შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიჯაჭვული (XVII თავი)


17-08-2016, 22:24
ავტორი ბაბუაწვერა
ნანახია 1 607

დრო სწრაფად მიჰქრის უკან კი არაფერს გვიტოვებს მოგონებების გარდა. სალოც მხოლოდ მოგონებებით ცხოვრობდა. იმ დღის შემდეგ აღარ უტირია, ერთხელაც კი არ დავარდნილა მის თვალთაგან ცრემლი. სულიერად დაცარიელდა. გრძნობები თითქოს გაუქრა. მხოლოდ დედობრივი ინსტინქტი შემოჩენოდა. მთელ დღეს რობოტივით ატარებდა ხოლმე. ანა რამოდენიმეჯერ შეეცადა მისი ამ მდგომარეობიდან გამოყვანას, მაგრამ ყოველ ჯერზე უხეშ პასუხს იღებდა იმის შესახებ, რომ სალომეს პირადი მისი საქმე არ იყო და არ უნდა ჩარეულიყო. ზამთარში, შუა ღამით გამოაღებდა ხოლმე ფანჯარას და გაშეშებული, საათობით შესცქეროდა ცასა და მასზე აკიაფებულ ვარსკვლავებსა და მთვარეს. ერთხელაც ასეთ მდგომარეობაში მიუსწრო ანამ და ერთი ამბავი დააწია - შეიძლება გაცივდე და ბავშვს დიდ საფრთხეს უქმნიო. მისი ფსიქოლოგთან მიყვანა სცადა, მაგრამ ამაოდ. დრო კი კვლავ გარბოდა. მარტი ახალი დაწყებული იყო, როდესაც ანამ საშინელება გაიგო. დედამისს სიმსივნე აღმოაჩნდა და სასწრაფოდ მკურნალობა უნდა დაეწყო. წასვლა უნდოდა მასთან, მაგრამ ვერ ბედავდა. სალომეს მარტო დატოვება არ უნდოდა, ეშინოდა, რომ თავს კარგად ვერ მოუვლიდა და მას და ბავშვს რამე დაემართებოდა. თუმცა სალომემ როგორც კი ამ ამბის შესახებ გაიგო, მაშინვე დაარწმუნდა მეგობარი, რომ სასწრაფოდ უნდა გამგზავრებულიყო და დედის გვერდით დამდგარიყო. ახლა ერთადერთ ახლობელ და საყვარელ ადამიანზე უნდა ეზრუნა და არა სალომეზე. საკუთარ თავს ვერ აპატიებდა, რომ ანა ასეთ პერიოდში დედამისის გვერდით არ ყოფილიყო.
აეროპორტში ორივე ელოდა მისი რეისის გამოცხადებას. სალომეს უკვე საკმაოდ წამოზრდილი ჰქონდა მუცელი. რაც არ უნდა იყოს, უკვე 6 თვის ორსული იყო.
-სალო, მისმინე. მაპატიე ასეთ დროს რომ გტოვებ. წესით კარგი მეგობრები ასე არ იქცევიან. მაგრამ...
-ამაზე სიტყვაც კი არ ახსენო. როგორ გგონია, იმის უფლებას მოგცმდი, რომ აქ, ჩემთან ერთად დარჩენილიყავი, როდესაც დედაშენს ასე სჭირდები? ამის ნებას არ მოგცემდი არავითარ შემთხვევაში. ვვეც კი წარმოიდგენ რა მწარეა დედის დაკარგვა. ასე რომუნდა შეეცადო რაც შეიძლება დიდი ხანი იყო მასთან, იზრუნი მასზე, სანამ შეგიძლია. ჩემზე კი არ ინერვიულო. თავს მშვენივრად მივხედავ.
-კარგი ძვირფასო. ყოველდღე დაგირეკავ და შენს ამბავს გავიგებ. მისმინე, აქ ცოტა ფულია. ვიცი შენი სამუშაოდან არც ისე ბევრს იღებ და ეს ცოტა ხნით წაგეხმარება. სამწუხაროდ ვერც იქიდან შევძლებ შენს დიდად დახმარებას, რადგან ნინოს მკურნალობა საკმაოდ ძვირი ჯდება. მაგრამ რასაც შევძლებ, ყველაფერს გავაკეთებ. მიყვარხარ და თავს გაუფრთხილდი კარგი?
-კარგი ანა. გპირდები თავს გავუფრთხილდები. ვერც კი წარმოიდგენ რამდენს ნიშნავ ჩემთვის. ნამდვილი მეგობარი ხარ. წარმოუდგენლად დიდი დახმარება გამიწიე ამ თვეების განმავლობაში. გვერდში მედექი მორალურად, თუ მატერიალურად. ალბათ სათანადოდ მადლობას ვერანაირად გადაგიხდი. ფულზეც ნუ ინერვიულებ, რამეს გავახერხებ. ბოლო-ბოლო სხვა სამუშაოს ვიშოვი. ახლა კი მგონი შენი რეისი გამოაცხადეს. დროა!
-ძალიან მიყვარხარ და მომენატრები.- ძლიერად მოეხვია ანა მეგობარს.
-მეც - მიუგო აცრემლებულმა სალომემ.
ბოლოს ერთმანეთს ძლივს დაშორდნენ. სალომე გულხელდაკრეფილი იდგა და უყურებდა, თუ როგორ მიდიოდა ერთადერთი მეგობარი და ტოვებდა მარტო ამ საშინელი სამყაროს წინააღმდეგ. ბოლოს, როდესაც უკვე თვალს მიეფარა, თვითონაც შემობრუნდა და აეროპორტი დატოვა. სახლში მისულმა საოცარი სიმარტოვე იგრძნო. მიხვდა, თუ როგორ დააკლდა მისი ერთადერთი მეგობარი. იმასაც მიხვდა, რომ აქამდე სათანადოდ ვერ აფასებდა მის ზრუნვასა და მხარდაჭერას. თითქოს საყრდენი გამოეცალა. მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ ახლა იმაზე უფრო ძლიერი უნდა ყოფილიყო ვიდრე ოდესმე, რადგან მის პატარასთან ერთად მარტო იყო. მარტოს უნდა გადაეტანა ცხოვრებაში არსებული ყველა დაბრკოლება და გამარჯვებული გამოსულიყო. ამისთვის კი დიდი ძალები სჭირდებოდა. ძალას მისი პატარა აძლევდა. ახლა უკვე მომავალზე იყო მობილიზებული მთლიანად. წარსულს აღარ მისტიროდა. ანას მოცემული ფული შეინახა, რადგან იცოდა, მომავალში, ბავშვის დაბადების შემდეგ გარკვეული ხანი ვერ იმუშავებდა და ისეთი არავინ ჰყავდა, ვინც გვერდში ამოუდგებოდა. უნივერსიტეტში სიარულს კვლავ აგრძელებდა, არ უნდოდა, რომ დარჩენილი დრო უქმად დაეკარგა. დრო არა, მაგრამ სამსახური დაკარგა. მისმა უფროსმა შეუფერებლად მიიჩნია 6 თვის ორსულის იქ მუშაობა და სამსახურის დატოვება მოსთხოვა. სალომეც იძულებული იყო წამოსულიყო. სამაგიეროდ მალევე იშოვა ერთ-ერთ ბარში ჭურჭლის მრეცხავის პიზიცია. მართალია, ეს ბევრად დამღლელი იყო, მაგრამ სამააგიეროდ წინასთან შედარებით მაღალი ხელფასი ჰქონდა და ნაკლებ დროსაც მუშაობდა, რითაც შეეძლო საკუთარი დანაზოგიც გაეკეთებინა. დილით ყოველთვის უნივერსიტეტში გარბოდა. საღამოობით კი იმ ბარში მუშაობდა. მისი ორსულობაც, მიუხედავად ასეთი დატვირთვისა ნორმალურად მიდიოდა და ეს ფაქტი ძალიან ახარებდა. ანას თითქმის ყოველდღე ელაპარაკებოდა სკაიპით და ერთმანეთს სიახლეებს უცვლიდნენ. ნინომ მკურნალობა დაიწყო და მალე ოპერაციაც უნდა გაეკეთებინათ. თუ ყველაფერი წარმატებით ჩაივლიდა, მალე შეძლებდნენ საქართველოში დაბრუნებას, რაც ძალიან ახარებდათ. რამოდენიმეჯერ ნანუმაც მოინახულა და სალომეს პატარა, ჯერ არ დაბადებული გოგონასთვის საჩუქრებიც მოიტანა. დიახ, ერთ-ერთი ვიზიტისას ექოსკოპიაზე სალომეს უთხრეს, რომ გოგონას ელოდებოდა. გაოგნებული უყურებდა პატარა არსებას, რომლის გულიც მონოტონურად სცემდა და არ სჯეროდა, რომ ეს სასწაული მის სხეულში იზრდებოდა. ექიმის კაბინეტიდან თვალცრემლიანი გამოვიდა. რამოდენიმეჯერ ულაპარაკიათ მას და ლაშას მაშ მომავალ ოჯახზე, შვილებზე. იცოდა, რომ ლაშას პირველი გოგონა სურდა. ამ ფაქტის აღმოჩენამ თითქოს წარსულის მოუშუშებელი იარები გაუხსნა და ხასიათი წაუხდინა.
ამასობაში ბავშვის დაბადების დროც უფრო და უფრო ახლოვდებოდა. ნელ-ნელა საჭირო ნივთების შეძენა დაიწყო. დიდი საიყვარულით არჩევდა ყოველ დეტალს შემდეგ კი ანას უგზავნიდა ფოტოებს. მანაც რამოდენიმე საჩუქარი გამოუგზავნა თავის მომავალ ნათლულს და შეჰპირდა, რომ მალე ჩამოვიდოდა. უკვე მეცხრე თვეში იყო. ამასობაში სამსახურს თავი დაანება. მხოლოდ უნივერსიტეტში სიარულს და გამოცდებისთვის მზადებას აგრძლებდა. რამოდენიმე კურსელი ახლოს გაიცნო და საკმაოდ კარგი ურთიერთობა დაამყარა მათთან. ნატა და მარიამი მართლაც კარგი გოგონები იყვნენ, რომლებიც მზად იყვნენ სალოესთის ნებისმიერი დახმარება გაეწიათ. იქნებოდა ეს ექიმთან კონსულტაციაზე აყოლა თუ საჭირო წიგნებისა და მასალების მიწოდება. უკვე ივნისი იყო დაწყებული და სალომეც აქტიურად ემზადებოდა მომავალი დედობისათვის. ბოლო გამოცდა ჰქონდა დარჩენილი და ძალიან ნერვიულობდა. დილით ნატასთან და მარიამთან ერთად დატოვა სახლი და სადარბაზოდან გასული არ იყო, რომ უცებ წამოიკივლა. საშინლად ასტკივდა მუცელი. დილითაც რამოდენიმეჯერ წამოუარა ტკივილმა, თუმცა ბოლო ხანებში მიჩვეული იყო და დიდი ყურადღება არ მიუქცევია. მაგრამ ახლა უკვე წ....ბიც დაღვარა და ამ ამბით ერთდროულად შეშინებულმა და გახარებულმა გოგონებმა სასწრაფოდ გააქანეს საავადმყოფოში. შემდეგი ორი საათი ნამდვილად სატანჯველი იყო მისთვის. წარმოუდგენელ ტკივილს განიცდიდა და მხოლოდ ის ფაქტი აძლებინებდა ყველაფერს, რომ ამ ტანჯვის შემდეგ ის საოცარი არსება მოევლინებოდა ამ ქვეყანას, რომელსაც მისი შვილი ერქვა, მისი პატარა გოგონა, დედიკოს სიხარული. ბოლოს კი როდესაც უკვე ყველაფერი დასრულდა და შვებისგან ღრმად ამოოისუნთქა ბავშვის ტირილიც გაიგონა და თავი უბედნიერეს ადამიანად იგრძნო.
პალატაში იწვა, ხელში კი თავისი ლილე ეჭირა და აკანკალებული ხელებით ეფერებოდა. ბავშვი ისეთი დაუცველი და პატარა იყო, ეშინოდა, რომ მისთვის რამე არ დაეშავებინა. გამოუცდელი იყო, დედობისთვის პატარა, მაგრამ მიუხედავად ამისა მასში ეს ინსტინქტი საოცარი სიძლიერით იყო განვითარებული.
-საბოლოოდ გადაყწვიტე? - კიდე ერთხელ იკითხა მარიამმა და პატარას კვლავ ღილიმით სავსე მზერა სტყორცნა.
-კი, საბოლოოდ. ლილეს ვარქმევ. დედას ძალიან მოსწონდა ეს სახელი და ფიქრობდა რომ თუ ოდესმე მეორე გოგონა ეყოლებოდა აუცილებლად ლილეს დაარქმევდა.
-პატარა ლილე. ღმერთო რა საყვარელი და ლამაზია. - აღფრთოვანებული დაიხარა ნატა და გოგონას თითებზე წაეთამაშა.
-აქედან როდის გაგწერენ?
-არ ვიცი, დღეს უნდა მითხრას უქიმმა უკვე.
-შენს ბინაში მივალთ დღეს და ყველაფერს მოვაწესრიგებთ. ბავშვის დასახვდრად მოვემზადებით. - მხიარულად ჩაილაპარაკა მარიამმა.
-გმადლობთ გოგოებო. არ ვიცი თქვენს გარეშე რა მეშველებოდა.
-რას ამბობ, არ გრცხვენია? მეგობრები არ ვართ?
ამ დროს პალატის კარები გაღო და ექიმი შემოვიდა მედდასთან ერთად.
-აბა, როგორ გრძნობენ თავს ჩვენი ქალბატონები?
-მშვენივრად, დღეს ამ ღორმუცელამ საკმაოდ ბევრი მიირთვა.
-შესანიშნავია. ახლა ორივეს გაგსინჯავთ და ყველაფერი თუ რიგზე იქნება, ხვალ უკვე შეგეძლებათ სახლში წასვლა.
-ძალიან კარგი ამბავია ექიმო.
-კარგი, ახლა კი მნახველებს უნდა ვთხოვო, რომ პალატა დატოვონ.
მარიამი და ნატა წმაოიმართნენ და იქურობა ღიმლით დატოვეს.
მეორე დღეს კი უკვე სახლში, მშვიდ ატმოსფეროში განაგრძობდა პატარაზე ზრუნვას და მასთან ერთად პირველ ნაბიჯებს დგამდა ახალ ცხოვრებაში.

*_*_*_*_*_*_*_*_*
ესეც ახალი თავი. blush იმედია მოგეწონებათ და კომენტარებს არ დაიშურებთ



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

Au lasha rato moiqca ese.agar gagvagebieb?rogor momwonda es bichi da ar mjera rom atyuebda
--------------------
ლანა

 


№2 სტუმარი .............…

gaagrdzele :3 kargad wer

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent