შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიჯაჭვული (XX თავი) დასასრული


21-08-2016, 14:18
ავტორი ბაბუაწვერა
ნანახია 2 388

ამბობენ, რომ ღამე ყველაზე ნათლად წარმოგვიჩნეს ჩვენს სისუსტეებს. გვაწყებინებს ფიქრს შეცდომებზე და გვაიძულებს სინანულს. ღამე ადამიანის სული შიშვლდება და საკუთარ თავთან მარტო რჩება. ამ დროს სხვა არაფერი დაგრჩენია გარდა განუწყვეტელი ფიქრისა. ამ ფიქრებში კი დროდადრო ისეთ საშინელ რაღაცეებს აღმოაჩენ საკუთარი თავის შესახებ, რომ დაძინებისაც კი გეშინია, რათა ეს საშინელი რაღაცეები სიზმარში ცხადად არ წარმოიდგინო.
იმ ღამით ორივე ფიქრობდა საკუთარ შეცდომებსა და მოვალეობებზე. ალბათ ორი წლის წინ ვერ წარმოიდგენდნენ, რომ მათი ცხოვრება ასე რადიკალურად შეიცვლებოდა. ვერც იმას, რომ ასე უცებ გაიზრდებოდნენ და სირთულეებს მთელი თავიანთი ძალებით შეეჭიდებოდნენ. სირთულეებს, რომლებიც ადრე ალბათ უფრო ბავშვურ თამაშს ემსგავსებოდა. ის ღამე სალომემ თეთრად გაათენა. ის და სხვა მრავალიც, რომელსაც ცრემლების ღვრაში ატარებდა, რადგან შეუძლებელია დაივიწყო ადამიანი, რომელზეც მიჯაჭვული ხარ, რომლის გარეშეც ადრე სუნთქვაც კი წარმოუდგენლად გეჩვენებოდა. იგი მხოლოდ უმისობას შეეჩვია, და არა ტკივილს, რაც უმისობამ გამოიწვია. სამსახურიდან დაბრუნებული, როდესაც ყველაფერს მოაწესრიგებდა და დაღლილი საწოლზე დაემხობოდა საკუთარ ფიქრებთან და საკუთარ თავთან მარტო, მხოლოდ მაშინ გადმოლახავდა მლაშე სითხე ლურჯ გუგებს შემოვლებულ საზღვრებს და თან მთელი დღის ნაგროვებ განცდებს გააყოლებდა ხელს. ასე თავისუფლდებოდა ტკივილისგან. ამ ღამითაც, უკანასკნელად მისცა საკუთარ თავს იმის ნება, რომ ისევ ისე ატირებულიყო, როგორც ამას თვეების განმავლობაში აკეთებდა. ისევ გადმოელაათ ცრემლებს მისი თვალების ჯებირები. პირობაც იყო იმ ღამით, საკუთარი თავისთვის მიცემული, რომ უკანასკნელად იტირებდა ასე.
მეორე დილით გაღვიძებისთანავე თავი მოიწესრიგა, თავისი გოგონა ანას დაუტოვა, ხოლო თვითონ ასე თუ ისე კარგად ნაცნობ გზაც დაადგა, რომელიც სახლისკენ მიემართებოდა. თითქოს არაფერი შეცვლილა, ორი წლის წინანდელი მოვლენები ახსენდებოდა და თავს იმშვიდებდა. კვლავ ითვლიდა ნაბიჯებს სახლის ზღურბლამდე და მათი რაოდენობა თითქოს კიდევ უფრო გაზრდილიყო, გზა გაწელილიყო. ნელა ასწია ხელი და კარებზე დააკაკუნა. მალევე ნაბიჯების ხმა გაისმა და ზღურბლზე ნანუც გამოჩნდა. ერთმანეთი ასე თუ ისე მოიკითხეს და შემდეგ სალომემ შალვას შესახებ იკითხა.
-თავის კაბინეტშია.
-გმადლობ ნანუ- ფართოდ გაუღიმა და პირდაპირ კაბინეტისკენ აიღო გეზი. შესვლისთანავე გადააწყდა გაოცებულ თვალებს.
-გამარჯობა.
-გამარჯობა... იმ ამბის შემდეგ არ გელოდი.
-არც მე მეგონა, რომ მოვიდოდი.
-ესე იგი დაბრუნება გადაწყვიტე?
-არა.
-მაშინ?
-რაღაცის სათქმელად მოვედი შენთან.
-გისმენ.
-მე გოგონა მყავს, ლილე...- წამოიძახა უცებ. შალვას სახე კიდევ უფრო გაფითრდა, კვლავ გაკვირვებული სახით შეჰყურებდა. სალომემ კი ჩანთიდან ფოტოსურათი ამოიღო და გაუწოდა. კაცი კარგა ხანს შეჰყურებდა ფოტოზე გამოსახულ ანგელოზს, რომელიც ძალიან ჰგავდა სალომეს ბავშვობას, ნელ-ნელა სახე კიდევ უფრო შეეცვალა, ქვედა ყბა აუკანკალდა და თვალები აუწყლიანდა. გოგონა წლების შემდეგ პირველად ხედავდა მამას ასეთ მდგომარეობაში. ასე, როგორც ახსოვს, მხოლოდ დედას დაკრძალვის დღეს იყო. შემდეგ სურთი მაგიდაზე დადო და გოგონას მიუბრუნდა. - აქ ამისთვის მოხვედი?
-მინდა იცოდე, რომ ყველაფრის მიუხედავად არ მძულხარ, ვერც შეგიძულებ, რადგან ჩემს გონებაში ალბათ მუდამ მზრუნველი მამის სახე შეგინარჩუნდება, რომელსაც თავისი პრინცესა ყველაფერს ერჩივნა. მაგრამ ვერ გაპატიე, ის რომ ხელების შეწმენდა ჩემზე გადაწყვიტე, იმისთვის, რომ სინდისს არ შეეწუხებინე. დედას სიკვდილი მე გადამაბრალე და თავიდან მომიშორე, თუმცა ყველაზე დიდი წილი ამაში, მშვენივრად იცი, რომ შენ მიგიძღვოდა. მეტიც დაბრუნებულსაც არ მომეცი ბედნიერების უფლება და იმ ერთადერთი ადამიანის მოშორება გადაწყვიტე, რომელიც ცხოვრებას მილამაზებდა. ვერ გაპატიე, რომ ჩემი შვილის სიკვდილი გინდოდა. ეს აქამდე... შემდეგ კი არ ვიცი, იქნებ ეს როგორმე შევძლო და ერთ დღესაც მოვიდე და ძლიერ მოგეხვიო. გითხრა, რომ ყველაფერი წარსულში დარჩა და შენ ჩემთვის ისევ ის საყვარელი მამიკო ხარ, თუმცა დღეს ეს არ შემიძლია. არც ხვალ და არც ზეგ. ახლა არა, რადგან მეც ვერ ვპატიობ საკუთარ თავს ამ სიტყვებს რომ გეუბნები. ვიცი საშინლად ვიქცევი, მაგრამ სხვანაირად უბრალოდ არ შემიძლია. უთქმელობა მგუდავდა. ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა მეთქვა.
-გასაგებია ყველაფერი. მოველოდი კიდევაც ამას.
-ახლა ჩემი წასვლის დროა. ლილე მელოდება. - მამაკაცმა კიდევ ერთხელ აიღო გოგონას სურთი და დაკვირვებით დახედა.
-შეიძლება დავიტოვო? - მიანიშნა სურათზე.
-შეიძლება.
-და.. ოდესმე მოხვალთ?
-აუცილებლად მოვალთ. - მკრთალად გაუღიმა გოგონამ და კაბინეტის კარი გაიხურა.
მისაღებში გასულს ნანუ შემოეგება.
-აბა, ილაპარაკეთ? რა მოხდა?
-კი, ვილაპარაკეთ, უფრო სწორად მე მქონდა რაღაც სათქმელი. ახლა უნდა წავიდე, მამას გაუფრთხილდი კარგი?
-კარგი, ჩემო გოგონა. ლილე ჩამოკოცნე რომ ნახავ.
-აუცილებლად, კარგად.
-კარგად.
სახლიდან გამოვიდა და ნაცნობ ქუჩაზე სვლა განაგრძო. ერთ-ერთ სახლთან შეჩერდა და იქაურობის თვალიერებას შეუდგა. ნაცნობი მოტოც დაინახა. კარგა ხანს იდგა, ბოლოს წასვლა აპირებდა, რომ სახლის კარი გაიღო და ლაშაც გამოჩნდა. ჩაფხუტს ირგებდა თავზე და თან მოტოსკენ მიდიოდა, შემდეგ უცებ შედგა, ქუჩის მოპირდაპირე მხარე მდგომ გოგონას შეხედა და მისკენ დაიძრა. ერთმანეთის პირისპირ იდგნენ.
-აქ არ გელოდი. სად იყავი?
-ერთი ადამიანი ვნახე.
-გასაგებია. სახლში მიდიხარ არა?
-კი.
-მე გაგიყვან, მაინც თქვენთან მოვდიოდი, ლილე უნდა მენახა... წამოხვალ?
-კი, წამოვალ.
ქუჩა ნელი ნაბიჯებით გადაჭრეს და იქმე მდგარ მოტოს მიუახლოვდნენ. სალომემ გამოწვდილი ჩაფხუტი გამოართვა და თავზე მოირგო. მის უკან მოთავსდა მოტოზე და ხელები წელზე შემოხვია. მთელი მგზავრობის განმავლობაში ნაცნობი და სასიამოვნო გრძნობა დაჰყვებოდა თან, რომლის იგნორირებასაც ვერაფრით ვერ ახერხებდა. ანას სახლთან მისულმა მოტო გააჩერა, ჯერ თვითონ გადმოვიდა, შემდეგ კი სალომეს დაეხმარა გადმოსვლაში, ჩაფხუტი საკუთარი ხელით მოხსნა და ჩამოშლილი თმაც უკან გადაუწია, ამასობაში კი ორივე მათგანი ერთმანეთს არ აშორებდა თვალს.
-შეცდომების პატიება რთულია?
-შეცდომას გააჩნია. შეიძლება ერთ წუთში აპატიო, შეიძლება მთელი ცხოვრება ვერ მოინელო ტკივილი. რა გითხრა, როდესაც მე თვითონაც რამოდენიმე წუთის წინ შეცდომა დავუშვი?
-მაშინ არაფერი არ მითხრა. წავედით?
-წავედით.
სახლის კარის შეღებისთანავე ბავშვის ღიღინი მოხვდა ყურში და საოცარი განცდა დაეუფლა. ამ განცდას მაშინაც არ გაუვლია, როდესაც სალომეს გამოწვდილი პატარა გოგონა ხელისკანკალით გამოართვა. ფიქრობდა, რომ არ იმსახურებდა ამდენს ცხოვრებისგან. ასეთი ბედნიერება მისთვის ზედმეტიც კი იყო. ღრმად ჩაისუნთქა ლილეს სურნელი, რათა მთელი დღის მანძილზე გაჰოლოდა. ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა, რომ ეს ახალი საოცრება ახლა მის ხელებში იმყოფებოდა.
-შენ გგავს. - მის მკლავებში განაბულ მოღიღინე ლილეს ხელებზე წაეთამაშა და სალომეს გახედა.
-სამაგიეროდ შენი თვალები აქვს. -სალომემაც შეაგება გულწრფელი ღიმილი... თუმცა ვის დაემსგავსება ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, კიდევ ბევჯერ შეიცვლება სანამ გაიზრდება.
-მართალი ხარ. მარამ ძალიან გამიხარდება თუ დედიკოს დაემსგავსება.
-კარგი მამიკო, გეყოფა, ახლა ძილის დრო აქვს.- მისკენ დაიხარა და ბავშვი გამოართვა.
„მამიკო“ - ეს სიტყვა უცნაურად მოეჩვენა. გული სიხარულით აუჩქროლდა და მეორე ოთახში გამავალ ქალისა და ბავშვის სილუეტს გააყოლა სიყვარულით სავსე თვალები.
შეცდომებს ყველანი ვიშვებთ ჩვენი ხანგრძლი თუ ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე და ძლიერია ის ადამიანი, ვინც მათ აღიარებს და ბოდიშს იხდის. მაგრამ მასზე უფრო ძლიერია ის ვინც ამ შეცდომებს მიუტევებს.
ქუჩა თითქმის ცარიელი იყო, მხოლოდ სამი ადამიანი მიუყვებოდა მას ნელი ნაბიჯით და გარშემო ბედნიერებას ასხივებდა. კვლავ ნოემბერი იყო, მათი თვე და დღეს ნაცრისფერი იერი გადაჰკრავდა, ისე როგორც წლების წინ. მაგრამ ამჯერად ეს ნაცრისფერიც კი საოცრად თბილი იყო ასეთ ცივ ამინდში. ახალგაზრდა წყვილს პატარა გოგონასთვის ხელი ჩაეჭიდა და ათასჯერ გადატკეპნილ გზას ახლა უკვე მათ ნაწილთან ერთად მიუყვებოდა. საოცარი იყო ეს გრძნობა, ეს განცდა. ახლა ყველაზე ნათლად გრძნობდნენ, თუ რას ნიშნავს მიჯაჭვულობა. ეს ისეთი მყარი კავშირია, რომელიც ათასწლეულების შემდეგაც დაირღვევა. კაშრი, რომელიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მყარდება და ძლიერდება ჩევნი შთამომავლებით. ორივე მათგანი ამ კავშირის მორჩილი იყო, დღეს კი ნაცრისფერი იერი გადაჰკრავდა.

*_*_*_*_*_*_*_*_*_*_*_*_*

ესეც ბოლო თავი და ჩემი პირველი ისტორიის დასასრული. blush გამიხარდება თუ იმედები არ გაგიცრუეთ და ეს დასასრული მისაღები იქნება თქვენთვის.



№1  offline მოდერი Tako Tako_2

კარგად დასრულდა

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

Namdvilad kargad daasrule.veli shemdeg istorias
--------------------
ლანა

 


№3  offline წევრი Firefly

პირველის კვალობაზე ძალიან კარგი იყო
--------------------
M.T

 


№4 სტუმარი Mako

Kargi iyo,velit axal istorias

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent