მიჯაჭვული (XVIII თავი)
ზაფხულის მწველი სიცხე იდგა ქალაქში და ადამიანებს აქედან გაცლისაკენ მოუწოდებდა ბუნება. აივნის კარი ღია ჰქონდა და საწოლზე ვარსკვლავის ფორმაში დაწოლილი გარეთ, მთის ფერდობზე შეფენილ ძველ სახლებს შეჰყურებდა და ფიქრობდა მის ცხოვრებაზე, პატარა ლილეზე, იმაზე, თუ რა უნდა გაეკეთებინა მომავალში. როგორ ემუშავა, ესწავლა და ამავდროულად ბავშვიც გაეზარდა, თუმცა შესაფერის ვარიანტს მისი გადაღლილი გონება ვერ იფიქრებდა. დროდადრო გადახედავდა მის გვედით ბავშვის საწოლში მშვიდად მთვლემარე გოგონას და სახეზე ღიმილი მოეფინებოდა, თუმცა შემდეგ კვალავ უტევდა ფიქრები მომავალზე და მისი სახეც წამებში მოიღუშებოდა. ძნელი ყოფილა მარტოხელა დედობა. მართალია ნანუ, მარიამი და ნატა როდესაც შეეძლოთ ყოველთვის ეხმარებოდნენ, თუმცა ეს საკმარისი არ იყო. თანაც ფული უთავდებოდა. უნდა ემუშავა და სწავლისთვის დრო არ დარჩებოდა, თანაც ბავშვი ვინმეს უნდა დაეტოვებინა. ბევრი ფიქრის შემდეგ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სწავლისთვის თავის დანებება იყო საჭირო. მისი ოცნებების ხელყოფა არც ისე ადვილი იყო, თუმცა ახლა მთავარი ბავშვი და მისი კეთილდეღეობა იყო. თავის გადაწყვეტილებაში დარწმუნებული წამოიმართა და სიცხისგან ტანზე მიკრული მაისური გაისწორა. ოთახი ნელა, თითს წვერებზე მოსიარულემ დატოვა და სამზარეულოში გავიდა. სადილის მზადება დაიწყო. ბავშვი კი ჯერ კიდევ ბუნებრივ კვებაზე ჰყავდა. საღამოს, როდესაც მთელი დღის გათანგული სავარძელში ჩაეშვა, სკაიპის ზარის ხმა გაისმა. ანა იყო შემოსული. ახლა გაახსენდა , რომ ნინო დღეს იკეთებდა ოპერაციას და საშინლად შერცხვა თავისი გულმავიწყობის. არადა წესით თვითონ უნდა დაერეკა ანასთვის. -ძვირფასო, როგორ ხართ? მაპატიე დღეს ისე გადავიღალე, რომ ვერ მოვახერხე დამერეკა და მომეკითხეთ. -არაუშავს, რას ამბობ. ოპერაციამ კარგად ჩაიარა. მალე პალატაში გადაიყვანენ და შემდეგ ვითარებას დააკვირდებიან. ღმერთის ნებით თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, მალე დაგიბრუნდებით. -რა კარგია, მადლობა ღმერთს. შენ კიდევ საშინლად დაღლილი სახე გაქვს, დარწმუნებული ვარ ამ ბოლო ხანებში საავადმყოფოდან ფეხი არ გაგიდგამს. ასე არ შეიძლება, შენს თავსაც უნდა გაუფრთხილდე. ნინოს მოძლიერებული უფრო დაეხმარები. -ვიცი, მართალი ხარ. ხვალ ისედაც ვაპირებდი სახლში წასვლას, გამოცვლას და ცოტა დასვენებას. კარგი ახლა მომიყევი ჩემი მომავალი ნათლული რას შვება? როგორაა პატარა ლილე და დედიკო? -მშვენივრადაა. ახლახანს საკმაოდ ბევრი ჭამა გოჭუნიამ და თავის საწოლში გემრიელად არის მოკალათებული და სძინავს. -ვაიმე, საყვარელი. ახალი ფოტოები ხომ არ გაქვს რომ გამომიგზავნო? -კი, როგორ არა, გამოგიგზავნი. ცოტა ხნით დუმილი ჩამოვარდა. -და შენ? -რა მე? -შენ როგორ ხარ? -შესანიშნავად, როგორ უნდა ვიყო. - მხრები აიჩეჩა სალომემ. -რაღაც არ გეტყობა. -წარბები შეკრა გოგონამ. -და როგორ უნდა მეტყობოდეს?!- არც სალომე ჩამორჩა გაღიზიანებაში. -ბედნიერი არ ხარ. -როგორ არა, ლილეს გვერდით როგორ შეიძლება ბედნიერი არ ვიყო. -მარტო ეგ არ არის საკმარისი და შენც მშვენივრად იცი. -... -გენატრება? -არა -არ გიცდია რომ კიდევ გენახა და ბავშვზეც გეთქვა? -არა. მას ნამდვილად არ სჭირდება ბავშვი და ზედმეტი თავსატეხი. -არც რამე გაგიგია მის შესახებ? სად არის? ისევ იმ გოგოსთანაა? -არ ვიცი და არც მაინტერესებს. იმ დღის შემდეგ მასზე ახალი არაფერი მსმენია. -კარგი, როგორც გინდა, შენი ნებაა. -სამუშაო უნდა მოვძებნო. უკვე ორი თვე გავიდა ლილეს დაბადებიდან. რამეს გამოვნახავ და როგორმე შევეცდები რომ ... თან თანხაც მალე გამომელევა. -კი მაგრამ ბავშვი? ვინ დაიტოვებს? -მარიამს ან ნატას ვთხოვ ხანდახან. ზოგჯერ ცოტა ხნით ნანუსაც, შალვას თუ დააღწევს თავს. -ნეტა შემეძლოს შენი დახმარება. -შენ ისედაც ბევრი გააკეთე და აკეთებ ჩემთვის. -... კარგი, უნდა გავიდე, მალე ნინოსაც გადაიყვანენ პალატაში. კიდე დაგიკავშირდები და თავს გაუფრთხილდი ჩემო კარგო. -კარგი, შენც გაუფრთხილდი თავს და ნინო დეიდას რომ ნახავ ჩემგანაც მოიკითხე და გამოჯანმრთელება ვუსურვებ. -აუცილებლად. გკოცნი და ჩემი ნათლულიც ბევრჯერ ჩამიკოცნე. - ტუჩებით კოცნის იმიტაცია გააკეთა და სკაიპი გამორთო. დიდხანს შეჰყურებდა გამორთულ ეკრანს, ბოლოს ლეპტოპი გამორთო და ბავშვის დასახედად გავიდა. პატარა ლილეს ხელები გარდიგარდ დაეწყო და მშვიდად სუნთქავდა. ახლა პირველად კეთილი შურით შეშურდა ბავშვების, რომლებსაც წარმოდგენაც კი არ აქვთ თუ რა სასტიკია სამყარო, რამდენი პრობლემაა ჩვენს გარშემო. არ იღლიან თავს ამ პრიბლემების გადასჭრელი გზების ძიებაში. არ ეფლობიან ყოველდღე ჭაობში და შემდეგ იქიდან ამოსასვლელად უსარგებლო ბრძოლას არ მართავენ. არ ხედავენ ყოველდღიურ შურსა თუ მტრობას, არ იზიარებენ შუღლის კანონებს და თავს მშვენივრად გრძნობენ ვარდისფერ სამყაროში. ეს მათი ჯილდოა, რომელიც წლებთან ერთად ხელიდან ეცლებათ. კიდევ დიდხანს უყურებდა თავის პატარას. ბოლოს კი მის საწოლს მოშორდა და ვაკანსიების თვალიერება დაიწყო ინტერნეტში. თუმცა იქ ვერაფერი იპოვა საინტერესო. ხვალ აუცილებლად იყიდდა გაზეთს, იქნებ იქ მაინც ეპოვა რაიმე. ამ ფიქრებში დაეძინა. დილით ადრე ბავშვის ტირილმა გამოაღვიძა. ნელა წამოიზლაზნა და მის საწოლთან მივიდა. როგორც ჩანს პატარა ლილეს შიოდა და თან გამოსაცვლელიც ჰქონდა. სასწრაფოდ მიხედა ბავშვს, შემდეგ თავი მოიწესრიგა და ქვემოთ სუპერმარკეტში ჩავიდა პატარასთან ერთად. როდესაც ყველაფერი იყიდა, რაც საჭირო იყო, სალაროსთან რიგში ჩადგა. უცებ დაჟინებული მზერა იგრძნო და გარშემო მიმოიხედა. თვალი ერთ ადამიანზე გაუშტერდა. ეს ნიკა იყო, რომელიც სავარაუდოდ იმის გარკვევას ცდილობდა ეს გოგონა ბავშვით ხელში ნამდვილად ლილე იყო, თუ უბრალოდ სხვას მიამსგავსა. სანამ ნიკა მოისაზრებდა, რომ მისკენ წასულიყო და ყველაფერი გაერკვია, გოგონამ სასწრაფოდ დაავლო პარკებს ხელი და ბავშვთან ერთად სწრაფი ნაბიჯებით დატოვა სუპერმარკეტი. სახლში აქოშინებული შევიდა. „ესღა მაკლდა, იმედია ვერ მიცნო“. ამ იმედით დაიმშვიდა თავი და ჯერ საუზმე მოამზადა, შემდეგ ისევ ბავშვს მიხედა, ბოლოს კი ვაკანსიების თვალიერება დაიწყო. თითქმის ნახევარი გაზეთი ისე გადაიკითხა მისი შესაფერისი ვერაფერი იპოვა. შემდეგ კი რაღაც ბარში მიმტანის პოზიცია აღმოაჩინა. ანაზღაურება 600. არც ისე ცუდი ვარიანტია. მაშინვე დარეკა და პასუხმაც არ დააყოვნა. გასაუბრებაზე დაიბარეს უფროსთან. მეორე დღეს ბავშვი ნატას დაუტოვა და თვითონ ბარის გზას გაუდგა. შესვლისას სასიამოვნო ატმოსფერო დახვდა. მაშინვე ბარმენთან მივიდა. -გამარჯობა, რით შემიძლია გემსახუროთ? - მომხიბლავი ღმილი შეაგება 22 წლამდე ბიჭმა. -გამარჯობა, მე მიმტანის ვაკანსიასთან დაკავშრებით მოვედი. -მართლა? შესანიშნავია. მაშინ ჩვენს უფროსს უნდა გაესაუბრო. თაკო, მიდი ეს ახალია და გიგას კაბინეტამდე მიაცილე. -გამარჯობა, მე თაკო ვარ. - ხელი გაუწოდა სასიამოვნო შესახედაობის ახალგაზრდა გოგონამ. -სასიამოვნოა. სალომე. -ჩემთვისაც. -ხომ არ ნერვიულობ? -ციტათი. -არ იღელვო, გიგა შესანიშნავი უფროსია. ნურაფრის ნუ შეგეშინდება და თმამად იყავი. იმედია მიიღებ ამ ვაკანსიას. -იმედია. - გაიღიმა სალომემ და თაკოს შეჰყვა კაბინეტში. -ვაკანსიაზე არიან. - მხიარულად დაიძახა და მალევე დატოვა იქაურობა. -დაბრძანდით, ნუ გეშინიათ. აბა, თქვენი სახელი? -სალომე, სალომე ერისთავი. -ძალიან კარგი სალომე. აბა მითხარი გამოცდილება გაქვს? ოდესმე მიმტანად გიმუშავია? -კი, ერთი პერიოდი კაფეში ვმუშაობდი, დაახლოებით ორი თვე, ასე რომ გამოცდილება მაქვს. -კარგი, რამდენი წლის ხარ? -ცხრამეტის. -პირობებს გაეცანი რაც გაზეთში ეწერა? -დიახ, ყველა პირობას გავეცანი. -რაიმე პრეტენზია ხომ არ გაქვს პირობებთან დაკავშირებით. როგორც იცი საღამოს საათებში იმუშავებ, ექვსიდან პირველამდე. -არანაირი პრეტენზია არ მაქვს. -შესანიშნავია. მაშინ მომილოცავს, შეგიძლია მუშაობა დაიწყო. თაკო შენს ფორმას მოგცემს და თუ რამე კითხვა გაგიჩნდება, შეგიძლია მას ან ნოეს მიმართო, ჩვენს ბარმენს. -კარგით ძალიან დიდი მადლობა. - სალომე სიხარულით გამოვიდა კაბინეტიდან და მაშინვე იქვე მყოფი თაკოსკენ გაემართა. - ამიყვანეს. -გილოცაავ. შესანიშნავია. იმედია ერთმანეთ კარგად გავიცნობთ და დავმეგობრდებით კიდევაც. -აბა, რას ამბობ. უკვე ჩვენი თანამშრომელია ესე იგი ჩვენი მეგობარიც. საღამოს 6-ისთვის გელოდებით სალომე. - გაუღიმა ნოემ. -დიდი მადლობა. საღამომდე. - სალომემ ბარი დატოვა და გახარებული სახლისკენ გაემართა. -ნატაა, ამიყვანეს!- ყვირილით შევარდა და მეგობარს გადაეხვია. -ჩუმად, ახლა დავაძინე. - ხელით ანიშნა ნატამ ბავშვისაკენ. -უი, მაპატიე, - პირზე აიფარა ხელი გოგონამ. -გილოცავ ჩემო კარგო. -გმადლობ. -იცოდე ჩვენი დახმარების იმედი გქონდეს, ბავშვს ან მე და ან მარიამი დავიტოვებთ სანამ შენ იქ იქნები. სწავლის დაწყებამდე კიდევ დროა, ასე რომ არ მოგერიდოს, დაგვირეკე, როდესაც დაგჭირდებით. -უთქვენოდ არ ვიცი რა მეშველებოდა. -კარგი, კარგი, ახლა ცრემლების დრო არ არის. - თვალიდან ჩამოგორებული ცრემლი მოსწმინდა გოგონას. -ახლა უნდა წავიდე. -კარგი, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მას შემდეგ, რაც ნატა წავიდა, სახლის საქმეებს და ბავშვს მიხედა და ცოტა დაისვენა. შემდეგ წასასვლელად მოემზადა. მალე კარზე ზარიც გაისმა. გაღმებულმა ოთახში სემოატარა ნანუ. -აბა, შალვას როგორ დააღწიე თავი? -ვუთხარი, რომ ჩემი ბიძაშვილი საავადმყოფოში იწვა და მის სანახავად მივდიოდი. რა კარგად გამოიყურებუ ჩემო გოგონა. -გმადლობ. ახლა კი უნდა წავიდე. დაგირეკავ ხოლმე თუ შევძელი და ბავშვის ამბავი შემატყობინე. -აუცილებლად ჩემო გოგონა. ღმერთმა წარმატებული გზა მოგცეს. მალევე გაისტუმრა სალომე და თვითონ პატარა გოჭუნიას მიუბრუნდა. ბარში შასვლისას იქაურობას მოავლო თვალი. ახლა ბევრად ხალხმრავალი ჩანდა იქურობა, ვიდრე პირველი მისვლისას და არც გაკვირვებია, ახლა ხომ საღამო იყო. მალევე ჩაიცვა ფორმა. წარმატებები უსურვეს თანამშრომლებმა და მუშაობაც დაიწყო. შეკვეთას შეკვეთაზე იღებდა. სულ სირბილი უწევდა და ეს სამსახური ცოტა ზედმეტად დამღლელიც კი იყო. ერთხელაც ვერ მოახერხა ნანუსთვის დაერეკა და ამბავი ეკითხა. სახლში მისავათებული დაბრუნდა. შესვლისთანავე მისი ოთახისკენ გაემართა და ბავშვს დაედა. ოდნავ დამშვიდდა და მისაღებში გამოვიდა. -ვერაფრით ვერ მოვახერხე დარეკვა, ისეთი გადატვირთული დღე იყო. როგორ ჩაიარა დღემ? რამე ხომ არ სჭირდებოდა. კარგადაა ყველაფერი? -კი, კარგადაა. ნუ ღელავ. გემრიელად ჭამა და მშვიდად დაიძინა. ახლა მეც უნდა წავიდე. -ღამეა, იქნებ დარჩენილიყავი? -არა უშავს, ხომ იცი რა ახლოა აქედან ჩემი ბინა, სულ რაღაც 10 წუთში მივალ ფეხით თან ირგვლივ ყველაფერი განათებულია, ასე რომ ნუ ღელავ. -კარგი ნანუ, დიდი მადლობა. -რას ამბობ შვილო, რისი მადლობა. წავედი და თავს გაუფრთხილდით. -კარგად. -კარი მიხურა და საძინებლისკენ გაემართა. არაფრის თავი არ ჰქონდა, ბავშვს დახედა და როცა დარწმუნდა რომ ყველაფერი რიგზე იყო, საწოლზე მოწყვეტით დაეშვა და ღრმა ძილს მისცა თავი. მეორე დღემ და საერთოდ ყოველმა მომდევნომ ჩვეულ რეჟიმში ჩაიარა. ბავშვას, ხან ნატა, ხან კი მარიამი იტოვებდა, თვითონ კი სამსახურში მიდიოდა, რომლითაც დიდად აღფრთოვანებული არ იყო. ასე გავიდა რამოდენიმე კვირა. ზაფხული უკვე იწურებოდა. მალე ანა და მაკაც აპირებდა ჩამოსვლას. ერთ დღესაც ნოემ იქვე, მის ბართან ჩამომჯდარ სალომეს და თაკოს შეატყობინა, რომ ხვალ კერძო წვეულება იმართებოდა და ბარი უნდა დახურულიყო. ყველა ემზადებოდა ამ დღისთვის. მთელი პერსონალი გააფრთხილეს, რომ დღეს მნიშვნელოვანი პიროვენბა მართავდა აქ ნიშნობის წვეულებას. სალომეც ჩვეულებრივად შეხვდა ამ ამბავს. ექვსისთვის სტუმრებმა დაიწყეს მოსვლა. -როგორ მაინტერესებს, ვინ არის ეს ტიპი, ასეთი ამბით რომ გაგვაფრთხილეს. - გადაულაპარაკა თაკომ. -არ ვიცი, ალბათ ვინმე განებივრებული მამიკოს ბიჭი იქნება. -სჯობს საქმეს მივხედოთ. -მართალი ხარ. სალომე ერთ-ერთ მაგიდისაკენ შეკვეთის მისაღებად გაემართა. -რას ინებებთ?- ისე იკითხა, ბლოკნოტიდან თავი არ აუწევია. -სალომე?! - ჩაილაპარაკა ნაცნობმა ხმამ. ნელა ასწია თავი და მის წინ მჯდარ ლაშას გაუსწორა მზერა. ერთი წლის შემდეგ კვლავ ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. სათქმელი კი თითქოს არაფერი ჰქონდათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
![აქტიური მკითხველი](http://4love.ge/uploads/fotos/foto_543820.jpg)
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.