შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯანდაბა! (14)


18-08-2016, 00:06
ავტორი annabelle
ნანახია 2 151

უკვე სახლში მისვლას ვაპირებდი,როცა შეტყობინება მომივიდა მწვანე კულულიანისგან.
,,დღეს კლუბში ვუკრავ.იგივე ადგილზე“-უკმაყოფილოდ ამოვიოხრე.მართალია ვერ ვიტან კლუბებს და მით უმეტეს იმ ადგილს სადაც ერთხელ უკვე ცუდათ დავამთავრე,მაგრამ მაინც მინდოდა წასვლა.შრეკის ნახვა მინდოდა...
გარდერობში კაბა ავარჩიე,რომელიც მუხლს ოდნავ ქვემოთ მწვდებოდა.საერთოდ არ მიყვარს კაბები.ეს ერთადერთიც დედაჩემის საჩუქარია.თმა დავიხვიე,ზურგ ჩანთაში ტელეფონი და გასაღები ჩავდე,ქურთუკი მოვიცვი და გარეთ გავედი.ტაქსი ჭიშკართან მელოდა.მისამართი ვუკარნახე და ფანჯარაში გავიხედე.რატომღაც ვღელავდი.შეიძლება მოსალოდნელი საბრთხის გამო,რომელიც შეიძლება შემთხვეოდა.
-მადლობა.ხურდა დაიტოვეთ-ვუთხარი ტაქსის მძღოლს. შენობაში შევედი.,,ფ’ეის კონტრილი’’ წარმატებით გავიარ და ციცინათელას ფერებში განათებულ ოთახში შევაბიჯე.ხმაური და გამაყრუებელი მუსიკა.ღრმად ამოვისუნთქე.თვალები გადავატრიალე და ბართან მაღალ სკამზე ჩამოვჯექი.
-წყალი თუ შეიძლება-შევუკვეთე თუ არა ბიჭმა უცნაურად გამომხედა.
-წყალს არ ვყიდით.-ალმაცერმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
-წვენი?-ამოვიბუტბუტე თავმობეზრებულმა.-უალკოჰოლო!
-კარგიი-ჩაიცინა და ყვითელი სითხე ჩამომისხა გრძელ,თხელ,გამჭვირვალე ჭიქაში-გამონაკლისს დავუშვებთ.
-მადლობა-გავუღიმე.თვალი მოვავლე იქაურობას და წვენი მოვსვი.შრეკს მივწერე,რომ უკვე კლუბში ვიყავი.
მუსიკა მაბრუებდა.არ მესმის რატომ დადიან ასეთ ადგილებში.შეიძლება სმენის პრობლემაც გაგიჩნდეს.
-მოხვედი!-გავიგე ზურგს უკან ნაცნობი ხმა.სწრაფად შევტრიალდი მისკენ და ყურებამდე მომღიმარ მწვაანე თმიანს მეც ღიმილით ვუპასუხე.
-ლამისაა წავიდე-გავიცინე.
-არსადაც არ მიდიხარ-ენა გამომიყო-ცოტახანს გაუძელი-მთხოვა და არაყი შეუკვეთა.
-ჰო ვცდილობ.
-კაბაში პირველად გხედავ მგონი-გამიღიმა შრეკმა.ღიმილის დროს კი როგორც ყოველთვის ღრმულები გამოუჩნდა ლოყებზე.
-ჰო.ამის მეტი არც მაქვს-ჩავიხითხითე.
-არადა გიხდება!-არაყი მოსვა და წამოდგა.ხელი გამომიწოდა.მეც ყოყმანის გარეშე ჩავკიდე და უკან გავყევი.მალევე გავერიეთ მოცეკვავეებში.ირგვლივ ყველა უაზროდ ცეკვავდა.-ხესავით დგომას დიდიხანს აპირებ?-მკითხა და გაიცინა.მეც გამეცინა და სულ ოდნავ დავიწყე მუსიკის რითმთან ერთად რხევა.
-ამ გოგონებივით ზამბარასავით ვერ დავიკლაკნები-ენა გამოვუყავი რაზეც გადაიხარხარა.
-ვითომ რატომ იკლაკნებიან?
-შეხედე ლამისაა ძვლები ამოიგდოს-თვალები გადავატრიალე ჩვენ წინ მოცეკვავე გოგოს დანახვაზე.-თან ისეთი სახე აქვს პორნოგრაფიული ვიდეოების მსახიობსაც შეიძლება შეშურდეს-ორივემ ჩავიხითხითეთ.
-დოქტორი უბოროტესობა ხარ-საოცრად გამიცინა.მუსიკა შეიცვალა და ცოტა დავმშვიდდი.შედარებით ნელი რიტმი ჰქონდა.მწვანე თმიანმა წელზე მომხვია ხელები და ისე განაგრძო ცეკვა.ალბათ მიხვდა ასე უფრო კომფორტულად ვიგრძნობდი თავს.ნიკაპი მის მხარზე ჩამოვდე და სხვა წყვილები თვალიერება დავიწყე.საზიზღრად ცეკვავდნენ.ბნელ,მოფარებულ კუთხეში ერთმანეთსაც კოცნიდნენ.
-სცენასთან უნდა მივიდე.წამოხვალ თუ აქ დარჩები?-შრეკის ხმამ გამომარკვია.ტელეფონს უყურებდა.
-წამოვალ-თავი დავუქნიე სასწრაფოდ.აქ დარჩენას ყველაფერი მერჩივნა.
888
სცენასტან მისულებს ბიჭები მომესალმნენ,როგორც ჩვევიათ ხოლმე.მერე სიმღერა დაიწყეს.თავი ფილმში მეგონა.გაოცებული ვუყურებდი მათ სახეებს.არც ისე ხმამაღალ მუსიკას მღეროდნენ.ტექსტმა მომხიბლა,რომელიც გოგოს და ბიჭის მეგობრობაზე გიყვებოდა.
-საოცრება იყო!-ემოციებით სავსემ ხუთივეს გადავეხვიე.-მართლა.
-მადლობა!-მითხრა წითელთმიანმა და ზურგზე დამიტყაპუნა ხელი.
-ჰოდა უნდა ავღნიშნოთ-წამოიძახა რომელიღაცამ.მწვანე კულულიანმა მანიშნა წავყოლოდი.
-თქვენ აღნიშნეთ ბიჭებო.მე და დოქტორი ბოროტება წასასვლელები ვართ!-გადასძახა მეგობრებს.ხელისგული წელზე დამადო და გასასვლელისკენ მიბიძგა.
-სად მივდივართ?-ვკითხე,როცა გარეთ გავედით.საკმაოდ ციოდა.მის მანქანასთან მივიდა და კარი გამიღო,რომ ჩავმჯდარიყავი.
-ნახავ!
-უკვე გვიანიაა.ხვალ სამსახურში უნდა წავიდე-ამოვიოხრე-იქნებ ხვალ წავსულიყავით?-შევთავაზე ღიმილით.ღვედი შევიკარი და შრეკს გავხედე.ძრავი აამუშავა და სწრაფად მოწყვიტა მანქანა ადგილს.
-მხოლოდ რამდენიმე წუთის საქმეა.გპირდები მალე დაგაბრუნებ სახლში-შემპირდა ღიმილით და ქალაქიდან გავიდა.გარეთ ვიყურებოდი,მაგრამ ისე ბნელოდა არაფერი ჩანდა.მანქანა,რომ გააჩერა ორივე ერთდროულად გადმოვედით.
-ლამაზია-აღმომხდა,როგორც კი იქაურობა შევათვალიერე. რომელიღაც გორზე ვიდექით.ცასთან ახლოს! სხვა ადგილებთან შედარებით ნათელი და მშვენიერი იყო.ღამითაც კი.
-სავსე მთვარეა და ვიფიქრე მოგეწონებოდა აქაურობა.-ღიმილით წარმოთქვა.ხელები ჯიბეებში ჩაიცურა და გვერდით ამომიდგა.-ვარსკვლავებს,რომ დააკვირდები,მით უმეტეს ასე ახლოდან,გაარჩევ მის ფორმას და შეიძლება სხივებიც კი დაითვალო.-პატარა ბავშვივით იყო.გამეცინა და მინდორზე ჩამოვჯექი.
-ვარსკვლავებზე დაკვირვებაც გიყვარს?
-მხოლოდ შეუიარაღებელი თვალით-გამიღიმა და ცაში აიხედა.
-ზედმეტად შემოქმედებითი ხარ ოგრის კვალობაზე-ჩავიხითხითე.
-მწარე ენიანო!-სიცილით დამემანჭა.
-ერთხელ მეც ხომ უნდა გაგიფუჭო სასიამოვნო მომენტი-თვალი ჩავუკარი,როგორც მას ჩვევია და გავიცინე.
-მიმბაძველობა კლავს!-თვალებ დაწვრილებულმა შემომხედა-თუმცა შენ სიკვდილიც არ მოგეკარება.
-შენ...შენ...დამპალო!-ამოვიბუტბუტე გაბრაზებულმა,ვერაფერი,რომ ვერ მოვიფიქრე.შრეკმა კი გადაიხარხარა.
-არ თქვა,რომ არ მეთანხმები.
-ცოტაც და მალე შენ მიესალმები სიკვდილს-ენა აგამოვუყავი და მეც გამეცინა.
-მართალი ხარ. დოქტორ ბოროტებასთან თამაში არ ღირს-ჩაიხითხითა.-სხვათაშორის მინდორი სველია და შენი ლამაზი კაბა რომ დასველდება ვერ მოგცემ ჩემ სავარძელზე დაჯდომის უფლებას.თუ არ გინდა საცვლების ამარა იმგზავრო ჩემთან ერთად გირჩევნი ადგე-მაცნობა თვალებ აელვარებულმა.მე სწრაფად,მგელნაკბენივით წამოვვარდი და უკანალი გავიწმინდე.რამაც უფრო გაამხიარულა.
-სანამ შემომაკვდები გირჩევნია წავიდეთ-გავაბრთხილე ბოროტი ღიმილით.მანაც ხელები ზემოთ აწია დანებების ნიშნად და მანქანისკენ წავიდა.
888
ერთმა კვირამ ისე სწრაფად გაიარა ვერც შევამჩნიე.სხვა ბინაში გადასვლა დროებით გადაიდო.სახლის პატრონს რაღაც პრობლემები შეექმნა და ამიტომ სხვა ბინის მოძებნა დავიწყე.
ქორწილამდე 1 დღე იყო დარჩენილი,მე კი ჯერაც არ ვიცოდი რა უნდა ჩამეცვა.შრეკმა მითხრა რომ დრესკოდი ჰქონიათ. შავი ან თეთრი კაბა უნდა ამერჩია.მეც მოლში წავედი და ამ ქვეყნად ყველაზე უბრალო კაბა ამოვირჩიე.იქნებ არც მოეწონოთმეთქი გავიფიქრე მაგრამ მაინც ვიყიდე და შინ დავბრუნდი.მეორე დილით მაღვიძარამ გამომაღვიძა.სასწრაფოდ წამოვდექი და სააბაზანოში შევედი.წყალი გადავივლე.გასუფთავების შემდეგ ნემსი გავიკეთე და თმა დავისწორე.
-ჯანდაბა!-წამოვიძახე,როცა ლაინერი ვერ წავისვი.ხელები მიკანკალებდა.საჭიროზე მეტად ვნერვიულობდი.
,,გაარეთ გელოდები“-შრეკმა მომწერა.მე კი უფრო ავღელდი.ქლარჩში ტელეფონი და ფული ჩავდე და გარეთ გავედი.მგონი გიჟური დღე მელის...
====================================================
დააკომენტარეთ და ვეცდები მალე დავდო <3



№1  offline წევრი რიტა

არაჩვეულებრივი იყო როგორც ყოველთვის. აუუ როგორ მაინტერწსებს მოვლენების განვითარება შემდეგ თავშიი ტეტუუ გავგიჟდები მემგონი მოუთმენლობისგან შენკიდე სად გაწყვიტე რაა. დადე რაა მალე ახალი თავი თუ შეძლებ. <3 წარმატებები...

 


№2  offline წევრი SillyGirl

Dzalian kargi iyo
magram ar meyo rogorc yoveltviis :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent