შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმრის ქურდი (თავი VII)


31-07-2016, 10:23
ავტორი ნეპტუნიელი
ნანახია 1 617

ნიას დაბადების დღემ მშვენივრად ჩაიარა, აღარც კი მახსოვს, ბოლოს ასე კარგად როდის ვიმხიარულე. ახალი დღე გათენდა,ორშაბათი, თუმცა ბედნიერი ვიყავი იმით, რომ დღეს სკოლაში წასვლა არ მომიწევდა. რატომ? იმიტომ რომ 26 მაისი იყო, შესაბამისად ვისვენებდით. დილით ადრიანად ავდექი. ჯინსის შორტი და შავი მაისური ჩავიცვი. თმები მაღლა ავიწიე. და სამზარეულოში გავედი. ჩემდა გასაკვირად არც ბებია და არც დეიდა იქ არ დამხვდნენ. ხოდა მეც საჭმლის კეთებას შევუდექი თან მობილურში მუსიკები ჩავრთე და ყურსასმენები გავიკეთე. არ ვიცი რატომ მაგრამ უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი.
"ალბათ, იმიტომ რომ ზაფხული ახლოვდება"-დავდე განაჩენი და საჭმლის მომზადება განვაგრძე. საათს გავხედე ჯერ 7-იც კი არ იყო, წყალი დავადგი, ავისთვის. მერე მაცივრიდან კიტრი და პამიდორი გამოვიღე. დავჭერი, ამას ზემოდან ხახვიც დავაჭერი, მერე ტაფაში მოშუშუნე ქათმის ხორცს დავხედე, ვირიანი წყალი დავასხი, ცოტა სუნელები დავამატე და ტაფას სახურავი დავაფარე. თან პურს ვჭრიდი, თან ვმღეროდი. ასე სიმღერ-სიმღერით გავაწყვე მაგიდა.
ცოტახანში ბებიაც ჩამოვიდა. ყურსასმენებში მუსიკა შეწყდა, მაგრამ მე მაინც ვმღეროდი.
-დილამშვიდობისა-ხალისიანად მივესალმე.
-გენაცვალე ბებია,შენ რომ მღერი გული მინათდება, ბებო... ჩემი პატარა ბულბული ხარ-შემაქო ბებიამ და თავზე მომეფერა.
-კარგი რა ბებო... ეგეთი ნოზის ხმაც არ მაქვს-ვუთხარი და გავიცინე.
-ბებო, იმას რა ჰქვია? აი მუსიკალური კონკურსი რომ არის?! აი გაბუნია რომაა წამყვანი-მიხრა და სათვალე გაისწორა.
-X ფაქტორი-ვუთხარი და გამეცინა.
-ბებო, იქ რომ მიიღო მონაწილეობა, ნამდვილად გაიმარჯვებ... წადი რა ბები...
-კარგი რა ბებო... იქ ჩემზე ბევრად გამოცდილი და კარგი მომღერლები იღებენ მონაწილეობას და ვერ გაუმარჯვიათ და მე ვინ გამამარჯვებინებს?!-ვუთხარი და მობილური მაგიდაზე დავდე.
-შენ, საკუთარი თავის ფასი არ იცი, ეკა...-მითხრა და მეორე ოთახში დავიდა.-ბები, საჭმელი ვინ გააკეთა?-უცბად ხმა დაუთბა.
-მე-ამაყად ვთქვი და უკან გავყევი. დეიდასა და დათოს დავუძახე, ხოლო სადილის შემდეგ გადავწყვიტე, დათო სასეირნოდ გამეყვანა. ანასაც გადავურეკე, თუმცა მითხრა რომ მშობლებთან ერთად მიდიოდა სხვაგან. ისევ იმ პარკში წავედით, სადაც ორი დღის წინ თიკა ვნახე. არ ვიცი რატომ მაგრამ ახლა ამ ბავშვის ნახვა ძალიან მინდოდა.ჩემს ოთახში შევედი მაგიდაზე დადებულ წიგნს ხელი დავავლე და დათოსთან ერთად გარეთ გავედი.
პარკს მივუახლოვდით და იქაურობას თვალი მოვავლე. უამრავი ბავშვი იყო, თამაშობდნენ და საკატაოებზე ერთობოდნენ, თუმცა თიკა იქ არ იყო. დათომაც ხელი გამიშვა და გაიქცა:
-შორს არ წახვიდე აქვე იყავი, მალე წავალთ!
-კაი, ეკა.-მითხრა და ბავშვებისკენ გაიქცა.
კიდევ ერთხელ მოვავლე იქაურობას თვალი და იმედგაცრუებულმა წიგნი გადავშალე. კითხვას ისე შევყევი, რომ ვერც კი შევნიშნე როდის მომიჯდა გვერდით გაბრიელი:
-დავიჯერო ისე ხარ წიგნის კითხვით გართული რომ მართლა ვერ შემამჩნიე?-მოულოდნელობისგან შევხტი და წიგნი მივიხუტე. ჩემს რეაქციაზე სიხილი დაიწო.
-გაბრიელ, გაგიჟდი? გული გამისკდა.-შევყვირე და ისევ იქაურობა მოვათვარიელე, რომ მენახა დათო რას აკეთებდა. კარგა ხანი იცინა, ალბათ, ისეთი სახე მქონდა რომ...ბოლოს როგორც იქნა გაჩერდა-დაამთავრე?-შევუღრინე და წიგნი ისევ მუხლებზე დავაბრუნე.
-კი... დავასრულე-მითხრა და გამიღიმა.-რას კითხულობ?
წიგნი მუხლებიდან მაღლა ავწიე და მისკენ მივაბრუნე, ისე რომ ნაწერისთვის თვალი არ მომიცილებია.
-ძვლების ქალაქი!-ხმამაღლა წაიკითხა წიგნის სათაური და ისევ მე გამომხედა-კარგი წიგნია!
-კი, კარგი წიგნია-ვუპასუხე.
-კითხვა არ ყოფილა... ეგ წიგნი წაკითხული მაქვს და ვიცი რომ კარგი წიგნია. -მითხრა და თვალებში ჩამხედა.
-კითხვა გიყვარს?-ვკითხე გაოცებით.
-თანამედროვე წიგნები მოგწონს?-კითხვითვე მიპასუხა.
-კლასიკა მირჩევნია...-ვუთხარი და ისევ წიგნს ჩავხედე შევეცადე ის ადგილი მომენახა სადაც შევჩერდი.
-ეკა, ეკა...-წკრიალა ხმა მეცნო, თავი წიგნიდან ამოვყავი და თიკა დავინახე, რომელიც ჩემკენ მორბოდა. მოვიდა და ჩამეხუტა. წიგნი გვერდით გადავდე და მეც შემოვხვიე ხელები.
-თიკუნა, როგორ ხარ? ფეხი კარგად გაქვს?-ვკითხე და ლოყაზე ვაკოცე.
-კი... სენ რო რაგაც დამაკარი იმან მომირჩინა- მითხრა და ახლა გაბრიელისკენ მიტრიალდა.-სენი მეგობარია ეკა?
-მოიცადე, შენ რა თიკას იცნობ?-ახლა მე მივაპყრე კითხვისნიშნიანი მზერა და თიკა ჯირს ჩამოვსვი.
-შენ წარმოიდგინე და თიკა, ჩემი უმცროსი დაიკოა-მითხრა და ახლა მან ჩაისვა თიკა კალთაში.-ესეიგი შენ ხარ ის გოგო, რომლითაც თიკა ასეთი აღფრთოვანებული იყო. წადი თიკუნა ითამაშე!-გაბრილმა დაბლა დასვა თიკა, თუმცა მაინც არ წავიდა.
-როგორც ჩანს!-ვუთხარი და თიკას გავუღიმე.
-აუ, ალ მინდა თამაში, ეკასთან მინდა!-თქვა და ხელები ჩემკენ გამოიშვირა. გაბრიელმაც გიმილით გადმომინათლა. თიკამ კიდევ ბევრი იტიტინა, ყველა სათამაშოს სახელი მითხრა.
-ეკა, ჩემთან წამოდი და ბარბებით მეთამაშე რა...-მითხრა და თითები ყელზე მიიბჯინა თხოვნის სახით.
-არა, თიკა დღეს ვერ წამოვალ, მაპატიე კარგი, მოდი სხვა დროს იყოს.
-კარგი რა ეკა, ბავშვს გულს ნუ ატკენ-ახლა გაბრიელი მომიბრუნდა.
-არა, მართლა არ შემიძლია.-ვუთხარი და გავუღიმე.
-აუ... გთხოვ!!! გეხვეწები... ეკა.
-კარგი მისმინე.... მოდი 4 საათისთვის აქ შევხვდეთ და მეც ამოვალ და ჩემს უმცროს ძმასაც ამოვიყვა, თან გაიცნობ და ის გეთამაშება კარგი?
-კალქი-მითხრა გახარებულმა.
-მაშინ მე წავალ და ოთხზე აქ შევხვდეთ-ვუთხარი გაბრიელს, მანაც კმაყოფიმა გამიღიმა.
-სახლამდე მიგაცილებ!
-არა, ჯერ ბიბლიოთეკაში უნდა შევიარო
-კარგი, მაშინ შეხვედრამდე.
-შეხვედრამდე-ვუთხარი და დათოსთან ერთად ბიბლიოთეკისკენ გავწიე.
პარკს გავცდით და თითქმის ბიბლიოთეკასთან ვიყავით ბექას ხმა რომ გავიგე:
-იმ ახვ*რთან ერთად რას აკეთებდი?-როგორც ჩანს გაბრაზებული იყო.
-რა? ვინ... გაბრიელს გულისხმობ?-ვკითხე და მისენ შევბრუნდი.-რას ნიშნავს რას ვაკეთებდი? მეგობარია და ვსაუბრობდით. ვუთხარი და დათოს ხელი მოკვიდე.
ეკა, ეს ვინ არის?- მითხრა შეშინებულმა დათომ, როგორც ჩანს ბექას გამომეტყველებამ შეაშინა.
-მერე გეტყვი, ახლა ჩუმად იყავი კარგი?!-დავიხარე და ჩუმად ვუთხარი.
-პასუხი გამეცი გოგო... მეგობარი კი არა. სახეში უცინოდი. მეორედ მაგასთან ერთად აღარ დაგინახო, გასაგებია?
-და შენ ვინ ხარ რომ მიკრძალავ?-მეც გავბრაზდი და ხმა გამიმკაცრდა.
-რა ვინ ვარ რომ გიკრძალავ, ეკა, სრულ ჭკუაზე ხარ?-მაჯაში მწვდა და ხელი მომიჭირა.
-მეტკინა... რას აკეთებ? ხელო გამიშვი-ამოვიკნავლე და ხელის განთავისუფლება ვცადე.
-ჩემთვის არადროს არ გცალია და იმ ნაბი*ვარს სულ კუდში დაყვები. ძალიან მოგწონს?
მომწონდა თუ არა გაბრიელი? რა თქმა უნდა, პირველივე სიზმრიდან შემიყვარდა, თავიდან უბრალო სიზმრები მეგონა და პერსონაჟზე ვიყავი შეყვარებული, მერე კი როცა გავიგე რომ ის რეალური ადამიანი იყო, ის მართლაც შემიყცარდა. უბრალოდ არაფერს ვიმჩნევდი, ეს ერთგვარი ხერხია რომ თავი მომეწონებინა.
-ბექა ცხოველივით ნუ იქცევი!!! ბავშვთან ერთად ვარ... გთხოვ გამიშვი ხელი-როგორც იქნა ხელი გავითავისუფლე.
-მოკლედ ჩემი სათქმელი უკვე გითხარი... მეორედ იმ ბიჭთან აღარ დაგინახო. დიდი ხანია უკვე მომწონხარ და ეს თავადაც კარგად იცი... ამიტომ მარტო ჩემი იქნები გასაგებია?!
-ძალიან გთხოვ თავი დამანებე, შემეშვი... ამდენი ხანია გიცილებ... ვერ უნდა მიხვდე რომ არ მაინტერესებ? ამდენი გოგო დადის... დაიხედე ვინმე შენი შესაფერისი ნახე, ოღონდ მე თავი დამანებე... გასაგებია?-დათოს ხელი მოვკიდე და სწრაფად მოვცილდი იმ ადგილს. ბიბლიოთეკაში 2 საათი დავრჩი, საათს რომ დავხედე 4 ხდებოდა.
-----------------------------------
ბავშვებო დიდ ბოდიშს გიხდით, მეშვიდე თავი გამომრჩენია საერთოდ არ მიდევს. ამიტომ ახლა მეშვიდე თავს დავდებ და საღამოს 6 სთ სთვის მეათე თავს დაგიდებთ. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს და ძალიან მიყვარხართ <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent