მეგობრობის ფასი (სრულად)
მივდივარ.მივდივარ და ფეხები უკან მრჩება,მუხლები მეკვეთება.გაინტერესებთ სად მივდივარ? ჩემს საუკეთესო მეგობართან,რომელიც ყოველთვის ბედნიერი,კარში ნახევრად გამოსული მხვდება.მე კი არმინდა მისვლა,რადგან ის არ მელის.ახლა ალბათ უძრავად წევს სამარადისო ძილს მიცემული.რას ვგრძნობ?არვიცი.ვერაფერს ვგრძნობ.რობოტივით გაუაზრებლად ვმოქმედებ.და აი,მის ეზოში შევდივარ.კარი ღიაა,საშინელი ტირილის ხმა მესმის.დაბლა ვიყურები.ვერ ვბედავ თავის აწევას,ვერ ვბედავ სიმართლისთვის,მწარე სიმართლისთვის თვალებში ჩახედვას.უკვე კიბესთან ვარ.თავს ვწევ და ღია კარებიდან ვხედავ მას.ცრემლები გაუაზრებლად იწყებს დენას,ისტერიკა მეწყება,ვკანკალებ.ვცდილობ შევწყვიტო.გამომდის,მხოლოდ რამდენიმე წამით.უკვე მის თავთან ვდგავარ გაოგნებული,ვერ ვიაზრებ რახდება.სავსე,ვარდისფერი,მაგრამ უკვე გაფითრებული ბაგეები ოდნავ დაეშორებინა ერთმანეთისთვის.თვალები კი სულ ოდნავ გახელილი,რომელიც საკმარისი აღმოჩნდა მისი უაზრო მზერის და უკვე ჩამქრალი,ხასხასა მწვანე თვალების დასანახად.თითქოს გულზე ვიღაც გამეტებით მიჭერს ხელს. მტკივა.გული მტკივა,სულიც და მთელი არსება მტკივა.ჩემი სულის ნაწილიც მასთან ერთად მოკვდა...არა,მოკვდა არასწორი ფორმაა,გარდაიცვალა.სიკვდილსა და გარდაცვალებას შორის დიდი სხვაობაა.ხელს გაუაზრებლად ვადებ შუბლზე.ცივია.ძალიან ცივია.ვგრძნობ,რომ სადაცაა გული ამომივარდება და ოთახიდან გავდივარ,რამდენიმე წუთში კი უკან ვბრუნდები.ვაკვირდები.არვიცი ვგიჟდები თუ მართლა იღიმის...ნეტავ ძალიან ტკიოდა,როცა ბუნებრივმა აირმა ფილტვები ჟანგბადის ნაცვლად სისხლით აუვსო და გული სულმთლად გაუშვა?ჩემს ფიქრებზე კიდევ უფრო ცუდად ვხდები.ღმერთო,ახლა რამეშველება?ჩემი ხომ არცერთი დღე არიყო მის გარეშე...ახლა გამეღვიძება და ეს სიზმარი აღმოჩნდება,როგორც ყოველთვის ცუდი სიზმრის ნახვის შემდეგ ახლაც რამდენიმე წამით აზრზე ვერ მოვალ,შემდეგ გავიაზრებ,რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო და გულზე მომეშვება.სკოლაში წასასვლელად მოვემზადები,კლასში შესული პირველად ისევ მასთან მივალ და მის გვერდით დავჯდები.თვალებს მაგრად ვაჭერ ერთმანეთს,მაგრამ არა ისე იგივე.ღმერთო ეს სიმართლე ვერ იქნება,ჩემი სალომე არა ოღონდ ის არა,თუნდაც მე ოღონდ ის არა.ეგოისტი ვარ,იმდენად ეგოისტი,რომ მირჩევნია მე ვიყო მკვდარი ოღონდ მისი დაკარგვისგან გამოწვეული ტკივილით არ დავიტანჯო.ვინიცის რამდენჯერ გთხოვე უფალო მის ადგილს მე დავიკავებთქო.დაუფიქრებლად გავუცვლიდი ადგილს და ახლაც მზად ვარ სიცოცხლე დავთმო ისე,რომ ერთი წამითაც არ დავფიქრდე.იცით რაიყო ყველაზე საშინელი გრძნობა მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე?როდესაც შუბლზე ვაკოცე,ბოლოჯერ.ცივი იყო.არა ყინულივით,არა თოვლივით.სხვანაირი სიცივე იყო,რამაც გამიყიდა ტუჩები,შემდეგ კი მთელი სხეული,სული...ყველაზე საშინელი ხმა კი მისი კუბს და მიწის ერთმანეთთან შეხებისგან გამოწვეული ხმა,რამაც კიდევ ერთხელ მომკლა სულიერად."საუკეთესო მეგობარი" ეს კიდევ კარგად ვერ აღწერს იმას,თუ ვინ იყო სალომე ჩემთვის.ადამიანი,რომელიც ყველაზე მეტად მგავდა,ყველაზე კარგად მიცნობდა და თამამად შემიძლია ვთქვა,რომ ყველაზე კარგად ვიცნობდი.დღეს ზუსტად 279–ე დღეა,რაც დამძიმებული გულით დავდივარ.ჰო,ვითვლი ჩემ დარდიან დღეებს.დრო ყველაფრის მკურნალიაო ნეტავ რომელ სულელს ეკუთვნის ეს სიტყვები?არაფრის მკურნალიც არაა დრო.ის მხოლოდ მონატრებას ამძაფრებს. ვტირი.არა იმიტომ,რომ ის გარდაიცვალა,არამედ იმიტომ,რომ მენატრება,გაუსაძლისად მენატრება.არმესმის იმ ხალხის მიცვალებულს,რომ დაატირებს ვაი შე საცოდავოო.რა არის იმაში შესაცოდი თუკი ამ პრიმიტიული ცხოვრებიდან უფალთან წახვალ?სადაც არ არის დრო,სადაც არანაირი სიბინძურეა. ტრაგედია არ არის გარდაცვალება,ტრაგედია ისაა,რომ ადამიანებს არ ესმით მისი დანიშნულება. ადამიანი მაშინ ტოვებს ამ ქვეყნიურ ცხოვრებას,როცა მისი ამქვეყნიური მისია ამოწურულია და არ აქვს მნიშვნელობა ის მოხუცი იქნება,ახალგაზრდა თუ ჯერ არ დაბადებული ბავშვი. ვიტანჯები.არა იმიტომ,რომ გარდაიცვალა,არამედ იმიტომ,რომ მენატრება და ვინ იცის რამდენ ხანს გასტანს ეს მონატრება.შეიძლება რამდენიმე წელი,თვე,დღე ან თუნდაც რამდენიმე წუთი.სანამ უფალი არგადაწყვეტს,რომ დროა. ერთი კი ვიცი,რომ მე მას აუცილებლად შვეხვდები სულიერ სამყაროში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.