შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Bikers' Life (12)


25-08-2016, 11:46
ავტორი NatatuKa
ნანახია 1 936

-აუ თქვენ რა შარში ხართ- დასერიოზულდა გუგას ნათესავი ნიკო. დათოს შეხვედრია აქეთ რო მოდიოდნენ და საქმის კურსში რო ჩააყენეს ესეც გამოყვათ.
-ადვოკატზე რა ისმის- ეგრევე გუგა ჩაერთო ლაპარაკში და დათოს მიუბრუნდა
-დავრეკე და საქმის მასალების გასაცნობად მოვა ცოტახანში
-რეზი სად არის?- დავსვი კითხვა რომელიც გულს მიღრღნიდა- ან მისი მოტოციკლეტი?
-მოტოციკლეტი პოლიციის ავტოსადგომზე დგას. თვითონ სახლშია. დემემ დამირეკა ნაცემია ოღონდ უმნიშვნელოდო. გუგასთან მადლობა დამაბარა ჩემი ძმის დახმარებითვის იმსახურებსო და ისე თქვენ შორის რამოხდა?
-ვიჩხუბეთ რა
-ნუ ეგ ისედაც ცხადია და ზოგადად მაინტერესებს ანუ რის გამო
-ვის გამო- შეუსწორა და თვალი ერთ წერტილს გაუშტერა
-თუნდაც. ამდენი ხნის ძმაკაცობა ვიღაცის გამო შესწირეთ? ბოდიში და თქვენ *&იგ ხო არ გაქვთ..- წამოენთო ზურა

მეც გასუსული ველოდებოდი პასუხს.
-საქმეც მაგაშია რო არცერთისთვის არ წარმოადგენს "ვიღაცას"
-ზნაჩიტ გოგოს თემაა.- ამოიოხრა ბექამ
-ხო რა.

ლაპარაკში ნიკო ჩაერთო
-მე მაინც არ მიმაჩნია სწორ საქციელად მაგ გოგოს გამო ესე ჩხუბი და ძმაკაცობის დანგრევა. მესმის რო ვიღაც არ არის თქვენთვის მაგრამ წარმოიდგინე აბა ვინ უფრო ძვირფასია: ბავშვობიდან მოყოლებული ძმაკაცი რომელთან ერთადაც ჭირიც გამვლილი გაქვს და ლხინიც, თუ ვიღაც ბო*ი ვისა..

გუგამ სიტყვის დამთავრება არ აცადა, მუშტი გაუქანა ყბაში.
-მეორეჯერ იმ გოგოზე მსგავსი რეპლიკა არ გავიგო თორე დავივიწყებ რო ჩემი ბიძაშვილი ხარ შე ახ&*რო..- მეორეჯერაც გაუქანა და ზუსტად ამდროს პოლიციელის ხელები იგრძნო მკლავებზე. ფეხი ჩაარტყა ჯერ კიდევ მდგარ ნიკოს რომელიც ცხვირიდან სისხლს იწმენდდა და ძირს დააგდო. სანამ მაიორი გეგეშიძე (ტანსაცმელზე ქონდა ამოქარგული.) გაათრევდა, შეფურთხებაც მოასწრო და შეუმჩნევლად გადმომხედა მე. ჩემ თვალზე ცრემლი როგორც კი შენიშნა პოლიციელს ხელები გააშვებინა და მომვარდა.

-დაწყნარდი, კარგად იქნებაო - თითქოს იმაზე ვტიროდი რო თავისი ნათესავი ესეთ დღეში ჩააგდო. შუბლზე მაკოცა და ლოყაზე ხელით მომეფერა. გასვლისას თვალი ჩამიკრა და მაიორს უკან გაყვა.

-ლიზა სად არის?- ვკითხე ბიჭებს და ცრემლი შეუმჩნევლად მოვიწმინდე
-არ გვითქვამს. არ გვინდოდა ენერვიულა მაგრამ თუ გინდა ახლავე დავურეკავ- მომიჯდა გვერდით ლექსო და თავზე მაკოცა.
-აუ კი რა- მუდარის თვალებით ავხედე და ტუჩები წინ გამოვწიე

-ეგრე ტუჩებს ნუ აკეთებ თორე გუგა რო ხედავდე მოგაჭამდა- ყურში ჩუმად მიჩურჩულა ბექამ და გაიცინა.
-ბატონო?- გაკვირვებულმა გავხედე და წარბი ზემოთ ავზიდე
-კაი ეხლა. რო მოსწონხარ ვერ ატყობ დავიჯერო? ნუ ეხლა მე სხვა რაღაცეებსაც ვატყობ მაგრამ...
-რა სხვა რაღაცეებს? -დავიძაბე და კიდევ უფრო დავუწიე ტონს.
-თუნდაც იმას რო დემესაც შენ მოსწონხარ და ჩხუბი შენს გამო იყო.- ნიშნის მოგებით გადმომხედა, აქაოდა და ამოვხსენი ამოცანაო. მე კიდე შვებით ამოვისუნთქე, არ გავფაქტულვართქო რო დაამატა.- აი თურმე შენც მოგწონს. მგონი გუგა ხო?
თვალები შუბლამდე ამივიდა
-საიდან მოიტანე?
-მარტივი ფსიქოლოგიაა რა. შეხედე. რო გითხარი სხვა რაღაცეებსაც ვამჩნევთქო
-თქვენ მანდ რას ჩურჩულებთ?- გადმოგვძახა კიკნამ და ყველას მზერა ჩვენსკენ მოიმართა
-აუ თუ ძმა ხარ გვაცადე რა- ხელი აუქნია ბექამ დათოს და ტონს კიდევ უფრო დაუწია- როცა ეგ გითხარი დაიძაბე და რო მკითხე რა რაღაცეებსო. გიპასუხე და ამოისუნთქე. ზნაჩიტ ის არ მითქვამს რისიც გეშინოდა. ხოდა ლოგიკურად გავარტყი რა.
-ჯეიმს ბონდი ხარ?- ცოტა ხმამაღლა მომივიდა და პირზე ხელი ავიფარე როცა შევამჩნიე ისევ ყველა ჩვენ გვიყურებდა, ახლა უკვე პოლიციის თანამშრომლების ჩათვლით.
-რაღაც მაგდაგვარი- ჩაიცინა და თმები ამიჩეჩა- ჭკვიანად იყავი

-ადვოკატი მოსულია, საქმის დეტალებს ეცნობა- შემოყო თავი მაიორმა
-გუგა სად არის?
-ადვოკატთან და თქვენც გეძახიან- მომიბრუნდა მე და ხელით მანიშნა გამომყევიო.

თმები უკან გადავიყარე და ზურგიდან დავეჯღანე.
-ფრთხილად შენ , არ დაგაფიქსირონ ვიდეოკამერებმა. - სიცილით მიჩურჩულა ზურამ და მხარი გამკრა.
-კაი წავალ გავიგებ რაუნდათ.


იზოლირებულ ოთახში შემიყვანეს და გუგას გვერდით მომათავსეს.
-აბა რა ხდება- საქმიანი იერი დავიჭირე და თვალებში მივაშტერდი
-საქმე ძალიან რთულად არ არის.- დაიწყო ჩემ წინ მჯდომმა.- ეშველება თუმცა ვეჭვობ რამდენიმე კვირით თუ არა დღით მაინც მოგიწევთ აქ ყოფნა.
-კი მაგრამ ჩვენ ისეთი არაფერი დაგვიშავებია. - ამოვიოხრე
-არაფერი?- ირონიულად ამოყო თავი საბუთებიდან და მზერა გამისწორა
-ყველაფერი ისე არ იყო როგორც მანდ წერია. ნუუ პოლიციელებს რა დახვდათ და რა გაიგეს ეგ ცალკე თემაა და რეალურად როგორც იყო, ის კიდე ვაფშე სხვა.
-კარგით მაშინ გისმენთ როგორ იყო რეალურად.

ყველაფერი მოვუყევი და პოლიციელების მოსვლის სცენაზე რო გადავედი სიწითლე შემეპარა ღაწვებზე. ბატონმა მიშამ ხელით გამაჩერა, ეგენი უკვე ვიცი აღარ არის საჭიროო და მეც გადავწექი საზურგეზე.

-ის ბავშვი რამდენი წლის არის
-რეზი? 14-15 ზუსტად არვიცი..
-მაშინ უნდა მოვიდეს და ჩვენება მისცეს.
-ხო მაგრამ პრობლემები შეექმნება
-არასრულწლოვანია
-არასრულწლოვანთა კოლონიაში რო მოათავსონ?
-მაგას მე მივხედავ. ყოველ შემთხვევაში თქვენსავით დიდი ამბავი არ არის და ჯობია დაურეკოთ რო მოვიდეს. ოღონდ დაამშვიდეთ რო საშიში არაფერია და აუცილებლად სწორი ჩვენება უნდა მოგვცეს. შეძლებთ?
-ნუ თუ მართლა არაფერი ემუქრება იმ ბავშვს მაშინ თანახმა ვარ.
-ბავშვი? და შენ თვითონ ვინ ხარ
-მეც ბავშვი ვარ და ცხოვრების ბოლომდე ბავშვად დავრჩები მაგრამ მაინც ჩემზე პატარაა.
-რამდენი წლის ხარ. როგორც პოლიციელებს უთხარი 18ის? თუ ეგეც მოიტყუე.
-რა თქმა უნდა მოვიტყუე. ფილმშიც ეგრე იყო
-რომელ ფილმში
-რისი სცენარის მიხედვითაც ვმოქმედებდი
-და რა ფილმია
-ნუ სახელი ზუსტად არ მახსოვს მაგრამ სიუჟეტს რა დამავიწყებს..

ამდენი ხნის მანძილზე გუგამ პირველად ამოიღო ხმა
-ბატონო მიშა, რო მოგცეთ რეზის ნომერი და თავად დაუკავშირდეთ?
-კი ბატონო, აი კალამი და ამ ფურცელზე დამიწერეთ.

ნაგლეჯი ხელში აიღო და ოთახიდან გავიდა. სიჩუმე ჩამოწვა და საუბრის წამოწყების ინიციატივა გუგამ აიღო საკუთარ თავზე.
-როგორც მახსოვს მოტოციკლეტის ტარება არ იცოდი ხო?- ნერწყვი სასულეში მძიმედ გადავაგორე და ვფიქრობდი რა უნდა მეპასუხა.
-ამმ. უბრალოდ იმდენად მიზიდავს, კიკნა მასწავლის ხოლმე შიგადაშიგ ოღონდ საჭიროების გარეშე არ ვიყენებ.
-საჭიროება მოითხოვდა ხო? და ჩემს გადასარჩენად თავგანწირული გამოეშურე- პათეტიკურად თქვა გუგამ და გაიცინა
-ჯერ_ეს ერთი საერთოდ არ ვიცოდი იქ იყავი თუ არა და მერე მეორეც მე რეზის გულისთვის წამოვედი.

-ჯერ ძმაკაცებს შორის ჩადექი და ეხლა ძმებს უმიზნებ ხო?.- ჩუმად ჩაიბუტბუტა მაგრამ ყური მაინც მოვკარი და მამის მკვლელი მზერით შევხედე.

-მე რა შუაში ვარ?- წარბი ავზიდე და ხელები გადავიჯვარედინე..
-არ იცი ხო? - ირონიულად გამიღიმა, ჩემსკენ გადმოიწია და ტუჩებზე დამაკვდა..
ამდროს შემოაღეს კარი და მკაცრად ჩაახველეს.. სწრაფად მოვცილდი გუგას და კარისკენ რო გავიხედე ღიმილი სახეზე შემეყინა და უხერხულად შევიშმუშნე..


კარებში დემეტრე იდგა და ორივეს წარბშეკრული გვიყურებდა.



№1 სტუმარი Isdzvelitayvanismcemeli

Ivode chem bichs nu aechvianeb tore ar vici ras gizam
Cc

 


№2  offline წევრი NatatuKa

Isdzvelitayvanismcemeli
Ivode chem bichs nu aechvianeb tore ar vici ras gizam
Cc



და რას მიზამ:დდ

 


№3 სტუმარი Isdzvelitayvanismcemeli

NatatuKa
Isdzvelitayvanismcemeli
Ivode chem bichs nu aechvianeb tore ar vici ras gizam
Cc



და რას მიზამ:დდ



Umm..movifiqreb :ddd(debilivit vikrichebii)
Cc

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent