ჟურნალისტი ერთი თვით (3)
დილით ადრე ავდექი , თხელი სარაფანა გადავიცვი და პირველ სართულზე ჩავედი. სამწუხაროდ ამ სახლში ბოლო დღეა, საღამოს მივდივართ. მინდა მერის და გურამს რამით მადლობა გადავუხადო,ხელ-პირი დავიბანე და სახლის დალაგებას შევუდექი. უხმაუროდ გავაკეთე ყველაფერი, ჯერ ისევ ძალიან ადრე იყო. მერე სამზარეულოში გავედი და ფიქრი დავიწყე თუ რა გემრიელობა გამეკეთებინა. მერე გამახსენდა დედას რეცეპტით შოკოლოდის ტორტი . კიდევ რამდენიმე სხვადასხვა სახის პიცას გავაკეთებ. მაღაზიაში გავედი არ მინდოდა მათი საკვები დამეხარჯა. ჩემდა საბედნიეროდ სახლის გვერდით 24 საათიანი მარკეტია. ყველა საჭირო პროდუქტი ვიყიდე და სახლში დატვირთული წავედი. ჯერ პიცის ცომი მოვზილე , მერე ტორტის კეთებას შევუდექი.შევდე თუ არა ღუმელში ფორმა ,მაშინვე ყველანაირი ბუსტნეულის დაჭრა დავიწყე რაც ჭირდებოდა და ძეხვიც თხლად დავჭერი .ყველი კი გავხეხე. სულ სამი პიცა გამოვაცხვე.ერთი ბოსტეულის და ძეხვის, ერთი სოკოსი და ერთიც ლორის. ამასობაში ოთახში მერი ბებო შემოვიდა. ⁃ უჰ, რა სურნელია, რა სურნელი. რა გააკეთე შვილო ასეთი გემრიალობა? -ახლოს მოვიდა და ლოყაზე მაკოცა,რა თბილი ქალია. ⁃ შოკოლადის ტორტს ახლა დავასრულებ. ზედ უნდა გადავასხა შოკოლადის მინანქარი და კიდევ სამი სხვადაეხვა სახეობის პიცა გავაკეთე , - თბილად გავუღიმე. ⁃ შენ რა ყოჩაღი გოგო ხარ! მაგრამ არ დაიღალე? როგორ შეწუხდი ჩვენს გამო . ⁃ არა პირიქით ყველაფერი გულით გავაკეთე, მინდა რამით ცოტა მაინც გასიამოვნოთ. ⁃ მადლობა შვილო, რა ბედნიერია ის ოჯახი ვისთანაც შენ შეხვალ ,- მის ნათქვამზე გამეცინა . ტორტს შოკოლადის მინანქარი დავასხი და სამზარეულოს მილაგებს შევუდექი. ⁃ დაჯექი ახლა, მე გავაგრძელებ, - აღარ შევწინააღმდეგებივარ . დაღლილობას ვგრძნობდი მაგრამ ღირდა როცა მერის თვალებში სიხარული ამოვიკითხე. მალევე ოთახში ილია შემოვიდა მაიკა არ ეცვა. ვაი გული... ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. რას მიკეთებს ეს კაცი. ⁃ უჰ რა სურნელია, ამის კეთება როდისღა მოასწარი ბებო? - ლოყაზე აკოცა ილიამ მერის და სკამზე ჩამოჯდა. ⁃ არც მომისწრია, - ეშმაკურად ჩაიღიმა მერიმ. ⁃ ვერ გავიგე. ⁃ მე არაფერი გამიკეთებია, ყველაფერი ნინემ გააკეთა სახლიც დაალაგა და უამრავი გემრიელობა გაგვიკეთა. უცნაურად შემომხედა ილიამ, თითქოს ვერ იჯერებდა ჩემი გაკეთებული რომ იყო . ⁃ ყოჩაღ ნინე,მადლობა , - ბოლოს ძლივს მოიფიქრა პასუხის გაცემა. ⁃ მადლობა, - მეც გავუღიმე . მალევე სახლი ახმაურდა , ყველას ეღვიძა. სუფრაც გავშალეთ . ⁃ მოდით ვისაუზმოთ , - დაიძახა მერიმ. ⁃ უჰ რა მაგარი რაღაცებია, - ტუჩებმოკვნეტილმა კოსტამ ჩაილაპარაკა და დამჯდარი არ იყოს პიცის ნაჭერს რომ დაწვდა ,- უჰ რა კარგია. ⁃ ყველაფერი ნინემ გააკეთა, - ყველა გაოცებული მომაშტერდა ილიას და მერის გარდა. ⁃ რა იყოთ რა გიკვირთ , - ჩემს მაგივრად თქვა მერიმ , - სადმე გასვლას არ აპირენთ? ⁃ აუ მდინარეზე წავიდეთ რა, - აწუწუნდა ლიკა. ⁃ წავიდეთ რა პრობლემაა,- გაუღიმა კოსტამ და ლოყაზე აკოცა. ⁃ რა კარგია, ასე ნახევარ საათში გავიდეთ , - თქვა ლიკამ. მალევე მოვწესრიგდით, კვლავ ვარდისფერი საცურაო კოსტუმი ჩავიცვი(მეტი არ მქონდა წამოღებული) , თეთრი ბრეტელებიანი მაისური და მოკლე ჯინსის შორტი ამოვიცვი. პირველ სართულზე ჩავედი , ჯერ-ჯერობით მხოლოდ ილია იყო მზად. ⁃ აღარ გავდივართ? - გვერდით ამომიდგა და ისე მკითხა. ⁃ აბა მე რა ვიცი, ლიკა ზედმეტად ზანტია დააგვიანდება,-გავიცინე. ⁃ კოსტაც მასეთია, სად იპოვეს ერთმანეთი , - გაიღიმა ილიამ. ⁃ ძალიან კარგი წყვილია, ხილს და წყალს ჩავაწყობ ჩანთაში მანამდე ისინიც ჩამოვლენ. ვაშლი,ატამი და ქლიავი ჩავაწყვე პარკში. ერთი გაყინული ბოთლი და ერთიც გაუყინავი ჩავდე და მისაღებში გავედი სადაც ილია დავტოვე. კოსტა და ლიკაც იქ დამხვდნენ. ⁃ წავედით ? ⁃ კი, - გვერდით დამიდგა ილია და ჩანთა გამომართვა რომელიც ჩემთვის საკმაოდ მძიმე იყო. მადლიერმა თბილად გავუღიმე. მანქანით წავედით მდინარეზე და ძალიან მალე მივედით. ისევ ბევრი ადამიანი ირეოდა.თითქმის ყველა ჩვენ გვიყურებდა და გუშინდელივით ყველა რიდით ესალმებოდა ილიას. მაისური და შორტი გავიხადე და წყალში შევედი,ამჯერად სულ არ მიცდია გამომწვევი მიხრა-მოხრით გამეარა,მაგრამ რატომღაც მაინც უმეტესობა მე მაკვირდებოდა. რა უბედურებაა , თან მიკვირს მათი ასეთი ყურადღება რით დავიმსახურე... სამივე შემომიერთდა და ერთად დავიწყეთ ცურვა. ცოტახანში დაღლილები ნაპირზე ავედით, გასარუჯად ისევ შარფზე წამოვწექი. რა კარგია ასე ადვილად რომ მეკიდება ფერი, მეშველა სულაც აღარ ვარ ფითქინა ... გვერდით გავიხედე ,ილია იწვა. ⁃ ისე ამ სოფელში მართლაც ყველაფერს გადაჭარბებულად აღიქვამენ მგონი. ⁃ რას გულისხმობ? ,- თვალებმოჭუტულმა გამომხედა. ⁃ მეორე დღეა თვალი არ მოუშორებიათც , რანაირდ მაშტერდებიან. ⁃ და მერე გადამეტებული რა არის? არასწორად ფიქრობ შენზე. ოპ,ოპ... ანუ იმის თქმა უნდა რომ ... რომ რავიცი, აშკარად კარგი რამ უგულისხმა. დიდხანს ვიწექით და ვირუჯებოდით . შუადღისკენ მზემ ზედმეტად რომ დააჭირა ტანსაცმელები ჩავიცვით. ერთადერთი ილია იყო იმავე ფორმით. შორტი ეცვა მხოლოდ და ხელში სათამაშო გველი ეკავა. ლიკამ და კოსტამ ფოტოს გადაღება მთხოვეს,უამრავი ფოტო გადავუღე ,მაგრამ ლიკუნა ყველას იწუნებდა. ⁃ კარგი რა ლიკუ, ივარგებს რომელიმე ,მეასე ფოტოა მგონი, - გაიცინა კოსტამ. ⁃ კარგი ხო, ილია მიდი ნინეს გვერდით ამოუდექი სამახსოვრო ფოტოს გადაგიღებთ. ილია გვერდით ამომიდგა , არანაირი ემოცია ეტყობოდა სახეზე, უაზროდ უყურებდა კამერას. ⁃ ოპ,ოპ , მასე ვერანაირ ფოტოს ვერ გადაგიღებთ. ერთმანეთს მიუახლოვდით და ნორმალური სახეები მიიღეთ, - ეშმაკურად იღიმოდა ლიკა. ⁃ ლიკა ეს ვაშლი გამომართვი,ამით რა ფოტო უნდა გადავიღო? ⁃ არა,გეკავოს. სახესთან ახლოს მიიტანე ეგ,- ფოტოებს გვიღებდა და თან გაყვიროდა , - ილია ნორმალური სახე მიიღე. მალევე მოვშორდი ვეღარ ვუძლებდი მის სიახლოვეს, იმდენად ახლოს იყო შეიძლება გავგიჟებულიყავი თანაც ნახევრად შიშველი მედგა . ⁃ კარგი აღარ გვინდა მეტი ფოტო. ⁃ ყველა კარგი გამოვიდა , - გაიცინა ლიკამ, ზუსტად ვიცოდი ყველა ფოტო კარგი რომ გამოვიდოდა. პროფესიონალურად იღებს . *** ⁃ ლიკუნა რა გჭირს დღეს? რა ფოტოების გადაღება მოიდომე? ⁃ ოჰ,მოიცა რა. სხვანაირად გიყურებს ვაჟბატონი. ⁃ საიდან მოიტანე? შენ არ თქვი მის მიმართ რამე იმედი არ დაამყაროო? ⁃ კი ვთქვი ,მაგრამ ნუ თუ ვერ ატყობ როგორ გიყურებს. ⁃ ვაიმე, ნუ აჩერჩეტდი ამხელა ქალი, -თავში ხელი წამოვარტყი. ⁃ ვაიმე,- შეკივლა, - ფუ რა ცხოველი ხარ გოგო. რა გიკვირს ის გამაგებინა რომ მოსწონხარ ანგელოზივით გოგო ხარ. ⁃ კაი წამო მერი ბებო გვეძახის.ჩანთაც ჩამოიტანე გავდივართ მალე. ... მოვიწყინე,ეს სამი დღე იმაზე კარგი აღმოჩნდა ვიდრე წარმოვიდგენდი. რა კარგი იქნებოდა კიდევ რამდენიმე დღით ,რომ ვჩერდებოდეთ. ძალიან მივეჩვიე ყველას. დიდხანს ვეხუტებოდით მე და ლიკა მერი ბებოს. ⁃ კარგად ბრძანდებოდეთ ბოლოჯერ გადავკოცნე მერი და გურამი. ⁃ ჩამოგვიარეთ ხოლმე შვილებო. მანქანაში ჩავჯექით , საჭესთან კოსტა იჯდა. ჩემს გვერდით ილია დაჯდა, ლიკა უკან ჯდომის დროს სულ ცუდად ხდებოდა. სიჩუმე იყო ჩამოწოლილი მანქანაში არც ერთი ხმას არ ვიღებდით, ერთად გატარებული სამი დღე არ გვემეტებოდა. თბილისში დაბრუნებისთანავე უაზრო და ერთფეროვანი გახდება ჩემი ცხოვრება. ნეტავ ილიაზე დასაწერი არ მქონდეს,უარს ვიტყოდი მაგრამ მერე ვინღა გადაიხდის ბანკის ფულს. რა მინდოდა რისთვის წამოვიწყე ჩემი ბიზნესი წლების წინ. მეორადების პატარა მაღაზია მქონდა, რომ არ მოეპარათ საქონელი ვალებში არ გადავვარდებოდი. რამდენიმე ათასი ლარი მაქვს გადასახადი, ყოველ თვე შემაქვს ფული ბანკში . სხვაგან დავიწყებდი მუშაობას მაგრამ არსადაა ნორმალური შემოსავალი. ვიცი სტატიას ილიაზე თუ გამოვაქვეყნებ არასდროს მაპატიებს. ისიც ვიცი თბილისში დაბრუნებულს მასთან შეხება რომ არ მექნება ,მაგრამ მაინც ვდარდობ იმაზე ,რომ შეიძლება შემიძულოს. ნეტავ ახლა ისევ ცხოველებზე მეწერა სტატიები. დაბალ ხმაზე ვუსმენდით სიმღერებს. რამდენიმე საათში ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას დავუბრუნდით. თბილად დამემშვიდობა ყველა,ახლაც ვგრძნობდი ილიას კოცნის კვალს ჩემს ლოყაზე. -დე,მაა , მოვედი, - ყვირილით შევედი სახლში. მაშინვე ჩემს გვერდით გაჩნდნენ ჩემი მშობლები. -მამას გოგო, - ლოყაზე მაკოცა მამამ. ⁃ დაიღალე დედი? ⁃ არა ,დე საერთოდ. მომენატრეთ ძალიან. ⁃ ჩვენც ძალიან,ისეთი ჩუმი იყო სახლი ეს დღეები ლამის ჩამოგაკითხეთ ,- გაიცინა დედამ, - წამოდით სამზარეულოში რძიან ყავას გავაკეთებ და ტორტი მივაყოლოთ. საღამოს წყალი გადავივლე და საწოლში დავწექი,თურმე როგორ მომნატრებია ჩემი საძინებელი. ძილი მინდოდა,მაგრამ ვერაფრით მოვისვენე. ინსტაგრამზე შევედი , ლიკას შეტყობინება დამხვდა. Likunaa - ჩემ ლოგინს და პაროლს მოგწერ ფეისბუქის შედი და ნახე რა ამბებია. მე - რამე სერიოზულია? Likunaa - არ გაგეუქმებინა ფეისბუქი სამუდამოდ და ნახავდი. ლიკას ფეისბუქზე შევედი, ნეტავ არ შევსულიყავი, ყოველი მეორე ფოტო ჩემი და ილიასი იყო. ლიკუნას დაედო ილიას კედელზე ჩვენი ფოტო ,უამრავი ლაიქი და კომენტარი ჰქონდა. 50 გაუხსნელი შეტყობინება ჰქონდა მოსული , უმეტესად იმას ეკითხებოდნენ მე ვინ ვიყავი. სრული შოკი მაშინ მივიღე სტატია რომ ამომიგდო - "ჩემპიონი და გოგონა,რომელიც წლებია უყვარს" ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.