შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილამდე 33 წუთით ადრე (თავი პირველი ) საცდელი ვარიანტი


19-08-2016, 23:29
ავტორი baby queen
ნანახია 1 471

ჩვენ ორივე დილით ადრე ვდგებით .ზუსტად ერთსა და იმავე დროს ,მაგრამ სხვადასხვა ადგილას .დილამდე ჯერ შორია,აქედან გამომდინარე არ მაქვს მიზეზი მეღვიძოს ,მაგრამ რა მოვუხერხო თავს, ძილი არ მეკარება .მშვიდად ყოფნას მიზეზი სჭირდება, მე კიდევ სიმშვიდე არ მაქვს არასდროს თან . ვზივარ და ვუყურებ ჩვენს ფოტოს რომელიც გუშინწინ გადასაგდებად გავიმეტე ,შუაზე გადავხიე და მხოლოდ ის ნაწილი ჩავაკარი დღიურში სადაც მე ვჩანვარ , ბასრი მაკრატლით მოვაჭერი შენი მხარი და წითელი მაისურის ნაწილი. გაასაკვირა რომ ჯერ კიდევ აქ ვარ მეც შენც და ჩვენი ის რაღაც რაც ორივეს გვახსენდება ყოვლდღე . ვწერ არა იმიტომ ,რომ მახსოვხარ არამედ იმიტომ რომ თავის შეკავება მიჭირს . კითხვა იმაზე თუ რატომ ვერ ვიკავებ თავს სისულელეა .
არაფერს აზრი არ აქვს !.მეშვიდე ფინჯანს ნიჯარაში ვაგდებ და ვცდილობ ახალი ყავისთვის წყალი ავიდუღო ფრთხილად ვაღებ ონკანს , რომელიც სიჩუმით არ გამოიჩევა და ვცდილობ “ჩასოვკა “ “შტეფცელში “ შევაერთო . წყალს ვამატებ ძველი გასარეცხი ჭიქით ,რომელიც წეღან ნიჟარაში ჩავაგდე . არავითარი აზრი არ გაააჩნია ამ ყველაფერს .3 წუთის მერე ვიღებ ცხელ ყავს გავდივარ ოთახში და ვუყურებ მთვარეს, რომელიც არც თუ ისე კარგად ჩანს . ღრუბლიანი ღამეა თუმცა ზამთარია ისევე როგორც ჩემში .
დილაუთენია წამომაგდო მეზობლის ძაღლის ყეფამ ,არა მზის ბრალი უფროა, რომელიც ანათებდა ისე ,რომ არც კი მიყურებდა მე ,მაგრამ ჩემს ფანჯარას ფარდა არ აქვს გამჭირვალეა როგორც ჭიქა რომელიც საწოლის გვერძე ტუმბოზე დევს. სინანულით ვიფშვნეთ ჯერ ერთ ხოლო შემდგომ მეორე თვალს საწოლიდან ვაგდებ კატის კნუტს და ვდგები .გაყინული სახლის შუაში ვდგავარ და ვერ გადავწყვიტე ჯერ ყავა თუ ჯერ აბაზანა .
7:41 წუთი მაღვიძარა უაზროდ რეკავს იღვიძებ დედა შემდეგ მამა და რუტინულად ვსვავ ყავას გადავხედე ტელეფონს რომელიც დასატენად მაქვს შეერთებული ვუყურებ და ვხვდები ,რომ მხოლოდ 2 საათი და კიდევ 11 წუთი მეძინა .
ზუსტად ცხრის ოცდაცამეტ წუთზე გავდივარ სახლიდან , ძნელია ამდროს ავტობუსში ასვლა, პიკისაათია .
ყოველ დილას ერთსა და იმავე ადგილას ვდგები ავტობუსში კარების პირდაპირ. მიყვარს, როდესაც ჩემს ანარეკლს ვუყურებ ამ დროს ვაფასებ ჩემს თავს თუ რაოდენ კარგად გამოვიყურები ანუ რაოდენ კარგად შევიმოსე იმ მეორეში . რომელი ჩემთან ერთად იღვიძებს დილით ჩემში . მეტროში ჩავდივარ და ვიღებ წიგნს ,რომელიც მხოლოდ დროის გასაყვანია ამ წუთას ჩემთვის .ვაგზლის მოედანზე ამოდის ქერა ბიჭი უკვე სამი თვეა ვხედავ ერთსა და იმავე უნივერსიტეტში ვსწავლობთ მაგრამ ჯერაც არ ვიცნობ . ნუთუ ვერ ხვდება ,რომ მოვიდეს და მომესალმოს სამთვიანი ურთიერთობა თვალებით ნამდვილად არა ცოტა . დროდა დრო ვუყურებ მეშინია არ გამეპაროს . მაგრამ ყოველ დღე ერთდროულად ჩავდივართ მეტროს კარი იღება ის შუა კარიდან ჩადის მე დასაწყისიდან . უნივერსიტეტის ეზოში ვჯდები პირველ ლექციას გადავდებ ჩემინებაა.

“დღეს მეოთხმოცე და საიუბილეო დღეა”
მომივიდა “sms არც ვივუსია არც სხვა რომელიმე სწრაფი სესხი ყურადღება არ მივაქციე მე ხომ მასშემდეგ არავის sms არ მომსვლია რაც მან მიმატოვა.
გარიყული ვზივარ ბღის ბოლოში .უშნოდ შეღებილ სკამზე ,რომელიც ვარდისფერი საებავით არის შეღებილი .სიგარეტითა და სტაფილოსფერი აიპოდით, რომელიც ლომბარდში ვიყიდე ამას წინათ .
პირველი “sms ს მეორე მოჰყვა სულ მალე

“ აუდიტორია ცარიელია ამოდი მენატრები”
. ხუმრობა ალბათ როგორც ყოველთვის ტელეფონი გვერძე გადავდე და ისევ წიგნის კითხვა გავაგრძელე . “არაფერია მარადიული არაფერი და არც სიყვარული ყველაფრის შემცვლელი მოიძებნება ყოველთვის მათ შორის შენიც”
-1-
სიმყუდროვე მხოლოდ მოყინულ თითებზე სიგარეტის ნამწვავებმა დამირღვია . ნელნელა გაწვიმდა და მეც თავი ბიბლიოთეკას შევაფარე არამგონია ვინმე ხვდებოდეს რომ ვარსებობ მშვიდად ვკითხუობ და თან უკვე უნივერსიტეტის უგემურ ყავას ვსვავ .პირველი ლექცია დასრულდა და იმავე ნომრიდან მომდის შეტყობინება
“მე დღეს პირველად გავბედე თქმა შენ კი იმაზე უარესი ხარ ვიდრე ცდილობ ,რომ იყო “

“უაზრობაა არ აქვს აზრი შენს გამოხტომას არ მაქვს დრო იმისათვის, რომ ვიცინო ან ვინმეს უაზრო ხუმრობას ავყვე “
მივწერე და უღიმღამოდ ჩავიდე ჯიბეში ტელეფონი . არ აქვს არაფერს აზრი . მე მაგიდაზე მძინავს ახლაკი დროა წავიდე საჯანდაბე ლექციაზე . რომელიც ასე ძლიან მიყვარს აუდიტორიაში შესვლის თანავე მომივიდა შემდეგი შეტყობინება
“სულ სველი ხარ .
გცივა? “
“ ხომ გაგაფრთხილე რომ აზრი არ აქვს “

აღარც მოუწერია არც ამ დღეს არც შემდეგი ერთი კვირა მაინც ვერ ვხვდები ვინა ან რატოა უბრალოდ მე მეზარება ეგ ტიპი ან ვინც არის ….
სახლში ახლა დავბრუნდი მივხვდი ,რომ ისევ ოთხშაბათია ოღონდ ისევ ის არა ახლა უკვე სხვა ოთხშაბათი და სულ მალე გამოცდები მეწყება მეკი ვჯღაპნი ახლა ლექსს, რომლეიც ადრესასტს ეძებს ….
ხუთშაბათ დილით ჩემი ქერა ბიჭი მეტროში არი იყო და მხოლოდ ახლა მივხვდი რაოდენ დიდი როლი ეჭირა მას ჩემს ცხოვრებაში …

“დილამშვიდობის!
და თუ შენ ამას კითხულებ უკვე აუდიტორიაში ხარ . მაგიდა # 22 ზიხარ და გაკვირვებული უყურებ ამ ნაგლეჯს რომელიც გიკვირს აქ საიდან გაჩნდა, არ გადააგდო და მომსმინე წაიკითხე ან როგორც გინდა…. ჩამოდი ჩემთან ბიბლიოთეკაში იმ მაგიდასთან სადაც შენ წინა ოთხშაბათს გეძინა “
არ ვაპირებ ლექციიის გაცდენას ამიტომაც მთელი 3 საათი ლექციაზე ვიჯექი სულ გადამავიწყდა წერილი ბიბლიოთეკა ში ჩემს მერხთან უკვე იჯდნენ ორი გოგო სამი ბიჭი და ქერა…
თვალები გამინათდა არა ეს სისულლელეა უბრალოდ გამიხარდა რო ის აქქაა მაგრამ ჩემთან ერთად არ მოსულა . ვიხდი პალტოს რომელიც მყარად მაქვს შემოჭერილი წელზე და ვაგდებ ჩანთას.

“მე დაგინახე”

“ძილინებისა”
ალბათ ვერც მიხვდება რატომ , მაგრამ მე ხომ ვიცი რატომაც .
გამოფხიზლდი მე ისევ აქვარ მეძახის ჩემი მეორე მე და იმ წიგნის ბოლო ფურცელს ვშლი რომელიც მეტროში დროის გასაყვანად მჭირდებოდა..
“მღელვარება შენშია სიუ მღელვარება არარაობად გაქცევს და ბოლოს გკლავს”
ბოლო ფურცელი ამოვხიე და დავაქუცმეცე და ნაგვის ურნაში ჩავყარე საკუთარი თავი გამახსენდა და შემზიზღდა უეცრად ..
და რატომ არის ყველაფერი ასეთი შავი, ვინმემ იცის საერთოდ? აიპოდიც დაჯდა და რა უნდა ვქნა? თავი გავაქნიე მე ხომ აქ არავის სულ სულ არავის ვიცნობ … “შტეფცელი” მოვძებნე და დამტენი შევაერთე შავი ჯინსის შარვალი კოჭებთან ოდნავ ავიწიე და ძირს დავჯექი ბათინკებს კოჭთან კანი წაეყვლიფათ და მეწვოდა ყურსასმენები გავიკეთე და მივეცი თავისუფლება გავქცეულიყავი ისე რომ უკან აღარ მომიხედავს .
-2-
ზარისხმა ისმის დედა აღებს კარებს მერე ყვირის და ისე აჯახუნებს კარებს გეგონება ვინმე მომკვდარიყოს ასე დაიწყო ჩემი და სიჩუმის ისტორია.
საღამო 22:33 წუთი მე ვუყიურებ კედელს ვერაფერს ვამჩნევ ის კი განუწყვეტლი ტირის ვერ ვხვდები რახდება მაგრამ აშკარად რაღაც ცუდია , შემომხედავს ტირის და წამდაუწუმ იმეორებს
” არ ეს ტყუილია”
ინტერესით შებყრობილი მეზობელი ლეილა ამშვიდებს მას და რიტორიკულად ეკითხება
“ხო მშვიდობა “
დედა კი აგრძელებს რომ ტყუილია ის რაც უთხრეს …
მამასთან ვრეკავ ის არ იღებს მითიშავს . ვნერვიულობ მაგრამ ვერც ვფიქრობ ნეტავ რა მოხდა .
40 დღში 15 საათი მეძინა მერე არ მახსოვს სამითვე ფსიქიატიულში ვიყავი . და ბოლოს როგორც იქნა გამოვჯამრთელდი . არ ვიცი რა არის საშიში ახლა აქ ,რომ ვარ თუ იქ ,რომ ვიყავი ყველაფერი არც ისე მარტივია …
ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება და მძიე დანაკარგს უბრალოდ და ნაცრისფერს ხდს ასე იყო დასაბამიდან …. ვიღაც კდება განიცდით განვიცდი და ბოლოს რა აღარც არაფერი ვივიწყებთ საფლავზე ჭიქა ღვინოს ვუქცევთ და დავტირით წელიწადში მხოლოდ მნივნელოვა “პრაზნიკებზე” და ეს სულ 7-8 დღეს მოიცავს ….
მე და დედა თითქმის აღარ ვლაპარაკობთ , მამასთა არც მანამდე ვლაპარაკობდი .ბექასთან ერთად მეც მოვკვდი მე ასე მგონია …
რუტინუი დილის შემდეგ ჩავდივარ მეტროში ქერა თანმგზავრი ახლა ჩემს გაჩერებაზე ამოდის .გაკვირვებისგან წარბს ვწევ და ისევ ი ვდგავარ ..დიდუბეში sms ი მომდის ტელეფონზე
“ ვერ ვხვდები ასე რატო იქცევი ,ხანდახან მგონია როგეშინია ჩემი”

ქერაა ვითომ?არამგონია მეის ...საიდან სად…

“რა გჭირს მომიყევი”
“ შენი აზრით ეს სასაცილოა? ვინ ხარ ? საერთოდ რას აკეთებ”

თავი ჩავხარე , თვალები დავხუჭე და რკინას მოვკიდე ხელი კისეთან ვიღაცის სუნთქვა ვიგრძრნი… შევკრთი მაგრამ არ შემიმჩნევია….
-რატომ ფიქრობ ამდენს?
უცნობი მამაკაცისხმა ყურთან ახლოს გავიგე და თავი შევატრიელე….
ქერას თმა უკან ქონდა შეკრული და არ ვიცი სახეზე , როგორი მიმიკა ქონდა , ხელი თავისუფალ ხელზე ჩამკიდა ისე მაგრად მომიჭირა…
რას ვაკეთებ ვინ არის ეს მამაკაცი ვის ვუჭერხელს ასე ძალიან ვისი სუნამოს სუნს ვიმახსოვრებ იქნებ ვინაა იქნებ ისევ მოჩვენება იქნება ისევ გაგვგიჟდი მეტროდან ამოედი ამოვედი მასთან ერთად მივდივართ ჩუმათ მიმათრევს როგორც 5 წლის პატარა ანას მიათრეს დედამისი . შევჩერდი გაჩერდა თვალებით მკითხა
“რახდება?”
მე თვალებით ვერ ვუპასუხებდი არ შემეძლო მისთვის თვალებში მეყურებინა მეგონა დავიკარგებოდი გავქრებოდი სადღაც …..

-რას ვაკეთებთ მე და შენ აქ ერთად ?
-მივდივართ.
დამყოლი ბავშვივით გავყევი ,ისე გავყევი როგორც მას მივყავდი ხომე სადღაც იქნებ და დეჟავიუ მაქვს,მე მისი სახელიც არ ვიცი .ისევ გავჩერდი ისე და გავბედე შემეხედა თვალებში პირველად გავბედე რომ შემეხედა და რისიც მეშინოდა ის მოხდა . მე დავიგარგე სადღაც მაში .ლურჯად გაყინულ არაფრის მთქმენ თვალებში , მივაშტერდი და ავტირდი. ბედნიერება და სევდა ერთმანეთში ავრიე და არ ვიცოდი რამექნა პირველად ცამიხუტა ასე ვიღაცამ აი იმგრძნობით ,რომ იცი რომ არ დაიკარგები და რომ იცი ,რომ არსად გაგიშვებს …

-ნუტირი
პასუხს ვერ ვცემ მე ხომ გაუაზრებლად მჭირს ის რაც მჭირს .უფრო და უფრო ვუჭერ ხელს ხელზე მეშინია ,რომ არ წავიდეს .



№1  offline წევრი Anna-mariaa

აიი იცი როგორია? კითხულობ, მშვიდად და აუღელვებლად, აი კიარ გადაახტები პატარა მონაკვეთს, არამედ დაკვირვებით კითხულობ, რათა არაფერი გამოგრჩეს. კითხულობ,კითხულობ გითრევს და არ გყოფნის. სხვა სამყაროში გაგდებს.. გასაკვირია, რომ პირველი ისტორიაა, უფრო დანაშაული, აქამდე უნდა დაგეწყო, მაგრმ არც ახლაა გვიანი, მოკლედ ძალიან მაგარია. ამიტომ აუცილებლად გააგრძელე და არ გაბესო გწყვეტა ან დაგვიანება. ნუ თუ სერიოზილი მიზეზი გექნა კიდე ხო. წარმატებები..❤️

 


№2  offline წევრი baby queen

მადლობა რომ წაიკითხე და მოგეწონა მიხარია ეს კომენტარიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანიაპირველი 6თავი უკვე დაწერილია ასე რომ ...❤️❤️

 


№3  offline წევრი Takunia

Kai istororia chans titqos advili magram amavdroulad gaugebaric Cota daxvewa ar awyenda magram unda gaagrdzeloo tan uechveli

 


№4  offline წევრი LastStrangeAngel

ძალიან მაგარია და ზედმეტად საინტერესოც. blush მე უკვე შემიყვარდა ეს ისტორია. heart_eyes

 


№5  offline წევრი stupet

ძალლლიან მომეწონაა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent