რეალობასა და ზღაპარს შორის... (11)
სანამ სახლში შევიდოდით მილიონჯერ ვიფიქრე მოვბრუნებულიყავი მაგრამ არცერთხელ არ შემისრულებია მინდოდა გამომკიდებოდა მაგრამ ის ერ ადგილას იდგა და მე მომშტერებოდა , ჩემსგან ელოდა რომ მასთან მივიდოდი და დაველაპარაკებოდი ეს მართლაც ძალიან მინდოდა მაგრამ რაღაც არ მიშვებდა რაღაც მბოჭავდა ქეთო სახლში "შევაგდე" , მე კი კარი სწრაფად დავკეტე და მას მივაწექი , ვინმეს ეგონებოდა სახლში მანიაკი შემოდიოსო და ეს არ უშვებსო მაგრამ კარის უკან არავინ იდგა კარებთან ჩავიკეცე და თავი ხელებში ჩავრგე , ტირილი დავიყწე აღარ შემეძლო ეს ყველაფერი , საერთოდ რატომ გამოჩნდა ის ჩემს ცხოვრებაში? რატომ დამიკავშირა ღმერთმა მისი ბედი მე?! თუ უნდა გამეგო რას ნიშნავდა სიყვარული ესეთი დასაწყისი საერთოდ არ მინდოდა! ამას მერჩევნა უსიყვარულოდ მომკვდარიყავი ვიდრე ჩემი საყვარელი ადამიანისთვის მეყურებინა და ყოველ წამს მისი ცუდი საქციელი გამხსენებოდა -იქნებ შემოვუშვათ? - უეცრად მკითხა ქეთომ და ფანჯარაში გაიხედა - წინ სკამზე ზის , ცოდოა ანო , დაელაპარაკე - შემდეგ მე გამომხედა -აქაა? - მისი სიტყვები მესიამოვნა და ფანჯარას მივუახლოვდი , ფარდა ფრთხილად გადავწიე და მას გავხედე მართლაც იქ იჯდა , სახლს უყურებდა და სიცივისგან ფერი გადასვლოდა უეცრად თვალი მომკრა და ფეხზე წამოდგა , ხელით რაღაც მანიშნა მაგრამ მე მაშინვე მოვშორდი ფანჯარას და დივანზე ჩამოვჯექი -ანო დაელაპარაკე - ჩემს წინ ჩაიმუხლა ქეთო და ცრემლები მომწმინდა -არ მჭირდება! - უხეშად ვუპასუხე და სახე ბალიშში ჩავმალე -და პირიქით რომ გეტყობა იცი? იცი ასე ტირილს ჯობია ნახო და შემდეგ გადაწყვიტო ყველაფერი , ტირილს მაინც მორჩები , იმას გაიგებ რაც ესე ძალიან გაინტერესებს და ცოტა დამშვიდდები - ღიმილით გამომხედა ქეთომ და კარისკენ წავიდა -არ გააღო! - უკვე სახელურზე ქონდა ხელი რომ შევაჩერე და მასთან მივედი - არ გინდა! -შენ გინდა! - ხელი გამაშვებინა ქეთომ და კარი გააღო , მაგრამ მთელი ძალით ვკარი კარს ხელი და თავის პოზიციაში დავაბრუნე -ის ჩემზე დანიზლავდა! - ხმამაღლა მომივიდა და ოთახისკენ ტირილით გავიქეცი ქეთის სახე აღარ მინასხავს , მაგრამ დარწყმუნებული ვიყავი რომ მასაც ძალიან არ ესიამოვნებოდა ეს ფაქტი და კარს არავითარ შემთხვევაში არ გააღებდა **** მინდოდა მასთან ჩავსულიყავი და მეჩხუბე , მინდოდა მეცემა , მინდოდა მთელი ზიზღი მის წინ გადმომენთხია და შემდეგ მოვშორებოდი მაგრამ არ მინდოდა ესეთი განადგურებული ვენახე , ვაპირებდი გამეღიმა როდესაც ვნახავდი მაგრამ ტირილს არ დავანახებდი ჩემს ღიმილში უფრო მეტი ზიზღი იქნებოდა ვიდრე ტირილში , ის ხომ მთლიანად გამთქვამდა ფანჯარასთან ვიჯექი და ჩუმა ვიყურებოდი , წამითაც არ შეუცვლია ადგილი , იდგა და მელოდებოდა მაგრამ სადამდე გასტანდა ეს ლოდინი? დარწყმუნებული ვიყავი ის ხვალ აქ არ იქნებოდა , ის არავის არაფერს შეეხვეწებოდა ოთახში ქეთო შემოვიდა და ფანჯრისრაფაზე ჩემს წინ ჩამოჯდა -იცი არცერთი ბიჭი არ მოიქცეოდა ესე რომ არ ყვარებოდი - მიკვირდა რატომ არ იყო ეს გოგო გაბრაზებული და როგორ შეეძლო ესე თბილად ელაპარაკა -და რა იცი იქნებ კიდევ ნიზლავია და ჩემი შემორიგება მაგიტო უნდა? - ირონულად ჩავილაპარაკე და თავი გავაქნიე -მაშინ მოვიდოდა დილით ერთი საათი აქ იქნებოდა და წავიდოდა , ეხლა კი ყინავს ანო და მალე გაწვიმდება , ის აქედან წამსვლელი არ არის - დარწყმუნებულმა ჩაილაპარაკა ქეთომ და გეგას გახედა -რატომ ხარ მასში ასეთი დარწყმუნებული? შენ ხომ მას საერთოდ არ იცნობ? - გავუღიმე , მაგრამ სულაც არ ყოფილა ეს ღიმილი სითბოს ნიშანი -ქალბატონო შენ შეგიძლია ენაგლო ნინის მაგრამ ჩემთან სიტყვები შეარჩიე , არ გჭირდება ეს , შენი ცინიზმის გამო ერთდღეს მაგრად გცემ , შენი დაქალი ვარ და შეგიძლია პირდაპირ მითხრა ის რასაც ფიქრობ და არა შემოპარვით , ირონიით - ზიზღით ჩაილაპარაკა ქეთომ და წამოდგა - ჩაის გაგიკეთებ - კარი გამოარო და გამომხედა -მე ის მიყვარს - ჩუმად ჩავილაპარაკე და თავით კედელს მივეყრდენი -რა თქვი? - უკან შემობრუნდა ქეთო და სახე გამასწორებინა , თვალებსი მიყურებდა რადგან სიმართლის დანახვა სურდა -რაც გაიგე! - უხეშად ვუპასუხე და გარეთ გავიხედე -ანანო ირონია! - თავში ხელი წამომარტყა და გასასვლელისკენ წავიდა - მალე მოვალ - კარი ღია დატოვა უეცრად მომინდა გეგასთვის შემეხედა , ცრემლები მოვიწმინდე და ირონიული გამომეტყველებით ფარდა გადავწიე სახეზე ღიმილი დავიხატე და როდესაც მან ამოიხედა ჩავიცინე მაგრამ იმ წამს მომინდა ცხარედ მეტირა , მისი სახე... ის საშინელი შესახედი იყო , სახეზე ეტყობოდა როგორ ნერვიულობდა ყველაფრის გამო , უკვე ლურჯი იყო და მისი მწვანე თვალები წითლდებოდნენ მე კი ვიდექი და ვუღიმოდი! მაგრამ მთელი არსებით მინდოდა სახლში შემომეყვანა და ამ ყინვაში არ დამეტოვებინა ვეღარ გავუძელი , ფარდა გადავწიე და ტირილი დავიწყე *********************************************** და რატომ არ შეუძლიათ ყველაფერი გამოასწორონ? რატომ არ შეუძლია რომელიმეს ურთიერთობა შეინარჩუნოს? თუ საჭირო გახდება მის სანახავად მთებიც უნდა გადაიარო მაგრამ ბოლოს კართან როგორ უნდა შეჩერდე?! როგორ დებილდებიან როდესაც უყვართ , სტკივათ! ორი იდიოტი ერთად რატომ უნდა ხვდებოდეს? *********************************************** ქეთომ ჩაი გამომიწოდა და მის ადგილს დაუბრუნდა -ცხელი და ფრთხილად იყავი არ დაიწვა - ღიმილით გამომხედა და მის ჩაის სული შეუბერა გასაციებლად -ისევ აქაა - ნაღვლიანად ჩავილაპარაკე და ქეთოს ავხედე -ანო თხუთმეტი წუთი გავიდა და საერთოდ ის მთელი საღამო აქ იქნება - მაინც არ ცვლიდა მის წინასწარმეტყველებას -იყოს და გაიყინოს! - დაუფიქრებლად წამოვიძახე და ჩემს სიტყვებში ეჭვი მეც შემეპარა -ანო ნინისთან რა მოხდა? - თემა შეცვალა ქეთომ და ჩემს პასუხს დაელოდა -არაფერი რა უნდა მომხდარიყო - ვეცადე მომეშორებინა , არ მინდოდა ამაზე საუბარი -ანო რა გითხარი ცოტახნისწინ? მე ნინი არ ვარ რო "დამაბოლო" - ირონიულად ჩაილაპარაკა და თვალებით მანიშნა მოყევიო -მას გეგა უყვარს - ვუთხარი და სიცილი დავიწყე ქეთოს ჩაი კინაღამ გადასცდა და თვალებგაფართოებულმა შემომხედა -რას შვება? - მასაც გაეცინა და გეგას გახედა - ამ ბიჭმა დაგიპყროთ ორი დაქალი? ფრთხილად ვიქნები - სიცილის არ წყვეტდა -ქეთო რას მეღადავები? - ირონიულად ჩავილაპარაკე და გეგას გავხედე - მან უთხრა ნინის რომ მე მოვწონდი , ნინის კი ჩემთვის არაფერი უთქვამს - თავი დავხარე და მის რეაქციას დაველოდე -და რატომ არ მიკვირს? - ეს იყო მისი პასუხი და ჩაეცინა - ეგ ეგეთი გოგოა , მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს და დანარჩენი ყველა შემდეგაა , მართალია ესე არ უნდა ვლაპარაკობდა მასზე მაგრამ მისი საქციელების გამო არასდროს არ მომწონდა! - ზიზღით წარმოსთქვა ბოლოს სიტყვები და ეს ძალიან გამიკვირდა -ქეთი რეებს ამბობ - შეიძლება ნინიზე ვიყავი ნაწყენი მაგრამ მაინც არ მესიამოვნა მასზე ესე საუბარი -შენ მეგობრების შერჩევა არ იცი ჩემო ლამაზო - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა - მხოლოდ იმიტომ რომ ბავშვობიდან შენთანაა ესე არ უნდა ენდო , მარტო ამ საქციელით დაამტკიცა რომ მისი იმედი ისეთ საქმეებში არ უნდა გქონდეს სადაც პირველობა შეუძლია - გაეცინა - იმას არ ვამბობ რომ არ ვუყვარვართ , უბრალოდ ესეთია და ვერ შევცვლით -სწორად მიგაჩნია გეგას გამო ნინის დათმობა? - ნაღვლიანად ჩავილაპარაკე , მისი პასუხი ამ კითხვაზე ძალიან მაინტერესებდა -იცი შენ ნინი ბოლომდე არ შეგრჩება - ეს მითრა და საწოლისკენ წავიდა - მოდი უნდა დაიძინო -და გეგა შემრჩება? - მეც წამოვდექი და დღეს საბოლოოდ გავხედე ადამიანს რომელიც ჩემს გამო გარეთ იყინებოდა -მას უყვარხარ! - ღიმილით მიპასუხა და საწოლში შემაგდო , თვიტონ გვერდით მომიწვა და პლედი მაგრად მოიხვია რომ არ შესციებოდა ************************************************ მთელი ღამე ძილი არ მეკარებოდა , ეს წვიმის ხმა გულს არ მიმშვიდებდა , არადა მიყვარდა წვიმასი ძილი და ყოველთვის ტკბილად მეზინა ხოლმე , დღეს კი ის არ მასვენებდა თითქოს მისი წვეთებით მთელ სხეულს მისერავდა და ცდილობდა გარეთ გავეყვანე რამდენჯერ ვცადე დაძინება მაგრამ უშედეგოდ , მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი როგორ იყო ეხლა გეგა ან სად იყო? მინდოდა ადგომა მაგრამ არ შემეძლო , ვერ ვბედავდი იქ რომ არ დამხედროდა ყველა იმედი გაქრებოდა დდა უფრო ნაწყენი ვიქნებოდი მასზე ერთ წამს მისი დაბრუნებისგან სიხარულს განვიცდიდი , მაგრამ მეორე წამს მისი საქციელის გამო ის მძულდა ამ ფიქრებში ვიყავი გართული მხოლოდ მაშინ შევძელი დაძინება როდესაც წვიმა დამთავრდა და მზემ გამოყო თავი... *********************************************** დაახლოებით სამი საათი იქნებოდა რომ გავიღვიძე , ეს ჩემი გამოთვლებიტ რადგან საერთოდ არ მქონდა იმ წამს საათის ნახვის თავი როდესაც საწოლიდან წამოვიქიე და თვალები გავახილე , კარის მაგივრად მწვანე თვალებს შევეჩეხე საერთოდ არ გამჩენია სურვილი თვალები გამეწია და ყვირილი დამეწყო , პირიქით მისი ყურება მამშვიდებდა მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ რომ ჯერ კიდევ მეძინა და მეგონა გეგა მესიზმრებოდა -ანანო - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა გეგამ და მიმახვედრა რომ ეს სიზმარი არ იყო არ გავნძრეულვარ , არც მისი გაგდება მინდოდა , არც ქეთიზე ვიყავი გაბრაზებული მისი შემოშვების გამო , მინდოდა მეტირა მაგრამ ამის მაგივრად გავიღიმე -ვაა გეგა - ირონიულად ჩავილაპარაკე და ბალიშს მივეყრდენი -იცი რაც არ უნდა მითხრა ყოველთვის მივხვდები თამაშობ თუ ამას რეალურად მეუბნები - თქვა და გაეღიმა - აქ იმიტომ არ მოვსულვარ რომ ერტმანეთს ვენაგლოთ , მინდა ყველაფერი აგიხსნა -მართლა? - სიცილი დავიწყე და ვცდილობდი ეს ყველაფერი დამაჯერებლი ყოფილიყო - რა საჭიროა გეგა ახსნა? მაინც არაფერი შეიცვალება - გავუღიმე -მისმინე - უწირდა ამ ყველაფერზე ლაპარაკი როდესაც ასე ვიქცეოდი მაგრამ არ ჩერდებოდა - მართალია და ამას არც ვუარყოფ იმ ღამის შემდეგ როდესაც პირველად გნახე ერთმა ადამიანმა მითხრა რომ... - სიტყვებს ვერ აბამდა ერთმანეთს - მოკლედ კი ნიზალავით დაიწყო ეს ყველაფერი მაგრამ შემდეგ მართლა მომეწონე , ის რაც იყო მოდიოდა ჩემსგან და არ ვთამაშობდი , მე მართლა შემიყვარდი - ბოლო სიტყვამ ტვიასავით გამიარა , მაგრამ ჩემს პოზიციებს არ ვთმობდი -ძალიან მაინტერესებს რაზე დანიზლავდი - სიცილით ვკითხე მან კი უბრალოდ ამომხედა და ვერაფერი ვერ მითხრა ვუყურებდი და მისგან პასუხს ველოდი მაგრამ ამაოდ -გეგა გეკითხები! - ხმას ავუწიე და მან თავი დახარა -ფულზე - ძლივს გამცა პასუხი და ჩემს რეაქციას დაელოდა -აუ მოგცა მერე ფული? - გამეცინა და ფეხზე წამოვდექი -ჯანადაბას ფული მე შენთან ყოფნა მინდა - ისიც ფეხზე წამოდგა და წინ დამიდგა -მე არ მინდა - ვუპასუხე და მხარი ვიცვალე რადგან ჩემი დაბნეულობა არ შეემჩნია -რატომ არ მჯერა მაგ სიტყვების? - მისკენ მიმატრიალა -ეგ შენი პრობლემაა - გავუღიმე -რატომ ხარ ესეთი ჯიუტი? პატიება არ შეგიძლია? -იცი მიხარია რომ რაღაცეები გავიგე , თორემ ვინ იცი იქნებ დღეს მე და შენ ერთადაც ვყოფილიყავით - შეშინებული გამომეტყველება მივიღე -ნუთუ მართლა შეგძულდი? - თვალებში მომაშტერდა მე კი ავარიდე -რატომ გიკვირს? - გამეცინა -თვალებში შემომხედე და ისე მითხარი - ხმა გამიმკაცრა და თავი მომატრიალებინა -ვერ გიტან! - შევეცადე მეთქვა მაგრამ არ გამომივიდა , მაინც ავტირდი და ჩამოვშორდი -გევედრები მაპატიე! - ჩემი სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე მაკოცა - გემუდარები "ქეთევან!" ამ დროს გავიგე ჩემთვის ნაცნობი ხმა და ზიზღმა უფრო იმატა -გახსოვს შენ მითხარი რომ რასაც გეტყოდი გააკეთებდი? - თვალებში ჩავხედე და ცრემლები მოვიწმინდე -კი - თავი დამიქნია -რაღაცას გატყვი და გააკეთებ? - მისი ხელები მოვიშორე და კარისკენ წავედი -გავაკეთებ - დაუფიქრებლად მიპასუხა გეგამ -ნახე ნინი ჩამოვიდა - გავუცინე - მინდა რომ მასთან ერთად იყო და მე თავი დამანებო! - სერიოზული სახით გავხედე და გული გამიქვავდა როდესაც მას სახე გაუფითრდა.... ******************************** ვინმემ არ იფიქროს რომ მე ეს ყველაფერი მსიამოვნებდა... უბრალოდ იმდენად ვიყავი სიბრაზისგან დაბრმავებული რომ მეც არ ვიცოდი რას ვამბობდი შეიძლება ძალიან მენანა მაგრამ ეხლა ჩემს გადაწყვეტილებას ვერანაირად ვერ შევცვლიდი ყველაფერზე მეტად მინდოდა ისიც ისე დატანჯულიყო როგორც მე ვიტანჯებოდი , განეცადა ის რასაც მე მართალია მასთან მინდოდა მაგრამ ამაზე მეტად მისი გამწარების სურვილი მქონდა ისიც ვიცოდი რომ ამ ოთახიდან გასვლის შემდეგ ტირილით ავიღებდი აქაურობას მაგრამ ამისიც არ მეშინოდა , თუ ვუყვარდი ის არ დამთმობდა და ამის იმედი მქონდა იმაზე კი საერთოდ არ ვფქირობდი რომ შეიძლებოდა ერთ დღეს ეს ყველაფერი მობეზრებოდა და წასულიყო... უბრალოდ წასულიყო და დავეტევებინე ესე , მარტო... ან შეიძლებოდა ნინი მართლა შეყვარებოდა და... და სრული იდიოტი ვარ! მიყვარს და გავრბივარ! მე ხომ ლამაზ თავგადასავალზე ვოცნებობდი? მე არ ვიყავი ის გოგონა რომელიც სიყვარულის გამო ყველაფერზე იყო წამსვლელი? ჰო მე არ ვიყავი? მე არ მინდოდა სიგიჟემდე შემყვარებოდა? შემიყვარდა მაგრამ მერე? დღეს ჩემს წინ დგას და რა? შემიძლია მივიდე ჩავეხუტო , ვუთხრა რომ მიყვარს მაგრამ რას ვაკეთებ? მშიშარა ვარ არა? გაბრაზება სიყვარულზე დიდი აღმოჩნდა არა? რა სისულელეა როდესაც ყველაფერს წინასწარ გეგმავ არა ? დღეს ამბობ რომ შენი მომავალი საოცარი იქნება და შენს დაქალთან ერთად იცინი მაგრამ საერთოდ არ იცი რას გიმზადებს შენი ბედი , შენ მხოლოდ ერთ რამეს ყბედომ რომ გახდები ცნობილი ადამიანი , შენი საქმის პროფესიონალი , გამოჩნდება შენი თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი , გაკოცებს და შემდეგ ერთად გაიქცევით , გეყოლებათ შვილები , შექმნით ლამაზ ოჯახს არა? მაგარია როდესაც შენს მომავალს თვითონ ქმნი მაგრამ მგონი ამაში ზედმეტები მოგვდის ხოლმე... ზუსტად ეს გვღუპავს მერე და როდესაც პრინც ვერ შეხვდები შეგიძლია გადააგდო რადგან ის შენს წარმოსახვით გმირს არ ემთხვევა... რა საცოდავები ვართ... ******************************************************** როდესაც გეგამ ჩემი სიტყვები გაიგო ჯერ სიცილი აუტყდა და როდესაც "ღადაობის" ვერანაირი ნიშანი იპოვა დასერიოზულდა რაღაცის თქმა უნდოდა მაგრა ვერაფერს ამბობდა , ისეთი დაბნეული იყო , ვერ გაეგო რა ხდებოდ მის თავს , თან ისეთი გაბრაზებული რომ მისგან გარტყმაც არ გამიკვირდებოდა , მაგრამ მე ხომ გოგო ვარ და თავს აკონტროლებდა უნდოდა ეყვირა მაგრამ ხვდებოდა რომ ამით სწადელს ვერ მიაღწევდა უარესს გავუკეთებდი და ეს არ უნდოდა არც ნინი უნდოდა ამას ვერ გააკეთებდა , მხოლოდ იმიტომ რომ უარესად შემძულდებოდა ხო... ხო მეც მისგან ჩხუბს ველოდი , ყველაფესრ ველოდი მაგრამ თანხმობას არა რომ დამთანხმებულიყო გამამწარებდა! ნინიც სულ ჩემს წინ ატრიალებდა... -სულ გაგიჟდი? - ძლივს ჩაილაპარაკა , ჯერ კიდევ ვერ გამოიოდა შოკიდან -გავგიჟდი? - ირონიულად ვკითხე და თავი გავაქნიე -ნამდვილად გაგიჟდი! - გამწარებულმა ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა , კარისკენ წავიდა ამ დროს გულმა ორჯერ უფრო სწრაფად დაიწყო მუშაობა და უფრო ხმამაღლა ფეთქავდა კარი გამოაღო მაგრამ ვერ გავიდა , შემობრუნდა და ფანჯარასთან ჩამოდგა -გეგა ნინი ქვემოთაა - ჩემსას მაინც არ ვიშლიდი და ამ ადამიანს თავის თავს ვაძულებდი -გუშინ ბევრი იტირე? ბევრი ინერვიულე? - უეცრად შეცვალა საუბრის თემა და ჩემს პასუხს დაელოდა -რა მქონდა სანერვიულო? - გამეცინა და საწოლზე ჩამოვჯექი -მე - მოკლედ მიპასუხა და ფარდა წამებში გადასწია -შენ? - ირონიას გვერდიდან არ ვიშორებდი - მე შენ არ მადარდებ გეგა -მაშინ გუშინ ფანჯარასთან რატომ იჯექი? ან რატომ არ გეძინა? - გამომხედა და თვალებში ჩამხედა , თითქოს ის ეძებდა პასუხს -იმიტომ რომ მიყვარს იქ ჯდომა - გავუღიმე - და იმიტომ არ მეძინა რომ წვიმის ხმას ვერ ვიტან - თვითონაც მიკვირდა საიდან შემეძლო ჯერ კიდევ ტყუილი -ეხლა წვიმა დაიწყება და შენ მშვიდად იქნები - ცას ახედა გეგამ და ჩაეღიმა -იმიტომ რომ სახლში ვარ - დაუფიქრებლად ვპასუხობდი და მიხაროდა რომ ცრემლები ჯერ არ ჩანდა -გუშინაც სახლში იყავი მაგრამ არ გეძინა - ხან მე გამომხედავდა ხან ცას , თითქოს მაგარ წვიმას ელოდა და ის აუცილებლად მოვიდოდა -გეგა შენ რა იცი მეძინა თუ არა? - გავიცინე და მის გვერდით დავდექი , ცას ვუყურებდი და მეც მინდოდა წვიმა -მე ეგ ვიცი და რომც არ მცოდნოდა შენ აღიარე ცოტახნისწინ - გამიღიმა და ჩემსკენ მობრუნდა -ქეთო - ჩუმად ჩავილაპარაკე რომ მას არ გაეგო მაგრამ ეს არ გამომივიდა -ძალიან საყვარელი გოგოა! - მხიარულად ჩაილაპარაკა გეგამ და კარისკენ წავიდა რომ მიეხურა -მას საქმრო ჰყავს , თავს ვერ მოაწონებ ბოდიში! - თვითონაც აღარ ვიცოდი რა სისულეებს ვამბობდი -იცი ეხლა მაგას არ უნდა მეუბნებოდე - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და თავი გააქნია -აბა რას უნდა გეუბნებოდა? მაგარი ბიჭი ხარ გეგა ესე რომ მომექეცითქო ? თავი შემაყვარე და მერე გული მატკინეთქო? შენს გარეშე არ შემიძლიათქო მაგრამ იმდენად მაწყენინე რომ შენი დანახვაც კი გულს მირევსთქო? - აღარ შემეძლო ემოციების დამალვა , ყველაფერი ერთიანად მაწვებოდა ამიტომ მასთან გულახდილობა გადავწყვიტე -კი - ჩემსთან ახლო მოვიდა გეგა და ნაღვლიანად გაეღიმა -რა კი? - და აი ისევ მომადგა ცრემლები , მე კი მეგონა რომ სულ ჩაშრნენ -მირჩევნია მლანძღო ვიდრე ნინისთან ყოფნა მომთხოვო! - უეცრად ხელები მომხვია და მაგრად ჩამეხუტა ეს მართლა ძალიან მჭირდებოდა! მეც და მასაც... მაგრამ მაინც ჩვენს შორის ძალიან დიდი უფსკრული იყო სადაც გეგას ტყუილი და ნინი იმყოფებოდნენ... ხელები გავაშვებინე და მისგან რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიწიე -აღარ გაბედო და მომეკარო! -ტირილისგან სიტყვებს ერთმანეთს ძლივს ვამაბდი და ხელებს უაზროდ ვიქნევდი -გევედრები მაპატიე - თავი დახარა და ზუსტად ისე ამომხედა როგორც იცოდა , როგორც მე მიყვარდა -იცი შეგეძლო გეთქვა - საწოლზე ჩამოვჯექი და თბილად გავუღიმე - შეგეძლო მაშინვე გეთქვა და ამაზე ერთად გავიცინებდით , იცი რატომ არ გაპატიებ? დღემდე ყურში ჩამესმის შენი მეგობრის თუ ძმაკაცის დამცინავი ხმა ,მაშინ თავი შენს სათამაშოდ ვიგრძენი , აი იმ გრძნობას ვერ გაპატიებ , იმ წამს მინდოდა მომკვდარიყავი ან მოვლენები უკან წასულიყო , საერთოდ არ გამეცანი ან არ შემყვარებოდი , ხომ არ ვიქნებოდი დღეს ასე? უბრალოდ დავიკიდებდი , გაგიცინებდი და ისევ შენთან ჩხუბს გავაგრძელებდი , იცი მაინტერესებს მართლა ვნიშნავ რამეს შენთვის? თუ ისევ მატყუებ და ნიზლავის გამო აკეთებ? - ბოლოს ჩამეცინა ის კი "ცუდად იყო"! ძლივს იკავებდა თავს ტირილისგან ვერ ვიტყვი რომ ეს მომწონდა ნეტავ მართლა შეგვეძლოს ადამიანებს დროის უკან გადახვევა , მაგრამ ისე რომ არაფერი გვავიწყდებოდეს ხომ აღარ დავუშვებდით იგივე შეცდომებს? ხომ გვეცოდინებოდა ვინ იყო ნამდვილი და ვინ გვასულელებდა ხომ გვეყოლებოდა გვერდით ის ადამიანები ვინც გვიყვარდა ხომ შევძლებდით მათი და ჩვენი თავების გადარჩენას -ერთ შანს მტერსაც მისცემენ , ერთს გთხოვ და თუ ვერ გავამართლე მართლა დაგივიწყებ - მზერით მეუბნებოდა რომ ეს მისი ბოლო სიტყვები იყო , ამის მერე არაფერს არ მეტყოდა და წავიდოდა თავი დავხარე და ჩემს გულს ვებრძოდი მას გეგა სჭირდებოდა მე კი მას არ მივყვებოდი გონებას ვენდობოდი და მჯეროდა რომ მის გარეშეც კარგად ვიქნებოდი -ვერა - ჩუმად ჩავილაპარაკე და დაველოდე როდის გავიდოდა მართლაც გადადგა ერთი ნაბიჯი , მივიდა კართან და გამოაღო უკვე ტირილისგან თავი ვეღარ შევიკავე , ცხარე ცრემლებით ავტირდი და იმის გააზრებაც არ მინდოდა ის რას გრძნობდა უეცრად მოტრიალდა და ჩემს ფეხებთან ჩაიმუხლა ჩემი თავი ხელებში მოიქცია და თბილად გამირიღიმა მასაც ეტყობოდა რომ თვალებზე სითხე აწვებოდა მაგრამ ის იმდენად ძლიერი იყო რომ მის შეჩერებას ახერხებდა -შემომხედა - გაიცინა და თვალებზე ხელი მოისვა შევხედე და მიცინოდა , მე კი ვტიროდი და გული ამოვარდნას მქონდა -შენ ეხლა ჩემს გამო ტირიხარ? - გამიღიმა და ამ სიტყვების მერე ვიცოდი საკუთარი თავი შეძულდა - პატარა სულელი გოგო ხარ , შემიძულე და აღარ იტირებ , პირიქით როდესაც დამინახავ მოგინდება მცემო , ეს უფრო მეტად გამიხარდება ვიდრე შენი ტირილი , რომელიც გულს მიკლავს მაგრამ შენს სიყვარულს მიმტკიცებს - ცრემლები მომწმინდა და გამიღიმა -მაშინ იყავი ნინისთან - ჩუმად ჩავილაპარაკე და ვერ ვხვდებოდი ეს რატომ დავიჩემე -ანანო რატომ გინდა ეს ესე ძალიან? - გეგასაც უკვირდა ჩემი სიტყვები -ასე უფრო ადვილად შეგიძულებ - დაუფიქრებლად ვუპასუხე -თვითონ თუ იცი რას მთხოვ? - გაეცინა გეგას - მართლა გგონია რომ ასე უფრო ადვილად შემიძულებ? ხომ იცი ეგ რომ გამაკეთებინო გვერდიდან არ მოგშორდები? თან ბევრი ეჭვიანობა მოგიწევს? ესე უფრო მეტად დაიტანჯები ვიდრე ეხლა , მესმის ჩემი მოშორება გინდა მაგრამ ამას ჯობია უბრალოდ მითხრა აღარ გამეკაროო , ამას უფრო შევასრულებ - გამიღიმა და წამოდგა -მიდიხარ? - უეცრად ვკითხე და მეც წამოვდექი საწოლიდან -მე შენს გარეშე არსად წასვლას არ ვაპირებ - გამიღიმა და კარი გამოაღო -გაწვიმდა! - არვიცი ეს რატომ ვთქვი მაგრამ სიხარულით წამოვიძახე ის ფანჯარას მიუახლოვდა , გარეთ გაიხედა შემდეგ მე გამომხედა , ჩემთან ახლოს მოვიდა და ხელი გამომიწოდა დებილივით ვიდექი და არაფერს ვაკეთებდი ბოლო თავი გააქნია და ხელი მომკიდა , ოთახიდან გამიყვანა და მივხვდი რომ ეზოში გავყავდი უეცრად ხელები გავაშებინე -რას აკეთებ გეგა? - ოდნავ ხმამაღლა მომივიდა ამიტომ ყველამ ჩვესკენ შემოიხედა ნინის ჩვენი ერთად ნახვისას თვალები ეჭვიანობით აევსო მაგრამ ვერაფერი ვერ თქვა -გამომყევი რაღაც მაინტერესებს - ხელი გამომიწოდა და ჩემს ხელს მიაჩერდა ნინის ვუყურებდი და მსიამოვნებდა მისი ყურებდა , ისე შურდა რომ სადაცაა გასკდებოდა , მიხვდა რომ ყველაფერი ვიცოდი ამიტომ არაფრის დამალვას არ აპირებდა მხოლოდ მის გასაღიზიანებლად ჩავჭიდე გეგას ხელი და გარეტ გავყევი როდესაც კარიდან გავედი , მაშინვე მომხვდა სხეულზე წვიმის წვეთები და ჟრუანტელმა დამიარა , წმი არ იყო გასული რომ მთლიანად დავსველდი ჩემს დღეში იყო გეგაც მაგრამ ის მაინც იღიმოდა მე კი სულელივით ვიდექი და მას ველოდებოდი , ველოდებოდი რას მეტყოდა , რას გააკეთებდა -საბანაოდ გამომიყვანე? - ირონიულად ვკითხე და მის პასუხს დაველოდე მას გაეცინა , უეცრად კარგ ხასიათზე მოვიდა -არა მეტი რომანტიკა იყო საჭირო - ცას ახედა , შემდეგ მე და ჩემს სახელ მის ხელებში უპოვა ადგილი -მე კი არა შენ გაგიჟდი! - გაბრაზებულმა გავხედე და ვეცადე სახლისკენ წავსულიყავი მაგრამ ამაოდ -კი შენ ხელში გავგიჟდი და თუ არ გინდა ეს ბოლომდე ნახო მაშინ უნდა მაპატიო , თორემ მერე რას ვიზავ არავინ იცის -მირჩევნია სიგიჟეს ვუყურო - ვცდილობდი მისგან თავი დამეძვრინა შემდეგ კი სახლში საერთოდ არ შემოვუშვებდი -ვერ მაპატიებ? - უეცრად დასერიოზულდა და ჩემთან ძალიან ახლოს მოვიდა , შუბლი ჩემსას მიაყრდნო და თვალებში ჩამხედა - მართლა მომცემ გაგიჟების უფლებას? -ჯერ არ შემიძლია - ჩუმად ჩავილაპარაკე და თავი დავახარე , თვალები ჩამოვაშორე -მე მხოლოდ ერთ კითხვაზე მჭირდება პასუხი ანანო - ხელები ისე მაგრად ქონდა მოჭერილი რომ ვერ ვშორდებოდი -ანოს რატომ არ მეძახი? - ძალიან დებილური კითხვა დავუსვი მაგრამ იმ წამს ეს მართლა მაინტერესებდა -ეს შენი სურვილი იყო - გამიღიმა მან -მაგრამ ანანოს შენს გარდა არავინ არ მეძახის -აი კიდევ რატომ ვარ შენთვის განსაკუთრებული -გეგა არ მინდა შენთან ყოფნა! -გიყვარვარ? - წვიმის წვეთები თუ ჩემი ცრემელები სახიდან მომწმინდა და მომეხვია - გიყვარვარ? - კიდევ ერთხელ გამიმეორა მე პასუხს ვაგვიანებდი და აი ასე ვიდექით შუა ვაჟაზე , ერთმანეთზე ჩახუტებულები და ამინდიც თითქოს ჩვენთან ერთად ტიროდა ხელს არ მიშვებდა და ჩემს პასუხს ელოდა თან მკოცნიდა და მიღიმოდა თვალებს არ მასორბდა პასუხი იცოდა მაგრამ მაინც ჩემსგან სურდა მოესმინა -მიყვარხარ მაგრამ - ძლივს ამოვიღე ხმა და გაგრძელებასაც ვაპირებდი მაგრამ მისმა კოცნამ შემაჩერა თითქოს მიხვდა შემდეგ რასაც ვეტყოდი და ამით მემშვიდობებოდა გამიღიმა ხელი გამისვა და სახლისკენ წავიდა მეც უკან გავეკიდე ვგრძნობდი რასაც გააკეთებდა შემეშინდა... -გეგა - ხელი მოვკიდე და მისი შეჩერება ვცადე მაგრამ არ გამომივიდა , სახლში შემასწრო და გოგოებს გახედა ქეთოს გაურიმა და თავი გააქნია , თითქოს ამით უთხრა არაფერი გამომივიდა შემდეგ ჩემსკენ მოტრიალდა და გამიღიმა -შენი სურვილი არ შეცვლილა ხო? კარგი ვეთამაშოთ ერთმანეთს - ღიმილით მითხრა ეს სიტყვები და ნინისკენ მიტრიალდა - ნინი - გაუღიმა და ვეღარ გააგრძელე უჭირდა მისთვის ამის თქმა მაგრამ მაინც იტყოდა უეცრად მომიბრუნდა და მაგრად მომეხვია -გთხოვ უფლება არ მომცე გადამიყვარდე! - საფეთქელთან მაკოცა და ნინისკენ შებრუნდა საქმის დასასრულებლად... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.




თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.