შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნების მამაკაცი ოცნების ქალაქში?! 6


5-08-2016, 02:12
ნანახია 1 899

-ნიკ?! მეგონა წახვედი
ჩემს გვერძე დაჯდა.
-წავედი? არა ყოველ ღამე აქ ვარ ეს ჩემი საყვარელი ადგილია სადაც ის ვარ ვინც ვარ და არა ნიკოლასი.
-და მაინც ვინ ხარ ასეთი?
-ცოტა ხანში ნახავ.
-ახლა გასუქების აღარ გეშინია?
გამიღიმა.
-გავსუქდები და სემსაც მეტი მიზეზი ექნება ჩემს მოსაშორებლად.
ეს სიტყვები არ უნდა მეთქვა მივხვდი.
-რა?სემს ეჩხუბე?
-მოდი თემა შევცვალოთ. ეს არ უნდა მეთქვა.
-სემის პროდუსერს უნდა ეშლისთან დააახლოვოს. ხომ ასეა?
-რა? საიდან იცი?
-ქეით რქ გულუბრყვილო ხარ. ეს ჰოლივუდია საყვარელო. უმიზეზოდ არაფერი ხდება. ეშლი და სემი ისედაც ხშირად ჩანან ერთად და რა მიხვედრა უნდა მაგას. რა თქმა უნდა სემმა ჩემთან წააგო და ახლა მისი პოპულარობის შენარჩუნება მხოლოდ ასეა შესაძლებელი თორემ შემდეგ სეზონზე შეიძლება ნომონირებულიც არ იყოს. სიმართლე გითხრა ეს პრემია . ჩემი მოწოდება მსახიობობა არასდროს ყოფილა. ხო მომწონს რომ ბევრ ფულს ვიღებ და რომ ხანდახან მაგარ ფართიზე ამოვყოფ ხოლმე თავს ვინმე სელებრითთან,მაგრამ ჩემი პროფესიით სიამოვნებას ვერ ვიღებ. ეს მამაჩემის ოცნება იყო ჰოლივუდის მსახიობი გამხდარიყო და რომ ვერ აისრულა მერე ჩემი გავარსკვლავება მოინდომა და გამოუვიდა კიდეც. ის ჩემი რეჟისორიცაა და პროდიუსერიც.მოკლედ მამობის გარდა მთელი ცხოვრებაა ყველაფერს მიკეთებს. ამიტომ მისთვის მამა არასროს დამიძახია. კარგი გვეყო ჩემზე შენ რა პროფესიის ხარ ქეით?
-მე იურისტი ვარ.
-ვაუ! მაგარია.
-ხო გადავწყვიტე ჩემს პროფესიას მივხედო,რადგან სემის გვერდით თავს ყოველდღე უფრო მეტად დამცირებულად ვგრძნობ,ასე მგონია არარაობა ვარ და სემია ყველაფერი,იმიტომ რომ ყველას ყურადღება მისკენაა მიმართული. ჩემი პიროვნება კი არავის აინტერესებს. მინდა ეფ.ბი.აი-ში ქცევითი ანალიზის განყოფილებაში ვიმუშაო. ეს მოზარდობის მერე ოცნებად მექცა. ახლა იწყება ტრენინგები და აუცილებლად წავალ.
-კარგი გადაწყვეტილებაა. მეც დაგეხმარები თუ რამე დაგჭირდება.
-მადლობა. ნიკ ერთი რამე მაინტერესებს. ცოტა უხერხულია მაგრამ… საიდან იცი რომ სემს ნაზად მოპყრობა არ შეუძლია? უბრალოდ…
-მისი ყოფილი ცოლი ჩემი ძალიან კარგი მეგობარია და სწორედ მაგის გამო დაშორდნენ ერთმანეთს.
-ყოფილი ცოლი ესეიგი?! შენ უფრო მეტი იცი სემზე ვიდრე მე. და ცოლად გაყოლას ვაპირებდი. ალბათ ცხოვრებაში აღარასდროს დავთანხმდების არავის ცოლობაზე. საკმარისად ვისწავლე რომ ჩემთვის გათხოვება და ოჯახი რაღაც მიუწვდომელია და წარმოუდგენელი. ორჯერ ჩამეშალა საქორწილო სამზადისი.
-გათხოვება რა საჭიროა. თავისუფალი ურთიერთობა ადამიანთან, ვალდებულებების გარეშე. აი ამაშია ბედნიერება და არა გადასახადების გაყოფაში და მორიგეობით სახლის დალაგებაში.
-ალბათ მართალი ხარ.
-ჩემი დროა. ცოტა ხნით დაგტოვებ.
-სად მიდიხარ?
-ნახავ.
ის ხალხის ბრბოში გაუჩინარდა. თვალებით ვეძებდი და უეცრად დიჯეის პულტთან დავინახე.
როგორც მივხვდი ეს იყო მისი საყვარელი სამუშაო რადგან ყველა მუსიკას,ყველა ნოტს თითქოს სხეულის ყველა უჯრედში ატარებდა.მუსიკასთან ძალიან მჭიდრო კავშირი მეც მაქვს. მთელი ბავშვობა ვმღეროდი და სცენაზეც ბევრჯერ ვიდექი საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ საქართველოში სიმღერით ფულს ვერ ვიშოვიდი და იურდიულზე ჩავაბარე. მერე ახალი ოცნებები გაჩნდა და მომღრრლობაზე ოცნება სადღაც ღრმად გულში ჩაიმარხა. ახლა ნიკის ასეთ მდგომარეობაში დანახვამ ისევ გამიღვიძა მუსიკისაკენ ლტოლვა. ცოტა ხანში კი შანსი მომეცა მთელი ამდენი წლის დაგროვილი ემოცია გარეთ გამომეშვა,რადგან კარაოკეზე სიმღერის საშუალება მომეცა. პატარა სცენაზე ნიკის გვერდით ვიდექი. ის ხან გაკვირვებული ხან თვითკმაყოფილი ღიმილით მიყურებდა. სიმღერას რომ მოვრჩი ასე მეგონა წავიქცეოდი რადგან საოცარი შვება და სიცარიელე ვიგრძენი. სანამ გონს მოვიდოდი ნიკი მომეხვია და დამაბზრიალა.
-ეს რა იყო ქეით?
-არ ვიცი.
-შენ ამისთვის ხარ დაბადებული.ნახე ხალხს როგორ მოეწონა.
მართლაც ხალხი ყვიროდა უსტვენდა და ტაშს უკრავდა. ეს ენით აღუწერელი ემოცია იყო.
-მათ კიდევ უნდათ შენი მოსმენა.
-ნიკ მეტს ვერ ვიმღერებ.
-კარგი რა ქეით. საცოდავი თვალებით შემომხედა.
-არ გამოგდის ნიკ.
-ხომ გინდათ მისი მოსმენა? მიკროფონში ჩაყვირა მან და ხალხის ბრბოც აგუგუნდა.
-ქეით!ქეით!..
დაიწყო ნიკმა და ხალხიც აყვა.
-ხედავ. გთხოვ კიდევ ერთხელ რა.
-კარგი ხო.
კიდევ ერთი სიმღერა,მერე კიდევ ერთი და ასე დაგვათენდა.გამთენიისას გამოვედით კლუბიდან.
ნიკი ჩემს წინ იდგა და უკუსვლით მოდიოდა.
-ქეით არაჩვეულებრი იყავი. კლუბის მეპატრონემ ყოველ ღამით იმღეროსო და ხელფასს დავუნიშნავო. ხალხი შენს მოსასმენად ივლის. წარმოიდგინე რა მაგარი იქნება. წამოდი ჩემთან ავღნიშნოთ.
-იცი ცოტა მერიდება,მაგრამ სხვა წასასვლელი მაინც არ მაქვს ჯერ.
-ხოდა მშვენიერია. ის პარკი ისევ გავიარეთ.განთიადისას სხვანაირად ლამაზი ჩანდა იქაურობა. ნიკს შავ მაისურზე შავი საროჩკა ეცვა და როცა შემატყო რომ შემცივდა საროჩკა მომაცვა.მის საროჩკას ძვირადღირებული პარფიუმის სუნი არ ასდიოდა,როგორც სემისას,მაგრამ მაინც სასიამოვნო სურნელი ქონდა. ცოტა თამბაქოს სუნიც აჰყოლოდა კლუბიდან.
ნიკის მანქანამდეც მივაღწიეთ. მან კარი გამიღო.
-გთხოვ . გამიცინა.
მანქანაში ჩავჯექი. ეს სპორტული მანქანა იყო. კიდევ ერთი ჩემი გატაცება. ვგიჟდები სპორტულ მანქანებზე. ყიდვა მინდოდა,მაგრამ ძალიან ძვირი ღირდა.
-მოგწონს ჩემი პატარა?
მითხრა როცა ჩაჯდა.
-უკვე ვგიჟდები მასზე. გავუღიმე.
თავი ასე თავისუფლად არ მიგრძვნია დიდი ხანია. სემთან სულ წესებს ვემორჩილებოდი. ეს არ შეიძლება,ის არ შეიძლება. ძლივს თავისუფლება ვიგძენი. კაბის გამოცვლა მესაჭიროებოდა სასწრაფოდ.
-ნიკ სადმე ტანსაცმლის მაღაზიასთან გავჩერდეთ რა.
-როგორც იტყვი.
ძრავის ხმა გავიგონე და დამბურძგლა. ეს უკვე სასწაულია. მეშინია. ჩემს ცხოვრებაში რაღაც ეტაპს უფრო უკეთესი მოსდევს და ეს მაშინებს,რადგან სადღაც ყველაფერი დამთავრდება. ბედნიერებას აუცილებლად მოსდევს ხოლმე უბედურება. ჩემი ბედნიერება კი დიდ ხანს გრძელდება და ეს უფრო მაშინებს რომ უბედურებაც დიდი მოყვება მას. ეს ფიქრები ამოვიგდე თავიდან და შევეცადე დავმტკბარიყავი ამ წუთებით.
ნიკი დიდი სისწრაფით მიქროდა გზაზე. ფანჯრიდან ხელი მქონდა გაყოფილი და ვგრძნობდი როგორ ვჭრიდი ჰაერს.
მალე გავჩერდით.
-როგორც ჩანს ტანსაცმლის მაღაზია დაკეტილია ჯერ.
-დილის 6 საათია ჯერ რადროს მაღაზიებია. მეც დებილი ვარ ახლა ამ კაბაში უნდა ვიყო მთელი დღე.
-თუ გინდა დაველოდოთ 8 საათზე გაიღება ან შეგიძლია დროებით ჩემი რამე ითხოვო. სანამ ჩემს სახლში იქნები.
-კარგი სხვა რა გზაა.
ისევ მოწყდა მანქანა ადგილს. ნიკმა მუსიკები ჩართო და ორივე ერთად ვმღეროდით და ვცეკვავდით. ვერც კი გავიგე ისე მივედით მის სახლთან.
სახლი სრულიად განცალკევებით იდგა. დიდი ჭიშკარი გაიღო და ეზოში შესრიალდა მანქანა. სახლის წინ დიდი ბასეინი იყო. თვითონ შენობა სულ თეთრი ორსართულიანი ნაგებობა იყო,ვიტრაჟებით. პირი ღია დამრჩა.
-ქეით წავედით.
ნიკის ხმამ გამომაფხიზლა.
სახლში რომ შევედით იქაც ისეთივე თვალისმომჭრელი და ლამაზი იყო ყველაფერი.
-მამა სახლში ვარ!
დაიყვირა ნიკმა და ოთახიდან კოსტუმში გამოწყობილი,ახოვანი მამაკაცი გამოვიდა. დილის 6 სათზე კოსტუმში?
-ეს ახალგაზრდა ქალბატონი სემ ვილსონის მეღლეა არა?
ის ახლოს მოვიდა და ნიკს გახედა.
-ყოფილი საცოლე ბატონო. მე ქეითი მქვია. ხელი გავუწოდე,მაგრამ ის უბრალოდ შებრუნდა და წავიდა.
-ყურადღება არ მიაქციო. წამო ზევით ავიდეთ.
-ის ყოველთვის კოსტუმშია?
-5 საათზე იღვიძებს და ჩემს საქმეებზე დარბის. მითხრა მან ოთახის კარი გააღო და როგორც კი შევიდა მაისური გადაიძრო.
მისი პრესის დანახვისას კინაღამ გავითიშე. არ მეგონა სემის მერე ასე თუ იმოქმედებდა ვინმეს სხეული,მაგრამ ეს მართლაც რომ სრულყოფილება იყო. მან შემატყო ყველაფერი.
-დაგაბნიე ქეით?
მითხრა სიცილით.
-ჯობს მალე ჩაიცვა.
-თორე რა?
მკითხა გამომწვევად.
-ნიკ!
თვალებზე ხელი ავიფარე რომ აღარ შემეხედა.
-კარგი შევდივარ სააბაზანოში დამშვიდდი შეგიძლია ხელები მოიშორო.
სანამ კარის დაკეტვის ხმა არ გავიგე ხელები არ ჩამომიშვია. მისი ოთახი უბრალო იყო. თეთრი იყო სულ. ცალი მხარე მთლიანად ვიტრაჟებში ქონდა.მის მოპირდაპირე კედელზე ორი კარი იყო ერთი შემოსასვლელი და მეორე არ ვიცოდი რა იყო. შუაში დიდი საწოლი იდგა. მის მოპირდაპირე კედელთან კი სარკიანი ტუმბო,რომლის გვერდით სააბაზანოს კარი იყო. სყლ ეს იყო. გამიკვირდა რომ კარადა არ ქონდა ოთახში.
ოთახს ვათვალიერებდი და უეცრად ისევ ნახევრადშიშველი ნიკი დავინახე. წელზე პირსახოცი ქონდა მოხვეული.
-სერიოზულად? სპეციალურად აკეთებ ხო?
-დამშვიდდი ქეით ხალათი არ მქონდა იქ და რა მექნა? თან მიჩვეული ვარ ოთახში ასე სიარულს. სულ ლამაზი გოგო კი არ მხვდება ხოლმე.
გამიღიმა და ის ამოუცნობი კარი გააღო.აქამდე როგორ ვერ მივხვდი. ოთახი-კარადა. ის მთელ სიგრძეზე ვეშოლკებით იყო სავსე სადაც მაისურები,პიჯაკები,საროჩკები,შარვლები,შორტები ელაგა და ქვევით კიდევ ფეხსაცმელები. მან თავით მანიშნა შემოდიო.
-მაიკა აირჩიე და ჩაიცვი მგონი შორტი არ დაგჭირდება ისედაც კაბასავით გექნება.
შეძლებისდქგვარად გრძელი მაისური მოვნახე,მანაც იპოვა ტანსაცმელი.მე სააბაზანოში შევედი. იქ დიდი ჯაკუზი და ლამაზად მოწყობილი ნიჟარა იყო. კაფელიც გემოვნებით იყო შერჩეული. ეს სახლი ერთი ნახვით შემიყვარდა. შხაპი მივიღე და მისი მაისური გადავიცვი,რომელიც მართლაც კაბასავით მქონდა. კარი გავაღე და დავინახე რომ ნიკი საწოლზე იწვა მაისურში და შორტებში და ეძინა. მეც ძალიან მოთენთილი ვიყავი და მის გვერდით დავწექი ზურგით ისე რომ არ შემეწუხებინა. ეგრევე გავითიშე. როცა გამეღვიძა უკვე ბნელდებოდა. ნიკი აღარ იწვა საწოლში. ცოტა აზრზე მოვედი და სააბაზანოში შევედი. პირი დავიბანე და გამოვედი. ის ოთახში დამხვდა. ხელში პატარა მაგიდა ეჭირა და ზედ გემრიელობები ელაგა.
-საღამო მშვიდობის ძილისგუდა.
საწოლზე ჩამოჯდა და მაგიდა დაიდგა ფეხებზე.
-მოდი ჭამე შენთვისაცაა.
-ისევ 6ის მერე მაჭმევ. მართლა გამასუქებ. ავბუზღუნდი
-მთელი დღეა არ გიჭამია რა გაგასუქებს. თვალები გადაატრიალა
-6 საათის მერე ნახშირწ....ბი გარდაიქმნება ეგრევე ცხიმებად და მათი დაშლა შემდეგ რთულია. ავუხსენი.
-კარგი მე შევჭამ შენ წილ პიცას და დავაყოლებ შოკოლადის ნამცხვარს.
-პიცა და შოკოლადი ახსენე?
გავიქეცი და საწოლზე ავძვერი.
ძალიან გემრიელი პიცა იყო და ასევე ნამცხვარიც.
-ასეთი გემრიელი არაფერი მიჭამია დიდი ხანია. თითქმის ნახევარ წელიწადზე მეტია წინასაქორწილო დიეტაზე ვარ და ქორწილი აღარ მეღირსა.
-დღეიდან პირობა მომეცი რომ შეწყვეტ დიეტას.
-კარგი რა თავს იტანჯავ. მაგას ჯობს ივარჯიშო.
-კარგი აზრია მაგრამ მარტო მეზარება.
-ვინ გითხრა მარტო.
წამო რაღაცას გაჩვენებ.
მან ხელი მომკიდა.ჯერ პირველზე ჩავედით და შემდეგ სარდაფში. იქ ორი კარი იყო. პირველი კარი გამოაღო და აღმოვჩნდით ტრენაჟორების დარბაზში. მოსალოდნელი იყო რომ მას საცლში მსგავსი ოთახი ექნებოდა. აქ იდეალური სავარჯიშო ადგილი იყო.
-ჩემთან გამოდი ხოლმე და ვივარჯიშოთ.
-იცოდე ვერ მომიშორებ. თითი დავუქნიე.
-ხო კიდევ რაღაც მინდა გაჩვენო. ეს ალბათ ყველაზე მეტად მოგეწონება.
ახლა მეორე კარში შევედით. მუსიკალური ოთხი. დიჯეის პულტით,უამრავი მიქშერით (ხმის მარეგულირებელი),დინამიკებით და გიტარებით სავსე. ასევე ხმის ჩამწერი ოთახი.
-ღმერთო ჩემო ეს საოცრებაა.
ამ ოთახში გადმოვდივარ საცხოვრებლად.
-მე წინააღმდეგი არ ვარ.
-გიტარაზე უკრავ?
-რა კითხვებს სვავ? მან გიტარა ჩამოიღო და თავისი ნიჭის დემონსტრაცია მოახდინა.
-ვაუ! შენი ფანი ვარ.
შეგიძლია I hate you I love you დაუკრა?
-რა პრობლემაა.
ის იქვე დივანზე ჩამოჯდა და დაკვრა დაიწყო. მეც გვერძე მივუჯექი და სიმღერა დავიწყე.
სიმღერაში ისე ჩავიძირე რომ დასასრულისას ვერც კი გავიაზრე როგორ ვაკოცე ნიკს და მანაც იგივეთი მიპასუხა რა თქმა უნდა.
-ნიკ...მე
-მშვენიერი იყო. წამო გამოვიცვალოთ და კლუბში წავიდეთ.
ზევით ავედით ისევ.
-ჯერ ადრეა ნიკ.
-ხო მართალი ხარ.
-იცი რა,სანამ დრო გვაქვს რაღაცას გასწავლი. მოდი ზურგზე დაწექი.
-რას მიპორებ?
-დაწექი.
ისიც დაწვა.მისი დიდი ბითსები მოვარგე ყურებზე.
-შეეცადე ყველა ნოტი იგრძნო კარგი?
მუსიკა ჩავრთე.
-გრძნობ თავიდან მთელ სიგრძეზე ნერვულ იმპულსებს.
დავინახე რომ შეკრთა და დაბურძგლა ტანში.
-ვაუ ეს რა მაგარია.
-აი ასე მოსმენა ხუთიათასჯერ უკეთესია ვიდრე ჩვეულებრივ.
-ქეით ეს...ვაუ… ვერ ავღწერ რა მაგარია.
-უბრალოდ მოდუნდი და დატკბი.
ცოტა ხანში ნიკი გამოვაფხიზლე.
-ჰეი კლუბში არ მივდივართ?
-უი ხო სულ დამავიწყდა.
მან შავი მაისური და ნაცრისფერი,ჩაჩაჩული სპორტული შარვალი ჩაიცვა. მე ისევ გუშინდელ კაბაში გამოვეწყვე.
-ეს კაბა ძალიან გიხდება.
-ხო მაგრამ კლუბში კომფორტულად მინდა რომ ჩავიცვა.
-კარგი მაღაზიაში წავიდეთ.
მალე ორივე მზად ვიყავით და მანქანაში ჩავჯექით. მაღაზიასთან გააჩერა ნიკმა.
-მისმინე შენ დარჩი უცებ ავარჩევ რამეს და გამოვალ.
-კარგი მალე.
მართლაც მალე შევარჩიე შორტები მაისური და ჯინსის თხელი კურტკა.
-რა სწრაფად მორჩი?
მითხრა გაკვირვებულმა როცა ჩავჯექი.
კლუბში ისევ ისე მაგრად გავერთეთ და მეც დავთანხმდი მუშაობაზე. კიდევ ნიკის შეწუხება არ მინდოდა ამიტომ ვიფიქრე დროებით სემის მეორე სახლში დავრჩებოდი. თან გასაღები მქონდა და ასეც მოვიქეცი. ნიკმა გამთენიისას მიმიყვანა სახლთან.
-დარწმუნებული ხარ რომ აქ გინდა დარჩე?
-კი ნიკ დღეს ვეღარ შეგაწუხებ. მაგრამ იცოდე 2 საათში შენთან ვარ ხომ უნდა ვივარჯიშოთ.
-კარგი გელოდები.
სახლში ავედი. თან აქ ტანსაცმელი მაინც მქონდა რომ გამომეცვალა. შხაპი მივიღე და რომ გამოვედი სააბაზანოდან ზარის ხმა გავიგე. ხალათი ჩავიცვი და კარი გავაღე. გარეთ გაცეცხლებული სემი იდგა.



№1  offline წევრი isterichka123

Kaia gaagrdzele

 


№2 სტუმარი Ketis

Au dagvivicke??? Es istoria ert cnobil tele serials gavs ratkmaunda gansxvavdeba mara vgijdebi ise momcons !!

 


№3 სტუმარი Maxi

Rato aggar deb??

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent