ჩემი პრინცესა დაგარქვი (მეთვრამეტე თავი )
დაშტერებული დავდიოდი სახლში. ველოდი როდის დავრჩებოდით მარტო რომ გამეგო რა ხდებოდა ჩემს თავს. ოთახში ვისხედით ყველა და დათოს არჩეულ ფილმს ვუყურებდით. ძალიან სახალისო იყო, მიუხედავად იმისა რომ ჩემს გარდა ყველას ნანახი ჰქონდა მაინც იცინოდნენ. ერთი გიო იჯდა უხასიეთოდ და მთელი ძალით მიკრავდა გულში. განაბული ვიჯექი და ჩემს მუცელს დავყურებდი. დავიჯერო იქ პატარა სივრცეში იზრდება ჩემი ცხოვრების აზრი? -წამო რა გავიდეთ. - ყურში მიჩურჩულა გიომ, მეც მინდოდა სუფთა ჰაერზე გასვლა და ფეხზე.წამოვდექით. არავის შეუმჩნევია ჩვენი გასვლა. ვსეირნობდით. ჩვენი სახლი კარგ ადგილას იყო და გარშემო ლამაზი ბუნება აქვს. -გვანცი- საყვარლად ჩაიბუტბუტა, ხელი დამავლო და ჰაერში ამაფრიალა. -დამსვი გიო- ვკიოდი ბოლო ხმაზე ის კი არა და არ მსვავდა დაბლა. -მიყვარხარ, მიყვარხარ ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ გვანც. - მაღალ ხმაზე ყვიროდა და გულში მიკრავდა. -მეც. -ჩემი ლამაზი -ბალახზე დამაწვინა და გვერდით მომიწვა. -დავიღალე...- ოდნავ წამოიწია და ჩემს ტუჩებს დასწვდა. - ვააიმეეეე... ვაიმე რას აკეთებენ , ვაიმეეეე -ბოლო ხმაზე წიოდა სანდრო. მეც შემრცხვა და თავი გიოს მხრებში ჩავმალე, სანამ გიო არ წამოდგა და სანდროს არ გაეკიდა. დიდხანს ვუყურებდი როგორ დასდევდა ორმეტრიანი კაცი მეორეს. ბოლოს დავინახე როგორ დააგდო ბალახე და როგორ ურტყავდა. ამ სანახაობას ჩემს გარდა ექვსი ადამიანი უყურებდა. ჩემდა გასაოცრად ლიკაც იცინოდა. -მეტის ღირსია- ჩაილაპარაკა და ნინოს მიუბრუნდა. -ბიცოლა, ბიძია რატო ეჩხუბება მამას? -გააბრაზა და მაგიტომ. -ბაღში მეც მაბრაზებენ და მეც ვცემო-ხოლმე? -არა პატარავ არ შეიძლება. ისინი დიდები არიან - ლამაზ კულულებზე ხელი ჩამოვუსვი და შუბლზე ვაკოცე. .... სახლში მალევე დავბრუნდით. ლიკამ სანდროს თვალზე ყინული დაადო. დალურჯებული ჰქონდა. -რა გინდოდა ადამიანო რა?- ღიმილით ტუქსავდა ლიკა ქმარს. -რას ამბობ ქალო, აბა შუა ქუჩაში ასეთი რა შეილება? ეგ უნდა ქნან სხვაგან. -სანდრო გაწყვიტე ხმა თორე მეორე თვალსაც გაგიფერადებ.-აქედან უღრენდა გიო. -დიდი და პატარა იცოდე ბიჭო. -სანდრო მოგკლავ! -ფეხზე წამოდგომას აპირებდა მაგრამ მხარზე ხელი დავალე და ისევ თავის ადგილას დაბრუნდა. ..... საღამოს ლიხაურის აჭის წმინდა გიორგის მონასტერში წასვლას აპირებდნენ. ლიკამ ცუდად ვარო და მეც მასთან დავრჩი. დიდხანს იძახდნენ არც ჩვენ არ წავალთო მაგრამ ძალით გავაგდეთ. თოკო მამამისმა წაიყვანა და ნინუცა ჩვენ დავიტოვეთ. -აუ გვანცი მეც დავრჩები რა იყო. შენ თუ არ იქნები მე რა გავაკეთო იქ? -წადი გიოო, არაუშავრს. -კარგი ხოო იცოდე რომ დაგირეკავ მიპასუხე. -გაფრთხილების ნიშნად თითი დამიქნია და მანქანაში ჩაჯდა. ..... -ლიკა თავი კიდევ გტკივა? -რა თავი გოგო?- გაკვირვებულმა შემომხედა. - წეღან არ თქვი მტკივაო? -კი როგორ არა, თავი კი არა დროზე შედი აბაზანაში და ესეც შეაყოლე. - პარკი გამომიწოდა და რასაც ქვია ძალით შემაგდო აბაზანაში. ძალიან მეშინოდა ვერ გადავიტანდი უარყოფითი რომ ყოფილიყო პასუხი. არც დადებითი პასუხის შემთხვევაში დამაკლდებოდა საფიქრალი.პასუხის მოლოდინში თითები სულ დავიჭამე. რამოდენიმე წუთში უკვე ხუთი დადებითი პასუხი მეჭირა და თვალებიდან ცრემლი მდიოდა. ეს ხომ საოცრებაა. ჩემს მუცელში იძდება პატარა არსება რომელიც ჩემი ანგელოზი იქნება. ეს ხომ ქალისთვის სიცოცხლის ტოლფასია. -გვანცაა, კარგად ხაარ? -კარებზე აკაკუნებდა ლიკა. -გვანცა ხმა გამეცი. - მინდოდა მეყვირა დედა გავხდები-მეთქი მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი. ლიკამ კარები შემოხსნა და შემოვიდა. -ლიკაა, ლიკა შენ მართალი იყავი. -ცრემლებს ვიწმენდდი და თან ვლაპარაკობდი. -ლიკა ორსულად ვარ. მალე დედა გავხდები. -გილოცავ ჩემო გოგო. დარწმუნებული ვარ კარგი დედა იქნები. -ჩამეხუტა და თმებზე ხელი დამისვა. -მიდი მოწესრიგდი და ეგენი გადაყარე. -კარგი. -უმალ დავემორჩილე. სახე მოვიბანე და თმები შევისწორე. ..... -შენთვის ყავა არ შეიძლება და წვენი მოგიტანე. - ანანასის წვენით სავსე ჭიქა მომაწოდა და გვერძე მომიჯდა. - გიოს როგორ ეტყვი? -არ ვიცი ლიკუ, ალბათ ჩვეულებრივ. ჯერ ხომ არ ვიცი როგორი რეაქცია ექნება. იქნებ არც გაუხარდეს? -რა სისულელეა, ეგ მეორედ არ თქვა. ხომ დაგინახია ნინოს როგორ ეთამაშება-ხოლმე. როგორ უყვარს და შენ გგონია რომ საკუთარ შვილზე უარს იტყვის? -არა მაგრამ მაინც მენერვიულება. -კაი დაწყნარდი ხო იცი ეხლა მალე მოვლენ. ჩვენს გარეშე დიდხანს არ გაჩერდებიან. რამეს შეჭამ? -მმ შოკოლადი მინდა თეთრი. - თეთრი შოკოლადის გახსენებაზე ტუჩები გავილოკე რასაც ლიკას სიცილი მოჰყვა. -სამწუხაროა მაგრამ თეთრი არ გვაქვს. შავი არ გინდა? -აუ არაა, გიოს ვეტყვი და მიყიდის. - ტელეფონი ავიღე ხელში და გიოს დავურეკე. არ ირეკებოდა, ალბათ მიღება არ ქონდა. დაჩისთან ვცადე და დაირეკა. რამოდენიმე ზარის შემდეგ მიპასუხა. -აუ დაჩი რაღაც რომ გთხოვო შემისრულებ? -მომთაფვლელი ხმა მივიღე და გავიღიმე თითქოს დამინახავდა. -აბა რას ვიზავ ცქნაფა. -შოკოლადები მიყიდე რა თეთრი. ძალიან გთხოვ. -კარგი პატარა, აუცილებლად. -ისეთი თბილად მელაპარაკებოდა ცოტა მეუცხოვა. არასოდეს არ იყო უხეში მაგრამ ასეთი თბილი? -დაჩი რა ხდება? რა თბილად მელაპარაკები? -მიყვარხარ და იმიტომ. -დაჩი რომ მოხვალ მერე ამიხსნი არაა? ხო ამიხსნი? -აბა რაა ჩემო სიცოცხლე. -ვაიმეეე კარგი ვთიშავ. ეს უეჭველი რამეს მიმალავს ან ვინმეს გასაგონად მელაპარაკებოდა ასე. ... სახლში მალე დაბრუნდნენ. გიო მომეხვია მე კი მთელი ყურადღება დაჩის რომ ეჭირა იმ პოლიეთილენის პარკზე მქონდა გადატანილი. -დაჩიიი, რამე ხომ არ გავიწყდება? - წარბის აწევით გადავხედე. -კი აი ეს შენ. -მომაწოდა სადაც სამი ფილა თეთრი შოკოლადი იყო. -ვაიმე როგორ მიყვარხარ შენ ხომ არ იცი. ჩემს ოთახში ავედი და ერთი შოკოლადის ფილა გავხსენი. ისეთი გემრიელი იყო მეორეც მომინდა.ეორეს ვხსნიდი ჩაველების ხმა რომ გავიგე. -უკაცრავად და გვანცა სად არის? -გვერდიდან მომიდგა გიო. -აქ ვარ. -რამდენი ხანია გიყურებ, ერთიცალი სულ მოუთმენლად გადაყლაპე და ეხლა მეორეს ჭამ? -მიყვარს და... - მოღუშულმა მივხედე. -ესე მეც მიყვარხარ შენ მაგრამ არ გჭამ. -მე არ ვიჭმევი თორემ დიდი ხნის შეჭმული ვიქნებოდი. - უდარდელად გავაქნიე თავი და შოკოლადი მოვკბიჩე. -მეც მაჭამე რა.. -კატის თვალებით მიყურებდა მაგრამ ვერ გაჭრა. -ერთს უკვე ვუყოფ და შენ ვეღარ გაგიყობ. -კარგი რაა მიდი მაჭამე. ამდენი რად გინდა შენ მაინც. -მე კი არა შენ შვილს უნდა. -უცებ წამომცდა და ტუჩებზე ხელი ავიფარე. სამწუხაროდ გაიგო და ჩემი მოფიქრებული გეგმა წყალში ჩამეყარა. -რა თქვი ვის უნდაო?- გაშტერებულმა დამისვა კითხვა. -მე მასეთი არაფერი მითქვამს. -ბოლო შანსს ვებღაუჭებოდი. -მე რომ გავიგე? მითხარი გვანც რაც გავიგე მართალია? -ხოო ,ტირილით ვუთხარი და ცრემლი მოვიწმინდა. უკვე ხმამაღლა ვტიროდი. გიოს სახეზე გაკვირვების გარდა არანაირი გრძნობა არ ეხატა. მე კი მეგონა გაუხარდებოდა. უცებ ჩემს წინ მუხლებზე დაეცა და მუცელზე მომეხვია. -შვილი ტოო.... რა მაგარია.- მუცელზე მაკოცა და ისევ ხელები შემომხვია. °°°°° ბოდიშით შეცდომებისთვის გადახედვას ვერ ვასწრებ. იმედია მოგეწონათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.