შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგონი შემიყვარდი (12)


25-08-2016, 02:56
ავტორი mariam-mariam
ნანახია 3 075

კიდევ რამდენიმე დღე გავიდა ამ ამბიდან... ნატო და გია ისევ აკოს გამო ჩხუბობდენ... მე და სანდრო კი ჩუმად ვისხედით და სრულიად უაზრო კინკლაობას მოთმინებით ვუსმენდით, მესმოდა ნატოსი, რომელსაც შვილითან დალაპარაკება და ერთგვარი დახმარება სურდა.
ამავდროულად მესმოდა გიასი, რომელიც აკოს წინაშე ვალდებულებას საერთოდ არ გრძნობს, რაც თვის მხრივ სწორიცაა.
-უბრალოდ დალაპარაკებას წინ არაფერი უდგას გია...
დილა ისევ ამ ფრაზით დაიწყო სახლში და თვალებიც უკმაყოფილოდ გავახილე....
-მერე დალაპარაკებას ვინ გიშლის ნატო? წადი და დაელაპარაკე ეხლავე...
-დილამშვიდობისა...
მობეზრებული სახით შევედი სამზარეულოში და ორივეს მივესალმე, თუმცა უკვე იმდენად იყვნენ ჩხუბში გართულები, რომ ჩემი ხმა არ გაუგონიათ... სანდროსაც სამსახურში გავიდა, ღმერთო მთელი დღე ესე უაზროდ უნდა ვიჯდე...
საკუთარ თვს შევჩივლე და იგივე სახით ავბრუნდი ოთხში, ლოგინზე წამოვწექი და ჭერს მივაშტერდი...
ჯერ მხოლოდ დილის თერთმეტი საათია...
უკმაყოფილოდ გადავატრიალე თვალები და ქეთოს ნომერი ავკირბე..
-დიდება შენ გამოჩენას, ცოცხალი ხარ?
როგორც კი ზუმერის ხმა შეწყდა მაშინვე ქეთოს ხმა გასიმა...
-სად ხარ?
შესავლების გარეშე ვკითხე...
-სამსახურში რა იყო?
-გამოვალ თორემ სახლში ვეღრ ვჩერდები..
უცებ მივაყარე და ტელეფონი გავუთიშე.. აუცებ მოვწესრიგდი და კიბეებზე დავეშვი...
-მე გავდივარ..
ზრდილობის გამო მაინც ვუთარი სამზარეულოში მყოფ ნატოს და კარებისკენ წავედი..
-კი მაგრამ საით?
უცებ გამოყო თავი და მომლოდინე თვალებით მომაშტერდა..
-მეგობრები უნდა ვნახო...
მოჩვენებითი ღიმილით ვუთხარი და კარები გავაღე..
-თბილად მაინც თუ გაცვია?
ეზოს კიბეებამდე გამომყვა თბილი ჩუსტების ფრატუნით და სანამ ჭიშკრიდან გადავიდოდი კიდევ ერთხელ მომაძახა..
-კი თბილად მაცვია..
ღიმილით ვუპასუხე და სწრაფად მივეფარე თვალს..
ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ არ მსიამოვნებს მისი ესეთი ზრუნვა, მაგრამ ხანდახან ნამდვილად ზედმეტია..
უკვე თითქმის ორი კვირაა ერთი ჭიქა ყავაც კი არ დამილევია..
სანდრო კი ისევ დამცინოდა, ნატოს მაგარ ტერორში ყავხარო..
ბავშვებიც იშვიათად მოდიოდნენ სამსახურების გამო...
ანას საშინელი ორსულობა აქვს, ამიტომ ფაქტიურად ეგ და იოანე სახლიდან ვერ გამოდიან...
”რა უბედურებაა ტაქსს ვერ გააჩერებ აქ რა..”
ჩემთვის გავიფიქრე და ფეხით დავუყევი დაღმართს..
-სად მიდიხარ გაგიყვან..
ხუთი წუთიც არ იყო გასული ფეხებთან მანქანამ რო დაატორმუზა, შეშინებულმა გავხედე და როგორც კი მძღოლში აკო ამოვიცანი, რაღაცნაირად გამიხარდა..
-მაგაზე უარს ნამდვილად არ გეტყვი..
უცებ ვუპასუხე და ღიმილით მოვთავსდი მის გვერდზე...
-როგორ ხარ? ვხედავ იბერები ნელ-ნელა..
ღიმილით გადმომხედა და მზერა მაშინვე მუცელზე გადაიტანა...
-ხო..
უხერხულად ვუპასუხე და ორივე ხელი მუცელზე დავიწყვე..
-კაი აბა საით წავიდეთ?!
შეპარული ღიმილით გამომხედა და მანქანა დაქოქა, უცებ ვუკარნახე მისამართო და გზას გავხედე..
-შენი ქმარი სადაა?
დუმილი აკომ დაარღვია და ცალი თვალით გამომხედა..
-სამსახურშია.
მოკლედ მოვუჭერი და მზერა ავარიდე..
-დედამთილ-მამამთილი?!
ისევ აგრძელებდა შეკითხვებს..
-იცი აკო, მე შენი წინააღმდეგი არაფერი არ მაქვს, ისევე როგორც სანდროს. ესე წაკბენებს ჯობია მოხვიდე და ყველას ერთად დაელაპარაკო და გაარჩიოთ სიტუაცია..
მე არავინ მეკითხება, მაგრამ იმ სახლში ვცხოვრობ, ეს ყოველდღიური დაძაბული სიტუაცია კი საშინლად მოქმედებს ჩემზე...
უბრალოდ მოდი და დაელაპარაკე, ამ საღამოს ყველაფერს ჩემ თავზე ვიღებ... ეს ჩემი ნომერია თუ რაიმეა დამირეკე...
გადასვლამდე მივაძახე, ფურცელზე ნომერი დავუწერე და შენობაში შევედი..
როგორ მომნატრებია აქაურობა..
-გამარჯობა ნინო ქეთო კაბინეტშია?
-დიახ ქალბატონო მია, ოღონდ..
წინადადება არ დავამთავრებიე ისე შევაღე კარები და სანახაობამ გამაოგნა....
-ოღონდ მარტოა რაა და დააკაკუნეთ..
კარებთან დამაწია სიტყვა ნინომ და უკანმოუხედავად გაიძურწა...
-ვაა მია, როგორ ხარ? არ მეგონა თუ მოხვიდოდი..
პერანგის სწორებით ამოილაპარალა თაზომ და დარცხვენილ ქეთოს გახედა..
-არც მე არ გელოდებოდი აქ..
ღიმილით ამოვილაპარაკე და დივანზე დავჯექი..
-როგორ ხარ ბავშვი როგორაა...
ისევ აგრძელებდა შეკითხვების დასმას და უკვე სიცილსაც ვეღარ ვიკავებდი..
-კარგი თაზო ამოისუნთქე არ ვიკბინები... მეც და ბავშვიც გადასარევად ვართ უბრალოდ ჰაერზე გამოვედი...
მოკლედ ავუხსენი სიტუაცია და ღიმილით გავხედე ორივეს...
-შენ რა უკვე დეკრეტულში ხარ?
გაოცებულმა გამომხედა ქეთომ და ჩემკენ წამოვიდა..
-ჯერ არა ისე შვებულებაში ვიყავი, ეხლა უკეთ ვარ და ვფიქრობ რამდენიმე
თვე შევძლებ მუშაობაშ ჯერ სანდროს მინდა ველაპარაკო ამაზე.
უცებ ავუხსენი სიტუაცია და შეპარული ღიმილით გადავხედე...
-არ დაგთანხმდება
უცებ მომაძახა თაზომ და ყველანაირი იმედი მომიკლა...
-იქნებ თანხმდება?
გამომცდელი სახით შეხედა ქეთომ და წარბები აათამაშა...
-შანსი არაა სანდრომ
ორსულობის დროს მია ამუშავოს, არ დაუშვებს რამე რომ
მოხედს...
-კარგი, ამ საღამოს ყველანი მოდით ჩვენთან აკოც იქ იქნება...
-აკო ის აკო?!
გაოცებულმა ამომხედა თაზომ..
-მოიცა ვინ აკო?
ამჯერად ქეთომ გამომხედა...
ორივეს ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი და თან ვფიქრობდი რამდენი სისულელე მაქვს ნათქვამი მანამდე აკოზე და ჩემ თავზე ამეშალა ნერვები..
-დედას ვფიცავარ ბრაზილიური სერიალია რა...
ჯერ კიდე შოკში მყოფმა ამოილაპარაკა თაზომ..
-შენ ამ საღამოს ნახე.. - ღიმილით ვუპასუხე და წასასვლელად მოვემზადე.. - კარგი მე წავალ ხელს არ შეგიშლით და საღამოს გელოდებით...
-დამელოდე მეც მოვდივარ - ლიფტთან დამეწია თაზო და გვერდზე ამომიდგა.. - სად მიდიხარ გაგიყვან?
როგორც კი მანქანას მივუახლოვდით მაშინვე მკითხა..
-სანდროსთან წამიყვანე საავადმყოფოში..
უცებ ვუპასუხე და მანქანაში ჩავჯექი...
მალევე მიმიყვანა დანიშნულების ადგილას და ისიც ჩემთან ერთად გადმოვიდა...
-ეხლავე უნდა გავიგო სანდროს პასუხი..
ღიმილით მომაძახა და მიმღებში შევარდა..
მაშინვე სანდროს კაბინეტისკენ გავარდა და მეც უკან მივყევი..
-ბატონი სანდრო ოპერაციაზეა მალე განთავისუფლდება, თუ რამე სასწრაფოა დაელოდეთ და რომ გამოვა მერე შებრძანდით...
წიკვინა ხმით გვითხრა ექიმმა და ამრეზით აგვათვალიერა ორივე...
მაშინვე გაბრაზებული სახე მივიღე და როგორც კი თაზომ დამინახა მაშინვე ლაპარაკი დაიწყო
-რა გქვია შენ შემახსენე..
მოჭუტული თვალებით გახედა გოგოს და უარესდ დააბნია..
-თეონა
-ხოდა ძვირფასო თეონა ეს არის ბატონი სანდროს მეუღლე და თუ გაბრაზდა მტრისას, ვერ ხედავ სახეზე როგორ იყურება?! ხოდა ეხლა ოდნავ გვერდზე გადადი და ჩვენ სანდროს კაბინეტში შევალთ..
წყნარად ლაპარაკობდა თაზო და ერთი კაი გადახარხარება მინდოდა...
-კარგით, მაგრამ თუ რამე მოხდა მე არაფერ შუაში არ ვარ...
ყოყმანის შემდეგ მაინც დაგვთანხმდა და შესვლის უფლება მოგვცა..
-უკაცრავად თეონა..
სანამ თვალს მიეფარებოდა მანამდე დაუძახა და ეშმაკური ღიმილით გადმომხედა..
-გისმენთ
მობეზრებული სახით მოვიდა ჩვენამდე და წინ დაუდგა თაზოს..
-ძვირფასო თეონა, - უეცრად დაიწყო თაზომ და ცალ მუხლზე დადგა, თეონას ხელს კი ხელი მოუჭირა - როგორ ბრძანდებით, არ მოგიწერიათ რამდენი ხანია..
-უკაცრავად მაგრამ უნდა წავიდე..
რასაც ქვია ხელი გამოგლიჯა თაზოს და სწრაფი ნაბიჯებით გაეცალა..
-ისე ორ ყავას თუ მოგვიტან კაი გოგო იქნები...
-მე ჩაი..
სიცილით ვუთხარი თაზოს...
-ერთი ყავა და ერთი ჩაი...
სიცილით მიაძახა და კარები მიხურა...
-გაკლია..
როგორც კი სავარძელში ჩაჯდა მაშინვე ვუთხარი და ისტერიული სიცილი ამივარდა...
-ყავა მინდოდა და რა მექნა...
უცებ მიპასუხა და ჩემთან ერთად გაიცინა...
დიდხანს ლოდინი არც დაგვჭირვებია მალევე შემოვიდა სანდრო და როგორც კი ჩვენ დაგვინახა გაოცებულმა გამოგვხედა..
-აქ რას აკეთებ ხო კარგად ხარ?
მაშინვე ჩემთან მოვარდა და შეშფოთებულმა შემომხედა..
-კარგად ვარ კარგად, უბრალოდ შემოგიარე..
სიცილით ვუთხარი და მოწყვეტით ვაკოცე..
-გვრიტებო აქ ბავშვი ვზივარ...
მალევე გამოგვექომაგა თაზო..
-რამდენიმე საათის წინ ბავშვობა არ გეტყობოდა..
უცებ წავკბინე და მოგების ნიშნად წარბები ავათამაშე...
-რა მოხდა?
უცებ იკითხა სანდრომ და ორივეს სათითაოდ გადმოგვხედა..
-ისეთი არაფერი..
უცებ უპასუხა და თვალებ დაქაჩულმა გადმომხედა..
-შენთან მაქვს შეკითხვა-თხოვნა.. - უცებ ავხედე სანდროს და გავუღიმე.. - სანამ დეკრეტულს ავიღებ სამსახურში გავალ რა...
ზუსტად ისეთი სახე მივიღე პატარა ბავშვს რო ტკბილი უნდა რამე და დედა , რომ არ აძლევს..
-მია.. არ ვიცი ამაზე სახლში ვილაპარაკოთ...
რაღაცნაირი ხმით მითხრა და მისი ადგილისკენ წავიდა...
- აუ კარგი რა, ხომ იცი, რომ სამსახური ჩემთვის ყველაფეროა...
-შენც ხომ კარგად იცი, რომ არაფერი არ მაქვს იმის საწინააღმდეგო, რომ შენ იმუშავო, მაგრამ ამ სიტუაციაში... ჯერ არ ვიცი..
დანარჩენი სახლში ვილაპარაკოდ არ მცალია ეხლა...
კატეგორიული ხმით მიპასუხა და რაღაცა ფურცლებში ჩაძვრა...
თაზო ისე გაიძურწა ოთახიდან ვერაფერი ვერ გავიგე..
ეხლა კი ვიჯექი დებილივით და კედელს უაზროს მივშტერებოდი...



№1 სტუმარი Salo salo

Dzaaannagariaaa <3 maledadeeraa <3 mindaro arasdrosar damtavrdesda sul axali tavis molodinshiviyo uzomod magarixar <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი lalita

ცოტა მეტი დაგეწერა თითქმის არაფერი არ ხდება.

 


№3  offline წევრი nini :)

auuu patara tavi iyooooo, arada kargi iyooo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent