სიზმრის ქურდი (თავი XV)
-ანასტასია- ეკასთან სახლში დავრეკე, მერე კი სამზარეულოში შევედი და მაცივრიდან ფორთოხლის წვენი გამოვიღე.ჭიქებში ჩავასხი და ჩემს ოთახში შევედი. ეკას ჩასძინებოდა, გადასაფარებელი გადავაფარე და მეც გვერდით მივუწექი. ცოტა ხანი ასე ვიწექი და ვფიქრობდი, მერე კი ფეხზე წამოვდექი. ფერად ფურცელზე ეკას წერილი დავუტოვე, გასაღები ავიღე და სახლიდან გავედი. არ ვიცი ეს ინტუიცია იყო თუ რა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ გაბრიელი ისევ სკოლის ეზოში იქნებოდა. ჩემი სახლი სკოლასთან ძალიან ახლოს არის ამიტომ მალე მივედი დანიშნულ ადგილას. მას და ანდრეას შორიდანვე მოვკარი თვალი. სწრაფი, თუმცა მძიმე ნაბიჯებით მივუახლოვდი.გაბრაზებული სახე მქონდა, თუმცა სიმშვიდეს მაინც ვინარჩუნებდი. პირველმა ანდრიამ შემნიშნა და სახე გაებადრა. -ვაა, ანუშ აქ რა გინდა?-გახარებულმა მკითხა. მერე ჩემკენ გაბრიელმაც გამოიხედა. ანდრიასთვის ყურადღებაც არ მიმიქცევია, მითხარი ვინ არის შენი მეგობარი გეტყვი ვინა ხარ შენო. ანუ ისიც მისნაირია. გაბრიელს შევხედე და სახე კიდევ უფრო დავიწყნარე არ მინდოდა ისე გამომსვლოდა, როგორც ქაჯს. -ანასტასია, ეკა სად არის არ იცი? დღეს არ მინახავს!-მითხრა მან. -ახლა კარგად მომისმინე, ვაჟბატონო, მეორედ აღარ გავიმეორებ! ყველაფერი ვიცით... რის გაკეთებასაც აპირებდი, თუმცა ვიზიარებ იმიტომ რომ არაფერი გამოგივიდა და ვერც ვერასდროს გამოგივა. საერთოდ როგორ გაბედე მისთვის გულის ტკენა? შენ რა კატერინა უპატრონო ხომ არ გგონია? დედაც ჰყავს, მამაც და უფროსი ძმაც, დათოზე რომ აღარაფერი ვთქვა. რომ გაიგონ რომ მას ვიღაც იდიოტმა აწყენინა, წამისმეასედში აქ გაჩნდებიან და გაჩენის დღეს გაწყევლინებენ. თუ სანამ მასზე ნაძლევს დადებდი არ გითხრეს, რომ ის ერთი ჩვეულებრივი ქარაფშუხა გოგო არ არის, რომელსაც ბიჭების ღიმილზე ფეხები უკანკალებს?! მასთან მიახლოვებაც არ გაბედო. როცა დაინახავ, რომ გზაზე მოდის მეორე მხარეს გადადი და არც კი მიესალმო. გასაგებია?-წასვლას ვაპირებდი, შევტრიალდი, მაგრამ კიდევ რაღაცის თქმა მინდოდა ამიტომ გავჩერდი და ისე ვუთხარი, რომ მისთვის არც კი შემიხედავს-შენ მისი ღირსი არ ხარ და ვერც ვერასდროს ვერ გახდები! მერე შემოვტრიალდი და სახლის გზას დავადექი, კმაყოფილი ვიყავი საკუთარი თავით. რადგან მათ დავუმტიცე რომ ეკა მარტო არაა. -კატერინა- სიზმარში ისევ გაბრიელის დედა ვნახე. მითხრა რომ უნდა მომეფიქრებინა, როგორ შემეჩერებინა ვიღაც ნაძირალა და გადამერჩინა რეზო. მოკლედ რა ეს ქალი ბოლომდე არაფერს მეუბნება. როცა გავიღვიძე ანა სახლში არ იყო. ფეხზე ავდექი და სამზარეულოში გავედი, მაგიდაზე წერილი დამხვდა. "ეკუ, დაბლა ჩავედი საქმეზე. ძაან მალე მოვალ. მიყვარხარ და აღარ იტირო. ისე ხო სულ დამავიწყდა... მაცივარში ნაყინია, თუ გინდა ჩემიც ჭამე. გკოცნი. ა." გამეღიმა და სკამზე დავჯექი. ბევრ რამეზე დავიწყე ფიქრი, მერე კი ტელევიზორი ჩავრთე და რაღაც გადაცემის ყურება დავიწყე. ცოტახანში კარის ხმა გავიგე, ანა შემოვიდა. -უკვე გაიღვიძე?-მკითხა ღიმილით. -კი... რაღაც მინდა მოგიყვე და იქნებ გამოცნობაში დამეხმარო.-ვუთხარი და თავიდან ბოლომდე ყველა სიზმრის გახსენება დავიწყე. -როგორც მივხვდი, ამ ყველაფრის შემდეგ მაინც გინდა გაბრიელის ოჯახს დაეხმარო, ხო?-მითხრა უკმაყოფილოდ. -ეს ჩემი მისიაა! ამ მისიას მოვიხდი და ყველაფერი ისევ ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება-ვუთხარი და გავუღიმე.-რასაც მივხვდი, ისაა რომ რეზო, ანუ გაბრიელის მამა საფრთხეშია და თუ არ ვცდები ვიღაცას მისი მოკლა უნდა, გაბრიელის დედას კი უნდა, რომ ის გადავარცინო!მაგრამ მე როგორ უნდა შევძლო, არაფერი არ ვიცი ამ საქმის შესახებ!-ანა ცოტახანი ფიქრობდა და მერე მითხრა. -მგონი მივხვდი... 17.07.16 18:00- ანუ 6 საათი. ასე არ დაგესიზმრა? -ნუ საათი რომ ექვს უჩვენებდა ეგ დამესიზრა, კიდევ ვიღაც კაცი იარაღით. და 17 და 7 ქვეცნობიერად ვწერდი. შენ ფიქრობ რომ ეს რიცხვები 17.07 ნიშნავს? -ზუსტადაც. შესაძლოა ეს ის დღე იყოს, როცა შენ უნდა შეცვალო ბედი!-მითხრა და ინტერესით მომაშტერდა თვალებში. -გაბრიელი- ანას ნათქვამმა თავზარი დამცა. ბიჭებთან ყველაფერი მოვაგვარე! ნაძლევი ჩავშალე და მეგონა, რომ უკვე ყველფერი კარგად იქნებოდა, შევძლებდი ეკასთვის ყველაფრის ახსნას და მასთან ურთიერთობას დავიწყებდი, თავიდან, ტყუილებუს გარეშენ, თუმცა შევცდი. ახლა ბევრი ბრძოლა მომიწევს ეკას დასაბრუნებლად! მეტის ღირსი ვარ, დავიმსახურე! თუმცა არ დავნებდები, მისთვის ვიბრძოლებ. -------------------------------------------------- ბვსვებო, დიდ ბოდიშს გიხდით, გუშინ ვერ დავდე. ისეც არ არის დიდი. უბრალოდ ძალიან მოუცლელი ვარ, ეს ბოლო დღეებია. ეხაც სადღაც უნდა წავიდე და ვერ ვასწრებ, დიდის დაწერას. გპირდებით შემდეგი ტავი ბევრად კარგი და დიდი იქნება. მიყვარხართ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.