შენს მეზობლად (ნაწილი 15)
შოპინგი იმაზე მხიარული გამოუვიდათ, ვიდრე რომელიმე მათგანი წარმოიდგენდა. გოგონები მაღაზიიდან მაღაზიაში დადიოდნენ და ყველაფერს ისინჯავდნენ, ლუკაც მოთმინებით იტანდა საათობით გასახდელებში ჯდომას და გოგონების მიერ არჩეულ ყველა ნივთს გამოცდილი კრიტიკოსივით აფასებდა: ხან მოსწონდა, ხან კი სიცილს ვერ იკავებდა და გულმოდგინედ ახარხარებული უფრო აბრაზებდა სასურველი ნივთის დაწუნებით ისედაც გაბრაზებულ გოგონებს. რამდენიმე საათში ყველა იმდენად დაიღალა, რომ საკუთარ ნომრებში ჩამორიგების გარდა აღარაფერი სურდათ, ნაყიდი ტანსაცმლით სავსე პარკები ლუკას აჰკიდეს და ნასიამოვნები სახეებით გაეშურნენ სასტუმროსკენ. - ეს რა უბედურებაა, მთელი სავაჭრო ცენტრი აქ მოზიდეთ? - იყვირა საბამ, როცა ლუკა დაინახა უამრავი პარკით ხელში. - სად იყავით? - ყველგან, ყველაფერი ვნახეთ და რაც მოგვეწონა, ვიყიდეთ. - გაიპასუხა გახარებული მარი. - ამასთან ერთად, კარგი პარტნიორიც აღმოჩნდა შოპინგისთვის და ძალიან გავერთეთ. - და ამდენი ფული საიდან? - ჰკითხა გიორგიმ. - ლუკა იხდიდა. - გაუღიმა გოგონამ, მერე თავისი პარკები აკრიფა და ოთახში შევიდა. - ნავაჭრით უნდა დავტკბე! - რა გიჟია! - გაიცინა საბამ, მერე ლუკას მიუბრუნდა. - ისე, შენ თუ ზედმეტი ფული გაქ, მე აქ არა ვარ? - არ მითხრა, მეც მინდა შოპინგზე წასვლაო. - შოპინგზე არა, მაგრამ ფული არასდროსაა ზედმეტი. განა ასე არ არის? - თვალი ჩაუკრა საბამ. - სრული ჭეშმარიტებაა. - უცნაური ტონით თქვა გიორგიმ და ოთახში შევიდა. - თუ რამე დაგჭირდა, უბრალოდ მითხარი. - უთხრა ლუკამ საბას. - რას გულისხმობ? - ვხედავ, რომ რაღაცას გეგმავ, ხომ მართალი ვარ? - რას გულისხმობ? - ანას. - მოიცა, ასე მეტყობა? - მე შევამჩნიე, სხვებზე ვერაფერს ვიტყვი. - მინდა ცოლობა ვთხოვო, მაგრამა არ ვიცი, ცოტა ვნერვიულობ... ჯანდაბა, გატყუებ, მაგრა ვნერვიულობ! - არ გჭირდება საბა. დამიჯერე, უარს არ გეტყვის. - მართლა ასე გგონია? - არა, არ მგონია, დარწმუნებული ვარ! - თან მინდა ეს განსაკუთრებული იყოს ანასთვის, რაღაც განსხვავებული მინდა გავაკეთო, რომ ძალიან გავახარო და არასდროს დაავიწყდეს ეს დღე. ჩემი ანგელოზი ამას ნამდვილად იმსახურებს. - როდის აპირებ ხელის თხოვნას? - რაც აქ ჩამოვედით სულ ვაპირებ, მაგრამ ჯერ ვერ გავბედე. - გადაწყვიტე. - უთხრა ლუკამ და მხარზე ხელი დაადო. - შენთან ვარ, რაც არ უნდა დაგჭირდეს. დღეები დღეებს მიჰყვებოდნენ და თითოეული მათგანი დაუვიწყარი იყო. ბიჭები ზრუნავდნენ თავიანთ მეწყვილეებზე და ერთმანეთზე, ცდილობდნენყველა დღე განსხვავებული და საინტერესო ყოფილიყო, გოგონებიც თავის მხრივ ყურადღებას არ აკლებდნენ თავიანთ ბიჭებს. ყველაფერი იდეალურად იყო და თითქმის დაავიწყდათ, რომ მათ ირგვლივ უზარმაზარი, ხალხით სავსე სამყარო არსებობდა. - ბიჭებო, დღეს განსაკუთრებული დღე იქნება, - თქვა საბამ ერთ დილას. - ჩემს გოგოს ხელი მინდა ვთხოვო, მეტს ვეღარ დავიცდი. - როგორც იქნა, - გაუხარდა ლუკას. - რა მოიფიქრე? - ტბაზე მინდა წავიდეთ. აქვე ახლოს ნურის ტბაა, საკმაოდ ლამაზია და ჯერ არ ვყოფილვართ იქ. გავერობით ყველა, თან ასე ვერ მიხვდება რას ვაპირებს, საღამოს კი ხელს ვთხოვ თქვენი თანდასწრებით. - ცუდი არ არის. - თქვა გიორგიმ. - რაც არ უნდა იყოს, მას მოეწონება. - დაამშვიდა ლუკამ. - ბეჭედი გაქვს? - კი, უკვე დიდი ხანია. - საბამ ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო და ლუკას გაუწოდა. - როგორია? - ჩემი სტილი არ არის. - გაეხუმრა ლუკა. - მორჩი რა! მისმინე, როგორ ფიქრობ, კოცონის დანთების უფლეაბს გვაქვს იმ ტბასთან? - შენ მართლა გამოუსწორებელი რომანტიკოსი ხარ. - გაეცინა გიორგის. - თუ გამოგვიჭირეს, ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს, დაგვაჯარიმონ. ვის ადარდებს? სამაგიეროდ, ასეთი ხელის თხოვნა მხოლოდ ანას ექნება. - ისევ გაამხნევა მეგობარი ლუკამ. - კარგი კაცი ხარ! - მოხევია საბა და მერე გიორგის გახედა. - თორემ ამ ცინიკოსის ხელში რას გააკეთებს კაცი? - შენ რა, ახლა ლუკასთვის ხომ არ აპირებ ხელის თხოვნას? - გადი რა ოთახიდან! - შეუტია საბამ. საბა მთელი დღე ცქმუტავდა, ადგილზე ვერ ჩერდებოდა. ცდილობდა ყველაფერი დაეგეგმა, ყველა სიტყვა თუ ნაბიჯი განესაზღვრა, რომ იდეალური დღე გამოსულიყო, რომ ანას არასოდეს დავიწყებოდა თუ როგორ სთხოვა ხელი მისმა შეყვარებულმა. წასაღები ნივთების სიას ადგენდა, აგროვებდა ჩანთებს და კოცონის დასანთებად საჭირო ნივთებს, წერდა სიტყვას და გადიოდა ხელის თხოვნის რეპეტიციებს. ლუკა მის დამშვიდებას ცდილობდა, თუ ასე ინერვიულე, ანა აუცილებლად მიხვდება რაღაცას და სურპრიზი ჩაგეშლებაო. საბამ დაუჯერა და როგორც შეეძლო შეინიღბა. საღამოხანს ლუკამ გოგონებს გამოუცხადა, ნურის ტბაზე მივდივართო. ყველას ძალიან გაუხარდა, მოსმენილი ჰქონდათ რომ კარგი ადგილი იყო და რადგან აქ იყვნენ, მისი ნახვა ძალიან უნდოდათ. სწრაფად მოწესრიგდნენ, ცოტა გაიპრანჭნენ კიდეც თავიანთი ბიჭებისთვის და მალე წასასწვლელად მზად იყვნენ. ამ ადგილმა ნამდვილად გაამართლა მეგობრების მოლოდინი: ოვალური ფორმის ბუნებრივი წყალსატევი მტირალა ხეებითა და ლამაზი ქუჩით იყო შემოსაზღვრული, ქუჩის გასწვრივ ხის სკამები იდგა, მწვანე ბალახოვანი სანაპირო ხაზი და წყლის მომწვანო ფერი იდეალურად ერწყმოდა ერთმანეთს. ტბის მისასვლელებთან ნიშანი იდგა, რომელიც ტბაში თევზაობას კრძალავდა, მაგრამ აქა-იქ მაინც იჯდნენ ადამიანები ანკესით ხელში და დიდი მოთმინებით ელოდნენ მსხვერპლს. განსაკუთრებით ლამაზი იყო ტბა საღამოხანს, როცა მის ზედაპირს მზისჩასვლის ფერები ააღაჟღაჟებდა და თითქმის ჩაშავებულ ხეებსა და უნივერსიტეტის შენობას მოწითალო ფერების ახალისებდა. ამ დროს მის ნაპირას ჯდომასა და წინ გადაშლილი სივრცით ტკბობას განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა. - აქ მოსვლა რამ მოგაფიქრათ? - იკითხა ანამ, თან მის გარშემო არსებულ მშვენიერებას თვალს არ აცილებდა. - რომ იცოდეს, რას ვაპირებთ. - წაიბუტბუტა გიორგიმ. - რას? - კოცონის დანთებას. - დაასწრო პასუხი საბამ. - შეიძლება? - გაოცდა ლიზი. - მგონი არა, მაგრამ ჩვენ დავანთებთ. - და სად? - იქით ნაპირზე. იქიდან უფრო ლამაზია. - აუხსნა ლუკამ. - ხომ არ გაგიჟდით? არ მინდა დამიჭირონ. - წამოხტა მარი. - მე მივდივარ! - ამის გამოტოვება არ ღირს, დამიჯერე. - უთხრა გიორგიმ. - ის ხიდია? - იკითხა ლიზიმ. - ხიდია, იქ გადავალთ და მეორე ნაპირზე მოვეწყობით. - კარგი, წავედით. მეორე ნაპირზე უფრო დიდი სივრცე დახვდათ, აქ არც გზები იყო და არც სკამები, უბრალოდ გაშლილი მწვანე ველი, რომელზეც საკმარისი იყო პატარა კოცონის დასათებად. საბამ ლითონის სადგამი მოიტანა და კოცონისთვის საჭირო ფიჩხები მასზე შემოალაგა, ნაკვერჩხლით ბალახს არ გავაფუჭებთო. მალე კოცონიც დაანთეს და ჩამავალი მზის ნათება ცეცხლის ალმა შეცვალა. - საშინლად მეშინია, რომ გამოგვიჭერენ, მაგრამ ძალიან მომწონს. - თქვა ანამ, როცა ცეცხლთან ახლოს მოკალათდა. - ისე ოჯახის შექმნა რომელს გინდათ? - მოვლენების დაჩქარება სცადა გიორგიმ. - რამეს მთავაზობ გიო? - მე? გამორიცხე, ცოლად არასდროს მოგიყვან! - ზურგი შეაქცია ბიჭმა. - ვირო. - რაღაც ესროლა გოგონამ. - ქორწინებისთვის ჯერ ძალიან ახალგაზრდები ვართ. - თქვა ლიზიმ. - რა საჭიროა მოვალეობები, როცა ასეც კარგად ვართ? - ქორწინება მხოლოდ მოვალეობა არ არის. - დღის გადარჩენა სცადა ლუკამ. - ჰო, მაგრამ რაღაც კუთხით არის. თან ქორწინების მერე ადამიანები იცვლებიან. - ასე არ არის, უბრალოდ აღარ ინიღბებიან. - შედეგი მაინც იგივეა. - თუმცა თუ მართლა იცნობ იმ ადამიანს, ვისზეც ქორწინდები, პრობლემაც აღარ იქნება. - მე მაინც ჩემს აზრზე ვარ, ამ ასაკში დაქორწინება სულელეური ნაბიჯია! არ მეთანხმებით გოგონებო? - აბა რა! - თქვა მარიმ, ანამ თავი დახარა. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, ჰაერი თითქოს დამძიმდაო, სუნთქვა ჭირდა. საბა ტყვიანაკრავივით წამოხტა და სადღაც წავიდა, ლუკა უკან გაჰყვა. - რა დაემართა? - იკითხა ანამ. - მე რავი, ჩემი შეყვარებული კი არაა. - აგდებულად უპასუხა გიორგიმ. საბა ხიდის მოაჯირზე იჯდა, როცა ლუკა წამოეწია. დაღვრემილი იყო და ცრემლებს ძლივს ყლაპავდა, იმ დამპალმა ყველაფერი გამიფუჭა თავისი უაზრო კომენტარებითო, შესჩივლა მეგობარს და ყურჩამოყრილმა გააგრძელა გზა. - მიცადე საბა, - დაუძახა ლუკამ. - როგორ გგონია, სად მიდიხარ? - არ ვიცი. - ახლავე დაბრუნდი! - მკაცრი ტონით თქვა ბიჭმა. საბა შედგა და მისკენ მობრუნდა. - ასე აპირებ მის აქ დატოვებას? სულ გაგიჟდი? - ყველაფერი ჩამეშალა. - არაფერი ჩაგშლია, ახლაც შეგიძლია ხელის თხოვნა და ასეც რომ იყოს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა გაიქცე და შენი გოგო აქ დატოვო. - მართალი ხარ. - დაიმორცხვა საბამ. - უბრალოდ ისეთი გაბრაზებული ვარ, მაგაზე არ მიფიქრია. იმ ხისთავიანისგან რაც შეიძლება შორს წასვლა მინდოდა. - მორჩი სისულელეებს და წამოდი, მათთან დავბრუნდეთ. - იმ ტიპს ვერ ვუყურებ. - ახლავე მობრუნდები, წამოხვალ და გააკეთებ, რასაც გეგმავდი. გასაგებია? - ჰო, კარგი, მოვდივარ. - რა კარგია, რომ დაბრუნდით. - შეეგება ლიზი ბიჭებს. - მერიკო ჩამოდის ხვალ დილით, უნდა დავხვდე. სასტუმროში ვბრუნდებით. - ლიზი, აქედანაც წავალთ მის დასახვედრად. - კიდევ ერთხელ სცადა დღის გადარჩენა ლუკამ. - უკვე ყველაფერი შეუგროვებიათ. - თქვა საბამ. - ანუ წავედით! - რა სჭირს ამ ბიჭს დღეს? - არაფერი, წავედით. - დანებდა ლუკა. სასტუმროში დაბრუნდნენ. საბა ძალიან იყო გაბრაზებული და ცდილობდა გიორგის მორიდებოდა, ლუკა მის დამშვიდებას ცდილობდა. გიორგი ნომერში ავიდა, საბას მისი დანახვა აღარ სურდა, ამიტომ საბა და ლუკა გარეთ დარჩნენ, კარებთან იატაკზე დასხდნენ და ელოდნენ, როდის ჩაეძინებოდა გიორგის, რომ საბა ოთახში შესულიყო. - თავხედი ნაბი*ვარი! - არ ცხრებოდა საბა. - ჩემზე საუბრობთ? - ვერ მოითმინა გიორგიმ და ოთახიდან გამოვიდა. - ამას უყურეთ კიდევ რამხელა გულზეა. - უფრო გაბრაზდა საბა. - რა ჩემი ბრალია, რომ გამბედაობა არ გეყო? - გიო, შეწყვიტე. - მისი გაჩუმება სცადა ლუკამ. - გამბედაობა არა? რა შუაშია ჩემი გამბედაობა, როცა ყველაფერი თვითონ გააფუჭე? - მე არაფერი გამიფუჭებია, უაზრო დროის კარგვა იყო და მოვლენების დაჩქარება ვცადე. - მე შენ გიჩვენებ უაზრო დროის კარგვას. - მისკენ გაიწია საბამ. - გამოუშვი ერთი, ვნახო რას იზამს. - ამჯერად ლუკა აღარ ჩარეულა და საბამაც თავისუფლად უთავაზა მუშტი სახეში. გიორგი გაბრაზდა და ხურდის დაბრუნება სცადა. - არც იფიქრო! - ხელი დაუჭირა ლუკამ. - შენ საერთოდ რა გინდა გუშინ გამოჩეკილო ძმაკაცო? მაგარი ბიჭის როლს თამაობ ხო? - გიორგი, მიხვდი, რომ დააშავე და დაწყნარდი. - რას მიხვდება ეს ნაბი*ვარი, - აღრენით თქვა საბამ. - თავი არ უმუშავებს და სინდისი. - შენ საერთოდ რა გაქ კაცობის, ცინგლიანო! - მის ყვირილზე ოთახიდან გოგონები გამოვიდნენ. - თქვენ რაღა გინდათ? - გაბრაზდა გიორგი. - ჭორიკანა ბოზები! ამჯერად ლუკასგან მოხვდა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ კარგა ხანი ფეხზე ვერ დგებოდა, მერე წამოიწია, ერთი შეხედა მეგობრებს და უსიტყვოდ წავიდა. სასტუმროს ყველა მცხოვრები დერეფანში იყო შეკრებილი და მათ უყურებდა, მალე დაცვაც მოვიდა, ლუკამ მათ რაღაც აუხსნა, მერე მადლობა გადაუხადა და გაისტუმრა. - შოუ დამთავრდა მეგობრებო, დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის! - უთხრა მაყურებლებს ლუკამ. ყველა ოთახებში შელაგდა. - მე წავედი! - თქვა მარიმ, მერე ოთახში შევიდა და ნივთების მოგროვება დაიწყო. - რას აკეთებ? რას ნიშნავს წახვედი? - აედევნა ლიზი. - გესმოდა რა დაგვიძახა? ის დეგენერატი, ჩემს ნახვას ვერ ეღირსება, ახლოსაც არ მოვუშვებ! რამდენი გაბედა ნახე? - გაბრაზებული იყო მარი, დაილაპარაკებთ რომ დამშვიდდება. - დავილაპარაკებთ? არ არსებობს! მასთან ლაპარაკი დავამთავრე. - ლუკა, გააკეთე რამე. - მიუბრუნდა ლიზი ბიჭს. ლუკამ მხრები აიჩეჩა. - ვერაფერს იზამს, მე მივდივარ! - ასე არ შეიძლება მარი. - მისი დარწმუნება სცადა ანამ. - დამშვიდდი და ისე გადაწყვიტე. - უკვე გადავწყვიტე! ლუკა, ტაქსს გამომიძახებ? - რა თქმა უნდა. - ლუკა, რას აკეთებ? - უსაყვედურა ლიზიმ ბიჭს. - მიდის ლიზი და მე რა ვქნა, ქუჩაში მარტო ხომ არ მივაგდებ? - მარი არ წახვიდე რა. - მოეხვია ანა. ტაქსი მოვიდა. მარი მაშინვე გაიქცა და მანქანაში ჩაჯდა. ლუკამ გადაწყვიტა გაყოლოდა, ძალიან არის გაბრაზებული და დავრწმუნდები, რომ სახლში მშვიდობით მივაო, ლიზიმ იდეა მოუწონა. მარიმ გოგონებს ხელი დაუქნია და ტაქსიც დაიძრა. დილით ლიზის ადრე გაეღვიძა, მძინარე მეგობარს გახედა და რომ არ გაეღვიძებინა, სწრაფად გავიდა ოთახიდან. ბიჭების ნომერთან მივიდა და კარზე დააკაკუნა, კარი ლუკამ გააღო. - უკვე დაბრუნდი? - კი, სახლში დავტოვე და გამოვბრუნდი. - როგორ არის? - ძალიან გაბრაზებულია. თქვენ? - ანა არ გაბრაზებულა, მე კი... შენ პასუხი გაეცი. რატომ ჩხუბობდით? - არასწორად მოიქცა. ჩვენ გავარკვევთ. - კარგი. მე მერიკოს დავხვდები. - მეც წამოვალ. - არა, დაისვენე, ალბათ საერთოდ არ გიძინია. - ეგ არაფერი, მარტო არ გაგიშვებ. - კარგი, დაგელოდები. - მაისურს მოვძებნი და წავიდეთ. - ლუკა ოთახში შებრუნდა. - ვინაა? დაბრუნდა? - მოისმა საბას ხმა ოთახიდან. - არა, ლიზია, მერის უნდა დავხვდეთ. - გაეპასუხა ბიჭს და ოთახიდან გამოვიდა. - წავედით. - გიორგი აქ არ არის? - არა, როგორც ჩანს, ღამით არ დაბრუნებულა. - რამე ხომ არ მოხდა? - დაბრუნდება. სადგურზე უამრავი ხალხი ირეოდა. წამსვლელებს მეგობრები და ნათესავები სევდიანი თვალებით აცილებდნენ, ჩამოსულებს კი მხიარული შეძახილებით ხვდებოდნენ, ისმოდა საუბრები სხვადასხვა ენებზე და ყველა სიტყვა ისე ირეოდა ერთმანეთში, რომ მხოლოდ გაურკვეველ ზუზუნს იწვევდა. ბაქანზე მერი გამოჩნდა, უკან სამი ბავშვი მოყვებოდა და ოთხი დიდი ჩანთა მოჰქონდათ. - მერიკო, აქეთ. - ხელი დაუქნია ლიზიმ. - როგორ ხართ? - ჩემო გოგონა, როგორ მომენატრე ჩემო კარგო. - მოეხვია გოგონას, მერე ბიჭს მიუბრუნდა. - შენ ალბათ ლუკა ხარ?! - დიახ, გამარჯობა. - ქალმა გულმოდგინედ შეათვალიერა. - ლიზიმ მითხრა, რომ შენ იხდი აქ ყველაფერს. არ მინდოდა მოსვლა, მაგრამ... - ეგ არაფერი, სალაპარაკოდაც არ ღირს. - არა, არა, თქვენობით მაინც ნუ დამელაპარაკები, თორემ თავი ბებერი მგონია. - კარგი, - გაეცინა ბიჭს. - გავითვალისწინებ. ბიჭმა ჩანთები მოაგროვა და ტაქსში ჩაალაგა, მძღოლს სასტუმროს მისამართი უთხრა, მე უკან გამოგყვებიო და კარები მიხურა. - თქვენ არ მოდიხართ? - გაუკვირდა ქალს. - ყველანი ვერ დავეტევით, მე მოტოთი ვარ, უკან გამოგყვებით. - მეც შენთან ერთად წამოვალ ლუკა. - თქვა ლიზიმ და ბავშვებს მიუბრუნდა. - თქვენ კი თავისუფლად დასხედით უკან ბავშვებო. რამდენიმე წუთში სასტუმროში იყვნენ, ლუკამ ჩანთები ამოალაგა და ოთახისკენ გაუძღვა. - როგორი ჯენლტმენია. - უჩურჩულა ქალმა ლიზის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.