შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მათხოვარი (5 თავი)


11-08-2016, 11:13
ავტორი murachashvili
ნანახია 4 896

მეხუთე თავი
- ჩვენი წასვლის დროც მოსულა! - უდარდელი ხმით ამბობს, უკანალზე ხელის მსუბუქი წამორტყმით აგდებს მუხლებზე წამოსკუპებულ კეკლუცად აკისკისებულ არსებას, კარგი ძმაკაცივით თვალს მიკრავს და სანახევროდ გამოხსნილი კარებიდან პირველი თვითონ გადის.
- „ხეპრე, უზრდელი, იმდენიც კი არ იცის, კარებში პირველი ქალი რომ უნდა გაატაროს!“.. - უკვე მერამდენედ ვლანძღავ გულში.
არსებას არც კი ვემშვიდობები, გაბუსხული და განაწყენებული ფეხდაფეხ მივყვები სანდროს. ვეღარ ვიგებ ამჯერად რით ვარ უკმაყოფილო, ასე უცერემონიოდ რომ მიატოვა ის ქალბატონი, თუ ჩემი ცვლილებით გაოგნებულს აღტაცება რომ არ გამოუხატავს. ალბათ უფრო უკანასკნელით, თუმცა ამის აღიარება მიჭირს, სადღაც ქვეცნობიერში ღრმად ვჩქმალავ გაბრაზების რეალურ მიზეზს.
ქუჩაში გასულს თითქოს გავახსენდი, როგორც იქნა მოცდას კადრულობს, უსიტყვოდ ვუდგები გვერდით, ოდნავ ირონიულად მიმზერს, თუმცა დუმილს არც ამჯერად არღვევს, რატომღაც მეჩვენება, ჩაფიქრებულს ჩემთვის უბრალოდ არ სცალია.
ასე გაბუტულებივით ჩუმად, გვერდი-გვერდ მივაბიჯებთ აღმაშენებელზე. საქორწინო კაბების მაღაზიის ფართო ვიტრაჟში ჩვენს გამოსახულებებს ვაკვირდები. საოცარია რა მცირედი ყოფნის ადამიანს თვითრწმენის დასაბრუნებად.
- რა შეიცვალა ჩემში?! არაფერი, განა იგივე გვანცა არ ვიყავი გუშინაც?!- ვეკითხები საკუთარ თავს.
- უბრალოდ ამჯერად დაბანილი და სუფთა კაბაში გამოწყობილი მიაბიჯებ აღმაშენებელზე. - ქილიკით მპასუხობს ის.
- „მაშინ რატომ შეიცვალა გარშემო მყოფთა გამოხედვა?! მათ მზერაში დაუფარავ აღტაცებას ვგრძნობ!“... - აშკარად ჯიბრით ვეუბნები საკუთარ თავს.
- „უბრალოდ ვერ გცნობენ, სანდრო ხომ არ შეცვლილა, განა ისევ ისეთი მოქუფრული არ გიმზერს?!“ - თითქოს მდუღარე გადამასხა.
ნეტა რატომ ვაქცევს მის აზრს ამხელა მნიშვნელობას?! სადღაც, შიგნით ისევ გული მტკივა. მინდა დავიჯერო, რომ ასე ერთი ხელისმოსმით შესაძლებელია ყველაფრის შეცვლა. მინდა ახალი გვანცა გაჩნდეს, სუფთა ცხოვრებით, ტკივილისა და ცრემლების გარეშე, ეგ არის და ეგ, ბევრია?! ალბათ....
ვაღიარებ, რომ მიუხედავად ყველაფრისა მაინც ზედმეტად მომწონს საკუთარი ასლი, თვალები ბედნიერებისგან მიბრწყინავს, ქვემოდან ვაპარებ სანდროსკენ თვალს, მინდა მისგანაც ვიგრძნო, დავინახო, რომ ეს ყველაფერი არ მეჩვენება. მიუხედავად იმისა, რომ ერთხელაც არ შემოუხედავს, დარწმუნებული ვარ ჩემი მზერა არ გამოჰპარია, სულ ოდნავ უწვრილდება თვალის ჭრილი, მაგრამ ღიმილს მაინც იკავებს.
მართალია მისგან ჩემთვის ესოდენ სასურველ ემოციას ვერ ვიღებ, მაგრამ მაინც მიხარია, უნებურად სიარულის მანერაში ვბაძავ, მხრებში ვიშლები და ნაბიჯს ვუწყობ.
- ერთი, ორი, ერთი, ორი...- გულში ვითვლი და სულელივით მეცინება. ალბათ, ცოტა გიჟი ვარ.
ასე მივდივართ ორნი, ჯიუტად მხოლოდ წინ ვიყურებით და მხრებში გაშლილნი ამაყად მივაბიჯებთ. დუმილი აშკარად მეც ხელს მაძლევს, ისევ წარსულის მოგონებები მიტივტივებს.
მახსოვს ასეთი ამაყი ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ვიყავი, სკოლის ბანკეტზე. საბანკეტო მზადება ფაქტიურად წლის თემად იყო ქცეული. გოგოები ინტერნეტში ეძებდნენ სასურველი კაბის მოდელებს, ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა პირდაპირ უკვეთავდა ტანისამოსს, ნაწილი თარგებით, ან ფერად პრინტერზე ამოღებული ნიმუშებით მკერავთან გარბოდნენ. მე?! მე ამ ორომტრიალში მონაწილეობას არ ვიღებდი. დღემდე არ ვიცი ის შავი გრძელი კაბა როგორ იშოვა დედამ ძველმანებით მოვაჭრესთან. მხრებზე წვრილი თასმები მოხსნა და დეკოლტე საკუთარი ხელით მომიქარგა. იმდენად ლამაზად მოხატა კაბის გულ-მკერდი, რომ ნებისმიერ დიზაინერს შეშურდებოდა. საბოლოოდ ვერც კი იფიქრებდით თუ ეს ულამაზესი საღამოს კაბა მეორადების ძველმანებისგან იყო შექმნილი. დიახ, საკუთარი დედით ამაყი ვიყავი, ასეთი კაბა რამდენიც არ უნდა ეძებნათ ინტერნეტში მეორე არ იარსებებდა, ის ექსკლუზიურად ჩემთვის შეიკერა. ღმერთო ჩემო, როგორ მომენატრა დედა! ბანკეტის დღეს გიორგიმ გამომიარა.
- ეეე, ჭუკი რა ვიდზე ხარ! - ემოციას ვერ იკავებდა ის.
- ჭუკის ნუ მეძახი, ერთხელაც იქნება ხალხშიც ასე მომმართავ! - ხმას ვიმკაცრებ და შემფასებლურად ვათვალიერებ მეგობარს.
- ჩემი მახინჯი იხვის ჭუკი ხარ და ვისაც ეს არ მოეწონება!... - წინადადება აღარ დასრულა ისე ჩამიხუტა გულში.
სულგანაბული ვეკვროდი და აღარც კი მახოსოვდა დედაჩემის რამოდენიმე საათიანი წვალება თმის ვარცხნის დროს. ვარცხნილობის გახსენებაზე გიორგის ავხედე. ისეთი სასაცილო იყო კლასიკურად ჩაცმული, მისი მუდამ ურჩი თმა საგულდაგულოდ უკან გადაევარცხნა. ერთი სული მქონდა, როგორმე მივწვდომოდი და ჩვეული ფორმა დამებრუნებინა. თუმცა ვიცოდი, სულ რაღაც ნახევარ საათში, ჩემი დახმარების გარეშეც, მისი თმა ისევ ფაფახივით გაფუვდებოდა და თავზეც ბუჩქად დაადგებოდა. ამის წარმოდგენაზეც კი სულელივით მეცინებოდა. ალბათ, თვითონაც მიხვდა ჩემი გამხიარულების მიზეზს, უკმაყოფილოდ ჩამომხედა:
- არც კი იცი, რამდენი ვიწვალე, ხმა არ ამოიღო იცოდე!... - შემომიღრინა და მეც ღიმილი სახეზე შემეყინა.
- მე გაბურძგნილიც მომწონხარ! -უკმაყოფილო, ნაწყენი თვალებით ვუმზერდი.
- ეჰ, ჭუკი... - ისე დარდიანად ამოიოხრა, ღიმილი ვერ შევიკავე - შენ კი მოგწონვარ, მაგრამ...
- რა მაგრამ?! - ცობისმოყვარედ მივაჩერდი ბავშვობის მეგობარს.
- არაფერი! - ისევ ოხვრა ამოაყოლა სიტყვას.
სოფელში რესტორანი არ გვქონდა, თუმცა სოფლის ცენტრში, მოედანზე არსებობდა დარბაზი, რომელსაც საჭიროებისამებ ხან ქორწილებისთვის იყენებდენ, ხან ქელეხებისთვის. ალბათ, ცოტა უცნაურია ერთსა და იმავე ადგილზე ყველაზე მძიმე და ყველაზე ბედნიერი წუთების აღნიშვა. ჩვენც აქ ვიხდიდით ბანკეტს.
სადღესასწაულოდ მორთულ დარბაზთან წითელი ხალიჩაც კი დაგვიგეს. სოფლის მოსახლეობა გარეთ იყო გამოშლილი და ასე საგანგებოდ გამოპრანჭულებს ოვაციებით გვხვდებოდნენ. მე და გიორგი ხელკავგამოდებულნი, მხრებში გაშლილნი, საოცრად ამაყები და ბედნიერები მივაბიჯებდით.
- ჭუკი, ჭუკი! - სიცილით თავს აქნევდა და ძლიერად იხუტებდა ჩემს თითებს მკერდში. იმ დღეს სამყარო ჩვენი გვეგონა, ან იქნებ იყო კიდეც?!
თითქოს ახლაც მესმის მისი „ჭუკი“, სულელივით მეც ვიღიმები და გვერდულად მომზირალი სანდროს მზერასაც ვამჩევ.
- სიცილი გიხდება! - თითქოს თავის თავს ელაპარაკებაო, არც კი მიყურებს ისე მეუბნება. - ბედნიერი ჩანხარ, რაზე ფიქრობდი?!
- ბავშვობას ვიხსენებდი! - უნებურად თვალს ვარიდებ და ვწითლდები.
- სასიამოვნო მოგონებებია?! - ბავშვობის ხსენებაზე პატარა ბიჭივით მასაც ჭინკები უხტის თვალებში.
ალბათ სისულელეა, ან იქნებ ზედმეტი მონატრებისგან მემართება, ამ წუთში ისე საოცრად ვამგავნებ გიორგის. ღმერთო, როგორ მინდა ჩავეხუტო, შევიგრძნო, მისით შევივსო მეგობრის მონატრება. თუმცა, მამაკაცს სწრაფად ეცვლება მზერა, ისევ ჩვეული ირონია უბრუნდება და მეც დროულად ვფხიზლდები. მაინც როგორი განსხვავებულია, ცივი! ამის გააზრებაზე ბოღმა ყელში მებჯინება, უნებურად ცრემლები მაწვება.
- ცოტა უცნაური ხარ! - მხრებს იჩეჩს გაოცებული.
- უკაცრავად?! - ვერ ვხვდები რას გულისმობს.
- წამიერად იცვლები, ხან ბედნიერი ჩანხარ, ხან... ის, ვისზეც ფიქრობდი ასეთი ძვიფასია?! - გამომცდელად მაკვირდება მამაკაცი.
- ჩემი ბავშვობის მეგობარია, ყველაზე ძვირფასი, უახლოესი... - გიორგის ხსენებაზე ისევ ვიბადრები, ამაყად ვპასუხობ მე.
- მეგობარი?!... - ირონიით იმეორებს - სადაა შენი მეგობარი, რატომ არ გეხმარება?! - არც კი მიყურებს ისე უქნევს ხელს ცარიელ ტაქსს.
აშკარად მოუშუშებელ ჭრილობას ეხება სანდრო. ვგრძენობ როგორ ვფითრდები, მაინც როგორი სასტიკია, რა იცის მან ჩემს შესახებ? ვინ მისცა ასეთი ირონიით საუბრის უფლება?! გაბრაზებული პასუხსაც კი არ ვცემ. უსიტყვოდ ვჯდები ჩვენს წინ გაჩერებულ ავტომობილში და მძღოლის გვერდით მოთავსებულ სანდროს გულში ვლანძღავ.
- რამდენად ახლოს ხართ შენ და შენი მეგობარი?! - არც კი აღელვებს ჩემი სიბრაზე, ისევ ჩემს დაკითხვას აგრძელებს.
- ძალიან ახლოს! - ჯიუტი ბავშვივით ვიღრინები.
- რამდენად?! - კითხვას ირონიულად მიმეორებს - ერთმანეთი გიყვარდათ?!
- მეგობრობა ასე გესმით?! შეუძლებელია ასე ფიქრობდეთ, გიო ჩემი ძმაა!...- იმდენად მოულოდნელია მისგან ასეთი კითხვა, გაოცებისგან თვალები მიფართოვდება.
ჩემსკენ ბრუნდება, თვალებში ჯიქურ მიმზერს, თითქოს უნდა გამოიცნოს ჩემი პასუხის ქვეტექსტი. მის შემხედვარეს, უნებურად ვახოს ეჭვიანობით გახელებული სახე მახსენდება, მისგან მოქნეული მუშტი, თითქოს იგივე ძალით მეტკინა ახლაც, ტანში უსიამოვნოდ მცრის.
- შეურაცყოფის მოყენება არც კი მიფიქრია, გამოდის ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობის გჯერა. გაგიმართლა, ასეთი ადამიანი თუ გყავს! - უდარდელი ღიმილით მიცინის. არა, ის ნამდვილად განსხვავებულია, თავისებური, მართალია ცოტა უხეში, მაგრამ ალალი, მე კი თავს დამნაშავედ ვგრძნობ, ვახოს რომ შევადარე.
- მეგობარს, მითუმეტეს ძმას ბევრს ვერ ვუწოდებ, ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ადამიანი იყო ასეთი... - ტკივილის დასამალად ავტომობილის ფანჯარაში ვიხედები.
- იმედია, მისთვისაც ასეთივე ძვირფასი ხარ!
გულში დაგროვილ ტკივილს ოხვრას ვაყოლებ, მის რეპლიკას უკომენტაროდ ვტოვებ და სანაპიროზე თბილისის ხედებით ვტკბები.
სანდროს მითითებით ტაქსი საკმაოდ მკვეთრად ამუხრუჭებს.
- ესეც ჩვენი „თეთრი სახლი“! - ამაყად წარმოსთვამს.
მამაკაცი ავტომობილის კარებს გალანტურად მიხსნის და გადასვლაში მეხმარება. ეს უკვე რაღაც ახალია, ვცდილობ ღიმილი შევიკავო, მაგრამ არ გამომდის, ბედნიერებისგან ვიბადრები. თვალბგაფართოებული მივჩერებივარ თეთრი ფერის სამსართულიან, მრგვალ აივნებიან შენობას. ცოტა არ იყოს, მეშინია, ვშფოთავ, თუმცა სანდროს მშვიდი სახის დანახვისთანავე, ოდნავ ვწყნარდები.
შენობაში შევდივართ. საკმაოდ მოზრდილ, ხალხით სავსე დარბაზიდან ნაცნობი მელოდია ისმის, თვალი გამირბის შემინული კარისკენ, მთიულურის ფორმაში ჩაცმული ყმაწვილები ტეხილებით კვეთენ სცენას. უცნაური რეაქცია მაქვს, ტერფები მისით ჰყვებიან ტემპს და ცეკვა-ცეკვით მივყვები წინ წასულ სანდროს, რომელიც მეგობრულად ხვდება თანამშრომლებს, ხელის აწევით შორიდანვე ესალმება დარბაზში მომსახურე პერსონალსა და დაცვის ბიჭებს.
რამოდენიმე წამიანი მოკითხვის შემდეგ მრგვალი კიბით მეორე სართულზე ავდივართ, სადაც ერთმანეთისგან ნახევრად ღია ტიხრებით გამოყოფილი ხის მაგიდებიანი დარბაზი მოჩანს. პირველი სართულისგან განსხვავებით მაგიდები ხალვათადაა შევსებული. როლში შეჭრილი, აშკარად ზედმეტად გათამამებული მელოდიას ფეხებთან ერთად ხელებსაც ვაყოლებ და მამაკაცის გაოცებულ, ნახევრად ირონიულ მზერასაც ვაწყდები, სიცილი შეკავების მიზნით ტუჩებს მაგრად კუმავს, თუმცა თვალებში ისევ ჭინკები უხტის. ადგილზე ვშეშდები, დანაშაულზე წასწრებულივით თავს ვხრი და დარცხვენილი თითებს ვიმტვრევ.
უკომენტაროდ და უსიტყვოდ, დარბაზიდან გასულები ვიწრო დერეფნის გავლით ერთ - ერთ ოთახს ვუახლოვდებით, სანდრო ძლიერად აკაკუნებს და მიპატიჟებას არც კი ელოდება ისე შევდივართ საკმაოდ მოზრდილ კაბინეტში.
ოთახის შუაში მდგომ, მასიურ მაგიდასთან ასე ორმოცდაათიდან სამოც წლამდე მჯდომი მამაკაცი სათვალის ზემოდან კუშტი სახით გვიმზერს დაუპატიჟებელ სტუმრებს. ფაქტიურად წინ სანდოს ასაკში შესული ასლი მეჯდა.
- აი ეს მესმის, აქეთ რა ქარმა გადმოგაგდო?! - გამომეტყველება წუთში შეეცვალა სანდროს დანახვაზე, თბილად მოეხვია შვილს.
- სახლში შენ ვერ მოდიხარ და სამსახურში მაინც გნახავ! თან მინდოდა მეთხოვა, იქნებ ამ გოგონას შენთან დავაწყებინოთ მუშაობა?! - ისევ ჭინკები უხტის თვალებში სანდროს.
მკაცრი, საქმიანი ტონით მამაკაცი შემფასებლურად მაკვირდება.
- ვაჟა ახალკაცი! - ამაყად წარმოსთქვამს საკუთარ სახელს და ხელს მიწვდის ჩამოსართმევად.
ახლაღა ვიაზრებ, რომ ჩემი სახელი მისმა შვილმაც არ იცის, ვყოყმანობ, არ ვიცი ღირს კი ნამდვილი ვინაობის გამხელა?!
- გვანცა დავითური! - თვალს ვერ ვუსწორებ მამაკაცს, რომელიც თითქოს რენდგენს მიტარებს გამჭოლი მზერით მაკვირდება.
- სრულწლოვანია?! - ამჯერად შვილს ეკითხება.
- არა!
- არა?! მშობლებმა იციან? არასრულწლოვნის დასაქმებისთვის მათი თანხმობა დაგვჭირდება! - განაჩენივით მესმის მისი სიტყვები.
- მშობლები არ მყავს!. - ნერვიულობისგან ხმა მეპარება.
- მაშინ მეურვის!...
- არც მეურვე მყავს! - სულ ცოტაც და ალბათ ავტირდები.
- კი, მაგრამ ოჯახი არ გყავს?!...
- არა.
- ეს როგორ?!.... ნათესავები?!.... ბავშვთა სახლიდან ხარ?!
უარყოფის ნიშნად თავს ვაქევ.
- რამეს მალავთ?! - ჩემს წამებას აგრძელებს ვაჟა.
- რას უნდა მალავდეს, უბრალოდ სამუშაო სჭირდება, ეგაა და ეგ!... - უკმაყოფილოდ იღრინება სანდრო.
- ასე, უბრალოდ და მარტივად?! - ირონიას არ იშურებს ვაჟა.
- ასე, უბრალოდ და მარტივად! - სიტყვებს ტკეპნის სანდრო.
- ასეთი რამ ხდება? ჰაერიდან ხომ არ გაჩნდა, იქნებ სახლიდან გამოიქცა, ან სულაც კრიმინალია, ქურდი?!
არ მინდა მამა-შვილის დაპირისპირების მიზეზად ვიქცე, მაგრამ შეურაცყოფისგან სისხლი მაწვება: - უკაცრავად, თქვენ მე არ მიცნობთ, ბატონო ვაჟა, ქურდი არ ვარ! - გაღიზიანებას ვეღარ ვმალავ.
- ვითომ?! - ირონიულად მიმზერს კაცი - მაშინ რას მალავ? რატომღაც არ გენდობი!
სანდროს გაწბილებულ სახეს ვუმზერ და ვხვდები, რომ აქ მოსვლას აზრი არ ჰქონდა.
- ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის! - თითქოს ჩემთვის ვბურტყუნებ და წასასვლელად ვდგები.
- არც კი გაბედო! - სანდროს ბრძანებითი ტონი ადგილზე მაშეშებს. მკლავზე ხელს ისე მიჭერს თითქოს ეშინია არ გავექცე - შენთვის არასოდეს, არაფერი მითხოვია, ამ ელემენტარულზე მეტყვი უარს?!
- ეს ელემენტარულია?! როგორ არ გესმის, ბავშვია, კაცმა არ იცის ვინაა! ასე როგორ დაგაბრმავა?! - არ მინდობს მამაკაცი.
თვალები ცრემლებით მევსება.
- გვანცას კი არა, მე უნდა მენდო! რადგან გეუბნები, ესე იგი ვიცი, ის არც დამნაშავეა და არც კრიმინალი!
- არჩევანს არ მიტოვებ?! იყოს შენებურად, ამ გოგოს სამსახურში ავიყვან. ფრთხილად იყავი, სანანებელი არ გაგიხდეს! - თითის ქნევით აფრთხილებს ვაჟა.
- ნუ გეშინია, არ ვინანებ!
- თქვენო აღმატებულებავ, მაინც სად ინებებთ მუშაობას?!- ირონიულად მეკითხება მამაკაცი. - მიმტანად, მენეჯერად, თუ პირდაპირ ჩემი ადგილი დაგითმოთ?!
ამ კაცთან ურთიერთობას აშკარად მათხოვრობა მირჩევნია, მინდა ავდგე და წავიდე, მაგრამ გვერდით მჯდომი სანდრო მკლავზე თითებს მარწუხებივით მიჭერს.
- მინისტრის ადგილს არ გთხოვ, შრომა არ ეთაკილება, თუნდაც ჭურჭლის მრეცხავად! - კბილებში სცრის ის.
- კარგი, იყოს შენებურად, ხვალიდან ეს გოგონა ჭურჭლის მრეცხავი იქნება, კიდევ გნებავთ რამე?!
- კი, საცხოვრებელი ადგილიც არ აქვს, ჩვენს სასტუმროში ერთი პატარა ნომერი უნდა გამოვუყოთ! - მამის ირონიას ყურადღებას არ აქცევს, თითქოს მის მოთმინებას ცდის, ახალ მოთხოვნას უყენებს. თვალების ფახუნით გაოცებული ამჯერად მე ვუმზერ დაცვის თანამშრომელს.
- ვერ ვიგებ, სამსახური, საცხოვრებელი, ბარემ შენთან წაგეყვანა?! - შხამს არ მაკლებს ვაჟა.
- დაფიქრდი რას ამბობ!... - ხმას უწევს სანდრო - კახპა თუ დამჭირდება, როგორმე ვიშოვო!
შეურაცყოფისგან ვცახცახებ, ბოღმა მახრჩობს, მინდა საკადრისი პასუხი დავუბრუნო, მაგრამ ჩხუბის ახალ ტალღას ვერიდები. საკუთარი უსუსურობისგან თავი მძულს და რაოდენ სამარცვინოც არ უნდა იყოს, ცრემლებს ვეღარ ვიკავებ. უფროსი ახალკაცი ისევ მე მაკვირდება.
- ქალისთვის ყველაზე სახიფათო იარაღს ფლობს, ცრემლებს!.. კარგი, იყოს შენებურად. კადრებს ახლავე გავაფრთხილებ! - ოდნავ ხმა ურბილდება, თუმცა ოთახიდან მაინც კარების ჯახუნით გადის.
ახლაღა ვგრძნობ, ნერვიულობისგან ხელისგულები დამსველებია, გული გამალებით მიცემს, რა მინდოდა აქ?! რატომ დავთანხმდი, საყვედურით სავსე თვალებით ვუმზერ ხელებში თავჩარგულ სანდროს.
- ჯობდა მარტო მოვსულიყავი, შენ ეს არ უნდა მოგესმინა! - ხმაჩამწყდარი თითქოს საკუთარ თავს ეუბნება ის.



№1  offline წევრი aNuGi

ძალიან მაგარია <3
გული დამწყდა ვაჟას საქციელზე, არადა თავიდანვე იმედი მქონდა რომ უფრო თბილი ადამიანი იქნებოდა, საოცრად წერ, საშინლად მომწონს!
ველოდები შემდეგ თავს, წარმატებები! love
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№2 სტუმარი ემი

ვახ, სანდროს მამას ასეთს არ ველოდი recourse მაგრამ, ეჭვი მაქვს, გვანცა იმდენად მოხიბლავს, შეუცვლის დამოკიდებულებას....

აუუ, როგორ მოწონს სანდრო... რა ნაგლია... როგორი გამოკითხვა ჩაუტარა... აშკარად ეჭვიანობს... love მგონი, ჩვენი გოგოც კაი გვარიანად ეჭვიანობს.... love

 


№3  offline მოდერი ლილიანა

ოხ სანდრო სანდრო,ჯერ მოეგვარებინა და მერე მიეყვანა.
გვანცა რა საყვარელია,ლაღი და ალალი.
ინტერესი მკლავს რატომ წამოვიდა ასე ეს გოგო სოფლიდან.ვვარაუდობ ,რომ ვახოა დამნაშავე.( არადა ჩემი საყვარელი ადამიანის სახელია ). :). ველი სულმოუთქმელად გაგრძელებას.ძალია. კარგი თავი იყო.შენ კარგო ❤❤❤❤

ხო ჯერ სანდროთი ვერ მოვიხიბლე საკმარისად,სადღაც დამალული აქვს კარგი თვისებები მაგრამ ჯერ მხოლოდ " ცუდს " აჩენს.ირონია- როგორ ვერ ვიტან :):):):)
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№4  offline აქტიური მკითხველი lalita

სამწუხაროდ ჩვენი რეალობა ასეთია, მაგრამ ამ კაცისგან რატომღაც უფრო გულისხმიერებას მოველოდი.
აი შენ კი უნიჭიერესი და უმაგრესი ხარ.

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

aNuGi
ძალიან მაგარია <3
გული დამწყდა ვაჟას საქციელზე, არადა თავიდანვე იმედი მქონდა რომ უფრო თბილი ადამიანი იქნებოდა, საოცრად წერ, საშინლად მომწონს!
ველოდები შემდეგ თავს, წარმატებები! love

ემი
ვახ, სანდროს მამას ასეთს არ ველოდი recourse მაგრამ, ეჭვი მაქვს, გვანცა იმდენად მოხიბლავს, შეუცვლის დამოკიდებულებას....

აუუ, როგორ მოწონს სანდრო... რა ნაგლია... როგორი გამოკითხვა ჩაუტარა... აშკარად ეჭვიანობს... love მგონი, ჩვენი გოგოც კაი გვარიანად ეჭვიანობს.... love

ლილიანა
ოხ სანდრო სანდრო,ჯერ მოეგვარებინა და მერე მიეყვანა.
გვანცა რა საყვარელია,ლაღი და ალალი.
ინტერესი მკლავს რატომ წამოვიდა ასე ეს გოგო სოფლიდან.ვვარაუდობ ,რომ ვახოა დამნაშავე.( არადა ჩემი საყვარელი ადამიანის სახელია ). :). ველი სულმოუთქმელად გაგრძელებას.ძალია. კარგი თავი იყო.შენ კარგო ❤❤❤❤

ხო ჯერ სანდროთი ვერ მოვიხიბლე საკმარისად,სადღაც დამალული აქვს კარგი თვისებები მაგრამ ჯერ მხოლოდ " ცუდს " აჩენს.ირონია- როგორ ვერ ვიტან :):):):)

lalita
სამწუხაროდ ჩვენი რეალობა ასეთია, მაგრამ ამ კაცისგან რატომღაც უფრო გულისხმიერებას მოველოდი.
აი შენ კი უნიჭიერესი და უმაგრესი ხარ.

გავწითლდი love აწმყოში განვითარებული მოვლენებით თქვენს ასეთ ინტერესს ნამდვილად არ ველოდი. love სახელი ვახო მეც ძალიან მიყვარს, არ მემეტებოდა უარყოფითი გმირისთვის, მაგრამ უსახელოდ ხომ ვერ დავტოვებდი? დადებითი პერსონაჟი ამ სახელის მატარებელი "თვალებში" მყავს და იქ შეგიძლია დატკბე wink რაც შეეხება ვაჟას, რა მეთქმის?! რაც-არის ეგაა, არა მგონია რამე ეშველოს wink

 


№6  offline წევრი neilo

ra kargia,zalian saintereso....

 


№7  offline ახალბედა მწერალი murachashvili

neilo
ra kargia,zalian saintereso....

love

 


№8  offline მოდერი sameone crazy girl

ყველაფერი ზღაპარივით ასე მარტივად არ შეიცვლებოდა, რთულ ცხოვრებას სეჩვეულია და ამ კაცის უხესობა არაფერს შეცვლის ვფიქრობ. მთავარი ჩემთვის სანდროა და ძალიან მომწონს მისი ხასიათი და დამოკიდებულება გოგოს მიმართ

 


№9  offline ახალბედა მწერალი murachashvili

sameone crazy girl
ყველაფერი ზღაპარივით ასე მარტივად არ შეიცვლებოდა, რთულ ცხოვრებას სეჩვეულია და ამ კაცის უხესობა არაფერს შეცვლის ვფიქრობ. მთავარი ჩემთვის სანდროა და ძალიან მომწონს მისი ხასიათი და დამოკიდებულება გოგოს მიმართ

მიუხედავად იმისა, რომ მეც პატარა ზღაპარს ვწერ, რათქმა უნდა პატარ-პატარა წინააღმდეგობები ჩვენც გვჭირდება wink , გეთანმებით, არამგონია ასეთმა წვრილმანებმა ჩვენი გმირი დააბნიოს wink

 


№10  offline მოდერი Behandice

რაკარგი იყო! love მაგრამ ბატონი ვახოს ასეთმა ქცევამ ცოტა შემაშფოთა თავიდანვე მეგონა უფრო სხვანაირი იქნებოდა.. love უფრო მეტი მინდა წარუსლიდა რატო წამოვიდა?ან გიორგი რატო არ კითხულობს?მოკლედ ალბათ მოვკვდები სანამ გავიგებ რამოხდა wink love შენ როგორც ყოველთვის შესანიშნავად წერ.

 


№11 სტუმარი mk

diixania aseti kargi istoria ar wamikitxavs ^^^

 


№12  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Behandice
რაკარგი იყო! love მაგრამ ბატონი ვახოს ასეთმა ქცევამ ცოტა შემაშფოთა თავიდანვე მეგონა უფრო სხვანაირი იქნებოდა.. love უფრო მეტი მინდა წარუსლიდა რატო წამოვიდა?ან გიორგი რატო არ კითხულობს?მოკლედ ალბათ მოვკვდები სანამ გავიგებ რამოხდა wink love შენ როგორც ყოველთვის შესანიშნავად წერ.

მადლობა, ჩემო ძვირფასო love იმედია თქვენს ცნობისმოყვარეობას შემდეგ თავში თუ ვერა, სულ რამოდენიმე თავში დავაკმაყოფილებ wink love

mk
diixania aseti kargi istoria ar wamikitxavs ^^^

დიდი მადლობა, ასეთი შეფასებისთვის love
mk
დიდი მადლობა, ასეთი შეფასებისთვის love

 


№13  offline აქტიური მკითხველი grafo

რაზე მოვდო ვაჟას შარი. მე მგონია, რომ ყველა ნორმალურ ადამიანს მსგავსი რეაქცია ექნებოდა. არც მეგონა თუ დათმობდა. ყოჩაღ ჩვენს ბიჭს , მაგრად დაუდგა. მაგრამ ჩემთვის სასაცილო პოლიციელი გახდება, მას შემდეგ რაც გვანცას ვინაობა გაიგო, ისევ გვანცას მოგონებებით რომ შევიტყოთ სიმართლე.

 


№14  offline წევრი ninaaquarius

მაგარი გოგო ხარ !

 


№15 სტუმარი salo

ძალიან მაგარი იყო. მალე დადე შემდეგი თავი. სსულმოუთქმელად ველი.

 


№16  offline წევრი მთვარეულა ❤

ძალიან, ძალიან, კარგია love
ერთ-ერთი ფავორიტი გახდა უკვე.

გვანცა მომწონს ძალიან, რეალურად აფასებს სიტუაციებს. კეთილი ჩანს, მაგრამ ცხოვრებისგან დატანჯულია.

სანდროს პერსონაჟი ცოტა უხეშია, მაგრამ უარყოფითს ვერ დავარქმევ.

ვაჟა... ვაჟას საქციელი მართალია არ მომწონა, მაგრამ ვერ გავამტყუნებთ ყველას ვერ ენდობა. მან ხომ არ იცის ვინ არის, რა უნდა. ბოლოში მაინც ძალიან ზედმეტი მოუვიდა.

სიუჟეტი მომწონს, რეალური, ცხოვრებისეულია.

ველოდები შემდეგ თავს love

 


№17  offline ახალბედა მწერალი murachashvili

grafo
რაზე მოვდო ვაჟას შარი. მე მგონია, რომ ყველა ნორმალურ ადამიანს მსგავსი რეაქცია ექნებოდა. არც მეგონა თუ დათმობდა. ყოჩაღ ჩვენს ბიჭს , მაგრად დაუდგა. მაგრამ ჩემთვის სასაცილო პოლიციელი გახდება, მას შემდეგ რაც გვანცას ვინაობა გაიგო, ისევ გვანცას მოგონებებით რომ შევიტყოთ სიმართლე.

შეიძლება უხეში სიტყვებით გადმოვეცი ვაჟას რეაქცია, მაგრამ რატომღაც მგონია ნებისმიერი ადამიანის, მით უმეტეს ბიჭის მშობლის პირველი ემოცია ასეთ სიტუაციაში ასეთი იქნებოდა, უბრალოდ ვიღაც ჩაყლაპავდა და ვიღაც არა. ხოლო რაც შეეხება ჩვენს სასაცილო პოლიციელს, დავიჯერო ასეთი იოლად პროგნოზიტებადი ვარ?! wink

ninaaquarius
მაგარი გოგო ხარ !

salo
ძალიან მაგარი იყო. მალე დადე შემდეგი თავი. სსულმოუთქმელად ველი.

მთვარეულა ❤
ძალიან, ძალიან, კარგია love
ერთ-ერთი ფავორიტი გახდა უკვე.

გვანცა მომწონს ძალიან, რეალურად აფასებს სიტუაციებს. კეთილი ჩანს, მაგრამ ცხოვრებისგან დატანჯულია.

სანდროს პერსონაჟი ცოტა უხეშია, მაგრამ უარყოფითს ვერ დავარქმევ.

ვაჟა... ვაჟას საქციელი მართალია არ მომწონა, მაგრამ ვერ გავამტყუნებთ ყველას ვერ ენდობა. მან ხომ არ იცის ვინ არის, რა უნდა. ბოლოში მაინც ძალიან ზედმეტი მოუვიდა.

სიუჟეტი მომწონს, რეალური, ცხოვრებისეულია.

ველოდები შემდეგ თავს love

დიდი მადლობა, ჩემო საყვარლებო love ძალიან მიხარია, თუ რეალურ ამბავს გავს, ჩემი იზანისც სწორედ ეგაა, ზღაპარს არ დაემსგავსოს love wink

 


№18  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ოოოოო ეს რა იყოოოო... ძალიან მაგარი თავი იყო აი ძალიან... მომეწონა სანდრო ძლიეეი მამაკაცის შთაბეჭდილება დამიტოვა მომეწონა გვანცა ასე რომ დაიცვა... უკვე მოუთმენლად ველი ახალ თავს იმდენად მაინტერესებს რა მოხდება... შენ კიდევ საოცრება ხარ...

ყველაზე მეტად ის მომეწონა ასე რეალურად რომ აღწერ მოვლენებს ვაჟას სიცილით და ბედნიერი იერით რომ მიეღი გვანცა ეს იქნებოდა უაზრობა ახლა კი თავისი ხიბლი და მარილი შემატე ისტორიას...

 


№19  offline ახალბედა მწერალი lullaby

აჰაა, ესეც ასე, გამოჩნდნენ მოცეკვავეები და ჩემი ეჭვებიც მართლდება <3 დარწმუნებული ვარ, გვანცას ნიჭი აქ დაფასდება. სანდრომ სამსახური შესთავაზა თუ არა, მაშინვე ეს ვიფიქრე :დდ

ვაჟას ერთი პროცენტითაც არ ვამტყუნებ, ტიპიური დირექტორია, დღესდღეობით ვერავის ენდობი... უხეშობაც არ გამკვირვებია...

ერთი რა მიკვირს იცი? გვანცა 17 წლისაა ხომ? ადამიანებს ბანკეტი 17-18 წლის ასაკში უწევთ ხოლმე... როგორც ჩანს მისი მტკივნეული წარსული არც ისე შორეულია? აქ დავიბენი ცოტა...

 


№20  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უცნობი ქ
ოოოოო ეს რა იყოოოო... ძალიან მაგარი თავი იყო აი ძალიან... მომეწონა სანდრო ძლიეეი მამაკაცის შთაბეჭდილება დამიტოვა მომეწონა გვანცა ასე რომ დაიცვა... უკვე მოუთმენლად ველი ახალ თავს იმდენად მაინტერესებს რა მოხდება... შენ კიდევ საოცრება ხარ...

ყველაზე მეტად ის მომეწონა ასე რეალურად რომ აღწერ მოვლენებს ვაჟას სიცილით და ბედნიერი იერით რომ მიეღი გვანცა ეს იქნებოდა უაზრობა ახლა კი თავისი ხიბლი და მარილი შემატე ისტორიას...

მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის, მართალი ბრძანდებთ, ვაჟასგან თბილი მიღება ალბათ არალოგიკური იქნებოდა, ვნახოთ რა მოხდება love

lullaby
აჰაა, ესეც ასე, გამოჩნდნენ მოცეკვავეები და ჩემი ეჭვებიც მართლდება <3 დარწმუნებული ვარ, გვანცას ნიჭი აქ დაფასდება. სანდრომ სამსახური შესთავაზა თუ არა, მაშინვე ეს ვიფიქრე :დდ

ვაჟას ერთი პროცენტითაც არ ვამტყუნებ, ტიპიური დირექტორია, დღესდღეობით ვერავის ენდობი... უხეშობაც არ გამკვირვებია...

ერთი რა მიკვირს იცი? გვანცა 17 წლისაა ხომ? ადამიანებს ბანკეტი 17-18 წლის ასაკში უწევთ ხოლმე... როგორც ჩანს მისი მტკივნეული წარსული არც ისე შორეულია? აქ დავიბენი ცოტა...

მოვლენების დასაწყისში 15 წლის იყო, რადგან ბანკეტამდე მივედით სავარაუდოდ 10 ან 11 კლასელი, წესით 17 წლის. მისი მოგონებები შორეულ წარსულს ნამდვილად არ უკავშირდება, უბრალოდ ნელ-ნელა მივდივართ იმ მიზეზამდე თუ რატომ წამოვიდა სოფლიდან.

 


№21 სტუმარი vera™

ველოდები 4 დღეა , ძალიან მაგარია და საინტერესო... კარგი იქნება თუ დღეს დაიდებაა:-)

 


№22 სტუმარი Ta tu

Mec velodebi amaod :) 3 dgeshi ertxelo da gaotxda ukve... :/

 


№23 სტუმარი Guest მარია

აუუ რატო აგარ დებ?? ამდენი ხანია ველოდები...

 


№24  offline წევრი ეფი

როდის დადებთ შემდეგ თავს ?

 


№25 სტუმარი stumari

agar gvagirseeb? davitanje ra upasuxismgeblobaa

 


№26 სტუმარი Ta tu

Aseti dagvianebebi ar schvevia am avtors... imedia kargadaa...

 


№27  offline წევრი mako-makako

Sheni istoriebi dzalian miyvars ana da esec dzalian momecona.vici rom dagvianeba ar giyvars da imedia kvelaperi kargadaa radgan amdwn xans ver dade istoria.sheni propesiidn gamomdinare vici tavisupali dro naklebad gakvs.imedia didxans agar gvalodineb da male dadet axal tavs.moutmenlad velodebi me da kidev bevri sheni ertguli mkitxveli. carmatebebi anaa
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№28  offline ახალბედა მწერალი murachashvili

vera™
ველოდები 4 დღეა , ძალიან მაგარია და საინტერესო... კარგი იქნება თუ დღეს დაიდებაა:-)

Ta tu
Mec velodebi amaod :) 3 dgeshi ertxelo da gaotxda ukve... :/

Guest მარია
აუუ რატო აგარ დებ?? ამდენი ხანია ველოდები...

ეფი
როდის დადებთ შემდეგ თავს ?

stumari
agar gvagirseeb? davitanje ra upasuxismgeblobaa

Ta tu
Aseti dagvianebebi ar schvevia am avtors... imedia kargadaa...

mako-makako
Sheni istoriebi dzalian miyvars ana da esec dzalian momecona.vici rom dagvianeba ar giyvars da imedia kvelaperi kargadaa radgan amdwn xans ver dade istoria.sheni propesiidn gamomdinare vici tavisupali dro naklebad gakvs.imedia didxans agar gvalodineb da male dadet axal tavs.moutmenlad velodebi me da kidev bevri sheni ertguli mkitxveli. carmatebebi anaa

მოგესალმებით ყველას, დიდი ბოდიშით ახალი თავის დაგვანებისთვის,საიტის ფეისბუუქ ქვერდზე დავპოსტე და იმედი მქონდა ნახავდით, ერთი კვირით მაღალმთიან სვანეთში ვიყავი წასული, სამწუხაროდ იქ არც ინტერნეტი იჭერს და არც ტელეფონი. დასასვენებლად იდეალური ადგილია, თუმცა პირობის დარღვევა მომიწია. მიყვარხართ ძალიან, იმედი მაქვს არ გამინაწყენდით. ხვალიდან დავიწყებ ახალი თავების გამოქვეყნებას.

 


№29 სტუმარი Ta tu

Asec vicodi rom ragac mizezi iyoo.... didi msuye tavit gelodebii. ^_^

 


№30  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Ta tu
Asec vicodi rom ragac mizezi iyoo.... didi msuye tavit gelodebii. ^_^

heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent