შენი სიყვარულის ფობია მემართება (33)
- შენ, არ აპირებ ცეკვას? თუ მთელი საღამო ასე უაზროდ აპირებ ჯდომას. ( ნიტა ) - შენს სიტყვებს ცოტაოდენი სითბო აკლია. - ოჰჰ კარგი ერთი არ გინდა და ნუ გინდა წავედი მე. ( ნიტა ) ქალბატონი წასვლას აპირებდა, რომ ხელი ძლიერად მოვკიდე და ჩემსკენ მივიზიდე. - ვერსადაც ვერ წახვალ. - ვითომ რატომ? ( ნიტა ) - იმიტომ, რომ მე მინდა ასე. - შენ რა ჭკვიანი ხარ? მასე მეც ბევრი რამე მინდა. ( ნიტა ) - მართლა? მაინც რა? - ყოველშემთხვევაში შენ არ გეხება. ( ნიტა ) - კარგი. - ხოდა გამიშვი. ( ნიტა ) - არა. - დადა. ( ნიტა ) - ნიტა. - უაზრო ხარ. ( ნიტა ) - დაისჯები. - ეგ უკვე მითხარი, თანაც არაერთხელ. ( ნიტა ) მის სიტყვებზე ძალიან გავბრაზდი, ამიტომ გიჟივით ჩავკიდე ხელი და აივანზე გავიყვანე, სადაც არავინ იქნებოდა ჩვენს გარდა. - რას აკეთებ ადამიანო, შენ სულ გაგიჟდი ხო? ( ნიტა ) - ასე კიდევ დიდხანს უნდა ვიყოთ? - როგორ ასე? ( ნიტა ) - თავს ნუ ისულელებ ნიტა. კედელს მიეყრდნო და უაზრო გამომეტყველებით შემომხედა. - იქამდე სანამ შენ არ შეწყვეტ ჩემთან სინაგლეს. ( ნიტა ) - კარგი. - რა კარგი? ( ნიტა ) - აღარ ვაპირებ შენთან თამაშს. - ეგ როგორ გავიგო? ( ნიტა ) - ყველაფერზე ახსნა რატომ გჭირდება ტო, აღარ ვინაგლებ და საკუთარი თავის კონტროლსაც შევწყვეტ. - იქნებ არ მჭირდება და უბრალოდ შენი წვალება მინდა. ( ნიტა ) - ისევ თავიდან იწყებ? - კარგი ხო კარგი. ( ნიტა ) გასვლა დავაპირე, რომ ნიტამ ხელი ჩამჭიდა და „მოწყენილი“ თვალებით თავისკენ მიმიზიდა. - არ წახვიდე. ( ნიტა ) - ოჰჰო ეს ნამდვილად არ მითხოვია, მე უბრალოდ მინდ. ნიტამ სიტყვის დამთავრება არ დამაცადა და საუბარი განაგრძო. - გაჩუმდი, თორემ ყველაფერს გააფუჭებ. ( ნიტა ) ქალბატონს „ბავშვივით“ დავემორჩილე და ერთ ადგილას გავშეშდი. - დადა მე არ მჭირდება აფერისტობა, უბრალოდ იყავი ის ვინც ხარ, გააკეთე ის რაც გინდა და მითხარი ყოველთვის ის რასაც ფიქრობ ვიცი, არ გიზიდავს ასეთი გულახდილი საუბრები, მაგრამ ( ნიტა ) - ნიტა გაჩუმდი. - რა? რატომ? ( ნიტა ) - აფერისტობისთვის და ტყუილისთვის ბევრი „დამისჯია“ აქედან - გამომდინარე მე არ ვარ მათთნაირი, არ ვამბობ რომ განსხვავებული ვარ, მაგრამ შენც კარგად იცი ჩემი სახელი და გვარი რას ნიშნავს. - გიჟს, არანორმალურს და შეშლილს, ვიცი დადა როგორიც ხარ, შენთვის უცხოა უსამართოლობა და შეცდომის დაშვებას ყოველთვის გაურბიხარ. ( ნიტა ) - მე არაფერს გავურვბივარ, მე ასეთი ვარ. - სწორედ მაგიტომ ( ნიტა ) სწრაფად გაჩუმდა და შეეცადა ჩემთვის თვალი აერიდებინა. დააბოლოვე. არა მე უბრალოდ, მე ( ნიტა ) მოულოდენლად საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე და ნიტა გიჟივით ავაკარი კედელს, ძალიან სექსუალური იყო, წითელი ზედმეტად მოკლე კაბა კიდევ უფრო ზემოდ ჰქონდა „აზიდული და შეშინებული მიყურებდა, ცვეტში არ ვიცი რა დამემართა, ურალოდ თითქოს მომბეზრდა ასეთი უაზრო დამოკიდებულება ჩვენს შორის და გავაკეთე ის რისი სურვილიც იმ მომენტში გამიჩნდა, მასთან სიახლოვე მაგიჟებდა, ჩემი შეხება კი მასზე სასწაულად მოქმედებდა - უბრალოდ შეხება, მეტს არც მოითხოვდა და რათქმაუნდა არც მე გავბედავდი მასთან „უფრო მეტს“ - ძალიან ლამაზი იყო, მისი თვალები საოცრად ბრწყინავდა, ცოტაც და მის ტუჩებს შევეხებოდი, მაგრამ სწრაფად მოვშორდი და თავი მის კისერში ჩავრგე, ვგრძნობდი, რომ უნდა გავჩერებულიყავი, მაგრამ არ „შემეძლო“, ალბათ იმიტომ, რომ ჩემგან გათავისუფლებას არც ის ცდილობდა და იმ წუთებით ტკბებოდა, საოცრად ავღელდი ვეცადე ეს მას არ შეემჩნია, მაგრამ გულმა გამყიდა და მის სახეზე მაშინვე შევამჩნიე ღიმილი. - რატომ მაგიჟებ? - ჰაჰა როგორც იქნა აღიარა. ( ნიტა ) - სულელი ხარ. - შენ კი უაზრო. ( ნიტა ) ხელები მის წელზე მოვათავსე და კიდევ უფრო მივიზიდე, სწორედ ამ დროს გამოჩნდა ვიღაც „არასასურველი“ ტიპი და ასეთ მდგომარეობაში, რომ დაგვინახა ერთ ადგილას გაშეშდა, მისი მზერა მაშინვე ვიგრძენი და განრისხებულმა გავხედე, ისე რომ ნიტასთვის ხელის გაშვება არც კი მიცდია. - რა გინდა? - თქვენ უბრალოდ, მე () დადა, გამიშვი. ( ნიტა ) „საცოდავი“ თვალებით ამომხედა და დაბალი ხმით კიდევ ერთხელ გამიმეორა თხოვნა. - ახლავე გაქრი. - მე უბრალოდ დამაბარეს. () - სწრაფად. ბიჭმა მაშინვე შეასრულა ჩემი დავალება და შეშინებული გაიქცა. - რა გემართება? ( ნიტა ) ხელები სწრაფად გავუშვი და მოაჯირს დავეყრდენი. - წადი. - რა? ასე უცებ რა შეიცვალა? რა მოხდა? ( ნიტა ) - წადი-მეთქი. - მე კი დავიჯერე, რომ შენ მართლაც ( ნიტა ) ნიტას სიტყვის დამთარება არ ვაცადე და მაშინვე მის წინ გავჩნდი. - ჩემო ლამაზო უბრალოდ მენდე, წადი და ცოტახანში მეც მოვალ. ჩემი ასეთი „მიმართვით“ ქალბატონი კმაყოფილი დარჩა და წასვლის წინ ერთი „მეგობრული“ კოცნაც დავიმსახურე. ვერ აგიღწერთ რა დამემართა, უბრალოდ ყველაფერმა რეალური სახე მიიღო და „შემეშინდა“ - ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი შიში, შემეშინდა, რომ ნიტას რამეს დავუშავებდი, ჩემი ცხოვრება ხო ერთი დიდი დრამა იყო და ჩემი ხელებიც სისხლით იყო დასვრილი, ერთ წამს გავიფიქრე, რომ შეცდომას ვუშვებდი და ნიტას ჩემი სიახლოვით მხოლოდ ზიანს მივაყენებდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.