შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ სიცოცხლე გაჩუქე (თავი 9)


21-08-2016, 18:52
ავტორი სატი
ნანახია 2 227

-არანაირი სიამაყე არ მაჩერებს
-გაჩერებს, შენთითონ ვერ ხვდები
-კაი არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი
-აი ხედავ რაზე ვლაპარაკობ? შენ მიჩვეული ხარ აკეთო ის რაც შენ გინდა. მე დაგეხმარები ამის მოშლაში. ეხლა, მე რომ დაგინახო რომელიღაც ბიჭთან ერთად იმასაც და შენც კოჭებს დაგიხვრიტავთ.
-სანდრო?
-მეგობრები არ ითვლება.
-რა? ...ულტიმატუმებს მიყენებ?
-ჩემო ცხოვრება არანაირ ულტიმატუმს არ გიყენებ, გაფრთხილებ. მიდი ჩაიცვი და ნუ დაახრჩე ნიაკო სახლში. მიდი 10თვის არის, უკვე ცოტა სიარულიც შეულია, ფეხსაცმელები ჩააცვი.
-კაი
ანკამ თვითონაც გამოიცვალა, გრძელმკლავებიანი ნაცრისფერი მაისური ეცვა, მოტკეცილი დახეული შავი შარვალი, შავი კეტები და ჯინსის ქურთუკი. ნიაკოსაც მალე თბილად ჩააცვა და წავიდნენ. კაფეში დაჯდნენ, ნამცხვარი შეუკვეთეს.
-ნიაკოს ორცხობილა ვაჭამოთ
-მე ვაჭმევ-ერეკლემ ორცხობილა ნიას გაუწოდა. ნია გემრიელად შეექცა და პირი მოითხუპნა მთლიანად რაზეც ერეკლეს და ანკას გულიანად გაეცინათ. პირი მოწმინდეს.
-ხშირად უნდა ვატაროთ ნია აქ.
-არა, დღეში 4ჯერ უნდა ჭამოს და ყოველდღე ორცხობილა არ შეილება
-მოდი მე გავაფუჭებ ნიაკოს და შენ მერე მეჩხუბე ხოლმე. ორი ორცხობილა არაფერს არ უზამს
-კაი.
-ლაპარაკს რო ისწავლის პირველი რაც იქნება იტყვის ერეკლეს
-არა დედას!
-ერეკლეს!
-დედას!
-მაგასაც ვნახავთ. დღეს ნიაკოს ჩემთან წავიყვან ღამით
-არა შენ არ იცი მისი მოვლა, ვერ განდობ
-მე უნდა გაგახსენო რომ 6წელი ჩემ დას ვუვლიდი?
-არ ვიცი, ჯერ შენთან არ დამიტოვებია
-სუ ჩემთან იყო, სახლში არა მაგრამ.
-მერე დედაშენი რას იტყვის?
-მე ცალკე ბინა მაქვს უკვე 2წელი.
-არ ვიცი,
-იცი. თან ნიაკოს უყვარს ჩემთან ყოფნა
-ჯერ უნდა გამოგცადო, მთელი ღამე ნიაკოსთან ერთად ჩემთან სახლში იქნები და თუ გაძლებ ხვალ გაგატან
-მაგაზე ადვილი რა არის-ერეკლემ ფული დატოვა, ნია ხელში აიყვანა და წავიდნენ. მოსაღამოვდა ანკა სამზარეულოში იჯდა და ეწეოდა.
-ანკა ბავშვთან ეწევი?
-საძინებელშია და არაუშავს. მერე ფანჯარას გავაღებ და განიავდება.
-ძინავს?
-ეხა გაიღვიძებს და უნდა აბანავო. მერე ხილ-ფაფა უნდა აჭამო, ყველაფერს დათხვრის.
-ვნახოთ, ვნახოთ
ამ დროს ნიამ ტირილი დაიწყო.
-ცეცხლი აინთო თამაში დაიწყო-ანკა ერეკლეს დაეჭყანა
-შენთანაც მოვაღწევ-ერეკლემ გაიცინა და საძინებელში გავიდა.
5წუთში ხმა გაისმა.
-ანკა ფეხზე ვერ ვაცმევ, ისვრის აქეთ იქით ფეხებს!
-ჩემი პრობლემა არ არის შენ ხო ამბობო რომ გაუმკლაბდები
-დიახაც
უცებ საძინებლიდან ფეხსაცმელი გამოვარდა. ანკა ჩაბჟირდა.
-არააა სასაცილო ნიაკო გაჩერდი!
ამ დროს სანდრო მოვიდა და მეორე ფეხსაცმელი გამოვარდა ოთახიდან. სანდრექსა ჩაიკუზა.
-რა ხდება?
-მეორე მსოფლიო ომი, ერეკლე ნიაკოს ფეხზე აცმევს
-ერეკლე? ანუ შენ და ერეკლე? და კარი ღიაა? მე შემოვედი... მოწესრიგებული ხარ... მე კიდე ვაპირებდი გარეთ შენ გათრევას ძალით
-ხო დაგასწრო.
-ერეკლე დაგეხმარო?-სანდრომ გაიცინა
-არა თითქმის დავამთავრე.
-რატო არ ეხმარები
-მე ადვილად მოვუვლიო და თუ გაუმკლავდება დღეს ისე რომ არ დანებდეს და ბოლომდე ნერვები არ მოეშალოს ხვალ ღამით გავატან
-და როგორ გამოდის?
-ჯერ ჯერობით ექვსიანზე.
-ნიაკოსთან შეილება ექვსიანზე მაგრამ შენთან ცხრიანზე გამოუვიდა.
-ათიანი რატომ არა
-ეგ მომავალში. მანამდე ცხრიანი.
ამ დროს ერეკლე გამოვიდა ნიაკოსთან ერთად.
-კარგი პირველი რაუნდი მზად არის-ანკამ ნია აათვალიერა, მერე ხილფაფაზე მიუთითა
ერეკლე მიესალმა სანდროს.
-ანკასთან კარგად გამოგივიდა. მადლობა
-არაფერს.
ერეკლემ ნია ბავშვის მაღალ სკამში ჩასვა და ხილ-ფაფა მოუტანა.
-აბა დავიწყოთ-ერეკლემ კოვზი აიღო
სანდრო და ანკა უყურებდნენ ცნობისმოყვარეობისგან კვდებოდნენ. ერეკლემ როგორც კი კოვზი მიუტანა ახლოს ნიაკომ ხელი გაკრა და ხილფაფა სულ ერეკლეს მაისურზე აღმოჩნდა. ანკა და სანდრო ძლივს იკავებდნენ სიცილს, მაგრამ ერეკლე არ ცხრებოდა. მეორე კოვზი მიუტანა და ამჯერად ხელები მზად ჰქონდა რომ ნიაკოს არ გაეკეთებინა იგივე, ამჯერად პირი არ გააღო და სულ სახეზე ჩამოეთხუპნა ნიაკოს სახეზე. მოუწმინდა და მესამე ცდაზე ნიაკომ უბრალოდ გადმოაფურთხა.
-ნიაკო! ეხლა მე და შენ ვიჩხუბებთ პირს თუ არ გააღებ-ერეკლემ კიდე 2ჯერ სცადა და როგორც იქნა აჭამა და ნიაკომ ტირილი მორთო, სახე დამანჭა. ბოლომდე დაამთავრებინა მაგრამ მაინც არ დაცხრა ნიაკო და ბოლო კოვზი გადმოაფურთხა პირიდან.
-აჰა ვაჭამე.
-ეხლა უნდა გაასეირნო გარეთ.
-ეგ არაა რთული
-ეზიზღება კალიასკაში ჩაჯდომა და ყოველ 5წუთში ერთხელ ტირის
-გავუმკლავდები
ერეკლე და ნია წავიდნენ.
-რას შვებიან ნათია და ივა?
-კიდე არ არიან ერთად, ეხლა ნათია დასდევს ივას. იმას კიდე შეყვარებული ყავს
-ვვიიინ?
-აი თამუნა, მეორე კურსიდან. პრინციპში შენ არ სწავლობ. რო მოხვალ უნივერსიტეტში მერე განახებ-სანდრომ სიგარეტი ჩაიდო პირში და მოწევა დაიწყო
-აუ ვიცი ეხა რასაც აკეთებ დამაინტრიგებ არაფერს არ მეტყვი სანამ სწავლას არ დავიწყებ.
-მართალი ხარ, ფსიქოლოგიურ მიდგომას ვიყენებ.
-მეზიზღები!!
-ნწ. გიყვარვარ
სანდრო ჩაეხუტა ანკას და თმები აუბურდა.
-შენ დაიწყებ სწავლას მოგწონს ეს თუ არა
-კაი, კაი. ეს უკვე ფიზიკური მიდგომაა. არ მომწონს.
-კაი.
სანდრომ ხელი გაუშვა
-აუ მიდი რა მიწერე ნათიას და ივას რო მოვიდნენ.
-შენ მიწერე
ანკამ ორივეს მიწერა და 5წუთში კარზე კაკუნი გაისმა. ივა და ნათია კარებში ჩხუბობდნენ რომელი შევიდოდა პირველი ორივე მაშინვე ანკას გადაეხვია და აკოცეს. შიგნით შევიდნენ და დაჯდნენ.
-ივა, აბა ვინ არის ეს თამუნა
-აუ მაგარი გოგოა, უნდა გაგაცნო. ბო*****ლი ვიყო ამაზე საყვარელი გოგო არ მინახავს. კაროჩე რო ნახავ მიხვდები
-ნათი შენ ვისთან ხარ?
-მე... ხო ვატოს დავშორდი
-რატო?
-მერე მოგიყვები. შენ რას შვები?
-ეს და-სანდროს უნდა ეთქვა ერეკლეზე როცა ანკამ პირზე ხელი ააფარა.
-არაფერს.
ამ დროს ერეკლე შემოვიდა, კალიასკით შემოიყვანა ნიაკო. მერე ხელში აიტაცა, ივა და ნათია გაოცებულები უყურებდნენ და თვალებს ხუჭავდნენ და მერე ისევ ახელდნენ თავი სიზმარში ეგონათ. ანკა ადგა და აკოცა, ამაზე ხო ვაფშე გააფრინეს.
-კაი ვაღიარებ კარგად უმკლავდები-ანკამ კიდე ერთხელ აკოცა
-ანუ გამატან
-როგორც გინდა. თუ ამ ყველაფრის მერე არ გადაიფიქრე?
-არა.
-დაიცადე ჯერ კიდე ამის დაძინება გაქვს წინ მაგრამ მანამდე უნდა აბანავო.
-კარგი. კარგი, მხოლოდ იმიტომ რომ დაგანახო როგორ შემილია ნიაკოს მოვლა
ერეკლე მიესალმა ივას და ნათიას, ნათია რო გადაკოცნა ვაფშე გაშრა. პირდაღებული ხან ერეკლეს უყურებდა ხან ივას და ხან ანკას.
-კარგად არის?-თქვა ერეკლემ და ნიაკოსთან ერთად ვანაში გავიდა.
-ანკა 3ასო ო მ გ
-რა
-რა რა? როდის აპირებდი გეთქვა?-ივა გაბრაზდა და ეწყინა ანკას საქციელი
-დღეს ალბათ.
-ანკა, ხვალიდან ივლის უნივერსიტეტში-სანდრომ მოწია და ჩააწვა.
-ხვალიდან არა. მარა მერე კი
-ანკა რამდენი ხანია მე და შენ სისულელეები არ გვიკეთებია. ხვალ მივდივართ სკეიტ-პარკში-ივამ ბოროტულად გაიღიმა
-ფუუ როგორ შეგილიათ ჭუჭყიან სკეიტბორდებზე დგომა და მტვერში კატაობა.
-ნათ, შენ არ გიცდია და არ იცი რომ ძაან მაგარია. თანახმა ვარ ივაა
-რაზე ხარ თანახმა?-ერეკლე გამოვიდა
-და ეხლა ანკამ უნდა თქვას ეს ის არ არის რაც შენ გგონია-სანდრომ სიცილი დაიწყო.
-ვაჰაჰაჰაჰ, ყოჩაღ სანდრო
-ნათ როგორც ვხედავ იაზვობ. ტაიმ აუტი, ძილის დროა
-აუ კაი რაა
-არა წასვლის დროა. მალე ადექი-სანდრო წამოდგა და ნათია ააყენა
-აუუუ
-მეც წამოვალ. ხვალ გამოგივლი ანკა-ივამ და სანდრომ გადაკოცნეს ანკა, ნათია ჩაეხუტა და წავიდნენ.
-ხვალ სკეიტ-პარკში მივდივარ. დავიღალე სისულელეების კეთება მომენატრა
-ისედაც სულ აკეთებ არ გახსოვს მთვრალი რომ მოგათრიე სახლში?
-ხო. ერეკლე ნიაკო სად არის?-ანკამ გაუღიმა და სიცილი დაიწყო
-ნიაკოო?!!!!-ერეკლე აბაზანაში გაიქცა, უკან პირსახოცში გახვეული ნიაკო გამოიყვანა
-კარგი ასე თუ ისე ყველაფერი გამოგივიდა. ძიილის დროოააა.
-კარგი.
როგორც იქნა დააძინა ნიაკო და გამოვიდა. ანკასთან ერთად ჩამოჯდა სავარძელზე.
-არ მინდა მომავალში რამე სიურპრიზები დაგხვდეს და გეტყვი ყველაფერს.... პირველი იყო ანი შაქარაშვილი, მაშინ მემგონი 17ის ვიყავი, 2თვე ვიყავით ერთად მერე დავშორდი იმიტო რო ძაან ტვინი მიქონდა თავისი იდიოტი დაქალებით. მერე თეა მაშინ უკვე 18ის ვიყავი, მაგასთან 6თვე ვიყავი, მერე ქეთა მაშინაც 18ის ვიყავი, მაგასთან 1წელი ვიყავი და ბოლოს მიღალატა, მერე ძირითადად ცოტახანი მყავდა ყველა.
-როგორც მეგონა, ბაბნიკი ყოფილხარ-ანკამ გაიცინა და მისგან მოშორება ცადა მაგრამ ერეკლემ უფრო ახლოს მიიზიდა
-არანაირი ბაბნიკი არ ვყოფილვარ, არც ვარ და არც ვიქნები.
-კაი. ნიაკო არ გააღვიძო.
-აბა, რა სკეიტ პარკი?
-მე და ივა ყოველთვის სისულელეებს ვაკეთებდით რადგან არავინ მსჯიდა დღემდე ეს ყველაფერი ჩვეულებრივ საქმე იყო ჩემთვის, ნუ ივას ეჩხუბებოდნენ მაგრამ ეკიდა.
-ჰმ... არც კი ვიცი გავბრაზდე და გითხრა რომ უკვე მოხუცი ხარ სკეიტბორდისთვის თუ უბრალოდ გავატარო
-მეორე ვარიანტი მომწონს. შენ გირჩევნია ნიაკოს მიხედო მე მშობელი არ მჭირდება
ერეკლემ ანკას აკოცა.
-ვნახოთ ვნახოთ-კიდე გაიცინა და ისევ აკოცა.
***
მეორე დღეს ერეკლემ მართლაც წაიყვანა ნიაკო. ანკამ სპორტულები ჩაიცვა და გაემზადა. კეტები, შავი სპორტულები და თეთრი შემოსაცმელი. ივამ დილით 10ზე გამოუარა, წავიდნენ სკეიტ-პარკში. ერთმანეთს დიდიხანი ეჯიბრებოდნენ რომელი უფრო მაღლა ახტებოდა სკეიტბორდით. შემთხვევით ანკა ბოძს დაეჯახა და დაეცა. ფეხი დაებეჟა. ივა მივიდა და იცინოდა.
-მოვიგე?
-არა. ავდგები და განახებ როგორ უნდა მოგება
-თუ ადგები.
-რას ელოდები ამაყენე
-ჯადოსნური სიტყვა?
-დამეხმარე
-და კიდე?
-მოიგე
ივამ ხელი მოკიდა და წამოაყენა.
-კიდე?
-არა ფეხი მტკივა.
-კაი წამო სადმე კაფეში გავიდეთ
-ეეე მოიცაა... ივა ლექციებს აცდენ?
-პირველს მარტო.
-წადი.
-ოო მოიცა რა, რამდენი ხანია წესიერად არ მიხალისია. წამო კაფეში.
-საფულე არ წამომიგია
-ეგ არც იფიქრო სუ რო აგ გქონოდა მაინც მე გადავიხდიდი.
-კაი.
ანკა და ივა დაჯდნენ კაფეში. ღია ცისქვეშ იყო.
-ივა, მიდი რა თამუნას დაურეკა გამოვიდეს.
-ლექციაზე იქნება
-მერე რა გთხოოოვ
-ანკა, ვერ გამოვა.
-კაი ჩემ გამო თხოოვე რა
-ვერა, მერე.
-კაი. აბა შენ და ნათიას შორის რა ხდება?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent