შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯანდაბა! (13)


17-08-2016, 14:00
ავტორი annabelle
ნანახია 2 315

-მეც მინდა ტატუ გავიკეთო...
-ოუ.იცი როგორ კეთდება?
-კი.-ვთქვი და სამზარეულოში გავედი.ცივი წყალი მჭირდებოდა გამოსაცოცხლებლად.
-მე გაგიკეთებ!თუ გინდა რათქმაუნდა...-უკან შემომყვა და ჩემთან ახლოს მაცივარს მიეყრდნო.
-მინდა-ღიმილი ვეღარ შევიკავე.წყალი ისე მოვსვი თვალი ერთი წამითაც არ მომიშორებია მისთვის.-არ ვიცოდი ტატუების კეთებაც თუ იცოდი.
-შენ კიდევ ბევრი რამ არ იცი...
მისი სიტყვები უცნაურად ჟღერდა მაგრამ ყურადღება მაინც არ მივაქციე.
-მგონი ჯობია წავიდე-ვთქვი,როცა წყლის ჭიქა გავრეცხე და კარადაში დავაბრუნე.
-რატომ?-წარბები შეკრა.ნაყინის თეფში მაგიდაზე დადო და საგრძნობლად შეამცირა ჩვენს შორის მანძილი.
-ამ...იმიტომ,რომ მალე ბიჭები მოვლენ და ხელს შეგიშლით-თავი ძვლივს მოვაბი სიტყვებს.
-ოჰ დოქტორო ბოროტებავ,რომ იცოდე როგორი საყვარელი ხარ,როცა იბნევი-ჩაიხითხითა.მე კი მუშტი მსუბუქად მივარტყიმხარზე.
-ნუ დამცინი-თვალებ დაწვრილებულმა ავათვალიერე-მწვანე ოფოფო!-სიცილის შესაკავებლად ტუჩზე ვიკბინე.
-ოჰო! ეს რაღაც ახალია-მასაც გეცინა.მომშორდა და სამზარეულოდან გავიდა.
-რა ჩემი ბრალია შენ რომ ისეთი ხარ უამრავი სახელი შეიძლება დაგარქვა-გავიცინე.
-მეც ვიფიქრებ შენს ახალ სახელზე-ენა გამომიყო.
-ო,არა!-თვალებ დაწვრილებულმა შევხედე-უკვე ვიცი,როგორიც იქნება.
-დიახ!-ავისმომასწავებლად გაიღიმა-დაჯექი! ბიჭები დღეს ისვენებენ!
-დარწმუნებული ხარ?-თავი გვერდით გადავხარე და ისე მივაჩერდი სანამ დავჯდებოდი.მან მხოლოდ თავი დამიქნია.-მგონი მომწონს აქ ყოფნა-ხმამაღლა წამოვროშე.მაგრამ არ შემიმჩნევია,რომ წამომცდა.
-ჰოდა უფრო ხშირად უნდა იარო ხოლმე დოქტორო ბოროტებავ-ჩაიხითხითა.-თან თუ, ყოველთვის მარწყვის ნაყინს გააკეთებ.
888
-გამარჯობა! რამდენიმე საათის უკან ტელეფოზე გესაუბრეთ ბინის თაობაზე.
-დიახ მობრძანდით.დაბრძანდით-ხელი ჩამომართვა მაღალმა ქერა, ლურჯ თვალება ბიჭმა.სამუშაო მაგიდის წინ სავარძელზე მიმანიშნა.მეც მორიდებით გავუღიმე და მის პირდაპირ ჩამოვჯექი.
-მინდა ბინა ვიქირაო ჩემთვის.პატარა და მყუდრო.როგორც ტელეფონში გითხარით.
-დიახ.მე გადავხედე რაღაც ვარიანტებს...-საოცრად მეცნობოდა მისი სახე.იმდენად,რომ წამით შევვეჭვდი სადმე ხომ არ მინახავს ან ხომ არ ვიცნობმეთქი.ლამაზი და საყვარელი ღიმილი ჰქონდა,რომლის დროსაც ფოსოები უჩნდებოდა ლოყებზე.-ხვალ შეგვიძლია დასათვალიერებლად წავიდეთ.
-კარგით.მადლობა-სწრაფად წამოვდექი.ბიჭიც წამოდგა და კარამდე მიმაცილა.
-შეხვედრამდე.-ისევ ხელი ჩამომართვა.გამიღიმა.ლამის იქვე დავდნი. შრეკის შემდეგ ერთადერთია,რომლის ღიმილზე ასეთი რეაქცია მაქვს.
-ნახვამდის!
888
-სამსახურში რატომ არ ხარ?-სახლში მისულს ნინა დივანზე წამოწოლილი დამხვდა.
-შენ რატომ არ ხარ?-წარბებ შეკრულმა ვკითხე.ჩანთა მაგიდაზე დავდე და სამზარეულოში გავედი წყლის დასალევად.
-საერთოდ ხვდები რაგააკეთე?-დაიწყო მოულოდნელად.
-ვერ ვხვდები რაზე მეუბნები.
-ნიკა ამერიკაშ დაბრუნდა.დროზე ადრე! რათქმაუნდა ისევ შენი მიზეზით.დედამისი გაცოფებულია-გააფთრებულმა შემომხედა და მომიახლოვდა.
-რა ჩემი ბრალია ასეთი შვილი რომ ჰყავს?-თვალები გადავატრიალე.
-როგორი?როგორი?-თვალები დაქაჩა. ძალიან გაბრაზებული ჩანდა.ალბათ წასვლის წინ ონიანს ელაპარაკამეთქი გავიფიქრე.უცებ წარმოვიდგინე,როგორ უყვებოდა მოქვითინე ნიკუშა ონიანი დედაჩემს გუშინდელ ჩვენს ,,დიალოგს“ და სიცილი მომინდა.
-დეგენერატი!
-დეგენერატი შვილი მე მყავს, ონიანებს კი არა!-სახეში მომახალა-დიახ! ასეთი შანსი ხელიდან გაუშვი! წარმოდგენა მაინც თუ გაქვს,რა ქონების პატრონი გახდება ეგ ,,დეგენერატი“ (როგორც შენ უწოდე) როცა ცოლს მოიყვანს?ასეთი შანსი მეორედ აღაც მოგეცემა.იმიტომ,რომ სულელი ხარ!-ყვიროდა დეჩამე.
-მეცოდები! მართლა მეცოდები დედა...ხვალ ბინას მოვნახავ და სხვაგან გადავალ!-ვთქვი მისი სიტყვებით ძალა გამოცლილმა და უემოციო სახით შევიკეტე ოთახში.ჩემი დღე ყოველთვის ასე მთავრდება!
ჯანდაბა!
888
ღამის 3:00 საათი იყო,რაღაცამ რომ გამომაღვიძა.თვალები გავახილე და ოთახი მოვათვალიერე.ტანსაცმლით მეძინა.მოულოდნელობისგან შევხტი,როცა აივნის კარს რაღაც მოეხეთქა.თვალებ დაწვრილებულმა მივუახლოვდი და ქვემოთ ჩავიხედე.მწვანე კულულიანი კენჭებს ისვროდა.სწრაფად გამოვაღე კარი და აივანზე გასულმა თითით ვანიშნე გაჩერებულიყო.
-გაგიჟდი?-ჩუმად ჩავძახე.ღიმილს ვერ ვიკავებდი რატომღაც.
-ცოტათი გიჟები ყველანი ვართ-დაიჩურჩულა და აივანზე ამოძრომა დაიწყო-მომწონს აივნიანი სახლები-ჩაიხითხითა,როცა ჩემს ოთახში შევედით.მთვრალი იყო.ლურჯი თვალები სულ ამღვრეოდა და თჩებიც უფრო გაწითლებოდა.
-დალიე?-გაოცებულმა ვკითხე.რატომღაც მეგონა არ სვამდა.
-ცოტა! საერთოდ, არ ვსვამ ხოლმე-თითქოს ჩემს ფიქრებს უპასუხა-მხოლოდ მაშინ,როცა სერიოზული მიზეზი მაქვს.-ამოიოხრა და საწოლზე ჩამოჯდა.მეც გვერდით მივუჯექი.
-და,ახლა რატომ დალიე?
-ერთ კვირაში ჩემი უფროსი ძმის ქორწილია! დღეს მოსაწვევი მოვიღე-ბალიშზე მიესვენა.უცნაური და რაღაცნაირად სასიამოვნო იყო მისი ჩემს ლოგინზე დანახვა.
-გილოცავ!-გავუღიმე.მაგრამ მას სულაც არ ეტყობოდა ბედნიერება.ხელი სახეზე ჩამოისვა და ჭერს მიაშტერდა-რამე მოხდა?
-ჩემმა მშობლებმა, როცა გაიგეს წამალს ვიკეთებდი, მას შემდეგ აღარ მელაპარაკებიან...ჩემი დანახვაც არ უნდათ.ოთხი შვილიდან მხოლოდ მე აღმოვჩნდი საძაგელი შვილი,რომელმაც მამის საშინელ კვალს გაჰყვა!-ამოიგმინა.საშინლად გამოიყურებოდა.მგონი იტანჯებოდა.გაუაზრებლად ლოგინზე ავძვერი,მასთან ახლოს მივცოცდი, გვერდით მივუწექი და ხელები წელზე შემოვხვიე.თითქოს ჩემში მისი დამცველობითი მექანიზმი ჩაირთოო.
-თუ წავალ ისინი ალბათ მთელი ხალხის წინ გამომლანძღავენ და გამომაგდებენ! თუ არ მივალ,ჩემს ძმას გული ეტკინება...
-უნდა წახვიდე-ვურჩიე ჩუმი,გაბზარული ხმით-ჰო.მერე რა,თუ გაგლანძღავენ.შენს ძმას ხომ გაახარებ.თან მის ყველაზე მნიშვნელოვან დგეს.მეტი საჩუქარი რა უნდა? ჰოდ ადექი და წადი!-გავუღიმე.
-ამ მომენტში ისეთი შეგრძნება მაქვს,რომ ,,დოქტორი ბოროტება“ არასწორად შეგარქვი-ჩაიცინა და უფრო მისკენ მიმიზიდა.
-ამ მომენტში?-მუშტი ხუმრობით ჩავარტყი მკერდში-იცი რომ სასმელის სუნად ყარხარ?-გავიცინე და თითები ცხვირზე მოვიჭირე.
-არაა მე არასდროს ვცდები-ჩაიხითხითა და შუბლზე მაკოცა.
-საზიზღარი ხარ!-თავი გავიქნიე.როგორ შეუძლია ასე იცვალოს ხასიათი, ასე მოკლე ხანში?
-წამოხვალ ჩემთან ერთად?-დასერიოზულდა ისევ.მოულოდნელობისგან გავშეშდი და მის მკერდ მივეყინე.
-რა?
-ჩემთან ერთად.ჩემი ძმის ქორწილში.გთხოვ-მის თვალებში ისევ გაჩნდა სევდა და მეც რათქმაუნდა ძალა გამომეცალა.
-მგონი ჯობია მარტო წახვიდე.-ტუჩზე ვიკბინე. გამიხარდა,რომ შემომთავაზა,მაგრამ ჩემი იქ წასვლა მის პირად საქმეში ჩარევას გავს.
-მარტო წასვლა არ მინდა-გამომიტყდა ბოლოს-გთხოვ-შემევედრა ისევ.მე კი რათქმაუნდა საბოლოოდ დავყარე ფარ-ხმალი.ნუთ არ შეიძლება წინააღმდეგობა გავუწიო.
-კარგი...წამოვალ შენთან ერთად.-ურწმუნოდ დავუქნიე თავი.თვალები აუელვარდა და გაიღიმა.
888
შრეკი იმ ღამესვე წავიდა.და მეც მშვიდათ დაძინების საშუალება მომეცა.მთელი ღამე მხოლოდ მწვანე თმიანი ბიჭი მესიზმრებოდა,რომელიც მარტოდ მარტო,ჩემოდნით ხელში დაძრწის ქუჩაში და თავშესაფარს ეძებს.
მეორე დილით სწრაფად მოვწესრიგდი,წამალი გავიკეთე და სამსახურში წავედი.ბევრი სამუშაო მქონდა ამიტომ ტელეფონი გამოვრთე,სწრაფად მოვიცვი თეთრი ხალათი და ინსტრუმენტების სტერილიზაციას შევუდექი.
საღამოს 8 საათი იყო საავადმყოფოდან,რომ გამოვედი.ტელეფონი ჩავრთე და როგორც კი ბინის თაობაზე შეტყობინება დავინახე ნაცნობი ნომრიდან,ტაქსი გავაჩერე და დანიშნულების ადგილისკენ წავედი.
888
-ანუ გადაწყვიტეთ. ეს ბინა მოგწონთ?-მკითხა ბექამ და ლურჯი თვალები შემომანათა.გუშინდელთან შედარებით უფრო სპორტულად გამოიყურებოდა.
-დიახ.ზუსტად ის არის რასაც ვეძებდი.თან მგონი ფასიც ნორმალურია-ღიმილით ვუთხარი ბიჭს და კიდევ ერთხელ შევათვალიერე იქაურობა.
-კარგით მაშინ ხვალ უკვე შეგვეძლება პატრონს მოველაპარაკოთ და 2 დღეში გადმოხვიდეთ.-მაცნობა და კარი ჩაკეტა.
-დიდი მადლობა...-გულწრფელად ვუთხარი და წამოვედი.წმაოსვლისას მისი ღიმილი უფრო ნაცნობად მომეჩვენა.უკვე სახლში მისვლას ვაპირებდი,როცა შეტყობინება მომივიდა მწვანე კულულიანისგან.
,,დღეს კლუბში ვუკრავ.იგივე ადგილზე“-უკმაყოფილოდ ამოვიოხრე.მართალია ვერ ვიტან კლუბებს და მით უმეტეს იმ ადგილს სადაც ერთხელ უკვე ცუდათ დავამთავრე,მაგრამ მაინც მინდოდა წასვლა.შრეკის ნახვა მინდოდა...
================================
ვიცი რომ პატარაა მაგრამ მეტს ვერ ვასწრებ :( დააკომენტარეთ და ვეცდები მალე დავდო <3



№1 სტუმარი Guest natalia

gaagrdzele dzaan momwons es istoria :3 <3

 


№2  offline წევრი რიტა

არაჩვეულებრივი ხარ ქულ გოგო. ძალიან დამიხარდა ახალი თავის დანახვა. ძალიან მეწყინა სწრაფად რომ ჩავამთავრე ეს თავი მალე დადე რა შემდეგიიი... მემგონი ის ბიჭი ბექა შრეკის ძმაა საინტერესოდ ვითარდება მოვლენები მალე დადეე გელოდები სულმოუთქმენლად...^^ <3

 


№3 სტუმარი hipo

aai yvelaze gansakutrebulia da sulmoutkmelad velodebi xolme

 


№4  offline წევრი annabelle

ლიმიტის გამო ვერ ვდებ :( დღეს ვცდი 12ს საათს მერე <3

 


№5 სტუმარი mtvaro svani

vaime aset patara tavebs nu deb tore gceeeeeemmmmmm

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent