შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მათხოვარი (6 თავი)


22-08-2016, 11:19
ავტორი murachashvili
ნანახია 3 944

მეექვსე თავი
- თავს ნუ იდანაშაულებ, ნაწილობრივ მართალია მამაშენი, მართლა არ მიცნობ! - მის დამშვიდებას ვცდილობ.
- იქნებ მართალიც იყოს, მაგრამ... მე მამა-შვილობა ცოტა სხვაგვარად მესმის! - ხმა ებზარება მას.
მის სიტყვებზე მომღიმარი მამაჩემი მახსენდება, რას არ მივცემდი გვერდით რომ მყოლოდა, ეჰ!....
- ბედნიერი ხარ, მხარს მამა გიმაგრებს, შეიძლება რაღაც - რაღაც საკითხებზე ვერ რიგდებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ მასზე მეტად არავის უყვარხარ!... ყველაფერს დავთმობდი, მამაჩემის თუნდაც ერთხელ ნახვა რომ შემძლებოდა!
გაოცებული მიმზერს: - დედას გეფიცები, მაგარი უცნაური გოგო ხარ! - ვეღაც ვხვდები მისი სიტყვები კომპლიმენტად ჩავთვალო, თუ ნაკლად - რაც არის - არის! - სიტყვებს ოხვრას აყოლებს ის - მიუხედავად მისი ხასიათისა, პირობას შეასრულებს, დარწმუნებული ვარ, რამოდენიმე წუთში საცხოვრებელსაც გამოგინახავს და სამუშაო ადგილსაც!..
სანდროს პროგნოზი ამართლებს, მართალია ბატონი ვაჟა თვითონ აღარ ამოდის კაბინეტში, მაგრამ ერთ-ერთ დაცვის თანამშრომელს ნომრის გასაღებს ატანს. მისივე პირით მითვლის, რომ მეორე დილით, შვიდი საათისთვის რესტორანში მივიდე!
სადღაც შიგნით, ისევ მტკივა, მაგრამ ვცდილობ სანდროსთან არ შევიმჩნიო, უსიტყვოდ გამოვდივართ კაბინეტიდან.

სასტუმრო იქვე, მეზობელ ეზოში მდგომი ორსართულიანი შენობა აღმოჩდა. საკმაოდ კომფორტულად მოწყობილი ნომერი მისაღებისა და საძინებლისგან შედგება. მისაღებ ოთახის ერთ-ერთ კუთხეში, დახლით გამოყოფილია მცირე ზომის სამზარეულო. სველი წერტილები დუშ-კაბინისა და საპირფარეშოსგან შედგება, სადაც ვიღაცას მზრუნველი ხელით პირველადი მოხმარების ნივთებიც დაუწყვია. გაფართოებული თვალებით ვათვალიერებდი ნომერს.
- ხუთვარსკვლავიანი არაა, მაგრამ... - ხუმრობას ცდილობს სანდრო.
- ჩემთვის სასახლეა და ამას თქვენ უნდა გიმადლოდეთ!. ყველაფრისთვის მადლობელი ვარ!. - ემოციებს ვერ ვმალავ, მიუხედავად მამამისის უხეშობისა, გულწრფელად მადლიერი ვარ და რატომღაც ვწითლდები.
- სამადლობელი არაფერია, ცოტა არ იყოს მომშივდა... - ხელოვნური უდარდელობით საუბრის თემის შეცვლას ცდილობს - ხომ არ ვისადილოთ?!
- ერთად?! - დაბნეული ვაფახუნებ თვალებს.
- არ ვიკბინები! - მხიარულად იცინის ის - ვეტყვი, რესტორანში ერთი მაგიდა მოგვიმზადონ!
- არა! - თითქმის ვყვირი, სწრაფად ვუარყოფ მის აზრს.
იმის წარმოდგენაზეც კი, რომ მასთან ერთად საპატიო სტუმარივით მჯდომი შეიძლება ვაჟამ დამინახოს პანიკაში ვვარდები, მორიგ შეურაცყოფას ისევ შიმშილი მირჩევნია.
ყურადღებით მაკვირდება, აშკარად ხვდება ჩემი უარის მიზეზს და გამოსავალს თვითონვე მთავაზობს: - აქ რომ ამოვიტანო?!
დაბნეული მივჩერებივარ და ვცდილობ მის ნათქვამში რაიმე ქვეაზრი ამოვიკითხო, მაგრამ იმდენად ალალი და მხიარული ჩანს, რომ უარს ვერ ვეუბნები.
- უხერხული არ იქნება?! - ამ კითხვას უფრო საკუთარ თავს ვუსვამ ვიდრე მას.
- შენ ამაზე ნუ ღელავ! - თვალს მიკრავს და მორიგი კითხვის დასმამდე, ნომრიდან გადის.
მარტო დარჩენილი სულელივით ვიღიმები, არ ვიცი რა მჭირს, თითქოს ნელ-ნელა ტკივილი ქრება, დაკარგული რწმენა მიბრუნდება და ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი ადამიანის სახე მიუღია, დაცვის თანამშრომლის. მისი უზომოდ მადლიერი ვარ, თუმცა ყურებში ვაჟას სიტყვები ჩამესმის: - რა იცი ვინაა, იქნებ კრიმინალია?!
- ჩემი უნდა დაიჯერო! - ამჯერად სანდროს მკაცრი, სიბრაზისგან აცახცახებული სახე მიდგას თვალწინ.

დღევანდელი მოვლენების გაანალიზებას ვცდილობ, ნეტა რას მიმზადებს მომავალი? კარგი ინებოდა წინასწარმეტყველის ნიჭი რომ მქონდეს. ფიქრებიდან გარედან შემოსულ ხმაურს გამოვყავარ. კარები იხსნება და სასტუმროს ნომერში გორგოლაჭებიანი, ორკაცზე გაშლილი მაგიდით სანდრო შემოდის.
- აი, მეც მოვედი! - კმაყოფილი, ბედნიერი ღიმილით მიცინის ის.
მაგიდიდან მაგიდისთვის განკუთვნილ დახლზე ვაწყობთ ორ კაცზე გამზადებულ ულუფას და გვერდი-გვერდ მოხერხებულად ვთავსდებით.
ეს არ არის რომანტიული ვახშამი, ვერც იქნება, ჩვენ უბრალოდ კარგი ნაცნობებივით ან იქნებ მეგობრებივითაც გვერდი-გვერდ ვსხედვართ და ჩუმად, თითქმის უსიტყვოდ მივირთმევთ სადილს, თურმე მართლა გვშიებია.
საბოლოოდ სიჩუმის დარღვევას ისევ სანდრო ბედავს: - არ იდარდო, ყველაფერი მოგვარდება!
ისეთი ტონით მეუბნება, ძნელია არ დაეთანხმო.
- „ნეტა სინამდვილეში ვინ ვგონივარ?! ჩემთვის რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს, უნდა მოვუყვე, უფლება აქვს სიმართლე იცოდეს!“ - გადაწყვეტილებას მყისიერად ვიღებ და ზუსტად ვიცი, არც შევიცვლი.
- „რომ შემიძულოს?!“ - გულის სიღრმეში მაინც შიში მეპარება.
გონებაში ეკლესიაში გაგონილი ფრაზა მიტივტივებს: -„არ არსებობს დაფარული, რომელიც ცხადი არ გახდეს, არც დამალული, რომელიც არ გამჟღავნდეს და არ გაცხადდეს“!
- „ვალდებული ვარ, უნდა მოვუყვე!“... - საკუთარ შიშს ვაბიჯებ, სიტყვები თავისით მოფრინავენ - დღევანდელ მოვლენებზე ბევრი ვფიქრობდი, მამაშენი მართალი იყო, არ მიცნობ, არადა ჩემზე გარკვეული ინფორმაცია მაინც უნდა გქონდეს.
- ინფორმაცია? მაინც რას გულისხმობ?! - ინტერესით მიმზერს ის.
- თუნდაც, რატომ აღმოვჩნდი ასეთ დღეში, რა მქვია, ვინ ვიყავი, რა ცხოვრებით ვცხოვრობდი...
- არ ვიცოდი ავტობიოგრაფიული მონაცემების ცოდნა სავალდებულო თუ იყო! - ხუმრობს ის.
- უცხო ადამიანს ყოველთვის ასე ეხმარები?!
- არა, რა თქმა უნდა!
- შენ ხომ ჩემი სახელიც კი არ იცოდი?! მამაშენი მართალია...
- დამიჯერე, როგორმე ქურდისა და კახპის ცნობას მოვახერხებ! - ისევ ირონიულად იცინის ის.
- მჯერა, მაგრამ...
- რა მაგრამ?!... - ხმა უსერიოზულდება მას - მე შენი წარსულიც მაინტერესებს და შენი მომავალიც. ასე რომ არ იყოს აქ არ ვიქნებოდით. ალბათ, იმასაც ხვდები, რომ ჩემი კავშირების პატრონს არც შენი ვინაობის გაგება გამიჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, შენთვის წარსულის მოგონებები მტკივნეულია, არ მინდა ჩემი ცობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ზედმეტი ტკივილი მოგაყენო!...
მისი მზრუნველობა იმდენად მსიამოვნებს, რომ გული მიჩუყდება, კიდევ ცოტაც და ალბათ ავტირდები. თუმცა ისიც ვიცი, რომ მისთვის ჩემი ისტორიის გაგება ზედმეტად იოლიც კია, ეს უბრალოდ დროის ამბავია. არ მინდა ყველაფერი შებრუნებულად და შელამაზებულად შეატყობინონ, მინდა სიმართლე ჩემგანვე მოისმინოს, იმის წარმოდგენაზეც კი რამდენ საზიზღრობას ეტყვიან, გული მეკუმშება.
- ალბათ, მართალი ხარ, მღელვარებისგან ხმა მითრთის - მაგრამ, მინდა ჩემგან მოისმინო.
- კარგი იყოს შენებურად, ამ ყველაფერს თუ ამხელა მნიშვნელობას ანიჭებ, გისმენ...
რამოდენიმე წუთით ვჩუმდები, თითქოს სიტყვებს ვეძებ, როგორ დავიწყო თხრობა, სანდრო მოთმინებით მელოდება, ყურადღებით მაკვირდება, ღრმად ვისუნთქავ და ხმის კანკალით ვიწყებ:
- მაშინ თექვსმეტი წლის ვხდებოდი, ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, ჩემი იმედებით და ოცნებებით. ერთად-ერთი მიზანი მქონდა, ცეკვა...
- რაც უდაოდ კარგად გამოგდის, შეგამჩნიე რესტორანში როგორ აჰყევი მელოდიას... - ღიმილით მაგულიანებს ის.
- ალბათ, გამომდიოდა, ყოველ შემთხვევაში ასე მეუბნებოდნენ. მყავდა თბილისიდან ჩამოსული პედაგოგები და სკოლის დამთავრებისთანავე მათთან ერთად დედაქალაქში ვაპირებდი წამოსვლას. ქვეყანა ჩემი მეგონა. ყველაფერი ასე მარტივად სულაც არ განვითარდა. ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდა გამგზავრების დრო, დღეებს ვითვლიდი წამოსვლამდე. თუმცა ყველა ასე როდი ფიქრობდა, ჩემს ცხოვრებაში არსებობდა ერთი ადამიანი, რომელსაც ჩემს მომავალთან დაკავშირებით სულ სხვა გეგმები ჰქონდა და ჩემი ოცნებები სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა. ამბობდა, თითქოს ვუყვარდი და ცოლადაც მომიყვანდა. ყოველ შემთხვევაში მთელმა რაიონმა ასე იცოდა. არ იფიქრო თითქოს მისი გეგმების შესახებ არ ვიცოდი, მის განზრახვასაც ვხვდებოდი, თუმცა რაღა დაგიმალო, მისი დიდი სიყვარულის ნამდვილად არ მჯეროდა. შესაბამისად მასთან ურთიერთობასაც მაქსიმალურად ვარიდებდი თავს.
როგორც უკვე გითხარი, ჩემს ცხოვრებაში არსებობდა და იმედი მაქვს დღემდე არსებობს ყველაზე ერთგული და მეგობრული ადამიანი, გიორგი. ადამიანი რომელიც მთელი არსებით ჩემი იყო. იმ დღეს ორივენი სკოლის ბანკეტზე ვიყავით, ვერთობოდით, პირველად გავუსინჯე გემო ალკოჰოლურ სასმელს. ჩემი მეგობარი აშკარად შეყვარებული გახლდა, ალკოჰოლი მოეკიდა თუ არა აუჟუჟუნდა თვალები, მისი ყოველი სადღეგრძელო სიყვარულსა და ღრმა, უთქმელ გრძნობას ეხებოდა. შევუჩნდი და იმდენი ვუჩხიკინე, რომ ვათქმევინე კიდევაც ვინ იყო მისი ტრფობის ობიექტი.
პოტენციურ სარძლოს რათქმა უნდა ვიცნობდი, ჩვენზე სულ რაღაც ერთი წლით პატარა მარიკა ჩვენივე სკოლაში სწავლობდა, ძალიან თბილი და ლამაზი გოგონა გახლდა. სულ რომ ცუდი ყოფილიყო, გიორგის რჩეული ჩემთვის მაინც საუკეთესო იქნებოდა. როგორც იმ დღეს გავიგე, მუდამ თამამი გიორგი მასთან მისვლას და გრძნობებში გამოტყდომას რატომღაც ვერ ბედავდა.
ალბათ, ალკოჰოლმა გამათამამა, შევუჩნდი: წამოდი, სახლში მივაკითხოთ და რაც გაქვს სათქმელი პირდაპირ უთხარი მეთქი.
ყოყმანობდა, თუმცა მალევე დამეთანხმა. ბანკეტიდან ბავშვებისგან შეუმჩნევლად გამოვიპარეთ, მამამისისგან ნათხოვარ ავტომობილში ჩავსხედით და მარიკას სახლში მივადექით.
ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, რომ სახლიდან ქალიშვილი მე გამოვიყვანე. ზუსტად არც მახსოვს რა იბლუყუნა გიორგიმ, როგორც იქნა უთხრა სათქმელი, გოგონა თვალცრელიანი უსმენდა. პასუხი არ უთქვამს, თუმცა მისი მზერით ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ჩემი მეგობრის გრძობებს ისიც იზიარებდა. მათი შემხედვარე ბედნიერი და გახარებული ვიყავი, მარიკა მალევე დაგვემშვიდობა და ჩვენც საბანკეტო დარბაზში დავბრუნდით. კმაყოფილი მეგობარი გულში მიკრავდა და ვინ იცის მერამდენედ მიხდიდა მადლობას.
უკვე დაშლას ვაპირებდით, როცა ვიღაც ბიჭმა გიორგის მოაკითხა. არ მესმოდა რაზე საუბრობდნენ, თუმცა აშკარად ვხედავდი, უცნობი ხელების ქნევით რაღაცას უხსნიდა, გიოც დაძაბული, თვალებდაქაჩული უსმენდა მოსულს.
სიტუაციაში გასარკვევად მათკენ წავედი, თუმცა ვერ მივუსწარი, მხოლოდ ის დავინახე, როგორ ჩასხდნენ ორივენი ავტომობილში და საკმაოდ სწრაფი სიჩქარით გავარდნენ ეზოდან, ასე - უსიტყვოდ, ასე - უთქმელად.
ნერვიულობისგან ადგილს ვეღარ ვპოულობდი. ალბათ, საათზე მეტი მაინც გავიდა, ის კი არ ჩანდა. ბავშვებმა ნელ-ნელა დაშლაც დაიწყეს. მე კი ისევ გიორგის ველოდი, ზუსტად ვიცოდი, სახლში ჩემს გარეშე არ დაბრუნდებოდა, აუცილებლად მომაკითხავდა.
სწორედ ამ დროს შემოვიდა ეზოში ჩემი და გიორგის საერთო მეგობარი, ბესო. პირდაპირ მე მომადგა. მისი მოსვლა კარგს არაფერს ნიშნავდა, ტანში გამცრა.
- ძალიან გთხოვ, ზედმეტი კითხვების გარეშე, გიოს სჭირდები, გარეთ ავტომობილი გველოდება, უნდა წამოხვიდე!
ნერვიულობისგან აცახცახებული გავყევი მეზობელს. ორმაგად დავიძაბე, როცა იქვე მდგომი ბიჭებით სავსე ვახოს მანქანა შევნიშნე.
- ვახო?! - ეჭვით გავხედე ბესოს.
- გიოსთან მან უნდა წაგვიყვანოს, დახმარება შემომთავაზა და უარს ხომ არ ვეტყოდი?! - ისეთი სახით გამომხედა, თითქოს ყოვლად გაურკვეველი, უადგილო კითხვა დავსვი.
- „მართლაც და რა სულელი ვარ! გიოს რაღაც უჭირს, მე კი მანქანას ვარჩევ!“ - საკუთარი თავი დავტუქსე.
ალბათ, სასაცილოა, ჩემი ფეხით, ყოველგვარი ზედმეტი ისტერიკების გარეშე უსიტყვოდ მოვთავსდი მძღოლის გვერდით სავარძელში. ყურადღება არც იმისთვის მიმიქცევია, ბესოს უკან ჩაჯდომისთანავე ცენტრალური საკეტით როგორ ჩაკეტა ავტომობილი ვახომ. ფიქრებით ისევ მეგობარს ვუტრიალებდი. აზრადაც კი არ მომსვლია, მოხერხებულად დაგებულ მახეში ჩემით როგორ გავები.
- გიოს რა სჭირს?! - ნახევრად უკან შებრუნებული ისევ ბესოს მივმართავდი.
- ცემეს! - ბესოს ნაცვლად ვახომ მიპასუხა.
- რატომ ცემეს?! - ხმაში ისტერიკა გამერია მე.
- სხვის საქმეში რომ უყვარს ცხვირის ჩაყოფა, იმიტომ! - ირონიულად მიპასუხა მან.
- სხვის საქმეში?! - ნელ-ნელა ხმის ტონს ვუწევდი - სადაა?.. ვინ?!.. - კითხვა ვეღარ დავასრულე, ქუჩის კუთხეში, ძირს დავარდნილი, ელექტრო ბოძზე მისვენებული, მაგრად ნაცემი მეგობარის დანახვისთანავე ცრემლებმა მისით გაიკვლიეს გზა.
- გიორგიიი! - უკნიდან ვიღაცამ პირზე ხელი ამაფარა და ყელიდან ხროტინის მსგავსი ხმა აღმომხდა.
ვახოს ავტომობილი აშკარად შორიდანვე შენიშნა, ზუსტად ვიცი, ჩემი ხმაც გაიგონა, მისი სიბრაზისგან აალებული თვალებიც დავინახე და სიმწრისგან, უმისამართოდ მოქნეული მუშტიც.
აზრი არ აქვს ჩემი ტირილისა და მუდარის აღწერას, დღემდე ვერ გავიგე, რას მერჩოდა ბესო, ასე რატომ გამიმეტა.

როგორც შემდგომ გიორგისგან გავიგე, იმ დღეს, ბანკეტზე მოსული ბიჭისგან გაიგო, რომ ვახო ჩემს მოტაცებას აპირებდა. სწორედ მასთან ურთიერთობის გასარკვევად გავარდა ასე კისრისტეხით და დაგებულ მახეშიც გავებით. ქუჩის ბოლოში ისევ მისგანვე მიგზავნილი ბიჭების ჯგუფი დახვდა და უმოწყალოდაც გაუსწორდნენ.
- ყველაფერი ჭკვიანურად გაუთვლიათ! - ზიზღით აღნიშნავს სანდრო.
- კი, ასე გამოვიდა! - ცრემლების ყლაპვით ვეთანხმები - ასე აღმოვჩნდი ვახოსთან. ასე დასამარდა ჩემი ოცნებებიც! ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოკლედ გეტყვი, რომ თითქმის ერთი კვირა ვახოს ერთ-ერთ ძმაკაცთან ვიყავით. რამოდენიმეჯერ სცადა ჩემთან დაწოლა. თავს ვიცავდი, ვიბრძოდი, მასაც ალბათ მეგობრების ერიდებოდა, ყოველ შემთხვევაში მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა, დამეფიცება, რომ რაიონში ხელუხლებელი დავბრუნდი. კმაყოფილი ვიყავი, იმედი მქონდა ჩემებს ვნახავდი და სახლშიც დავბრუდებოდი, მაგრამ არ გამიმართლა.
არ დამავიწყდება დედაჩემის პირველი სტუმრობა, მისი ცრელები, აკანკალებული ხმა:
- დედა მოგიკვდეს შვილო, შენ!.. მონატაცებს, მთელი კვირა მასთან ნამყოფს ვინ წაგიყვანს?, ვინღა დაიჯერებს, ისევ ქალიშვილი რომ ხარ?!
- გემუდარები, არ დამტოვო, არ დამღუპო, დედა! - მუხლებზე მდგომი, ფეხებზე მოვეხვიე და ცრემლებად დავიღვარე, მაგრამ უშედეგოდ.
იმ ღამით იყო ყველაზე მძიმე ღამე ჩემს ცხოვრებაში. პირველი ცემა, პირველი შეურაცყოფა, პირველი ძალადობა და დაკარგული ქალწულობა.
მეორე დღეს გრძელმკლავიან ტანისამოსში დამალული სილურჯეები. დედამთილის შეგონებები: - რომ ქმართან უნდა ვიყო თბილი, მომთმენი და ოჯახის სირცხვილი გარეთ არ უნდა გავიტანო.
დამეფიცება, რომ მის სიტყვებს უსიტყვოდ ვისმენდი და გულში დაგროვილ ტკივილს ღამით საკუთარ ბალიშთან ჩახუტებული ვიოხებდი, ვისთან ვიჩივლებდი, დედასთან თუ მეგობრებთან?!

მეზობლების დასანახად, წამიყვანეს ბაზრობაზე, მიყიდეს საუკეთესო სამოსი, ოქროული. როგორც იტყვიან ჩამაცვეს და დამახურეს. ორ კვირაში კი ვახოს ოჯახში ქორწილიც გადაგვიხადეს. თუმცა ამას ქორწილი პირობითად ერქვა, ცხვირჩამოშვებული, ნახევრად მგლოვიარე პატარძალი, ძმაკაცებთან მოკალათებული ჩხუბისთავი სიძე, რომელიც თვალების ბრიალით მხოლოდ ეჭვიანობის მიზეზს ეძებდა. ჩემს ეგრეთწოდებულ ქორწილში, ჩემიანები მხოლოდ დედაჩემი და ჩემი დედმამიშვილები იყვნენ. მიუხედავად იმისა რომ უფლება მომცეს, გიორგი დამეპატიჟებინა, ჩემი უახლოესი მეგობარი არ მოვიდა.

არავის უკითხავს, დედაჩემს შეეძლო თუ არა, შემდეგ კვირას, ჩემს ოჯახში ფეხის ბრუნებაც დაიგეგმა, არ ვიცი თქვენთან იციან თუ არა, ფეხისბრუნებას ქორწილისა და ქალის წაყვანის წაყვანის შემდეგ პატარძლის ოჯახში საჩუქრებით მისვლას უწოდებდნენ.

მახსოვს, ფეხის ბრუნებამდე რამოდენიმე დღით ადრე ჩვენს ოთახს ვალაგებდი, კომოდის ერთ-ერთი უჯრა გამოვხსენი და შემთხვევით წამლებით სავსე საკმაოდ მოზრდილ პარკს წავაწყდი. წამლების ასეთი რაოდენობით გაოცებული, მათი ანოტაციით დავინტერესდი, თუმცა არც ერთ შეკვრას მოხმარების წესი არ ახლდა. ამ ამბით ცოტა არ იყოს შეფიქრიანებული, ვახოს პატარა ნოუთბუქს მივუჯექი და ინტერნეში წამლების დასახელებით მათი ანოტაციების ძებნა დავიწყე.
სიტყვა შიზოფრენიამ, შიზოტიპურმა და შიზოაფექტური აშლილობამ, აგრეთვე - გუნება-განწყობის ანუ აფექტური აშლილობამ, განსაკუთრებით კი ფსიქოზმა მაშინვე მომჭრა თვალი. .ჩემი მწირი სამედიცინო განათლებითაც კი მივხვდი, რომ ხელში უბრალო სიცხის დამწევები არ მეჭირა. ვკითხულობდი და იმის წარმოდგენაც კი არ მინდოდა, რომ ეს წამლები ვახოსთვის იყო განკუთვილი. თუმცა საკუთარ ეჭვებში მაშინვე დავრწმუნდი, როგორც კი ოთახში შემოვიდა.
წამლებით ხელში დამინახა თუ არა, სიბრაზისგან თვალები გაუფართოვდა.
- ვინ მოგცა უფლება, რას ეძებდი?! - ხელიდან გამომგლიჯა წამლების შეკვრა და გვერდზე მოისროლა, მტაცებლის მსგავსად ჩასისხლიანებული თვალებით ჯიქურ ჩემკენ მოიწევდა.
- არაფერს, ვალაგებდი და... - შიშისგან ნელ-ნელა უკან-უკან ვიწევდი მე.
- ალაგებდი, თუ ეძებდი? შემიცვალე? იქნებ ჩემი მოწამვლაც გინდა?! - კედელთან კუთხეში ისე მომიქცია, რომ გაქცევას ვეღარ ვახერხებდი - არ გამოგივა, შენზე ჭკვიანი ვარ!
- რას ბოდავ, გაგიჟდი?!
- მე გიჟი არ ვარ! არც კი გაბედო ჩემთვის ასე დაძახება, მოგკლავ, გესმის, მოგკლავ! - ორივე ხელს ყელში ისე მიჭერდა, რომ ხროტინიც კი დავიწყე.
ჩემი სუსტი თითებით ვცდილობდი მარწუხებად ქცეული ტორების მოშორებას, თუმცა უშედეგოდ. ვგრძნობდი, ნელ-ნელა ვსუსტდებოდი, წინააღმდეგობის გაწევის უნარსაც ვკარგავდი, ჰაერი აღარ მყოფნიდა, უკვე ვხროტინებდი, როცა დედამისმა შემოგვისწრო.
- ვახო! - მკაცრი, მბრძანებლური ხმით დაუყვირა ქალმა.
მისი ერთი სიტყვაც კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ თითები მოედუნებინა, ჰაერში აწეული მყისიერად აიტაკზე აღმოვჩნდი, როგორც იქნა ამოვისუნთქე. შეშინებული მივჩერებოდი ნადირად ქცეულ ქმარს, რომელიც ნესტოებ დაბერილი მძიმედ სუთქავდა. ვცდილობდი როგორმე ნერვიული ცახცახი შემეჩერებინა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. სამაგიეროდ ჩემი დედამთილი არ დაბნეულა, ჩემს მიერ გამოღებული წამლების შეკვრიდან, ერთ-ერთი კოლოფი შეარჩია და მომცრო ზომის ტაბლეტი ვაჟს მიაწოდა. წამალმა იმაზე სწრაფად დაიწყო მოქმედება ვიდრე ველოდი. რამოდენიმე წუთში ვახოს მზერა შეეცვალა, სუნთქვა დაურეგულირდა, უწყინარი ბავშვივით ემბრიონის პოზაში ლოგინზე მოიკუნტა და დაიძინა. იმ წუთებში ვეღარ ვიგებდი ვინ უფრო მეტად მეცოდება ის, თუ საკუთარი თავი.



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვაიმე ეს რა იყო ღმერთო ჩემო გული დამიწვა ამ გოგოს საცოდაობამ... რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს დღესაც არის შემორჩენილი ასეთი დედები შვილს უკან იმიტომ რომ ვერ მიიღებს სხვისი საჭორაო რომ არ გახდეს საზიზღრობაა ეს ყველაფერი მაგრამ ფაქტია... ძალიან გამიხარდა გვანცამ სიმართლე რომ უთხრა სანდროს და არ დაუმალა არაფერი იმედია მისი პრობლემაც მალე მოგვარდება გიორგი იმედია მალე დაბრუნდება ისტორიაში და ისევ მხარში ამოუდგება მეგობარს... ძალიან რეალურად იყო ყველაფერი დაწერილი რაც ყველაზე მეტად მომწონს შენს სტილში არასდროს არ წერ არარეალურს ყოველთვის ცხოვრებისეული ისტორიები გაქვს... ძალიან მომეწონა და ასე აღარ დააგვიანო რა მალე დადე ახალი თავი...

 


№2  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

როგორ ველოდი, ანა. რა საინტერესო და მტანჯველი ცხოვრება ჰქონია ამ გოგოს. საინტერესოდ აღწერ და გადმოსცემ ყველა ემოციას. იმედს ვიტოვებ სანდრო ბოლომდე ასეთად დარჩება. ველი სემდეგ თავს.

 


№3  offline წევრი BuBuu

სიტყვები არ მყოფნის..
როგორ შემეცოდა ეს გოგო :(
იმედია კიდევ დიდხანს არ გვალოდინებ და მალე დადებ შემდეგ თავს :დ ♡

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უცნობი ქ
ვაიმე ეს რა იყო ღმერთო ჩემო გული დამიწვა ამ გოგოს საცოდაობამ... რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს დღესაც არის შემორჩენილი ასეთი დედები შვილს უკან იმიტომ რომ ვერ მიიღებს სხვისი საჭორაო რომ არ გახდეს საზიზღრობაა ეს ყველაფერი მაგრამ ფაქტია... ძალიან გამიხარდა გვანცამ სიმართლე რომ უთხრა სანდროს და არ დაუმალა არაფერი იმედია მისი პრობლემაც მალე მოგვარდება გიორგი იმედია მალე დაბრუნდება ისტორიაში და ისევ მხარში ამოუდგება მეგობარს... ძალიან რეალურად იყო ყველაფერი დაწერილი რაც ყველაზე მეტად მომწონს შენს სტილში არასდროს არ წერ არარეალურს ყოველთვის ცხოვრებისეული ისტორიები გაქვს... ძალიან მომეწონა და ასე აღარ დააგვიანო რა მალე დადე ახალი თავი...

ლორელაი
როგორ ველოდი, ანა. რა საინტერესო და მტანჯველი ცხოვრება ჰქონია ამ გოგოს. საინტერესოდ აღწერ და გადმოსცემ ყველა ემოციას. იმედს ვიტოვებ სანდრო ბოლომდე ასეთად დარჩება. ველი სემდეგ თავს.

მოგესალმებით, კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს ამ მცირედი პაუზის გამო, თუმცა როგორც მეუღლეს მცირედი ვალდებულებები ქმრის კუთხესთან მეც მაქვს laughing მიხარია თუ მოგეწონათ ახალი თავი, სამწუხაროდ ჩვენს რეალობაში ასეთი შემთხვევები დღემდე ხშირია, კარგი იქნება სულ ოდნავ მაინც თუ დაფიქრდებიან მშობლები მათი შიშისა თუ საზოგადოების აზრის გათვალისწინებით, რა სავალალო შედეგამდე შეიძლება მიიყვანონ შვილი.

BuBuu
სიტყვები არ მყოფნის..
როგორ შემეცოდა ეს გოგო :(
იმედია კიდევ დიდხანს არ გვალოდინებ და მალე დადებ შემდეგ თავს :დ ♡


ზაფხულის არდადაგები დასასრულს უახლოვდება და შესაბამისად ჩემი დაუგეგმავი მოგზაურობებიც დასრულდება, ასე რომ ასეთი ხანგრძლივი პაუზა ალბათ აღარ მექნება smile heart_eyes

 


№5  offline აქტიური მკითხველი grafo

დავიწყებ იმით, რომ მოხარული ვარ ზაფხულის არდადეგების დასასრულის მოახლოებით:)).
ძალიან, ძალიან მშრალი მომეჩვენა ეს თავი. არა, კი მომეწონა ერთ წინადადებაში რომ მოხდა ამდენი ძალადობის ჩატევა, მაგრამ მაინც. ემოცია საერთოდ არ იყო.

 


№6  offline მოდერი ლილიანა

საოცარი თავი იყო.კარგადაა წარმოჩენილი ბევრი ღრმა სოფლის გაჭირვება
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№7  offline ახალბედა მწერალი murachashvili

grafo
დავიწყებ იმით, რომ მოხარული ვარ ზაფხულის არდადეგების დასასრულის მოახლოებით:)).
ძალიან, ძალიან მშრალი მომეჩვენა ეს თავი. არა, კი მომეწონა ერთ წინადადებაში რომ მოხდა ამდენი ძალადობის ჩატევა, მაგრამ მაინც. ემოცია საერთოდ არ იყო.

ლილიანა
საოცარი თავი იყო.კარგადაა წარმოჩენილი ბევრი ღრმა სოფლის გაჭირვება

მოგესალმებით, არდადეგების დასრულება მეც ანალოგიურად მიხარია smile რაც შეეხება სიმშრალეს, ნაწილობრივ ალბათ მართალი ხარ, ამ თავიდან ახალი, საკმაოდ მძიმე ეპიზოდი იწყება, უბრალ ისტორიის ზედმეტად დამძიმება საჭიროდ აღარ ჩავთვალე. ისედაც ვთვლი, რომ ვისაც ეს ემოცია ერთხელ მაინც გამოუცდია, გაკვრით ნახსენებსაც მიხვდება რა განცდა ექნებოდა მთავარ პერსონაჟს.
ლილიანა ძნელია არ დაგეთანხმო, არ მინდა შეურაცყოფად ჩამითვალონ, მაგრამ რატომღაც ვფიქრობ, რომ აქ მოყვანილი პრობლემა ჩვენი დღევანდელობის, განსაკუთრებით კი რაიონებში, და ბევრ საკმაოდ ბნელ სოფლებში გავრცელებული ქალის მოტაცების ყველაზე ცუდი და მაინკიერი მხარეა.

 


№8 სტუმარი Ta tu

Dgesac ar iqneba axali tavi? :/

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent