ოცნების მამაკაცი იცნების ქალაქში?! 7
სემს ხელში რაღაც ჟურნალ-გაზეთები ეჭირა.სახლში შემოვარდა და მაგიდაზე დაყარა. -ეს რა არის? თითით მასზე მანიშნა. -მე მიკეთებ სპეციალურად ხო? შურისძიება გინდოდა და მშვენივრად მოაწყვე ყველაფერი. -რაზე ლაპარაკობ სემ? რა შურისძიება? -საწყალი გოგო ვერ ხვდება. თქვა გაბრაზებით. -აი ამაზე ვლაპარაკობ. გაზეთი აიღო და ამოიკითხა. -”ნიკოლას ბლეიქმა არამხოლოდ სემ ვილსონის პრიზი,არამედ მისი საცოლის გულიც მოიგო” ან ეს -”ორი ჰოლივუდის ვარსკვლავის ერთი გატაცება” -”ბლეიქის ახალი სკანდალური რომანი” გაზეთები გადავფურცლე. ყველგან ჩემი და ნიკის ფოტოები იყო. როგორ გვეძინა,როგორ ვჭამდით ლოგინში,როგორ ვმღეროდით,როგორ ვაკოცე. ყველაფერი რაც სახლში მოხდა. მისი ნახევრად-შიშველი ფოტოც კი იყო. სკამზე დავეშვი. თავში რაღაც აზრმა გამიელვა. უცებ წამოვხტი და ფანჯარას მივვარდი. -რას აკეთებ? მკითხა გაკვირვებულმა. -არ შევმცდარვარ ჟურნალისტები მოგყვნენ სახლამდე. ხომ გინდოდა შენ და ეშლი ერთად ენახეთ და ასე გაეგო ხალხს თქვენზე? ახლა საქმეს გაგიმარტივებ. სარკეში თმა გავისწორე და გარეთ გავედი. უცებ კითხვების კორიანტელი დამატყდა თავს. -ბოდიში მაგრამ ყველა კითხვა არც მესმის და ვერც ვუპასუხებ,ამიტომ თავად აგიხსნით. მე სემისთვის არ მიღალატია. მე და სემი დავშორდით და ის ხვდება ეშლი სტოუნს. მე და ნიკოლასი კი მხოლოდ მეგობრები ვართ და მან დახმარების ხელი გამომიწოდა როცა ეს მჭირდებოდა. ის ფოტოები არაფერს ნიშნავს. -კლუბში სიმღერას გააგრძელებთ? -სავარაუდოდ კი. ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ. -ეშლი იყო დაშორების მიზეზი? -დიახ,მაგრამ სკანდალური და დეპრესიული დაშორება არ გვქონია,რადგან ვიცოდი რომ ეშლი სემის შესაფერისია და უბრალოდ ჩამოვშორდი მათ. მე და სემი მეგობრებად დავრჩებით რაც არ უნდა მოხდეს. სხვას ვეღარაფერს გეტყვით. სახლში შევბრუნდი და კარი რომ დავხურე საბოლოოდ მივეცი თავს ნება და ავქვითინდი. ისე მშვიდად ვილაპარაკე სემთან დაშორებაზე თითქოს ეს არაფერს ნიშნავდა. არადა ნიშნავდა თან ძალიან ბევრს,ეს ხომ სიტყვების თამაში არ იყო,ამ ყველაფრის უკან გრძნობები და განცდები იმალებოდნენ,რაც შინაგანად მანადგურებდა,ჯერ ლუკასთან დაშორება ძლივს გადავიტანე და ახლა ეს. სემი მოვიდა და ჩემს გვერდით ჩაიმუხლა. -ქეით ხო იცი მიყვარხარ -არ ვიცი სემ! სიყვარულს არაფრის გამო არ თმობენ. მითუმეტეს იცოდი რაც გადავიტანე და შენც იგივე გამიკეთე. ამ ყველაფრის მერე ვეღარცერთ მამაკაცს ვერ ვენდობი სიტყვაზე “მიყვარხარ”. შენ და ლუკამ მშვენივრად გამომიყენეთ და აღარ დამიტოვეთ სიყვარულის უნარი და უფლება. მეშინია ვინმე არ შემიყვარდეს,იმიტომ რომ უკვე ვიცი გული მეტკინება. -ქეით ასე ნუ ამბობ! -წადი სემ… უფრო სწორედ მე წავალ. ეს ხომ შენი სახლია. წამოვდექი,ცრემლები მოვიწმინდე,უცბად ჩავალაგე საჭირო ტანსაცმელი და ნივთები -ქეით სახლიდან არ გაგდებ -სემ მე არანაირი უფლება აღარ მაქვს აქ ცხოვრების ჟურნალისტები კიდევ რაღაცეებს გამოიგონებენ და ყველაფერი მე დამბრალდება ისევ. ჩანთა ავიღე და სახლიდან გამოვედი. მობულურს დავხედე 16 შეტყობინება და 10 ზარი იყო ნიკისგან. ვიფიქრე ჯობდა თავიდანვე გამერკვია ყველაფერი. ვფიქრობდი, რომ ნიკმა მოაწყო ეს ყველაფერი თუმცა მერე მამამისი გამახსენდა და მივხვდი,რომ ეს მისი ნახელავი უნდა ყოფილიყო.გადავეყვიტე გადამერეკა მისთვის. -ალო,ნიკ ტელეფონში მისი ანერვიულებული ხმა გავიგე. ცდილობდა აეხსნა,რომ მისი ბრალი არ იყო. -ნიკ! მჯერა შენი. ვიცი,რომ მამაშენმა გააკეთა ყველაფერი. -მართლა? მადლობა ღმერთს! მეგონა გაბრაზდი და მაგიტო არ მპასუხობდი. -თავიდან კი მაგრამ მერე მივხვდი ყველაფერს. -დღეს გამოხვალ ჩემთან? -რამე მაგარს თუ დამალევინებ კი -ჰაჰა კარგი. ჩვენ კლუბში წავიდეთ? -რავი როგორც გინდა. -კარგი გამოგივლი. მე სასტუმროში წავედი. ერთკაციანი პატარა ოთახი ავიღე და ბარგი იქ დავტოვე. მერე ცოტა ვიშოპინგე კიდეც. ფული კარტაზე ბლომად მქონდა დარჩენილი. სანამ ერთად ვიყავით სემი გულუხვად მირიცხავდა ფულდ,რომ არაფერი არ მომკლებოდა. სემზე ფიქრი ყოველთვის დამგრუზავს ამის მერე და ცუდ ხასიათზე დამაყენებს. ის კიდევ ერთ ცუდ ფურცლად იქცა ჩემი ცხოვრების წიგნში. ნიკი? ნიკზე მხოლოდ კარგი მახსენდება. ის ჩემი მეგობარია და ასე იქნება ბოლომდე. მისი შეყვარება ჩემს გეგმებში არ შედის. მე თავისუფალი ვარ. მამაკაცი არ მჭირდება ბედნიერებისთვის. ნიკმა დამირეკა და ჩავედი ქვევით. მას მეგობრები ახლდნენ რომლებიც ცალკე მანქანაში ისხდნენ. ორი გოგო და ორი ბიჭი. კლუბში რომ მივედით კლუბის ერთგულ კლიენტებს ნიკის დანახვა გაეხარდათ,მაგრამ ჯერ მისი დრო არ იყო. ამიტომ ჩვენ ცალკე კუპეში დავჯექით. -ქეით მოდი გაგაცნობ ჩემს მეგობრებს :ემილი,სტეისი,ჯეიმსი და ჰიუ. ემილი (წითური,ჭორფლიანი,ლამაზ ყვავილებიან კაბაში გამოწყობილი), სტეისი (შავგვრემანი,დიდი მკერდით და ძალიან ლამაზი ფიგურით, წითელი პომადით,აშკარად ნიკს ეფლირტავებოდა) ჯეიმსი( სათვალიანი,ქერა,დაბნეული,მაგრამ ძალიან მხიარული ბიჭი) ჰიუ(ამ ადამიანზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, იდუმალი შავგვრემანი,ლამაზი ცხვირით და მწვანე თვალებით) გაცნობა რომ დავამთავრეთ.ნიკმა და მისმა მეგობრებმა ჭორაობა გააბეს რაღაც ძველ ამბებს იხსენებდნენ,ვიღაცას დასცინოდნენ,ვიღაცას ლანძღავდნენ. მე ისე ვიჯექი. მხოლოდ ჰიუ არ იღებდა მონაწილეობას ამ გაჭორვა-გაკიცხვაში. -ქეითი ხო? სწორად მახსოვს? მკითხა მან და მის ხმაზე ყველამ შეწყვიტა საუბარი. -კი კი სწორად გახსოვს. -შენ სემის… -სემი და მე დავშორდით.იცნობ მას? -ჩემი და და ის ხვდებოდნენ ერთმანეთს. ამის მეტი ჰიუსგან არაფერი გამიგია იმ დღეს. დიდად არც დანარჩენთან მისაუბრია რადგან მალე მე და ნიკმა ჩვენი ადგილები დავიკავეთ და მუსიკალურ კაიფში ვიყავი. მუსიკა ყველა ჩემს უჯრედს აკონტროლებდა. ყველაზე მაგარი შეგრძნება,რაც კი ოდესმე მქონია. როცა ექსტაზიდან გამოვედი,როგორც ყოველთვის უკვე გამთენია იყო. ბევრი დავლიეთ და ვიხალისეთ. ემილი არც ისეთი სწერვა აღმოჩნდა,სტეისი კი ნამდვილად ნიკს ეკიდებოდა,ჯეიმსი ცდილობდა ვიღაც ლამაზმანზე შთაბეჭდილება მოეხდინა. ჰიუ კი… ის უბრალოდ მაშინებდა. დაჟინებული მზერით მაშტერდებოდა. თან ის ნამდვილად კაიფში იყო და მეშინოდა რამე სისულელე არ გაეკეთებინა,ამიტომ ნიკის სიახლოვეს ვიყავი სულ,მაგრამ ჩემი ბედი ხომ მოგეხსენებათ,მაინც და მაინც ჰიუსთან ერთად დავრჩი მარტო. როგორ? სტეისი და ნიკი განცალკევდნენ, ჯეიმსი და მისი ლამაზმანი სასეირნოდ გავიდნენ, მე,ჰიუ და ემილი დავრჩით,მაგრამ ემილი ძალიან დათვრა და სახლში წასვლა არჩია.ცოტა გული დამწყდა ნიკი სტეისის რომ გაყვა. უბრალოდ არ მომეწონა ეს გოგო. ჰიუ-გავისეირნოთ?! მის კითხვას უფრო მოთხოვნის ტონი ქონდა ვიდრე თხოვნის. თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. -ცოტა ხანი ჩუმად დავდიოდით. უცებ მან დაიწყო. -მაგარი ხარ! -რა? -სერიოზულად. მაგრა მღერი და… ამათვალოერა ფეხებიდან ...და ტანიც კაი გაქვს. -ჰიუ?! -შენ და ნიკს შორის რა ხდება? -არაფერი მეგობრები ვართ. -თქვენი ფოტოების მიხედვით მაგას ვერ ვიტყვი. -მართლა არაფერს ნიშნავს ეგ ფოტოები. -არადა იეჭვიანე ნიკზე ახლა ხო? -არა საიდან მოიტანე?! -შეგატყვე. -ხო? ეგრე ძაან შემეტყო? -კი. რთული იყო არ შემჩნევა,მაგრამ საეჭვიანო არაფერია სტეისი ნიკის გემოვნებაში არ ჯდება,ის ვულგარულია და ნიკს ეს არ მოსწონს. არამარტო მას ეს არცერთ კაცს არ მოსწონს. -მადლობა განათლებისთვის,მაგრამ მაინტერესებს საით მიგყავს საუბარი? -უბრალოდ მინდა,რომ გაგართო. მეტი არაფერი. თუ გირჩევნია კლუბში ტყუილად იჯდე,სვა და მთვრალ ხალხს დააკვირდე მაშინ შენი ნებაა,დაბრუნდი უკან. -არა. ბოდიში ჰიუ. უბრალოდ ადამიანებს ვეღარ ვენდობი. -მესმის შენი. არ გინდა გავერთოთ? ცოტა მოდუნდი. არ გაწყენს. მან რაღაც აბები გამომიწოდა. -რა? არა მეშინია . -ეს ისეთი დოზაა მართლა არაფერს გიზავს. -სიტყვაზე გენდო თუ ხვალ გავიღვიძებ და შემთხვევით შენს საწოლში აღმოვჩნდები? -არა. ეგეთი რაღაციეები არ მიყვარს. -კარგი. აბები მუჭში შევინახე და ბარში რომ შევედით პირში ჩავიდე და სასმელი მივაყოლე. -ჯობია სასმელს ბევრს თუ არ დალევ. ცოტა ხანში თავბრუსხვევასავით ვიგრძენი,მერე ყველაფერი ბურუსში გაეხვია,მერე კი სასიამოვნო შეგრძნება მოვიდა. მე და ჰიუ ვცეკვავდით და უბრალოდ მაგარ დროს ვატარებდით. როცა დავიღალეთ ჩამოვჯექოთ ჩვენს მაგიდასთან. -აქ ძაან ხმაურია. უკვე ძაან დავიღალე. -მოდი სახლში წაგიყვან კარგი? თავი დავუქნიე და წამოვდექი. ქუსლიანები ფეხს მტკენდა,ამიტომ გავიხადე. მოულოდნელად ვერც კი გავიგე როგორ აღმოვჩნდი ჰიუს მკლავებში. -ჰეი დამსვი. -ფეხები გეტკინება. თან ნასვამი ხარ და რამე,რომ მოგივიდეს ნიკი ალბათ ცოცხლად დამმარხავს. -ახლა მგონი ყველაზე მეტად შენ გადარდებს ჩემი ჯანმრთელობა. ნიკს არც ვეხსომები. სტეისისთან ალბათ კარგად ერთობა. ჰიუ დამსვი დაიღლები შენც ნასვამი ხარ. -უკვე მოვედით. კლუბის უკანა მხარეს ვიყავით. მან ეგრევე მოტოციკლის უკანა დასაჯდომზე დამსვა. შლემი ჩამომაფხატა თავზე და წინ დამიჯდა. -ხელები მაგრად მომხვიე. გავაკეთე რაც მან მითხრა და მალევე მოვხვიე ორივე ხელი მის ცხელ სხეულს. სასტუმრომდე, რომ მივედით ის დამეხმარა მოტოციკლიდან გადმოსვლაში და შლემიც მომხსნა. -რატომ ხარ ისევ ასეთი დაგრუზული? - ჰიუ დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მაგრად გავერთე. -რა აზრი ქონდა თუ ისევ დაიგრუზე? -ჰიუ… -შენთან მოვდივარ. -რა? -რადგან გართობამ არ გიშველა,მაშინ სხვა რამე გიშველის. -რა მიშველის? -შენ ოთახში თუ შემიპატიჟებ განახებ. -კარგი ამოდი. ოთახში ავედით.მან მოათვალიერა ოთახი და დაუსტვინა. -რა პატარაა. -სხვას ჯერ ვერ გავწვდები, ფული უნდა დავზოგო სანამ ხელფასს დამირიცხავენ. -გასაგებია. -დაჯექი. ის ხალიჩაზე დაჯდა. -ასე ჯობს. -კარგი ამიხსენი რას აკეთებ. -რამე ბასრი მოიტანე დანა ან ბრიტვა. -რა? რას აპირებ. -ხომ გითხარი დაგეხმარებითქო. უბრალოდ დამიჯერე. დანების უჯრა გამოვაღე და პატარა დანა ამოვიღე და მის გვერდით დავჯექი. -ჯერ გაჩვენებ. ფიზიკური ტკივილი სულიერს დაგავიწყებ. ბევრჯერ გამომიცდია და დამიჯერე შველის. მის ხელზე ახლა შევნიშნე ნაიარევები და შრამები. მან დანა მიიტანა ხელთან. -ჰიუ! -ნუ გეშინია. მხოლოდ ზედაპირულად გაჭრი კანს და… მისი ხელიდან სისხლის ნაკადი წამოვიდა. -ახლა შენ სცადე. თავიდან ვყოყმანობდი,მაგრამ შემდეგ ზუსტად ისე გავაკეთე როგორც მან. პირველი ჭრილობა,მეორე,მესამე...და აი ისიც. მართლაც ვიგრძენი შვება. ჰიუმაც იგივე გააკეთა. სისხლი ბლომად იყო მაგრამ დანახვა კი არ მაშინებდა,მსიამოვნებდა. შვებას და სიძლიერეს ვგრძნობდი. -ძალიან დავიღალე დღეს. თავი მხარზე დავადე. ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ავდექი და საწოლიდან ავიღე ტელეფონი. -ალო. -ქეით სახლში მიხვედი? -კი ნიკ სახლში ვარ ჰიუმ მომიყვანა. -რა ხმა გაქვს ცუდად ხარ? -არა დავიღალე. -ჰიუ კიდევ შენთანაა. -კი აქ არის. -მისმინე...ბოდიში უნდა მომეხადა. მე გითხარი გავერთოთთქო და მერე უცნობებთან დაგტოვე უბრალოდ სტეისი… -არაუშავს ნიკ მესმის. არ მწყენია. -არა მინდა იცოდე რომ არაფერი ყოფილა ჩვენ შორის. -რომც ყოფილიყო მე რა შუაში ვარ. -უბრალოდ… ისე…რავი. ხვალ შუადღისთვის გამოგივლი. -კარგი დაგელოდები. მობილური გავთიშე თუ არა ჰიუს ხმა გავიგე. -ნიკი მოდის აქ? -არა ხვალ უნდა გამომიაროს. -ხვალ საღამოს? -შუადღეს. -კიდევ კარგი. საღამოსთვის რაღაც გეგმები დავაწყვე და… -როდის აპირებდი თქმას? -ამ წამს. კარგი მე წავალ. ხვალამდე. -ხელები შეიხვიე მაიც ასე დასისხლიანებული ხომ არ გახვალ. -ნუ გეშინია სისხლისგან არ დავიცლები. -ხვალამდე. ჰიუ რომ გავიდა საწოლზე გადავვარდი. გავიაზრე რაც მოხდა. ყველაფერი ის გავაკეთე დღეს რისი წინააღმდეგიც ვიყავი მთელი ცხოვრება. ნარკოტიკები,ბევრი ალკოჰოლი,თვითდაზიანება და ეს ყველაფერი მომეწონა. თავს კარგად ვგრძნობდი ამ ყველაფრის მერე.მალე ჩამეძინა. რომ გავიღვიძე უკვე შუადღის პირველი საათი იყო. ტელეფონს დავხედე და რამდენიმე გამოტოვებული ზარი ვნახე ნიკისგან. გადავრეკე და ცოტა ხანში ის ჩემთან გაჩნდა. ჩემი თხოვნით სახლში ამოვიდა,რადგან თავი ძალიან მტკიოდა და გარეთ გასვლა არ მინდოდა. ხელებზე სისხლი შემშრობოდა. წყალი გადავივლე და გრძელმკლავიანი თხელი ზედა ჩავიცვი. ქვევით ელასტიკები ამოვიცვი და ნახევრად ნოტიო თმა ჩავიწანი. მალე კაკუნი გავიგე.კარი გავაღე და ნიკი შემოვუშვი. ცოტა ვნერვიულობდი. არ მინდოდა ხელები შეემჩნია.არადა ჭრილობები მტკიოდა და რთული იყო ემოციის დამალვა. -რა გჭირს? ცუდად გამოიყურები.თვალები ჩაწითლებული გაქვს. -კლუბის განრიგის გადამკიდე ძილი სულ ამერია.დილით მძინავს,ღამით ვმუშაობ. გადავიღალე. ნიკი სამზარეულოში შემომყვა და მაგიდასთან დაჯდა. -ყავას დალევ? -კი. დილით მამაჩემმა ისე მომიშალა ნერვები საუზმობა ვერც მოვასწარი ისე გამოვვარდი სახლიდან. -ბევრს ვერაფერს შემოგთავსზებ,ომლეტი შემიძლია შეგიწვა ყველით და ძეხვით. -რადგან რესტორანში გასვლა არ გინდა იყოს შენი ომლეტი. თანაც მე ხომ გამოგკვებე წინაზე. ახლა შენი ჯერია. მითხრა და გამიღიმა. არაჩვეულებრივი ღიმილი ქონდა. კარადიდან დიდი ტაფა გამოვიღე. რომელიც საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა.სიმძიმეზე ხელი საშინლად ამტკივდა და ვერც კი გავიაზრე როგორ აღმოჩნდა ტაფა ძირს. -ქეით რა მოგივიდა. ნატკენ ხელს მეორე მოვუჭირე. -ხელი იტკინე? ის ჩემთან მოვიდა. -მაჩვენე. -არა ნიკ არაფერია. მან ხელი ძალით გამაშვებინა და სახელო ნელა აწია. -ქეით?! ეს რა არის? რატომ გააკეთე? ჰიუ! ეს მისი სკოლაა ხო? გითხრა ტკივილი გაგაივლისო ხო? ქეით ასე არ შეიძლება. ერთი წუთით მესიამოვნა მისი მზრუნველობა,მაგრამ მისი ეს დაკითხვა არ მომეწონა და არც მისი ტონი. ვალდებული არ ვიყავი მისთვის რამე ამეხსნა ან მემტკიცებინა. -ნიკ ეს ჩემი საქმეა. ოთახში გავედი. -ქეით ჰიუს დიდი ხანია ვიცნობ,ასეთ რაღაცეებს თითქმის ბავშვობიდან აკეთებს და მას ეს სიამოვნებს. შენ კიდევ შენ პრობლემებს გაურბიხარ და ასე გგონია ეს გიშველის. ამას ჯობს იმ შენ პირველ საქმროსაც და სემსაც დაელაპარაკო,რჩხუბო,უყვირო,შენი ემოცია და ბრაზი გარეთ გამოუშვა თორემ ეს ყველაფერი სიკეთით არ დამთავრდება. ვულკანს გავხარ ყველაფერს გულში ინახავ და აგროვებ. ერთ დღესაც ამოხეთქავს და შენ თავსაც ავნებ და სხვასაც. -ნიკ ჰიუსთან თავს კარგად ვგრძნობ. თუ არ მოგწონს ეს შენი საქმეა. -მგონი ჯობს გონს რომ მოხვალ მერე ვილაპარაკოთ. მან თავის მობილურს ხელი დაავლო და ნომრიდან გავარდა. მთრლი ორი კვირა ჰიუსთან ერთად დავდიოდი და ვერთობოდი. ვსვავდით,ბევრს ვცეკვავდით კლუბებში,ნარკოტიკსაც ვიღებდით და ეს სულ არ მაღელვებდა,მოტოციკლით დავქროდით,ხელები კიდევ დავისერეთ,რამდენჯერმე კაზინოში ვითამაშეთ პოკერი და ერთხელ მოვიგე კიდეც. ორჯერ ჰიუსთანაც ვიწექი. რატომ? უბრალოდ იმ წუთას ასე გვინდოდა. თავს ისე თავისუფლად ვგრძნობდი ამ დროის განმავლობაში. ნიკი აღარ მირეკავდა,რაც მალევე გადამავიეყდა და მის ზარს არ ველოდი. ასევე ამ პერიოდში ნინა ჩამოვიდა,მაგრამ მის დასახვედრად არ წავედი. მისი ლექციები აღარ მჭირდებოდა. სასტუმრო იცოდა და იქ მიპოვიდა. რა თქმა უნდა მას მერე,რაც სასტუმროში დავბრუნდებოდი,რადგან ეს ორი კვირა ხან სად ვათევდით და ხან სად. კიდევ ერთი დილა გათენდა. როგორც ველოდი მობილურზე ნინას შემოსული ზარები იყო,ასევე იყო შეტყობინება სემისგან და არცერთი ნიკისგან. ტელეფონი აივნიდან მოვისროლე და ისიც მალევე ასფალტზე აღმოჩნდა. მხოლოდ საცვლებით დავდიოდი. ჰიუ გამოვიდა სააბაზანოდან. -დღეს რა გეგმები გვაქვს. შემათვალიერა,როგორც მას სჩვეოდა ხოლმე. -სახლში დავრჩეთ. -მე წინააღმდეგი არ ვარ. ხელი წელზე მომხვია და თავისკენ მიმიზიდა. -ჰიუ. არ მინდა შემიყვარდე.მეგობრულად მიყვარხარ,მაგრამ ვხვდები რომ ჩვენი ურთიერთობა სხვა ფაზაში შედის. -თუ არ გინდა კარგი მე წავალ და ნოას ახალ მოტოციკლს ვნახავ. მან ცივად გამიშვა ხელი. შარვალი და მაისური ჩაიცვა და გავიდა გარეთ. ჰიუ არ მიყვარს! არა უბრალოდ ვერთობით! რა დებილი ვარ! ჩემს თავში ვერ გავრკვეულვარ და სხვებს ვთხოვ კიდევ რამეს? აშკარაა რომ ნიკი მენატრება და ეს ვითომ თავისუფლება უფრო საკუთარი თავის დასასჯელად გამოვიგონე ვიდრე გასართობად. ამ ფიქრებში გართულმა.უეცრად გარეთ მანქანის დატორმუზების და ხალხის ყვირილოს ხმა გავიგე. აივანზე გავვარდი. ჰიუს მოტოციკლი შევნიშნე ასფალტზე. რომელიც ხელში მომხვდა ის კაბა გადავიცვი უცებ და ქვევით ჩავირბინე. ხალხის ბრბო შემოხვეოდა გარშემო ერთ ადგილს. ხელით გავწიე ხალხი და დავინახე,რომ ჰიუ უგონოდ ეგდო. გული შემეკუმშა როცა გავიფიქრე რომ შესაძლოა ის მკვდარი ყოფილიყო,თავიდან არ დავიჯერე მივვარდი და ყველანაირად ვცადე მის სხეულზე რაიმე სიცოცხლის ნიშანი აღმომეჩინა,მაგრამ უკვე გვიანი იყო. ის დაიღუპა. ეს ნამდვილი ტრაგედია ოყო ჩემთვის. ადამიანი რომელიც სულ ცდილობდა გავეხალისებინე და ბედნიერი ვყოფილიყავი. მნიშვნელობა არ აქვს რა გზით,მთავარია ის ამას ჩემს გამო აკეთებდა. მისი გაშვება არ მინდოდა. გვამს ვხედავდი,მაგრამ არ მჯეროდა. ბოლოს ნოამ წამომაყენა და გვერძე გამიყვანა. ჰიუს სხეული მორგში გადაასვენეს. ცრემლებს ვერ ვიკავებდი. ვქვითინებდი როგორც ბავშვი. ნოამ თავისი ჟაკეტი მომახურა. -ჩემი ბრალია. -რა არის შენი ბრალი? -მე ვუთხარი შევეჯიბროთ ვისი მოტოციკლი უფრო სწრაფიათქო. -მე რომ არ გამებრაზებინა შენთან არ წამოვიდოდა,ამიტომ ორივე თანაბრად ვართ დამნაშავე. ნოა ძალიან ცდილობდა თუმცა მანაც ვეღარ შეიკავა ცრემლები. -დავლიოთ! -ქეით სამელს ძალიან მიეჩვიე ამ ბოლო დროს. -ჰიუ აღარაა ნოა. ასე მგონია გულზე ვიღაცამ ხელი მაგრად მომიჭირა და სადაცაა ამოგლეჯს მას. საღ გონებაზე ამას ვერ გადავიტან. -კარგი. ჰიუს სახლში ავედით,სადაც რამდენიმე წუთის წინ ის ბანაობდა და მეხვეოდა. ახლა კი სიცარიელე დამხვდა. ბევრჯერ დავრჩენილვარ ამ სახლში მარტო მაგრამ ასეთი ცარიელი ის არასდროს ყოფილა. ყველაფერი მის თავს მახსენებდა. ყველა ნივთი,ყველა კუთხე,ყველა დეტალი. მისი პრსახოცი რომელიც გაბრაზებულმა იატაკზე დააგდო. მე და ნოამ გამოვიღეთ ყველაფერი რაც კი მეგულებოდა სასმელი და რამდენიმე აბიც ვიპოვე. მერე აღარაფერი მახსოვს. სრული სიბნელეა. ბნელა და ცივა ძალიან,თან სპეციფიური სუნია. თვალების გახელა მინდა,მაგრამ თითქოს ლოდები მადევს ზედ. ხელ-ფეხს ვერ ვამოძრავებ. ვერც ვყვირი. ნაცნობი ხმები მესმის.რაღაცას ჩურჩულებენ. ქეითი,ჰიუ,ავარია,საწყალი,შენთან ვარ, მიყვარხარ. ეს სიტყვები გავარჩიე,მაგრამ ხმებს ვერ ვარჩევ ვინაა. ცოტაც,სულ ცოტაც და აი… თვალი გავახილე და თავი პალატაში აღმოვაჩინე. ხელზე კათეტერი მქონდა. პალატაში არავინ იყო. კომოდზე ყვავილები და ხილი ელაგა. ჯერ კიდევ ვერ ვმოძრაობდი და ვერაფერს ვაკეთებდი. მხოლოდ თვალებს ვატრიალებდი აქეთ-იქით და უზარმაზარ პალატას ვათვალიერებდი. მადლობა რომ კითხულობთ და ტოვებთ კომენტარებს <3 ბოდიში ამდენი რომ გალოდინეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.