მიჯაჭვული (XIX თავი)
დაახლოებით ნახევარი წუთის განმავლობაში იდგნენ ასე ხმაამოუღებლივ და ერთმანეთს შეჰყურებდნენ, გაოგნებულები, აფორიაქებულები მაგრამ მაინც სასიამოვნო გრძნობა განცდილნი, რასაც ერთმანეთთან სიახლოვე იწვევდა. საბოლოოდ მაინც მაგიდასთან მსხდომების ხმამ გამოარკვიათ ორივე წარსულის ტკბილი თუ მწარე მოგონებებისგან. -მოიცა, არ გვისმენთ? ჩვენი შეკვეთა არ ჩაგიწერია?! - გაბრაზებულმა იკითხა ერთ-ერთმა გოგონამ. -უკაცრავად, სხვა მოემსახურება ამ მაგიდას. - ეს სიტყვები თქვა და იმ წამსვე უკან გაბრუნდა. სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას და სამზარეულოში შევარდა. მალე თაკოც შემოჰყვა უკან. -სალომე რა მოხდა? კარგად ხარ? დავინახე იმ მაგიდიდან როგორი გაფითრებული სახით მორბოდი. -არაფერია, კარგად ვარ. უბრალოდ შემიძლია რაღაც გთხოვო? -რა თქმა უნდა შეგიძლია, რა კითხვაა. -შეგიძლია იმ მაგიდას ჩემს მაგივრად მოემსახურო. -კარგი, როგორც გინდა, ოღონდ შემდეგ უნდა მითხრა ვინ იყვნენ. -კარგი. თაკო უკან გაბრუნდა, სალომე კი იქვე სკამზე ჩამოჯდა. „ნუთუ ამდენი ხნის შემდეგ კიდევ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში? არა, რა სისულელეა, უბრალოდ დღეს შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს. ხედავ? არც კი უცდია ჩემთან დალაპარაკება, ან სხვას რას მოველოდი. კიდევ კარგი ორსულობის პერიოდში არ შემხვდა. დამშვიდდი სალომე, ყველაფერი კარგად იქნება. როგორც გამოჩნდა, ისევე გაქრება“ ამ ფიქრებით იმშვიდებდა თავს. ბოლოს წამოდგა და იქვე ახლოს მდგომ ჭიქას დაავლო ხელი, სასწრაფოდ დაისხა ცივი წყალი აკანკალებლი ხელით და სულმოუთქმელად დალია. ჭიქა მთელი ძალით დაახეთქა მაგიდაზე. მზარეულის გაკვირვებული სახე არ შეუმჩნევია, ისე დატოვა იქაურობა. ბარში გამოსვლისთანავე იქაურობას მოავლო თვალი და ლაშას ძებნა დაიწყო, თუმცა საბედნიეროდ თუ საუბედუროდ ის უკვე იქ აღარ იყო. მთელი ის საღამო საოცრად დაბნეული მოქმედებდა, შენიშვნებიც საკმაოდ მიიღო. სახლში დაბრუნებულმა ყველაფერი მოუყვა ნატას, საპასუხოდ კი დამამშვიდებელი სიტყვებიც მიიღო მისგან იმით რომ ეს შეხვედრა უბრალო დამთხვევა იყო და რადგან ახლა არ გამოუჩენია ლაშას მის მიმართ ყურადღება, ამას არც მომავალში გააკეთებდა. მეორე დღით ყველაფერი ძველებურად წარიმართა. სამსახურშიც სრულიად უპრობლემოდ იმუშავა, თუმცა ეს დღე მაინც იყო გამორჩეული. ანა დაუკავშირდა სკაიპით და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი შეატყობინა. -აბა, რა უნდა მითხრა ასეთი? - იკითხა ინტერესით და საეჭვოდ მომღიმარ ანას დააკვირდა. -დღეს საბოლოო გამოკვლევების პასუხი მივიღეთ და ექომთანაც ვიყავით. -მერე? -მერე... ყველაფერი წესრიგშია, დედათქვენი სრულიად განკურნებულიაო. -ვაიმე, რა მაგარია, გილოცავთ. ვერ წარმოიდგენ, როგორ გამიხარდა. - აღფრთოვანება ვერ დამალა სალომემ. -დაა, რამოდენიმე დღეში ჩამოვალთ. სალომე ჯერ გაკვირვებული უყურებდა, შემდეგ კი სიხარულისხან ხტუნვა და ყვირილი დაიწყო. - ესე იგი სულ მალე გნახავ, არ მჯერა. -დაიჯერე, დაიჯერე. აბა, მომიყევი ჩემო ნათლული რასა იქმს? -უფ, მშვენივრად არის. დღეს მთლიანად ფაფით მომსვარა, არაფრით არ დაიძინა და დედიკო გააბრაზა. -ჩემი ვაჟკაცია. ნათლიას ჰგავს ეტყობა. - გაიცინა ანამ და სალომეც აჰყვა. შემდგომმა დღეებმაც სრულ სიმშვიდეში ჩაიარა. სალომე გახარებული ემზადებოდა ანასა და მაკას დასახვედრად. სახლი საზეიმოდ მორთო, მარიამი და ნატაც დაიხმარა. დილით კი ყველანი აეროპორტისაკენ გაემართნენ. ნაცნობი სილუეტის დანახვისას სალომ ბავშვი ნატას გადაულოცა და მაშინვე მონატრებული მეგობრისაკენ გაექანა. ძლიერად შემოაჭდო მკლავები, შემდეგ უკვე მაკას მოეხვია და გამოჯანმრთელება და სახლში დაბრუნება მიულოცა. ამასობაში კი დაინახა თუ როგორი გაოცებული სახით და დაღებული პირით უყურებდა ანა ბავშვს და შეხებას ვერ ბედავდა. -ეს ნამდვილია? - ბოლოს ძლივს ამოილუღლუღა და ყველას სიცილი აუტყდა. სახლში ბედნიერები დაბრუნდნენ. სალომესაც უსაყვედურეს, რომ მათ გამო ამდენი იშრომა, გოგონებსაც მადლობა გადაუხადეს და საღამოს დაემშვიდობნენ უკვე. -რა კარგი ყოფილა მონატრებულ სახლში დაბრუნება. სალოს გვერდით დივანზე დაებერტყა ანა და მის წინ მდგარ სკამზე ფეხები ჯვარედინად შემოაწყო. -ნამდვილად კარგი გრძნობაა. - ჩაილაპარაკა სალომემაც. -აბა, ახლა უფრო კარგად მომიყვები ჩემს აქ არ ყოფნაში რა მოხდა. ხო მართლა, დღეს ბარში არ უნდა წასულიყავი? -არა, ერთი დღით დავეთხოვე. ჩემს გარეშეც გაართმევენ თავს. -მშვენიერია. -გოგონებო, მე წავალ, დავწვები, ძალიან დავიღალე. თქვენც მალე დაიძინეთ, ღამე არ გაათენოთ. - გამაფრთხილებლად დაუქნია ხელი მაკამ და იქაურობა დატოვა. რამოდენიმე ხნით ოთახში სრული სიჩუმე ჩამოვარდა. -მერე აღარ გამოჩენილა? -არა. -შენ რა იგრძენი რომ დაინახე? ისევ გიყვარს? -არ ვიცი... მართლა არ ვიცი - სალომემ სახეზე ხელები აიფარა და თავი დაბლა ჩაღუნა. - თავიდან ვერაფერი ვერ ვიგრძენი, უბრალოდ გაოცებული ვუყურებდი... თუმცა არა,.. საშინელი მონატრება. შემდეგ ბრაზი. -არც კი ვიცი რა გითხრა. იმდენად რთული სიტუაციაა, რომ დარწმუნებული ვარ კორექტულ რჩევას ვერავინ მოგცემს. -მოდი არ გვინდა ამაზე საუბარი. მითხარი, შენ რა გეგმები გაქვს. -რა თქმა უნდა სწავლას გავაგრძელებ, თან სამუშაოც მინდა ვიშოვო. -კარგია, ბაშვს უნდა დავხედო, თანაც შენც დაღლილი იქნები მთელი დღის ნამგზავრი, სჯობს დავიძინოთ. -მართალი ხარ, ძილინებისა. -ანა დივნიდან წამოდგა და ოთახი დატოვა. მალე სალომეც მის გზას გაუყვა. მეორე დილით ორივე გოგონა სასიამოვნო სურნელმა გამოაღვიძა. სამზარეულოში ნახევრად გახელილი თვალებით გავიდნენ, თითქოს სუნს მიჰყვებოდნენ, როგორც მულტფილმებშია. იმ მომენტში მათთვის რომ შეგეხედათ აუცილებლად სიცილი აგიტყდებოდათ. კარებში კი ერთმანეთს შეეჯახნენ და საბოლოოდ გამოფხიზლდნენ. -დედა აქ რა ხდება? -კი მაგრამ, მაკა დეიდა, რას აკეთებთ, თქვენთვის როგორც ვიცი გადაღლა არ შეიძლება, მე და ანა მივხედავდით ყველაფერს. -აბა, ზედმეტი სიტყვა არ გავიგონო, მე სრულიად ჯანმრთელი ვარ და ისევ ავად ნუ მაგრძნობინებთ თავს. ორივემ სასწრაფოდ დაიბანეთ ხელები და მაგიდას მიუსხედით. -საოცრად მადისაღმძვრელი სუნია. კარგი, ამ ერთხელ გაპატიებთ, მაგრამ შემდეგში ყველა თანაბრად გავინაწილებთ საქმეს... თან რამდენი რამე გაგიკეთებია. მმმ, რა გემრიელია. -ნამდვილად მაკა დეიდა. ამის მეთედსაც კი მე და ანი ალბათ ვერასდროს გავაკეთებთ. -მოიცა რაა, მთლად ასეთი წყალწაღებულებიც არ ვართ სამზარეულოში. დედას ჩვენი ერთობლივი კულინარიული შედევრები ჯერ არ გაუსინჯავს. -რა შედევრებზე ლაპარაკობ, ნახევარი საჭმელი გადასაყრელი იყო ხოლმე, მეტი თუ არა. -ეგ შენ გეწვებოდა ხოლმე საჭმელი და არა მე. გოგონები უკვე სერიოზულად კამათობდნენ, მაკა კი მათი შემყურე გულიანად იცინოდა. -ნუ ღელავთ გოგონებო, ახლა თუ არა, მომავალში გახდებით კარგი მზარეულები. პირადად გასწავლით ამ საქმიანობას. -კარგი აზრია. - ორივემ ერთდროულად წამოიძახა. საღამოს სალომე ჩვეულებრივ წავიდა სამსახურში და ახალი ვაკანსიის შესახებაც შეიტყო მიმტანის პიზიციაზე. მეორე დღით კი უკვე ანი წავიდა გასაუბრებაზე. ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა და უფროსის კაბინეტიდან გამოსული იქვე მდგომ სალომეს მოეხვია. -ამიყვანეს! -გილოცავ ძვირფასო. წარმატებებს გისურვებ. ერთი კვირის შემდეგ კი სამსახურიდან ორივენი ჩვეულებრივ გვიან ბრუნდებოდნენ. სახლის წინ პატარა სუპერმარკეტს ჩაუარეს და შესვლა გადაწყვიტეს, თან ხელს პროდუქტებს გააყოლებდნენ. რას საჭირო იყო ყველაფერი იყიდეს დასახლისკენ შეუხვიეს, როდესაც კუთხეში ნაცნობ მოტოზე მიყრდნობილი ნაცნობი პიროვნება დაინახეს. ორივე გოგონა ადგილზე შედგა. -მე დაგტოვებთ, სჯობს მარტოებმა ისაუბროთ. - ანამ პარკები ჩამოართვა სალომეს და სადარბაზოში შევიდა. -მგონი სალაპარაკო გვაქვს. -მე არა მგონია რამე გვქონდეს კიდევ გასარჩევი. ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა და სხვათა შორის თავადვე დაუსვი წერტილი. თუმცა არც გამტყუნებ. მას შემდეგ რაც მამაჩემმა გააკეთა ალბათ გეზიზღები კიდ... -გაჩუმდი ამის დედაც! რა შუაშია აქ მამაშენის საქმიანობა, ან რაც გააკეთა. წესით უნდა იცოდე, რომ არ მეზიზღები და ეს არც არასდროს მოხდება! -შემდეგ კი ოდნავ უფრო მშვიდ ტონალობაში განაგრძო - მე აქ ლილეზე სალაპარაკოდ მოვედი. ნიკამ და რამოდენიმე ჩემმა მეგობარმა დაგინახათ პარკში რომ სეირნობდით. ჩემი შვილია? - კი. -და ამას ასე უტიფრად მეუბნები. როგორ არ მითხარი მისი არსებობის შესახებ. როგორ დამიმალე! - შეშლილი სახით ყვიროდა ლაშა. -სათქმელად მოვედი, მაგრამ მაშინ შენ სულ სხვა საქმით იყავი დაკავებული და ჩემთვის არ გეცალა, შემდეგ კი ვიფიქრე, რომ ბავშვის არსებობის შესახებ გაგება სულაც არ გაგახარებდა და ზედმეტი თავსატეხი აგაცილე თავიდან. - ირონიული ტონთ მიმათავდა სალომე. -რას ჰქვია არ გამიხარდებოდა... -საერთოდ მიკვირს ხმის ამოღებას როგორ ბედავ. შენ ვერც კი წარმოიდგენ რა დღეები გადავიტანე! რა გამოვიარე, როდესაც დავინახე როგორ ცურავდი სისხლში. მე მაშინ მოვკვდი, თუმცა ჩვენი შვილის არსებობის შესახებ გაგებამ სიცოცხლე კვლავ დამიბრუნა. შენ კი ერთხელაც არ ეცადე შემხმიანებოდი, ერთხელაც კი არ ეცადე გენახე, დაგემშვიდებინე, რომ კარგად იყავი. ორი თვე გგლოვობდი. შენ კი ამ დროს საერთოდ ფეხებზე გეკიდე! და ამის მერე მოდიხარ და ნოტაციებს მიკითხავ იმის შესახებ, რომ ბავშვის მამა ხარ და მის შესახებ უნდა მეთქვა?! რა უფლებით?! იცი რაა, მეზიზღები, ყველა იმ უბედურებისთვის, რაც ჩემს ცხოვრებაში გამოჩენით შემოიტანე, ვერ გიტან! - სალომე უკვე ვეღარც ცრემლებს და ვეღარც ხმას ვერ იმორჩილებდა. მთელი ხმით ბღაოდა და სუსტ მუშტებს ლაშას, მთელი ძალით ურტყამდა, რაც გააჩნდა. -შენ არ გეზიზღები, შეუძლებელია იმ ყველაფრის მერე გეზიზღებოდე, რაც ერთად გადავიტანეთ, რაც ერთად გამოვიარეთ. უბრალოდ შეუძლებელია ასე ძლიერ გეზიზღებოდე, როდესაც მე ასე ძლიერ მიყვარხარ. - ლაშამ ათრთოლებულ გოგონას მაგრად მოხვია ხელები და მიუხედავად წინააღმდეგობისა, ძლიერად აიკრო სხეულზე. ბოლოს სალომეც დაიღალა და მის მკერდზე გაიყურსა. -მაპატიე, გთხოვ მაპატიე. ასე მხოლოდ შენს გამო მოვიქეცი, სხვანაირად ვერ დაგიცავდი. - ჩურჩულებდა ლაშა და თან ტუჩებს მთელ სახეზე დაატარებდა. - იმ დღის შემდეგ გონს რამოდენიმე კვირის გასვლის შემდეგ მოვედი. სახლში ვიყავი. მამაჩემმა ყველაფერი იქ მოაწყო, ფაქტიურად მთელი კლინიკა. მაშინვე გიკითხე მაგრამ... -მაგრამ რა... -მერაბი დამემუქრა რომა არ დაგინდობდა და აუცილებლად მოგკლავდა, თუ შენთან ურთიერთობას არ გავწყვეტდი და დარწმუნებული ვარ ამ პირობას აუცილებლად აასრულებდა, ძალიან კარგად ვიცნობდი მამაჩემს. -ალბათ ეს ადრეც უნდა შემემჩნია... ძალიან სუსტი ხარ. ვერ შეძელი ჩვენი სიყვარული დაგეცვა. ერთ უბრალო მუქარას ისე დაემორჩულე, თითქოს უღონო, უხერხემლო არსება ყოფილიყავი, რომელიც ქარის ყოველ დაბერვაზე იხრება. მე კი ძლიერი ადამიანი მჭირდება გვერდით. თუ ის ძლიერი არ გამოჩნდა სჯობს მარტო ვიყო. -მართალი ხარ. - ამოილუღლუღა ნირწამხდარმა ბიჭმა. -კარგი... და ახლა აღარ გეშინია მამაშენის? იქნებ ლილესაც დაუშაოს რამე?! მიპასუხე ბატონო ლაშა! -გარდაიცვალა. დაახლოებით 3 თვის წინ. ღვიძლის სიმსივნე ჰქონდა. მკურნალობა კი დაგვიანებული იყო. -ვწუხვარ. რაც არ უნდა იყოს მამაშენი იყო. - ცივად მოიშორა სალომემ მისი მოდუნებული ხელები და რამოდენიმე ნაბიჯით მოშორდა. - მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ გამართლებს. უნდა წავიდე. -სალომე, მოიცადე. -არა, მე უკვე ვთქვი, ჩვენს შორის შენ თვითონვე დაამთავრე ყველაფერი, რაც შეეხება ლილეს, მასთან არ დაგაშორებ. კვირაში ორჯერ შეგიძლია მოინახულო. სხვა მე სათქმელი არაფერი მაქვს. - სწრაფად შებრუნდა და ისიც სადარბაზოში გაუჩინარდა, რომლის წინაც გახევებული მოტოზე მიყრდნობლი სხეული იდგა და მიმავალს სილუეტს არ აშორებდა შავ თვალებს. *_*_*_*_*_*_*_*_*_* ესეც ახალი თავი. სხვებთან შედარებით ცოტა დიდია)) მხოლოდ ერთიღა დარჩა და დავასრულებ. იმედია კომენტარებს არ დაიშურებთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.