შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვავის პარანოია (8)


16-08-2016, 00:04
ავტორი Eleniko13
ნანახია 1 935

ხანდახან კი,
დემონები უკანასკნელ გზებს მიმართავენ
და თავგზას უბნევენ ადამიანებს.


_ რა ხდება, ამიხსნით? რატომ მიყურებთ ისე, თითქოს ნაცისტი ვიყო და თქვენ საბჭოელები _ ცივი ხმით დასჭექა და წამით ყველა შეცბა. მერე ისევ ჩვეული, მტრული მზერა დაიბრუნეს.
_ სოფაჩკა, შენ უნდა ახსნა, რა გინდათ შენ და შენიანებს ჩვენგან _ კბილებში გამოსცრა ნიას. გააკანკალა მისი ხმის ტონზე.
_ მე და ჩემიანებს?
_ დიახ. რა ჯანდაბაა, ახსენი დროზე, მოგკლავ გეფიცები, აქვე მოგკლავ _ აღრიალდა ტყუპი სანდრო.
_ ხმა აკონტროლე _ მშვიდად, მაგრამ კატეგორიული ხმით უთხრა მაქსიმემ ბიჭს და ისეთი თვალებით შეხედა, მის ადგილას ნებისმიერი გაიყინებოდა მზერით.
_ ამიხსნით ვინმე, რა ხდება? _ სულ არ შეშინებია გოგონას, რადგან სუფთა იყო და ვერავინ და ვერაფერი შეაშინებდა. სუფთა იყო, უდანაშაულო იყო ის ამ საქმეში.
_ თავს რატომ ისულელებ სოფ? რა დაგიშავეთ _ აეტირა სალომეს და ლაშას ყელში ჩარგო თავი. გაიყინა სოფი, თვალებით გაბურღა სალომე, მერე ლაშას ახედა და სიმწრით გაეღიმა.
_ შენს ჩანთაში კაფსულები ვიპოვეთ, ის კაფსულები დღეს დილას სახლში, რაღაც ცივ ოთახში ვიპოვეთ, კონტეინერებში იდო. მერე შენი ბალიშის ქვეშ დანა _ ისე გაეცინა სოფის, რამდენიმე გაკვირვებული მზერა მიიღო პასუხად. ისე ირონიულად შეხედა ლიკას, გოგოს, რომელთანაც სამწლიანი დაქალობა აკავშირებდა და ახლა ასე უკითხავად გამოიტანა დასკვნა.
_ მოდი გამოვიცნობ. თქვენ ფიქრობთ, რომ მოღალატე ვარ.
_ კი არ ვფიქრობთ, ასეა.
_ ლაშა, შენც ასე ფიქრობ? _ ბიჭს შეხედა, რომელსაც მისკენ არცერთხელ შემოუხედია და ახლა ისეთი ცივი, უშინაარსო თვალებით შეხედა სოფის, გოგონას თვალები აემღვრა და იმედგაცრუებისგან გული ეტკინა.
_ ჯანდაბა, სალო ამოიღე ეგ დაწყევლილი თავი ლაშას ყელიდან! მიპასუხე ლაშა, შენც ასე ფიქრობ არა? _ დაიყვირა. სალომე შეკრთა, გასწირდა და ოდნავ მაინც მიეხუტა ბიჭს.
_ სხვა რა ვიფიქრო? შენგან არ ველოდი სოფი
_ რას არ ელოდი? მიპასუხე, რას არ ელოდი?
_ რომ მათთან იყავი
_ ვისთან? შენც ფიქრობ რომ მოღალატე ვარ? ადამიანი, რომელიც ყველაზე კარგად მიცნობ?
_ თურმე არ გიცნობ
_ რა ნაბიჭ^ვარი ხარ _ დაუღრიალა და წამოდგომა კვლავ სცადა, მაქსიმემ რომ მოუჭირა ხელებზე ხელი და თავი გააქნია.
_ შენ რაღა გინდა!
_ გუშინ გადავარდი და წამოდგომა არ შეიძლება _ უდარდელი ტონით უპასუხა ბიჭმა და სოფის გაეცინა, იმდენად გულწრფელი ჩანდა მისი ტონი.
_ და იმაზე რას ფიქრობ, რომ მოღალატე ვარ?
_ ის ვიცი, რატომ გაქვს ეგ დანა და ისიც, რატომ იყო შენს ჩანთაში ეგ კაპსულები. იმ ღამეს მომიყევი. ეჭვი მაინც არასდროს შემპარვია შენში _ მხრები აიჩეჩა და ხელები გაუშვა.
_ რა იცი? რატომ არაფერი გვითხარი? _ წამოიყვირა სანდრომ.
_ უბრალოდ მინდოდა სოფის დაენახა, როგორი მეგობრები ყავდა _ გაეღიმა.
_ არაფერი აუხსნა მათ, არ არის საჭირო. და მადლობა, რომ... _ მიხვდა, რომ ახლა იტირებდა. უბრალოდ გაუღიმა და გვერდი ისე იცვალა. ვერავის დაენახა. თავი საბანში ჩარგო და ტირილი დაიწყო. ლაშას ცივი თვალები არ ამოსდიოდა გონებიდან.
_ სოფ...
_ გადით.
_ აქ შენი დანაა, აი _ ბალიში ასწია მარიამმა და დანა ადგილზე დააბრუნა _ მე ხომ გითხარი, შენი ყოველთვის მჯეროდა მეთქი. ხომ იცი, რომ მჯეროდა არა?
_ გადით. გემუდარები მარიამ, გადით _ ჩურჩულით ამოთქვა და ყურებზე ხელები აიფარა. კარების დახურვის ხმა მაინც გაიგო და იმასაც მიხვდა, მარიამი რომ მაინც დარჩა ოთახში. რამდენიმე წუთის შემდეგ გადაბრუნდა და გოგონას სუსტად გაუღიმა. მართლა იცოდა, რომ მარიამს მისი სჯეროდა და არც უფიქრია, რომ სოფი მოღალატეა.
_ ლაშამ როგორ იფიქრა, ჰა? დაინახე სალომ რომ ყელში თავი ჩაუდო? ლიკა? ან სანდრომ და კოკამ რა გააკეთეს _ უკვე ტიროდა და მარიამს ეხუტებოდა.
_ გაუგე რა, გთხოვ გაუგე მაგათ. ლაშას იცი როგორ შეეშინდა იქ ასფალტზე გაშოტილი რომ გნახეთ? დედას გეფიცები, აეტირა და მაგრად შეეშინდა. ყველას შეგვეშინდა. უბრალოდ მერე შენი ჩანთიდან თერმოსი უნდა ამოეღო, ესენი რომ ნახა...
_ შენ რატომ არ გიფიქრია რომ მოღალატე ვარ, მან რატომ იფიქრა
_ არ ვიცი სოფ, ვეუბნებოდი რომ რაღაც შეცდომა იყო და ჯერ ყველაფერი გაერკვიათ, მაგრამ არ დამიჯერეს _ ნაღვლიანად გაუღიმა და გვერდით მიუწვა.
_ სალოს რა უნდა ლაშასთან?
_ არაფერი არ ვიცი საერთოდ, კოკას ეჩხუბა და თან...
_ თან? ლაშას თავი რომ არ დაანებოს, მასთან კიდევ ერთხელ ზედმეტად რამე რომ გააკეთოს... _ იმუქრებოდა და ყელში უჭერდა მოწოლილი ბოღმა.
_ კაი რა, სალო დაქალია ჩვენი ხომ? შეეშალა, აპატიე
_ კიდევ ერთხელ რომ განმეორდეს, სიცოცხლეს გავუმწარებ. იცის რა ძვირფასია ჩემთვის ლაშა, ლაშა ყველაფერია! _ მკაცრად გამოსცრა და მარიამს მიეხუტა.
_ მოდი სახლი დავათვალიეროთ, ოღონდ ფეხი თუ ძაან გტკივა არ გინდა _ შესთავაზა და ლოგინიდან წამოხტა.
_ არა, ძაან არ მტკივა, დამათვალიერებინე _ გაუღიმა და მარიამი საწოლიდან ადგომაში დაეხმარა. გადატყავებულ მუხლებს დახედა, ტანზე არაფერი ეცვა დიდი მაისურის გარდა. მარიამმა თავისუფალი, მუქი ჯინსის შარვალი და თეთრი მაისური დაუდო საწოლზე. როგორღაც ჩაცმა მოახერხა და ოთახის კარები გასაღებით დაკეტა, გამოსვლამდე კი დანა მაინც ჩაიგდო ჯიბეში. უზარმაზარ სახლში სიჩუმე მეფობდა, მხოლოდ ქვედა სართულზე იყვნენ ბავშვები და ტელევიზორს უყურებდნენ. გოგონები მესამე სართულზე ავიდნენ და მარიამმა ის ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა. ოთახი აშკარად ძველი იყო, შავ-თეთრი სურათებით სავსე და მაგიდაზეც ბლოკნოტები ეყარა. ოთახის კედლები ვიღაცას კრემისფრად შეეღება, მაგრამ საღებავი გაცრეცილიყო და “ბინძური თეთრი” გამხდარიყო.
_ ეს ვისი ოთახია? _ იკითხა და ფოტოსურათებს დაუწყო თვალიერება. მამაკაცს ხელში აეყვანა პატარა, დაახლოებით სამი წლის კულულა გოგონა და იცინოდნენ.
_ არ ვიცით მაგრამ... ფოტოებზე ნიამ ბიძამისი იცნო.
_ რა?
_ ხო, აი ეგ ფოტო, რომ გიჭირავს. კარებთან მდგარ კაცს დააკვირდი, ტელეფონი რომ უჭირავს, ბიძამისია
_ კი მაგრამ, ეს როგორ? ბიძამისი ვინ იყო _ ჰკითხა და მამაკაცს კარგად დააკვირდა. კლასიკურად ეცვა და არც არაფერი ემჩნეოდა განსაკუთრებული. რომ არა... მისი მაისურის გულზე ამოტვიფრული პატარა, თითქმის შეუმჩნეველი ყვავი. შეცბა და კარგად დააკვირდა, ხომ არ მეშლებაო.
_ ბიძამისი ადვოკატი იყო, არაფერი განსაკუთრებული...
_ მარიამ, დააკვირდი, ამ კაცს მაისურზე ყვავი აქვს! _ წამოიყვირა, როგორც კი დარწმუნდა და გოგონას სურათი ხელში მიაჩეჩა.
_ მეღადავები? მგონი მართლა ყვავია, აქამდე როგორ არ შევნიშნეთ
_ უბრალოდ ჩაცმულობას ვაკვირდებოდი და იმიტომ მომხვდა თვალში
_ სხვა ფოტოები ნახე აბა _ დააკვირდნენ და აბსოლუტურად ყველა ფოტოზე შეამჩნიეს, რომ ყველა მამაკაცის მაისურის გულზე პატარა ყვავი ეხატა.
_ შეუძლებელია, ყველას? _ დაფიქრდა, რამე ლოგიკური ახსნა რომ მოეძებნა ამისთვის მაგრამ თხუტმეტივე სურათი იდენტური იყო. მერე გადმოაბრუნეს და არაფერი რომ არ ეწერა, იმედი გაუცრუვდათ.
_ წამოდი, იმათ ვუთხრათ _ ფოტოები ერთად მოაგროვეს და ოთახიდან გავიდნენ.
_ თავი მტკივა, ჩემს ოთახში შევალ _ გაუღიმა სოფიმ და გასაღების ამოსაღებად ჯიბეები მოიქექა.
_ წამოდი _ თვალები დაუბრიალა მარიამმა, ორივენი დაბლა ჩავიდნენ და მისაღებში მჯდომი ბავშვებისკენ გაემართნენ, რომლებიც რაღაც ნოუთბუქს უჩხიკინებდნენ და ნაბიჯების ხმაზე თავი მაღლა ასწიეს. სოფი კედელზე დაკიდებულ საათს უყურებდა.
_ რაღაც ვიპოვეთ _ ერთდროულად წამოიძახეს მარიამმა და კოკამ.
_ ფოტოსურათებზე სოფიმ შეამჩნია, რომ ყველა მამაკაცის მაისურის გულზე ყვავია ამოქარგული, ნახეთ _ გააგრძელა მარიამმა და მინის მაგიდაზე ფოტოსურათები დაყარა.
_ არ მჯერა _ ყველა გადაამოწმეს და სალომ ამოიოხრა
_ მეშინია _ ის კვლავ ლაშას ეხუტებოდა მხარზე. სოფიმ წარბები მაღლა აწკიპა და ირონოულად ჩაიცინა.
_ ჩვენ ეს ლეპტოპი ვიპოვეთ, უბრალოდ გახასხნელად კოდია საჭირო, სხვანაირად ვერ ვახერხებთ _ ტუჩი მოიკვნიტა ნიამ. მარიამმა სოფის გახედა და გოგონამ თავი დაუქნია და ოთახის გასაღები მისცა.
_ მათხოვეთ აბა _ მაქსიმეს გვერდით დაჯდა დივანზე, კოკას გახედა და ლეპტოპზე ანიშნა თავით.
_ რად გინდა? _ ისეთი ხმით კითხა, მაინც რომ არ ენდობოდა და სოფის სიმწრით გაეღიმა.
_ არ შევჭამ კოკა, მათხოვე _ ლეპტოპი გამოართვა და მარიამიც ჩამოვიდა რაღაც ჩიპით ხელში. სოფიმ ჩიპი ლეპტოპს მიუერთა და ჯერ პროგრამის კოდი შეიყვანა, მერე რაღაც წკლატუნი დაიწყო ღილაკებზე. წელში ოდნავ მოხრილიყო და ცდილობდა უსაფრთხოება გაეტეხა, მაგრამ რთულად იყო საქმე.
_ როგორც ჩანს ამის პატრონმა ყველაფერი გათვალა _ ჩაიბურტყუნა და ჩიპი გამოიღო. მაინც ცდილობდა პროგრამაში შეღწევას.
_ რას აკეთებ? _ ჰკითხა ლიკამ და გვერდით ჩამოუჯდა.
_ ვცდილობ გავტეხო, მაგრამ ვიღაცამ ლეპტოპის უსაფრთხოებაზე ისე იზრუნა, არაფერი გამომდის...
_ პაროლები რომ ვცადოთ? იქნებ მაგ ფოტოსურათებზე გამოსახული მამაკაცების სახელები და გვარებია? რომელიმესი _ თქვა სალომ.
_ რიცხვებია შესაყვანი. ისე ყოჩაღ, ეგეც რომ მოიფიქრე _ ცინიკურად გაუცინა და თავი ხელებში ჩარგო. მერე უცებ გონება გაუნათდა, კვლავ კლავიატურაზე კლატუნი დაიწყო და წამოიკივლა.
_ რა? _ შეეშინდა მარიამს.
_ გამოვიდა! _ გაუცინა და თვალი ჩაუკრა. მერე მზერა ლაშასკენ გააპარა, რომელიც თვალს არ აშორებდა და ისევ მარიამს შეხედა.
_ ძნელად ხსნის _ თქვა მაქსიმემ
_ დრო სჭირდება, დაახლოებით ნახევარ საათში გახსნის _ უპასუხა, ფეხი ფეხზე გადაიდო და წამოიკვნესა. _ მე ავალ, დავისვენებ _ გაუღიმა ყველას, მაგრამ მაინც არავის და ოთახისკენ წავიდა.
_ არ გშია? _ კიბეებზე ასვლამდე დააწია ანდრომ სიტყვა. თითქოს გაახსენდა ჭამა, მუცელი აუბუყბუყდა და შიმშილისგან და წყურვილისგან ყელი გაუშრა.
_ არა, მადლობა _ ისე მიაძახა, არც შეტრიალებულა.
_ გშია ვიცი, ჩვენც უნდა ვჭამოთ ახლა და დარჩი _ ისე უთხრა ლიკამ, თითქოს ვიღაც ორი დღის გაცნობილს ესაუბრებოდა. მობრუნდა და სამზარეულოში შევიდა მათთან ერთად. სადილად საიდანღაც ნანახი გაცხელებული კოტლეტები და შემწვარი კარტოფილი ჰქონდათ. სოფიმ მარიამის გვერდით გამოსწია სკამი და მაგიდას მიუჯდა. ცოტა კარტოფილი გადმოიყარა და გემრიელად დაღეჭა ლუკმა. სალომე კვლავ ლაშასთან ახლოს დაჯდა. კარტოფილი გადაცდა და ხველება აუტყდა.
_ დალიე _ წლით სავსე ჭიქა მიუწოდა კოკამ და სოფიმ გამოცალა. სალოსგან ეს საქციელი უკვე ზედმეტი იყო. აღარ აპატიებდა. მაგიდის ქვეშ მარიამმა მიკრა ფეხი და გამოფხიზლდა, ჭამა განაგრძო.
_ იმ ღამეს რა მოგივიდა? _ მაინც გაბედა და ჰკითხა ნიამ.
_ გადავვარდი უბრალოდ
_ როგორ? შემთხვევით თუ...?
_ ნია! _ დაუღრინა სანდრომ და ტყუპს გადახედა.
_ ს არ ვაპირებ, ჯერ შური უნდა ვიძიო _ ბოროტად გაეღიმა და ჩანგალი კარტოფილს დაარჭო. თეფშზე გაიჩხაკუნა ჩანგლის ბასრმა კბილებმა და სიჩუმეში საზარლად გაისმა ხმა.
_ რატომ? _ დაიბნა კოკა
_ ოთახში რომ ამიყვანეთ, არაფერი დაგხვდათ? _ იფიქრა რომ ნერვების მოსაშლელად ჰკითხა ბიჭმა. ყველამ იცოდა, რომ სოფის საშინლად ეშინოდა თოჯინების.
_ არა, რას გულისხმობ?
_ მეღადავები? _ ჩანგალი დააგდო და უყვირა. ისე გაღიზიანდა, იმ ღამის გახსენება რომ მოუწია...
_ სოფი ვერ მივხვდი, არაფერი დაგვხვედრია
_ აქ არიან _ ჩაიბუტბუტა და თავი ხელებში ჩარგო. _ იმ ღამეს ოთახი თოჯინებით იყო სავსე. მე გამოღებულ ფანჯარასთან მივედი და მერე თავისთავად, უბრალოდ გადავვარდი
_ ვინმემ ხომ არ მიგბიძგა? _ ჰკითხა მაქსიმემ. მაგიდასთან მსხდომნი ყველა შეცბა. მაშინვე ერთმანეთს გადახედეს და მარიმ ტირილი დაიწყო.
_ შეიძლება...
_ გაიხსენე, იქნებ მართლა მიგბიძგეს.
_ მე მეგონა წონასწორობა ვერ შევინარჩუნე, მაგრამ... ჩრდილი...
_ ჩემთან გადმოდიხარ _ ამდენი ხნის განმავლობაში პირველად ამოიღო ხმა ლაშამ და სოფის შეხედა.
_ კაი რას ამბობ, მართლა? _ ირონიულად გახედა და თავი გააქნია.
_ საშიშია მარტო _ არ შეიმჩნია ბიჭმა და თვალებში ჩააშტერდა. სალო კიდევ უფრო აეკრა.
_ მე მეგონა უკვე გყავდა პარტნიორი
_ სოფი, მარტო ვერ იქნები
_ თან სამი ერთად ვერ დავიძინებთ... შეგაწუხებთ მე, თან ჯერ პატარა ვარ ეგეთი რაღაცეებისთვის _ გესლავდა და კოკას დაძარღვულ ყელს არ აქცევდა ყურადღებას.
_ სოფი _ დაუყვირა ლაშამ. არ ესიამოვნა აწეული ხმა და თვალები დახარა.
_ მაქსიმე _ ხმადაბლა მიმართა ბიჭს, რომელსაც ჭამა დაესრულებინა და თეფშს უყურებდა.
_ გისმენ
_ შენთან გადმოვალ, გთხოვ, მეშინია _ როგორ გაბედა, თვითონაც არ იცის. ბიჭმა უხმოდ დაუქნია თავი და სოფი მაგიდიდან წამოდგა. მანამდე სალოს გახედა.
_ ამომყევი, უნდა გელაპარაკო.
სალოს თვალები გაუფართოვდა და უკან მიყვა.

***
პირობა შესრულებულია...
უბრალოდ, ამ თავზე მაინც მითხარით რამე,
ძალიან ავირიე და გაგრძელების მეშინია.



№1  offline მოდერი Behandice

ვაიმეეე ეს რა იყო დედიკო!ყველა თავი ახლა წავიკითხე ერთად და კიდევ კარგი დღეა თუ არა რა დამაძინებდა..საშიშ მომენტებზე გამაკანკალა ისე შემეშინდა..აიი ძალიანნ ძალიანნ მაგარია!პირველად ვკითხულობ ამ შინაარსის მოთხრობას და სიგიჟემდე მომწონს..პერსონაჟებიც..მეწყინება ვინმე თუ მოკვდება მაგრამ მაინც რატომღაც მგონია რომ უნდა მოკვდნენ..ეს მაქსიმე იმათიანი მგონია რატომღაც..სულ არ ღელავს და ეშინია..ვერ გავიგე ბოლომდე რა შეიძლება აქ ხდებოდეს!ეს ისტორია რომ არ დაამთავრო აუცილებლად მოგკლავ ისე შემიყვარდა უკვე ველოდები ახალ თავს როდის დადებ love love

 


№2  offline წევრი რიტა

როგორც იქნა დაიდო ისე ველოდებოდიი... სიხარულით შემოვფრინდი წასაკითხად.
ძაან მაგარი ხარ კაიყო მომეწონა რომ მაქსიმესთან რჩება სოფი რაღაცნაირად მომწონს ეგ ბიჭი. საერთოთ ყველა საშინელებასა თუ დეტექტიურ სიუჟეტის ისტორიაში ან წიგნში დამნაშავე ის რჩაბა რომელსაც ვერც კი წარმოიდგენდი და ვინც გეგონა ის საერთოთ არაფერ შუაში იქნება. გამიხარდება თუ მაქსიმე არაფერ შუაში იქნება რადგან ეგ სოფისთვის მონდა. :D
გამწარდეს ლაშა რადგან მასში ეჭვი შეეპარა სოფოს საქციელით ძალიან კმაყოფილი ვარ. იმედია აღარ დაიკარგები და მუდმივად დადებ ახალ თავებს. წარმატებები...^^ <3

 


№3  offline წევრი (((end)))

yvela tavi ertad wavikitxe,tan shua games smile dzalian shemeshinda dzlivs davidzinee laughing mere vimeorebdi es mxolod dawerilia,mogonilia laughing mokled male dagvide shemdegi tavebi kissing_heart sheni shroshanebi maqvs wakitxuli,dzalian momwons da miyvars,axla babuawverac unda wavikitxo kissing_heart

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

Magaria dzalian.nuga daagvianeb ra.sulmoutqmelad veli momdevno tavs
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent