შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული? ის ხომ ბრმაა - თავი 9


17-08-2016, 18:31
ავტორი sophiaa
ნანახია 2 216

**** თოკო*****
ანის სახლიდან გაგიჟებული გამოვარდი. იმის მერე რაც ჩვენ ერთად გადავიტანეთ როგორ გაბედა და წავიდა? ხომ შეეძლო ერთი სიტყვა მაინც ეთქვა? სულ ორი კვირაა სიარული დაიწყო და უკვე ბარსელონაში წავიდა გოგო. ერთი წლის მერე ალბათ კოსმოსში გაფრინდება. ფაქტიურად გამომიყენა და დამიკიდა. საბასთან წავედი სახლში
-საბა იცი ანი სად არის?
-ამ წამს ვნახე ფეისბუქზე ახალი ფოტო დადო, ბარსელონაშია
დედა ვატირე ამის, კარადიდან ვისკი გამოვიღე. ახლა რომ არ დამელია მოვკვდებოდი. რა უნდა ვქნა? ჩავაკითხო? ჩავაკითხავ და იქვე მოვკლავ.
-საბა გესმის გოგომ გამომიყენა და გადამაგდო. ცოლად გამოგყვებიო ესაო ისაო. ვაფშე აღარ მინდა ეგეთი ცოლი
-კია დაწყნარდი იქნებ რა მიზეზით წავიდა?
-რა მიზეზი კაი რაა. გართობა უნდა გოგოს. რამე სერიოზული რომ ყოფილიყო მეტყოდა. ეტყობა დავღალე გოგო და წავიდა დასასვენებლად. მე ვიცი რაც უნდა ვქნა
-თორნიკე! რამე სისულელე არ გააკეთო გთხოვ
ჯერ სახლში წავედი და ბარგი ჩავალაგე შემდეგ პირდაპირ აეროპორტში წავედი. ვიცი ღირსი არ არის რომ ჩავაკითხო მაგრამ ძალიან მიყვარს. იქნებ მართლა რა მიზეზით წავიდა?
-გამარჯობათ ერთი ბილეთი მინდა ბარსელონამდე
-სამ საათშია შემდეგი რეისი, გნებავთ?
-დიახ, დიახ
ჯანდაბა სასტუმრო არ ვიცი, როგორ უნდა მივაგნო. უცენ საბას სიტყვები გამახსენდა ფოტო დადოო. იქნებ სადმე ჩანს სასტუმროს სახელი. სასწრაფოდ საბას დავურეკე
-საბა გთხოვ რამენაირად გამირკვიე ანი რომელ სასტუმროშია
-მაგის გარკვევას არაფერი არ უნდა, mercer hotel Barcelona
-მეკაიფები ხო?
-ოოო დავაი რაა
ხო აბა გოგო ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროშია, უფრო ნაკლები როგორ ეკადრება. 3 საათი დებილივით ვიჯექი. ბოლოს როგორც იქნა ჩასხდომა დაიწყო. რამოდენიმე საათში უკვე ბარსელონაში ვიყავი. პირდაპირ იმ სასტუმროში წავედი სადაც ანი იყო.
-გამარჯობათ ერთ გოგონას ვეძებ ანა გელოვანს, რომელ ნომერშია მაინტერესებს
-უკაცრავად ბატონო მაგრამ ამის თქმის უფლება არ მაქვს
-მომისმინე ბიჭი, ჩემი ცოლია. მაინტერესებს რომელ ნომერში ცხოვრობს. სიურპრიზი უნდა გავუკეთო.
ჯიბიდან 100 დოლარიანი ამოვიღე და მაგიდაზე დავუდე
-იმედია ჭკვიანი ბიჭი ხარ და ახლა მაიმც მეტყვი
-ეს ქრთამია არ შეიძლება
-აი ეხლა ისე რომ გცემ ერთი კვირა ფეხზე ვერ ადგე მერე მეტყვი აუცილებლად
ისე ინგლისურად ეს დამუქრება რა სასაცილოდ ჟღერს. ჯანდაბა რა დროს ესაა
-ამის გამო შეიძლება დამიჭირონ. 315 ნომერშია
-დიდი მადლობა
კიბეზე სწრაფად ავირბინე და ნომერი ვიპოვე. ღმერთო მომეცი ძალა რომ არ მოვკლა. კარებზე დავუკაკუნე. კარი რომ გააღო ისეთი ლამაზი იყო სულ დამავიწყდა მასზე გაბრაზება
-გამარჯობა ძვირფასო, გეგონა ასე მარტივად გამექცეოდი?

***** ანა*****
რაც ბარსელონაში ჩამოვფრინდი მთელი დღე ვნანობდი წამოსვლას. თოკო მენატრებოდა ძალიან. საერთოდ არ უნდა წამოვსულიყავი მგონი. დაძინენას ვაპირებდი კარებზე რომ დააკაკუნეს. კარი რომ გავაღე მეგონა მელანდებოდა
-გამარჯობა ძვირფასო, გეგონა ასე მარტივად გამექცეოდი?
-თოკო აქ რა გინდა?
ისეთი სიმპათიური იყო თავი ძლის შევიკავი რომ არ მოვხვეოდი
-ძალიან გავბრაზდი რომ წამოხვედი ამიტომ ჩამოგაკითხ, უნდა მოგკლა
-თოკო მთელი დღეა ვნანობ რომ წამოვედი, ძალიან ცუდად მოვიქეცი
ალბათ მანაც ვერ შეიკავა თავი და წელზე ხელი მომხვია, მისი სურნელი თავბრუსმახვევდა. ისეთი სიმპათიური და საყვარელი იყო. ღმერთო მასზე კარგი ბიჭი არ არსებობს
-მომენატრე ანი
-მეც ძალიან მომენატრე, მაპატიე კარგი? საშინლად მოვიქეცი. მინდოდა რომ ცოტა ხანს მეფიქრა მინდოდა თუ არა შენი ცოლობა
-მერე? მერე რა მოიფიქრე?
თავი გამოვწიე და გავუღიმე. ნერვიულობისგან ტუჩის კვნეტა დავიწყე
-მინდა, ძალიან ძალიან მინდა
ჩემს ტუჩებს მოწყურებულივით დააცხრა. მთელს სხეულში სითბომ დამიარა. ეს საუკეთესო პირველი კოცნა იყო ალბათ მთელს მსოფლიოში. მუცელში მთელი ზოოპარკი დარბოდა. მინდა ასე მთელი ცხოვრება ვიდგე.
-ოხ ანი, რომ არ წასულიყავი უარს მეუბნებოდი დაქორწინებაზე?
-არ ვიცი, როგორც კი ოდნავ მოგშორდი მაშინვე მივხვდი რომ ძალიან მიყვარხარ
უპსსს.... ეს რა წამომცდა. ჯანდაბა ჯანდაბა რამხელა ენა მაქვს. ჯობია დავფიქრდე რას ვლაპარაკობ
-ანუ გიყვარვარ?
სირცხვილისგან თავი დავხარე. ღმერთო ანი ის შენი მომავალი ქმარია რა დროს სირცხვილია? სულ გავგიჟდი მგონი.
-კი მიყვარხარ თან ძალიან. როგორ შეიძლება შენნაირი საყვარელი, სიმპათიური,კეთილი ბიჭი არ შემიყვარდეს?
-ოხხ როგორ მიყვარხარ იცი? ყველაზე ბედნიერი კაცი ვიქნები ჩემი ცოლი რომ გახდები
-კაი გვეყო თორე ამეტირება
უეცრად ჩემსკენ წამოვიდა და მაკოცა, ეს კოცნა უფრო განსხვავდებოდა წინასგან. ძალიან ნელა და ნაზად მკოცნიდა. შემდეგ კისერზე სველი კოცნების დატოვება დაიწყო
-ანი მითხარი მენდობი?
ხმა ვერ ამოვიღე, მხოლოდ თავის დაქნევა შევძელი. მაისური გამხადა. ( მე მაპატიეთ მაგრამ მეტს ვეღარ ავღწერ)



№1  offline წევრი lamazmani

kagria male dade

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent