შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმრის ქურდი (თავი XIX)


18-08-2016, 10:11
ავტორი ნეპტუნიელი
ნანახია 1 257

მეორე დღეს დილით 11 საათზე ვაპირებდი სახლიდან გასვლას და ბატონი რეზოს მონახულებას. სამზარეულოში ბებო ფუსფუსებდა.
-ბები, მე და ანა ეხა სასეირნოდ მივდივართ და ვეცდები, რომ მალე მოვიდე კაი? დათო თუ რამეს გკითხავს, უთხარი ბევრ შოკოლადებს მოვუტან!
-ეკა, ბებო ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს დასეირნობ და ხომ ყველაფერი რიგზეა?-ეჭვის თვალით შემომხედა.
-კი, რა უნდა ხდებოდეს? უბრალოდ როგორც იქნა დამთავრდა სკოლა და ახლა მინდა არდადეგენის ყოველი წუთი გამოვიყენო.-ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე. მერე ვაზიდან ვაშლი ავიღე, მეორე ანასთვის ჩანთაში ჩავდე და სახლიდან გავედი.
-ისე თუ გამარკვევ საქმის ვითარებაში კარგი იქნება!-მითხრა ანასტასიამ გაბრაზებით.
-ხომ მივალთ და ნახავ! უბრალოდ მაინტერესებს კონკურენტები თუ ჰყავს კომპანიას და ყველაზე ძლიერი კონკურენტი რომელია.-ვუთხარი და გავეღრიჯე.
-მერე წინასწარ თუ არ ჩავეწრებით რეზოსთან არავინ შეგვიშვებს!-მითხრა და წამში სახე გაებადრა.-უი,სულ დამავიწყდა მომავალ მამამთილთან ჩაერა რად გინდა?
ეს თქვა და გაიქცა, რომ ჩემი მოქნეული ჩანთა აეცილებინა.
-ჯერ ერთი არა არის ეგ ჩემი მამამთილი და მერეც მეორე კარგად იცი გაბრიელისა და ჩემი ურთიერთობა.
-ხო ვიცი ვიცი, კინოებში ბევრჯერ მაქვს ნანახი ჯერ იჩხუბებენ მერე ბიჭი ცდილობს შემოირიგოს და და და და დაააამმმ-დრამატულობისთვის ხელები ჰარში აათამაშა.
-ზედმეტი არ მოგივიდეს მსახიობობა!-შევუბღვირე და ფეხს მოვუჩქარე.
-კაი ხო მოვდივარ.
კომპანიას, რომ მივუახლოვდი ანამ გამაჩერა და მითხრა:
-მე არ შემოვალ, თუ პირველმა გეგმამ არ გაჭრა, მაშინ გეგმა B-ზეგადავიდეთ.-მითხრა და თვალი ჩამიკრა.
-რაა? სათადარიგო გეგმაც გვაქვს?-გავიკვირვე და შესასვლელთნ დავდექი.
-მიდი შედი და აქ გელოდები!-მითხრა და ზურგჩანთა ხელით მოსინჯა.
მეც შესასვლელში შევედი და გაოცებისგან პირი დავაღე. ამხელა შენობა ჯერ საკუთარი თვალით არ მენახა. ნელი ნაბიჯით გავუყევი გზას და მერე უცბად გავჩერდი, რადგან გამახსენდა რომ არ ვიცოდი საით იყო რეზოს კაბინეტი.
"3 სართულზე ხელ მარცხნივ"-თითქოს ვიღაცამ ყურში ჩამძახაო, ისეთი შეგვრძნება მქონდა. კიბეებს ავუყევი, უამრავი ხალხი ირეოდა. სხვადასხვა დოკუმენტებითა და ფაილებით ხელში. ბოლოსდაბოლოს ავაღწიე და შესასვლელი კარი გავაღე ოთახის კუთხეში პატარა, თუმცა კომფორტული მაგიდა იდგა. მაგიდასთან ახალგაზრდა ქალი იჯდა და ფურცლებით ხელში ხან რომელ ფურცელს დახედავდა, ხან რომელს. მივუახლოვდი და ჩავახველე.
-გამარჯობა, შემიძლია რამით დაგეხმაროთ?-მკითხა თბილი და ღიმილიანი სახით.
-დიახ, თუ შეიძლება ბატონი რეზოს ნახვა?
-წინასწარ ხართ ჩაწერილი? თუ ასე არ არის მაშინ მოგვიანებით მოდით ჩაეწერეთ და მერე ვნახოთ, შეძლებთ თუ არა ბატონი რეზოს ნახვას.
-ძალიან გთხოვთ, თუ ახლა სცალია, აუცილებლად უნდა ვნახო.
-სამწუხაროდ, თუ ჩაწერილი არ ხართ ვერანაურად დაგეხმარებით. ბატონს ისედაც უამრავი საქმე აქვს.
-კი მაგრამ...
-შეგახსენოთ კარი საით არის?
გამოვედი ოთახიდან და ისევ ანასთან ჩავედი.
-რაო? არ გამოგივიდა ხომ?-მითხრა კმაყოფილი სახით.
-მერე რა გიხარია?-მე პირიქით უკმაყოფილო სახით ვიდექით.
-ახლა გეგმა B-ზე გადავიდეთ.-თქვა და ჩანთიდან შარფი, სათვალე, ქუდი და მაღალქუსლებიანი ამოალაგა. ყველაფერი მოირგო და მითხრა:
-შემომყევი!-მეც უკნა ავედევნე. არც კი ვიცოდი რა უნდა მექნა. ისევ იმავე მისამართზე ავედით. სანამ კარებს გავაღებდით ანამ მითხა:
-მე გავართობ შენ ჩუმად შედი!-მდივნის მაგიდა კუთხეში იდგა, ისე რომ კარებისკენ ზურგიდ იჯდა. ამიტომ გამიადვილდებოდა კაბინეტში შესვლა. ანა ქუსლებიანი ფეხსაცმელის წკაპა-წკუპით მივიდა ქალის მაგიდამდე და სათვალე შეისწორა:
-გამარჯობა, რით შემიძლია დაგეხმაროთ?
-ბატონი რეზოს ნახვა მინდა!
-სიაში ჩაწერილი ხართ?
-დიახ, დანახეთ თუ შეიძლება-რაღაც სახელი და გვარი უთხრა და ქალიც ფურცლებს ჩააჩერდა. ამ დროს ანამ ხელით მანიშნა, რომ შევსულიყავი. მეც ჩავიკუზე და იატაკზე ხოხვით მივაღწიე კაბინეტის კარებამდე, სახელური ოდნავ წამოვწიე და ხმაზე ქალმა კაბინეტის კარებისკენ გამოიხედა. ამ დროს კი ანამ ყურადღების მისაპყრობად ხმამაღალი ტონით მიმართა ქალს.
-ქალბატონო დაუჩქარეთ, ძალიან მეჩქარება!-ქალმაც წამში მას შეხედა შემდეგ კი ისევ საქმეს დაუბრუნდა. კარები უფრო ფრთხილად გავაღე და შიგნით შევედი. მაღალი სილუეტი ფანჯარასთან იდგა, მობილურით ხელში და ლაპარაკობდა. მე კარებთან ავიტუზე და ლოდინი დავიწყე. როცა საუბარს მორჩა, კარებისკენ გამოიხედა და გაკვირვებული სახით მკითხა:
-რა გნებავთ?
-მმე... მე... გამარჯობათ, თქვენი შეწუხება არ მინდოდა, მაგრამ... მოკლედ გცალიათ 10 წუთით?-სათქმელს თავი ვერ მოვუყარე და დაბნეული თვალები მაღალ მამაცაკს მივაპყარი. არ ვიცი რატომ გაეცინა, თუმცა თავი დამიკრა და ხელით მანიშნა სკამზე დავმჯდარიყავი. მისი მითითება შევასრულე და ჩანთიდან ფურცელი და კალამი ამოვიღე.
-ბატონო რეზო, მე უბრალოდ მინდა რამდენიმე კითხვა დაგისვათ კომპანიასთან დაკავშირებით!
-ამისთვის გვყავს კომპანიის გიდი! შეგიძლია მას მიმართო!-მითხრა და თბილად გამიღიმა.
-კი,ვიცი მაგრამ... მე მინდა კომპანიის მფლობედისგამ მივიღო პასუხები.
-პატარა ჯურნალისტი ხარ?
-არა
-მაშინ რად გინდა ეს პასუხები?-გაიკვირვა.
-სკოლის პროექტისთვისმჭირდება-სწრაფად ვუთხარი ის რაც მოვიფიქრე. მაგრამ მერე გამახსენდა, რომ სკოლა უკვე დამთავრებული იყო და ახლა არდადეგებია.
-სკოლა ხომ დამთავრდა.-ისევ გაკვირვებული მზერა მომაპყრო.
"ვაიმე... ახლა რა ვუთხრა? იფიქრე, ეკა, იფიქრე!"
-დიახ, დამთავრებულია მაგრამ... არდადეგებისთვის მოგვცეს დავალება. პროექტი უნდა გავაკეტოთ სხვადასხვა კომპანიებზე, რომლებიც საქართველოშია. მე თქვენი შემხვდა-უტიფრად ვიცრუე და მეტი დამაჯერებლობისთვის გავიღრიჯე.
-გასაგებია. კარგი მაშინ დავიწყოთ-მითხრა და თვითონაც მოკალათდა სავარძელში.
კითხვები დავუსვი. მართალია, რომ ეს პასუხები საერთოდ არ მაინტერესებდა, თუმცა საქმეს ასე სჭირდებოდა. როგორც იქნა ბოლო კითხვაზეც მივედით. ვკითხე ჰყავდა თუ არა კომპანიას კონკურენტი. მანაც გამცა პასუხი. პასუხები ფურცელზე ჩავიწერე. და რეზოს დავემშვიდობე. კაბინეტიდან გამოვედი, საბედნიეროდ, მდივანი გარეთ არ დამხვდა. მეც კიბეებს ჩავუყევი. ამ დროს კი ნაცნობი ბოხი ხმა გავიგე.
-ეკა?-ხმისკენ მივბრუნდი და ხელში გაბრიელი შემომრჩა.
-გაბრიელ?-მეც გავაჯავრე და ისევ კარებისკენ განვაგრძე სიარული.
-აქ რას აკეთებ?
-ვერ ხედავ გასასვლელისკენ, რომ მივდივარ?-ვითომ ვერ მივხვდი რას მეკითხებოდა.
-ხო, მაგრამაქ ამ კომპანიაში რას აკეთებ?
-ისეთს არაფერს, რომ შენ დაგაინტერესოს!-ვუთხარი თავდაჯერებულმა და გზა განვაგრძე.
-გასაგებია. ამომწურავი პასუხები გამეცი. ყველაფერი გავიგე.-მითხრა ირონოული ხმით და ჩემს გვერდით დაიწყო სიარული.
-ასე რატომ იქცევი?
-როგორ ასე?-გულწრფელად შევუბრუნე კითხვა.
-ასე, თითქოს შენთვის სულერთი ვარ.
-და რა ასე არ არის?
-კითხვას კითხვით რატომ პასუხობ?-მითხრა და თვალებში ჩამაშტერდა.
-შენ რა გინდა როგორ გიპასუხებ?!-ვაგრძელებდი სულელური კითხვბის დასმას.
-ააააა, მივხვდი ესეიგი შენ იმათ პორტრეტებს ხატავ, ვინც შენთვის სულერთია?! ჰმმმ...რა საინტერესოა!-წამით გავშეშდი. მოიცადე რა თქვა? ამან რა იცის? ნუთუ სანაგვეში რომ მოვისროლე, ნახა?! ო, არა. მორჩა ამდენი წვალება სულ წყალში ჩამეყარა.
-არ მესმის რაზე საუბრობ!-თავის მოკატუნება განვაგრძე და გარეთ გავედი. ჩემს ამ პასუხსა და ქმედებაზე გაბრელსმხოლოდ გაეცინა და უკან გამომყვა.გარეთ ანა დამხვდა და როცა გაბრელი დაინახა გაბრაზებული სახე მიიღო, თუმცა მეც ხომ ვიცი რომ არ გაბრაზებულა.


--------------------------------------------------
ბავშვებო, დიდი ბოდიში. ვიცი ძალიან ცუდი ბავშვი ვარ ამდენი, რომ გალოდინეთ, მაგრამ მართლა ვერ მოვიცალე. ხომ იცით არდადეგებია და ხან სად მივდივართ ხან სად. გპირდებით, მეტს აღარ გალოდინებთ. გთხოვთ შემიფასეთ.



№1  offline წევრი რიტა

ოუუ რა კარგია იმედია გაბრიელი გაიგებს ყველაფერს არმინდა ეკამ დაუმალოს სიზმრების შესახებ. ნუუ ეხლა ეგ არვიცი რა იქნება შემდეგში მაგრამ ეკა და ანა დიდ შარში არიან და ძალიან სახალისო იქმება თუ გაბრიელიც შეემატება ამ ბანდას. მაგრამ ეკას შემორიგებას ვერ მოახერხებს. უკვე მოვლენები პიკს აღწევს და მეტად ვინტრიგდები. ძალიან კარგი თავი იყო თან ცოტათი დიდიც მემგონი მოკლედ ბევრს ვლაქლაქებ და სჯობს გავჩერდე. წარმატებებს გისურვებ სიხარულო გელი შემდეგი თავით. <3 <3

 


№2  offline წევრი ნეპტუნიელი

რიტა
ოუუ რა კარგია იმედია გაბრიელი გაიგებს ყველაფერს არმინდა ეკამ დაუმალოს სიზმრების შესახებ. ნუუ ეხლა ეგ არვიცი რა იქნება შემდეგში მაგრამ ეკა და ანა დიდ შარში არიან და ძალიან სახალისო იქმება თუ გაბრიელიც შეემატება ამ ბანდას. მაგრამ ეკას შემორიგებას ვერ მოახერხებს. უკვე მოვლენები პიკს აღწევს და მეტად ვინტრიგდები. ძალიან კარგი თავი იყო თან ცოტათი დიდიც მემგონი მოკლედ ბევრს ვლაქლაქებ და სჯობს გავჩერდე. წარმატებებს გისურვებ სიხარულო გელი შემდეგი თავით. <3 <3

მადლობა ჩემო საყვარელო, ასეთი თბილი სიტყვებისთვის. მარტო შენ მყავხარ ერთგული ყველა თავზე აკომენტარებ და შენს შეხედულებებს მიზიარებ. დიდი მადლობა მხარში დგომისთვის და გაგებისთვის ჩემო ტკბილო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent