილი უტყდება მარიამს.
_ მართლა ადამიანებზე ექსპერიმენტები? შეუძლებელია _ თავს აქნევს ნია და ტყუპ სანდროს ეხვევა.
_ აქედან დროზე თუ არ გავაღწევთ, იმ ბიჭის ადგილას ვიწვებით _ ამბობს მაქსიმე, თან მაგიდაზე დადებულ სოფის სიგარეტს იღებს, ერთ ღერს აძვრენს და იქვე დადებული სანთებლით უკიდებს.
_ რა საშინელებაა _ ჯერ კიდევ გაოცებულმა ამოილაპარაკა სოფიმ, მომდევნო ვიდეო გახსნა და ყველა ისევ გაჩუმდა. არაფერია. ვიდეო ისე სრულდება, არაფერი ჩანს და სიცილი უტყდებათ.
_ ხმას აუწიეთ _ ამბობს ანდრო. სოფი ხმას უწევს და თავიდან რთავს.

“ _ ყველაფერი წესრიგშია? მეოთხე თავს როგორ გრძნობს _ ისმის მამაკაცის ბოხი, მკაცრი ხმა.
_ თითქმის წესრიგშია. ბორგავს და არ იძინებს, ძლიერი ორგანიზმი აქვს, წამალი არ მოქმედებს _ ეს ქალია, მძიმე ხმის ტემბრი აქვს, მაგრამ მორჩილი.
_ აუცილებლად გაუკეთეთ რამე, ყველაზე მეტად გვჭირდება. სწორედ იმიტომ, რომ უნიკალური მონაცემები აქვს.
_ ვერაფერი აწყნარებს. ხვალამდე მოვიცდით, მერე გადავაფარებთ.
_ არა, გვჭირდება!
_ რატომ?
_ ზუსტად ისეთი გონება აქვს, როგორიც გვჭირდება. ტესტში უმაღლესი ქულა აიღო.
_ მაშინ იქნებ გავაღვიძოთ და ყველაფერი ავუხსნათ?
_ არ დაგვთანხმდება, მერე მისი მოკვლა მოგვიწევს.
_ დავემუქრებით _ იცინის ქალი.
_ ხომ გვითხრა, არავინ მყავსო?
_ გვითხრა. წინასწარ გრძნობდა რაღაცას. მაგრამ ყავს.
_ ვინ?
_ ოჯახი ყავს. შეყვარებულიც. მეგობრებიც. მაგრამ ყველაზე ძვირფასი, ვინც ყავს, მისი უმცროსი დაა.
_ მისი შემოწმებაც მოგვიწევს.
_ ჯერ ამას მივხედოთ, შემდეგ წელს თვითონ მიგვიყვანს თავის დასთან. “

_ ნაგვები _ ყვირის ლაშა და ფეხზე დგება. ვერავინ ვერაფერს ამბობს, სოფის სახეზე ხელები აქვს აფარებული და მძიმედ სუნთქავს. მარიამი უკვე ხმამაღლა ტირის.
_ როგორ შეუძლიათ, ასე მოქცევა როგორ შეუძლიათ _ შოკშია ანდრო. უცებ კიბეზე სალოს და კოკას სილუეტი ჩნდება. არც კი შეუმჩნევიათ, რომ აქ არ იყვნენ. კოკას გოგონა მიხუტებული ჰყავს და თან იმ მაჯაზე ეფერება, სოფი რომ უჭერდა. გასწითლებია. სოფის ეცინება და დინვის საზურგეს ეყრდნობა.
_ კარგ დროს მოხვედით _ ეუბნება სანდრო.
_ წამო, საჭმელად წავიდეთ, მშია _ ამბობს სალომე და თვითონ მიდის სამზარეულოში. ლეპტოპს ხურავენ და მას მიყვებიან. მაგიდაზე ლაშას გვერდით უწევს ჯდომა, ადგილს მარიამს უცვლის და ასე მაქსიმეს გვერდით ჯდება. ლაშას სიცილი უტყდება, ალბათ სიმწრის.
_ გიკბენ? _ ეკითხება და ცდილობს, თვალებში ჩახედოს.
_ უკვე მოასწარი _ ეუბნება სოფი, ჭიქას წყლით ივსებს და იყუდებს.
_ ვა, ტაში _ ამბობს ლაშა და ადგილს უბრუნდება. სალომე მაგიდაზე თეფშებს და კოტლეტებს დგამს. სოფი დამცინავად უყურებს, მიხვდა რომ სწორედ სოფის გამო გააკეთა ასე. საჭმელს ინაწილებენ, სოფი კი თავის თეფშზე ერთ ნაჭერ პურს იდებს და არც ჭამის სურვილი აქვს, მაცივარში სხვა რამე რომ მონახოს. პურს ტეხავს და უგემურად ღეჭავს.
_ სალო, სალათა მომიტანე რა _ ეუბნება ლაშა. გოგონა ჯერ სოფის უყურებს, თითქოს თანხმობას ელოდებაო, მერე დგება და სალათით სავსეჯამით ბრუნდება. ლაშას წინ დებს და თავის ადგილას ჯდება. ლაშა საკათს არც უყურებს, ისე აჩოჩებს მარიამისკენ და მარიამი სოფისკენ. სოფის ისე ეცინება, ყველა უყურებს და თავს ხრის. ნიასაც ეცინება, მერე ლიკას და მარიამი რომ იცინის ყველა ყვება, სალოს გარდა. სოფი სალათს იყრის თავის თეფშზე და ჭამას იწყებს.
_ რომ დაამთავრებთ, ტყეში წავიდეთ _ ამბობს სანდრო
_ რაღა დაგვრჩენია იქ?
_ ვერ ხვდებით? ჩვენ ახლა ყველაფერი უნდა გავიგოთ, შეიძლება მორიგი საექსპერიმენტო ადამიანები გავხდეთ.
_ ხმამაღალი ნათქვამია, იცი? _ ამბობს სოფი
_ რაც არის, ეს არის _ პასუხობს ნია და მაგიდიდან რომ დგებიან, მისაღებში ბრუნდებიან. სოფის გაახსენდა, რომ კიდევ ერთი ვიდეო დარჩა სანახავი, ამიტომ ლეპტოპს ხსნის და მესამე ვიდეოს აკლიკებს. გამოსახულება ჯერ შავია, მერე ისეთი, რომ გარჩევა შეიძლება. ეკრანზე სოფი ნაცნობ ჯვარს ხედავს, პირზე ხელს იფარებს და როცა სახესაც არჩევს, კივის.
_ რა მოხდა? _ ესმის თუ არა მარიამის ხმა, სასწრაფოდ ხურავს ლეპტოპს და თავს რამდენჯერმე აქნევს.
_ სოფი, კარგად ხარ? _ უახლოვდება ლაშა. სოფი ტირის და ეხვევა. ბიჭი შვებას გრძნობს, ხელებს ხვევს და თავზე კოცნის.
_ მეშინია _ ჩურჩულებს და მშვიდდება. არ უნდა, რამე შეამჩნიონ.
_ წავედით? _ სამზარეულოდან გამოდის ანდრო. ტყეში ისე მიდიან, სოფი არავის არაფერს ეუბნება და მთელი გზა ფიქრობს, სანამ ძირს მკვდარ, შიგან ამოცლილ ძაღლს არ დაინახავენ. ყველა კივის და მხოლოდ სოფი ხედავს, რომ ძაღლი ცოცხალია.
_ რა ჯანდაბაა _ ღრიალებს ანდრო, ზურგით ბრუნდება და ხეს ფეხს არტყამს.



№1 სტუმარი Ana

ბათუმში ვცხოვრობ გორკის პარალელურ ქუჩაზე და ახლა შიშით გარეთაც ვერ გავალ

 


№2  offline წევრი რიტა

ნუ მეც ბათუმში ვცხოვრობ მაგრამ უფრო გარეუბანში. არ მეშინია რადგან ეს შენი ფანტაზიის ნაყოფია. ან სიმართლეე °_° არა არა რის სიმართლე ^_^ შენკიდე ბათუმის მეტა სხვა ქალაქი ვერნახე?? :D
ისტორია არაჩვეულებრივია ძალიან მომწონს. ინტრიგა დევს თითოეულ თავში და ეს მაგიჟებს, მაგრამ მეტად მაინტერესებს. გელოდები ახალი თავით წარმატებები...^^ <3

 


№3  offline მოდერი Behandice

აქ რახდება რა ამბავია..გადავირიე რახდება მაინც ხო ვერ გავიგეეე ..უკვე ვეღარ ვითმენ ისე მინდა გაგება..ჯვარი რო ახსენე რატონღაც მგონია რომ სოფიზწც ჩაატარეს ექსპერიმენტი და ახლა მიტოა ასეთი..მოჩვენებები რო ელანდებოდა და ძაღლიც მარტო სოფიმ რომ დაინახა ცოცხალი..მოკლედ ყველაფერი ისე ახლართულია ერთი სული მაქ გავიგო რახდება..ასე რომ მალე დადე ახალი თავი..წარმატებები!

 


№4 სტუმარი Guest unknow

is saxe romeliC sofim icno mesame videoshi lukasi,meore videoshic swored lukaze laParakobdnen, albat gamoushves luka imisatvis rom sofista mieyvana isinia. swored amitom utxra lukam sanam dro mova yvelafers gaswavlio. aSea? me dzalian momwons ,mainteresebs ra moxdeba. please gaagrdzele. P.S: adre mec vwerdi sashish istoriebs.

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

დარწმუნებული ვარ სოფიმ მისი ძმა ნახა იმ ვიდეოში.იმედია თავს დააღწევენ ამ უბედურებიდან,ვერ ვხვდები სად არიან ასეთ ადგილას

რატომ ამოარჩიეს მანდამაინც ესენი
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent