შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი სიჩუმის ხმა __სრულად__


22-08-2016, 15:10
ავტორი tsn
ნანახია 7 356

......

კარი ხმაურით მივხურე, ლიფტს აღარ დაველოდე და ოთხი სართული ფეხით ჩავირბინე..
- ჯანდაბა, ჩემი მანქანა ისევ საჯარიმოზე მიყავთ - ვთქვი ჩემთვის.. ხელი ჩავიქნიე, რადგან აზრი არ ჰქონდა, ვერ დავეწეოდი, მითუმეტეს მანქანის დატოვებას ვერ ვაიძულებდი.. სასაცილოა, ორი წელია, რაც მანქანა მყავს, მაგრამ ერთმანეთს რომ დავუმატო, ალბათ წელიწადი მაინც, საჯარიმოზე აქვს გატარებული.. გზას ფეხით დავადექი.. ნელა და აუჩქარებლად მივდიოდი, თითქოს არც არაფერი მადარდებდა.. როგორც იქნა დანიშნულების ადგილზე მივედი.. კარი გავაღე თუ არა სასიამოვნო სიგრილე ვიგრძენი...
ყველაზე მშვიდად თავს აი აქ ვგრძნობდი, ყინულის მოედანზე, სადაც შემეძლო ნებისმიერ დროს მოვსულიყავი.. ციგურები მოვირგე და ყინულზე დავდექი, play list-ში სასურველი მუსიკა Michel bublë "close you eyes" ჩავრთე, ყურსასმენები მოვირგე და მელოდიას ავყევი.. შემეძლო ყინულზე საათობით ვმდგარიყავი, ფიგურული.სრიალი, აი.რა არის ჩემი ცხოვრება... მელოდიას სხვა მელოდია ცვლიდა, მე კი არ ვიღლებოდი.. ალბათ არ გავჩერდებოდი, რომ არა... რომ არა შეჯახება.. არ მოველოდი, მიუხედავად იმისა, რომ თვალები დახუჭული მქონდა, მეგონა მარტო ვიყავი... უცნობ მამაკაცს შევასკდი და ყინულზე აღმოვჩნდი, მხოლოდ მის ზემოდა.. ერთ წამს მის თვალებში დავიკარგე.. შემდეგ წამოვხტი და იმის ახსნა დავიწყე, რა როგორ მოხდა.. ის მიყურებდა და იღიმოდა, ადგილიდანაც კი არ იძვროდა, უბრალოდ ყინულზე იჯდა.. შემდეგ ადგა და ტუჩებზე ხელი ამაფარა..
- ვერ გავიგე -დაბნეულმა მოვიშორე მისი თითები.. .ამ ჯერად ჟესტების ენაზე მანიშნა რაღაც და მივხვდი, რომ მას საუბარი არ შეეძლო, საინტერესოა, თუ ესმოდა მაინც?.. ზურგჩანთა გავხენი და პატარა ბლოკნოტი ავიღე..
- ჩემი გესმის? - დავწერე და გავუწოდე
- ვწუხვარ.. არ მესმის და ვერ ვსაუბრობ - დაწერა ინგლისურად, როგორც ჩანს უცხოელია.. - კარგად ხარ? - მიაყოლა თავის ნაწერს და თვალი თვალში გამიყარა.. საოცარი თვალები ჰქონდა, ცასავით ლურჯი და კამკამა..... პასუხად თავი დავუქნიე..
- აქ როგორ მოხვდი?.. - ახლა მე დავუსვი შეკითხვა
- შენ შემოგყევი.
- რატომ?..
- მინდა, რომ ფიგურული სრიალი მასწავლო... მასწავლო, როგორ ვიცეკვო ყინულზე.... - გამიკვირდა..
- ეს ძალიან რთული იქნება - გავუღიმე..
- მე მიყვარს სირთულეები - თვალი ჩამიკრა მან და ყინულზე გასრიალდა.. თვალი შევავლე და გავაცნობიერე, რომ ჩემ წინ ძალზედ სიმპათიური, ახალგაზრდა მამაკაცი იდგა.. რაღაცის წერა დავიწყე, როდესაც ჩემთან ახლოს მოვიდა, ბლოკნოტი გამომართვა და დაწერა
- საჭირო არ არის.. შენი მესმის - თან გაიღიმა..
- ვერ გავიგე? - გაოცებულმა შევხედე'.
- ვერც მე, არავისი მესმის, შენ გარდა.. - შემდეგ გაიცინა - კარგი, უბრალოდ შენს ტუჩებზე ვკითხულობ.. ახლა მეც გამეღიმა..
- რა გქვია? - ვკითხე მას, გულის სიღრმეში კი მისი შემოწმება მინდოდა, მაინტერესებდა, თუ მართლა წაიკითხავდა სიტყვებს ჩემს ტუჩებზე..
- ლოგანი, შენ?..
- მე ემა..
- სასიამოვნოა - გაიღიმა.. - როცა რაიმეს მეტყვი, აუცილებლად შემომხედე და წავიკითხავ შენს ტუჩებზე... მე კი დავწერ თუ რაიმეს თქმა მომინდება, როგორც ახლა.. - მე მხოლოდ თავი დავუქნიე..
- კარგი, პირველ რიგში უნდა ვიცოდე, როგორ დგახარ ყინულზე, გასრიალდი და მაჩვენე - ვცდილობდი გარკვევით მესაუბრა.. საკმაოდ მოხდენილად გავიდა მოედანზე, თუმცა მალევე წაბარბაცდა..
- ხოო, უფრო რთული იქნება - ჩავილაპარაკე ჩემთვის და მასთან მივედი.. ხელი ხელზე მოვჭიდე და წავიყვანე.. საკმაო ხანს ვისრიალეთ და მას უკვე შეეძლო ყინულზე მყარად მდგარიყო..
- გმადლობ- დაწერა ფურცელზე ყველაფრის შემდეგ
- რისთვის? - გავუღიმე
- იმისთვის, რომ არ იყავი, ალბათ მეასე, ვინც უარი მითხრა..
- ხვალ ისევ აქ, ისევ ამ დროს - მხარზე ხელი მივარტყი.. ის კი წავიდა..
- ლოგან - დავუძახე მას, როდესაც უკვე კართან იყო.. შემობრუნდა, არ მოველოდი..
- გასაღები აიღე.. თუ ადრე მოხვალ გარეთ დალოდება აღარ მოგიწევს.. - მან თავი დამიქნია და გასაღები აიღო..
...

მთელი გზა უცნაურად ვგრძნობდი თავს.. თვალწინ ისევ ლოგანი მედგა.. მართლაც უცნაური ვინმე იყო.. ან იქნებ სრულიად ნორმალურიც .. უბრალო მებრძოლი ადამიანი, რომელიც ნორმალური მდგომარეობისკენ მიისწრაფის....
- როგორც იქნა მოხვედი - ირონიულად მითხრა ყოფილმა "დეყვარებულმა", რომელიც თურმე სადარბაზოში მელოდებოდა..
- შენი ნერვები არ მაქვს სანდრო.. უბრალოდ წადი..- ვეცადე გაღიზიანება დამემალა, მაგრამ ამაოდ
- მართლა? და როდის აქეთ?.. - ისევ და ისევ ირონია..
- იცი კარგად როდის აქეთაც
- კარგი რა.. რითი ვერ დაივიწყე.. თათასთან უბრალოდ გავერთე..
- საკმარისია - უკვე ვიფეთქე...
- უბრალოდ მიმდოდა შემომეთავაზებინა, რომ შეჯიბრზე ფიგურულ სრიალში ერთად გავსულიყავით..
- მე მყავს უკვე პარტნიორი.. - უხეშად ვუთხარი და სახლში შევაბიჯე..
სულ ხუთი წუთი ვესაუბრე სანდროს და უკვე თავი ამატკივა.. არ მესმის, როგორ ვხვდებოდი მას..
ცოტა ხანი თავის მოწესრიგებას დავუთმე.. ისევ ნერვები მეშლებიდა სანდროზე.. თუ ჩემთან ყოფნა უნდოდა თათას რასღა აეკიდა..
შემთხვევით კამოდს მივეჯახე და ჩანთა, რომელიც.ზედ იდო გადმოვარდა.. ჩანთიდან ნივთები ძირს დაცვივდა.. ღიმილით დავხედე ბლოკნოტს და ლოგანის ნაწერს კიდევ ერთხელ შევავლე თვალი.. შემდეგ თავში რაღაც იდეასავით გამიკრთა.. ლეპტოპი ჩავრთე და საჭირო გვერდზე შევედი.. თვალს ვავლებდი და ვიმახსოვრებდი, როგორ უნდა მესაუბრა ხელებით და რა რას ნიშნავდა.. ვცშილობდი კარგად დამემახსოვრებინა.. ადვილი არ იყო, მაგრამ არც ძალიან მიჭირდა..
....

დარბაზის კარი ღია დამხვდა, ე.ი ლოგანი უკვე აქაა.. ნელ-ნელა მივუახლოვდი და დავინახე, როგორ მოხდენილად იდგა ყინულზე.. ბრუნებს აკეთებდა, ეტყობა ივარჯიშა კიდეც.. შეუმჩნევლად დავდექი ყინულზე.. ზურგის მხრიდან მივეპარე და ფრთხილად შევახე ხელი ხელზე, მოძრაობა შევუსწორე.. შემდეგ შემობრუნდა.. მე კი ჟესტების ენაზე მივესალმე, გამიღიმა და თავადაც მომესალმა.. გაუცნობიერებლად, ძალიან მიზიდავდა ლოგანი.. მასთან ახლოს მივედი, მისი ერთი ხელი წელთან მივიტანე, მეორეს კი ჩემი ხელი შევაგებე.. რამდენიმე ბრუნი ასე უნდა გაგვეკეთებინა.. ის რაღაცნაირად, დადებითად მმუხტავდა..
- გავისეირნოთ ვარჯიშის შემდეგ? - ხელევით მითხრა მან..
- გავისეირნოთ - დაუფიქრებლად დავთანხმდი მეც..
თითქმის ვრჩებოდით ვარჯიშს, როდესაც კარის ჭრიალი გავიგე და სანდრო.დავინახე.. ძალიან გავღიზიანდი..
- ეს არის შენი პარტნიორი - უშნოდ ახარხარდა ის.. - ის ხომ.. - ამ დროს ჩემს სახეს წააწყდა და მიხვდა, რომ ძალიან გავბრაზდი..
- მიდი, დაამთავრე.. - უემოციოდ ვითხარი მას, ისიც გამიკვირდა, მასზე რომ იცოდა..
- მას ხომ არ ესმის, როგორ გაიგებს მუსიკას, რითმს როგორ აყვება- ტონი შეარბილა..
- ეგ უკვე შენ არ გეხება.. - ისევ ვეუხეშე
- ყველაფერი რიგზეა? - ისევ ხელების მეშვეობით მკითხა ლოგანმა..
- კი - ვუპასუხე მეც.. - შენ კი წადი.. აქ არაფერი გესაქმება - ახლა სანდროს მივიბრუნდი...
- შენ საუკეთესო ფიგურისტი იყავი.ჯგუფში, გინდა, რომ მასთან იცეკვო? შერცხვები.. - სერიოზულად მითხრა სანდრომ..
- ის კარგად სრიალებს, ნიჭიერია.. ჩემთან ერთად კი საუკეთესო იქნება - ვუთხარი და ლოგანისკენ წავედი.. ღმერთო, რა უსინდისოდ მოვიქეცი.. იქნებ ლოგის სულაც არ უნდა კონკურსში მონაწილეობა..
...

მართლაც გავედით სასეირნოდ.. აგვისტო იწურებოდა და ამინდსაც ემჩნეოდა შემოდგომის მოახლოვება.. ვიწრო ქუჩებს ფეხით მივუყვებოდით.. სასიამოვნო იყო მასთან გატარებული ყოველი წამი, თუნდაც სიჩუმეში..
- იცი, მე ვხატავ - უხმოდ მითხრა
- მართლა? რა მაგარია.. - გულწრფელად გავუღიმე..
- შენ შეგიძლია ჩვეულებრივ მესაუბრო, მე მაინც გავიგებ
- და რომ ვერ გაიგო?..
- მაშინ ვიგრძნობ - ისევ გამეღიმა.. აი ასე იყო, მასთან ერთად სულ.ვიღიმოდი და ეს ძალიან კარგი იყო..
- საიდან ხარ - საუბარი სხვა კუთხით წავიყვანე..
- ამერიკაში დავიბადე.. - მართალია არ იყო სასურველი პასუხი, მაგრამ აღარ ჩავეძიე ..
- საქართველოში საიდან?..
- ეს დედაჩემის სამშობლოა.. - სევდიანად გაეღიმა..
- მოგწონს აქ?..
- აქ კარგია.. - ბუნებრივიც იყო, რომ ზედაპირულ პასუხებს მცემდა, ჩვენ ხომ ორი დღის ნაცნობები ვიყავით...
- შენ კარგად ფლობ ყინულს - "მითხრა" მან..
- შენც საკმაოდ ნიჭიერი ხარ.. ლოგან, მე მინდა, რომ კონლურსზე გავიდეთ.. ერთ თვეში იქნება..
- კონკურსზე? ასე? კარგი რა, მე ხომ ყრუ ვარ..
- შენ ნიჭიერი ხარ.. მე ვნახე, როგორ იდექი ყინულზე.. შენ არ გესმოდა, მაგრამ გრძნობდი რიტმს და მელოდიას..
-მეე... არ ვიცი.. უბრალოდ არ მინდა ფუჭი იმედებით ვიცხოვრო.. რომ ვერ შევძლო, რომ არ გამომივიდეს?.. - უკვე წერაზე გადავიდა ის..
- გამარჯვება მთავარი არ არის.. - გავუღიმე და ხელზე ხელი შევახე.. ვიგენი, როგორ აფორიაქდა, მაგრამ არ შეიმჩნია..
- მოდი ხვალაც შევხვდეთ, იმ ადგილს გაჩვენებ, რომელიჩ ყველაზე მეტად მიყვარს საქართველოში..
- კარგი - ვუთხარი ღიმილით..
მალე სახლშიც მიმაცილა.. შევიპატიჟე, თუმცა იუარა.. უკვე საკმაოდ გვიან იყო.. მხოლოდ წყალი გადავივლე და დაღლილს მშვიდად ჩამეძინა.. შუა დღე იყო, როდესაც მესიჯი მომივიდა << ჩამოიხედე დაბლა >>.. ფანჯარაში გავიხედე და ეზოში ლოგანს მოვკარი თვალი..
<< ამოდი, მოვემზადები >> მივწერე და რამდენიმე წუთში კიდეც გაისმა კარზე ზარი..
სტუმარს ყავა შევთავაზე, სანამ მოვემზადებოდი.. უბრალი, თხელი, ცისფერი სარაფანი გადავიცვი, თმა მაღლა შევიკარი და მასთან გავედი.. ჩარჩოებში ჩასმულ ფოტოებს ათვალიერებდა..
- კარგად გამოიყურები.. - მითხრა ღიმილით, შემდეგ ხელი ჩამავლო და გარეთ გამაქცია.. არ დავლოდებივართ ლიფტს, ისევ ფეხით ჩავირბინეთ.. კარგ ხასიათზე იყო, თუ არ ვიცი.. შესაძლოა მე მეჩვენებოდა ასე.. ჩემს მანქანაში ჩავსხედით, რომელიც უკვე მობიყვანე საჯარიმო სადგომიდან.. ის საჭესთან დაჯდა.. საგურამოში მივედით.. მანქნა ერთ დიდ ეზოსთან გააჩერა.. შიგნით შესულს უმშვენიერესი ხედი დამხვდა.. ორსართულიან დიდი სახლი სულ ყვავილებს მოეცვა.. სხვადასხვა ხის ჩრდილი ეფინებოდა ეზოს და ჩრდილის მოუხედავად მაინც ლამაზად ყვაოდნენ მცენარეები..
- ვატყობ, რომ მოგეწონა - მანიშნა მან..
- კი.. თანაც ძალიან არ დავუმალე მას..
- ეს ბაღი დედამ გააშენა.. მას ძალიან უყვარდა მცენარეები - ისევ სევდა შეეპარა.. - წლებია, რაც აქ არ ვყოფილვარ.. შენ კი ჩემი პირველი სტუმარი ხარ ამდენი წლის შემდეგ.. - წარსულში საუბრობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დედამისს რაღაც შეემთხვა.. იქნებ არც ღირს, რომ ვკითხო.. თუ ენდომება მეტყვის თვითონ..
- შენთან შენ დამპატიჟე ყავაზე.. ახლა ჩემი ჯერია - მანიშნა და წავიდა.. ისე მწყდებოდა გული, რომ მას საუბარი არ შეეძლო.. ცოტა ხანში ორი ფინჯანი ყავით ხელში დაბრუნდა, იქვე მდგარ ხის მაგიდაზე დადო, შემდეგ კი ტკბილეულიც მოიტანა..
- კარგი მასპინძელი ხარ.. - გავუცინე.. ვატყობდი, როგორ მოსწონდა ეს სახლი და რა ემოციებს აღძრავდა მასში.. ბედნიერი იყო და ეს მეც მაბედნიერებდა.. რატომ? ეს თავადაც არ ვიცოდი.. თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობდი.. მე მისთვის მნიშვნელოვან ადგილზე ვიყავი.. თანაც მისი "პირველი სტუმარი, ამდენი ხნის შემდეგ", ეს სასიამოვნო იყო..
....
- ტანგო გიცეკვია?.. - ვკითხე ერთ-ერთი მეცადინეობისას.
- არა, მაგრამ მინახავს, როგორ ცეკვავენ..
- ახლა მე და შენ ვიცეკვებთ, ყინულზე, ციგურებით.. - ვუთხარი ჟესტების ენაზე, რომელის საკმაოდ კარგად შევისწავლე..
ჩვენ ვიცეკვეთ.. ეს იყო ყველაზე შესანიშნავი ტანგო.. ტანგო, რომლის დროსაც მელოდიაზე მეტად პარტნიორს ვგრძნობდი.. უკვე ორი კვირაა, რაც ვმეცადინეობდით და პროგრესს ვამჩნევდი მის მოძრაობებს... მაოცებდა ის ამბავი, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მუსიკას გრძნობდა და რიტმიდან არ ვარდებოდა, რიტმიდან არასოდეს ვარდებოდა...
....

- იცი, შვიდი წლის ვიყავი, როდესაც ტერაქტის მსხვერპლნი გავხდით, მთელი ოჯახი - უეცრად დაიწყო "თავის" ენაზე.. მე კი გაკვირვებისგან ენა ჩამივარდა.- იმ აფეთქებისას ყველა და ყველაფერი დავკარგე ემა.. მე დავინახე, როგორ იცლებოდნენ ადამიანები სისხლისგან.. როგორ იფანტებოდნენ აქეთ-იქით ნაწილებად.. მათი სისხლს სახეზე ვგრძნობდი'.. ენა მაშინ ჩამივარდა, შიშისგან.. ეს მართლაც დიდი სტრესია შვიდი წლის ბავშვისთვის.. ჩემი მშობლებიც ამ აფეთქებას შეეწირენ, მე სადღაც მიმიყვანეს, სადაც არაფერი აღარ ხდებოდა, თავად კი ხალხის დასახმარებლად წავიდნენ.. ამ დროს მეორე აფეთქებაც მოხდა.. მე კი გადავრჩი, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ აღარ მესმოდა და არც ლაპარაკი შემეძლო.
- მე ძალიან ვწუხვარ - ვთქვი და ცრემლები უნებურად წამსკდა, ლოყაზე ჩამოგორდა და მის ხელს დაეცა.. ხელი ჩემკენ წამოიღო, ალბათ ცრემლების მოსაშორებლად, თუმცა მე მოვასწარი..
- ანუ შეიძლება, რომ ლაპარაკი ისევ დაიწყო?..- ვკითხე ის რაც სულ მიტრიალებდა გონებაში...
- შესაძლოა - აიჩეჩა მხრები - მაგრამ აღარც კი მახსოვს, როგორი ხმა მაქვს - ამოიხვნეშა..
- და სმენა აღგიდგება ოდესმე?..
- სმენა? არამგონია..
- და ექიმები რას ამბობენ?..
- ამბობენ, რომ ლაპარაკი აქამდეც უნდა დამეწყო, რადგან.არანაირი პრობლემა არაა ამის მხრივ.. სმენა კი.. არ ვიცი.. აღარ მგონია, რომ.ოდესმე რაიმეს გაგება შევძლო.. აფეთქების ხმამ ორივე ყურის აპკი დააზიანა, თანაც საშინლად..
- და სასმენი აპარატი?..
- ამას ვცდი.. მხოლოდ მაშინ თუ დავილაპარაკებ - ისევ გაიღიმა და ხელიდან ბლოკნოტი გამომართვა, რომელსაც იშვიათად, მაგრამ მაინც ისევ ვიყენებდით საკომუნიკაციოდ.. დიდ ხანს ამოძრავებდა კალამს ფურცელზე და ხანდახან შემხედავდა.. ბოლოს გამომიწოდა და როცა დავაკვირდი ნახატზე მე ვიყავი..
- და შენ სად ხარ?..
- მოიცადე... - ბლოკნოტი გამომართვა და წამებში ჩაჯღაბნა რაღაც.. როცა დამიბრუნა გამეცინა, რადგანაც საკუთარი თავი პატარა წრით და ორი ხაზით შემოფარგლა.. კიდევ ცოტა ხანს გავჩერდით ასე, შემდეგ კი დავიშალეთ..
....

- იცი, ჩემი მეგობრები მინდა გაგაცნო - ვუთხარი ლოგანს, როდესაც მეცადინეობას მოვრჩით..
- მართლა?. სად?..
- დღეს წვეულებას აწყობს ერთ-ერთი და მთხოვეს, რომ მიგიყვანო.. შეგიძლია შენს მეგობრებსაც უთხრა..
- მე აქ მეგობრები არ მყავს.. შენ გარდა აღარავინ მყავს- მართლა გამაოცა მისმა პასუხმა..
- მაპატიე არ მინდოდა..
- ვიცი.. - გაიღიმა ჩვეულად.. - რომელზე გამოგიარო?..
- ათი საათისკენ..
- კარგი.. - გზას ფეხით გავუყევით, სახლამდე მიმაცილა და თავის გზას გაუდგა... ძალიან საყვარელი ადამიანი იყო ლოგანი.. დადებითი მუხტი იყო, მე აშე ვთვლიდი.. ის ყოველდღე მარწმუნებდა, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს.. არც ერთი ბგერა არ ესმოდა, მაგრამ ალბათ გრძნობდა.. ადვილი არ არის იდგე ციგირებით, ყინულზე, ისმენდე მუსიკას და მის ფონზე სხვადასხვა ილეთებს აკეთებდე, ოს კი ახერხებდა.. საერთოდაც, მუსიკა მხოლოდ კი არ ალამაზებდა ნომერს, არამედ ეს ერთგვარი ტემპიც იყო მოძრაობის..
დიდ ხანს მზადება არ დამიწყია.. არასოდეს მქონია ჩვევად გადაპრანჭულს მევლო წვეულებებზე.. ნაცრისფერი ფარფალა კაბა ჩავიცვი, ფეხსაცმელი შევუსაბამე და თმა გავიშალე.. გრძელი თმა მქონდა, წელს უკვე ოდნავ გაცელილი, ოქროს ფერი.. კარზე ზარის ხმა გაისმა.. ლოგანი იყო..
- კარგად გამოიყურები - მითხრა მან..
- შენც - გავუღიმე მას..
- თუმცა რაღაც მაინც გაკლია - ტუჩები სასაცილოდ მობრიცა..
- მართლა? რა? -მაშინვე სარკეს მივვარდი.. ის ჩემთან ახლოს მოვიდა, ზურგის მხრიდან დადგა და ლამაზი, ოქროსფერი ყელსაბამი ყელზე მომარგო..
- ლამაზია - ყელსაბამს შევეხე.. შემდეგ შევბრუნდი და ლოყაზე ვაკოცე, მერე კი კარისკენ წავედი... შეცბა.. არ ელოდა, თუმცა გაიღიმა და უკან გამომყვა..
ჯოჯოხეთური საღამო მოუწყეს ჩემმა მეგობრებმა ლოგანს.. თითქოს ზოოპარკის ცხოველი ყოფილიყო.. ვხვდებოდი, რომ თავს უხერხულად გრძნობდა, თან ისიც ეუხერხულებოდა, რომ წასვლა ეთხოვა..
- გინდა წავიდეთ?..- ინიციატივა მე ავიღე ჩემს თავზე..
- სად?..
- სადმე - გავუღიმე და ხელი ჩავჭიდე..
უაზროდ დავხეტიალობდით.. ქანდაკებებს "ველაპარაკებოდით".. სირათებს ვიღებდით და ბევრს ვიცინოდით..
- იცი, შეგიძლია დარჩე.. - ვუთხარი ლოგანს, როდესაც სახლშუ მიმაცილა.. ძალიან გვიან იყო, ის კი საგურამოში მიდიოდა..
- არ შეგაწუხებ?..
- გეკადრებაა?.. - ერთი ადამიანისთვის საკმაოდ დიდი ბინა მქონდა.. ლოგანს თავისუფალი ოთახი მოვუმზადე...
დილით ხმაურმა გამაღვიძა, მაშინვე ვიგრძენი სასიამოვნო სურნელი.. მოვემზადე და სამზარეულოში გავედი... ლოგანს ჩემი ძველის ძველი წინსაფარი უპოვნია და მოურგია კიდეც.. ფრთხილად ვიყავი, მაგრამ ჩემი შესვლა მაინც გაიგო..
- დილამშვიდობის.. - ისევ ჟესტების ენა..
- დილამშვიდობის... - მივესალმე მეც..
- საუზმე უკვე მზადაა..
- მაგიდას გავაწყობ -ვუთხარი და საქმეს შევუდექი.. თუმცა თეფში არ მქონდა დადებული მაგიდაზე, როდესაც მოვიდა და ხელიდან "გამომგლიჯა"
- დღეს შენ დედოფალი ხარ, მე კი მსახური - სიცილით მანიშნა და ჩამომსვა.. მაგიდა გააწყო და თავადაც ჩამოჯდა..
- გმადლობ..
- რისთვის?..
- ყველაფრისთვის, რასაც აკეთებ - გავუღიმე..
- მე ისეთს არაფერს ვაკეთებ - თმები სასაცილოდ აიჩეჩა
- იცი მე ბავშვთა სახლში გავიზარდე.. არასოდეს მოუმზადებიათ მხოლოდ ჩემთვის საუზმე, არასოდეს გაუშლიათ მაგიდა მხოლოდ ჩემთვის.. საერთოდაც, მხოლოდ ჩემთვის არასოდეს არაფერი ყოფილა.. ამიტომ გმადლობ.. - ახლოს მოვიდა, ხელი მხარზე დამადო და დაიხარა..
- შენ ამაზე მეტს იმსახურებ -მითხრა და შუბლზე მაკოცა და მომეხვია.. საოცარი გრძნობა დამეუფლა.. მასთან ასე ახლოს პირველად ვიყავი.. მის გულისცემას ვგრძნობდი.. ვგრძნობდი, რომ ისიც ისევე თრთოდა, როგორც მე.. ალბათ არასოდეს დამავიწყდებოდა მისი სურნელი..
- გავისეირნოთ?.. - მკითხა საუზმის შემდეგ..
- სად?
- არ ვიცი, სადმე..
დიდ ხანს მივუყვებოდით ხალხით სავსე ქუჩებს.. ჩემს გვერშით იყო, თუმცა მაინც მასზე ვფიქრობდი.. მე შემეძლო დამეხუჭა თვალები და წარმომედგინა, როგორია სიბნელეში ცხოვრება, თუმცა ვერ წაემოვიდგენდი, როგორია იცხოვრო სიჩუმეში... ხანდახან, ყურებზე ხელს მივიდებდი ხოლმე ამის წარმოსადგენად, თუმცა არ გამომდიოდა, საერთოდ არ გამომდიოდა...
- მოდი პიკნიკზე წავიდეთ? - ახალი აზრი გაუჩნდა მას..
- ახლა?..
- ახლა - პასუხს არ დაელოდა, სუპერმარკეტში შევიდა და იქიდან დატვირთული გამოვიდა..
- ახლა მანქანა გვჭირდება.. ჩემიც და შენიც შენს ბინასთანაა..
- მაგაზე მანამ გეფიქრა, სანამ მაგდენ რამეს იყიდდი - გავიცინე მე.. - იცოდე, თრევაში არ დაგეხმარები.. - მან ენა გამომიყო პატარა ბავშვივით და სახე სასაცილოდ დამანჭა..
სახლამდე ძლივს მივედით, მანქნაში ჩავსხეშით და ახლაღა ამოვისუნთქეთ..
- არ გეზარება?.. - ვკითხე მას..
-არა, შენ?
- კიი
- კარგი რა, წავიდეთ..
- წავიდეთ..
ლამაზ მდელოზე მივედით.. აქა-იქ ისევ იუვნენ ყვავილები, თიმცა შემოდგომის დადგომა მაინც იგრძნობოდა.. პლედი გავშალეთ.. ამოვიხვნეშე და ჩამოვჯექი.. ისიც დაჯდა, შემდეგ თავი მუხლებზე დამადო და წამოწვა..
- აქ სიმშვიდეა - გაიღიმა და მეც გამეღიმა... ამომხედა.. მზის სინათლეზე მის თვალებს უფრო შეემატა ბრწყინვალება.. სახეზე ხელი დავუსვი, მას კი გაეღიმა.. შემდეგ ხელი ჩამკიდა და ტუჩებთან მიიტანა.. ხელის გულზე მაკოცა და წამოდგა.. ჩემს პირდაპირ დაჯდა.. მალევე ვიგრძენი.მისი ხელი სახეზე, შემდეგ კი თმაზე.. ჩვენს შორის მანძილი უფრო და უფრო მცირდებოდა.. საოცარი იყო მისი ცხელი ბაგეების შეგრძნება.. უცნაურმა გრძნობამ გულიდან ამოხეთქა და სითბოდ მოედო მთელ სხეულს..
გამიღიმა, ცხვირზე ხელი მომითათუნა და ისევ წამოწვა.. ახლა მეც მას მივბაძე.. მეც პლედზე წამოვწექი, თავი კი.გულზე დავადე.. მესმოდა, როგორ გამალებით უცემდა გული... ამ დღეს ვარჯიში გავაცდინეთ... გზაში ჩამეძინა.. ვიგრძენი, როგორ ამწია ჰაერში ძლიერმა მკლავებმა, საყვარელი სურნელი ვიგრძენი, მაგრამ გამოფხიზლება არ მინდოდა.. ოთახში ამიყვანა და დამაწვინა, ერთ ხანს ხან თმაზე მისვამდა ხელებს, ხანაც სახეზე.. მოს ხელს ჩავეჭიდე და აღარ გავუშვი.. ჩემთან დარჩა.. ალბათ პირველად მეძინა ასე მშვიდად ცხოვრებაში..

....
ერთ კვირაში შეჯიბრება იქნებოდა, ამიტომ დროს არ ვკარგავდით და ბევრს ვვარჯიშობდით.. როცა დარბაზში შევედი კართან სანდრო შემხვდა, არაფერი უთქვამს, გზა განაგრძო და წავიდა.. ლოგანთან მივედი, ზურგიდან მივეკარი და კისერში ხმაურიანად ვაკოცე, ვიგრძენი, როგორ დაუარა ჟრუანტელმა.. ვივარჯიშეთ, თუმცა რაღაც ისე ვერ იყო.. შეიძლება მეჩვენებოდა, მაგრამ ლოგანს რაღაც სჭირდა.. არაფერი მიკითხავს, რადგან ის თავად მეტყოდა რამე რომ ყოფილიყო... იქნებ სანდროს ვიზიტია რამე კავშირში.. არა, არა და არა.. ლოგანი აიცილებლად მეტყოდა..
მეორე დღეს არ გამოჩენილა.. არც ზარებზე მპასუხობდა.. ავღელდი.. ვიცოდო სადაც იქნებოდა.. სწრაფად ჩავირბინე დაბლა და მანქანაში ჩავჯექი.. მალევე ჩავედი საგურამოში.. კარი ღია იყო, რაც ლოგანის აქ ყოფნაზე მიუთითებდა..
- როგორ ხარ? - ვკითხე კიბეზე ჩამომჯდარს.. მან მხოლოდ თვალი ამარიდა.. - ეს რას ნიშნავს ლოგან?.. გირეკავ, გელოდები.. შენ კი არ ჩანხარ - ვუსაყვედურე...
- უბრალოდ წადი.. - უხმოდ მითხრა..
- წავიდე? რატომ? რა გჭირს?..
- შენ მე გებრალები?.. მითხარი, მხოლოდ გებრალები? ესაა მხოლოდ?. - ფეხზე წამოდგა..
- რა სისულელეებს იძახი ხვდები?.. - ხმა მაღლა ვუთხარი..
- ეს არაა სისულელე.. მე.. მე.. - თავზე ხელები მოიჭირა და ისევ კიბეზე დაჯდა.. გვერდით მივუჯექი.. ხელები ჩამოვაღებინე და თვალებში შევხედე..
- გრძნოობ? - ვკოთხე და მისი ხელი გულთან მივიდე..
- მაპატიე - ცრემლ ჩამდგარმა ხელით მანიშნა და მომეხვია.. ძლიერად მეხვეოდა.. ისე, თითქოს ვიღაც ჩემს თავს წაართმევდა.. არ ვიცი, რამდენ ხანს ვისხედით ასე...
...
ვარჯიშები ისევ გავაგრძელეთ.. ყველაფერი რიგზე იყო, მანამ ისევ სანდრო არ გამოჩნდა.. დავინახე, როგორ უხანიდა რაღაცას ლოგანს, არც კი ვიცოდიას ხელებით საუბარი თუ შეეძლო..
- რა უთხარი - მკაცრად ვკითხე სანდროს..
- ისეთი არაფერი.. ის, რაც აუცილებლად უნდა მეთქვა.. სილა უნდა გამეწნა მისთვის, როდესაც ლოგანმა შემაჩერა..
- ის მართალია ემა.. შენ არ იმსახურებ მთელი ცხოვრების სიჩუმეში გატარებას.. - გავცეცხლდი.. სანდრო მაშინვე გავაგდე დარბაზიდან..
- ლოგი გთხოვ...
- არა ემა, შენ არც კი იცი რა საშინელებაა ასე ცხოვრება..
- მე ამისთვისაც კი მზად ვარ შენ გამო.. შენ კი სანდროს საუბარს უსმენ?..
- ემა გთხოვ.. მე ვერასოდეს გავიგებ შენს ხმას, შენ კი ჩემსას.. ეს ოდესმე მოგბეზრდება და..
- მე მიყვარხარ ლოგან - საუბარი შევაწყვეტინე..- ყველაფეის მიუხედავად, ძალიან, ძალიან მიყვარხარ... - ეს პირველი აღიარება იყო სიყვარულის..- არ ვიცი სხვებს თუ ბეზრდებათ საყვარელი ადამიანები, მაგრამ მე არასოდეს მომბეზრდება ის, ვინც მიყვარს.. სამ დღეში შეჯიბრებაა.. თუ მოხვალ ჩავთვლი, რომ ჩემს სიყვარულს ნამდვილად იმსახურებ, რომ შენც იმავეს გრძნობ.. თუ არა და წავალ.. წავალ სამუდამოდ... მაგრამ გახსოვდეს, რომ შენი ყოველთვის მესმის.. ყოველთვის მესმის შენი სიჩუმის ხმა.. - ცრემლები მოვიწმინდე და დარბაზი დავტოვე.. სანდრო აქ უკვე აღარ იყო...
ორი დღე ორი საუკუნესავით გაიწელა... სახლიდან არც კი გავსულვარ.. ვიჟექი.და ლოგანის ნაწერებს ვათვალიერებდი.. ძალიან მიყვარდა.. მართლაც ძალიან და მზად ვიყავი თუნდაც უხმოდ, მთელი ცხოვრწბა მის გვერდზე ვყოფილიყავი.. მხოლოდ მისი სურვილი იყო საჭირო.. ვგრძნობდი, რომ.მასაც ვუყვარდი და მისი საქციელიც აქედან იყო გამომდინარე..
...
იმედი მქონდა, რომ შეჯიბრზე მოვიდოდა.. ამიტომაც ყველაფერი მოვამზადე.. მოვემზადე მეც და წავედი.. უამრავი მონაწილე წყვილი იყო.. მე კიარტო ვიყავი და ველოდი.. ველოდი იმის დიდი.იმედით, რომ ის მაინც მოვიდოდა, მანამ, სანამ ჩვენი ნომერი დაიწყებოდა..
ჩვენი ნომერი ნელ-ნელა ახლოვდებოდა.. ის კი არ ჩანდა.. აი, გამოაცხადეს კიდეც.. ჟიურის წევრებთან მივედი, ნომრის გაუქმებას ვაპირებდი, როდესაც მხარზე ხელი მომჭიდეს.. არ იყო შებრუნება საჭირო, ვოგრძენი, რომ ლოგანი იყო.. სიხარულისგან ცრემლები მომადგა თვალზე.. მან სწრაფად შემაბრუნა თავისკენ.. მთელი ძალით მომეხვია, ლოყაზე მაკოცა და შემდეგ კი ხელებით "ამეტყველდა"
- შეიძლება ყველაზე დიდი ეგოისტი ვარ მაოფლიოში, მაგრამ არ შემიძლია.. არ შემიძლია შენს გარეშე, თუნდაც ერთი წამი.. მინდა, რომ ვიმსახურებდე შენს სიყვარულს, რადგან ძალიან მიყვარხარ.. შენს გარეშე ყველაფერი ცარიელია.. ეს სიჩუმეც კი - აფორიაქებულიყო და ძლივს მიხსნოდა ყველაფერს.. უცებ ხელებზე მივწვდი, ძირს ჩამოვაშვებინე და ტუჩებზე შევეხე.. კოცნა დიდ ხანს აღარ გაგრძელებულა, რადგან უკვე ლამის მეათედ გამოაცხადეს ჩვენი სახელები... ღიმილით გავედით მოედანზე და შესანიშნავად შევასრულეთ ყველაფერი..
ნომრის ბოლოს დარბაზმა იქუხა.. საშინლად ახმაურდა ყველაფერი.. უეცრად ლოგანმა ყურებზე ხელი აიფარა და გაითიშა. ავნერვიულდი.. ასე არასოდეს მენახა.. მოედნიდან მეგობრების დახმარებით გავიყვანე და სასწრაფო უკვე გამოეძახებინათ

...
- ექიმო, ყველაფერი რიგზეა? ხდება?.. - ვკითხე პალატიდან გამოსულ ექიმს..
- განა შეიძლება რაიმე უკეთწსი მოხდეს შვილო? მან ბგერები აღიქვა.. ეს კი ძალიან კარგია.. ამდენი ხნის შემდეგ ხმის აღქმა შეძლო..
- ანუ სმენა აღუდგა?..
- არა, ეს ასე ერთბაშად არ ხდება.. მაგრამ ახლა უკვე არის იმედი, რომ დაუბრუნდება.. - სიხარულისგან ჰაერში ავხტი..
..

- იცი, არ მინდა, რომ ფუჭი იმედი მოგეცეს.. ხომ იცი, რომ თუ სმენა დამიბრუნდა, ეს ორ დღეში არ მოხდება, ამას წლები დასჭირდება.. - მითხრა ლოგანმა, ეოდესაც ახალი ამბავი ვახარე.. - ან შეიძლება..

- შეიძლება არც დაგიბრუნდეს - დავამთავრე მისი წინადადება და გვერდზე ჩამოვუჯექი.. ხელი შემომხვია და საფეთქელთან მაკოცა..
- მთავარია, რომ მე ყოველთვის გავიგებ შენსას.. - ვამშვიდებდი მას..
ღიმილით გვიყურებდნენ დერეფანში ექთნები და ექიმები.. თვალს არ გვაშორებდნენ პაციენტები, თუ მათი ნათესავები.. ისინი უყურებდნენ შეყვარებულ წყვილს, რომელთაც ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა გაევლოთ და გადაეტანათ.. ფაქტია, რომ პროგრესი იყო და ეს ორივეს გულს დიდი ბედნიერებით ავსებდა.. -
- შენ ხომ ყოველთვის გაიგებ - მანიშნა მან....
- ყოველთვის, რადგან შენი სიჩუმის ხმაც კი მესმის..-
- მან გამიღიმა.. გამიღიმა ისე, როგორც სჩვევია, შემდეგ კი ძალიან თბილად მომეხვია..


*********

არც კი ვიცი ღირდა თუ არა დაწერა.. იმედი მაქვს მოგეწონებათ.. შეცდომებისთვის ბოდიში.. წერას ახლახანს მოვრჩი და არ გადამიკითხავს... ნებისმიერ შემთხვევაში, ველი თქვენს შეფასებებს ♥
პ.ს
ძალიან მომენატრეთ ♥♥



№1 სტუმარი stumari77

მადლობა, ძალიან კარგია, ზოგჯერ სიტყვები ზედმეტია....

 


№2  offline წევრი nini :)

Dzaan magari iyooio

 


№3  offline მოდერი tsn

nini :)
Dzaan magari iyooio

მიხარია, თუ მოგეწონა.. გმადლობ ♥

stumari77
მადლობა, ძალიან კარგია, ზოგჯერ სიტყვები ზედმეტია....

გმადლობ ♥

 


№4 სტუმარი Nini

Sheni ertguli mkitxveli gelodeboda rodis dawerdi rame axals,kargi iyo dzalian,aq sityvebi zedmetiag.saocari wyvili iyo,momwons sheni stili da xasiati.imdenad emociurad wer rom metireba xolme.imedia male rame axals dawer.miyvarxar da geli.

 


№5  offline მოდერი tsn

Nini
Sheni ertguli mkitxveli gelodeboda rodis dawerdi rame axals,kargi iyo dzalian,aq sityvebi zedmetiag.saocari wyvili iyo,momwons sheni stili da xasiati.imdenad emociurad wer rom metireba xolme.imedia male rame axals dawer.miyvarxar da geli.


ძალიან დიდი მადლობა.. შენი სიტყვები ბევრს ნიშნავს ჩემთვის.. მალე აუცილებლად დავბრუნდები.. მეც ძალიან მიყვარ და კიდევ ერთხელ, გგმადლობ ♥♥

 


№6  offline აქტიური მკითხველი La-Na

Dzalian momewona
--------------------
ლანა

 


№7  offline მოდერი tsn

La-Na
Dzalian momewona

კარგია

La-Na
Dzalian momewona


კარგია თუ მოგეწონა, გმადლობ ♥

 


№8  offline წევრი mariami18

ძალიან კარგია

 


№9  offline მოდერი tsn

mariami18
ძალიან კარგია

გმადლობ ♥

 


№10  offline წევრი Nai

კარგი იყოოო

 


№11  offline მოდერი tsn

Nai
კარგი იყოოო

გმადლობ ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent