სიკვდილის თამაშები (1)
ცხოვრება რთულია,ძალიან რთული.. 888 დილით მცხუნვარე მზემ არემარე გაანათა და მის სახეზეც იპოვა ადგილი..არ უნდოდა თვალი გაეხილა.იცოდა,რომ მომაბეზრებელი მოგზაურობა კარგს არაფერს მოუტანდა.არა,კი არ იცოდა გრძონბდა,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. უნდა წასულიყო,აუცილებლად უნდა წასულიყო... 888 უკვე ორი საათი იყო გასული მას შემდეგ, როცა ავტობუსში თავის საუკეთესო მეგობარ ელენესთან ერთად ავიდა და ბანაკისაკენ მიმავალ გზას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.გულის სიღრმეში იმედი ჰქონდა, რომ იქ ყოფნა ცოტათი მაინც მოეწონებოდა,ცოტათი მაინც.არ უყვარდა გართობა და საერთოდ საკუთარ სამყაროში იყო ჩაკეტილი მას შემდეგ,რაც სიკვდილმა ყველაფერი წაართვა,ოჯახი წაართვა,მშობლები და ტყუპისცალი.სული გაეხლიჩა და ამ სიცარიელეში მჭიდროდ გაიდგა ფესვები სიძულვილმა,საკუთარი თავის სიძულვილმა.ნანობდა იმ საშინელ ღამეს მან რომ არ მოკვდა.ოღონდ ისინი არა და სიცოცხლეს დათმობდა,ოღონდ ისინი არა. -ემილი,ხომ კარგად ხარ?-ელენეს ხმამ რეალობაში დააბრუნა.წარსულის გახსენებისას ცრემლს ვერ იკავიბდა,ბოღმა ახრჩობდა და ათას ნაწილად ეფლითებოდა ისედაც ნაწილებად ქცეული გული. -ნუ ღელავ ელენე,კარგად ვარ.-იცრუა უმალ და ღაწვებზე ჩამოგორებული ცრემლი ხელის გულით მოიწმინდა.მხრებზე ჩამოყრილი არაბუნებრივად შავი თმა უკან გადაიყარა და ზღვასავით ლურჯი თვალები ერთ წერტილს გაუშტერა.ისევ ჩაიძირა ფიქრების სამყაროში და მანამ არ გამოფხიზლებულა სანამ ავტობუსში ვიღაცის გამაყრუებელმა კივილმა არემარე არ მოიცვა და მის ყურთა სმენას უსიამოვნო ტალღები მძიმედ შეაკდა. სწრაფად მიაბრუნა უკან თავი და ატირებულ გოგონას ამრეზით შეხედა... დიდი ხანია მოდერი ელენეს ისტორიას ,,ყვავის პარანოია,,-ს ვკითხულობ და გადავწყვიტე მეც დამეწერა ასეთი ჟანრის ისტორია დამეწერა.იმედია მოგეწონებათ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.