შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს მეზობლად (ნაწილი 13)


17-08-2016, 19:26
ავტორი Kristy
ნანახია 1 960

მატარებლით მგზავრობა მომქანცველი აღმოჩნდა. ბიჭებს ეძინათ, გოგონები კი მათ მხრებზე მიწოლილიყვნენ და ყურებში ყურსასმენებგაჩრილები ფანჯრიდან ხედებს გასქეროდნენ, ლუკას და ლიზის კი ეს საერთოდ ვერ ართობდა. გვერდი-გვერდ ისხდნენ და თავს საუბრით ირთობდნენ.
- გუშინ ძალიან გაგაბრაზე, არა? - დაიწყო ლიზიმ.
- ძალიან შემაშინე. რამე რომ მოგსვლოდა... - ბიჭმა თვალები დახუჭა და თავი სხვა მხარეს მიაბრუნა.
- არც კი ვიცი რა დამემართა, როცა ის გოგო დავინახე და გავიგონე, როგორ საუბრობდით... მეგონა...
- ჰო, მაგრამ ასე აღარ გამოკეთო, კარგი?
- კარგი. - თქვა გოგონამ და თავი მის მხარზე ჩამოდო. - იცი? არ მეგონა ეჭვიანი თუ ვიყავი.
- ეს არ გჭირდება. შენს გარდა არავინ მაინტერესებს!
- საერთოდ? ვგულისხმობ, ჩემზე ლამაზი გოგონებიც ხომ არსებობენ...
- ჩემთვის შენ ხარ ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი და საერთოდ ყველა „ყველაზე“ ამ სამყაროში. ასე რომ, თუ კიდევ მოხდა რამე მსგავსი, დამპირდი, რომ პირდაპირ არ გაიქცევი და მომისმენ.
- მოიცა, კიდევო? ეს რას ნიშნავს?
- კარგი, ახლა ცუდად გამომივა, მაგრამ გოგონები ხშირად იწყებენ ხოლმე ფლირტს ჩემთან. ამიტომ ვახსენე სხვა შესაძლო შემთხვევა.
- ეგ მჯერა, შენ ხომ ასეთი მიმზიდველი ხარ.
- მორჩი, ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ.
- არა, ასე არ არის.
ლუკა ნამდვილად არ იყო ერთი ჩვეულებრივი ბიჭი. მაღალი იყო, თეთრი კანი და საოცრად შავი თმები ჰქონდა, რაც შესამჩნევ კონტრასტს ქმნიდა და ძალიან უხდებოდა, ძლიერი სხეული და სქელი კისერი მამაკაცურ იერს აძლევდა, ხშირი წარბების ქვეშ შემალული დიდი ლურჯი თვალები მუდამ ლამაზად ციმციმებდნენ, დაბალი წვერები ოთხკუთხა ყბებს საოცრად უხდებოდა.
- კარგი ჰო. - ოდნავ შესამჩნევად გაწითლდა ბიჭი.
- გპირდები, თუ ოდესმე ვინმე გაგეპრანჭა, თავს მაღლა ავწევ და ვიტყვი, მომიტევეთ, მაგრამ ეს კაცი ჩემია!
- ეს ჩემი გოგოა. - თქვა ბიჭმა და თავზე აკოცა. ცოტა ხნით ორივე გაჩუმდა.
- იცი? ამ მცირე დროში უკვე იმდენი რამ გადაგვხდა, ზოგჯერ მგონია, რომ ჩვენი სიყვარული უიღბლოა. - ისევ ალაპარაკდა ლიზი.
- მე ამის არ მჯერა!
- იქნებ იმიტომ, რომ დაჯერება არ გვსურს?
- მე საერთოდ არ მჯერა, რომ რომელიმე სიყვარული შეიძლება უიღბლო იყოს.
- ეგ როგორ?
- ჩემი აზრით, უიღბლობა ისაა, როცა არავინ გიყვარს და თუ სიყვარული იპოვნე, უკვე იღბლიანი ხარ, რადგან თვითონ სიყვარულია იღბალი.
- სამწუხაროა, რომ ყველა ასე არ ფიქრობს.
- არც ესაა სიმართლე!
- ზოგს საერთოდ არ უნდა ვინმე შეუყვარდეს.
- სიყვარულს ყველა ეძებს, არ აქვს მნიშვნელობა ამას აღიარებენ თუ არა. არ არსებობს ადამიანი დედამიწის ზურგზე, რომელსაც ერთხელ მაინც არ უნატრია, ჰყვარებოდათ, რომელსაც არ გასჩენია სურვილი, ვინმესგან მაინც ეგრძნო, რომ სასურველია, რომ ვიღაც მასზე ზრუნავს და უყვარს იგი. რეალურად ყველა ინდივიდი სწორედ ამისკენ ისწრაფვის: უყვარდეს და უყვარდეთ.
- როცა ასე საუბრობ, კამათის სურვილიც კი მიქრება. - თქვა გოგონამ და ხელები კისერზე მოხვია. - მიყვარხარ ლუკა!
- მე უფრო.
- იცი? ჩემი პირველი შეყვარებული ხარ!
- გაგიკვირდება და ჩემიც! - გაიცინა ბიჭმა.
- ღმერთო, მართლა? მე მეგონა ციხეშიც გყავდა ვინმე.
- ჩემი გემოვნების არავინ იყო.
- ამაზე ისე მარტივად საუბრობ, - გაიკვირვა გოგონამ. - ხუმრობ კიდეც. სინამდვილეში კი ალბათ როგორი რთული იყო.
- ასე თუ ისე, რთული ნაწილი უკვე წარსულშია.
- ეგ ჰო. როგორ ცხოვრობდი იქ, პრობლემები გქონდა?
- იყო ერთი-ორი ჩხუბი, განსაკუთრებული არაფერი.
- ძალიან ვწუხვარ, რომ მათ ამის შესახებ გაიგეს. - თქვა ლიზიმ და მეგობრებს გადახედა.
- ‘კაცი ხომ არ მოუკლავს’ო არა? - გაეღიმა ლუკას.
- არც მოგიკლავს.
- ჰო, მაგრამ, რომ სცოდნოდათ, მკვლელობისთვის ვიჯექი, ნამდვილად არ დამიცავდნენ ასე ერთხმად.
- ადამიანებს არ ენდობი, არა?
- ადამიანების უმეტესობას ნდობის მიზეზი არ მოუცია.
- და მე?
- გენდობი თუ არა? - გოგონამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. - ისე, როგორც საკუთარ თავს.
- მე რა მიზეზი მოგეცი ნდობისთვის?
- შენ მიყვარხარ, ნდობა პლუს-პაკეტია. - გაუღიმა ბიჭმა და თვალი ჩაუკრა.
- გვრიტებო, რაზე ჭუკჭუკებთ? - ჩვეული ენერგიით გაიღვიძა საბამ.
- შენთვის საინტერესო არაფერია საბუნა, სხვა შემთხვევაში, არ გამოგტოვებდით. - გაეპასუხა ლიზი. გოგონებმა ყურსასმენები მოიხსნეს და საუბარში ჩაერთვნენ.
- მალე მივალთ? - იკითხა ანამ.
- ნახევარ საათში იქ ვიქნებით. - დაამშვიდა ლუკამ და საათს დახედა.
- კარგია, თორემ ძალიან დავიღალე. - თქვა მარიმ, მერე გიორგის მიუბრუნდა. - გაიღვიძე მძინარა, ნახევარ საათში მივალთო.
- მეგონა ახლახანს დავტოვეთ თბილისი. - თვალები გაახილა გიორგიმ.
- მართლა, იცოდით რომ თამოც ბათუმშია? - სხვათაშორის იკითხა ანამ.
- ოჰ, იმედია არსად გადავეყრებით. - შეწუხდა მარი.
- ჩვენს სასტუმროში იქნება ეგეც თურმე, გუშინ მწერდა.
- შენ რა, უთხარი რო მივდივართ?
- ჰო, ვუთხარი.
- კარგი რა ანა, თამუნა მაკლდა ახლა ბათუმში. - გაბრაზდა მარი.
- მაინც გვნახავდა სადმე.
- ანა მართალია, ვნახავდით აქ, მერე კი ეწყინებოდა, რომ არაფერი უთხრა. - ჩაერია მეგობრების კამათში ლიზი.
- და რა სჭირს მაგ გოგოს ასეთი? - დაინტერესდა ლუკა.
- ერთი ტიპიური, შეყვარებულზე ჩაციკლული გოგოა, - აუხსნა მარიმ. – 24 საათი თავის ბიჭზე საუბრობს. ყველას ყელში გვყავს უკვე.
- რას ერჩით, უყვარს თავისი ბიჭი! - დაიცვა გიორგიმ.
- უყვარს ერთია, მაგრამ სულ მაგის ქებაშია. თან ვიცნობ მაგ ბიჭს და არ არის ასეთი საოცრება.
- მისთვის ალბათ არის, დაანებეთ თავი.
- ჰო, მაგრამ მისთვისაა, ჩვენთვის ხომ არა?
- მე კი ზოგადად ის არ მესმის, საერთოდ რატომ უნდა ილაპარაკო ხალხში შენს შეყვარებულზე. - იკითხა ლუკამ.
- იმიტომ, რომ გიყვარს და გინდა ეს სხვებსაც გაუზიარო. - აუხსნა გიორგიმ.
- ჰოდა, ჩემს გოგოს გავუზიარებ, რაღა სხვას?
- მე მაგალითად, არც თქმაში ვხედავ პრობლემას და არც უთქმელობაში. კაცია და გუნება. - თქვა საბამ.
- გეთანხმები.
- ანუ შენ ლუკა, მდუმარეთა მხარეს ხარ, არა? - დააზუსტა გიორგიმ.
- ასე გამოდის, მე პირადად არავისთან ვიტრაბახებ ჩემი შეყვარებულით.
- და რატომ, როცა გყავს სატრაბახო?
- რა აზრი აქვს? მას ისედაც ეცოდინება, რას ვფიქრობ, სხვების აზრი კი უბრალოდ არ მადარდებს.
- მე შენკენ ვარ, - მხარი აუბა საბამ. - არაა საჭირო შეყვარებულის ქებით პირმოღებულმა იმოძრაო. მაინც ყველამ იცის ვინ ვინაა.
- კარგი, მორჩით, ყველას თავისი აზრი აქვს. - გააჩუმა ბიჭები ლიზიმ. - მართლა, დამავიწყდა თქვენთვის რაღაც მეთქვა. ჩემი მეგობარი ჩამოვა რამდენიმე დღეში ბავშვებთან ერთად, იმედია არ მიწყენთ თუ ჩვენთან იქნება.
- რა პრობლემაა, რაც მეტნი ვიქნებით მით უკეთესი. - თქვა ანამ.
- ბავშვები? არ მიყვარს ბავშვები. - აწუწუნდა მარი.
- როგორმე გადაიტან, თან არ არიან ძალიან პატარები.
- ჯერ თამუნაო, მერე ვიღაც ბავშვები... ესაა მარტო ჩვენ ვიქნებითო?
- ყველაფერზე ნუ წუწუნებ მარიამ, თორემ აღარავის ეყვარები! - დასცინა გიორგიმ.
- ფრთები რომელ ცაზე დაგრჩა ანგელოზო?
- უნდა ვაღიარო, მე პირველად მივდივარ ბათუმში. - თქვა უცებ ანამ.
- მეც. - შეუერთდა ლიზი.
- ორი ახალი გვყოლია, ზღვა მაინც თუ გინახავთ? - იკითხა გიორგიმ.
- როგორ არა, უბრალოდ ბათუმიდან არა. - თქვა ლიზიმ.
- მე არ მინახავს.
- აქამდე რატომ არ თქვი? - ჰკითხა საბამ და ჩაიხუტა. - ჩემი საყვარელი გოგო, მე შენ ყველაფერს გაჩვენებ.
მგზავრობა დასრულდა. მეგობრები სასტუმროში მივიდნენ, საკუთარი ოთახები ნახეს, ბარგი დაყარეს და მაშინვე სანაპიროზე წავიდნენ. სანაპირო ზოლი გადავსებული იყო დამსვენებლებით: ზოგი მზეს ეფიცხებოდა, ზოგიც ქოლგების ჩრდილს ამოფარებული ზღვის ცქერითა და ცივი სასმელების წრუპვით ირთობდა თავს, დანარჩენები ზღვის ტალღებთან თამაშით იყვნენ გართულნი. ბიჭებმა მაშინვე გაიძრეს მაისურები და ზღვისკენ გაიქცნენ, გოგონები კი სანაპიროზე წამოწვნენ და მათ დაბრუნებას ელოდნენ.
- აქ რატომ ხართ? - იკითხა საბამ, როცა ბანაობით გული იჯერა და მეგობრებთან ერთად გოგონებს შეუერთდა.
- ჯერ ვიცდით. - გაეპასუხა მარი.
- და რას ელოდებით?
- პირადად მე, ველოდი როდის მოიცლიდა ჩემთვის ჩემი გიუნა, ანას დღეს არ უნდა წყალში ჩასვლა, ლიზი კი საერთოდ არ აპირებს.
- მოიცა, სერიოზულად ლიზი? - გაუკვირდა გიორგის. - ასე ზღვის ნახვა ტელევიზორშიც შეგეძლო.
- ცურვა არ იცი? - ჰკითხა ლუკამ.
- ცურვა ვიცი, უბრალოდ არ მიყვარს ზღვა.
- მაშინ აქ რა გინდა? - დაიკრიჭა საბა. - წასულიყავი მთებში, წაგეყვანა შენი ბიჭიც და რავი, იქნებოდა რამე.
- მოკეტე საბა, ყველაფერი სასაცილო არ არის! - გაბრაზდა ლიზი.
- მართლა საბა, შეწყვიტე! - სთხოვა ლუკამ.
- რა უჟმური ხალხი ხართ რა, კარგი, ჩუმად ვარ!
- გიო, ჩემო ტკბილო ბიჭო, - მიელაქუცა მარი. - იცი რა მინდა?
- ვიცი რაც გინდა - გაუცინა ბიჭმა. - და იცი რა? სულაც არ ვარ წინააღმდეგი!
- ჩემი ბიჭი! - გაუხარდა მარის, მერე ბიჭს ხელი დაავლო და ერთად გაიქცნენ ზღვისკენ.
- კარგა ხანი ვეღარ ვნახავთ, - ჩაიქირქილა საბამ. - ჩვენ რა ვაკეთოთ?
- მე მშია. - თქვა ანამ.
- თქვენ გვრიტებო, თუ ერთმანეთით ნაყრდებით?
- ასე როდემდე უნდა გააგძელო საბა? - ისევ გაბრაზდა ლიზი.
- რა ხასიათზე ხარ გოგონი? მგზავრობამ აწყინა უეჭველი!
- კარგი შეეშვი. - თქვა ანამ და ბიჭი იქაურობას გაარიდა.
- აბა, მართლა არ აპირებ ზღვაში ჩასვლას? - ჰკითხა ლუკამ, როცა მარტონი დარჩნენ.
- ოღონდ შენც არ დაიწყო რა!
- თქვენი ნებართვის გარეშე სიტყვასაც არ დავძრავ ქალბატონო!
- გეყოფა! - ლუკა დუმდა. - კარგი, ქალბატონი ნებას გრთავს ილაპარაკო, ოღონდ სისულელეები არა.
- თქმამდე ყველა სიტყვას სისულელის შკალაზე გადავამოწმებ. - თქვა ლუკამ და ორი თითი შუბლზე მიიდო სამხედრო მისალმების ნიშნად.
- მორჩი ლაზღანდარობას! - გაეცინა გოგონას.
ლიზი ხალხმრავალი სანაპიროდან მის წინ გადაშლილ უზარმაზარ სილურჯეს გასცქეროდა: ხედავდა როგორ დაცურავდნენ მასში ადამიანები, აკვირდებოდა მოქცევის ტალღებთან მოთამშე ბავშვებს და ხვდებოდა, რომ მის გარდა იქ ყველა ბედნიერი იყო. ლიზის არ უყვარდა ხალხმრავლობა, როცა მიწის ერთმა მტკაველმა ორი ადამიანი უნდა დაიტიოს, არც ზღვაზე იყო გაგიჟებული და ამ ხმაურიან სამოთხეში თავს ანგელოზად საერთოდ ვერ გრძნობდა. რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ, საუბარი ლიზიმ დაიწყო:
- ისე კარგი ტანი გქონია.
- კარგია რომ მოგეწონა. - გაუღიმა ბიჭმა.
- ჰო? და რატომ?
- რომ არ მოგწონდეს, შეგუება მოგიწევდა, რადგან მთელი ცხოვრება ამ ტანის პატრონის ყურება მოგიწევს, ეს კი რთული პროცესია.
- მე არაფერს ვეგუები ვაჟბატონო!
- ჰოდა, მითუმეტეს.
- ჰო. - გაიცინა გოგონამ. - ზღვა გყვარებია. ხშირად ხარ აქ?
- არც ისე.
- წამო, ავიდეთ ნომერში.
- უჰუ, წინადადებაც ამას ქვია.
- გაჩუმდი! ეგ არ მიგულისხმია და შენ ეს იცი.
- ჰო, ვიცი ლიზი. უბრალოდ არ ხარ ხასიათზე თუ რამე ხდება?
- არა, დასვენება მინდა, დამღალა მგზავრობამ.
- როგორც იტყვი.



№1 სტუმარი Magda

კარგი თავი იყო, მაგრამ შემდეგში უფრო დიდი დადე რა, ძაან მაინტერესებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent