შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგონი შემიყვარდი (8)


18-08-2016, 07:17
ავტორი mariam-mariam
ნანახია 3 133

როგორც კი გამოვფხიზლდი ლოგინში მარტო ვიწექი, თვალებ დახუჭულმა მოვათვალიერე ოთახი, მაგრამ სანდრო არსადა რ იყო..
ნელა წამოვჯექი ლოგინზე და უკვე გარკვევით გავიგე პირველი სართულიდან ამომავალი ხმები..
მალევე მოვწესრიგდი და მიუხედავად იმისა, რომ საშინელი გულისრევის შეგრძნება მტანჯავდა მაინც ღიმილით შევედი სავსე მისაღებში..
ყველანი იქ იყვნენ..
ჩემი გოგოები და სანდრორა ბიჭები..
ჩემი დანახვისას ერთბაშად დაწყნარდნენ და ჩემკენ ნ..
-აუ რა მაგარია.. პატარა საყვარელი ნათლული მეყოლება..
აღტაცებით ლაპარაკობდი ნატალია და ჯერ არ არსებულ მუცელზე მეფერებოდა..
-ეეე მარტო შენი არაა, ჩემიცაა..
თავი წამოყო თაზომ და ნატალია მუჯლუგუნით გააგდო..
-გეყოფათ ნუ გამიგიჟეთ ბავშვი... - ხელების ფათურით მომაშორა სანდრომ შემოხვეული ხალხი და სავარძლისკენ წამიყვანა... - შოკოლადი ხო?
ღიმილით გამომხედა და მორიგი შეკვრა შოკოლადი მომაწოდა..
-შენ ეგრე გასუქდები ეეე..
უკმაყოფილო სახით გამომხედა ქეთომ..
-მინდა და.. - ბუზღუნით ამოვილაპარაკე... - ისადა იოანე და ანა სად არიან?
გარშემომყოფები მოვათვალიერე და როცა ”მორიგი” ორსული ვერ ვიპოვე მაშინვე ვიკითხე..
-მალე მოვლენ..
ბლუყუნით ამოილაპარაკა თაზომ და კიდევ ერთი შოკოლადი ამაცალა..
-ეე ჩემია..
ხელზე ხელი დავარტყო და შოკოლადებს ხელი დავავლე..
-კაი რა რძალო მაჭამე.
შეწუხებული სახით გამომხედა და მაშინვე სიცილი ამიტყდა..
-კარგო ხო.. - ძლივს ამოვილაპარაკე და შოკოლადები გავუწოდე - ოღონდ რძალო აღარ დამიხახო ინდურ სერიალში მგონია თავი..
უკმაყოფილოდ დავამატე და ყველას სიცილიც დავიმსახურე..
სამზარეულოში გასასვლელად წამოვდექი და მაშინვე სათითაოდ მომვვარდნენ ყველა და კითხვები დამაყარეს...
-კარგით ხალხო წყლის დასალევად გავდივარ..
ღიმილით ვუთხარი, თუმცა მათ ზედმეტ ყურადღებაზე უკვე ნერვები მეშლებოდა.. მომავალი უკვე შვიდი თვე კი ამ მზრუნველობაში უნდა გავატარო...
”ანა მალე მოდი რა!”
გასვლისას ჩემთვის ამოვილაპარაკე და ჩემივე ფიქრებზე გამეცინა...
-მია მეგობარი მოგივიდა..
შემოსასვლელიდან მომაძახა სანდრომ და მეც მაშინვე იქით წავედი..
-ანა! - გახარებულმა შევძახე და დიდი ხნის უნახავივით გადავეხვიე.. - მიშველე!
ყურში ვუჩურჩულე და ოდნავ გავუღიმე....
-დაგღალეს?!
როგორც კი დივანზე ერთმანეთის გვერდიგვერდ დავსხედით ჩუმად გადმომილაპარაკა და ოდნავ შესამჩნევად გამიღიმა..
-არც ისე, მაგრამ თან ძალიან..
მეც სიცილით ვუპასუხე და ისევ შოკოლადი შევჭამე..
-რას ჩურჩულებთ მანდ ორსულები რამე ახალი თამაშია?!
წარბაწევით გამოგვხედა ქეთომ და ხელები გულზე გადაიჯვარედინა..
-ნუ ცანცარებ რა..
სიცილით ვუთხარი...
კიდევ დიდხანს იყვნენ ჩვენთან და ყველანაირად ცდილობდნენ ჩემთვის და ანასთვის ყურადღება არ მოეკლოთ, თუმცა უკვე ეს ყურადღებაც კი ზედმეტი იყო...
ყოველი ნაბიჯის გადაგმაზე რო გეკითხებიან ცუდად ხო არ ხარ ან რამე ხომ არ გჭირდება..
ბოლოს უკვე როცა რამე მოგვინდებოდა უბრალოდ ერთმანეთს გადავხედავდით და ” აზრი არ აქვს” ნიშნად ხელს ჩავიქნევდით..
ღამის თორმეტი საათი იყო სახლში მხოლოდ მე და სანდრო, რომ დავრჩით..
კომფორტულად მოვთავსდით საწოლზე, შოკოლადები მოვიმარაგეთ და ჩვენ-ჩვენ ფიქრებში წავედით..
სიმართლე რომ
ვთქვა ამ წუთში არაფერზე ვფიქრობდი, უაზროდ მივშტერებოდი კედელს და არაფერს ვაკეთებდი..
უბრალოდ ვიწექი და არაფერს ვაკეთებდი..
-რა გჭირს მია?
შეწუხებულმა გამომხედა სანდრომ და მაშინვე ჩემკენ გადმოცოცდა..
-არაფერი
ოხვრით ამოვილაპარაკე და უცებ გავეხვიე მის მკლავებში..
-რა არაფერი, აშკარად რაღაც გაწუხებს რა ხდება?!
მაინც არ მეშვებოდა და გამომცდელი სახით მომაშტერდა..
-არაფერი შეცვლილა -დანანებით ამოვილაპარაკე და აცრემლიანებული თვალებით ავხედე - საერთოდ არაფერი შეცვლილა, შენი მშობლები ისევ ისე მექცევიან, ეხლა კი თან გავსუქდები და თან შენც აღარ მოგეწონები..
ტირილის პირას მისულმა ამოვილაპარაკე და თავი სანდროს კისერში ჩავრგე..
თვითონ კი გულიანად გადაიხარხარა..
-ჩემი სენტიმენტალური გოგო..
სიცილით მეუბნებოდა და თან შუბლზე მკოცნიდა..
-ნუ დამცინი..
უფრო მეტად გავიბუსხე და ტუჩები წინ გამოვწიე, როგორც გაბრაზებისას ვიცი ხოლმე..
-არ დაგცინი..
ისევ იმავე ტონით მითხრა და ტუჩებზე ნელა შემეხო..
-დამცინი..
ამჯერად ნეტარებაში მყოფმა ამოვილაპარაკე და ოდნავ შესამჩნევად გამეღიმა..
-მა, ნეტა იცოდე რა სულელი დედიკო გყავს, აი შენ რომ დაიბადები დედიკოს ერთად მოვუაროთ ხომ მა.. მე და
შენ ერთად მამას ვაჟკაცო..
მუცელთან ბუტბუტებდა და შიგადაშიგ ტუჩებს შემახებდა, მერე ამომხედავდა მე რომ მიყვარს ისე გამიღიმებდა და თავს ისევ მუცელზე აბრუნებდა..
-მამიკოს ბიჭი იქნებ შენ... ჩემი ბიჭი..
ისევ ლაპარაკობდა და ყველანაირად ცდილობდა ჯერ არ წამოზრდილ მუცელს მოფერებოდა..
-იქნებ გოგოა?!
ღიმილით გადავხედე დაოდნავ წამოზრდილ თმაზე ხელი გადავუსვი..
-მაშინ მამიკოს პრინცესა იქნება..
ისე მიპასუხა არც დაფიქრებულა და თითები შიშველ მუცელზე აასრიალა..
როდის ჩაგვეძინა არ მახსოვს, მაგრამ დილით ისევ იმავე პოზიციაში გაგვეღვიძა ორივეს..
ერთ ადგილას წოლისგან წელი საშინლად მტკიოდა, აი სანდრო კი გაღვიძებას საერთოდ არ აპირებდა..
-სანდრო, სან.. გაიღვიძე რა..
შეწუხებულმა ამოვილაპარაკე და ვცდილობდი გამეღვიძებინა...
-მმმ..
ზმუილის მსგავსი ხმა გამოსცა და უფრო ძლიერად მომეკრო..
-აუ სანდრო გაიღვიძე რა წელი მეტკინა..
უკმაყოფილო ხმას არ ვიცვლიდი და ერთ ადგილას ვწრიალებდი..
-აუ აუ ბოდიში.. ძაან გტკივა?! გინდა იოანესთან წავიდეთ გაგსინჯავს..
უცებ წამოხტა ფეხზე და ერთბაშად მომაყარა კითხვები, ხანი იქიდან შემომიარა, ხან აქიდან, კითხვების კორიანტელი კი არ წყდებოდა..
-კარგი სანდრო კარგი, კარგად ვარ, უბრალოდ ერთ ადგილას წოლისგან წელი მეტკინა, ეხლა
კი კარგად ვარ..
ღიმილით ვუთხარი და წამოჯდომა ვცადე...
-არა! არა! არა! იწექი, არ ადგე დღეს იწექი, თუ ვინმე მოვა ოთახში შემოვა ქვემოთ არ ჩამოხვიდე..
მკაცრად გამაფრთხილა და ქვემოთ ჩავიდა..
ლოგინში ვიწექი და უაზროდ მეღიმებოდა სანდროს ამ ზრუნვაზე...
მალე ამოვიდა ფოდნოსით ხელში და ჩემ გვერდზე დაიკავა ადგილი...
-ეს ჩაი და ესეც ბლინები..
ღიმილთ მითხრა და შუბლზე მაკოცა..
-დღეს ჩემები უნდა მენახა და ეს ამბავი მეთქვა..
უხერხულად გავიღიმე და სანდროს გავხედე..
-არაუშავს, დაურეკე და უთხარი აქ მოვიდნენ, ნატოსთან მე
მოვაგვარებ..
როგორც კი დააფიქსირა, რომ რაღაცის თქმას ვაპირებდი მაშინვე შემაწყვეტინა და მე რომ მიყვარს ისე გამიღიმა..
თავი თანხმობის ნიშნად დავუქნიე და გემრიელად შევექეცი საუზმეს..
საუზმობის შემდეგ ორივე ერთად ჩავედით ქვემოთ და მაშინვე ნატოს მჟავე სიფათს გადავაწყდით..
-დილამშვიდობის..
ღიმილით მივესალმე მაგიდასთან მჯდომ გიას..
-დილამშვიდობისა..
ღიმილითვე მიპასუხა და გაზეთს მიუბრუნდა..
-დედა, მამა დღეს მიას დედა და და მოვა..
-რატომ?
მაშინვე წამოყო თავი ნატომ
-შემთხვევით მია ორსულად ხომ
არაა და მისთვის გადაღლა და ბევრი სიარული არ შეიძლება, ამიტომ მოვლენ მიას ოჯახის წევრები აქ მის სახლში, თუ არ გინდათ რომ მათ დახვდეთ კი ბატონო წადით...
მშვიდად და წყნარად დაასრულა ლაპარაკი სანდრომ და ასეთივე მშვიდი სახით გამომხედა..
-რა პრობლემაა მოვიდნენ - დუმილი გიამ დაარღვია და ორივეს ღიმილით გადმოგვხედა.. - რვაზე სახლში ვიქნები და ამ დროისთვის მოვიდნენ..
წასვლამდე მე და სანდროს მოგვაძახა და კარებში გაუჩინარდა...
ნატო კი ისევ იგივე სახით იჯდა და არაფერს ამბობდა.
-დედა შენ არაფერს იტყვი?
ხმა რომ აღარ ამოიღო ნატომ ისევ სანდრო შეეკითხა და ჩემ გვერდზე ჩამოჯდა...
-აქვს რამე აზრი?! ყველაფერი გადაგიწყვეტიათ..
უხეშად ამოილაპარაკა და წარბაწულმა გამომხედა...
-ნატო კარგი რა კარგი რა - უხეშად დაიწყო სანდრომ - გახსოვს ორი დღის წინ რა მოთხარ?! მე მახსოვს და თუ არ გინდა იგივე განმეორდეს ცოტა გონს მოდი..
ყვირილით დაამთავრა და სახლის კარები ძლიერად გაიჯახუნა..



№1  offline წევრი lamazmani

ux rogor mishlis es nato nervebs rit ver moego gons dampali. ise kaia male dade

 


№2  offline წევრი isterichka123

კაია კაი გაგრძელე

 


№3  offline წევრი (((end)))

ვგიჟდები სანდროზე heart_eyes გიაც საყვარელია და რათქმაუნდა მიაჩკაც kissing_heart მაგრამ ეს ნატო უნდა გადავაბნელოთ !!! laughing

 


№4  offline წევრი vera123

ნატო ნერვებსს მიშლისსს heart_eyes ისე ძალიან კარგია გააგრძელე

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

უი ეს ნატო მაინც არ ისვენებს კარგი იყო მომეწონა ძალიან საინტერესოა ისევ ცუდად მოიქცევა მიას დედადთან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent