ვაჩე ვიბლიანი თავი 12
-ვაიმეეეე მეწვიიიის - მორთო ყვირილი პირსახოც შემოხვეულმა ნატალიამ -რაგჭირს? - დაფეთენებული შევარდა ახალგაღვიძებული ალექსანდრე სააბაზანოში - ვაიმე რა გისვია სახეზე ნატალია - შეეშინდა მოულოდნელად -ალექსანდრე მიშველე რააა - კედლებს ასკდებოდა გოგო იმდენად ეწვოდა სახე -მე რანაირად გიშველო?- აღარ იცოდა რა გაეკეთებინა და ისიც მასთან ერთად დარბოდა აქეთ-იქით -შემიბერე ჩქარაააა - სახე მიუშვირა გამწარებულმა - ბიჭსაც სხვა რა გზა ჰქონდა, ჰაერის ნაკადით ცდილობდა ნატალიასთვის მდგომარეობის შემსუბუქებას და ამ ყველაფერს იმდენად სერიოზულად და დიდი მონდომებით აკეთებდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი საქმით დაკავებული ადამიანი გეგონებოდათ -ჰაა მოგეშვა? -რა შედარებააა, დედა როგორ ამეწვა უცებ სახე ეს რაიყო - ამოისუნთქა შვება მოგვრილმა -დაიცა მეჩვენება თუ კბილის პასტა გისვია? - წამით შეჩერდა მაყაშვილი და გულმოდგინედ დააკვირდა სახეზე -ხოო, სადღაც წავიკითხე კარგია კანისთვისო და კი გამაძრო სახე -და ამ პანიკის ატეხვას რო ჩამოგებანა არა? - ტუჩის კუთხე ჩატეხა იმდენად მოჰგვარა მისმა საქციელმა სიცილი, მაგრამ შეიკავა და ისევ სერიოზული სახე მიიღო -ვეღარ მოვიფიქრე ეგ, შენ მოგეფიქრებინა დროულად რო დამსდევდი უკან - მომენტალურად იფეთქა და იქვე დაკიდებული პირსახოცი ესროლა. ალექსანდრესთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ეს, უეცრად მთელი სხეულით შემოატრიალა, ხალი ხელით ორივე ხელი გაუკავა და უკანალზე ის პირსახოცივე მისცხო -მომისმინე შე პატარა ჭირვეულო ბავშვო, თავი აკონტროლე და ნუ გგონია რო ყველაფრის უფლება გაქვს, არ ვაპირებ შენი გამოხტომები ავიტანო, აქამდე კიდე ვითმენდი მარტო იმიტომ რომ ჩემი ძმაკაცის დეიდაშვილი ხარ, მაგრამ ეხლა უკვე თავს გახვედი. შენ ადგილას მადლობას მაინც მოვიხდიდი რომოვედი და შეძლებისდაგვარად დაგეხმარე. ამიერიდან იმედია გეცოდინება ვისთან როგორ მოიქცე, თუ არადა მაგ მომრგვალებულ ადგილს ისე აგიწითლებ რო რამდენიმე დღე დაჯდომა საერთოდ ვეღარ შეძლო - უთხრა და თან უკნიდან მთელი სხეულით მიეკრო ნახევრად შიშველს -ხელი გამიშვიიი - დაიწყო ფართხალი ნატალიამაც - ახლავე გამიშვითქო - ლამის ყვირილზე გადავიდა, მაგრამ რადგან ვერაფერი შეძლო მკლავზე უკბინა და სიმწრისგან მოკეცილ სანდროს შეხედა -ეგ მე კიარა შენ მომისმინე კარგად, ჯერაცერთი მოდი ნურავიში შეგეშლები, ვისთანაც გაგდის მასეთი საუბარი იმას ესაუბრე, მეორეც ერთი აღარ გაბედო და ხელები არ გამიკავო თორე ყველაფერს გეფიცები მწარედ განანებ ხო გასაგებია? - ცეცხლებს ყრიდა უკვე თვალებიდან. სულ რამდენიმე წამით უყურა შურისძიების სურვილით შეპყრობილ გოგოს და გიჟივით დაეტაკა ტუჩებზე, არც ნატალიას დაუფასებია დიდად თავი , ისიც აყვა და მთლად გაახელა ისედაც გაგიჟებული მაყაშვილი. ლამის შემოაძარცვა ის პატარა პირსახოციც რაც ტანზე ჰქონდა შემოხვეული. მალევე მიხვდა ქალბატონი, რომ ახლა თუ არ გაჩერდებოდა, შეიძლება ბევრად უფრო ღრმად შეეტოპათ და მაშინვე გაეცალა ვნებამორეულ კაცს. კარის ზღურბლთან იყო უკვე როშემობრუნდა და ეშმაკური ღიმილით შეხედა -კარგად დაიმახსოვრე ეს კოცნა და იცოდე რო ამის მერე ვეღარავინ შეგეხება ჩემს გარდა - უთხრა და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას. სანდრო, ნატალიას ნათქვამისგან გამოწვეულ სიამოვნებასა და მოზღვავებულ ვნებაში გახვეული, ამაოდ ცდილობდა სუნთქვის დარეგულირებას და თან სარკეში აკვირდებოდა ანარეკლს. -ამის დედაც როგორ ვერ მოვითმინე - თავის თავზე გაბრაზებულმა ნიჟარაზე დასცხო ხელი და ქვედა სართულზე ჩავიდა. ___ სამზარეულოში ჩასულმა სალომემ აღმოაჩინა, რომ მაცივარი თითქმის ცარიელი იყო და გადაწყვიტა სუპერმარკეტში გასვლა. უკვე საფულიანად გასასვლელისკენ მიემართებოდა უკნიდან ვაჩეს ხმა რომ მოესმა -სად მიიპარები ქალბატონო? - ჩაეღიმა მის ხმაზე და სასწრაფოდ შემოტრიალდა -აღარაფერი აღარ გვაქვს და ვიფიქრე ვიყიდითქო -ორი წუთით დამელოდე და მეთვითონ გაგიყვან ფეხით რო არ იარო -არ არის საჭირო ახლოსვეა, უცებ გავალ და მოვალ -დამელოდეთქო როვამბობ ეტყობა არის საჭირო - მიაყარა უცებ და კიბეზე აირბინა - არ წახვიდე ჩემს გარეშე - მოაძახა უკვე მეორე სართულიდან. -იქიდან სხვაგანაც ხო არ გაგვევლო? თუ რამე გაქვს საყიდელი მითხარი ბარემ - უკვე მანქანაში მჯდომმა ვაჩემ უთხრა სალომეს -არა რავიცი არაფერი, ააი მოვედით გააჩერე სადმე -მე გადმოგყვე? -როგორც გინდა, უცებ ვიყიდი ყველაფერს და მოვალ -კაი - საფულიდან ფული ამოიღო და გაუწოდა - აიღე და ამით იყიდე ყველაფერი -ეს რათ მინდა? - გაიკვირვა საკომ -რას ქვია რათ გინდა? ჩემი ცოლი ხარ და ჩემი და შენი ფული რამ გაყო? -ხო მაგრამ მაქვს მეც ფული -აიღე ეხლა ეს და სხვადროს შენი ფულით იყიდე - როგორ ყოველთვის ხმა გაუკმაცრდა -ვაჩეეე არ მინდა ნუუ - ეს ბოლო წვეთი იყო უკვე, სასწრაფოდ გადმოვიდა მანქანიდან და გოგოსთან ერთად შევიდა სუპერმარკეტში - რადგან შენ არ მიჯერებ როგორც ჩანს ძალით მომიწევს ამის გაკეთება -მართლა ხისთავიანი სვანი ხარ რა - შეუბღვირა სალომ -იცოდე ძალიან ცუდად დაისჯები - ლაპარაკ-ლაპარაკში თან იღებდნენ რაც უნდოდათ -ხოო? გააჩნია ცუდად დასჯაში შენ რას გულისხმობ - აყვა გოგოც -ეს ნახეთ რა? თავიდან ხმას ვერ გაღებინებდი ნორმალურად და როგორ გაცუღლუტდი თვალსა და ხელს შუა - გაეცინა ვიბლიანს -შენს გვერდით როგორც ვატყობ უარესები მელის -ოოოხ როგორ ცდი ჩემს მოთმინებას - ნავაჭრს დაავლო ხელი და მოლარესკენ გაემართა - სანამ აქ ვართ მოიფიქრე კარგად მეტი არაფერი გინდა? -არა მე არაფერი არ მინდა -არც შოკოლადები? - მოჭუტა თვალი პასუხის მოლოდინში -შოკოლადები? - გაეცინა - კი შოკოლადები მინდა -გახსოვს ბათუმში რო მოვდიოდით, მაღაზიიდან გამოსულს რაგითხარი? -მოიწმინდე ეგ შოკოლადიანი ტუჩებიო თუ რაღაც მასეთი მგონი -ააა დაჟე იმენად შევიკავე თავი რო მხოლოდ ეგ გითხარი? - გაეცინა -საზიზღარი ადამიანი ხარ რა - თავი გააქნია და შოკოლადებით დატვირთუალმა გააპო ბრბო. ___ მეორე დღეს დამიანეს დაბადებისდღე იყო, 26ის ხდებოდა ბიჭი. ყოველთვის ძალიან უხაროდა ხოლმე თავისი იუბილეს მოახლოება, მაგრამ ვინაიდან ბავშვებიდან არცერთი არ იმჩნევდა, არც თვითონ გამოუჩენია ინიციატივა და ისევ მოთმინებით ელოდა რომელს გაახსენდებოდა პირველი და მიულოცავდა. უკვე თორმეტი სრულდებოდა, უეცრად ყველა რო შეიყუჟა სადღაც სხვა და სხვა მიზეზებით. კი იეჭვა რამეს ხომ არ მიმზადებენო, მაგრამ რას წარმოიდგენდა ტორტით და შამპანიურებით ხელში თუ გამოცვივდებოდნენ ბავშვები სიმღერ-სიმღერით და ასე მიულოცავდნენ. სიხარულით ცას ეწია, ხან რომელს მივარდა საკოცნელად ხან რომელს -რა გეგონა დაგვავიწყდებოდა შენი დაბადების დღე? - ხელი მიკრა მხარზე გაბრომ -თავიდან მარტლა მეგონა რო დაგავიწყდათ, მარა ბოლოს იმდენად გაქრით ყველა, მაინც ვიეჭვე რაღაც -ხო ვთქვი ესე ყველა ნუ გავალთთქო რააა - დაიწყო ნატალიამ ბუზღუნი -აუუ დაიწყო ამან ისევ - ხელი აიქნია მობეზრებულად ნიკამ -ხო კაი გავჩერდები - ისევ გაებადრა სახე გოგოს - რაც მთავარია გამოგვივიდა სიურპრიზი, ეხლა ყველა ვიცვამტ და მივდივართ კლუბში უნდა ავღნიშნოთ -კაი აზრია - დაეთანხმა კესოც - წავედი მე ეხლა გავემზადებიი -ჰა ჩქარა ეხლა დაფაცურდით ყველა დასაკარგი დრო არ გვაქვს ხალხნო - დატრიალდა გაბროც და ისიც თავისი ოთახისკენ გაემზადა ___ -ნატალი ხო ხედავ მანდ ადგილი აღარ არის, წამოდი ჩემთან ჯდები - მიმართულება შეაცვლევინა ალექსანდრემ წელზე ხელის მოხვევით -რას აკეთებ? - ნამდვილად არ მოელოდა -ჩემ მანქანაში გსვამ რას უნდა ვაკეთებდე? -იქაც მშვენივრად დავეტევით აქ რო არ ჩაგიჯდე - წამოიძახა გაღიზიანებულმა -რო გეუბნები აღარ არის ადგილითქო გაიგე და ზედმეტი ლაპარაკის გარეშე დაბრძანდი - კარი გაუღო და სავარძლისკენ უბიძგა - ღვედს შენთვითონ შეიკრავ თუ მე შეგიკრა - ირონია გარეული ხმით კითხა -არ მჭირდება ეს ვითომ ჯენტლმენური ჟესტები, მეთვითონ შევიკრავ -მადისაღმძვრელად გამოიყურები -ხოო? - აუთამაშა წარბები გოგომ -კი და რამდენად გავძლებ სანამ მივალთ არვიცი -ალექსანდრე ჯობია გაჩუმდე და წინ იყურო -ერთხელაც წაგატეხავ მაგ რქებს და ნახავ როგორ ილაპარაკებ მასეთი მბრძანებლური ტონით - არც შეუხედავს ისე მიახალა -ოჰ გაბრაზდი ჩვენი სექსუალური კამეჩი? - თავისივე სიტყვებზე სიცილი წასკდა და როვერაფერი მოუხერმა მაყაშვილმა, ერთი ღრმად ამოისუნთქა და გაზს მიაწვა. ___ -აუ როგორ მიხარია ბავშვებო თქვენთან ერთად როვარ ამწამს და ასეთ კარგ დროს ვატარებ - მთელი გულით თქვა კესანემ და სატრფოს მიეხუტა -მგონი შენ ცოტა მეტი მოგივიდა დალევა - ჩაშჩურჩულა ნიკამ და კურის ძირში აკოცა -ეგ არაფერი, მთავარია შენ მომხედავ ხო ? - აუფახუნა თვალები და მისი სურნელი შეისუნთქა -ჩემო პატარა როგორ მიყვარხარ -მე უფრო მიყვარხარ ხოიცი - არ დანებდა გოგოც -კარგი იყოს მასე, არ ამიშარდე მერე - გაეცინათ ორივეს -სალო შენ რატო არსვამ? - დაინტერესდა დამიანე -უი რასლაპარაკობ, წინაზე საბოლოოდ დავრწმუნდი რო ჩემი დალევა არ შეიძლება - სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა ღიმილ მოგვრილმა -მოიცა ანუ ნანობ ? - სევდიანი მზერა მიაპყრო ვაჩემ -ვაიმე არა ჩემო პატარა - გაეცინა და თავზე მოუსვა ნაზად ხელი - ეგ როგორ იფიქრე, სხვა რამეს ვგულისხმობდი - თითქოს შვება იგრძნოო ისე ამოისუნთქა ვიბლიანმა - ხანდახან როგორი მეამიტი ხარ ვაჩე ვგიჟდები -შენთან ადამიანი მხოლოდ ერთ ხასიათზე ვერ იქნება შე პატარა ჭინკავ - ლოყაზე აკოცა და ხელი გადახვია. -ერთი ამას დამიხედეთ რა, შეხედე როგორ ეტლიკინება ვიღაც გოგოს - ცოფებს ყრიდა ნატალია -კარგი გოგო ალბათ ვინმე ნაცნობია რა დაგემართა - შეიცხადა საკომ -გავანაცნობებ მაგას, არა შეხედე როგორ უახლოვდება ის ჟირაფი ნელ-ნელა - უარესად გაღიზიანდა მათი შემყურე -კარგი ადამიანო რა სცენებს დგამ -აი ეხლა მაგას მოვუტ**ავ ყველაფერს, რა უფლებით ეხება ჩემ ბიჭს - ვეღარ ჩერდებოდა ერთ ადგილას - გამიშვი ხელი თორე დედა მომიკვდეს შენიანად მივალ იმათთან - მაინც შეძლო სალომეს ხელებისგან თავის დახსნა და მათკენ გაემართა. -გამარჯობაა - გაღიზიანებული ტონით მიესალმა ქალს - რა ხდება ალექსანდრე? ვინაა არ გამაცნობ? -მე უბრალოდ ვიფიქრე რომ თუ თავისუფალი იქნებოდა ეს სიმპატიურ... - წამოიწყო ჟირაფმა -მისმინე ეხლა კარგად, ძალიან შემცდარხარ მასე თუ იფიქრე და ამ სიმპატიურ ბიჭს რაც შეეხება ჩემია ხო გასაგებია? - გააფთრებულმა უეცრად ალექსანდრეს დაკუნთულ საჯდომზე წამოარტყა ხელი, მერე საყელოთი მოქაჩა და მომთხოვნად დააკვდა ტუჩებზე - ეხლა ხო დარწმუნდი უკვე მაგაში? - გამარჯვებულის მზერით შეხედა -ქალმა ერთი აათვალიერა გაოცებულმა ვინ არის ეს ქაჯიო და სასწრაფოდ მოშორდა იქაურობას. -ეს... ეს რა იყო ნატალია? - ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან სანდრო -რა იყო და მე შენ გაგაფრთხილე როვეღარავინ შეგეხებოდა, ამის მერე ან ზედმიწევნით გაითვალისწინებ ან და აორთქლდები ჩემი ცხოვრებიდან - ახლა ბიჭზე ამოაფრქვია გაბრაზება და ჩქარი ნაბიჟით დაბრუნდა თავის ადგილას. ალექსანდრე ცოტახანს იდგა გაშტერებული. ასეთი გოგო ცხოვრებაში არ ენახა. რამდენ ნაირთან ჰქონია ურთიერთობა, მაგრამ ნატალია თავისი არანორმალურობითა და სექსუალურობით სულ სხვა იყო - ერთი კიდევ ჩაიცინა და გამოფხიზლებული მივიდა ბავშვებთან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.