სიამაყე თუ?! (დასასრული)
საღამოს 9 საათი იქნებოდა, სამივე მოვემზადეთ და ბიჭებმაც დაგვირეკეს, აკა გამოგივლითო... ქვემოთ ჩასულებს აკა და იო დაგვხვდნენ, გული დამწყდა იქ დემეტრე რომ არ იყო, თუმცა არ შევიმჩნიე, მანქანაში ჩავსხედით და მისი სახლისკენ ავიღეთ გეზი... რაც უფრო ვუახლოვდებოდით სახლს, მატულობდა ჩემი გულისცემაც, მახსენდებოდა ყველაფერი, ყველა დეტალი, ჩვენი პირველი შეხვედრიდან მოყოლებული, თუმცა ყველაზე მწარე მოგონებად მაინც ის დღე რჩებოდა, დღე, როცა მე და დადიანი ერთმანეთს დავშორდით..... *********** ძილბურანში ვიყავი, კარზე ზარის ხმა რომ მომესმა, სანამ გამოვფხიზლდი, გავიაზრე რა ხდებოდა და ავდექი, უკვე ბრახაბრუხზე გადავიდა ვიღაც, ლამის კარი ჩამოიღო და შემოანგრია, გაბრაზებულმა გადავატრიალე საკეტი და გრიგალივით შემოვარდა სახლში დადიანი. –შენ ნორმალური ხარ? გული გამისკდა–შევუღრინე. –მეკითხები კიდეც?–ირონიულად გამიცინა და მაგიდაზე საბუთები დამიყარა. არ გამკვირვებია, ველოდი, რომ განაწყენდებოდა, მკითხავდა რატომ დამიმალეო, მაგრამ ასეთ რეაქციას ვერაფრით წარმოვიდგენდი. სახეზე სარკაზმის ნიღაბი ჰქონდა გადაკრული და „ღიმილით“ მეკითხებოდა: –საინტერესოა, როდის უნდა გეთქვა? აეროპორტში რომ წახვიდოდი? თუ სწავლას რომ დაამთავრებდი, graduation–ის ფოტოებზე „დამთაგავდი“ იქიდან?! შენთვის არაფერს წარმოვადგენ ხო? ჩვენი გეგმები, მიზნები, საერთო მომავალი ფეხებზე გკ....???? ეს როგორ დამიმალე? –დამაცდი, რამის ახსნას, თუ კიდევ დიდხანს ვისმინო შენი მონოლოგი?–გავბრაზდი უკვე. –კიდე აქეთ რომ მიტევს ნახეთ რაა, შეყვარებულთანაც კი იურისტი ხარ, მეპაექრები, სიტყვებით მეთამაშები? შენ ჩემთან ურთიერთობა პროცესი გგონია ხო? მომიგებ და მერე გასწორებულში იქნები? დამკარგავ იცოდე! გადააყოლებ ყველაფერს ამ შენ კარიერას და ბოლოს მარტო დარჩები–წარმატებული, მაგრამ უბედური! –დაასრულე?–ვუთხარი მკაცრად.–თუ ასეთი გგონივარ, რატომ ხარ ჩემთან? არაფრის ახსნას არ ვაპირებ, თუ ჩემი არ გესმის და არ გჯერა, არაფრის თქმას არ აქვს აზრი. –სულ ესაა შენი სათქმელი? არ გინდა პასუხი გამცე? როდის აპირებდი თქმას? რატომ მიმალავდი?–კითხვებს უსასრულოდ მიმეორებდა, მე კი ჯიუტად ვდუმდი. –გასაგებია, ყველაფერი გასაგებია. ბედნიერებას გისურვებ–მითხრა და კარი ისეთი ძალით გაიჯახუნა, შევხტი. დამტოვა ასე შემცბარი, მინდოდა მეტირა, მაგრამ ერთი ცრემლიც კი არ მომდიოდა თვალებიდან, მინდოდა გავყოლოდი, ყველაფერი ამეხსნა, მაგრამ სიამაყეს ვერ დავთმობდი, მის გამოც კი ვერ დავთმობდი.... ხელში ჰარვარდიდან გამოგზავნილი დოკუმენტები მეჭირა, რომლებიც ჩემს ჩარიცხვას იუწყებოდნენ.... რამდენიმე საათი გაუნძრევლად ვიდექი ოთახის შუაგულში, მერე კედელს მივეყრდენი, იატაკზე ჩავჯექი და ცხოვრებაში პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელადაც ვიტირე ხმამაღლა, ცრემლებით, გულამოსკვნით.... *********** შეუმჩნევლად მოვიწმინდე ობლად ჩამოვარდნილი ცრემლი და გაღიმებას შევეცადე, მანქანიდან გადმოვედით და სახლისკენ მიმავალ ბილიკს გავუყევით... ბიჭებს სახლი საზეიმოდ მოერთოთ, სუფრაც გაეშალათ, ჩვენი რამდენიმე მეგობარი შეკრებილიყო, გამეხარდა, როცა მათ შორის სანდრო და ანაც დავინახე, ერთმანეთში ტკბილად საუბრობდნენ, მაბედნიერებდა მათი ერთად დანახვა, მათ თვალებში დანახული სიხარული.... სუფრას მივუსხედით და ორი ულამაზესი წყვილის დანიშვნას აღვნიშნავდით... დღეს განსაკუთრებულად სენტიმენტალური ვიყავი, ჩემი ორი უსაყვარლესი ადამიანი უსაზღვროდ ბედნიერი იყო... დემესთან ახლოს ყოფნა საოცრად მოქმედებდა ჩემზე... ვერაფერს ვუხერხებდი მისი მწველი მზერით გამოწვეულ შინაგან ფორიაქს, სკამზე ვერ ვჩერდებოდი, ჰაერიც არ მყოფნიდა, რამდენიმე ჭიქა ალკოჰოლი სასწაულად მალე მომეკიდა, აივანზე გასვლა და გონს მოსვლა გადავწყვიტე... სარწეველა სკამზე ჩამოვჯექი, ნიავს სახე შევუშვირე, ცოტა ხანში უკვე უკეთ ვიყავი... ვიცოდი, არ გამომყვებოდა, ის ხომ უკვე დანიშნული იყო, თუმცა ყველა გაფაჩუნებაზე ვკრთოდი, კარისკენ ვიხედებოდი, თუმცა არაფერი.... იმდენად დიდხანს ვიყავი აივანზე, აგვისტოს შუა სიცხეში შემცივდა კიდეც, ის იყო შესვლა დავაპირე, რომ ნაცნობი სურნელი ვიგრძენი... მისი სურნელი.... გარეთ გამოვიდა, ჩემ უკან იდგა, მის მზერას ვგრძნობდი, მოტრიალებას კი ვერ ვბედავდი... საკუთარ თავში ძალა ძლივს ვიპოვე და შევტრიალდი, კედელზე იყო მიყუდებული, სიგარეტს ეწეოდა და გამომცდელად მიყურებდა.. ჯანდაბაში მოვისროლე ყველა გრძნობდა, რაც მასთან ლაპარაკის დაწყებაში ხელს მიშლიდა და დავიწყე: –არ ვიცი, როგორ მოახერხე, მაგრამ ჩემამდე ნახე უნივერსიტეტის პასუხები.... შენ გაცნობამდე დიდი ხნით ადრე მქონდა გაგზავნილი, დადებით პასუხს არც ველოდი.. ხომ გახსოვს, აქაც ჩაბარებული მქონდა სამაგისტრო გამოცდა, აქ ვაპირებდი დარჩენას, კარიერის აწყობას, სწავლის გაგრძელებას, აქ, შენთან ერთად... მაშინ არც კი დამაცადე ახსნა, ახლა კი მინდა, რომ გაგცე პასუხი, შენთვის თქმას მაშინ ვაპირებდი, როცა პასუხებს ვნახავდი, მე ჯერ არ ვიცოდი, რომ მიმიღეს, გადავიწყებულიც კი მქონდა... შენ კი სიტყვის თქმა არ მაცადე, ათასი საშინელება მითხარი და მერე მოინდომე გარკვევა, არჩევანის წინაშე დამაყენე, სიამაყის დათმობა მომთხოვე... მზად ვიყავი, ყველაფერი ამეხსნა, მაგრამ არა ამ ფასად.... ვიცი, ახლა ამ ყველაფერს აზრი არ აქვს, ახლა ალბათ აღარც უნდა გეუბნებოდე, შენ უკვე ნიასთან ხარ, ალბათ აღარც გახსოვდა, მაგრამ მინდოდა გცოდნოდა... 4 წლის დაგროვილი სათქმელი ამოვთქვი და გულში საშინელი ტკივილის მიუხედავად, რაც დემეს დაკარგვით იყო გამოწვეული, მაინც სიმსუბუქე ვიგრძენი... მშვიდად მომიახლოვდა, ყურზე თმა გადამიწია და საფეთქელზე ნაზად, ძალიან ნელა მაკოცა... გაფართოებული თვალებით ვუყურებდი გაოგნებული, გამიღიმა და გულზე მიმიკრა... –სულელო, გეგონა ეს სახლი სხვისთვის ავაშენე? ნიასთვის? უხმოდ დავუქნიე თავი... –რა სულელი მყავხარ, ღმერთო–გაეცინა. Scorpions–ის კონცერტიდან რომ ჩამოვედით, მაშინვე დავიწყე შენება, ერთი სული მქონდა, როდის განახებდი–თმაზე ხელი გადამისვა, უშედეგოდ სცადა ჩემი კულულები მწყობრში მოეყვანა, გაგვეცინა... –შენ გგონია, მე არჩევანის წინაშე გაყენებდი? გგონია, იმიტომ ვბრაზდებოდი, რომ სასწავლებლად მიდიოდი? ან კარიერაში წარმატების მიღწევა გსურდა? მე ზუსტად ასეთი შემიყვარდი, ეკა! ჯიუტი, მიზანდასახული, ამაყი, უკან რომ არ იხევდი არაფერზე, აი იქვე შემიყვარდი ლექტორის კაბინეტში, როცა პირველად გნახე... გაბრაზებული ვიყავი შენზე, მაგრამ შენი სიყვარული ერთი წამითაც არ შემიწყვეტია, გაგიშვი იმიტომ, რომ შენთვის ასე უკეთესი იყო, შენი ინტერესები გავითვალისწინე, უკეთესი განათლება მიიღე, გამოცდილება, ცოტა გაწვალდი კიდეც უჩემოდ–გაეღიმა. –მერე ნია?–ვკითხე დაეჭვებით. –კარგი რა, ამხელა იურისტი ქალი ხარ, საცოლე და ნაშა ვერ უნდა გაარჩიო ერთმანეთისგან? ცოტა ხომ უნდა გეეჭვიანა შენც, მიმხვდარიყავი, რომ ისევ გიყვარვარ და მოსულიყავი ჩემთან–თვალი ჩამიკრა ბოლოს. –დამპალო–ჩავეხუტე ვითომ გაბრაზებული. –მიყვარხარ, წითელი–ჩამჩურჩულა ყურში. –მეც მიყვარხარ, ყვითელი–გავუღიმე და მის ტუჩებს ჩემი შევაგებე. ჩვენ მოსაძებნად გამოსულ ხატიას ემოციების შეკავება ნამდვილად გაუჭირდა... –ამდენი დავლიე ვითომ საკუთარ ნიშნობაზე, რომ მოლანდებები დამეწყო? ვიფიქრე, არ ჩახოცონ ერთმანეთითქო და არ დამხვდნენ ჩაფსკვნილები კაცო?–ქოთქოთებდა მერე... ყველაზე ბედნიერი ვიყავი იმ წამს... ჩემთვის უმნიშვნელოვანეს ადამიანებს ვხედავდი ერთად, გახარებულებს, სიყვარულით აღსავსე იყო ყველა და რაც მთავარია ჩემი დემე იყო ჩემთან, ჩემი დადიანი... სანამ ვიჩხუბებდით, ერთ დილას სამსახურიდან ღამენათევი და გადაღლილი დავბრუნდი სახლში, ლაპარაკის თავიც არ მქონდა და მხოლოდ სმს მივწერე: „დემე, ვიძინებ, ძალიან დავიღალე, ჩამეხუტე და არ გამიშვა გთხოვ, მჭირდები“... მალევე მიპასუხა: „სად უნდა გაგიშვა, ჩემი ხარ და ჩემ მკერდზე მიკრულმა უნდა დაიძინო“.... მთელი საღამო თმებზე მეფერებოდა, მკერდზე ვყავდი მიხუტებული მაგრად, ყურში მოსაფერებელ სიტყვებს ჩამჩურჩულებდა და თავზე მკოცნიდა.... ვფიქრობდი, ღმერთო, მადლობა! საიდან დავიმსახურე ამხელა ბედნიერება?.... კესომ და ხატიამ აიტეხეს ქორწილი ერთ დღეს გვინდაო... ათასი რამ იყო მოსამზადებელი, დრო ცოტა... გვეგონა ვერაფერს მოვასწრებდით... მე და დემე არ ვჩქარობდით, შეყვარებულობის პერიოდით ვტკბებოდით... ერთ საღამოს მასთან ვიყავით შეკრებილები... გაბრაზებული ანა სახლიდან გამოვიდა და ეზოსკენ წავიდა, მალევე გამოჰყვა უკან აჭარხლებული სანდროც.... შევატყვე, იო როგორ დაიძაბა.... კესომ ხელი ხელზე მოუჭირა და ანიშნა, არ ჩაერიოო –მიყვარხარ, გესმის? ძალიან მიყვარხარ და ამიტომ ვეჭვიანობ ყველაზე, ვინც კი დაგელაპარაკება–ხმამაღლა მოუვიდა და აშკარად წამოსცდა სანდროს... გავისუსეთ, ბუზი რომ ყოფილიყო, ისიც კი არ გაფრინდებოდა მგონი, იმდენად დაძაბული სიტუაცია იყო, ყველა ანას მივჩერებოდით და მის პასუხს ველოდით.... გაოგნებული ანა დიდხანს იდგა ჩუმად, მერე როგორც იქნა ხმა ამოიღო, არ გაგვიგია რა უთხრა, თუმცა სანდროს გაბადრული სახიდან გამომდინარე, მივხვდით, სამეგობროში ახალი წყვილი შეიქმნა.... –არ მაინტერესებს, ჩოხა გეცმევა!–შეუვალი იყო კესო. –კარგი რა, კესა რაა. ცხოვრებაში ჯინსის მეტი არაფერი მცმია, რა ჩოხა ტო?–ეხვეწებოდა იო. –რა სასაცილოები არიან არა?–შემომხედა დემემ. –ხო, ძალიან, თან საყვარლები–დავეთანხმე. –შენც ჩოხის ჩაცმა უნდა მომთხოვო?–წარბაწეულმა გამომხედა უცებ. –ვნახოთ, იქამდე დიდი დროა–ეშმაკურად გამეცინა. უცებ დავფიქრდი, არასდროს მიფიქრია როგორი უნდა ყოფილიყო ჩვენი ქორწილი, მე და დადიანი ერთმანეთისთვის რომ ვიყავით შექმნილი ამას დიდი ხანია ორივე მივხვდით, როდესმე ჩვენს ურთიერთობას ღვთისა და კანონის წინაშეც „დავაკანონებდით“, მაგრამ როდის, როგორ? ამაზე საერთოდ არ მიფიქრია... ფიქრებში გართულს ხატია დამადგა და საქორწინო კაბის ასარჩევად წაყოლა მთხოვა, სიხარულით წამოვფრინდი სკამიდან –5 წუთში მზად ვიქნები, ტვიქს–ვიყვირე და სააბაზანოსკენ სირბილით წავედი. საღამოს ყველა ისევ დემესთან ვიყავით შეკრებილები, სანდრო და ანა ჩუმად ისხდნენ, სანდროს ხელი მოეხვია თავისი შეყვარებულისთვის და თვალებით ეფერებოდნენ ერთმანეთს... იო და კესა გაცხარებით კამათობდნენ რაღაცაზე, აკა და ხატია მშვიდად განიხილავდნენ ქორწილის დეტალებს... მე და დემე ბედნიერები შევცქეროდით მათ, უცებ დემემ მიჩურჩულა –წამო, გავიპაროთ –სად?–გაოცება ვერ დავმალე –გზაში გეტყვი რამდენიმე საათში ყაზბეგში ამოვყავით თავი... –დემე–მივეხუტე, ახსოვდა როგორ მიყვარდა ეს ადგილი და აღფრთოვანებით ვუყვებოდი ჩემი პირველი ვიზიტის შესახებ, ჯერ კიდევ მაშინ, პაბიდან რომ წავედით წვიმაში, იქ, სადაც ახლა უკვე ჩვენი სახლი დგას... –შენთვის საჩუქარი მაქვს–პარკი გამომიწოდა. ვაღიარებ, ცოტა იმედგაცრუებული დავრჩი, როცა მასში M&Ms აღმოვაჩინე, თუმცა გულიანად გამეცინა. უცნაური იყო, მხოლოდ წითელი და ყვითელი ბურთულები ეყარა. –მხოლოდ წითელი და ყვითელია, ჩვენსავით–გავუცინე –ყვითელი შენ ჭამე, წითელი მე მაჭამე ვისხედით ასე, გერგეტის სამების წინ, ვუყურებდით როგორ ამოდიოდა მზე ნელნელა, მისი სურნელით ვივსებოდი, მისით ვტკბებოდი... –ჩემი ჯერია–ვუთხარი და ბოლო ბურთულის ამოსაღებად ჩავყავი პაკეტში ხელი.... ბურთულის ნაცვლად სულ სხვა ნივთი მომხვდა.... გაოცებული ხან ბეჭედს შევყურებდი, ხან მომღიმარ დემეტრეს და ვერაფერი გამეგო... –დემე, ეს...ეს–ვლუღლუღებდი... –ცოლად გამომყვები, წითელი?–მკითხა და ბეჭედი გამომართვა. –კი, კი, კი–ვიყვირე და მაგრად ჩავეხუტე, ბეჭედი თითზე გამიკეთა და შუბლზე მაკოცა. –აი გათენდა კიდეც, მზად ხარ ჩემი ცოლი გახდე და სამუდამოდ აიტანო ჩემი უხასიათობა?–მკითხა სიცილით. –რას გულისხმობ?–დავიბენი –მამაო გველოდება, წითელი, მე და შენ ვქორწინდებით–ბოლო სიტყვები იყვირა და ექოდ მოედო მთელ ხეობას. –გაგიჟდი? ასე მოულოდნელად? მოუმზადებლად? –ხო, გავგიჟდი სიყვარულისგან, შენც ხომ ჩემნაირი გიჟი ხარ, წამოო–ტაძრისკენ მივყავდი, ხმას ვეღარ ვიღებდი –მართალი ხარ, სიყვარულისგან მეც გაგიჟებული ვარ–ვუთხარი და ბედნიერად შევაბიჯე სამებაში. დიდხანს მებუტებოდნენ გოგოები, ჩვენზე ადრე გათხოვება როგორ მოახერხეო, თან ჩვენ გარეშეო, ძლივს შემოვირიგეთ.... როგორც გვინდოდა, ქორწილი არ გადაგვიხდია, ხელი მოვაწერეთ თუ არა, მაშინვე საქორწინო მოგზაურობაში წავედით რამდენიმე თვით... მალდივებით დავიწყეთ და ნახევარი მსოფლიო შემოვიარეთ კრუიზით.... დაუვიწყარი დღეები იყო.... საუკეთესო... 10 წლის შემდეგ ჭიშკართან მანქანა გაჩერდა, 2 წლის აკა თავისი მოსახელე ნათლიისკენ ყიჟინით გაიქცა და მაიმუნივით აბობღდა მასზე... გაბერილი ხატია ძლივს გადმოვიდა მანქანიდან... –დემე, ჩვენები მოვიდნენ–ავძახე სახურავზე ასულ ქმარს, რომელიც რაღაცის შეკეთებით იყო დაკავებული... დღემდე მაკვირვებს დადიანი, თავისი უსაზღვრო შესაძლებლობებით.... ყველაფერი ეხერხება, ყველაფერი გამოსდის, არაფერი ეშლება, მკაცრია, მამაკაცური, თუმცა თბილი და რომანტიკოსიც.... ჩემი უსიტყვოდ ესმის, სჯერა, მენდობა, პატივს სცემს ჩემს პროფესიას და ისეთს მიღებს როგორიც ვარ, ცუდით და კარგით.... იდეალურია... ჩემი დემე.... ჩემი დადიანი.... უკვე 3 შვილი გვყავს: 7 წლის თარაში, 5 წლის ნოა და 2 წლის აკა... იოს და კესას ტყუპები ჰყავთ... კესას ისე აგიჟებენ, შვილი აღარ მიხსენოთო გაიძახის ხოლმე... აკა და ხატია მეორეს ელოდებიან... დღე–დღეზე... ერთი სანდროს და ანას ვერ დავაყენეთ საშველი... დადიან, დაშეყვარებულობენ, ჩხუბობენ, რიგდებიან, უერთმანეთოდ ვერ ძლებენ.... მათზე ცალკე ისტორია დაიწერება ალბათ..... მაგრამ ამაზე სხვა დროს..... ესეც დასასრული :) არ მიყვარს გაწელილი ისტორიები, ვთვლი, რომ სათქმელი ჩავტიე ამ რამდენიმე თავში.... ეკა რეალური პიროვნებაა როგორც უკვე გითხარით, ისევე როგორც მისი მეგობრები, ისტორია–ჩემი ფანტაზიის ნაყოფი ... მინდა რეალობაშიც ვუსურვო მათ აქ აღწერილი და კიდევ უფრო ბედნიერი მომავალი <3 მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის, ახლა უფრო სულმოუთქმელად ველოდები თქვენს კომენტარებს <3 სიყვარულით.... <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
![აქტიური მკითხველი](http://4love.ge/uploads/fotos/foto_543820.jpg)
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.