ოცნება
რას ინებებთ? - იკითხა მოსულმა ბიჭმა. მე ვუპასუხე: "ერთი ფინჯანი რძიანი ყავა, ცოტა ფული მინდა და ბევრი მოგზაურობა,ზღვის ჰავა.. ზღაპარი დიდი დოზით ცხოვრებაში და სიხარულის წვეთები, გზაფხულის ლამაზი, ხასხასა, თბილი ფერები. ბევრი ოცნება და ნაკლები დარდი, მუდმივად ყვავილობდეს წითელი ვარდი. სიყვარულით მიჩქარდებოდეს დამშვიდებული გული, ფრენას ნატრობდეს ვარდისფერ ღრუბლებში სული. ხალხი იღიმოდეს და მშვიდობა იყოს ყველგან, ჯანმრთელობა და იღბალი არ მოკლებოდეს ყველას.. თვითმფრინავს ველოდებოდე ამ წამს, ბარსელონაში მივფრინავდე ერთი თვით ალბათ. მინდა, რომ ყველამ იპოვოს თავისი ნახევარი,დღეს,ხვალ ან თუნდაც დილით. დღე იწყებოდეს და მთავრდებოდეს ყოველთვის მისით. ბედნიერებამ მოთოვოს ჩემს ქვეყანაში ღამით, გაუნათდეს და გაულამაზდეს წუთები,დღეები ხალხს ამით. უკაცრავად, ჩავფიქრდი, ოცნებამ შორს გამიტაცა ძალზედ. გეთაყვა, მხოლოდ ერთ ფინჯან რძიან ყავას დავლევ".. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.