შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი პრინცესა დაგარქვი (მეთორმეტე თავი)


17-08-2016, 16:57
ავტორი kaxelii
ნანახია 3 073

*******12********
ღამე იყო რომ გაიღვიძა. არ მეძინა, ვერ დავიძინე. ვუყურებდი როგორ ბოდავდა ძილში. რომ გაიღვიძა დასისხლიანებული თვალებით შემომხედა და გულზე მომეკრა. ტიროდა.... ვიცოდი ცუდად გრძნობდა ისევ თავს. ხელებს მხვევდა და გაუჩერებლივ სლუკუნებდა. მეც ვეფერებოდი თმებზე. ნაბეღლავი ამოვუტანე, ლიკამ მითხრა უშველისო.
-დალიე გვანცი გთხოვ. - არაფრის დიდებით არ სვავდა გულს მირევსო.
-არ მინდა გთხოვ. - ძლივს ლაპარაკობდა. ხმაც შეცვლილი ჰქონდა.
-გვთხოვ ჩემი ხათრით. თან ხვალ გამოცდა გაქვს და ხომ გინდა კარგად გახდე?-ხმის ამოუღებლად გამომართვა ჭიქა ხელიდან მაგრამ დავინახე რომ უკანკალებდა და ჩემი ხელით დავალევინე. ერთ ჭიქას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე. ნელ-ნელა სიცხეც დაბლა უწევდა. წამალი დავალევინე და ისევ გულზე მომეხუტა. იმდენედ დაუცველი იყო იმ წუთას მომინდა რომ სულ ხელში აყვანილი მეტარებინა. ძილში ბორგავდა, ვერ ისვენებდა. გამთენიისას დაწნარდა. სიცხე 37,6 ჰქონდა. საგანგაშო არ იყო . მთელი ღამე გავათიე. თითოეულ მის გატოკებაზე ვნერვიულობდი რამე ხომ არ იუნდოდა. ვცადე ავმდგარიყავი მაგრამ მთელი ძალით მეხვეოდა და ადგომის საშუალებას არ მაძლევდა. მეც მეტი რა მინდოდა .
....
გვანცა
......
ღამით ძალიან ცუდად ვიყავი ვტიროდი და გიოს ვეხუტებოდი. როცა სიცხე მაქვს ყოველთვის მგონია რომ ცოტაც და გავითიშები.
დილით რომ გავიღვიძე ისევ გიოზე ვიყავი აკრული. თავი უკან ჰქონდა გადაწეული და მეგონა ეძინა. უცებ წამოვდექი და მანაც გადმოსწია თავი. თვალები სულ ჩაწითლებული ჰქონდა. უპეები ჩაშავებული. ეტყობოდა ღამენათევი რომ იყო.
-რამე ხომ არ გინდა გვანც?- მის ხმაში იმხელა მზრუნველობა იგრძნობოდა რომ ლამის დავდნი.
-წყალი მინდოდა. ძალიან მწყურია.- გვერდით გადატრიალდა, ნაბეღლავის ბოთლიდან დიდ ჭიქაში ჩაასხა სითხე და გამომიწოდა.
-აუუ არ მიყვარს რაა ნაბეღლავი.- ძლივს ამოვიბლუყუნე.
-არ გიყვარს არ ვიცი მე. ცუდად ხარ და უნდა დალიო. - რბილად მტუქსავდა როგორც პატარა ბავშვს.
-არ ვარ ცუდად. არ დავლევ. -ხელები გადავაჯვარედინე და გაბუტული სახით შევხედე.
-კარგი ცუდად არ ხარ მაგრამ დღეს გამოცდა გაქვს და ენერგიის აღდგენა გჭირდება. ამიტომ გამომართვი და დალიე. - ჭიქა გამომიწოდა და მეც გამოვართვი. ზიზღით დავხედე უფერულ, გაზიან სითხეს და ძლივს დავლიე. ვერასდროს ვიტანდი გაზიან სასმელებს. ჭიქა გვეძე ტუმბოზე დავდე და ფეხზე წამოვდექი, წონასწორობა ვერ შევიკავე და ისევ საწოლზე დავეცი. გიო წამოდგა და მეც წამომაყენა. აივანზე გამიყვანა ჰაერზე გეშველებაო. აივანზე ციოდა და გიოს მივეკარი გათბობის მიზნით. მისმა სითბომ ჩემშიც შემოაღწია და გავთბი. თავბრუს ხვევამ გადამიარა და სააბაზანოში შევედი. სულ ოფლიანი ვიყავი და აუცილებლად მესაჭიროვებოდა შხაპის მიღება.
-გვანცი კარგად ხარ? - ნახევარი საათის განმავლობაში უკვე მესამედ დამიძახა.
-ხო კარგად ვარ გიო.
-მალე გამოდი რაა.
-ვეცდები.
ძლივს გამოვაღწიე სულ დაბორიალებული ვიყავი. გარეთ გამოსულს ხატიაც იქ დამხვდა.
-გვანცააა -ჩემსკენ გამოექანა და მთელი ძალით მომეხვია. -ჩემი გოგოო. ხომ კარგად ხარ?
-კი უბრალოდ ცოტა თავბრუ მეხვევა.
- აი მე ენ რა მოგიტანე.. -ცხვირთან ამიფრიალა ჩემი საყვარელი კანფეტით სავსე პარკი.
-მმმმ ჩემი დათუნიებიი. როგორ მიყვარხართ. -პარკი გამოვართვი და გულში ჩავიხუტე.

-ერთი შენ მოგემატება ტვინი და მეორე ჩემს შემოსავალს ოცი ათასი. -თავში ხელი წამომარტყადა ნწ ნწ ნწო წუწუნით დაეცა დივანზე.
-მართალი ხარ ჩემო ძვირფასო, ტვინი ვერ მომემატება რადგან რაც მაქვს მაგაზე მეტი აღარ არსებობს.
დიდხანს ვილაპარაკეთ მე და ხატიამ შემდეგ კი სკოლაში წაგვიყვანა გიომ. გამოცდებმა ნორმალურად ჩაიარა. არავინ ჩაჭრილა. მე 6,78 ავიღე. ალბათ იმიტომ რომ ცუდად ვიყავი. გამოცდაზე ნახევარი მეძინა. თვალები მეხილა მაგრამ გული ვერ დავუდე კითხვებს. სკოლიდან რომ გამოვედი გიო ეზოში დამხვდა. ბიჭებს ელაპარაკებოდა. როგორც შემდგომ მითხრა თვითონაც ამ სკოლაში სწავლობდა . ჩემმა რუსულის მასწავლებელმა ისეთი დიდი სიყვარულით მოიკითხა რომ ძალიან გამიკვირდა.
-გიორგიი, ჩემი საყვარელი მოსწავლე. შვილო როგორ გაზრდილხარ. - ლეილა მასწავლებელი სამოც წელს მიხწეული ქალია, მიუხედავად მისი ასაკისა ის ყველაზე მაგარი მასწავლებელია ვინც კი მინახავს.
-ლეილა მაას როგორ ბრანდებით? -ქალი ისე მოეხვია ლამის ვიეჭვიანე.
-კარგად შვილო შენ?
-მეც კარგად.
-აქ საიდან მოხვდი შვილო?
-აქ ჩემს მეუღლესთან მოვედი. -ღიმილით უპასუხა გიომ .
-რას ამბობ. ცოლი მოიყვანე? ვინ არის?
-გვანცა. - ჩემსკენ მოიხედა და მანიშნა მოდიო. მეც მალევე მივედი და გვერდით დაუდექი. -ეს არის ჩემი მეუღლე.
-ჩვენი გვანცა? გამიხარდა ჩემო კარგებო. კარგი წყვილი ხართ. სულ ბედნიერები გამყოფოთ ღმერთმა. -დიდხანს გვეფერებოდა ლეილა და სულ გვლოცავდა.

მომდევნო ორი გამოცდაც არ იყო ცუდი. ყველამ კარგად დავწერეთ და მეთერთმეტე კლასიც წარმატებიტ დავხურეთ.
მალე ჩემი დაბადების დღეც მოვიდა.
დილით თბილმა ხელებმა გამაღვიძა. ნაზად მეფერებოდა სახეზე და თმებზე.
-მმ ცოტა ხანი დამაძინე რაა. - ძილის სურვილით შებყრობილმა ამოვიბუტბუტე და თავი მის მკერდში ჩავრგე. -აუ გიო გამიშვი რა ხელები.
-გაიღვიძე პატარაა გვიანია უკვე. -თავისას არ ეშვებოდა საყვარელი ქმარი.
-კარგი ხოო - თავი ავწიე და ხელებს დავეყრდენი. გიომ შემომხედა და სიცილი დაიწყო. -რა გაცინებს? -გაბრაზებულმა დავხედე ზემოდან და ერთი გემრიელად შევუბღვირე. პასუხის ნაცვლად თმებზე ხელი დამისვა და გამისწორა.
-თმები გქონდა აჩეჩილი ცოლო.
-მერე და რა გაცინებდა ქმარო?
-შენ რაღაც ძალიან გამითამამდი. -გამიცინა და ცხვირზე ხელი დამკრა. აეხლა კი ავწითლდი. ისევ შემრცხვა. -მაგისათვის არ მითქვამს პატარავ რომ შეგრცხვენოდა.
-კარგი არაუშავრს.
-დადების დღეს გილოცავ პატარა. -ჩემსკენ მოიწია და ტუჩებზე მეამბორა.
-მადლობა - ძლივს ამოვიბლუყუნე და ჩემზე მოკრულ გიოს ხელები მეც შემოვხვიე.
-წამო დაბლა ჩავიდეთ.
დაბლა რომ ჩავედით თორნიკე მომვარდა და ფეხებზე მომეხვია.
-ბიცოლააა გილოცავ დაბადების დღეს.
-მადლობა ჩემო პატარა. -ლოყები დავუკოცნე და სანდროს და ლიკას მილოცვაც მივიღე.
-ხო, ეს შენ ჩემს საყვარელ გოგოს. - ლამაზად შეფუთული ყუთი გამომიწოდა.
-მადლობა. -გამოვართვი და ცოტა არ იყოს მძიმე იყო.
-ეს ჩვენგან -ლიკამ ბარხატის ყუთი გამომიწოდა. -გახსენი. - ყუთი გავხსენი და შიგ ულამაზესი ყელსაბამი იდო. მართლა ძალიან მომეწონა.
- დიდი მადლობა ძალიან ლამაზია. -ლიკას და სანდროს მოვეხვიე და ახლა გიოს საჩუქარის გახნა დავიწყე.
ბანტი რომ გავხსენი ყუთი ადვილად დაიშალა. თითოეული გვერდი აქეთ-იქით გადავარდა და შუაში პატარა ლეკვი იწვა. ისე საყვარლად იყო მოკალათებული. თვალები ეხუჭა. ოდნავ შევატოკე და რომ არ გაახილა თვალები გიოს ავხედე.
- რამე ხომ არ სჭირს? -ძალიან შემეშინდა ჩემსს პატარას ყუში ჯდომისას რამე ხომ არ მოუვიდა.
-არა გვანცი არაფერი არ მოსვლია. უბრალოდ გამაფრთხილეს რომ მძინარააო. სძინავს. -ღიმილით მითხრა და ლეკვი ხელით ცოტათი შეატოკა. მანაც უცებ წამოყო თავი და გაკვირვებული თვალებით შემომხედა. ყურები დააპარტყუნა და თავი ისევ დაბლა დადო.
-ჰაჰაჰ რა საყვარელიაა. -გიოს მოვეხვიე და დიდი მადლობა გადავუხადე.
-ოღონდ იცოდე, არ მაეჭვიანოს.
-აუუ რა საყვარელია. ბიცოლა შენია? -მხიარულად ეთამაშებოდა თოკო -რა ჰქვია?-მე გიოს მივხედე.
-ჯერ არაფერი. შენ რას დაარქმევ?
-მმ ლედის. ძალიან საყვარელია.

******=
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კეკეს მარიამს და ისტერიჩკას. კიდევ მათ ვინც ფეისბუქის საშუალებით ტოვებს კომენტარს. სამწუხაროდ სახელები არ მახსოვს მაგრამ ვიცი რომ პირველი თავიდანვე მომყვებით.
პს.. აი ზოგმა წინა თავზე კომენტარი რომ არ დატო ეთ გაგებუტეთ.



№1  offline მოდერი sameone crazy girl

პატარა თავია და უკვე ძალიან რომ მომონს აღარ მყოფნის... ვღორდები მე ნელ-ნელა გენაცვალე რაა ეს რო შევედი აზარტში და მოვიხოდე გაწყდა ..გაგებუტე cry
აუუ რა საყვარელია ეს ბიჭიიი მაგიჟებს
კაი ხარ შენ ხო და მართლა ცოტა გაზარდე რა მოინდომეე გთხოოოოოვ smile heart_eyes

 


№2  offline წევრი kaxelii

sameone crazy girl
პატარა თავია და უკვე ძალიან რომ მომონს აღარ მყოფნის... ვღორდები მე ნელ-ნელა გენაცვალე რაა ეს რო შევედი აზარტში და მოვიხოდე გაწყდა ..გაგებუტე cry
აუუ რა საყვარელია ეს ბიჭიიი მაგიჟებს
კაი ხარ შენ ხო და მართლა ცოტა გაზარდე რა მოინდომეე გთხოოოოოვ smile heart_eyes

აუცილებლად heart_eyes გავზრდი ნუ ვეცდები მაინც smile მიხარია რომ მოგწონს და მადლობა რომ კომენტარს ტოვებ-ხოლმე.

 


№3  offline წევრი lamazmani

dzalian magaria sayvarlrbi arian male dade axali tavi

 


№4 სტუმარი ani

ბოლო 2თავი ერთად წავიკითხე და მაინც არ მეყო. კიდევ მინდოდა უჰ. ვიტირებ ახლა. როდის გავა24საათი.

ძალიან პატარაა და იმედია დაბადების დღეს ასე მშრალად არ ჩაატარებ. გაზარდე რა თავები.

 


№5  offline წევრი kaxelii

lamazmani
dzalian magaria sayvarlrbi arian male dade axali tavi

აუცილებლად. შეიძლება შუადღისითაც იყოს.

ani
ბოლო 2თავი ერთად წავიკითხე და მაინც არ მეყო. კიდევ მინდოდა უჰ. ვიტირებ ახლა. როდის გავა24საათი.

ძალიან პატარაა და იმედია დაბადების დღეს ასე მშრალად არ ჩაატარებ. გაზარდე რა თავები.

მიხარია რომ ასე მოგწონს. დაბადებისდღეს ესე მშრალად არ ჩავატარებს და ისეთი გეგმები მაქვს შეიძლება ზედმეტადაც ჩათვალოთ

 


№6 სტუმარი ani

ახლა რა გავაკეთო, უნდა დამაკვნეტინო ფრჩხილები ხვალამდე? sob

 


№7  offline აქტიური მკითხველი La-Na

Kargi tavi iyo.momewona,imedia male mixvdeba rom uyvars gio
--------------------
ლანა

 


№8  offline წევრი kaxelii

ani
ახლა რა გავაკეთო, უნდა დამაკვნეტინო ფრჩხილები ხვალამდე? sob

ოოო ოღონდ ფრჩხილები არ დაიკვნიტო და ხვალ დავდებ ახალ თავს smile

La-Na
Kargi tavi iyo.momewona,imedia male mixvdeba rom uyvars gio

Mixvdeba aaba raaa. An me mivaxvedreb :lol:

 


№9 სტუმარი ana

არა ვერც მე ვიტან, გადატანითი მნიშვნელობით ვიგულისხმე heart_eyes

ანი უნდა დამეწერა სტუმრის ველში.

 


№10  offline მოდერი Behandice

მეც გამებუტე? smile გამომჩენია ახალი თავი,თან არ მეცალა ახლა დავწვდი ყველა მოთხრობებს რიგრიგობით,ორი თავი მქონია წაუკითხავი და სულ სხაპასხუპით და ღიმილით ჩავიკითე და არ მეყო კიდე მინდოდა..ვგიჟდები გვანცაზე და გიორგიზე და შენზეც!ისე მეც გაგებუტები ახლა შუა გზაში რომ მიმიტოვე ისტორია და რო აღარ კითხულობ და მაფასებ ვოოოტ!! smile heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№11  offline წევრი kaxelii

ana
არა ვერც მე ვიტან, გადატანითი მნიშვნელობით ვიგულისხმე heart_eyes

ანი უნდა დამეწერა სტუმრის ველში.

არაუჭირს მივხვდი heart_eyes

Behandice
მეც გამებუტე? smile გამომჩენია ახალი თავი,თან არ მეცალა ახლა დავწვდი ყველა მოთხრობებს რიგრიგობით,ორი თავი მქონია წაუკითხავი და სულ სხაპასხუპით და ღიმილით ჩავიკითე და არ მეყო კიდე მინდოდა..ვგიჟდები გვანცაზე და გიორგიზე და შენზეც!ისე მეც გაგებუტები ახლა შუა გზაში რომ მიმიტოვე ისტორია და რო აღარ კითხულობ და მაფასებ ვოოოტ!! smile heart_eyes heart_eyes heart_eyes

რომელი ისტორია მიგიტოვე? შანსი არაა რო მიმეტოვებინა შეიძლება ვერ ვწერ. შენი რომელია?

გაგებუტე მაგრამ უკვე გადამიარა. მაინც ყველა მიყვარხართ.

 


№12  offline წევრი anna31

Vchedav! Dzalian magaria<3

 


№13  offline მოდერი Behandice

kaxelii
ana
არა ვერც მე ვიტან, გადატანითი მნიშვნელობით ვიგულისხმე heart_eyes

ანი უნდა დამეწერა სტუმრის ველში.

არაუჭირს მივხვდი heart_eyes

Behandice
მეც გამებუტე? smile გამომჩენია ახალი თავი,თან არ მეცალა ახლა დავწვდი ყველა მოთხრობებს რიგრიგობით,ორი თავი მქონია წაუკითხავი და სულ სხაპასხუპით და ღიმილით ჩავიკითე და არ მეყო კიდე მინდოდა..ვგიჟდები გვანცაზე და გიორგიზე და შენზეც!ისე მეც გაგებუტები ახლა შუა გზაში რომ მიმიტოვე ისტორია და რო აღარ კითხულობ და მაფასებ ვოოოტ!! smile heart_eyes heart_eyes heart_eyes

რომელი ისტორია მიგიტოვე? შანსი არაა რო მიმეტოვებინა შეიძლება ვერ ვწერ. შენი რომელია?

გაგებუტე მაგრამ უკვე გადამიარა. მაინც ყველა მიყვარხართ.

ჩემი ბუტია გოგო..მართლა არმეცალა
თუ არა ამას გამოვტოვებდი..შემოვარდებოდი და დავდებდი ახალ თავს,მერე გავვარდებოდი,ამიტომ ნუღარ გამებუტები.

 


№14 სტუმარი keke1

Kekes ukvarxart shen da sheni istoria.win mivdivart,tavebis moculoba gazarde,amaze naklebi ar menaxos arasdros :D

 


№15  offline წევრი kaxelii

keke1
Kekes ukvarxart shen da sheni istoria.win mivdivart,tavebis moculoba gazarde,amaze naklebi ar menaxos arasdros :D

ვეცდები გავზარდო კეკე. heart_eyes მეც მიყვარხარ

anna31
Vchedav! Dzalian magaria<3

მადლობაა დიდი

 


№16  offline წევრი ეფი

კარგია heart_eyes , თავები გაზარდე grimacing

 


№17  offline წევრი taia21

Dges wavikitxe yvela tavi ertad da dzalian momewona.ecade meti emocia gadmosce

 


№18  offline წევრი isterichka123

Chemo dZvirfaso dzalian kargi iyo da dzalian momewona sayvarelo

 


№19  offline აქტიური მკითხველი lalita

ყველა თავი ერთად წავიკითხე და ძალიან მომეწონა, მაგრამ პატარებია და გაზარდე ცოტა.

 


№20  offline წევრი kaxelii

ეფი
კარგია heart_eyes , თავები გაზარდე grimacing
ვეცდები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent