ბედის ბრალია!(9)
*ანა* ოთახში როგორც შევვარდი კარები გადავკეტე,ვიცოდი მიშო ამოვიდოდა და არვიცოდი რა მექნა,როგორ შემეხედა თვალებში,რომლიდანაც ახლა ცეცხლს ვაფრქვევდი,გველეშაპი მიმიქარავს,ძალიან ნერვებ მოშლილი და განადგურებული ვიყავი,მინდოდა მეყვირა,მეწივლა,მებღავლა,ემოციებისაგან დავცლილიყავი,რამე დამემტვრია,ყველაფერი გადამეტრიალებია,ეს ისეთი შეგრძნება იყო ვერაფერი მოუხერხე საკუთარ თავს და ადგილზე ხტუნვა დავიწყე თან თმებს ვიქაჩავდი,ჭკუიდან გადავედი ვერ ვიჯერებდი,უბრალოდ მომესმა ალბათ,რა სისულელე იყო ეს ყველაფერი რა გამოდიოდა?არ უყვარდი?უბრალოდ ბავშვი რომ გამეჩინა ყველაფერი ითამაშა და ჩემი გულის მოსაგებად გააკეთა,ახლა ვხვდები ალბათ ეს იყო ის მნიშვნელოვანი მიზეზი ჩემთან ქორწილისა,ხომ შეეძლო ეთქვა?მატყუებდა?ყველაფერს?ვერ დავიჯერებ,მისი თვალები არ მომატყუებდნენ მაგრამ რეალობა სახეში მირტყამს მთელი ძალით და მე რა ვქნა აღარ ვიცი,საწოლში ვგორდები და ბალიშებში თავს ვრგავ და ვცდილობ ხმა არ გავიდეს გარეთ,არვიცი რამოდენიმე წუთია მემგონი გასული მარა მე ცრემლები აღარ დამჩა,ბალიში სულ სველი იყო თავი რომ ავწიე ამოსასუნთქად,გეგონებოდათ ვედროთი დაასხეს წყალიო,ამოვტრიალდი და ზურგზე დავწექი ჭერს უყურებდი,ისევ ტირილი ამიტყდა და მუცელზე დავწექი ისევე ბალისში ჩავრგე თავი და ვქვითინებდი,ხელები საბანს დაუშინე. -რატო რატოოოოოო რატოოო ღმერთო??ჩემთვის ჩუმად ვბურტყუნებდი,ხმა აღარ მქონდა. ოთახში შემოსვლა სცადა ვიღაცამ და კარებს დაეჯაჯგურა,მიშო იყო ალბათ..რამექნა ახლა?ისტერიკა მომეწყო ეს როგორ გამიკეთე თქო?არ ვიყავი ეგეთი,ყველაფერს ექნებოდა ახნსა და გადავწყვიტე დამეცადა როდის მეტყოდა ყველაფერს,არვიცი ძალა საიდან მოვიკრიბე,უცებ წამოვხტი ფეხზე და ლოგინი გავასწორე. -ამ წუთას გავაღებ. უცებ მივირბინე სარკესთან და ტონალური წავისვი თვალების ქვეშ,სიწითლეები რომ დამემალა და კარები გავაღე. გაფითრებული სახით მიყურებდა,როგორც შემოვიდა ოთახში ხელებში მომიმწყვდია. -ანა.. -რამოხდა მიშო?გაუღიმე. -სად წადი? -ცუდი ამბავი გავიგე და ცუდ ხასიათზე დავდექი,არმინდოდა ასე შემოვსულიყავი და ოთახში ამოვედი. -რა ამბავი? -ამ..თავი მოვიქექე..ნათესავი იყო შეუძლოდ,ახლო ნათესავი და მაგიტო.. -დარწმუნებული ხარ რო სხვა მიზეზი არ გაქ?მათვარიელებდა ალბათ აინტერესებდა თუ გავიგონე რამე. -ჰეიი რა გჭირს ყმაწვილო რას ჩაგცვენია თვალები?ნატამ გაგაგიჟა ხო?ხელი გავაშვებიე სიცილით და ზურგი ვაქციე,ისევ შემომატრიალა. -რას გულისხმოვ გამაგიჟასი? -რავიცი არ გსიამოვნებს რომ მოდის ხოლმე,დაძაბული ხარ სულ.დაძაბულს ხაზი გაუსვი. -ხო იცი დედაჩემის ამბავი.თავი მოიქექა და თითქოს უფრო დამშვიდდა.ეშინოდა სიმართლე რომ გამეგო და განერვიულდა?რათქმაუნდა რომ იცოდეს რომ სიმართლე ვიცი პირველი იმას იფიქრებდა რომ გავშორდებოდი,დარჩება შვილის გარეშე,ისე კი მაინტერესებს რახდება. -წამო ჩავიდეთ სირცხვილია. -წავიდნენ უკვე. -რატო?გააქციე ხო საზიზღარო,ისევე უცინოდი და ვცდილობდი რამე გამომეცნო მის გამომეტყველებაში მარა ეტყობოდა ხასიათზე არ იყო. ქვემოთ ჩავედით და დამტვრეული ლარნაკი დავინახე. -მხეცო ისე გეჩქარებოდა ჩემთან მოსვლა დალეწე გზაში ყველაფერი?ლარნაკზე მიუთითე,ის კი უემოციო სახით მიყურებდა. -მე მეგონა შენ გაგიტყდა. -როდის კაცო?სიცილი დავიწყე..ალბათ ქარმა გადააყირავა,ავხიკავ..უცებ დაუსხლტი ხელიდან და სამზარეულოში შევედი,სახეზე წყალი შევისხი,მერე ნაგვის პარკი ვნახე და ნამსხვრევები ავიღე,მიშოს უთხარი რომ თავს შეუძლოდ ვგრზნობდი და დავიძინე,სანამ მოვიდოდა ვტიროდი,რომ მოვიდა შევწყვიტე და თავი მოვაჩვენე ვითომ მეძინა მარა არვიცი რამდენად გამომივიდა. *მიშო* ყველაფერი მეგონა დალაგდა და არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა მე და ანას,თაფლობის თვეც ისე არაჩვეულებრივად გავატარეთ მეგობრებთან ერთად,ეს დღეები ისევე როგორც ჩემთვის ანასთვისაც დაუვიწყარი იქნება დარწმუნებული ვარ ამაში,რაც ერთად ვართ ვისწავლე რა არის სიყვარული,აღარ ვარ ისეტი უხეში და ცუდი როგორც ადრე ვიყავი,ანას დამსახურება,ერთად ვიწექით,ცდილობდა თავი ეჩვენებია რომ არ ეშინოდა მარა მისი მოცახცახე სხეული სხვა რამეზე მეტყველებდა,არმეგონა ჩვენი ურთიერთობა ასეტი ტკბილი და მხიარული თუ გახდება დასაწყისიდან გამომდინარე მარა დამაცადა ვინმემ დიდხანს ეს ბედნიერება?დედაჩემი და მამაჩემი მოვიდა,ისევ შვილიშვილზე დაიწყეს ლაპარაკი,ანამ რომ უთხრა არ ვარ ორსულადო გაგიჟად ანა როგორც გავიდა დაიწყო და დაიწყო,მეგონა ვერ გავაჩუმებდი,მობეზრებულად უყურებდი,სულ ერთი და იგივეს ლაპარაკობდა მარა ახლა შეამჩნია ეტყობა რომ ჩვენი ურთიერთობა დათბა და გონია ვეთამაშები ანას,ანას ეს რომ გაეგონა დაიჯერებდა,რომ უსმენდი დედაჩემს ნერვებმა ამასხა,ამას დაემატა ლარნაკის ხმა რომელიც აშკარად ვიღაცამ წააქცია,ეს თუ ანა იყო და ყველაფერი გაიგონა დაღუპული ვარ,დედაჩემი ლაქლაქს აგრძელებდა,ფეხზე წამოვდექი და ხელი ჩავავლე და ავაყენე. -ყელში ამოხვედით დედა შენც და ელენეც და ყველა!სულ ფეხებზე თქვენი ქონება,დარჩით ქუჩაში და იქნება მაშინ მაინც მიხვდეთ ის საწყალი ხალხი რას გრძნობს რომელსაც დასცინიხარ რომ ბოლო დონეზე არ აცვია!მეორე არ დაგინახოთ აქ მოსული არც ერთი!გასაგებია???!!!უკვე ვყვიროდი ხმას ვეღარ ვიმორჩილებდი,თვალები ჩამისისხლიანდა და ძარღვები ისე დამეჭიმა მეგონა გამისკდებოდა მთელ სხეულზე.. -შვილო.. -ხმა!არ გყავს შენ შვილი!დაივიწყე ყველაფერი არ ვაპირებ ანას მოტყუებას,მართლა მიყვარს და არმივცემ უფლებას ეს ყველაფერი სხვანაირად გაიგოს და დამშორდეს..ამის დედა*ევეცი იცოდე...ხელი წინ აუფრიალე..იცოდეე რამე თუ გაიგონა ჩემი ხელით მოგკლავ დედა!კარგად იყავით და დაივიწყეთ ამ სახლის კარგი!ორივეს კარი ცხვირ წინ მიუკეტე და სამზარეულოში შევედი წყალი დავლიე და რომ დავწყნარდი ანასთან ავედი,კარები ჩაკეტილი იყო და ზმუილის ხმა ისმოდა,კინაღამ გავგიჟდი,ყველაფერი საშინელება ვიფიქრე,ყველაზე დიდი საშინელება ყველაფრის გაგონება იყო,ვიცოდი ყველაფერი გაიგონააა,მოვრჩი დამთავრდა ყველაფერი,სიტყვებს ვიფიქრებდი რომ ამეხსნა ყველაფერი,ფერი დავკარგე ნერვიულობისაგან,ბრახუნზე გადავედი,მალევე გამაგონა და კარებიც გამიღო,მეგონა ცუდი სიტუაცია დამხვდებოდა შიგნით მარა გავვოცდი,ისე მელაპარაკა მემგონი არაფერი იცოდა.გამიხარდა,ეგოისტი ვარ იმის მაგივრად რომ სიმართლე მეთქვა გამიხარდა არაფერი რო არ იცოდა და ისევე მიღიმოდა როგორც ადრე მარა მაინც იყო განსხვავება თითქოს ძალით მიღიმოდა. *ანა* 2 დღე გავიდა,არაფერს ამბობს,მემგონი დაიჯერა რომ არაფერი გამიგია,მაინტერესებს რამდენი ხანი გასტანს მისი საიდუმლო..საერთოდ როდესმე მეტყვის?არამგონია,ისევე მე უნდა გამოვტეხო..ხვალ სანდროსთან და მარიამთან მივდივართ სტუმრად,გოგოებსაც ვნახავ და სიმართლე უნდა უთხრა,ვინმეს უნდა უთხრა თუ არ გავნთავისუფლდი მოვკვდები. ჩვენი სასტავი შევიკრიბეთ და როგორ ყოველთვის ვმხიარულობდით,მერე ორივეს მოვკიდე ხელი და ოთახში ჩავყარე,სიტუაცია დავზვერე და უკან შევტრიალდი,მარიმი გაბუტული მიყურებდა. -ანა რა გააკეთე???რაკაი მწვადი იყო იციი!!!! -ღორმუცელა ხარ მარიკო.ლანამ მოეფერა პატარა გამობურცულ მუცელზე. -სულაც არა.რახდება ანა? რომ მოუყევი რაც გავიგონე თვალებს ახამხამებდნენ,ლანამ სიცილი ატეხა. -რაგაცინებს?გავბრაზდი. -რაიყო ზღაპარი მოგვიყევი?1მარტია? ჩემ სერიოზულ სახეს რომ წააწყდა ღიმილი სახეზე შეეყინა. -არ ხუმრობ?სახეზე რომ ვერანაირი ხუმრობა შემატყო ხელი ჩაიქნია..არ ხუმრობ! -დავიღუპეთ!ორივემ შემოძახა. -მადლობა ახალი რამე მითხარით!უფრო გავბრაზდი. -მიშომ რაო?მარიამმა მკითხა. -არაფერი. -როგორ არაფერი? -აი ასე არაფერი..გონია რომ არვიცი,არც არაფერეს ამბობ,არვიცი რავქნა კიდე რამდენი უცადო,დაახლოებით 2კვირა მერე სიურპრიზს მოუწყობ,თან მისი დაბადების დღეა,მის ცხოვრებაში არამგონია დაავიწყეს! -ანა დაფიქრდი კარგად! -დაფიქრებული ვარ!ჩავიდეთ ახლა სანამ ამოვიდნენ. ქვემოთ ჩავედით და ბიჭები რაღაცაზე იცინოდნენ.სამივე მეწყვილეების გვერდით დავსკუპდით.სანდროს ტელეფონზე დაურეკეს და გარეთ გავიდა,მალე გახარებული სახით შემოვიდა,გიორგიმ ანიშნა ვინ იყო. -საბა იყო ტო..მიშოს ურეკავდი და არ მპასუხობსო აქ მოვა ახლა. -ვა მაგარია რამდენიხანია არმინახია..ხელები გაასავსავა გიორგიმ. -ტელეფონი სახლში დამრჩა როგორც ჩანს.მე გადმომხედა და ხელი გადამხვია,ეს ის საბაა ვის სახლშიც ვიყავით. -კარგია გავიცნობ,გაუღიმე შეძლებისდაგვარდა,კარზე ზარი იყო სანდრომ გაიღო,მიშოს ჩემზე ქჰონდა ისევე ხელი მოხვეული,სანდრო ბიჭთან ერთად ხელგადახვეული შემოვიდა. -გაიცანითთ გოგონებო საბა გოგრიჭიანი. ხველება ამიტყდა და მიშოს ხელებიდან დაუძვერი..ოღონდ ეს არა.საბა ჩემსკენ წამოვიდა ღიმილით. -ანა??რა დამთხვევაა.. -არ თქვა.როგორ ხარ საბა?გაუღიმე და გადავკოცნე. -შენ ხელში როგორ შეიძლება ადამიანი იყო მთელი ვარ რაც მთავარია.მიღიმოდა თან ირონიულიც იყო..მიშოს გაბრაზებულ თვალებს წავაწყდი. -თქვენ რა ერთმანეთს იცნობთ ტო?სანდრომ იკითხა. -როგორ არ ვიცნობ ბრატ ეს ის გიჟია რომ ამკუწა. -ანა??გიორგიმ გამომხედა გაკვირვებული მზერით. მიშო ცოფებს ყრიდა,ხელი ჩამავლო და გარეთ გამიყვანა აივანზე. -ეს რას ნიშნავს?? -რა რას ნიშნავს ? -რატო არ მითხარი საბას თუ იცნობდიიი?? -უნდა მეთქვა? -აბა არ უნდა გეთქვა! -რატო უნდა მეთქვა ვერ გავიგე!საბა სანამ შენ გამოჩნდებოდი ჩემს ცხოვრებაში მანამდე იყო და არმეგონა ამას ამხელა მნიშვნელობა თუ ჰქონდა!თან რავიცოდი შენი ძმაკაცი საბა თუ იყო დამესიზმრებოდა?? -უნდა გეთქვა! -მე ბოდიში!დაუღრინე და შიგნით შევედი. მთელი საღამო ვგრძნობდი როგორ მიყურებდა საბა,რა უნდოდა ამ ბიჭს?როგორც ჩანს მიშომაც შეამჩნია ეს და თვალით რაღაც ანიშნა,მარტო მიშო და საბა გაქრნენ,მეუცნაურა მათი საქციელი,საქმე გვაქვსო..სახლში გიორგიმ დამტოვა თან ცოტა ვესაუბრე,მომნატრებია ჩემი გიჟი ძმა. უცდიდი როდის მოვიდა მიშო რომ მეკითხა რამოდა მარა ჩამძინებია,დილით თვალები რომ გავახილე მიშო ჩემს გვერდზე არ იწვა.ხალათი მოვიცვი და ვიმედოვნებდი ქვემოთ იქნებოდა,არც შევცდი,დივანზე ეძინა,ახლოს მივიწიე და სისხლია დავინახე რომელიც შარვალზე ეცხო,მერე ხელს შევხედე მაიკის ნახევით ჰქონდა შეხვეული,დავხედე და მართლა ჰქონდა მის მაიკას მონახევი,სისხლი კიდევ წვეთავდა,ან ახალი ჭრილობა იყო ან კიდე ვენა გადაიჭრა ამ გიჟმა,საბას ხო არ ეჩხუბა?ან რატომ უნდა ჩხუბებოდა? -დიდხანს აპირებ ყურებას?მეგონა ეძინა და შემეშინდა და უკან გადავხდი მეორე დივანზე. -შემაშინე..სად იყავი? -რა მნიშვნელობა აქვს. -აქვს ალბათ რომ გეკითხები!სად იყავი?საბას ეჩხუბე?ხელზე ვეცი რასაც ქვვია. -გამიშვი. -სისხლი მოგდის ადამიანო!გინდა სისხლისაგან დაიცალო და მოკვდე? უცებ მოვიტანე პირველადი დახმარების ნივთები და ხელი გაუწმინდე მერე გადაუხვიე. -არ მიპასუხებ? -რაზე?დაღლილი სახე ჰქონდა,შემეცოდა მინდოდა უბრალოდ ჩავხუტებულიყავი და სულ ასე ვყოფილიყავით. -არ მეტყვი რა მოხდა?საბას ეჩხუბე? -ჰო! -რატომ? -სხვა დროს. -რამდენი სხვა დრო?ბევრს ხო არ მიმალავ??????? არაფერი უპასუხია მე კიდე ოთახი დავტოვე..მომდევნო კვირა საბა არ დამინახია არც ბიჭებთან და არც არსად,ისედაც სახლში ვიყავი უმეტესად. *მიშო* სანდროსთან ვიყავით ყველა რომ მითხრა საბა მოვაო,გამიხარდა დიდი ხანია აღარ მინახია,ნუ ყაზბეგის მერე..რომ შემოვიდა და ანას მიმართა სისხლმა ტვინში ამასხა!ერთმანეთს თუ იცნობდნენ ანამ რატომ არ მითხრა?რატომ მომატყუა?თუმცა ტყუილზე მე ვის რას ველაპრაკები!საბა რომ თქვა ამ გოგომ ამკუწაო მემგონი მე დაუმატე საბა..ისე გავცოფდი..რა მაცოფებდა?ბევრი რამე იყო გასაცოფებელი..ეჭვიანობა,ამან ჭკუიდან გადამიყვანა,ალბათ იფიქრებთ რა არის საეჭვიანოო,გეტყვით..’ვიღაც’ გოგომ რომ გაიტანა და ჩვენამდე მოვიდა ეს ამბავი,სანახავად მივედით ბიჭები,საბას კიდე არ ანაღვლებდა მანქანის მდგომარეობდა,არც მისი თავის მარტო ის გოგო აინტერესებდა ვინც დაეჯახა,მარტო მასზე ლაპარაკობდა,ერთი დანახვით შემიყვარდაო,ჩვენ დავცინოდით ვინა ასეთო გვანახე თქო მარა ვერც ჩვენვნახეთ გოგო და ვერც საბამ,რამდენი ერთად შევიკრიბებოდით სულ ვიღაცა გოგოზე სახელად ანაზე ლაპარაკობდა,როგორ დაინახა შორიდან და როგორ იწვოდა მის სიყვარულში,მერე დაეკარგა და გაგიჟდა ყველაფერს აკეთებდა რომ ეპოვა და მასთან ყოფილიყო..ახლა კიდე მოდის აქ და მეუბნება რომ ის გოგო ჩემი ცოლი ანკა არის?სახეს ჩამოუღებ!ხომ იცოდა რომ ჩემი ცოლი იყო ჩვენი ფოტოები იყო ყველგან დავიჯერო ვერ ნახა?ვერ იცნო?მშვენივრად იცოდა ჩემი ცოლი რომ იყო და ეს დამადგა თავზე და მეუბნება ის გოგოაო..კინაღამ ავიჭერი..დიდი დრო გავიდა მის მერე და დავმშვიდდი ანამაც რომ მითხრა რომ არ იცოდა მისი ნამდვილი ვინაობა,მეგონა საბამაც დაივიწყა მარა ისე უყურება,ისე უჟუჟუნებდა თვალებს გავგიჟდი,გადავირიე და საბას ვანიშნე გამომყოლოდა. -ვიცი რასაც მეტყვი.ირონიულად მიღიმოდა. -მშვენიერია!მაშინ ისიც გეცოდინება რომ მისკენ გახედვაც გეკრძალება!ხოიცი ჩემთვის ძმასავით ხარ!ის კი ჩემი ცოლია!დაივიწყე უბრალო აკვატება! -ასე გიყვარს?ჩემზე მეტად?? -რას ბოდავ საბა?ჩემი ცოლია არ მეყვარება?! -ხო რავიცი მე სხვანაირი ამბაბი გავიგე. -ფეხებზე ეგ შენი ამბები ანას არ გაეკარო! -მე თუ შენ არუნდა გაკარებოდი?შენი ძმა თუ ვიყავი ჩემ საყვარელ ქალს როგორ შეეხე? -საბა რას ბოდავ?მე რავიცოდი ის გოგო ანა თუ იყო? -გგონია დაგიჯერებ? -ამის დედაც!იქვე მდგარ ნაგვის ურნას მუჭი მთელი ძალით ვხიე,სისხლმა თქვიფინი დაიწყო.იცოდე ჩვენ სიახლოვეს არ დაგინახო! -რათქმაუნდა!ირონიით გაჟღენთილი ხმა და წავიდა. -ყველაფერი ახლა იწყება კვიციანო!საბამ თავისთვის ჩაილაპარაკა და წავიდა მიშოს აღარ გაუგონია. *ანა* 1კვირა გავიდა..არაფერს ამბობს,არვიცი რა გავაკეთო,აღარ შემიძლია თავის მოკატუნება..დღესვე დაუსვამე ყველაფერს წერტილს და ვეტყვი რომ ყველაფერი ვიცი..სამზარეულოში რომ ჩავედი და დავინახე სადილს როგორ ამზადებდა ტირილი დავიწყე კინაღამ,როგორ შეეძლო ასეთი ყოფილიყო?უსირცხვილო..როგორც ვისაუზმე მოვიტყუე რომ გოგობთან მივდიოდი და საჯარო რეესტრში წავედი,განქორწინების საბუთები ..განქორწინების..როგორ მივცე..რაგავაკეთო აღარ ვიცი..სახლში შევედი და მისაღებში მჯდარი მარიამი და სანდრო რომ დავინახე კინაღამ დავიხჩვი ხველებით. -ანა სად იყავი?აბა გოგოებთან მივდივარო? -მარიამს არ ეცალა და ლანასთან ერთად ვიყავი. -ჰო..მარიამმა დამიდასტურა. -რა ჰო რძალო?წეღან არ მითხარი არ შემხმიანებიაო? -ხოიცი გულმავიწყი გავხდი და შემეშალა ალბათ. -რა საინტერესოა..ლანას დაურეკე და ჩემთან ერთად არააო. -ვაიმე საყვარელო რა ცნობისმოყვარე ხარ საქმე მქონდა ალბათ.ჩავეხუტე მიშოს და ლოყაზე ვაკოცე,მერე მარიამ დაუჯექი გვერდით და ყურში ჩავჩურჩულე. -იცი ჩანთაში რა მიდევს?ხელებს ნერვიულად ვასავსავებდი. -რა? -განქორწინების საბუთები. -ტიტტტტტტტტუუ...ხმამაღლა დაიყვირა მარიამმა,სანდრომ და მიშომ გაკვირვებული გახედა. -რამოხდა მარიამ?სანდრომ კითხა.. -მარიამმ მაცივარში შენი საყვარელი ტკბილეული მაქვსო და გამიხარდა შემარგეთ ვახ..წამოდგა და მეც წავყევი უკან. -გაგიჟდი ანა? -კი. -იცის? -არა ჯერ მარა გაიგებს როგორც წახვალთ. -კარგად დაფიქრდი? -კი!ვეღარ უძლებ. მართლა ვეღარ გაუძელი,ოღონდ მიშოს სითბოს,რომ წავიდნენ მარიამი და სანდრო ჩემსკენ წამოვიდა და კოცნა დამიწყო,ოთახში ავედით მარა რომ ვხვდებოდი გეგმას გადაუხვიე უკან გავწიე. -მიშო არ შემიძლია. -რამოხდა? -ის მაქ.. დანებების ნიშნად ხელები აწია და სააბაზანოში შევიდა,ვფიქრობდი ახლა მეთქვა თუ ხვალ..გადავწყვიტე ხვალ მეთქვა,თან დიდი დღე იყო ზეგ და წინასწარი სიურპრიზს გაუკეთებდი 31წლის იუბილეზე. *მიშო* ანა უცნაურად იქცევა,სახლიდან გავიდა,გოგოებთან მივდივარო..1საათში მარიამი და სანდრო მესტუმრა,ანას არ დაურეკიაო,ლანას დაურეკე და არც ჩემთვის დაურეკიაო,მომატყუა?სახლიდან ხო არ წავიდა?გაიგო სიმართლე?ნატა ხო არ ელაპარა ან ვინმე?ნერვიულობა დავიწყე მარა ყველაფერი სახლში ჰქონდა დატოვებული თან მალე მოვიდა და გულზე მომეშვა საქმე მქონდაო,საინტერესოა რა საქმე ჰქონდა..რომ წავიდნენ გვრიტები მოფერება დაუწყე მარა არ დამაცადა,რაღაც ხდება,მალე უნდა უთხრა სიმართლე.. *ანა* დილიდან მოუსვენრად ვიყავი,ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდა მიშო სამსახურიდან,მანამდე თავში ათასი აზრი მითრიალებდა,აზრებს ვალაგებდი როგორ უნდა მეთქვა ყველაფერი,საბოლოოდ რომ დავაწვე აზრები ტელეფონზე მესიჯი მომივიდა. ‘იგვიანებს?სიმართლეს გიმალავს?როდემდე?!’ გამომგზავნის ვინაობა ანონიმური იყო,შემაცია...უცებ მივვარდი ფანჯარას და ყურება დავიწყე ვინმე თუ მიყურებდა,რაღაცა ხუმრობა იყო..ვიღაც მეკაიფებოდა?ვიღცის სამასხაროც გავხდი?სიბრაზისგან ყველაფერი მეწვოდა,კარების ხმა გავიგონე,ჩავვარდი გაავებული სახით. -რამოხდა ანა? -არაფერი მოდი რაღაც სალაპარაკო მაქვს. -გისმენ.დივანზე მოვკალათდით. -რატომ მომიყვანე ცოლად? -რა?გაკვირვება სახეზე ეტყობოდა.. -რაც გაიგონე..მე ხომ გითხარი შენიც მაინტერესებს. -ანა ვინმემ რამე გითხრა?დაიძაბა მთელი სხეულით. -არა საიდან მოიტანე?ისე დამაინტერესა და ვკითხავ თქო. -ახლა არა! -აბა როდის მიხეილ?? -ხომ გითხარი მასე ნუ მომმართავ თქო! -შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს!მორჩა! -რა მორჩა? -მაინტერესებს უბრალოდ რომ მითხრა არ შეიძლება? -კი მაგრამ ახლა დაღლილი ვარ! -მალადეც!ბრავო!ტაშის კვრით წავედი კარებისაკენ და ჩანთა ავიღე. -ანა სად მიდიხარ?რას ნიშნავს შენი ეს საქციელი? აღარ მიპასუხია..შენ განახებ სეირს..სახლში გვიანობამდე არ დავბრუნებულვარ,რომ დავბრუნდი მეგონა სახლში დამხვებოდა მარა შევცდი უკვეთესიც იყო,გამიჭირდებოდა განშორება მარა შევეჩვეოდი,ჩანთა ჩავალაგე და პატარა წერილი დავწერე რომელიც განქორწინების საბუთებთან ერთად შევფუთე სასაჩუქრო პაკეტში,კარები გამოვიხურე და წავედი. *მიშო* საღამოსკენ მივედი სახლში და ანა უცნაურად მელაპრაკა,მგონია რომ ყველაფერი იცის,სხვა ახსნა არ აქვს მის საქციელს,სახლიდან გავარდა,მეც წავედი ბარში და დავლიე საკმაოდ..ვაპირებდი დღეს მეთქვა ყველაფერი მარა ბევრი დავლიე,ჯობდა გამოფხიზლებულზე მეთქვ..სახლში გვიან დავბრუნდი,არც ველოდი რომ დამხვდებოდა ალბატ ძალიან გაბრაზდა და მარისთან ან ანასთანა..სასთუმალთან საჩუქრის პარკი დავინაე და თვალები გამბრწყინდა..გულში გავიფიქრე..გაბრაზდა ჩემზე მარა მაინც გავახსენდი,უვკე ხომ ჩემი დაბადების დღე იყო 12ს გადაცდა,არმოვიდა მარა საჩუქარი დამიტოვა..მეძინებოდა საჩუქარს ხვალ ვნახავდი.. თვალები რომ გავახილე დილა იყო უკვე,საათს დავხედე,ციფერბლატი 11საათს უჩვენებდა,გამახსენდა გუშინდელი,თვალები ისევე პატარა ბავშვივით გამიბრწყინდა..ტელეფონს ვტაცე ხელი და ანას მივწერე მარა არ დამიბრნა პასუხი მერე დაურეკე,ასეთი ნომერი არ არსებობსო,თვალები მოვიფშვინე და ანას ნომერი იყო აშკარად.გულში ცუდმა აზრმა გამიელვა და ტელეფონი ლოგინზე დავაგდე და საჩუქარს დავწვდი,როგორც გავხსენი თვალები გამიფართოვდა მარა ჩემი ცუდი აზრიც გამართლდა... როგორც იქნა მორჩი..არვიცი რამდენი ხანი ვწერდი მარა ერთ საათზე მეტი კი იყო..იმედია მოგეწონებათ ველოდები შეფასებებს,ერთი სიტყვითაც როგორ მახარებთ არ იცით..გამიხარდა რომ გააგრძელეთ კითხვა,ასე რომ აგვიანებენ დადებას მერე მავიწყდება ისტორიის შინაარსი და აღარ ვაგრძელებ კითხვას მარა შემორჩნენ ისეთები ვინც კითხულობენ ამ მოთხრობას და აუცილებლად დავასრულებ მიყვარხართ ყველა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.