შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგონი შემიყვარდი (9)


19-08-2016, 01:41
ავტორი mariam-mariam
ნანახია 2 813

-ნატო კარგი რა კარგი რა - უხეშად დაიწყო სანდრომ - გახსოვს ორი დღის წინ რა მითხარი?! მე მახსოვს და თუ არ გინდა იგივე განმეორდეს ცოტა გონს მოდი..
ყვირილით დაამთავრა და სახლის კარები ძლიერად გაიჯახუნა..
-რაც გინდათ ის ქენით, გინდ
აქ მოიყვანეთ, გინდ იქით წადით. რაც გინდათ ის გიქნიათ..
მოჩვენებითი სიმშვიდით მითხრა, დანა იქვე მაგიდაზე დააგდო და ხელების სავსავით გავიდა ოთახიდან..
ერთი ღრმად ამოვისუნთქე და ნელა წამოვდექი ფეხზე..
თხელი მოსაცმელი შემოვიცვი და გარეთ გავედი..
მთელ ეზოში ვეძებდი სანდროს მაგრამ არსად არ იყო..
-ქალბატონო მია, ბატონ სანდროს ეძებთ?
ჭიშკართან მდგომმა დაცვამ დამიძახა და ჩემკენ ნელი ნაბიჯით წამოვიდა..
-კი, ხომ არ იცით სადაა?
იმედიანად ვკითხე და სწრაფი ნაბიჯებით წავედი მისკენ..
-სად წავიდა არ ვიცი, მაგრამ დამიბარა მია თუ გამოვა გარეთ უთხარი დაწვეს და ბევრი არ იაროსო და დედამის და მის დას დაურეკოს დედაჩემმა რაც არ უნდა თქვასო. და ხო თუ რამე დაჭირდა დამირეკოსო..
უცებ მითხრა ყველაფერი და თავის ადგილას დაბრუნდა...
როგორც კი ოთახში ავედი მაშინვე სანდროსთან დავრეკე..
-სან სად ხარ?
როგორც კი ზუმერის ხმა შეწყდა მაშინვე ჩავძახე ტელეფონში..
-სამსახურში მივდივარ რა ხდება? კარგად ხარ?
მაშინვე დაეტყო შეშფოთება მის ხმას..
-კი კარგად ვარ, უბრალოდ ვიფიქრე რომ იქნებ არ ღირს..
-არა მია არა! - უცებ შემაწყვეტინა ლაპარაკი - ღირს, დედაშენია, შენი ოჯახია და ვალდებული ხარ ეს გააკეთო.. მეტი ამაზე ლაპარაკი აღარ იყოს, აიღე ტელეფონი და დარეკე..
-კი მაგრამ..
-მია, დარეკე...
უცებ მომახალა და ტელეფონი გამითიშა...
ერთი ღრმად ამოვისუნთქე და ნაცნობი ნომერი ავკრიბე..
-ვაიმე ცოცხალი ხარ?
როგორც კი ზუმერის ხმა შეწყდა მაშინვე გაისმა მაკოს ირონიული ხმა..
-კარგი რა მაკო ერთჴელ რო ნორმალურად მელაპარაკო არა?! დედა სადაა?
-დედა მაღაზიაშია, რა იყო ბორში გაქვს გასაკეთებელი და არ იცი როგორ გააკეთო?
სიცილს არ წყვეტდა მაკო და ნერვებს მიშლიდა.. არა იმიტომ, რომ ესეთი ტონით მელაპარაკებოდა, უფრო მისი თავდაჯერებულობის გამო..
სინამდვილეში მაკო ჩემზე მეტად გადარეული და თავზეხელაღებულია..
ის ამბავი რაც მე გადამხდა მაკოსგან უფრო მოსალოდნელი იყო ვიდრე ჩემგან...
-რომ ამოვა დამირეკეოს საქმე მაქვს...
უცებ მივაყარე და გაბრაზებულმა გავუთიშე ტელეფონი...
იმდენად მივეჩვე ბოლო ორ თვეში დამცირებას და შეურაცხყოფას, რომ უკვე რეაქცია აღარ მაქვს..
ოდესმე, რომ ვინმეს ჩემთვის ეთქვა ესე მთვრალი დაქორწინდები და ამდენ შეურაცხყოფას აიტანო სიცილით იქვე მოვკვდებოდი...
მამა მასწავლიდა ხოლმე არასდროს არავის არაფერი არ დაუთმოო, ხოლო თუ დამანაშავე არ ხარ და ისე გწამებენ ცილს, უბრალოდ გაატარე და ყველაფერი ისე იქნება როგორც ღმერთს სურსო..
სწორედ ესე ვიქცევი ეხლა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი შეცდომა დავუშვით მე და სანდრომ, ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი მაინც ზედმეტია... თუ სიყვარული არა მოწონება ხომ მაინცაა..
სიმპატიები ხომაა?!
მაგრამ ყველაფერს გადავიტან ჩემი ბავშვის გამო..
ნატოს უსამართლო ლანძღვასაც კი გადავიტან, ოღონდაც ჩემი შვილი იყოს კარგად...
გონზე ტელეფონის გაბმულმა ზარმა მომიყვანა...
-ხო დე..
როგორც კი ლალის ნომერი დაფიქსირდა მაშინვე ვუპასწუხე და ყურებამდე გავიღიმე...
-როგორ ხარ დე? მაკომ მითხრა დაურეკეო...
ერთბაშად მომაყარა და ვიგრძენი როგორ გაეღიმა..
-კიდე კარგად ვარ, უბრალოდ მინდა რომ ამ საღამოს ჩვენთან მოხვიდეთ შენ და მაკო..
ფრთხილად შევაპარე და ლოგინზე ფრთხილად წამოვჯექი..
-ხო მშვიდობაა დე?
საგრძნობლად შეეცვალა ხმის ტონი და მაშინვე მისი დაწყნარება ვცადე..
-კი კი , უბრალოდ ორსულად ვარ და მინდოდა აქ რომ მოხვიდოდით მერე მეთქვა, მაგრამ ვეღარ შევიკავე თამი..
ერთბაშად მივაყარე და ნერვიულად მოვისვი კისერზე ხელი, არ ვიცოდი რას იტყოდა დედაჩემი..
რა თქმა უნდა გაუხარდებოდა, თუმცა მაინც რაღაცნაირად მეშინოდა..
-რა კარგია მია დე, გილოცავ დე.. სანდრომ რაო,, როგორაა?!
ერთბაშად მომაყარა გახარებულმა და პასუხის გაცემის საშუალება არ მომცა, რამდენი პირი გავაღე რამის სათქმელად, იმდენი ახალი შეკითჴვა მომაყარა..
ბოლოს უკვე დამშვიდებულზე ყველა კითხვაზე ვუპასუხე და მის კომენტარებზე ჩემთვის მეღიმებოდა..
კიდე დიდხანს ველაპარაკე მონატრებულ დედას, მაგრამ როგორც კი კვლავ საშინელი გულისრევა ვიგრძენი სასწრაფოდ გავუთიშე ტელეფონი და აბაზანაში გავვარდი..
სახე ცივი წყლით მოვიბანე და ამჯერად სამზარეულოშჲ გავლასლასდი...
მაგიდასთან ნატო და ვიღაც ქალი იჯდა.. ყრუდ მივესდალმე ორივეს და ოთახში ასვლა გადავწყვიტე, როცა ნატოს ხმამ გამაჩერა..
-მია!
-გისმენთ..
ნელა შევტრიალდი მისკენ და ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდით ვუპასუხე..
-ეს სანდროს ნათლიაა ნინო, ეს კი მიაა რომ გიყვებოდი..
-სასიამოვნოა..
თბილად გამიღიმა ქალმა..
-ჩემთვისაც.. - მეც ღიმილით ვუპასუხე და ნატოს მივუბრუნდი - თქვენის ნებართვით ოთახში ავალ ცოტა შეუძლოდ ვარ..
ისევ მოჩვენებითი სიმშვიდით შევხედე და კიბეებისკენ წავედი..
-რამე სერიოზულია? სანდრომ იცის? თან შენი ფერიც არ მომწონს..
ერთბაშად მომაყარა კითხვები ნინომ და ჩემკენ წამოვიდა..
-ყველაფერი კარგადაა, დაწვება და გაუვლის..
ჩემ მაგივრად მკვახედ უპასუხა ნატომ და თავის ადგილას დაბრუნდა..
-კი კარგად ვარ, უბრალოდ ცოტა ტოქსიკოზი მაქვს, დავწვები და ყველაფერი გამივლის..
ღიმილით ვუთხარი და კიბეებზე ავედი..
-უი ხო, დღეს ჩემები მოვლენ რვა საათისთვის, ყოველი შემთხვევისთვის რომ იცოდეთ...
სანამ საბოლოოდ მივეფარებოდი თვალს ნატოს გავძახე და ოთახის კარები მივხურე..
რატომღაც ჩემი ამ საქციელით ”ვამაყობდი”..
არ მეგონა ძველი მიასგან თუ იყო დარჩენილი რამე, თუმცა...
როგორც ჩანს მისი სიტყვები ფუჭი იყო და არანაირ შეგუებას არ აპირებდა...
უბრალოდ ვერ აიტანა, როდესაც მისი შვილი მისგან ესე შორს იყო და თან ”ვიღაც” ქალთან ერთად...
დარწმუნებული ვარ ეს ბავშვიც არ გონია სანდროსი და მისი გაჩენისთანავე ”მისვრის” აქედან..
თუმცა მე მია კერესელიძე ვარ, გოგო რომელიც არავის არაფერს არ უთმობს..
”რაებს ბჟუტურებ მია?! რისი გამკეთებელი ხარ?! დაისვენე რა..”
ჩემივე ფიქრებზე გამეცინა და საწოლში უფრო კომფორტულად მოვთავსდი...
როდის ჩამეძინა არ ვიცი, თუმცა გონზე ვიღაცის დაჟინებულმა მზერამ მომიყვანა...
-სანდრო შემაშინე..
თვალების გახელისთანავე სანდროს გაცისკროვნებული სახე დავინახე და ცოტა არ იყოს შემეშინდა...
-რა იყო ესეთი ცუდი შესახედი ვარ?! - ვითომ ნაწყენმა ამოილაპარაკა და გვერდზე მომიწვა - მოდი ჩემთან რაღაც უნდა გაჩვენო..
მკლავები გაშალა და მაშინვე მისკე მივჩოჩდი, ერთი ხელი წელზე მომხვია მეორეთი კი ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და სურათები მაჩვენა..
-ნახე დღეს ბავშვისთვის საწოლებს ვათვალიერებდი, რამდენიმე მომეწონა, თუმცა შენ გარეშე ყიდვა ვერ გავბედე..
გაღიმებული მიყვებოდა ამბებს და თან ტელეფონის ეკრანს თვალს არ აშორებდა..
-კარგი რა სან, ჯერ ისიც არ ვიცით ბიჭია თუ გოგო და თან ჯერ ორი თვის ვარ ადრეა მაგათზე ფიქრი..
ღიმილით ვეუბნებოდი და მის აციმციმებულ თვალებზე რაღაც სასწაული მემართებოდა..
-ნახე რა მა დედაშენი დამცინის..
ლაპარაკი ისევ მუცელს დაუწყო..
-ნუ ხარ სულელი..
სიცილით ვუთხარი და მაისური ჩამოვიწიე..
-ნახე მა ისევ დამცინის და მაწამებს...
მაისური ისევ მკერდამდე ამიწია და ლაპარაკი დაიწყო..
თანდათან თითებით სხვადასხვა ფიგურებს ხაზავდა და სხვა სამყაროში მიშვებდა...
-სან..დრო უნდა ავდგე ჩემები მოვლენ მალე..
ბლუყუნით ამოვილაპარაკე და წამოდგომა ვცადე..
-ცოტახანიც გთხოვ.. - ისევ განაგრძო მუცელთან თამაში და შიგადაშიგ მაკოცებდა ხოლმე.. - უბრალოდ ვერ წარმოიდგენ რა ბედნიერი ვარ, ჩემი შვილი მეყოლება, პატარა და საყვარელი... ხელში აყვანა რომ შემეშინდება ისეთი პატარა და საყვარელი იქნება..
ძალიან ბედნიერი ვარ მია..
პირველად ოცდაცხრა წლის მანძილზე..
გაღმერთებ მია ესეთი საჩუქრისთვის...
ჩუმად ბუტბუტებდა და ფრთხილად მკოცნიდა ტუჩებზე..
-ჩემი სანდრო..
ჩუმად ამოვილაპარაკე და კოცნაზე კოცნითვე ვუპასუხე...
დიდხანს ვუყურეთ ერთმანეთს გაშტერებულებმა, თუმცა გონებაზე პირველი მე მოვედი და მაშინვე ფეხზე წამოვხტი
-კარგი რვა საათი სრულდება, მოვლენ აწი..
სიტუაციის განმუხტვის მიზნით წამოვიძახე და ტანზე უცებ გამოვიცვალე...
-მეჩვენება თუ ღიპი დაგედო?!
გამომცდელი სახით მომაშტერდა და ტუჩის კუთხეში შეპარული ღიმილი დააიგნორა...
-ნუ ხარ ტუტუცი..
სიცილით ვესროლე მაისური და მის გაკვირვებულ სახეზე უფრო გამეცინა...
მალევე გავემზადეთ ორივე და ქვემოთ ჩავედით..
ბოლო საფეხურზე ფეხის დადგმა და კარებზე ზარი ერთი იყო..
უცებბ მივვარდი კარებთან და როგორც კი ნაცნობი სახე დავინახე სიხარულით ზედ შევახტი..
-ჩემი გოგო...
ზურგზე ხელს მისვამდა ლალი და თან ბუტბუტებდა...
-გაიცანი დე ესენი არიან სანდროდ მშობლები ნატო და გია.. ეს კი დედაჩემია ლალი და ჩემი და მაკო...
მორიდებული ღიმილით მიესალმნენ ერთმანეთს..
ჩემდა გასაკვირად ნატო შედარებით თბილად იქცეოდა ყველას მიმართ..
გაკვირვებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს მე და სანდრომ და ისევ გაღიმებული ნატოსკენ გავაპრეთ მზერა..
თითქმის ყველაფერზე ილაპარაკეს ზოგად საკაცობრიობო თემებიდან დაწყებული ჩემი და სანდროს უეცარი ქორწილით დამთავრებული...
იმდენი ილაპარაკეს, რომ ლამისაა წამოვდექი და მეთვითონ ვუთხარი სიმართლე ყველას...
-კარგით ჩვენ წავალთ, თორემ
გვიანია...
ნელა წამოდგა ფეხზე ლალი და მალევე მიყვა მაკოც, თბილად დავემშვიდობე ორივეს და სანდროსთან ერთად შევბრუნდი მისაღებში..
ნატო ურეაქციო სახით ალაგებდა მაგიდას... ნელა ჩამოვშორდი საქმეს და მეც მაგიდის ალაგებას შევუდექი..
-არ მინდა წადი დაისვენე..
როგორც კი მოძრაობაში დამინახა მაშინვე გამაჩერა და თეფშები გამომართვა..
-დაგეხმარებით რადენი დღეა ვწევარ, თან კარგად ვარ..
-მაშინ ჰაერზე გაისეირნეთ შენ და სანდრომ სულ სახლში რომ ხარ გამოკეტილი..
მხარი აუბა გიამაც და ბოლოა დაჟინებული მოთხოვნით შედარებით თბილად გამოვეწყე და სასეირნოდ წავედით..
შუა ნოემბერი იყო უკვე..
ვერ ვიტყვი რომ იყინებოდა ყველაფერი, მაგრამ არც თბილი ამინდები არ იყო...
უხმოდ მივუყვებოდით პატარა ბილიკს მე და სანდრო...
ხმას არცერთი არ ვიღებდით მხოლოდ შიგადაშიგ თუ გადავხედავდით ერთმანეთს..
-რამ შეცვალა ნეტავ ამ რამდენიმე საათში დედაჩემი?!
დუმილი სანდრომ დაარღვია და იქვე სკამზე ჩამოჯდა...
-ნათლიაშენი იყო მოსული დღეს...
სულ რომ არაფერ შუაში იყო ისე ვუთხარი..
-როგორ ვერ მივხვდი ამაში ნინოს ხელი რო იქნებოდა გარეული... იმ ამბის მერე მხოლოდ ნინოსი ესმის და ჯერა..
ოდნავ დარდიანმა ამოილაპარაკა და ამოიხვნეშა..
-რაა ამბავი შეგიძლია მომიყვე?!
ინტერესიანი მზერით გავხედე და პასუხის მოლოდინში გავიყუსე... მხოლოდ თავი დამიქნია და მოყოლა დაიწყო..



№1  offline წევრი isterichka123

ველოდები აალ თაცს კაია გააგრძელე

 


№2 სტუმარი hipo

cheemi favoritia

 


№3  offline წევრი lamazmani

vaime ra ambavi sad gawyvite ra aris es male dade

 


№4 სტუმარი Salo salo

ინტრიგაანოო :დდ სასწაულია მალედადეე ვეღარვითმენ :*

 


№5  offline წევრი Swimminger

ძალიან მაგარი ისტორიაა , დღეს ყველა თავი ერთად წავიკითხე და იმდენად შევიჭერი როლებში რომ არ მეყოო, ველი შემდეგ თავს სულითდაგულით <3 <3 :***

 


№6  offline აქტიური მკითხველი La-Na

Kargia.momewona iqneb moubrundes am qals guli
--------------------
ლანა

 


№7  offline წევრი nini :)

Dges wavikitxe yvela tavi ertad, dzalian momewona male dade shemdegi rom gavigot ra ambavi .ouxda natos da ratoa aseti, martlac chamtrevi istoriaa, kitxva rom daviwye uceb shemtxvevit daqorwinebulni gamaxsendaaaa, dzaan magaria veli shemdegs

 


№8 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მეც დღეს წავიკითხე ყველა თავი ძალიან საინტერესოა მომეწონა ძალიან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent