შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

''ორმაგი ცხოვრება'' (პირველი ნაწილი სრულად)


23-08-2016, 01:09
ავტორი lisebeth
ნანახია 9 558

ყოველ დილით სევდიანი ჩამოივლიდა ხოლმე ოთახის კიბეებს. გვერდით კართან გაჩერდებოდა ,მაგრამ აგერ უკკვე მე-13 წელი ილეოდა ზღურბლზე გადაბიჯება ვერა და ვერ გაებედა. ეჩვენებოდა,რომ მდგომარეობა ყოველ წამს უფრო და უფრო მძიმდებოდა. თითქოს უნდა შემსუბუქებულიყო,მიჩვეოდა... მაგრამ არა...მძიმდებოდა და მძიმდებოდა.
ჯერ კიდევ კიბის თავში გაიგონა ‘’სკაიპიდან’’ მჟღერი დის ხმა რომელიც დედამისს ამერიკიდან ელაპარაკებოდა. ქალს სათვალე მოერგო და მისთვის უჩვეულოდ ახლოს მიციცინებდა ეკრანს.
-შვილო აქედანაც კი ვხედავ შენს გამონაყარს. თავს მოუარე..._ ხელები გაასავსავა ქალმა.
-დილამშვიდობის დედა_ჩვეული დაბალი ტონით მიესალმა ქალს მერე კი დიდი ხნის უნახვ დას.
-ანა როგორ ხარ? მაპატიე ამ დილაუთენია მგონი გაგაღვიძე ,მაგრამ დროის სხვაობას ვუჩივით.
-არაფერია. ისედაც ადგომას ვაპირებდი. დღეს ვმუშაობ...
-ლილი არ უნდა ადგეს და სკოლაში წავიდეს?
ანას უცნაურად მოეჭმუხნა წარბები. დედამისი კი წამოდგა და ბავშვის დასაძახებლად წავიდა.
-ანა რას აკეთებ?
-რას უნდა ვაკეთებდე?ყავა დავისხი ამწამს...
-არ იცოდე მაინც რაზე გეკითხები.
-ეგ თემა დახურულია.
-კარგი რა. გეყოფა ბოლოს და ბოლოს.
-შენ არ იცი რას ვგრძნობ და როცა არ იცი გთხოვ ნუ ერევი სხვის ცხოვრებასა და განცდებში.
-როდის გადაგყავთ ახალ სკოლაში?
-წარმოდგენა არ მაქვს.
-მაგ სახლში არ ცხოვრობ?
-არა...
-დეიდა...დეიდა..._კიბეზე ფეხის ბრახუნის ხმა გაისმა და ბავშვმა ელვის სისწრაფით ჩამოირბინა საფეხურები. როგორც კი მაგიდას მოუახლოვდა ანამ გვერდი აქცია და ოთახის მეორე ბოლოში გადადგა. ბავშვი უხერხულად შეიშმუშნა ,მაგრამ მიჩვეული იყო და მალევე გაურა.
-ჩემო სიხარულო.
-დეიდა...
-ახალ სკოლაში მიდიხარ?
-კი, ბებომ საბუთები უკვე გადაიტანა.
-სექტემბერში,რომ გემარჯვათ კარგი იქნებოდა.
-არაუშავს.
-შვილო დირექტორმა მითხრა რომ დამატებითი გაკვეთილებიც აქვთ სკოლაში და თუ დასჭირდება იქაც ივლის.
-ძალიან კარგი. ახლა უნდა წავიდე. მიყვარხარ პატარავ _ჰაეროვანი კოცნა გამოუგზავნა ქალმა და ბავშვმაც იგივე დაუბრუნა.
-წადი ჩაიცვი_თავზე ხელი გადაუსვა ბებომ და ბავშვიც შეტრიალდა.
-ყავა დაგისხა? _უხერხულად აწრიალდა ანა და დედას ზურგი აქცია.
-ლილი პატარა აღარაა. უკვე რამდენი ხანია გიმეორებ რომ ის უკვე ყველაფერს ხვდება? ცამეტი წლისაა...
-დედა სამსახურში მეჩქარება.
-შვილო გთხოვ...დრო მოვა და ყველაფერს ინანებ.
-მე უკვე მთელს ჩემს ცხოვრებას ვნანობ მისი ჩათვლით და ეს ახალი ამბავი არავისთვის არაა.
კარი გაიჯახუნა ანამ და მანქანაში ჩაჯდა. საჭეს ხელი ჩასჭიდა ,მაგრამ ნერვებმა უმტყუნა და ცახცახმა აიტანა. უკვე მერამდენეჯერ ემართებოდა ასე აღარც ახსოვდა...
არც ის ახსოვდა პირველად ეს როდის მოხდა.
ცამეტი წლის წინ პლაჟზე თუ, ცოტა მოგვიანებით საავადმყოფოში როცა ლილი დაიბადა...
ხანდახან ლილის დაბადებასაც ვერ იხსენებდა. ან არ უნდოდა ,რომ გაეხსენებინა...
ეს ე.წ. ''ლომკა'' სულ რაღაც ორ-სამ წუთს გრძელდებოდა. მერე გონს მოდიოდა და ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდებოდა.
უკანასკნელი კადრი ,რომელსაც წარსულისგან იხსენებდა კისერთან ნატიფად ამოსვირინგებული სიტყვა იყო ''LORD'' . ეს ერთადერთი იყო რის დავიწყებასაც ცდილობდა ,მაგრამ არ გამოსდიოდა...
რა უცნაურია ცხოვრება. რის დავიწყებასაც ცდილობ სწორედ ის გიჭამს ცხოვრებას. რის გახსენებასაც ნატრობ საგულდაგულოდ იმარხება შენში.
მანქანა დაქოქა...
ახლა შედარებით მშვიდად იყო. რამდენჯერმე საკუთარ თავს თვალი გაუსწორა სარკეში. არც ისე ცუდად გამოიყურებოდა.

VVV
-ჩემო გოგო ადექი გაგვიანდება. ადექი თორემ დედაშენი გაბრაზდება ხომ იცი? _ ქერა თმაზე ხელი გადაუსვა შუახნის ქალმა მშვენიერ გოგონას ,რომელიც საწოლში აწრიალდა ,მაგრამ თვალები არ გაუხელია.
-ადექი ჩემო პრინცესავ თორემ სადილობას ვერ მოასწრებ. ადექი გთხოვ...
-ძიძა შემეშვი...
-ვიკააააა..._დაიყვირა ვიღაცამ ცივი ხმით და საძინებლის კარი გაიღო. გოგონა ელვის სისწრაფით წამოხტა საწოლში. ჯერ გონზე არ მოსულიყო ,მაგრამ თვალებს ძალას ატანდა არ დაეხუჭა. კარში თითქოს მისი დიდი ასლი იდგაო. ლამაზი,დახვეწილი და მიმზიდველი ქალბატონი, რომელიც ისე გამოპრანჭულიყო თითქოს რამე დიდებულ წვეულებაზე წასასვლელად ემზადებოდა.
-დედა რა მოხდა ასეთი?
-ცხრა ხდება და ისევ საწოლში წევხარ და მეკითები კიდევაც? სასწრაფოდ ადექი და არ გაბედო მასწავლებელმა სკოლაში შენი დაგვიანების გამო დამიბაროს და მის წინაშე თავის მართლება მომიწიოს თორემ შავ დღეს გაყრი. გეუბნები ადექი-თქო და არც ირყევი?
გოგონა წამობარბაცდა. ძიძამ სკოლის ფორმა მიაწოდა და ჩაცმაშიც დაეხმარა.
-ღმერთო რამხელა ხმაზე დაიკივლებს ხოლმე.
-გითხარი ჩემო პატარავ და არ გამიგონე. მხოლოდ მისი ხმა გაღვიძებს სხვა ვერაფერი.
-გეგონება სკოლაში ფეხით მივდიოდე და ათის ნახევრამდე ვერ მივასწრებ.
-საცობებია გზებზე შვილო. ხომ იცი დედაშენი რა მტკივნეულად აღიქვამს შენს ცუდად მოქცევას.
-მამა ქვევითაა?
-დილის მერე გაზეთებს კითხულობს.
-გმადლობ ძიძა ჩავალ რამეს შევჭამ. _ გადაკოცნა ქალი და ჩანთა ზურგზე მოიკიდა.
-მოსაცმელი საყვარელო დღეს ცივა.

-დილამშვიდობის გოჩა. _ გაიღიმა ქალმა და ქმარს გვერდით მოუჯდა.
-რა საზეიმოდ გამოწყობილხარ? რამე ხდება?
-დღეს კრება არაა?
-კი არის ...ამისთვის გამოიპრანჭე?
-მე სულ გამოპრანჭული ვარ.
-მეგონა არ მოხვიდოდი.
-მომწყინდა სახლში ჯდომა. მოვალ და დავესწრები. საერთოდ ამ ბოლო დროს მუშაობის სურვილმა შემიპყრო. თავს გამოუსადეგარ ქალად ვთვლი.
-ვინ დაგიშალა რო?...
-მეზარებოდა აქამდე. შენ გამაზარმაცე... _ლოყაზე აკოცა ქმარს ქალმა და თვალი კიბისკენ გააპარა საიდანაც მუზღუნით მოდიოდა გოგონა._ადგა შენი ქალიშვილი. სანამ არ დავიკივლე...
-მამა როგორ ხარ?
-დილამშვიდობის ჩემო ლამაზო. როგორ გიხდება სკოლის ფორმა..._მოესიყვარულა შვილს კაცი და მის ფორმასაც გაუსვა ხაზი რადგან იცოდა როგორ ვერ იტანდა მისი შვილი ამ ტანსაცმელს. ყოველთვის უმეორებდა ,რომ უხდებოდა რათა თავი უფრო კომფორტულად ეგრძნო მასში.
-დაცინვასაც ხომ აქვს საზღვარი მამა. ეს საზიზღრობა როგორ შეიძლება ვინმეს უხდებოდეს.
-შვილო, ეს ხომ სკოლაა...
-არ მინდა ამ თემაზე საუბარი.
გოგონამ ელეგანტურად მოიმარჯვა ხელში დანა-ჩანგალი და ჭამას შეუდგა. ჯერ სულ რაღაც ცამეტი წლის იყო ,მაგრამ ძალიან ბევრ რამეზე უწევდა ყურადღების მიქცევა. დედამისი პირდაპირ ატერორებდა როგორც კი რამე გადახრილს გაბედავდა.
-ბეჭებში გასწორდი_მაინც მონახა ქალმა შენიშვნის მიზეზი
-უკვე მოვრჩი...
გოჩამ ცოლს გადმოხედა. აშკარად გააღიზიანა ცოლის შენიშვნამ ,მაგრამ არაფერი უთქვამს.
-ზედმეტად ატერორებ თამარ. ის ჯერ სულ ბავშვია.
-აქედანვე უნდა ისწავლოს. ხომ იცი როგორ ვერ ვიტან უწესრიგობას?
-ჩემთან ერთად წამოხვალ?
-კრება რომელ საათზეა?
-სამზე...
-მაშინ არა. მანამდე საყიდლებზე წავალ თიკოსთან ერთად. ისედაც დიდი ხანია მეწუწუნება წამყევიო.
-მეზობლებთან დადაქალება აქამდე შენი სტილი არ იყო. გამკვირვებია...
-ჩვენ უბრალოდ ერთნაირი შეხედულებები და გემოვნება გვაქვს. მისი მხრიდან სასიამოვნო ჟესტი იყო სტუმრობა და საჩუქრის მოტანა. ჭკვიანი და კარგად აღზრდილი ქალბატონია. ზუსტად ისეთი როგორთანაც სიამოვნებით ვიმეგობრებდი.
-რაღაც არ მახსოვს რომელიმე მეზობლისთვის ამ უბანში გადმოსვლა მიგელოცოს.
-ეგ რა შუაშია?
-როგორც შენ გესიამოვნა მისი ჟესტი ასევე შენგანაც ესიამოვნებოდა სხვას.
-ანუ ამით იმის თქმა გინდა ,რომ მე უყურადღებო ვარ?
-არა ამით იმის თქმა მინდა რომ ყოველთვის გგონია რომ სხვამ უნდა შეგასხას ხოტბა. შენი პრობლემა ამაში მდგომარეობს თამარ. კარგი წავედი...
-მოიცა ახლა ამისთვის უნდა ვიჩხუბოთ?
-მე არ ვჩხუბობ თამარ მხოლოდ ჩემს შეხედულებას ვაფიქსირებ. მე ისეთი მომწონხარ როგორიც ხარ ,თუმცა არ ნიშნავს რომ იდეალური ხარ.
-მგონი მართლა სჯობს წახვიდე.
-მივდივარ. თუ რამე მოხდა დამირეკე...
-რა უნდა მოხდეს?
-როგორც წესი მუშაობასთან დაკავშირებული აღტაცება რამდენიმე საათში გადაგივლის ხოლმე. თუ რამე შემატყობინე ,რომ ტყუილა არ გელოდოთ.
-ამჯერად მობილიზებული ვარ...
-მე ეს მხოლოდ გამახარებს
გოჩამ ცოლს შუბლზე აკოცა და იქაურობას გაშორდა. ქალი სულ რაღაც ერთ წუთს იჯდა დაფიქრებული, მაგრამ როგორც კი მსახური შემოვიდა ოთახში მაშინვე გაიღიმა თითქოს აქ არაფერიო.

VVV

-ბებო გინდა შემოგყვე?
ხელი თავზე გადაუსვა ქალმა ლილის და პასუხს დაელოდა
-ახალი სკოლა. რა აუცილებელი იყო? _ჩაფიქრებით იკითხა ბავშვმა.
-დეიდას უნდა, რომ ყველაფერი საუკეთესო გქონდეს
-სამწუხაროდ მხოლოდ დეიდას...
-მაგას რატომ ამბობ?
-ისე... თუ გინდა ნუ შემომყვები. მე თვითონ ავალ.
-დარწმუნებული ხარ?
-ჰო. თანაც იტყვიან პატრონს ხელჩაკიდებული დაჰყავსო და... პირველ დღესვე თუ დამცინეს მერე ბოლომდე ასე იქნება.
-ღმერთმა დაგლოცოს შვილო.

‘’შვილო’’ გაიფიქრა , როგორც კი ქალს გასცილდა. ამ სიტყვას ხომ მისი მიმართულებით მხოლოდ ბებიისგან ისმენდა. რატომ? ამაზე პასუხი არ ქონდა. არც მას და არც უფროსებს. თავად ბებია როცა კი დაუძახებდა მერე ნაღველი შემოაწვებოდა და მთელი დღე ვერ აღწევდა თავს. განიცდიდა, მაგრამ აბა ქალს ხომ არ ეტყოდა ასე აღარ დამიძახო მწყინსო. თუმცა არ წყინდა. უბრალოდ ბუნების ძალით ეს სიტყვა დედას ან მამას ეუთვნოდა. დედა კი ‘’შვილოს’’ კი არა საერთოდ არც ერთ სიტყვას არ ეუბნებოდა. მამაზე კი ლაპარაკი ზედმეტი იყო. იმის კითხვაც ვერ გაებედა სად იყო ან საერთოდ ვინ იყო. მხოლოდ ის იცოდა ,რომ მარტო ‘’დედა ანა’’ ვერ გააჩენდა.
მეორე სართულზე ავიდა. როგორც ბებომ უთხრა კიბის თავში მისი კლასი პირველსავე იყო. კარზე ეწერებოდა კიდევაც ‘’მერვე კლასი’’. ეს ფასიანი სკოლა იყო და დიდი გადასახადის გამო პარალელი კლასები იშვიათად იქმნებოდა. ღია კარში ფეხებგადაჯვარედინებული იდგა ორი გოგონა. ტელეფონში იყვნენ ჩამძვრალი და დრო და დრო თავიანთი ‘’აიფონებით ‘’ ე.წ. ‘’სელფებს’’ იღებდნენ. ერთ-ერთ მათგანს ქერა თმა ლამის წელამდე გაეშალა. სკოლის მოსწავლეს კი არა პოდიუმის მოდელს წააგავდა. ასაკთან შედარებით აშკარად მაღალი იყო. მეორე უფრო წაბლისფერთმიანი მაგრამ ისიც კარგა ცხვირაწეული.
ლილიმ თავის თავს და ბებიის მიერ საგანგებოდ ჩაწნულ ნაწნავებს დახედა. ‘’ახალ სკოლაში სანიმუშოდ უნდა გამოიყურებოდეო’’ , რომ დაუბარა. ახლა მიხვდა ,რომ სანიმუშოდ კი არა სასაცილოდ უფრო გამოიყურებოდა. ‘’ჩემი ადგილი აქ არ არისო’’ გაიფიქრა გულში და ხმადაბლა ამოიხვნეშა.
ღია კარს ხელი მოჰკიდა ,რომ გარედან წარწერა დაენახა. ის ორი უკანასკნელი ადგილიდან არც გარყეულა. არც მაშინ გარყეულა როცა ლამის ცხვირწინ ჩაუარათ და ლამის მათ ფეხებს წამოედო . თუმცა ის კი შენიშნა როგორ გამოაპარეს მისკენ ქვემოდან თვალი. ალბათ იმას ამოწმებდნენ ღირდა თუ არა იმად ვისთანაც საქმე შეეძლოთ დაეჭირაათ. როგორც ჩანდა არა, თორემ ასეთი მეტიჩარა გოგონები ხომ ყველა სკოლაში არიან. ყველა კლასში გამოერევა ერთი-ორი. მის ძველ სკოლაშიც იყვნენ ახლა კი არ შეხვედრია პირველად.
სათვალიანი საშუალო ასაკის ქალი მაგინდასთან იჯდა და რაღაცას წერდა. ლილიმ საშვი გაუწოდა და გაეცნო, როგორც სკოლის ახალი მოსწავლე.
-გელოდი საყვარელო. დირექტორმა მითხრა რომ ახალი სემესტრიდან გადმოხვიდოდი. მიხარია შენი გაცნობა მე ქეთევანი ვარ.
-სასიამოვნოა
-მოდი მთელი კლასის წინაშე წარგადგენ
‘’საჭირო არ არისო’’ გულში გაიფიქრა, მაგრამ თქმა ვერ მოასწრო. რატომ ხდებოდა ყოველთვის ასე. რასაც გაიფიქრებდა იმის თქმას ვერასდროს ასწრებდა. ცერემონია სულ ერთ ან ორ წუთს გაგრძელდა. ქალის საუბარში ოთახს მოავლო თვალი. ძველი სკოლისგან და კლასისგან განსხვავებით ბევრად თანამედროვედ იყო მოწყობილი. მზერა კართან რომ მივიდა მაშინ შეამჩნია ,რომ ის ორი იქ აღარ იდგა. ფანჯრის მხარეს ბოლო მერხზე გადაენაცვლათ და სწორედ მათ წინ მიუჩინა ადგილი ახლადგაცნობილმა მასწავლებელმა ლილის. მთელი გაკვეთილი ყველას მზერა მისკენ იყო მოპყრობილი თითქოს გასაყიდი ექსპონანტი იყო. ნერვები ისე ეშლებოდა უნდოდა ის კიკინები სათითაოდ ჩამოეგლიჯა , მაგრამ ასე ხომ უფრო მეტად დიმცირებდა თავს. იფიქრებდნენ რომ მიხვდა თავის ‘’დანაშაულს’’. თავი მხოლოდ ერთხელ ასწია და გასწორდა. საზურგეს მიყრდნობილი უფრო ახლოს აღმოჩნდა უკან მერხის წყვილთან. ისე ახლოს ,რომ მათი დიალოგიც გაიგო.
-გინდა დღეს ‘’მაკდონალდსში’’ წავიდეთ? _საქმიანი ტონით თქვა წაბლისფერთმიანმა.
-შეიძლება. დღეს დედა ვერ გამომივლის და ჩვენ მძოლს მარტივად დავითანხმებ.
-დედაშენი ხო კარგადაა?
-საყიდლებზე მიდის თავის დაქალთან ერთად. იმედია ერთ-ორ რამეს ჩემთვისაც წამოაყოლებს ხელს.
-არ იცოდე მაინც რომ მასე იქნება. ტყუილა ნუ წუწუნებ გეგონება რამე გაკლდეს.
-არ ვწუწუნებ უბრალოდ ჩანთებით ხელდამშვენებული, რომ მოდის მეც მინდება რამე ახალი თორემ მამაჩემს რომ ვუთხრა მთელ მაღაზიას მიყიდის. მე უბრალოდ მისგან მიხარია ...
წაბლისფერთმიანმა რაღაცნაირად გაიღიმა და ამ თემაზე საუბარი შეწყვიტა. დიდად არც მეორეს მოუკლავს თავი.
გაკვეთილები ისე დასრულდა კლასში ერთი ბავშვიც კი არ გაუცვნია. მოწყენილი, გულნატკენი და დამცირებული წამოვიდა სახლში. თავს კეთროვანივით გრძნობდა. ჩანთა მაგიდაზე დაახეთქა და ბებოს გასძახა ,მაგრამ არავინ გამოეხმაურა.
-ალბათ სუპერმარკეტშია
სკამზე დაჯდა. ცრემლები კისერში ებჯინებოდა. ლამის იყო ეყვირა და ასეც მოიქცეოდა შემოსასვლელის კარი ,რომ არ გაღებულიყო.
‘’დედა ანა’’ გაიფიქრა გულში და თვალი აარიდა. ისიც ხომ ასე იქცეოდა ყოველთვის. განა მას რატომ უნდა მოეკლა თავი. ყველაფრის მიმართ პროტესტის გრძნობა ახლა ასმაგად გაუმძაფრდა. ჩანთას ხელი წამოავლო და ხმაურით ავიდა კიბეზე.
-ბებო რა გჭირს? ჩამძინებია და შენი ხმა ჩამესმა_შემოხვდა ქალი კიბეზე და მიეფერა.
-არაფერი...
-ლილი...
-რა გჭირს?
-არაფერი...
-ლილი-მეთქი...
-ჩემს თავს ვეკითხები რატომ ვარ ასეთი უიღბლო. პასუხი გაქვს? არა ... საერთოდ რისთვის გავჩნდი ამ ქვეყანაზე?
ნერვიულობისგან ჩანთა კიბეზე დაუარდა ,მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. ოთახში შევარდა და კარები მოაბრახუნა.
ანას არაფერი უთქვამს. პირი იბრუნა და სამზარეულოში შევიდა. დედამისი ქალბატონი მზია კიდევ ერთ წუთს იდგა და უიმედოდ , მაგრამ მაინც ელოდა რომ თავის შვილს რაღაც შეაწუხებდა თუმცა ამაოდ. ქალი ოთახიდან არ გამოსულა. მზიამ კიბეები ბოლომდე აიარა და ლილის საზინებლის კარს მიადგა.
-ბებო შეიძლება შემოვიდე?
-კი შემოდი! თვალები მოიწმინდა ბავშვმა.
-რა მოხდა სკოლაში? არ მოგეწონა იქაურობა?
-არაფერი...
-როგორ თუ არაფერი?
-არაფერი და სწორედ ესაა პრობლემა. ძაღლადაც კი არ ჩამაგდეს. ალბათ ბუზს რომ გაეფრინა კლასში ამას უფრო დიდ ყურადღებას მიაქცევდნენ. ასე უბრალოდ ადგნენ და ფეხებზე დამიკიდეს.
-ეს ჩვეულებრივი ამბავია საყვარელო. ახალი ხარ და ალბათ მოერიდათ შენთან გამოლაპარაკება.
-ასე არ იყო. სკოლაში დღეს პირველად კი არ წავსულვარ? ახალ მოსწავლეს ყურადღება უნდა მიექცია. ჩემით დაინტერესებულიყვნენ ,მაგრამ არა. თვალში არავის მოუვიდა ჩემი იქ გადასვლა. ჩვეულებრივი გათავხედებული ბავშვები არიან. თავი სამყაროს ცენტრი რომ ჰგონიათ. თვალებში ეტყობოდათ ,რომ თავის დონის ადმიანად არ მივაჩნივარ არც ერთს.
-ხომ არ გადაამეტე საყვარელო.
-არა...მთელი ცხოვრება ასე არაა? დიდი ამბავი...
-საყვარელო...შენ ყველას უყვარხარ...
-კარგი რა. მატყუებ? აღარ ვარ ორის...
-შვილო...
-ნუ მეძახი ბოლოს და ბოლოს მასე.
-რა დაგემართა ლილი?
-ბევრი სამეცადინო მაქვს და მარტო მინდა დავრჩე.
-ლილი...
-გთხოვ ბებია. უბრალოდ მარტო ყოფნა მინდა. ძალიან დაღლილი ვარ.
-კარგი. დაისვენე.
ლილიმ სიბრაზით ამოყარა ჩანთიდან წიგნები და საწოლზე დაახეთქა. ერთად დახვავებულს , რომ შეავლო თვალი მიხვდა მეცადინეობა არ უნდოდა. ფანჯარასთან ჩამოჯდა და ინტერნეტი ჩართო. ის ბავშვები მოძებნა რომელთა სახელებიც კლასიდან დაიმახსოვრა. ყველაზე თავი და თავი მის უკან მჯდომი გოგონების წყვილი იყო. მათგან ერთ-ერთი ვიკა აბულაძე. მისი ქერა თმა მაშინაც კი იცნო როცა საძიებო სისტემაში ამოაგდო პროფილი. ფოტოებმა ზუსტად ის ცხადყო რასაც მოელოდა. მდიდარი მშობლების თავნება შვილი. აქა-იქ თავის მეწყვილესთან გადაღებული ‘’სელფებიც’’ ჭარბობდა, რომელთანაც დაახლოებით ერთი საათის წინ ‘’მაკდონალდსიდან დაჩექინებაც’’ მოესწრო.
-ჩემი ადგილი ამ სკოლაში არ იყო_ლეპტოპი დაკეცა და თავი ფანჯრის რაფას ჩამოადო.

ქალბატონმა თამარმა შემოსვლისთანავე ნაყიდი ნივთებით სავსე ჩანთები მსახურს მიაწოდა და მისაღებში შევიდა. თან მისი ახლად შეძენილი მეგობარიც ახლდა, რომელიც ორი თვის წინ გადმოსახლდა მათი ვილის მოპირდაპირე სახლში.
-გაზაფხულია, მაგრამ გარეთ ძალიან ცივა. ზამთრის სუსხია_ხელები გაისვა ქალმა მხრებზე.
-სახლში სითბოა.
-კი აქ საკმაოდ თბილა.
-ვიკა სადაა? _გასძახა თამარმა
-არ დაურეკავს. მაგრამ მგონი უკვე უნდა მოსულიყო.
-ღმერთო ჩემო. მძღოლიც არ მოსულა?
-არა...
-ღმერთო სად არის?
-ნუ ვარდები პანიკაში თამუ, ალბათ სადმე გაყვანა სთხოვა.
-როგორ არ მომწერა?_ფერი წაერთვა ქალს სახეზე და ტელეფონი მოიმარჯვა. როგორც კი ‘’ბლოკი’’ ახსნა მაშინვე გაუნათდა სახე.
-რა მოხდა?
-წერილი მომსვლია და ვერ გავიგონე დაწეული მქონდა ხმა.
-სად არის?
-ბანკის წერილი მომივიდა. ფული მოხსნა ბარათიდან ‘’მაკდონალდსის’’. მაგის ბარათი ჩემსა და მამამისის ბარათზეა მიბმული.
-დამშვიდდი?
-კი ,მაგრამ რით ვერ ისწავლა ,რომ როცა სადმე მიდის დამირეკოს. ნუთუ ასე ძნელია?
-ამით დღევანდელი ახალგაზრდები ამტკიცებენ ,რომ თავისუფლები არიან. ცამეტი წლის ბავშვს კი არა სტუდენტია ჩემი ბიჭი და იმას ვერ გავაგებინე ,რომ ვნერვიულობ. მოსთხოვე ახლა პასუხი უტვინო ბავშვს.
-უტვინო? მაგას რაც აწყობს იმაში უტვინო სულაც არაა. ყველაფერი იცის რომ ჰკითხო.
-ისე კარგა ხანს კი მალოდინე იმ კრების გამო მანქანაში. მეგონა დღესაც გადაიფიქრებდი მისვლას.
-პრინციპის ამბავი იყო. თანაც მართლა მომწყინდა ეს ტყუილა ყოფნა რა. რამე ხომ უნდა ვაკეთო. რა ვქნა სხვაგან წავიდე სამუშაოდ?
-მეორე ბავშვი,რომ გააჩინო არ გინდა? ჩემი ქმარი დღემდე მაგიჟებს მაგ თემით.
-დამცინი? რა მეორე ბავშვი?
-რატომაც არა? ახალგაზრდა ხარ და ლამაზი .დედობა მეორედაც მოგიხდება. ვიკას არ უნდა?
-თავზე დაგვამხობს მთელ სახლს მაგას,რომ მეორე მოუყვანო ახლა სახლში. შენ წარმოდგენა არ გაქვს რა ეგოიისტია. მგონი ისიც კი აგიჟებს ,რომ მე და გოჩანს მის გარეშე გვძინავს ოთახში
-როგორ იცი ხოლმე ხუმრობა.
-გგონია ვხუმრობ? მამამისის სიყვარულს ვერავისთან გაიყოფს. მეც კი...
-ამდენი წელი ერთად როგორ იყავით? არასდროს დაშორებიხარ? აი მე მაგალითად შვიდი წლის კრიზისს რომ ეძახიან მაშინ გადავბარგდი დედაჩემთან. ორი თვე ვიყავი იქ სულ მუხლზე დაჩოქილმა მევედრა.
თამარი წამით დაფიქრდა. თითქოს მიტკალი გადააკრეს სახეზეო ისეთი ფერი დაედო. ეტყობოდა ,რომ შინაგანად ყოყმანობდა ეთქვა თუ არა. სტუმარი უკვე მიხვედრილი იყო პასუხს და დამალვას აღარანაირი არსებითი აზრი აღარ ჰქონდა.
-თუ არ გინდა ნუ მეტყვი_შეყოყმანდა თიკო
-ცამეტი წლის წინ უკანასკნელად დავშორდით.
-უკანასკნელად?
-მანამდე ორი წელი ვიყავით ცოლ-ქმარი. შვილი არ გვყავდა. არ ვაჩენდი იმიტომ რომ გოჩა არაპროგნოზირებადი იყო. ეს აქამდე არავისთვის მომიყოლია. მგონი საკუთარ თავსაც კი არ ვახსენებ ხოლმე.
-თუ გინდა ნუ მოყვები. დღეს მშვენიერი დღე იყო. მძიმე წლებს ნუ გავიხსენებთ.
-ახლა ისე მძიმე აღარაა.
-კარგი... მაშინ მომიყევი...
-თხუთმეტი წლის წინ დავქორწინდით თუმცა მალევე დავშორდით. ორი წელი ცალ-ცალკე ვცხოვრობდით. გოჩა ალკოჰოლიკი იყო და ვერ შევეგუე.
-რაა?გოჩა? შენს ქმარზე ამბობ?
-კი... მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო. თავნება და დაუმორჩილებელი. მამამისი ყველა სურვილს უსრულებდა და მანაც ბოლომდე შეტოპა. მაშინ ახალი დაქორწინებულები ვიყავით. ჩემმა მამამთილმა მანქანა უყიდა . ორ კვირაში დალეწა მის ძმაკაცებთან ერთად. სიკვდილს ძლივს გადაურჩა,მაგრამ ვერც ამან გამოასწორა. იმ დღეს მანქანაში მეც უნდა ვმჯდარიყავი , მაგრამ რატომღაც ისე მოხდა რომ არ ვახლდი. ეს რომ წარმოვიდგინე ისტერიკა დამეწყო და სახლიდან წამოვედი. ვუთხარი აღარ დავბრუნდები მეთქი. მარტო მე ვიცოდი რა ხდებოდა სინამდვილეში. ხანდახან წამალზეც არ ამბობდა უარს. მოკლედ ბოლომდე შეტოპა. ისე, რომ ვეღარ გამოვიდა. იძულებული ვიყავი წავსულიყავი. ასეთ ცხოვრებას ვეღარ გავუძლებდი. ვიცოდი ,რომ ადრე თუ გვიან მიმსხვერპლებდა.
-ამას გოჩაზე ვისმენ? შენს ქმარზე? შოკში ვარ თამუ...
-ერთხელ ჩემთან მოვიდა. იმ დღეს სრულიად ფხიზელი იყო. არც ნასვამი და არც გაკეთებული არ ქონდა. მარტო ვიყავი სრულიად. დრო და დრო კი ვნახულობდი მაგრამ ორი წელი იყო გასული მას მერე რაც ერთად აღარ ვყოფილვართ. არ ვიცი რა სიგიჟემ მაიძულა რომ მაშინ მასთან დავწექი. შერიგებას არც ვაპირებდი უბრალოდ...არ ვიცი...დღემდე არ მახსოვს რატომ. უკვე ღამდებოდა რომ გამომიცხადა ბარგი ჩაალაგე ჩემს ძმაკაცებთან ერთად ბათუმში მივდივარო.იქვე ვიცოდი ვინც იყვნენ მე ხომ ყველას ვიცნობდი.
-წაჰყევი?
- რათქმაუნდა არა... სახლიდან გავაგდე შენი გამოსწორება არ იქნება-თქო. თურმე იმ ღამესვე წასულან ძმაკაცის მანქანით. შოთა ერქვა იმ ბიჭს, ამდენი წელი გავიდა და მას მერე არ გვინახავს. დაახლოებით ორი დღე იყო გასული შუაღამეს მირეკავს თამუნა გოჩა დაიკარგა ვერსად ვპოულობთო. შემეშინდა ,მაგრამ ერთი წამით დავუშვი რომ შეიძლებოდა მატყუებდნენ ჩემს იქ ჩასატყუებლად. დავუღრიალე მერე მე პოლიცია ვარ-თქო? დარეკეთ ,გამოიძახეთ და ისინი დაგეხმარებიან-თქო. ეგრე კი ვუთხარი მარა მთელი ღამე ვერ მოვისვენე. არც ჩემებისთვის მითქვამს არაფერი. როგორც კი გათენდა შოთას დავურეკე ხუმრობასავით რა ქენი ნახე შენი ძმაკაცი მეთქი?
-მერე? სულ დამაჟრიალა გოგო...
-პასუხმა რომ დაიგვიანა მივხვდი წინა ღამით არ მატყუებდა და რაღაც იყო მომხდარი.
-რა მოხდა?
-წარმოდგენა არ მაქვს. დღემდე არ ვიცი. გოჩა პლაჟზე ნახეს თავგახეთქილი და საავადმყოფოში გადაიყვანეს. დღემდე იფიცება რომ არ ახსოვს რა მოხდა.ალბათ ჩემი გაქურდვა უნდოდათო, მაგრამ...
-მაგრამ რა?
-რაღაც მოხდა იმ ღამით ვიცი. იმის მერე შეიცვალა. ჩემს მამამთილს სთხოვა კლინიკაში დაეწვინათ და ემკურნალათ. ერთი წელი მკურნალობდა სასმელზეც და წამალზეც ,რომ გადაეგდო. ძალიან გაუჭირდა. ისე,რომ ვერც წარმოიდგენ. ლამის გააგიჟა მათზე უარის თქმამ.
-მაგრამ ხომ გამოკეთდა?
-კი საბოლოოდ. ვიკა წლინახევრის იყო რომ შევრიგდით. ერთი წელი სარეაბილიტაციოდ იწვა. რომ გამოვიდა კარგა ხანს არ ველაპარაკებოდი. არ მჯეროდა მისი გამოსწორების ,მაგრამ დავიჯერე. ერთხელ მოვიდა და მიტხრა ,რომ ჩემს გამო ისეთი შეცდომა დაუშვა რასაც თავს ვერასდროს აპატიებდა. მითხრა თუ გინდა ,რომ საბოლოოდ არ დავიღუპო ჩემთან დაბრუნდითო. ბევრი ვიფიქრე და ბოლოს დავთანხმდი.
-და რა შეცდომაზე საუბრობდა?
-რავიცი, მე დავასკვენი რომ ბათუმში ჩემს ჯინაზე წავიდა და იქ უბრალოდ დოზას გადააჭარბა. სხვს ვერაფერს ვფიქრობ. ეს ჩემი ვერსიაა და არც ვაძალებ ,რომ მან იფიქროს ამაზე. არ მინდა ის დრო გაიხსენოს და ისევ რამე სიგიჟე ჩაიდინოს. მიუხედავად იმისა ,რომ დარწმუნებული ვარ აღარაფერი მოხდება ამის მაინც მეშინია
-და თქვენს შორის ყველაფერი საბოლოოდ მოგვარდა?
-კი, გამოგიტყდები და დღემდე მაღელვებს იმ ღამით რა დააშავა მაგრამ წლებმა ამაზე ფიქრის დავიწყებაც მასწავლა. უბრალოდ შევეშვი.მთავარია ,რომ ჩვენ ისევ ერთად ვართ. თავიდან ახალი შერიგებულები რომვიყავით ძალიან იყო ჩვენზე მოჯაჭვული .განსაკუთრებით ვიკაზე. უკანასკნელ დონეზე ანებივრებდა. ამ ყველაფერმა ძველი დრო დამავიწყა...ძველი გოჩა დამავიწყა...ვისღა ანაღვლებს ვინ იყო ‘’ლორდი’’ ...გეხვეწები რა...
-ლორდი?_ სიცილისგან ლამის მიწაზე გაწვა თიკოკო
-ხო ,რომ ‘’კაიფობდნენ’’ მერე ვითომ თავის ბენდში უკრავდნენ. გოჩა ლორდი იყო ანუ ე.წ. სოლისტი. ხო მერე ისე აურეკეს ბენდიც ჩამოაყალიბეს. ნეტა მოგესმინა მაგათი შემოქმედება. გოჩა ისე იყო აჭრილი ამ თემით კისერზე ტატუც კი გაიკეთა. ძალიან უხდებოდა, მაგრამ მერე მოიცილა. საავდმყოფოდან ,რომ გამოვიდა მაშინ.
-კარგია წარსულის ყველა კვალი წაუშლია.
-ჰო თუმცა მგონი იმიტომ მოიცილა ,რომ დაზიანება ქონდა ტატუზე და აღარ იყო ისეთი ლამაზი.
-რა დაზიანება? რომ დაეცა ქვას ჩამოარტყა ალბათ და გადატყაული ქონდა. პირდაპირ იმ ადგილას სადაც ამოსვირინგებული ქონდა.
-კისერი ისე როგორ დაარტყა რომ გადაიტყავა?
-მე რა ვიცი? მოდი და გაიგე ...რას გაიგებ ...
-ბენდი არ ვიცი ,მაგრამ სკოლის ‘’კავეენში’’ ორი წელი გამოვდიოდი. არ დაიჯერებ რა იყო. სასაცილო და ამავე დროს ძალიან კარგად მოსაგონარი. ჩემი ქმარი იქ გავიცანი.
-უნივერსიტეტში, რომ ვსწავლობდი მაშინ ვესწრებოდი ხოლმე მაგ გამოსვლებს. ვიკა მოვიდა... შვილო...
-დედა?
-რამდენჯერ გითხარი გამაგებინე როცა გაგვიანდება-თქო?
-ბანკიდან ხომ მოგივიდა წერილი?მეგონა საჭირო აღარ იყო დარეკვა. თან ფეისბუქზეც ‘’დავჩექინდი’’
-მოიცა ახლა ფეისბუქზე ვეძებო საიდან ‘’დაჩექინდი’’?
-დედა ნუ ვარდები რა პანიკაში. წავედი წყალს გადავივლებ და ინგლისურზე მივდივარ.
-შეეშვი_მკლავზე მოქაჩა თიკომ და ძველ საუბარს დაუბრუნდა.

VVV
უკვე საღამოვდებოდა ლილი სამზარეულოში, რომ ჩამოვიდა. ანა გასქურასთან იდგა და საჭმელს ამზადებდა. ბავშვმა ოთახს თვალი მოავლო და ბებია ,რომ ვერ დაინახა გაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ მერე დაფიქრდა მე რატომ უნდა წავიდეო და თამამად შევიდა ოთახში. მაცივრიდან წვენი გამოიღო ,რომ დაესხა ჭიქების თაროსთან კი დედამისი იდგა. დღეს იმდენად დიდ გულზე იყო ,რომ არც მის მოღუშულ წარბებს მორიდებია ისე გამოუცხადა ჭიქა ჩამომიღეო. ანა ადგილზე გაშეშდა. მოულოდნელობისგან ის ვერ გაიგო ჩამოეღო თუ ოთახი დაეტოვებინა. უბრალოდ ხახვის ჭრას განაგრძნობდა და თან უმისამართოდ იყურებოდა.
-ჭიქა ჩამომიღე ან გვერდზე გაიწი რომ მე თვითონ ავიღო_ უკან არ დაუხევია გოგონას.
ქალი არ გარყეულა. ლილის კი ნერვები უკვე კისრამდე ახრჩობდა. ერთი წამით სურვილი გაუჩნდა კისერში წვდომოდა და დაეხრჩო ,მაგრამ მზია შემოვიდა.
-ანა ბავშვი გეუბნება ჭიქა მომაწოდეო_ გაისმა ქალის შეუალი ხმა ოთახში.
ანამ ხელის ნელი მოძრაობით ასწია კარადის კარი და გამწვირვალე ჭიქა მაგიდაზე ისე ჩამოდო,რომ ბავშვისთვის ზედაც არ შეუხედავს. მზიას ღიმილმა გადაჰკრა სახეზე, მაგრამ ეს სულ ერთ წამს გაგრძელდა სანამ ჭიქის ლაწანის ხმა ყავისფერ მეტლახზე არ გაისმა და კრისტალებად არ მოიბნა ძირს.
-ლილი..._დაყვირება მოასწრო ქალმა და მას წვენის დოქიც მიჰყვა უკან. ერთმანეთის მიყოლებით ყველაფერი რაც მაგიდაზე ეწყო.
-რა გჭირს ჩემო სიხარულო? გეყოფა პარარავ... მაჯაში ჩაავლო ქალმა და მისკენ მოქაჩა , მაგრამ ბავშვი რასაც წვდებოდა ყველააფერს ძირს უშვებდა.
-ასე როგორ ვეზიზღები...ასე როგორ ვეზიზღები...ასე როგორ ვეზიზღები...
მონოტონურად იმეორებდა უფრო და უფრო ხმამაღლა და არაფრით ემორჩილებოდა ხანში შესული ბებიის მკლავებს. ანა გასქურასთან აიწურა. შოკისგან გაქვავდა ,მაგრამ ადგილიდან არ ან ვერ გაირყა.
ისტერიკაში ჩავარდნილი ბავშვის ხმა რამდენიმე წუთს ზარივით ისმოდა ოთახში სანამ ბოლომდე არ გაწყდა და ძირს არ დაეცა.
-სასწრაფოში დარეკე_ თვალები დაუბრიალა შვილს მზიამ. ანას მაგიდის ტილო ხელებში ჩაებღუღა და დრო და დრო ქაჩავდა.
-მე...მე...მე ... არ მახსოვს...ნომერი არ მახსოვს. არაფერი მახსოვს..._ყურებზე ხელები აიფარა ანამ და ადგილზე ჩაიკეცა_მე არაფერი მახსოვს...
-მე არაფერი მახსოვს...
მზიას მანამდე ეჭრა ბავშვის უსუსური ხელები სანამ სასწრაფოს სირენების ხმა არ გაისმა. მართალია უკვე აღარ ყვიროდა, მაგრამ ნერვებისგან ბურთივით ახტუნებდა იატაკზე. მზიას ახლა ისღა აშინებდა სასწრაფოს მოსვლამდე კრუნჩხვებში არ ჩავარდესო, მაგრამ საბედნიეროდ ასე არ მოხდა. მთელი ამ ხნის მანძილზე ერთხელაც არ გაუხედავს შვილისკენ ,რომელიც ჯერ ისევიმ ადგილას იჯდა და ნაკლებ დღეში არც ის გამოიყურებოდა.
კარზე ზარი მისცეს.
მზია წამოდგა და კარი გააღო. მწვანე ფორმაში გამოწყობილმა ექიმმა სწრაფად გადმოდგა ფეხი ზღურბლზე და პაციენტის ძებნას თვალებით შეუდგა. ოთახში მხოლოდ კვნესა ისმოდა.
-სად არის პაციენტი?
-იატაკზე, სამზარეულოში ..._ თქვა ნერვიულობისგან აცახცახებულმა ქალმა და ოთახში შეუძღვა. ბავშვის კბილების წკარუნი უფრო და უფრო ახლოდან ისმოდა.
-შვილო შემომხედე _ თბილად მოჰკიდა ხელი ქალმა და ექთანს დამამშვიდებლის გამზადება სთხოვა. ბავშვს ფორმა არ უცვლია. თავი ისევ მუხლებზე ჰქონდა მიბჯენილი.
-ცოტა ინერვიულა და...
-ასე ემართება ხოლმე? _ჩაეძია ექიმმა
-არა აქამდე არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა.
-ახლავე ნემსს გავუკეთებთ და რამდენიმე წუთში დამშვიდდება_ ანუგეშა ექთანმა და თავისი საქმე შეასრულა.
-წამოდექი შვილო. ყველააფერი კარგადაა. დამშვიდდი და პოზიტიურად იფიქრე. ჯერ ძალიან პატარა ხარ ასეთი ნერვიულობა არააა აუცილებელი.
ბავშვი ამჯერად მის ნებას დაჰყვა და მისაღებში დივნამდე მივიდა.
-წამოწექი შვილო და ყველაფერი დაივიწყე. ხელი მომეცი პულსი გაგიზომო. ახლა უკეთ ხარ?
-ჰო, უკეთ ვარ...
-კარგია შვილო. წყალი მოიტანეთ თუ შეიძლება ქალბატონო_მიმართა მზიას და თვითონ წამლის კაფსულა გაამზადა.
მზია სამზარეულოში შევიდა. ხელები ისე უცახცახებდა ჭიქასაც ვერ მიაგნო წყლის დასასხამად. მერე საკუთარ თავს შემოსძახა გონებას მოუხმეო და ონკანი მოუშვა. მხოლოდ შორიდან გადახედა ანას და მისაღებში დაბრუნდა. ექიმს უკვე ჩაელაგებინა ნივთები და წასასვლელად ემზადებოდა.
-ნუ გეშინიათ უკეთაა. გარდატეხის ასაკში ხშირია ასეთი საქციელი ბავშვების მხრიდან. ნუ ღელავთ...
-გმადლობთ დახმარებისთვის_ არადამაჯერებელი ტონით წარმოთქვა ქალმა. მან ხომ ყველაზე კარგად უწყოდა ეს ყველაფერი გარდატეხის ასაკთან არაფერ შუაში ,რომ არ იყო? კარი მშვიდად მიხურა. უკან შემობრუნებულს კი ლილი დივანზე აღარ დაუხვდა.კარის ხმამ მიახვედრა, რომ თავის ოთახში ასულიყო. ახლა სამზარეულოში შეიხედა. ანა ჯერ ისევ იქ იჯდა.
-დედა... _ამოილუღლუღა ანამ
მზიას ხმა არ გაუცია. მაცივრიდან კეძი გამოიღო და ლანგარზე დასადებად გაამზადა.
-დედა... _გაიმეორა ისევ. პასუხად ისევ დუმილი მიიღო
ქალმა ლამაზად გაწყობილი ვახშამი ხელში აიღო და წასასვლელად მოემზადა.
-დედა..._ ისევ დაუძახა ანამ
-ხედავ რას ნიშნავს ,როდა დედას ეძახი და არ გპასუხობს? დღეიდან ჩემს პასუხს მაშინ მიიღებ ,როდესაც თვითონ ისწავლი შვილის მოსმენას.
მზია მკაცრად შემოტრიალდა და კიბეებისკენ აიღო გეზი.

VVV
სუფრასთან ისხდნენ თამუნა და გოჩაც. ქალი იმ დღევანდელ კრებაზე საუბრობდა და რაღაც საკითხებს განიხილავდა. გოჩა თითქოს უსმენდა, ხანდახან კი თითქოს იქ არც იყო.
-პიარის სამსახური ,რომ ჩამაბარო არ გინდა? _მომხიბლავად გაიღიმა ქალმა. ეს ის იყო რაც ყველაზე კარგად გამოსდიოდა. ადამიანების მოხიბვლა თავისი ქალურობით და ღიმილით.
-პიარის სამსახური? თამუ ბოლოს როდის იმუშავე?
-რა შუაშია ეგ?
-როგორ ჩაგაბარო ჩვენი ოფისის მამოძრავებელი ძალა შენ როცა ამის არაფერი გაგეგება?
-კარგი რა.
-თამუ...რამე ისეთი მთხოვე...
-მაშინ შენ მითხარი რისი გაკეთება შემიძლია ყველაზე კარგად?
-მაღაზიების შემოვლა ... _მთელი სერიოზულობით წარმოთქვა კაცმა.
-შენ რა მე გამოუსადეგარი გგონივარ. _ სიბრაზისგან ძარღვები დაეჭიმა ქალს. აშკარა იყო ეწყინა
-არ გინდა ჩემი თანაშემწე იყო ცოტახანს? ვითარებაში გაგარკვევ და მერე რამეს სერიოზულს ჩაგაბარებ.
-გინდა მოსამსახურედ ვიმუშავო ჩემსავე საკუთარ კომპანიაში? დამცინი გოჩა?
-მოსამსახურედ არა. სტაჟიორად. თუ საქმე არ იცი საკუთარ კომპანიაშიც ვერ იმუშავებ თამუ. არ გახსოვს რამდენ ხანს ვიყავი მამაჩემის თანაშემწე? თითქმის მის სიკვდილამდე.
-ჰო ეგეც მართალია. კარგი, მაგრამ...
-რა...
-კაბინეტი მექნება?
-ჩემს კაბინეტში დაგატევ როგორმე.
-დაუჯერებელია.
-თამუნა...როგორ გასწავლო საქმე თუ ჩემთან ახლოს არ იქნები?
-გინდა ,რომ შენთან ახლოს ვიყო? _ რაღაცნაირად აუკიაფდა თვალები ქალს.
-არ ვიცი როგორ გამოგვივა შენთვის რამის სწავლებაა.
-ვითომ რატომ?
-იმიტომ ,რომ შენ რამის სწავლა კი არა დროის მოკვლა გინდა.
-საღამო მშვიდობის_ მშობლებს მიესალმა ვიკა და ჩანთა შემოსასვლელში დააგდო. მერე მშობლები გადაკოცნა და მათ მარცხნივ დაჯდა.
-შვილო როგორ ხარ? დღეს დაგაგვიანდა. უკვე ორჯერ... _ კერძი მიაწოდა შვილს თამუნამ
-ტესტი გავაკეთეთ მასწავლებელთან და...
-სკოლაში რა ხდებოდა? _ჩაეძია გოჩა.
-დიდი არაფერი. ვიღაც ახალი გადმოვიდა სულელის გამომეტყველებით...
-ვიღაც? და სულელი? როგორ ლაპარაკობ ვიკა?ამას გასწავლი? რა ტონი და მიმართვაა? _ ლამის ტყავიდან ამოხტა თამუნა. ამჯერად გოჩას არ გაუპროტესტებია
-დედა შენ ძალიან ძველმოდურად აზროვნებ. ეგ დახვეწილი მანერები და მეტყველება დღეს აღარავის აღელვებს.
-ზრდილობა ყველა დროში აღელვებს ადამიანებს შვილო. დაუკვირდი როგორ საუბრობ _ ამჯერად ცოლის მხარე დაიჭირა გოჩამ.
-კარგით ჰო ნუ დამესიეთ ორივე.
-შვილო ჯერ პატარა ხარ და როცა უფროსი გასწავლის მოუსმინე. რამდენიმე დღეში თოთხმეტი წლის ხდები.
-მაგაზე გამახსენდა და...დედა შენს მკერავთან ჩამწერე კაბა უნდა შემიკეროს.
-შვილო რამდენი დღე დარჩა შენს დაბადების დღემდე. შეკერვას ვეღარ მოასწრებს. აქამდე სად იყავი? რამეს გიყიდი ან გექნება გარდერობში რამე.
-შეკერვა მინდა და უკვე ვიცი როგორი. გთხოვ უთხარი რომ მომისწროს.
-კარგი ხვალ დავურეკავ. ახლა წადი და დაიძინე თორემ ხვალ დილით ვეღარ ადგები და ისევ აყვირება მომიწევს.
-წავედი ღამემშვიდობის.
-დაისვენე საყვარელო_ თვალი გააყოლა ქალიშვილს გოჩამ და ცოტა ხანში თვითონაც საძინებლისკენ აიღო გეზი.
თამუნა უკვე სარკესთან იჯდა და მაკიაჟს იცილებდა. საწოლში შეწვა და პლანშეტი ჩართო. ცოტა სამუშაო ჰქონდა ,მაგრამ ძალიან ეზარებოდა. კისერზე რაღაც შეხება იგრძნო. თამუნა იყო რათქმაუნდა. ეს მისი ჩვევა იყო. მართლა ძალიან ლამაზი იყო მისი ცოლი. ალბათ ისეთი კცები,რომ ოცნებობენ ხოლმე. ერთ დროს თვითონაც ასე ოცნებობდა მასზე ,მაგრამ ახლა აღარ უწევს ოცნება. უკვე ისედაც მის გვერდით სძინავს. მისმა დანახვამ რაღაცნაირად ფიქრებში გაიტაცა.
-იცი დღეს თიკომ რა მითხრა?
-რაო?
-მეორე ბავშვი გააჩინეო...
გოჩას რარაცნაირმა უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა ტანში, თუმცა არ შეუმჩნევია. არც უფიქრია არასდროს უნდოდა თუ არა ეს.
-მერე გული დაგწყდებათო. თურმე მის ქმარს დღემდე სწყდება გული რომ მეორე არ გააჩინეს. შენ გწყდება გული?
-არა არ მწყდება. არა იმიტომ კი არა ,რომ... უბრალოდ ვფიქრობ ვიკა სრულიად საკმარისია იმისთვის ,რომ მთელი ცხოვრება თავშისაცემი გქონდეს.
-მართალი ხარ _გადაიკისკისა თამუნამ და რაღაც მომენტში მისი ღიმილი განუზომლად მიმზიდველი ეჩვენა კაცს. წელზე ხელი მოხვია და კისერზე აკოცა. ქალის მეტისმეტად თეთრი და ნაზი კანი ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევდა მასში.
-მგონი მეორე ბავშვზე დაფიქრდი ხომ?
-ბავშვზე არ დავფიქრებულვარ
ისევ აკოცა კისერზე და ზემოდან მოექცა.
სექსი...
არაფრით გამორჩეული.
ჩვეულებრივი ცოლ-ქმრის ურთიერთობა თუმცა სასურველი.
რაღაც იყო მათ შორის. სიყვარულზე მეტად სურვილი, უფრო შეჩევა და ერთმანეთის დაკარგვის შიში. ეს შიში იმდენად დიდი იყო ,რომ ყველაფერს ფარავდა. თუმცა იქნებ სწორედ ამას არქმევდნენ სიყვარულს. ყველასთვის ხომ ერთი და იგივე მნიშვნელობა არ აქვს ამ სიტყვას?
თამუნა მუცელზე დაწოლილი ქმრისკენ გადაგორდა. კაცი უკვე თვლემდა. აშკარად ეძინებოდა. ისევ კისერზე დააკვირდა. ყოველთვის აქეთ ჰქონდა მზერა. თვითონაც არ იცოდა რატომ ,მაგრამ მის და უნებლიედ ასე ხდებოდა. რაღაც შრამივით უბზინავდა კანი არტერიასთან. თითქოს რაღაც მოხვდა ან უფრო მეტიც ვიღაცამ ფრჩხილით მოკაწრაო. ნაკვალევი მას მერე უფრო შესამჩნევი იყო რაც ტატუ მოიცილა. საჩვენებელი თითი ფრთხილად მიუახლოვა მის კისერს და შეეხო. კანი წამით მოიჭმუჭნა ,მაგრამ როგორც კი ხელი უშვა ისევ გასწორდა. გადაწეული ქერა კულული რატომღაც ზუსტად იქ დაეცა სადაც ხელი ედო. შრამი და მისი თმა თითქოს ერთი ფერის გამოჩნდა.
-აქ შრამი გაქვს...
-რაა? _მოფხიზლდა გოჩა და ოდნავ მხარი იცვალა.
-აქ კისერთან შრამი გაქვს.
-ჰოო? _დაბნეული თვალებით მიაჩერდა კაცი.
-გახსვოს ის ტატუ?
-რომელი ტატუ?
სისხლი თვალებზე მოაწვა კაცს და მომუშტული მუჭი შავ აბრეშუმის ზეწარს ჩასჭირა
-ლორდი. შენი ლორდობის ამბავი დაგავიწყდა?
-რა გინდა თამუნა?
-რა გაყვირებს? დიდი ამბავი ტატუ თუ გავიხსენე. _ არ შეეპუა ქალი. არც იყო ჩვეული დათმობებზე წასვლას.
-ყველაფერი ,რომ არ გააფუჭო არ შეგიძლია.
-და რა გავაფუჭე? რა გაყვირებს ამ შუაღამეს.
-ჰოდა შუაღამე თუა დაიძინე და მოეშვი ჩემი ნერვების მოშლას.
-რა პრობლემა გაქვს ვერ ვხვდები.
-მაქვვს_ თვალები დააბრიალა კაცმა .ფეხზე წამოხტა და გარეთ გავიდა.
-სად მიდიხარ?
-გავივლი და მოვალ... დაიძინე...
თამუნა მოწყვეტით დაეცა საწოლზე და ჭერს მიაჩერდა. ერთი წერტილის ყურებამ მოადუნა და მალევე ჩასთვლიმა.

VVV

მზიამ ადგომისთანავე ჯერ ლილის მერე კი ანას საძინებელში შეიხედა. შვილის ოთახი ხელუხლებელი იყო. საწოლიც კი არავის აენგრია. მიხვდა რომ ღამით სადღაც წავიდა. ალბათ თავის საუკეთესო მეგობართან და კოლეგასთან. ქვევით ჩავიდა და საუზმის გაწყობას მოჰყვა. ცოტა ხანში ლილიც ამდგარიყო და უკვე ჩაცმული გამოცხადდა სამზარეულოში.
-ბებო ადექი? ვიფიქრე დღეს არ წავა-თქო და არ გაგაღვიძე.
-სჯობს წავიდე თორემ იფიქრებენ იდიოტიაო. მიხვდა ,რომ მისი ადგილი აქ არ არისო.
-გთხოვ ასე ნუ ამბობ. ალბათ იქ შენნაირი მეორე გოგო არ არის. მათ ის აქვთ რაც შენ არ გაქვს ,მაგრამ სამაგიეროდ ის არ აქვთ რაც ყველაზე მთავარია. გულწრფელობა... სიყალბეს არიან მიჩვეული.
-ბებო...
-ჰო საყვარელო
-ძალიან მრცხვენია იმის რაც გუშინ მოხდა.
-დაივიწყე თითქოს არც ყოფილა.
-მაპატიე გთხოვ _ წელზე მოხვია ხელები ბებოს და ლოყაზე აკოცა.
-ჩემო გოგო...
-მე მხოლოდ იმას ვჯავრობ ,რომ შენ შეგაშინე. განა სხვა რამეს?
-სამაგიეროდ იმას მივხვდი როგორ ძალიან მიყვარხარ ჩემო მტრედო. მიდი კარგად ჭამე და სკოლაში წადი. იცოდე ნერვები არავის მოაშლევინო და თუ რამეს გეტყვიან საკადრისი პასუხი გაეცი.
ლილიმ წაბლისფერი ტალღვანი თმა კიდევ ერთხელ ჩამოივარცხნა გასასვლელში და ბებოს დაემშვიდობა. გაჩერებასთან დიდხანს მოუწია ლოდინი მაგრამ მიუხედავად ამისა სკოლაში არ დაუგვიანია. ათის თხუთმეტი წუთი იყო უკვე სკოლასთან იდგა. სანამ შიგნით შევიდოდა მანამდე დაინახა როგორ მოიყვანა მძღოლმა მისი კლასელი ვიკა. გოგონა თან თმას ისწორებდა და ტან გზაზე გადმოდიოდა. ისე ჩაემწკრივებინათ მანქანები სკოლის მხარეს მძღოლმა ვერსად მოახერხა დაეყენებინა. შემოსასვლელ ჭიშკართან წამოეწია და ისე ჩაუარა გვერდი თითქოს არც დაუნახავსო. მისთვის ღიმილი და გამარჯობა კი არა მზერაც კი არ გაუმეტებია. მერე ,რომ დააკვირდა მხოლოდ მას კი არა გარშემო არავის და არაფერს არ აღიარებდა. ამან ცოტათი დაამშვიდა.
კლასს ,რომ მიუახლოვდა ის უკანასკნელი დაფასთან სკამზე შემომდგარიყო და მთელს ხმაზე აკეთებდა განაცხადს. რათქმაუნდა ყველას თავის დაბადების დღეზე ეპატიჟებოდა. ოვაციებს არც მსმენელისგან დაუგვიანია. მერე ძირს ჩამოხტა და წასვლა დააპირა, მაგრამ მისმა მეწყვილემ ყურში რაღაც წასჩურჩულა და მოტრიალდა.
ლილი თვალებს არ უჯერებდა ,მაგრამ სწორედ მისკენ მოდიოდა. ცოტა დაიბნა ,მაგრამ არ შეუმჩნევია.
-ყველა-თქო რომ ვთქვი შენც გიგულისხმე. ხო მართლა გუშინ შენი ფეისბუქი დავათვალიერე და დღეს მოგწერ ჩემს მისამართს. უფრო სწორად ახლავე მოგწერ. _ ტელეფონზე მიანიშნა და თავისი ადგილისკენ დაიძრა.
‘’-რა სიურპრიზია’’ _გაიფიქრა გულში ლილიმ თუმცა აშკარა იყო ეს მოპატიჟება გარდაუალი აუცილებლობით იყო გამოწვეული. რადგან ყველა დაპატიჟა ლილის ვერ დატოვებდა.
გოგონამ მხრები აიჩეჩა და ადგილს თვითონაც მიაგნო.
დღემ უფრო საინტერესოდ ჩაიარა. ამჯერად მასწავლებლების ყურადღების ცენტრში იყო. ყველას რაც შეეძლო ისე ცდიდა მის სწავლა განათლებას. თავი ნამდვილად არ შეურცხვენია. თუმცა მაინც და მაინც არც თავი გამოუდია. ბოლო ისტორიის გაკვეთილიც თითქმის ილეოდა.
მასწავლებელმა ალექსანდრის რუკა რომელიც მთელი წიიგნის გვერდზე იყო გაშლილი ზემოთ აასწია და ალექსანდრე მაკედონელის ისტორიის ახსნას მოჰყვა, თუმცა მანამდე კლასს ჰკითხა ცოდნენ თუ არა რამე მის შესახებ. ყველამ რაღაც-რაღაც წამოიყვირა.
-არისტოტელეს მოსწავლე იყო და სწორედ მან უთხრა პირველად ალექსანდრეს რომ ალექსანდრია მას ვერ დაიტევდა და მსოფლიო უნდა ემართა. _ თავმომწონედ წამოიყვირა გვერდით რიგებიდან ლამაზად თმაშეკრეჭილმა ბიჭმა.
ლილიმ ფანქარი ძირს დადო ,რომლითაც წუთის წინ რაღაცას ხატავდა წიგნის კიდეზე.
-არისტოტელე იყო მისი მასწავლებელი ,მაგრამ ეგ სიტყვები მამამისმა ფილიპემ უთხრა, როცა ლეგენდარული ცხენი გაწვრთნა. _ არც ისე მკაცრად მაგრამ მაინც შეედავა გოგონა.
ბიჭს არაფერი უთქვამს მით უფრო ,რომ მასწავლებელმა ლილის თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
-არსებობდა ლეგენდა იმის შესახებ ,რომ ალექსანდრე ზევსის შვილი იყო. ეს ისტორია იქედან წამოვიდა, რომ დედამისი ალექსანდრეს ბავშვობიდან შთააგონებდა ,რომ ის ფილიპეს კი არა ზევსის შვილი იყო. მისმა მომდევნო საქმეებმა კი ლეგენდა უფრო დამაჯერებელ სიმართლედ აქციეს. ყველა ფიქრობდა ,რომ მას ვერავინ შეაჩერებდა და მსოფლიოს დაიპყრობდა თუმცა ავადმყოფობამ ადრევე დარია ხელი და 32 წლის ასაკში გარდაიცვალა. რომელ ქვეყანასაც დაიპყრობდა იმ ქვეყნის ტიტულს ანიჭებდნენ. მაგალითად ეგვიპტელებმა ის ფარაონად აღიარეს. სპარსელებმა შაჰად და ა.შ.
კლასში წამით სიჩუმე ჩამოწვა თუმცა დუმილი მალვე გაარღვია ზარის ხმამ. ლილი წამოდგა და გარეთ გავიდა. მანამდე კი ისტორიის მასწავლებელს ღიმილით დაემშვიდობა.
ანას მისი საუკეთესო მეგობრის მისაღებში დივანზე ეძინა. უფრო სწორად თვლემდა. უკვე ორი ხდებოდა ქალმა სუფრა გააწყო და მეგობარს გამოსძახა ვჭამოთო. ანა ზანტად წამოდგა და სამზარეულოში გავიდა.
-თეო არ გინდა გთხოვ ისედაც შეგაწუხე. ჯერ წუხელ არ დაგაძინე და მერე დღეს აქამდე ვიწექი.
-იყავი რამდენ ხანსაც გინდა რა პრობლემაა. სამსახურში დარეკე?
-მესიჯი გავუგზავნე განყოფილების უფროსს. მივწერე ვისური მაქვსთქო და ხომ იცი საავადმყოფოში როგორ ერიდებიან ვირუსიან თანამშრომლებს. თვითონ მომწერა დღეს ნუ მოხვალო.
-მე აბა ღამით ვარ მორიგე. ცოტახანს კიდევ გაგიწევ კომპანიონობას.
-შენ ,რომ არ მყავდე...
-ახლა რა უნდა ქნა?_ყავა დაასხა თეონამ და მეგობარს გახედა მთელი ინტერესით._ბავშვს როგორ უნდა სეხედო თვალებში?
-აქამდე არც შემიხედავს, მაგრამ ზედმეტი კი მომივიდა.
-იქნებ როგორმე გამოასწორო ეს სიტუაცია. ეცადე რა...
-გგონია არ ვცდილობ ან აქამდე არ მიცდია? იყო დრო როდესაც არ მინდოდა. იყო დრო როდესაც ვფიქრობდი,რომ ეს ყველაფერი არ უნდა გამომესწორებინა ,მაგრამ...
-რა?
-მერე ისე აღმოჩნდა ,რომ აღარ შემეძლო. როგორ არ გესმის? მე უბრალოდ არ შემიძლია. რატომ ჰგონია ყველას ,რომ არ მინდა და არ ვცდილობ? უბრალოდ არ შემიძლია. არის რაღაცეები რასაც ვერ ვაბიჯებთ. მისი დანახვაც კი უსაზღვრო ტკივილს მაყენებს.
-მან რა დააშავა?
-არაფერი ,მაგრამ მაინც. იმას ვერ ვხედავ ვინაც დააშავა და ამიტომაც დამნაშავეს მასში ვეძებ.
-ერთ დღეს ,რომ შეხვდე?
-ვერ შევხვდები. მისი სახე არ მახსოვს. თან ალბათ მაგის მერე შეიცვალა. იმ დღეს ისეთ მდგომარეობაში იყო ეს თუ მისი ცხოვრების წესს წარმოადგენდა ალბათ დღეს ცოცხალიც აღარაა.
-ვინ იცის იქნებ ის და ლილი რამდენჯერ შეხვდნენ ერთმანეთს? იქნებ შვილები ჰყავს. ან ცოლი...
-არ მინდა მასზე ფიქრი ეს მხოლოდ ტკივილს მაყენებს.
-რატომ არ უჩივლე?
-როგორ მეჩივლა? მისი სახეც არ მახსოვდა. ვინ იყო არ ვიცოდი. თანაც არც ვაპირებდი ამ ამბის გამხელას რამდენჯერ გითხარი,მაგრამ მერე მივხვდი ორსულად ვიყავი და ვეღარ დავმალე. მერე უკვე გვიან იყო. თვეზე მეტი იყო შემთხვევიდან გასული. ვეღარაფერს დავამტკიცებდი. ექიმმაც მითხრა. ძალადობის კვალი აღარ გეტყობა ყველა იარა მოშუშებულიაო. ადვოკატმა დედას უთხრა შესაძლოა წლები გაგრძელდეს გამოძიება გოგოს არაფერი ასოვსო. მახსოვს ის ფრაზა რაც თქვა ‘’ნემსს ვეძებთ თივის ზვინშიო’’.
-ის სვირინგი?
-სიმართლე გითხრა ეს გვიან გამახსენდა. რაღაც დროის მერე ცოტა რომ დავწყნარდი მერე ამომიტივტივდა. მერე ბევრი რამ გამახსენდა ,მაგრამ მისი სახე არა.არ ვიცი იქნებ მისი გახსენება მაშინებს. იქნებ ჩემი გონება არ მაძლევს ამის უფლებას...
-იქნებ ფსიქოლოგთან მიხვიდე. იქნებ დროა ყველაფერი გაიხსენო
-ადრეც მირჩიეს ეს ,მაგრამ უარი ვთქვი. არც რამის გახსენება მინდა და არც ვინმესთან ამ თემაზე საუბარი.
-ადრე თუ გვიან ლილი იკითხავს მამის შესახებ.
-არ იკითხავს?
-რა დარწმუნებული ხარ?
-ვიცი. ვერ გაბედავს.
-ბავშვი დაშინებულია ამ თემით? წესით ეს უნდა გაწუხებდეს.
-მაწუხებს მაგრამ რა ვქნა? ან რა შეცვლება რამის გახსენებიით? მოვნახო მამამისი და ვუთხრა 13 წლის წინ ჩემზე ,რომ იძალადე შვილი მყავსთქო? რაში მჭირდება მისი მონახვა? ტკივილის გარდა არაფერს მომიტანს.
-ხვდები, რომ მხოლოდ საკუთარ ტკივილზე ფიქრობ?კიდევ რამდენი წელი აპირებ ასე კარჩაკეტილმა იცხოვრო? ერთხელაც იქნება და ინანებ იმას როგორც ახლა ცხოვრობ. როგორც ლილის ექცევი...
-იქნებ და ახლაც ვნანობ. იქნებ და ახლაც მიჭირს რომ ასე ხდება ,მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. ხვდები რა სიტუაციაში ვარ? წლებმა არაფერი არ შეცვალა. პირიქით...დამთრგუნველია ასე ცხოვრება. შენ წარმოდგენა არ გაქვს რა ძნელია ასე მარტო ყოფნა. ჩემი დედასაც კი არ ესმის. ლილი ძალიან უყვარს მიუხედავად იმისა როგორ ჩაისახა.
-თუ დარწმუნებული იყავი რომ მას ვერასდროს მიიღებდი რისთვის გააჩინე? თუმცა მეც რას გეკითხები აბა ბავშვს ხომ არ მოკლავდი?
-არ მინდოდა გამეჩინა , მაგრამ ექიმმა აბორტი არ მირჩია. მითხრა შეიძლება ვეღარასდროს დაორსულდეო. მე მაგაზეც თანახმა ვიყავი, მაგრამ დედაჩემი ისე გაგიჟდა იძულებული გავხდი გადამეფიქრებია.
-ეს კარგი იციან კიდე მშობლებმა. იქნებ და მე თანახმა ვარ. ისე მაინც სჯობდა რომ გაგეჩინა. მან რა დააშავა სიცოცხლის უფლება წაართვა. მომისმინე...
-გისმენ...
-ერთი მეგობარი მყავს. ადრე სანამ ჩვენთან მოხვიდოდი სამუშაოდ ერთი ფსიქოლოგი ყავდა ჩვენ განყოფილებას. მერე სამსახურიდან წავიდა. ძალიან ახალგაზრდა იყო ,მაგრამ იმდენი პაციენტები ყავდა აქ ვეღარ აუდიოდა და მერე სახლში დაიწყო მიღება.
-არ მინდა რა...
-იმ გოგოსთან ძალიან ახლოს ვიყავი და ახლაც ვეკონტაქტები. ძალიან კარგი გოგოა ...ძალიან ყურადღებიანი. იქნებ მიხვიდე.
-კარგი რა...
-რამდენიმე შეანსი. თუ არაფერში წაგადგება შეეშვი. ის მაინც გეცოდინება ,რომ სცადე. გთხოვ ჩემი ხათრით.
-ვიცი,რომ არაფერი გამოვა...
-უნდა გამოვიდეს. აი ნახავ ყველაფერი გამოვა. აქამდე იმიტომ არ მიდიოდი ,რომ კომპლექსი გქონდა ამ ამბის სხვასთან მოყოლის. ის გოგო ძალიან მაგარია. ნამდვილი პროფესიონალი გესმის? რადგან კლინიკაში აღარ მუშაობს უბრალო ვინმე არ გეგონოს.
- არც მიფიქრია მის პროფესიონალიზმში ეჭვი შემეტანა.
-ამასწინ გავიგე ახალ უბანში გადასულან ,მაგრამ არაუშავს მისი მობილურის ნომერი მაქვს. ჩაგწერ. საღამოს არ ყავს პატციენტები იმდენად. შენც ეგ არ გაწყობს?
-ჰო დრო საღამოს უფრო მაწყობს. დავხურავ რეგისტრატურას და წამოვალ.
-მოიცა ახლავე დავრეკავ. აღარ გადავდოთ ეს ამბავი.
ანამ თავი დაუქნია და მანაც სწრაფად აკრიფა ნომერი.
-გავიდა_სახე გაუბრწყინდა თეონას.
-გისმენთ_გამოეხმაურა მეტისმეტად მშვიდი ხმა.
-თიკო როგორ ხარ? გცალია სასაუბროდ?
-მეგობართან ვარ სტუმრად ყავას ვსვამთ. მოხდა რამე?
-შენთან რაღაც მნიშვნელოვანი საქმე მქონდა. დღეს გყავს პაციენტები?
-სამზე მყავს ერთი და კიდევ ხუთზე. სადაცაა გავალ. შორს არ ვარ რაც მთავარია. რამე მნიშვნელოვანი თუ გაქვს სახლში მოდი.
-მეგობარი მინდა მოგიყვანო
-6 საათზე გავთავისუფლდები. ცოტა ადრე გავუშვებ მოზარდი მყავს დღეს საღამო ხანს.
-კარგი აუცილებლად მოვალთ.
-კარგია დიდი ხანია არ მინახავხარ და ცოტას წავიჭორავებთ.
-აუცილებლად საყვარელო. მადლობა რომ დრო გამონახე. ვიცი რა დაკავებული ხარ.
-გელოდებით...
-ვინ იყო?_ამჯერად თავისი ხელით გამოიტანა ყავა თამუნამ და მაგიდაზე დადო.
-მეგობარი. ჩემი ყოფილი თანამშრომელია. მგონი რაღაც პრობლემაა აქვს . ჩემი დახმარება სჭირდება
-რამე სერიოზულია?
-არ ვიცი ,მაგრამ მგონი ჩემი როგორც ფსიქოლოგის.
-ისე ვფიქრობ ცოტახანს შენთან ხომ არ ვიარო?
-შენ რად გინდა ფსიქოლოგი?
-რავიცი, განვიტვირთები. ჰიპნოზს აკეთებ?
-ყველა აკეთებს მაგას ძირითადად.
-და მერე პაციენტი ყველაფერს ყვება ხო?
-კი ... შენ სპორტ დარბაზში განაგრძე სიარული. არ გინდა ფსიქოლოგი.
-ხანდახან ვფიქრობ ვიკა ხომ არ ვატარო?
-რატო?რა პრობლემა აქვს?
-მოზარდია, თინეიჯერი და სჭირდება ადამიანი რომელსაც მიენდობა
-შენ დაელაპარაკე მეგობრულად და ყველაფერს გეტყვის რაც გაინტერესებს. არამგონია ვიკა ურჩი ბავშვი იყოს
-ურჩი არაა, თავის ჭკუისაა...თუ ისე არ იქნება ყველაფერი როგორც მაგას უნდა შეძრავს ქვეყანას.თუ მის ნებას დაყვები მაშინ პრობლემა არაა.
-არ შეიძელბა მასე.
-რა ვქნა? გოჩას ბრალია. მე ვცდილობ მკაცრად მოვექცე,მაგრამ გოჩას არ სიამოვნებს. ელემენტარულად იმას რომ მივუთითებ ნორმალურად დაჯექი, ბეჭებში გასწორდი-მეთქი ბავშვს ატერორებო წარმოგიდგენია?
-ვერ დავადგინე თქვენ როგორი წყვილი ხარ? თითქოს ერთმანეთი გიყვართ. თითქოს...არ ვიცი მოკლედ... წავედი მე დღეს ბევრი საქმე მაქვს.
-წამოდი გაგაცილებ
-ექვსისთვის გამოდი თუ მოიცლი და ჩემს მეგობარს გაგაცნობ. იცი რა კარგი გოგოა?
-ვეცდები გამოვიდე...გმადლობ,რომ შემომიარე.


VVV

ლილი სკოლის ეზოდან გამოვიდა. მოპირდაპირე მხარეს პატარა კაფე იყო გახსნილი. დაინახა მისი კლასელები იქ ისხდნენ და საუბრობდნენ.ცოტა ხანს გაჩერდა და დააკვირდა. ყველას მხიარული ღიმილი ეხატა სახეზე. ის იყო შეტრიალდა და წავიდა ,რომ ვიღაცამ მხარზე ხელის დადება მოასწრო.
-მასწავლებელო?
-ლილი ჯერ არ წასულხარ?
-გაჩერებაზე გადავალ და...
-ყოჩაღ. შენი პასუხი დღეს ძალიან მომეწონა. იმედია ყველა გაკვეთილზე იაქტიურებ. ძალიან ჭკვიანი გოგო ჩანხარ, ალბათ შენი მშობლები შენით ამაყობენ_ქალმა თავზე ხელი დაადო გა სწრაფად გაშორდა.
ლილის თვალზე ცრემლი მოადგა ,მაგრამ მაინც სწრაფად გადავიდა გზიდან და გაჩერებაზე მივიდა. ფიქრებს სადღაც შორს გაეტაცათ, მაგრამ მისი ტრანსპორტის მოსვლამ ყველაფრიდან გამოაფხიზლა. ფანჯრის მხარეს დაჯდა და ქუჩას გააყოლა მზერა. ერთმანეთს ათასი რამ ენაცვლებოდა მის თვალწინ. ერთდროულად რამდენ რამეზე ფიქრი შეულია ადამიანსო გულში გაივლო და ოდნავ გაეღიმა. იქნებ არც ისე საშინელია ცხოვრებაო. კიდევ გაეღიმა...კიდევ ბევრ და საინტერესო რამეზე დაფიქრდა სანამ თავის გაჩერებას არ მიადგა. ლამის ჩამოსვლა დაავიწყდა ,მაგრამ ნაცნობი შენობის დანახვამ გონს მოიყვანა ელვის სისწრაფით ჩამოხტა ძირს.
სახლში შევიდა და გარშემო მიმოიხედა. მისაღებში არავინ იყო. სამზარეულოდან ისეთი საინტერესო სურნელი გამოდიოდა მაშინვე იქეთ გავარდა.
-ბებო რას ამზადებ?
-ხბოს ხორცს
-ძალიან გემრიელი სუნი დგას. გინდა დაგეხმარო?
-თითქმის მოვრჩი. გელოდი და ადრე დავიწყო. ახლავე გადმოგიღებ.
-ძალიან მშია. დღეს სკოლაში ძალიან დავიღალე და ბევრი სამეცადინოც გვაქვს.
-მგონი დღეს უფრო კმაყოფილი მოხვედი.
-მასწავლებლებს მოვეწონე.
-ვის არ მოეწონება ჩემი ლამაზი გოგო,ჩემი ჭკვიანი ...
-ბებო შენ ჩემით ამაყობ?
-მაგას რატომ მეკითხები?
-დღეს მასწავლებელმა მითხრა შენი მშობლები შენით უნდა ამაყობდნენო.
-მე შენით ყოველთვის ვიამაყებ. ჩემი საყვარელი,კეთილი და თბილი გოგო ხარ შენ. შენნაირი მეორე არაა. ხედავ? მასწავლებელიც რა მალე მიხვდა?
-მართლა?
-შენს თავს ვფიცავ... იცი? დღეს შენთვის რაღაც მოიტანეს.
-ვინ მოიტანა?
-ფოსტამ. დეიდამ გამოგიგზავნა.
-იქედან?
-არა აქ გიყიდა. უბრალოდ ფული გადაიხადა და გამოიწერა მაღაზიიდან. რაღაც უცნაური სახელი ქვია ვერ დავიმახსოვრე. მოიცა მოგიტან.
ქალი სწრაფად გაიქცა და მერე მალევე დაბრუნდა. ხელში თეთრი პოლიეთილენის პარკი ეკავა და შიგნით პატარა კოლოფი იდო.
-რა არის._ სწრაფად გახსნა გოგონამ და საჩუქარს გაოგნებულმა დააჩერდა._არ არსებობს... ბებო...
-ეს გინდოდა?
-დეიდამ ჯერ კიდევ წინა სემესტრში შემპირდა და მეგონა დაავიწყდა. თუმცა ეს ისე ძვირი ღირს ,რომ არ მინდოდა ასე დახარჯულიყო. _ თეთრი ტელეფონი ამოიღო ყუთიდან გოგონამ და ხელში აათამაშა._ახლა აქ რომ იყოს აუცილებლად ვაკოცებდი.
-ხომ იცი შენთვის არასდროს არაფერი ენანება. არც ეს ‘’ა...ა...ა......’’ , სულ დამავიწყდა რა ქვია.
-აიფონი ბებო. ძალიან ძვირი ღირს ასეთი საჩუქარი მეტისმეტი ფუფუნებააა.
-განა სხვას ვის უყიდის შვილო. მის საქმეებს გადაჰყვა და ერთი ოჯახი ვერ შექმნა. შვილიც შენ ხარ მისთვის და ყველაფერი. კარიერა...კარიერაო და აჰა... დარჩა მაგ კარიერის ამარა.
-ბებო...მერე სკაიპში დავურეკავ და მადლობას ვეტყვი. რათქმაუნდა ჩემი უახლესი შენაძენით _ სახე გაუბრწყინდა ბავშვს და თავისი ძვლთაძველი ტელეფონიდან კარტა ახალში გადადო. _ჩემს სკოლაში ყველასა ასეთი აქვს იცი? იმ ჯართით მხოლოდ მე დავდიოდი.
-ბებო მაგათ მაგის მეტი განა რამე ენაღვლებათ? გგონია შენსავით უხერხულად გრძნობენ თავს როცა მშობლები ასეთ ძვირფას საჩუქრებს ყიდულობენ. მათთვის ეს ვალდებულებაა.
-მაგალითად ჩემი კლასელი ვიკა...
-ვინ ვიკა? უკვე გაიცანი?
-თავის დაბადების დღეზე მთელი კლასი დაპატიჟა და ზრდილობისთვის მეც. რომ გაჩვენა როგორ იკრიხება. თავი სამყაროს უზენაესი ჰგონია. ვერ ვიჯერებ რომ ჩემი ახაკის ბავშვს შეიძლება საკუთარ თავზე ამხელა წარმოდგენა ჰქონდეს. დაბადების დღეზე დაგვპატიჟა და თან მშვენივრად გვაგრძნობინა, რომ ამით დიდი სამსახური გაგვიწია.
-ასეთი ბავშვებია მერე ,რომ ფუჭდებიან შვილო_ კოვზი მოაწოდა შვილიშვილს მზიამ და თვითონაც ჩამოჯდა.
-სულ დედამისზე საუბრობს როგორი ლამაზი და ელეგანტურია. რა გემოვნებიანი და როგორ შეუძლია მამამისს უყიდოს მთელი მაღაზია თუ რათქმაუნდა თვითონ მოინდომებს.
-ეგ შვილო გაუფუჭებიათ მშობლებს.
-წარმომიდგენია რა დაბადების დღე ექნება. იმედია ისე ჩაცმას მოვახერხებ მაგის დონეს არ ჩამოვრჩე. თავად კაბას იკერავს რათქმუანდა დედიკოს პირად მკერავთან.დღეს ამბობდა _ ენა მოითლიფა ლილიმ და წვნიანი მოსვა.
- შვილო ასე ხდება როცა ადამიანი მსგავს ოჯახში იზრდება. მათ ცხოვრებას კი არა მანჭვა-გრეხვას ასწავლიან და მერე ამდენ შეცდომებსაც ამიტომ უშვებენ. როგორი დედაც ზრდის შვილიც ისეთია.
-რა ვიცი ბებო გავიცნობ ალბათ დაბადების დღეზე. თუმცა დიდად წასვლა არც მინდა,მაგრამ მერე იტყვიან არ გვიკადრაო. ან იქნებ გაუხარდეთ კიდეც თუ არ მივალ.
-აუცილებლად წახვალ და ბავშვებს დაუმეგობრდები. ისეთიც გამოჩნდება ვინც შენ გაგიგებს
ლილიმ მხრები აიჩეჩა და კიდევ ერთხელ გადახედა ახალ შენაძენს. ტუჩებზე სიხარულის ღიმილმა გადაურბინა.

VVV
უკვე ექვსი ხდებოდა ჭიშკარზე ზარი, რომ დარეკა თეონამ. ცოტა ხანს ცდა მოუწიათ, მაგრამ მერე ახალგაზრდა მოხდენილმა დიაასახლისმა ვიღაც ქალი და ბავშვი გამოაცილა მანქანამდე . სტუმრები დაინახა თუ არა ჭიშკრისკენ აიღო გეზი. წამსვლელებმა ის იყო მანქანაც დაქოქეს.
-ამ უბანში არასდროს ვყოფილვარ_მხრები აიჩეჩა ანამ
-ახალი დასახლებაა. სულ 2-3 წელია რაც დაიწყეს აქ გადმოსვლა. რათქმაუნდა ფულიანმა ხალხმა. შეხედე რა სახლებია.
-თვალისმომჭრელი.
-სალამი გოგონებო._გაიღიმა თიკომ და დიდი ხნის უნახავ მეგობარს კისერზე მოეხვია.
-სამსახურეიდან წახვედი,მაგრამ შეგეძლო შემოგევლო
-მაპატიე, მე თიკო _ხელი გამოუწია ანას
-ანა, სასიამოვნოა...
-ჩემთვისაც. მობრძანდით სტუმრები უკვე წავიდნენ. რომ იცოდეთ რა აუტანელი ბავშვია. გაუზრდელი და თავხედი. ვერაფერი ვუხერხე...ჯერჯერობით...
-მოარჯულებ ვიცი. შენ ხომ საუკეთესო ხარ?
-ყავას დალევთ?
-ჰო, მე უშაქრო, ანა შენ?
-რძიანი თუ შეიძლება
-აქ ყველაფერი შეიძლება. დასხედით_დივნისკენ მიუთითა ქალმა თუმცა წიგნები იყო მობნეული_მაპატიეთ, ლუკამ დამტანჯა ყველგან ყრის ამ წიგნებს და ქსეროქსებს რა. ნეტა ასე კითხულობდეს მაინც.
-არ უყვარს სწავლა?
-მკლავს. ჯერ არ ვიცი რააში ვიხდი ფულს. ფაქტია მხოლოდ ქსეროქსებში. მოტანით მოაქვს ჯერ არ წაუკითხავს.
-აცადე ბავშვს ცხოვრება
-დაიწყე შენც მამამისივით ახლა. ზუსტად მაგას მეუბნება ''აცადე ბავშვს ცხოვრებაო...''_ გაჯავრდა თიკო ,მაგრამ მალევე ისევ გაიღიმა._ აბა რა პრობლემაა მითხარით.
-პრობლემა მე არ მაქვს. ეს ჩემი მეგობარია. ჩვენთან მუშაობს რეგისტრატურაში.
-მანდ კიდევ ისეთი სასაცილო ხელფასებია? ღმერთო რა იყო ჩემს დროს რომ მახსენდება ვგიჟდები._შუბლი შეჭმუხნა თიკომ
-ახლა მოუმატეს._ხმა ამოიღო ანამ.
-კიდევ კარგი.
-პრობლემა ანას აქვს თიკუნა. ცოტა რთული საქმეა რა. დაგვეხმარები?
-რაც შემეძლება კი. პირველი რაც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ.
-გვითხარი _აცქმუტდა თეონა
-ჩემს კაბინეტში უნდა გავიდეთ...მხოლოდ მე და ანა... შენ აქ დამელოდე. ‘’ვაიფაი’’ მაქვს გაერთე. თუ არა და ტელევიზორი ჩართე. რავიცი კიდევ დაისხი ყავა . რაც მოგესურვოს. შენზეა ყველაფერი.თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში.
-გმადლობ.
-არ შეიძლება თეონაც დაგვესწროს?_საწყლად თქვა ანამ
-არა, ფსიქოლოგი პაციენტის პირისპირ უნდა დაჯდეს.
ანა მორჩილად გაყვა ქალს , თუმცა უკან-უკან მაინც იხედებოდა. თიკომ კარი მიკეტა და ანას გრძელ სავარძელში დაჯდომა მოსთხოვა. ანა უხერხულობის ჟრუანტელმა მოიცვა და იქედან გავარდნის სურვილი დაეუფლა. მიუხედავად ამისა არსად წასულა. დაჯდა მორჩილად და ინსტრუქციებს დაელოდა.
-ფეხები შემოაწყვე და მოხერხებულად იყავი. თითქოს იმ ადგილას ხარ სადაც თავს ყველაზე ბედნიერ და ლაღ ადამიანად გრძნობ. უბრალოდ წარმოიდგინე.
-საქმეც მაგაშია_ხმადაბლა ამოთქვა ანამ
-რა?
-თავს ვერსად ვერ ვგრძნობ ისე როგორც ბედნიერი და ლაღი. წარმოდგენაც არ მაქვს ეს ადგილი სად არის.
-ამას დეპრესია ქვია საყვარელო. დაჯექი, მოეშვი და მხოლოდ მე მომისმინე.
ანამ ბრძანება დაუყოვნებლივ შეასრულა, თუმც ეს ბრძანება სულაც არ იყო. უბრალოდ მან მიიღო ასე.
-მითხარი რა არის შენი ყველაზე დიდი პრობლემა
ანა დაფიქრდა. შეეტყო ,რომ ამის თქმა არ უნდოდა...უფრო იმიტომ რომ რცხვენოდა.
-მითხარი. მე ფსიქოლოგი ვარ და ყველაფერი რაც აქ ითქმება აქვე დარჩება. დასამარდება ამას ვერავინ გაიგებს.
-შვილი, ჩემი შვილია პრობლემა...
-შვილთან პრობლემები გაქვს? დღეს ისეთი დრო დადგა ის უფრო გამაკვირვებდა შვილთან პრობლემა რომ არ გქონდეს. მით უფრო თუ მოზარდია .რა სახის პრობლემა?
-ყველანაირი.
-რას ნიშნავს ყველანაირი?
-ყველანაირი.
-მაგალითად? მოდი დავასახელოთ ერთი პრობლემა რომელიც გადაუჭრელად გესახება.
ანას სახეზე ტრაგედიად გამოესახა სირცხვილი. ცრემლი თვალზე კი არა კისერშიც მოებჯინა.ნეტა როდის იტირა ბოლოს? მაგრამ არა არ იტირებს...
-მისი შეყვარება და შვილად მიღება
როგორც შეეძლო ისე შესძინა სიმტკიცე თავის ნათქვამს
თიკო თითქოს რაღაცას მიხვდაო. ხელები ერთმანეთს გადააჭდო და გაჩერდა. რა უნდა ეთქვა ან როგორ იმას ფიქრობდა.ან ისე როგორ ეთქვა ,რომ სწორად ყოფილიყო აღქმული.
-შენი შვილი რამდენი წლისაა?
მარტივად გახსნა დიალოგი ქალმა
-ცამეტის. რამდენიმე კვირაში თოთხმეტის ხდება.
-რა ჰქვია?
-ლილი...
-თოთხმეტი წლის წინ რამდენის იყავი?
-თვრამეტის...ცხრამეტის...
-მე რასაც ვფიქრობ სიმართლეა? _ბევრი ფიქრი და მარჩიელობა არ დასწირვებია ფსიქოლოგს ისე ამოხსნა საიდუმლო. ასეთი რამ ნანახი თუ არა წაკითხული ან მოსმენილი მაინც ჰქონდა.
ანამ დამორცხვებით დააქნია თავი და ამჯერად ცრემლებს გასაქანი მისცა. ცოტა ხანს თავჩახრილი ტიროდა. ჩანთა ისე ჩაებღუჯა ხელებით გახსნა ძლივს მოახერხა. მერე გასწორდა და ლოყებზე მდინარი ცრემლი მოიწმინდა.
-ყველაფერი გასაგებია.
მშვიდი და ნაკლებად შემტევი ტონით აგრძელებდა სეანსს თიკო. სკამში მოხერხებულად მოეწყო. ხორბლისფერი თხელი ზედა ვიწრო შავ შარვალზე ,რომ გადმოშვებოდა საოცრად თბილ შესახედაობას ჰმატებდა. მის ისედაც თეთრ სახის კანს მეტ სინაზეს და ქალურობას . რაღაც იყო მასში რის მიმართაც ნდობის მარცვალი გაუღვივდა ქალს და თითქოს დააპირა რაღაც კიდევ ეთქვა.
მისგან მოულოდნელად თიკომ ხორბლისფერი სვიტერის მკლავები იდაყვებისკენ წაიჩოჩა და საქმიან ფაცი-ფუცს მოჰყვა მაგიდაზე. მანამ სანამ იგი ქაღალდებში ქექვას დაიწყებდა ანა ფეხზე წამოდგა და კედელთან აიზუტა. ტუჩები ნერვიულობისგან აუცახცახდა.
თიკო მშვიდად უყურებდა მის ქცევას, მაგრამ ისევ ინარჩუნებდა თავის პოზიციას. ანას არაფერი უთქვამს მხოლოდ ერთი მიმართულებით იყურებოდა. სწორედ მის თვალებს გაადევნა მზერა თიკომ და საკუთარ მაჯასთან მივიდა.
სვიტერი უკან ჩამოსწია და ფრთხილად წამოდგა.
ახლოს მივიდა და მხარზე ხელი მოხვია.
-ჩემი ტატუ? სვირინგმა შეგაშინა? ეს მხოლოდ ტატუა თან ძალიან პატარა ზომის. არაფერია... პატარა ჩიტი როგორც თავისუფლების სიმბოლო
ანამ ისევ თავი გადააქნია. რაღაც უცნაურად იყურებოდა.
-სვირინგების გეშინია?
ანამ ამჯერად თავი გააქნია
-არა?
მან ისევ თავი გააქნია.
-აქვს რაიმე კავშირი სვირინს შენს წარსულთან? იმასთან რაც თავს გადაგხდა?
-კი..._ცრემლნარევი ხმით თქვა ანამ და უფრო მაგრად აეკრა კედელს.
თეონას მეგობრის დანაბარები შეესრულებინა. მისაღებ ოთახში დივანზე მოკალათებული ჩასციცინებდა ტელეფონს და რაღაცეებს კითხულობდა ,რომ დრო მოეკლა. თავის საქმიანობას მინის კარზე კაკუნმა მოსწყვიტა. ცოტა შეეშინდა და თავი სწრაფად ასწია.
კარს უკან მშვენიერი ქალი იდგა და ოთახში შემოხედვას მზის მოჩრდილვით ცდილობდა. გამოპასუხებას და შემოპატიჟებას აპირებდა ,მაგრამ სტუმარმა კარი თვითონ გააღო და შიგნით შემოვიდა. ვიწრო შავი შარვალი და ზღვისფერი პერანგი ეცვა რაც მის თვალის ფერს უფრო მომხიბლავს ხდიდა.
-გამარჯობა..._დაბნეული ხმით წარმოთქვა მან და დაელოდა მასპინძელი როდის წამოდგებოდა დივნიდან რომ მისალმებოდა
-სალამი. თქვენ ალბათ თიკოსთან ხართ არა? პაციენტი ყავს და ...მე უბრალოდ ველოდები. მე და თიკო დიდი ხნის მეგობრები ვართ.
-მე მეზობელი და მისი ახლო მეგობარი ვარ. მითხრა დღეს თუ გამოხვალ ერთად ვივახშმოთო. ჩემს მეგობარსაც გაგაცნობო.
-ალბათ მე მიგულისხმა _გაიღიმა თეონამ
-ალბათ. მე თამუნა... მოპირდაპირე სახლში ვცხოვრობ_ხელი გამოუწოდა ქალმა
-თეონა, ძალიან სასიამოვნოა. მე და თიკო რამდენიმე წელიწადი ერთად ვმუშაობდით ცენტრალურ კლინიკაში.
-ძალიან კარგი. შოკოლადის ნამცხვარი მოვუტანე. ვიცი ,რომ უყვარს. მსახურმა გამოაცხო ჩემი ქალიშვილისთვის. ისიც გიჟდება...
-გემრიელად გამოიყურება
გაიღიმა თეონამ. სტუმარმა ფართე თეფში მაგიდაზე დადო და თავადაც დივანზე ჩამოჯდა.

***
თიკო თავის სამუშაო მაგიდასთან იჯდა და მოთმინებით ელოდა როდის დაბრუნდებოდა პაციენტი თავის ადგილას. თითებს მინის მაგიდაზე ისე აამაშებდა გეგონებოდათ როიალზე უკრავსო. ანა ოთახიდანა რ გაქცეულა. ეს კარგის ნიშანი იყო. მიუხედავად იმისა მომხდარი მძიმე ლოდად აწვა მთელს მის ცხოვრებას ქალი აცნობიერებდა ,რომ ამ ტვირტისგან უნდა განთავისუფლებულიყო.
ანა სავარძელს ფეხაკრეფით მიუახლოვდა და დაჯდა. დრო და დრო თვალს აპარებდა თიკოსკენ. ალბათ ელოდა როდის დაუსვამდა პირველ კითხვას.
-ცამეტი წლის შვილი გყავს არა?
-კი. ლილი ქვია...
-როგორია?
-რაა?
-როგორია შენი შვილი?
ანა შეყოვნდა. არც კი იცოდა რა უნდა ეთქვა. იქნებ საერთოდაც ჯობდა გაჩუმებულიყო. სათქმელი ბევრი მაინც არაფერი ჰქონდა. ერთადერთი რეალობა ის იყო, რომ ანა საკუთარ შვილს საერთოდ არ იცნობდა. ახლა ის უიშვიათესი შემთხვევა იყო როდესაც ლილის შესახებ საუბარი უნდოდა, მაგრამ არ შეეძლო
-არ ვიცი. მე მას არ ვიცნობ.
-ველაზე უკეთ ვინ იცნობს?
-დედაჩემი. ლილი მან გაზარდა.
-და რას ამბობს როგორიაო?
-ჭკვიანია. საყვარელი, თავმდაბალი, მორცხვი და ... და ...
-რა?_გამომცდელად დააყოლა თიკომ.
-ცოტატი ნერვიული და დეპრესიული. ჩემივე დამსახურებით_როგორც შეეძო ისე ცუმად დაამატა ქალმა, თმცა თიკომ კარგად გაიგონა
სიჩუმე ჩამოწვა. ამ უკანასკნელ ფრაზაზე თიკოს კომენტარი არ გაუკეთებია. ფიქრობდა რომ სჯობდა სათქმელი ბოლომდე მიეყვანა.
-მაგრამ ჩემი ბრალი არ არის. ვცდილობ ,მაგრამ არ გამომდის. განა მარტივია? განა ადვილია? როდესაც ვუყურებ ყველაფერი თთქოს თავიდან ხდება.
-მაგრამ ეს ხომ მისი ბრალი არ არის. მას არ აურჩევია ასე მოვლენოდა ქვეყანას.
-და ჩემთვის რა ნუგეში? ჩემთვის იცვლება რეალობა?
-ცამეტი წელი ის დროა როდესაც რაღაცეები უნდა გადაგელახა.
-დრო ვერ კურნავს იარებს
-ვერ კურნავს, მაგრამ შეგუების ინსტინქტს გვივითარებს. ანა წარსულს ვერ შეცვლი , აგრამ შეგიძლია აწმყო და წარსული შეცვალო. არჩევანი შენ გააკეთე და არა ლილიმ. შენ აირჩიე რომ გაგეჩინა და ვალდებული ხარ ის მიიღი.
-მე არ გამიკეთებია ეს არჩევანი. იძულებული გავხდი.
-იძულებული რომ არ გამხდარიყავი არ გააჩენდი?
-ალბათ არა.
-ომიყვები?
ანა სავარძელში შეიშმუშნა და მოყოლა დაიწყო. ნელა ,მაგრამ დამაჯერებლად ყვებოდა. ისე ჩადა თითქოს თავიდან განიცდიდა ყველაფერს რაც წლების წინ გამოიარა. თიკო სავარძელში მოხერხებულად იჯდა. ხელის მტევანი ნიკაპქვეშ ამოედო და სულგანაბული უსმენდა. მისთვის თხრობა ერთელაც არ შეუწყვეტინებია.
-თბილისში რომ დავბრუნდი დაახლოებით სამ კვირაში მივხვდი,რომ ორსულად ვიყავი. თვიდან ვმალავდი თქმის მეშინოდა.ვფიქრობდი დედა ამ ამბავს როგორ გადაიტანს მეთქი. მამა ორი წლის გარდაცვლილი იყო. მთელს იმედებს ჩემზე ამყარებდა. ჩემი და იმ წელს ამთავრებდა უნივერსიტეტს. მე სკოლას. როგორ უნდა მომეხდინა მობილიზება სწავლაზე. ეს ხო ყველაფერს შეცვლიდა? კარგა ხანს ვმალავდი ,მაგრამ ბოლოს გავაცნობიერე რომ აზრი არ ქონდა. დედას ვუთხარი. ვიფიქრე თუ მომკლავს დავისვენებ მაინც-თქო ,მაგრამ განა რა ჩემი ბრალი იყო. დედამ ტრაგედიად აღიქვა ,მაგრამ უნდა გამოვტყდე აბორტის გაკეთება არ დაუჟინია. რაც მამ გარდაიცვალა მაგის მერე რწმენაში უფრო ღრმად შედგა ფეხი და ალბათ მაგიტომ...მაგრამ მე დავიჟინე. ჩემს ოჯახხს რა სახსრებით უნდა გაეზარდა ბავშვი. მამა არ მყავდა. ჩემი და მაგისტრატურაზე ჩაბარებას იჩემებდა. სტუდენტს რამდენი უნდა მოგეხსენება. დედაჩემს რა უნდა ეშოვნა ამდენი რომ ყველა ვერჩინეთ და თან გადასახადი ეხადა? თან იქვე გავაცხადე ეს ბავშვი არ მინდა-თქო. წამომყვა ექიმთან ,მაგრამ ექიმმა გადაჭრით იუარა. შეიძლება ვერ გადაიტანოს აბორტიო. არც მე და არც დედას სხვა გზა აღარ გვქონდა.
-და ლილი დაიბადა.
-ჰო,...იმ თვეების მანზილზე სულ სახლში ვიყავი. ყველა მეგობარს ჩამოვშორდი. ვიჯექი და ვმეცადინეობდი. სხვა რა უნდა მეკეთებინა. ასე მტანჯველი ფიქრებიდანაც ვააღწევდი თავს. სიმართე გითხრა ლილი რომ დაიბადა მერე უფრო გავაცნობიერე რა მოხდა ჩემს თავს. მანამდე თითქოს აგონიაში ვიყავი.
-ასეთი შემთვევებიც არსებობს. _თავდაჯერებული ჩანდა თიკო_მერე?
-ბუღალტრის კურსებზე დავიწყე სიარული. სახლში თითქმის არ მოვდიოდი. დედაჩემი გამუდმებით ცდილობდა ბავშვი ჩემთვის თვალებში გამოეჩხირა . ღემდე ასე იქცევა ,მაგრამ არაფერი გამოსდის. არ შემიძლია და მორჩა.
-ან ამ მდგომარეობას შეეგუე.
-რაა?
-გამოსავლის მარტივად პოვნა ქვია მაგას. თავს არიდებ რეალობას და მარტივად იკეტები შენს ნაჭუჭში
-შეიძლება_ხმა უფრო მეტად უძლური გაუხდა ქალს.
-და გინდა ,რომ ასე გაგრძელდეს სამუდამოდ? შენ და შენი შვილი სხვადასხვა გზაზე დადიოდეთ? ბავშვია და ლოგიკურია რომ კითხვები უჩნდება და რაც მეტად გაიზრდება უფრო მეტი გაუჩნდება. თანაც სამართლიანად. შენ დუმილის უფლება გაქვს მას კი კითხვების დასმის.
-რა უნდა ვუთხრა? რომ მამამისმა ჩემზე ძალა იხმარა და იძულებული გავხდი გამეჩინა?
-არ არის საჭირო ასეთი რადიკალური ფორმა. ჯერ სხვა საფეხხურიდან უნდა დაიწყო. მისი მოძებნა არ გიცდია?
-ვისი?
-შენი შვილის მამის?
-როგორ მომეძებნა არც სახელი ვიცი მისი და არც გვარი. წარმოდგენა არ მაქვს სად ცხოვრობს. ან საერთოდ ცოცხალია კი? იცი იმ ღამით რა მდგომარეობაში იყო? სასმელით და ნარკოტიკით გაჟღენთილი. ნამდვილ მხეცს ჰგავდა. ვერაფრით მოვერიე. სრულიად ჰქონდა გადაკეტილი გონება. მასეთი ცხოვრების წესით თუ განაგრძო ცხოვრება ახლა დიდი ხნის დამარხული იქნება.
-იქნებ არც არის.
-მეეჭვება. მის თვალებს რა დამავიწყყებს. ფირუზისფერი კიანთა თვალები ჰქონდა, მაგრამ სულ ჩასისხლიანებული და ჩაწითლებული. გეგონებოდა ნაცემიაო. _ანას თითქოს ტანში გააჟრიალა და სავარძელში შეიშმუშნა.
თიკომ იფიქრა გავაჩერებ და დანარჩენი სხვა დროს მოყვესო ,მაგრამ რადგან ბოლომდე გახსნოდა ლაპარაკის სურვილი აღარ გააწყვეტინა.
-ხელი ,რომ წამავლო მეგონა ძვლებში გადამამტვრევდა. არ ვიცი რა ქონდა ასეთი გაკეთებული თუ დალეული თუ როგორცაა. ერთხელ მოვასწარი დაკივლება ,მაგრამ ისე მეტკინა მეგონა ხმა სამუდამოდ ჩამიწყდა-თქო.
ანა გაჩუმდა, მაგრამ დიდი ხნით არა. მალევე განაგრძო თხრობა.
-ხელი მსტაცა და დამიყვირა არ წამომყევი, მაგრამ ხომ ხედავ მაინც მოგაგენიო. მივხვდი, რომ ეგონა სხვას ელაპარაკებოდა. უფრო სწორად უყვიროდა. მე რასაც გეტყვი ის უნდა გააკეთოო. სულ გარბიხარ და იმალებიო...მგონი ასე თქვა შენს სახლში მემალებიო თუ რაღაც მაგის მსგავსი. წესიერად არც მახსოვს. უფრო ზუსტად ვერ მივხვდი. რაღაც ნაბოდვარი იყო. ხელი ვკარი და წაბარბაცდა. ვიფიქრე ახლა დაეცემათქო და გამოქცევა ვცადე ,მაგრა მობრუნებისას რაღაცას წამოვკარი ფეხი და დავეცი. მანაც დრო იხელთა და ფეხზე მსტაცა ხელი.
თიკოს მთელი ძალით გააჟრჟოლა,მაგრამ არ შეუმჩნევია. უცვლელი სახით უსმენდა პაციენტს. არ უნდოდა რამე გამორჩენოდა.
-მამაჩემის ნაჩუქარი ყელსაბამი მეკეთა. ხელი მძივზე გამომდო და თავისკენ მომქაჩა. ვიგრძენი როგორ გამხეხა კისერი ლითონმა და მერე გაწყდა. ვყვიროდი ,მაგრამ ჩემი ხმა არავის გაუგია. ზემოთ სანაპიროსთან ბარი იყო და მუსიკას იმხელა ხმაზე ახრიგინებდნენ ყურში რომ ჩაგეყვირა ნებისმიერი იქ მყოფისთვის იმასაც ვერ გააგონებდი. მინდოდა მისთვის მეკბინა მაგრამ ვერ მოვახერხე. მხოლოდ...
ანა ისევ გაჩერდა და მზერა თიკოს მაჯისკენ გააპარა, მაგრამ ქალს სვიტერის მკლავები ჩამოწეული ჰქონდა. ის რასაც ეძებდა თვალთახედვის არედან გამქრალი იყო. ამან უფრო დაამშვიდა. სვირინგს ,რომ ვერ ხედავდა თავს თითქოს უფრო უსაფრთხოდ გრძნობდა.
-მერე რა მოხდა? _ძალისხმევის შემატების მიზნით თავად ჩაეძია ქალი
-ჩემზე ძალა იხმარა. ვერაფრით მოვერიე. როგორ არ ვეცადე ,მაგრამ ვერ დავუსხლტი. ისე იყო გამწარებული და გაგიჟებული თითქოს მთელი სამყაროს ბოღმას ჩემზე ანთხევდა. მთელი სხეული მტკიოდა . ვცდილობდი რამე ჩამერტყა. ხელებით ქვას ვეძებდი ,მაგრამ სანაპიროზე მაგხელა ქვას სად იპოვნი ვინმეს თავში ჩაარტყა. ერთადერთი რაც მოვიფიქრე და მოვახერხე ...._ანამ ნერწყვი გადაყლაპა და ცოტა ხანს ისევ შეისვენა. ცხადი იყო ,რომ ჯერ ისევ იმ განცდებში იყო.
-ფრჩხილები კისერზე მთელი ძალით ჩავჭიდე და ისე ძლიერად მოვკაწრე ,რომ სისხლი სულ თქრიალით წასკდა. ისეთ ხმაზე დაიღრიალა გავიფიქრე ალბათ ახლა მომკლავს-მეთქი. ხელებიდან გავუსხლტი ,რომ გავქცეულიყავი და სწორედ მაგ დროს შევამჩნიე ყელზე სვირინგი. ერთადერთი რაც მის შესახებ ვიცი. ჩემი თვალებიდან არასდროს ამოვა. ყოველთვის როცა სვირინგს ვხედავ შინაგანი ისტერიკა მეწყება. ასე მგონია ვკვდები. მინდა გავიქცე ისე შორს საიდანაც აღარასდროს დავბრუნდები. ასე მგონია ,რომ ისაა. თვალზე ბინდი მეკრება და იმას ვხედავ რასაც იმ ღამით ვხედავდი.
-დღემდე გახსოვს და ვერ ივიწყებ. ასოციაცია გაქვს , რომ ყველა სვირინგი რაც სხვა ადამიანს აქვს...
-LORD _ია _წინადადების დასრულება დაასწრო ანამ და სახეზე ზიზრი გადაეკრა თიკოს გაოგნებისგან და შიშისგან ფერი წაერთვა. ადგილზე შეცბა. ხმა ვერ ამოიღო. სადღაც კისერში გაეჩხირა სიტყვები და უსასრულობაში ჩაიკარგა. იგრძნო როგორ მოწვა თვალებზე სისხლი. როგორ გაეყინა ხელები და ყურებში რაღაც ტკივილისმაგვარი სიგნალი გაჩნდა.


______
პირველ რიგში სალამი . დიდი ხნის მერე როგორც იქნა საიტისთვისაც მოვიცალე. რა კარგია აქ ყოფნა <3
მოკლედ უკვე ძალიან დიდი ხანია მწერთ რომ ეს ნაწარმოები დავასრულო. გულწრფელად გეტყვით რომ მთელი გულით მინდოდა ,მაგრამ ვერაფრით მოვახერხე გულიანად დავჯდომოდი და დამეწერა.
ბოლოს და ბოლოს დავასრულე .მაგრამ ძალიან ბევრი რამ ჯერ ისევ გასასწორებელი და შესალამაზებელია რისთვისაც ალბათ კიდევ დიდხანს ვერ მოვიცლი ,მაგრამ დასრულებულია
ხვალ საღამოს მეორე ნაწილი დაიდება სრულად. აქ არ ჩაეტია ბოლომდე ძაან დიდი იყო.
მიყვარხართ <3



№1 სტუმარი მიკა

რყევა ზმნას ძაან ხშირად იყენებ და უადგილოდაც:) ეს ლილი კიდე გოჩიკოს შვილია,მივხვდით მაგას,მეტს ნუღარ გაწელავ

 


№2  offline წევრი lisebeth

მიკა
რყევა ზმნას ძაან ხშირად იყენებ და უადგილოდაც:) ეს ლილი კიდე გოჩიკოს შვილია,მივხვდით მაგას,მეტს ნუღარ გაწელავ
საიდან დაასკვენი რომ საიდუმლო იყო ვისი შვილია? :D

 


№3 სტუმარი ემი

ვაჰ, როგორ გელოდი heart_eyes

 


№4  offline წევრი lisebeth

ემი
ვაჰ, როგორ გელოდი heart_eyes

❤️❤️❤️ მადლობაა.

 


№5  offline წევრი kiko

ნურავის ნუ მოუსმენ! ერთი *მცოდნე* ყველგან გამოხტება :დ მართლა ძაან მომეწონა ეს ისტორია. თავიდან დავიბენი ვერ მივხვდი რა ხდებოდა რადგან ამერია მეგონა რომ ანას ბავშვობის პერიოდი უნდა აღწერილიყო მაგრამ მერე მივხვდი ყველაფერს. ალბათ ისტორია ვიკაზე და ლილიზეა ხო უფრო ვიდრე ანაზე? ველოდები შემდეგ თავს მალე. ძალიან ძალიან კარგი და განსხვავებულია ჩემთვის რადგან ამ შინაარსის არაფერი წამიკითხავს აქ.

 


№6 სტუმარი mari

Magaria <3

 


№7  offline წევრი lisebeth

kiko
ნურავის ნუ მოუსმენ! ერთი *მცოდნე* ყველგან გამოხტება :დ მართლა ძაან მომეწონა ეს ისტორია. თავიდან დავიბენი ვერ მივხვდი რა ხდებოდა რადგან ამერია მეგონა რომ ანას ბავშვობის პერიოდი უნდა აღწერილიყო მაგრამ მერე მივხვდი ყველაფერს. ალბათ ისტორია ვიკაზე და ლილიზეა ხო უფრო ვიდრე ანაზე? ველოდები შემდეგ თავს მალე. ძალიან ძალიან კარგი და განსხვავებულია ჩემთვის რადგან ამ შინაარსის არაფერი წამიკითხავს აქ.
მადლობა გაიხარე საყვარელო ❤️❤️ აადრეც ვდებდი ამ ისტორიას ნაგრამ ნერე მთაში წავედი და ვეღარ განვაგრძე. მერე სამსახური და მოკლედ ბევრმა რამემ შემიშალა ხელი მაგრამ არ დამვიწყებია.
მადლობა დიდი და მიხარია რომ კითხულობ. კი ძირიათადად ვიკაზე და ლილიზე

 


№8 სტუმარი Guest londa dm

Dzalian momwons es motxroba , saintereso da gansxvavebulia da kargad mofiqrebuli, dzalian momwons, au da gtxov meore nawili srulad dade ra .

 


№9  offline წევრი lisebeth

Guest londa dm
Dzalian momwons es motxroba , saintereso da gansxvavebulia da kargad mofiqrebuli, dzalian momwons, au da gtxov meore nawili srulad dade ra .

Guest londa dm
Dzalian momwons es motxroba , saintereso da gansxvavebulia da kargad mofiqrebuli, dzalian momwons, au da gtxov meore nawili srulad dade ra .
თუ ჩაეტევა ბოლომდე დავდებ
მადლობა დიდი რომ კითხულობ ❤️❤️❤️

 


№10 სტუმარი Guest tatalia

gaaaaad es raikooooooo dzalian magaria dzaaaaalian dzaaaaaaaaaalian shewkvite kvelafria weraaaa da es dade xolme droulaaaad gagmerteb !

 


№11  offline წევრი lisebeth

Guest tatalia
gaaaaad es raikooooooo dzalian magaria dzaaaaalian dzaaaaaaaaaalian shewkvite kvelafria weraaaa da es dade xolme droulaaaad gagmerteb !
მადლობა საყვარელო გაიხარე
❤️❤️❤️❤️
აუცილებლად დაიდება დღეს ❤️❤️❤️
როგორ მომნატრებია აქაური თბილი კომენტარები ❤️❤️❤️

 


№12  offline მოდერი Behandice

ეს ისტორია თავებად მაქვს წაკითხული რამოდენი თვის უკან და ახლა რომ დავინახე ვიცანი და დავიწყე თავიდან კითხვა მეგონა იმაზე მეტი ეწერებოდა რაც წანაკითხი მქონდა მაგრამ შევცდი,ამიტომ ველოდები საღამოს გაგრძელებას.მომწონხარ კარგად წერ heart_eyes

 


№13  offline წევრი lisebeth

Behandice
ეს ისტორია თავებად მაქვს წაკითხული რამოდენი თვის უკან და ახლა რომ დავინახე ვიცანი და დავიწყე თავიდან კითხვა მეგონა იმაზე მეტი ეწერებოდა რაც წანაკითხი მქონდა მაგრამ შევცდი,ამიტომ ველოდები საღამოს გაგრძელებას.მომწონხარ კარგად წერ heart_eyes
არის იმაზე მეტი მაგრამ ბევრადა რა ტექსტი დიდი იყო და ვერ ჩაეტეოდა მეტი. ამდენი ხნის მერე ახალ თავს ვერ გავაგრძელებდი არ ემახსოვრებოდა ხალხს
მადლობა რომმკითხულობ ❤️❤️❤️

 


№14  offline წევრი (((end)))

პირველად წავიკითხე შენი ისტორია kissing_heart აღფრთოვანებული ვარ heart_eyes არვიც,არვიცი სიტყვებს ვერ ვაბამ scream ერთი სული მაქ,როდის წავიკითხავ მეორე ნაწილს kissing_heart

 


№15  offline წევრი lisebeth

nia12nia
პირველად წავიკითხე შენი ისტორია kissing_heart აღფრთოვანებული ვარ heart_eyes არვიც,არვიცი სიტყვებს ვერ ვაბამ scream ერთი სული მაქ,როდის წავიკითხავ მეორე ნაწილს kissing_heart

უღრმესი მადლობა გაიხარე ჩემო კარგო <3
ვერც წარმოდგენთ როგორ გამახარეთ ამდენი გამოხმაურებით <3

 


№16  offline წევრი მეDina

ძალიაან კარგია თათიაა. გაგრძელება როდის დაიდება?
--------------------
☆NaT☆

 


№17  offline წევრი lisebeth

მეDina
ძალიაან კარგია თათიაა. გაგრძელება როდის დაიდება?

დღეს გვიან სახლში როგორც კი მივალ heart_eyes
მადლობა დიდი

 


№18  offline წევრი Nate

კარგია ძალიან
იმედია გააგრძელებ
ველი შენს ნიკს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent