შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იმ ბიჭს ეკუთვნის ჩემი ღიმილი !


4-03-2016, 00:05
ავტორი Kristy
ნანახია 2 396

შემომხედე, დაივიწყე სევდა,
მე ხომ შენი არ მინდოდა ტკენა?!
მოდი, ისევ მოგეხვევი ერთს და
სიყვარულით დაიძლევა წყენა!

ნუ დამიკარგავ ჩადებულ ამაგს,
ისევ გიღიმის ის მოკლე კაბა!
დღეს დაიბადე, გჯეროდეს ამის,
აღარ არსებობს სხვა ძალა ახლა!

გაიხსენე, რომ გიყვარდა ფრენა
და რომ იყავი მუდამ მზიანი!
შეისხი ფრთები გადამალული,
ყოვლისშემძლეა ადამიანი!

თითქოს მკარნახობს თავდავიწყება
და ჩამჩურჩულებს „გატეხე ჭიქა!“
ან წარმოდგენა რად არ იწყება,
როცა იღვიძებს მთვლემარე რითმა?!

და თუ მივაგნებ აკრძალულ საზღვარს,
ნიშანს დავადებ: აქაც ღირს გავლა!
უცნაურია! მიწევს გითხრა, რომ
ჩვენი წარსული უკვალოდ გაქრა!

ტირის ბუნება... ქუჩაში მარტო
დადის ვაჟკაცი, უზომოდ დარდობს!
ჩუმად გაგიმხელ ორიოდ სიტყვას,
რომლებიც მუდამ უსაზღვროდ გათბობს!

რომც შემომაცვდეს ფრიალა კაბა
და რომც დამიჭკნეს იის გვირგვინი,
გრძნობის ბილიკზე რომ გაიარა
იმ ბიჭს ეკუთვნის ჩემი ღიმილი!



№1  offline წევრი ელლ

წარმატებები ავტორს, ლექსი არ მომეწონა

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

შენ დაძლევ ყველა სირთულეს, ჩვენ გვჯერა შენი wink როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზე მდგომი მე request და დღეს თქვენც გაგეთიშათ საიტი თუ მარტო მე?

 


№3  offline წევრი ელლ

yvelas gatisha. da kidev kargi isev daubrunda mwyobrs torem chemi susti guli 4love.ges dakargvas ver gadaitanda :-D

 


№4  offline წევრი ელლ

kristy kargi gogo xar. ai ase unda sshexvde kritikasa tu licemerias. es chemze magla gayenebs da chems tvalshi upro gamaglebs, zog- zogiertebis msgavsad isterikebi ki ar unda moawyo :-D:-D:-D:-D:-D:-D namiokuri, shavi iumori. ogond wminda wylis iumoria da ara ironia :-D:-D:-D

 


№5 სტუმარი Magda

რომც შემომაცვდეს ფრიალა კაბა და რომც დამიჭკნეს იის გვირგვინი,
გრძნობის ბილიკზე რომ გაიარა, იმ ბიჭს ეკუთვნის ჩემი ღიმილი!

დიდებული ლექსის საოცარი დასასრული

 


№6 სტუმარი Firestorm

ნეტაი მაგ ბიჭს

ლექსი ბრწყინვალე როგორც ყოველთვის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent