შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნების მამაკაცი ოცნების ქალაქში?! (დასასრული)


25-08-2016, 16:45
ნანახია 2 081

ვცდილობდი გამეხსენებინა რატომ მოვხვდი აქ და რა დამემართა. უკვე პანიკამ მომიცვა. ვერ ვინძრეოდი საერთოდ. დიდი ძალისხმევით მხოლოდ ხელის თითები გავამოძრავე. ინვალიდი ვარ?
არა ალბათ ასე არ დავრჩები. მაინც რა დამემართა რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ვფიქრობდი,როცა
პალატის კარი გაიღო და ნინა დავინახე.
-კატო გონს მოხვედი?
ჯერ ჩამეხუტა. მისი დანახვა ძალიან გამიხარდა,თუმცა საპასუხოდ ჩახუტება ვერ შევძელი. მან ექიმს დაუძახა.
ექიმმა გამსინჯა. ნემსი აიღო და ხელზე კანში შემარჭო. ვერაფერი ვიგრძენი.
-ექიმო რა მჭირს?
-კატო არ ინერვიულო ყველაფერი მოგვარდება. ხომ ასეა ექიმო?
-ეს პაციენტზეა დამოკიდებული. თუ მის ქეითი ძალიან მოინდომებს,მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.
-და თუ გამოკეთება არ მინდა .
-რა? რას ამბობ სულელო.
-არც თქვენი ოჯახის გამო არ გინდათ?
-არის ერთი ადამიანი ვისთვისაც ვიბრძოლებდი,მაგრამ ის აქ არ არის.
-სემი? სემი საღამოს მოვა. იყო მოსული რამდენჯერმე.
-რამდენჯერმე?
-ერთი კვირაა კომაში ხარ.
-მე სემი არ მიგულისხმია.
-ნიკი? ის მოსაცდელში ზის. ეს დღეები სულ შენთან იყო.
-ეგ კარგი მაგრამ იქნებ მითხრათ რა მჭირს.
-ექიმო შეგიძლიათ წახვიდეთ მე ავუხსნი ყველაფერს.
-მოგვიანებით კიდევ გაგსინჯავთ.
ექიმი გავიდა.
-დებილი ხარ კატო დებილი. იცი რა დაგემართა. ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზა მიიღე და კინაღამ მოკვდი.
-მოვმკვდარიყავი ჯობდა.
-რა ამბობ სულელო?
-ინვალიდად ყოფნას სიკვდილი ჯობს.
-არა კატო. ასე არ დარჩები ხო გითხრა ექიმმა თუ ეცდები და მოინდომებ ყველაფერი აღდგება. შეიძლება პატარა ოპერაცია დაგჭირდეს.მაგრამ ეგ არაფერი.მთავარია რომ გაივლი და ძველებურად ჩამეხუტები.
-ნინა ძალიან მომენატრე და ბოდიში რომ არ დაგხვდი. უბრალოდ ჰიუ… გამახსენდა რომ ჰიუ დაიღუპა და თავი ვერ შევიკავე.
-რა გატირებს? სენთვის ნერვიულობა და სტრესი არ შეიძლება. უნდა დაისვენო. შენი არ მესმის კატო. ვინ არის ეგ ჰიუ?
-ჩემი საუკეთესო მეგობარი. ის დაიღუპა. იმიტომ ვსვავდით იმ დღეს და წამალიც მაშინ მივიღე.
-გასაგებია. მე აღარ ვარ შენი საუკეთესო მეგობარი? ნარკომანების სასტავი უფრო კარგი მევობრები ყოფილან ხო? კატო გონს მოდი. რა დღეში ხარ ვერ ხედავ.
-ეგ ვიღაც რომ არა ნარკოტიკს არც გაიკარებდი. სად გაქრა კანონდამცავი კატო? შენ ხომ ეფ.ბი.აი-ში მუშაობაზე ოცნებობდი.
-ჰიუზე ეგრე ნუ ლაპარაკობ ნინა! შენ ყოველთვის მნიშვნელოვანი ნაწილი იყავი ჩემი ცხოვრების და ჰიუმ მხოლოდ ორი კვირა დაიკავა ჩემი უაზრო ცხოვრების და ცოტა გაახალისა ის. ოცნებას რაც შეეხება,ახლა აღარ ვოცნებობ. ჩემი ოცნება სხვა რამე იყო მთელი ჩემი ცხოვრება,მაგრამ მას ვერ ვამხელდი ,რადგან მშობლებს არ უნდოდათ მომღერალი გამოვსულიყავი და საქართველოში ვერც გავხდებოდი. ამიტომ ჩავიქნიე ხელი. აქ კი შანსი გამიჩნდა და ისევ ეგ გახდა ჩემი ოცნებაც და მიზანიც.იმედია მართლა ასე არ დავრჩები.
პალატას კარი გაიღო და ნიკი შემოვიდა.
-მე გავალ.
ნინა გავიდა და კარი გაიხურა.
ვატყობდი ნიკს რომ თვალები აუწყლიანდა და ისე მიყურებდა თან უძილობისგან ჩაწითლებული ქონდა.
პატარა სკამი აიღო და ჩემს თავთან ახლოს დაჯდა.
ცოტა ხანი არცერთმა არც ვიცოდით რა გვეთქვა. გადავწყვიტე მე დამერღვია ეს მკვლელი სიჩუმე.
-ნიკ სიმართლე გითხრა არ ვიცი რა ვთქვა. ვწუხვარ რომ არ დაგიჯერეთქო ვერ გეტყვი იმიტომ,რომ ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო,რომ ერთი რაღაც გამეცნობიერებინა. ძალიან მომენატრე.
თვალებში არ მიყურებდა.
ხელი მომკიდა ხელზე მხოლოდ ვგრძნობდი.
-ქეით ალბათ მართალი ხარ. დიდი ხანი არაა რაც გაგიცანი, მაგრამ ის ორი კვირა უბრალოდ აუტანელი იყო. იმაზე კიდევ საერთოდ ვგიჟდებოდი რომ სხვა მამაკაცი გეხებოდა და ახლა ვხვდები რომ დავაგვიანე იმის თქმა რასაც ვაპირებდი. შენთან რომ მოვედი იმ დღეს როცა ვიჩხუბეთ მინდოდა მეთქვა რომ მიყვარხარ. სტეისიც მაგის გამო მალევე მოვიშორე და სახლში წავედი წინა ღამეს. მაშინ რომ მეთქვა ასე ხომ არ იქნებოდი. ჩემთან დარჩებოდი და ეს არ დაგემართებოდა.
-შენი ბრალი არაა. უბრალოდ მე ვერ ვანაწილებ პრიორიტეტებს სათანადოდ. მეც მიყვარხარ ნიკ. ვიცი რომ შენ ხარ ის ვინც მჭირდება. შენს გვერდით ვარ ნამდვილი. არც ლუკას,არც სემის და არც ჰიუს გვერდით არ ვიყავი ის ვინც ნამდვილად ვარ.
დაიხარა და შუბლზე მაკოცა.
-ყველაფერს გავაკეთებ რომ ძველი მხიარული ქეითი დავაბრუნო და აქედან მალე წავიდეთ ერთად სადმე,არ ვიცი… თუ გინდა მსოფლიო შემოვიაროთ.
-შენთან ერთად ყველგან წამოვალ.
სემი რომ გავიცანი მეგონა ჩემი ოცნების მამაკაცი ვიპოვნე,ოცნების ქალაქში,მაგრამ მივხვდი ოცნების ქალაქი ის იქნება სადაც შენ იქნები. მთავარია ჩემთან იყო.
მან მაკოცა. ყველა წამალზე მეტად ეს მჭირდებოდა.
ნიკის და ნინას დახმარებით სამ თვიანი რეაბილიტაციის კურსი გავიარე და ყველაფრი ნორმას დაუბრუნდა.
მე და ნიკი გადავედით ცალკე სახლში,ვირჯინიაში. ნიკის დიდი სახლი რა თქმა უნდა ძალიან მომწონდა მაგრამ მამამისს დავუტოვეთ და გადავწყვიტეთ ჩვენი სახლი ჩვენი ფინანსებით მოგვეწყო.
მე რაც შემეხება ნიკთან ერთად სიმღერების წერა დავიწყე,რაც კიდევ უფრო გვაახლოვედა.
სამი მშვენიერი წელი გავიდა და ერთ დღეს სახლში ადრე დაბრუნებულმა შევეცადე სანამ ნიკი მოვიდოდა მისთვის სურპრიზი მომეწყო.
მაგიდა გავაწყვე. ახალი კაბა ჩავიცვი და საჩუქარი მის სკამზე დავდე.
მალე კარზე კაკუნი გაისმა.
როგორც ყოველთვის დაღლილი მოვიდა. ის ახლა თავის ახალ ალბომზე მუშაობდა.
მოწესრიგდა და გამოვიდა სამზარეულოში.
-საყვარელო რასთან დაკავშირებით გამოეწყვე?
მაკოცა და მაგიდისკენ გაემართა.
-უბრალოდ ასე მომინდა.
ერთი სული მქონდა როდის გახსნიდა საჩუქარს.
-სკამზე რაღაც დევს.
-დავინახე. ეს რა არის?
მან შეფუთვა გახსნა სადაც მაისური იდო წარწერით “მსოფლიოში ყველაზე მაგარი მამიკო”
-საყვარელო მართლა?
სიხარულით სახე გაუბრწყინდა
-კი ნიკ.
მომეხვია და მაკოცა.
მალე გავიგეთ რომ ერთი კი არა ორი პატარა გვეყოლებოდა. ტყუპები. ამაზე დიდი ბედნიერება არასდროს გამომიცდია.
მე ვიპოვე ჩემი ოცნების მამაკაცი,მაგრამ არა ოცნების ქალაქში. მერე რა რომ ლონდონი ლამაზი ქალაქია.ჩემი ოცნების ქალაქი იქაა სადაც სიყვარულია,სადაც ნიკია და სადაც ჩვენი პატარები გაიზრდებიან.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent