ბედის ბრალია!(10)
სახლში წავედი სადაც არავინ იქნებოდა მოსამსახურის გარდა სავარაუდოდ,არ ვაპირებდი სადმე გაქცევას და პატარა ბავშვივით კუკუდამალობანას თამაშს,ან ისტერიკაში ჩავარდნას და მთელი დღე სახლში ჩაკეტვას და დეპრესიაში ჩავარდნას,ძალიანაც კარგია ყველაფერი არარეალობა თუ იყო,მერე რა რომ შემიყვარდა,როგორც შემიყვარდა ისე გადამიყვარდება და დავივიწყებ,ჯობია კარიერას მივხედო თავის დროზე რომ გამეკეთებია ეს ახლა არც გათხოვილი ქალის სტატუსი მექნებოდა,იმედია ხელს მომიწერს ვაჟბატონი,აეხილოს თვალები მერე იქნება,სოწრედ ესა მიზეზი გულის სიღრმეში აქ რომ ვრჩები,სადღაც ყოველთვის დამინახავს და ყლაპოს ნერწყვები თუ მართლა გრძნობდა რაიმეს ჩემს მიმართ.სახლში ცოტახნის მისული ვიყავი დედაჩემმა რომ დამირეკა როგორც ჩანს უკვე ახარა ლიამ სახლში რომ მოვედი თან ჩემოდნებით. -დედიკო რასშვები სადხარ? -კარგი რა დედა,ისე მეუბნები ვითომ არ იცი სადაც ვარ. -მაშინ რატომ ხარ? -გაგიჭირდება მიხვედრა. -მიშოსთან იჩხუბე დედას სიხარულო? -არა უარესი! -უარესი რა დედა? -დავშორდი. -რას ნიშნავს შვილო დაშორდი? -იმას რომ განქორწინების საბუთები დაუტოვე და როგორც მოაწერს ხელს ოფიციალურად ვიქნებით გაშორებულები,მე მოვაწერე უკვე. -თუ შეგიძლია ამიხსენი რას ნიშნავს ეს ყველაფერი!დღესვე მოვდივართ მე და მამაშენი!ჯერ ალექსანდრე რომ გაიგებს გაგიჟდება ხოიცი. -დედა არა საჭირო..მე ჩამოვალ მერე ცოტახნით და აგიხსნით ყველაფერს,დაამძიმებთ უფრო სიტუაციას გთხოვთ. -მაგრამ იცოდე ამიხსნი ყველაფერს,დამპირდი რომ როგორც ადრე იქცეოდი ისე არ მოიქცევი. -არა დედა!ის ანა აღარ არსებობს,აწი სერიოზული ანა ვარ და ხვალიდან ვიწყებ ჩემი ოცნების სისრულეში მოყვანას? -ანა..რა ოცნების? -ვთიშავ დედა. -ანა ხოიციიი სახიფათოა არგინდაა შვილო.. -გკოცნი დედა.. გაღიმებული გადავკოტრიალდი ჩემს საწოლზე..ცოტახნის დასვენების მერე დიდი ენერგიით წამოვდექი და ტანსაცმელები ამოვალაგე,რაც მობეზრებული მქონდა სხვა მხარეს დავდევი,ვინმეს მივცემდი მერე და გავახარებდი,ან თავშესაფარში გავატნევდი ლიას..ხვალ გოგოებს ვნახავ და ახალ რაღაცეებსაც შევიძენ..დღის ბოლოს წყალი გადავივლე და საწოლში შევწექი,თითქოს ბედნიერი ვიყავი იმით რომ ბავშვობის ოცნებას ავისრულებდი მაგრამ უცებ მიშოზე დავიწყე ფიქრი,გვერდით არავინ მიწვა,ცრემლები მომაწვა და ტირილს ვაპირებდი მაგრამ ჩემ თავს შემოუძახე. -არანაირი მიშო!ვსიო,დაიძინე ანა. დილას ხმაურმა გამაღვიძა,უცებ წამოვვარდი და ქვემოთკენ ჩავედი. -რა ხდება რა ხმაურია აქ?თან ვამთქნარებდი და თვალებს ვიფშვნეტდი. დავინახე კიბის თავში მიშო და ლია იდგა,ლია არ უშვებდა მიშო კიდე ეწინააღმდეგებოდა ანა უნდა ვნახოო,მემგონი გაბრაზებული ჩანდა.კიბეებზე ნარნარით დავეშვი,ლიას ხელი დავადე და შემოვძახე. -ლიაკო შეგიძლია გახვიდე.ქალიც გავიდა და დაგვტოვა.ტელეფონს დავხედე და მერე მიშოს გავხედე. -უკაცრავად მოქალაქევ ჯერ დილის 7 საათია აქ რას აკეთებთ?სხვის საკუთრებაში შემოჭრის უფლება რომ არ გაქვს არ იცით?დაურეკო პოლიციას? -ეს რა არის?თითქმის ყვირილით მითხრა და საბუთები მოიფრიალა მაგიდაზე. -მოდი წაგიკითხავ გინდა?ალბათ დაგავიწყდა კითხვა. -ანა რა გჭირს?რას ნიშნავს ეს ყველაფერი? -განქორწინებას მოვითხოვ!თანაც სასწრაფოდ. -და რატომ მიზეზი?აქეთ მესარჩლებოდა,გაუხეთქე თავი არა ღირსი. -მიზიზიიიი??მეტი რა მიზეზი გინდა?მისკენ მივდიოდი და თითქმის ვყვიროდი...მითხარი მეტი რა მიზეზი გინდა? -და მე ხომ მიზეზი არვიცი ანა? -არიცი?კარგი მარტივი კითხვას დაგისვამ და მიხვდები შენვე. -არ მაქ შენთან ნამიოკობის დრო. -ძალიანაც კარგი მაშინ მიბრძანდი! -ანა! -რატომ დაქორწინდი ანა ჩემზე? -რას გადაეკიდე მაგ კითხვას??არ გიპასუხებ! -თუ არ მიპასუხებ იყავი ისე აღარც მჭირდება!კარები იქეთა! მეგონა არ წავიდოდა ახსნებს დამიწყებდა და რა გააკეთა?კარებისაკენ წავიდა,მე საბუთები ავიღე ხელში და გავეკიდე. -ეს გრჩება ხელს რომ მოაწერ გამომიგზავნი!ანდა მოიცა კალამს მოვიტან უკან შევტრიალდი და უცებ შემომატრიალა. -ვერ ეღირსები გესმის?ვერასოდეს!არმოგიწერ ამ საბუთებზე ხელს,იმ ქვეყნადაც შენი ქმრის სტატუსით წავალ!საბუთები ხელში შემაჩეჩა ისევე და წავიდა. მშვენიერი დღის კიდევ უფრო მშვენიერი დასაწყისი.ესღა მაკლდა.ძილი გავაგრძელე და შედარებით გვიან გამეღვიძა,მოვემზადე და გოგოებთან წავედი.ყველაფერი მოუყევი მარა გამოსადეგარი ვერაფერი მოვისმინე მათგან,ამიტომ დაველოდე ჩემი თავს,რაც წამომივლიდა იმას გავაკეთებდი ალბათ.ახალი ტანსაცმელები ვიყიდე,გადავწყვიტე თმის სტილი შემეცვალა,ავიჩეხე,ვიფიქრე შევიღებავ თქო მარა იმდენად ლამაზი თმის ფერი მაქვს შემენანა. დღის ბოლოსკენ თარჯიმანთან შევიარე და ყველა საბუთები გადავათარგმნიე,რადგანაც ჩემი ყველა სწავლის საბუთები ინგლისურ ენაზე იყო,ეს გასაკვირიც არა მე ხომ სკოლაც და უნივერსიტეტიც იქ დავამთავრე,უმაღლესი განათლება რაც მთავარი იყო..ერთი ვიფიქრე წავალ ისევე თქო მარა აქ მინდოდა,ჩემი სამშობლო მაინც სხვა იყო.ხვალ განყოფილებაში წავიდოდი და საბუთებს წარვადგენდი. დილიდან კარგ ხასიათზე გავიღვიძე ვცქმუტავდი,აბაზანაში ვინებივრე და მერე წინა დღის გამზადებული ტანსაცმელი მოვირგე ტანზე,რატომღაც არმინდოდა მაღლებით და კაბაში წავსულიყავი ამიტომ შავი შარვალი ჩავიცვი,ტანზე არ მეკვროდა,ფეხზე თეთრი კეტები და თეთრი ბრეტელებიანი მაისური,ჩანთა გადავიკიდე,თმები გავიშალე და საბუთებით ხელში განყოფილებისაკენ წავედი.უფროსის მოადგილე მამაჩემის ძმაკაცი იყო,ბავშვობიდან ვიცნობდი,მისი დახმარებითაც ცოტა წინ წავიწეოდი,თუ რამე დამეხმარებოდა მაგრამ არამგონია დამჭირვებოდა. -ზაზა ბიძია როგორ ხარ? -ანუშკი რამხელა გოგო გაზრდილხარ!რამ მოგიყვანა აქ? -მმმ გასაუბრებაზე ვარ.. -არარსებობს მაინც მიაწექი ხო შენსას? -კი და ძალიან მიხარიაა...უფროსის კაბინეტი სადა?ცოტას ვნერვიულობ. -ნუ გეშინია კარგი კაცია ბატონი დიმიტრი. მართლაც კარგი კაცი აღმოჩნდა,საბუთებს გადახედა ყველაფერს ვაკმაყოფილებდი,მაგრამ შეყოყმანდა პატარა ხარ ყველაზე განყოფილებაში და სახიფათო საქმესი ყოფ თავს დარწმუნებული ხარო..ეს რომ მითხრა ვიფიქრე არუნდა ჩემი აყვანა თქო და უთხარი დაველოდები თქვენს პასუხს თქო,კარებისკენ ვიყავი უკვე მისული რომ დამიძახა ხვალ დილიდან იწყებ მუშაობასო,გახარებული გამოოვვარდი კაბინეტიდან.დღეიდან მე ანა ავალიანი არ ვიყავი,მე ვიყავი გამომძიებელი ანა ავალიანი!ბავშვობაში სულ ვიძიებდი რაღაცეებს,აი მაგალითან ჩემი მეზობლის ქათმები რომ მოკვდა დავიჯინე ვიღაც დავინახე წყალში რაღცას რო ყრიდა და არა ეგ ქათამი თავისით მომკვდარი თქო,მერე ასე ფეხდაფეხ დავყევი ყველაფერს და აღმოვაჩინე რომ მეზობლის ქალს მოუწამლია მეორე მეზობლის ქათამი.როგორ გავიგე ან რატომ მოწამლა არ გაინტერსებთ?ხომ ვთქვი ვიღაცა დავინახე თქო,ხოდა დავათვარიელე კარგად წყალს სადაც სვამდნენ ქათმები და ქილა დავინახე პატარა,მერე ვიზეც ეჭვი მქონდა გადავედი მეზობელთან და მოვატუე ბებიამ გამომიშვა ბამბაზე თქო,რომ გამოიღო წამლები შევამჩნიე ისეტივე ყუთი,თურმე ქათმებმა პამიდორის კვალები გაუოხრეს და ამ წამლით შვილიშვილი გაუშვა რომ დაეწყვიტა ქათმები.. ის დღე სულ დავფარფატებდი,მეორე დღეს შედარებით კლასიკურ სტილში გამოვცხადდი სამსახურში და ჩემს კაბინეტში მოვეწყვე,გამომძიებლის სამკერდო ნიშანი რომ გადმომცეს სიხარულისაგან გავფითრდი,იარაღს ჯერ არ მაძლევდნენ,არც იყო საჭირო მაგრამ საჭიროების შემთხვევაში უფლება მქონდა ამეღო..იმ დღეს სახლში რომ დავბრუნდი ჩემს სანიშნესთან ერთად სელფი გადავიღე და გაუგზავნე დედაჩემს მალე მირეკავს და კივის. -ანააააააააა... -გისმენთ ქალბატონო ნიტაა.. -შვილო სიმართლეა?? -კი დედა! -მამაშენი გაგიჟდა მოიცა დაქალაპარაკო. -ანა მოგკლავ იცოდე! -აუ არაფერია მნიშვნელოვანი!მითუმეტეს აქ!არავინ დამჭრის ან დამახრჩობს საღსალამათი ვიქნები! -მაინც სახიფატოა ათასი მანიაკი შეგხვდება მეშინიაა მამი.. -კარგი რა ალექს მამა.. -ალექს მამას მოგცემ მე შენ!ხოიცი არ დაგვიმთავრებია ჩვენ ლაპარაკი. -დავიღალე დღეს მძიმე დღე იყო. მათ გაუთიშე და გოგოებს დაურეკე სკაიპით ორივეს ერთად,მოწყენილი სახით უყურებდი რახდებაო მეკითხებოდნენ მერე მათაც აუფრიალე ნიშანი წინ და მომილოცეს ახალი თანამდებობდა და წინსვლა კარიერაში მარა მერე დაიწყეს იმგენმაც არაფერი მოგივიდესო. ნელ-ნელა ყველა გავიცანი განყოფილებაში,ყველაზე მეტად ჩემი პარტნიორი ვაჟა მომეწონა,კარგი ბიჭი იყო მეგობრული,მალევე კარგი ურთიერთობა დაგვიმყარდა ერთმანეთში..დღე კარგად ვატარებდი დროს პატარ-პატარა საქმეებს უძღვებოდი მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერი არ იყო,ადვილი საქმეები იყო ნაირას ქათმებივით,თან ვაჟაც მეხმარებოდა..1თვეში ძალიან დავახლოვდით,შესვენებებზე სულ გარეთ ერთად გავდიოდით და ყავას ვსვამდით,ჩემი მეორე ნახევარივით იყო თითქოს ტყუპის ცალი იყო,ყველაფერს მიყვებოდა და ვცვლიდით ერთმანეთში ინფორმაციას..შესვენების დრო რომ იყო საბუთებს გვერდზე მივდებდი და ვაჟას გადავხედავდი. -აბა ვაჟიკო სუპერ ყავის დროა წავიდეთ? -ანუსიკო წავიდეთ. -ხომ გითხარი ნუ მიძახი მასე თქო. -აბა ვაჟიკო რა პონტიაა..სიცილით გადამხვევდა ხელს და კაფეტერიაში გავქანდებოდით. თვე ნახევარი იყო გასული მნიშვნელოვანი საქმე რომ დამეკისრა პირადად მე იმიტომ რომ სხვას არავის ჯეროდა რომ ეს თვითმკვლელობა არ იყო!გული მტკიოდა,სული ყველაფერი მტკიოდა,ჩემი ვაჟა,ჩემი მხიარული ბიჭი მიწას მივაბარე.არასდროს ამომივა თვალებიდან დედამისი და მამამისის ტკივილით გაჟღენთილი სახეები..ვინ იყო ასეთი მარა ჩემი კოლეგა იყო ძალიან დავახლოვდით,ისე ჩანდა თითქოს ვიღაცას არ ესიამოვნა ეს და სათამაშო თოჯინასავით გაასხმევია თვინი,მაკანკალებს..განყოფილებაში ჩემ მხიარულ ვაჟიკოს ვეღარ ვნახავ,ისე იმოქმედა ამ ამბავმა ჩემზე სრულ აგონიაში ვიყავი,მაგრამ გამოფხიზლების დრო იყო. დილიდან კარგ ხასიათზე ვიყავი,რაღაც ახალი საქმე იყო მდიდარ ბაბუაზე,საყვარელს ფული მოუპარავს და მერე ეს გოგო გაქრა და მის კვალს ვერ მიაგნეს..მალევე ვიპოვეთ და ავღნიშნავდით მე და ვაჟა ტელეფონზე რომ დაურეკეს და წავიდა,აღარ მოსულა დიდი ხანი გავიდა,ურეკავდი თუმცა ავტომოპასუხე ირთვებოდა,მერე სულ გაითიშა,რატომღაც ნერვიულობა დავიწყე და მის მშობლებს რომ დაურეკე ჩემ თავს ვადანაშაულებდი უმიზეზოდ ავაფორიაქე ადამიანები თქო..მალე ზარი შემოვიდა გასროლის ხმაზე და ყველა იქ წავიდა,მეც გავყევი არვიცი რატომ მარა არუნდა წავსულიყავი ეს პოლიციის საქმე იყო მარა გული მიგრძნობდა,გვამთან რომ მივედით მოსაცმელით შორიდანვე ვიცანი ვაჟა სისხლში ცურავდა,მარჯვენა ხელში იარაღი ეკავა,გვამი რომ ამოატრიალეს მარჯვენა მხარეს საფეთქელში ჰქონდა ნასროლი,თვითმკვლელობააო ასე ააარტყეს იარლიყი,ვერავის დავაჯერე რომ ეს თვითმკვლელობა არ იყო!რატომ უნდა მოეკლა სიცოცხლით სავსე ბიჭს თავი?ცოლა არ ყავდა,არც საყვარელი,არც შეყვარებული მაგის გამო რომ მოეკლა თავი,ოჯახშიც არ ჰქონდა პრობლემები,არც სამსახურსი,პირიქით კარგად ვატარებდით დროს,დილას ისე კარგად იყო და რა თავი მოიკლა?თანაც დავიფიცებ რომ წავიდა იარაღი არ ჰქონია,მართალია ისეთი იარაღია თითქმის მსგავსი მაგრამ არც ისეთი როგორიც ჰქონდა,პირველიც ეგ იყო ჩაკეტილ უჯაში ჰქონდა იარაღი დატოვებული,დიმიტრიმ მეორე აიღო ალბათო..ვერაფერს გავხდი.გადავწყვიტე ჩემით გამომეძია რა მოხდა ვერ მოვისვენებდი,მთელი დღე სამხილებს უყურებდი..მერე იმ ადგილას წავედი სადაც გვამი ვიპოვეთ,გვამი რომ იპოვეს ტელეფონი თან არ ჰქონდა,არადა სულ თან დაქონდა არ გადააგდებდა,სოციალური ქსელების მოყვარული იყო.სადღაც აქ იქნებოდა,ფანარი ჩავრთე და ძებნა დავიწყე,ღამე იყო მეშინოდა მარა მაინც ძლიერად ვიყავი..ბოლოს რომ დავრეკე გათიშული იყო ამიტომ მეეჭვება ასე მეპოვნა,ვერც ვიპოვე,ისეთი ადგილი იყო არც არავინ ცხოვრობდა თვითმხილველები რომ ყოფილიყო,ხმაური გავიგონე,სავარაუდოდ ვიღაცამ ლოდს წამოკრა ფეხი,უკან მდგარი დანგრეული შენობისაკენ გავიხედე და ანარეკლი დავინახე შავად,იარაღი ამოვიღე მიუხედავად იმისა რომ არასდროს მქონდა განასროლი ან რამე მაგდაგვარი მაინც დავიკავე გაუბედავად ხელში,ფანარი ავანთე და ნელა შევედი შიგნით,მოცახცახე სხეული დავინახე რომელსაც ხელები ზემოთ აეწია და მოწყალე თვალებით მიყურებდა. -გეხვეწებით არ მომკლათ არაფერი დამიშავებია.იარაღი ძირს დაუშვი და ამოვისუნთქე,ვიღაც 16 ან 17 წლის ბიჭუნა იქნებოდა. -აქ რას აკეთებ ყმაწვილო? -მე..მე..აქ ვცხოვრობ.ენა დაემბა. -არ გეშინია მერე აქ ყოფნა? -ხომ არაფერს დამიშავებთ? -არა რასაკვირველია.რამოდენიმე კითხვა მაქვს.თავში ბრწყინვალე იდიამ გამირბინა. -რა კითხვა? -შენ სულ აქ ხარ? -კი. -გუშინ საღამოს 7 და 8 საათამდე აქ იყავი? -მე ..არა..სხვაგან ვიყავი. -მატყუარებს თვალებზე ვცნობ.სიმართლე მითხარი. -მეშინია მეც არ დამიშავონ რამე. -დაგიშავონ?ანუ მარტო არ იყო. ბიჭი ყოყმანობდა. -ყველაფერს მოგიყვებით ოღონდ მერე წადით და არც ისინი მოუშვათ აქ. -კარგი ყმაწვილო გისმენ.იქვე ლოდზე დავჯექი.შენი სახელი. -ბაჩო. -აბა ბაჩო გისმენ. -გუშინ მაგ დროს აქ ვიყავი ხმა რომ გავიგონე გარეთ ვაპირებდი გასვლას მაგრამ დავინახე რომ იარაღი ჰქონდათ შემეშინდა და დავიმალე ხმას არ ვიღებდი,არც მესმოდა რას ლაპარაკობდნენ,მერე პატარაზე ამოვაცოცე თვალები და დავინახე რომ 3ბიჭი იყო,ერთი იქ იდგა ზუსტად სადაც იპოვეს,მეორე გვერდით ედგა და იარაღი მის ხელში ჰქონდა დაკავებული,მესამე მოშორებით იდგა და უყურებდა,ბოლო სიტყვები გავიგონე შორს მდგარმა რომ უთხრა. -ვეღარასოდეს ნახავ.მერე კი მის გვერდით მდგომმა ჩახმახს ხელი გამოკრა და სხეული ძირს დაეცა თვითონ კი აქაურობას გაეცალნენ ალბათ მე შემეშინდა გასროლის ხმა რომ გავიგე და ისევე დავიმალე,რომ გავიხედე სხეული ძირს ეგდო და სისხლში ცურავდა. -ბაჩოოოოოოოოოო...უცებ წამოვიწყვირე და წამოვხტი.ახლავე წავალთ განყოფილებაში დამიცადე,გავვარდი იმ ადგილას სადაც ვაჟა იპოვეს უცებ აღმიდგა გონებაშაში ყველაფერი!რათმაუნდა ამას აქამდე როგორ ვერ მივხვდი დამნაშავემ რამხელა შეცდომა დაუშვა,ამაზე ყურადღბა ვერავინ გაამახვილა რა სულელიი ვინნ ყველაფერი ცხვირწინ მედო!ვაჟა ხომ ცაცია იყო!მარჯვენა ხელით როგორ დაიხლიდა ტყვიას პირდაპირ საფეთქელში,ამ ბიჭის მონაყოლიც მაგას ამტკიცებს,ხმაური გავიგონე და უკან გავიქეცი. -ბაჩო. ბაჩო არსად ჩანდა ბევრი ვეძებე მერე განყოფილებაში დავრეკე და ჯგუფი გამოვაგრავნინე,ბაჩო ვერ იპოვეს,ღმერთო სად წავიდა ჩემი ერთადერთი ხელმოსაჭიდი,ფეხით იყო ფრთები გამოისხა და გაფრინდა?რა სისულელა. -ბატონო დიმიტრი განყოფილებაში ხართ?უნდა დამიცადოთ მალე მოვალ.უსირხვილოდ მოვიქეცი მარა პასუხს აღარ დაველოდე და გავთიშე და წერილიც მომივიდა. ‘რა სამწუხაროა ეს ყველაფერი’. ანონიმური რო ესემესი,პასუხის გაგზავნა ვცადე ვინ ჯანდაბა ხარ თქო მაგრამ არ გაიგზავნა განყოფილებაში გავიქეცი.დიმიტი მიდიოდა უკვე. -ბატონო დიმიტრი ეს თვითმკვლელობა არ იყო ვაჟა მოკლეს! -ანა ურცობისვის შემიძლია სამსახურიდან დაგითხოვო. -ბატონოო დიმიტი ის ცაცია იყო!არ გახსოვთ როგორ ვიპოვეთ? თითქოს რაღცას ფიქრობდა დიმიტრი მერე ტაში შემოკრა. -ყოჩაღ ანა მშვენიერია!ქუდი მოიხნსა და უკან დაბრუნდა კაბინეტში,თავიდან გადავავლეთ ყველაფერს თვალი..რაღაც უნდა გამოგვრჩენოდა რაღაც..სათვალთვალო კამერები,ფეხით ხომ არ მოვიდოდნენ?ქუჩაში რომელიმე მაღაზიას მაინც ექნებოდა სათვალთვალო კამერა,ასე აუცილებლად გავიგებდით მკვლელის ვინაობას,ვაჟას ტელეფონის დაკარგვის საქმეც სხვა იყო.ვიდეო კამერის ჩანაწერების ნახვა ხვალ იქნებოდა შესაძლებელი,სახლში წასვლა არმინდოდა მაგრამ სხვა გზა არ მქონდა ხვალინდელ დღეს უნდა დავლოდებოდი.. დილაუთენია წამოვვარდი ფეხზე და განყოფილებაში გავვარდი,ნახევრად მეძინა,თვითო ბატონ დიმიტრისას მივასწარი მემგონი მისვლა..მეკადრება?ის სულ პირელია..კაბინეტში დამხვდა. -დილამშვიდობისა ბატონო დიმიტრი. -დილამშვიდობისა ანა მზად ხარ? -ისე როგორ არასდროს,კაბინეტში შევალ ჩანთას დავტოვებ. კაბინეტში შევედი და ბიჭი დავინახე ჩემი ხნის ან ჩემზე უფროსი,ყუთიდან ალაგებდა რაღაცეებს. -შენ ვინ ხარ? -რა სირცხვილია პირდაპირ შენობაზე. -არ მაქვს შენი თავი რასაკეთებ ჩემს კაბინეტში? -კაი რა იყო არ გადამყლაპო რამხელა თვალებით მიყურებ,შენი ახალი პარტნიორი ვარ.ამ სიტყვებზე გამცრა,გამაცივა. -ნიკა მქვია,შენ ანა ხარ როგორც ჩანს. -სასიამოვნოა ნიკა,გაუღიმე და რაღაც საბუთები ავიღე,ტელეფონმა დაიბზუილა ჯიბეში,ესემესი იყო. ‘გინდა შენს ახალ პარტნიორსაც ვაჟას ბედი ეწიოს ა ნ ა კ ო?’ ვიღაცა მეთამაშებოდა,ჩემთან თამაში ცეცლთან თამაშს უდრიდა,რას ქვია ვაჟას ბედი ეწიოს,მე ვიყავი ამ ყველაფრის სათავეშიც,შუაშიც და ბოლოშიც?ამ სიტყვებით რას მეუბნებოდი?ანუ მკვლელი მწერს?მკვლელი არა ვიღაც მანიაკია და ამას აუცილებლად გავიგებ.მოიცა ანანო?თან დამარცვლილი..ღმერთო,უცებ თავში ათასმა აზრმა გამიელვა,ანაკოს ხომ მიშო მიძახდა მარტო,ბაჩომ ხომ მითხრა სულ ორი იყვნენო,სანდრო ან გიორგი ხო არ წაიყოლა,რა სისულელეებს ვფიქრობ ჩემი მიშო ვინმეს როგორ მოკლავდა,მაგრამ არც ის აზრი მაძლევდა მოსვენებას რომ ვაჟაზე შეიძლება ეეჭვიანა,მაგრამ ეს სრული სისულელე იყო,დღის ბოლოს მაინც დაველაპარაკებოდი ამ ყველაფერზე მიხეილ ბატონს. ესეც ახალი თავი ჩემო ძვირფასებო..ძალიან მახარებთ თქვენი კომენტარებით,მიხარია თუ მოგწონთ.ველოდები შეფასებებს,მაინტერესებთ თქვენი შეხედულება მოვლენების ასე განვითარებასთან დაკავშირებით,ჯერ ყველაფერი წინა ფაქტიურად აწი იწყება ყველაფერი, დიდი რაღაც ხდება დიდიი..მოკლედ შემიფასეთ და დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.