ოცნების მამაკაცი ოცნების ქალაქში?! 4
-როგორ? რას ქვია წავიდა? სად წავიდა? სკამზე დავეშვი გაოგნებული და შოკირებული. -მეგისგან მიიღო რაღაც შეტყობინება დილოთ და გაემგზავრა.კატო არ ინერვიულო ის… -გადით! მარტო დამტოვეთ! ნინა-კატ… -კარგად ვიქნები წადით! ვთქვი ოდნავ ხმამაღლა. მთელ სხეულში უსევ ტკივილი ვიგრძენი,განსაკუთრებით მუცელი ამტკივდა. ყველა გავიდა ოთახიდან.სარკეში ჩავიხედე. საკუთარ უბედურებას შევხედე. საპატარძლო კაბაში გამოწყობილი,მაკიაჟ ჩამოთხაპნილი (რაც უკვე ჩვეულებაა ჩემთვის) , თვალებჩაწითლებული და შინაგანად განადგურებული. აი ასეთი ჩემი თავი დავინახე ამ წუთას. გუშინდლის მერე ჩემში ნამდვილი ომი იყო სემსა და ლუკას შორის. გონება ლუკას მირჩევდა,გული კი სემს. ლუკამ თავისით გადაწყვიტა ეს. მეგი მარჩია ისევ და ამას აღარანაირი ახსნა და პატიება არ მოეძებნება თან ქორწილის დღეს მიმატოვა.ქორწილის დღეს,ჩვენი ლამაზი ზღაპარი ნაფლეთებად იქცა. კაბა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით შემოვიხიე და კომფორტულად გამოვეწყვე ჯინსში და მაისურში. ფეხზე კედები ჩავიცვი და ოთახიდან გავვარდი. ახლა ერთადერთი რაც მჭირდებოდა სემის მხარზე ტირილი და მისი ჩახუტება იყო. საუკეთესო ტკივილგამაყუჩებელი ეს იქნებოდა ჩემთვის. ჰოლში ბავშვები შემეხვივნენ. ყველა რაღაცას მეკითხებოდა. -მისმინეთ! დავიყვირე რომ ყველა გამეჩუმებინა. -მე კარგად ვარ და აქ ვრჩები ჩემს სიყვარულთან. ლუკას როცა ნახავთ გადაეცით,რომ სემის ბავშვს ველოდები და რომ მასთან ერთად ვარ. კეთილი მგზავრობა და მშვიდობით.მე აღარ დავბრუნდები. ნინა-კატო?! მე გავითავისუფლე თავი და გავიქეცი სასტუმროდან შორს. ტაქსი გავაჩერე და სემის სასტუმროში მივედი. ლიფტში შევედი და როცა გაიღო მის ნომერში შევვარდი. იქ მხოლოდ დამლაგებლები დამხვდნენ. -უკაცრავად მისტერ სემი სადაა? -დღეს ნომერი გათავისუფლდა ჩვენ არ ვიცით ვინაა ის ბატონი, მაგრამ როგორც გავიგეთ ამერიკაში მიემგზავრებოდა. -რა? კი მაგრამ რატომ? -ეგ არ ვიცით ქალბატონო ნომრიდან ისევ გიჟივით გამოვვარდი და მიმღებში ჩავედი. -გისმენთ რით დაგეხმაროთ. -ხომ არ იცით მისტერ სემ ვილსონი როდის წავიდა? -დილით გაემგზავრა ბატონი სემი. -და სად გაემგზავრა? -თუ სწორად გავიგე ამერიკაში გადაღებებზე. -მადლობა. -კიდევ კარგი რაც დანაზოგიდან დამრჩა მთელი ფული წამოვიღე. აეროპორტში გავვარდი და ბილეთები ვიყიდე. 10 საათი დრო იყო ფრენამდე ამიტომ ცოტა ვიბოდიალე სანამ არ დავრწმუნდი რომ ჩემები ყველა გაფრინდა უკან საქართველოში და სასტუმროში დავბრუნდი. ყველაფერი ჩავალაგე. მხოლოდ დახეული კაბა,ბეჭდები და დიადემა დავტოვე სარკისწინ დაყრილი როგორც იყო. ინტერნეტში ვცადე სემთან დაკავშირება თუმცა გამახსენდა რომ სოციალური ქსელები არ აქვს არც ერთი,რადგან ამის დრო არ რჩება. ცოტა გამოვიძინე და აეროპორტში დავბრუნდი. მალე თვითფრინავში ჩავჯექი და ისიც ცოტა ხანში მოეყდა მიწას. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი სემი როგორ მეპოვნა. აღარც ლუკა მადარდებდა,არც ჩაშლილი ქორწილი და არც ის რას იფიქრებდნენ სხვები. მხოლოდ მისი ჩახუტება მჭირდებოდა. ცოტა ხანი ჩამეძინა და რომ გავიღვიძე დარჩენილი დრო მალე გავიდა. აეროპორტში ბარგი ავიღე თუ არა გამოკითხვა დავიწყე,თუმცა ვერავინ დამეხმარა. ერთი კვირა უშედეგოდ ვეძებდი და უკვე იმედი დავკარგე. იქნებ ამერიკაში სულაც არ გამოფრენილა. კიდევ ერთი კვირაც და ლონდონის ბილეთები ავიღე. რეისი ორი დღით გადაიდო ლონდონში არეული ამინდის გამო. სასტუმროში ვიჯექი და ქუჩას გავყურებდი. როცა დავიღალე ოთახში შევბრუნდი და ტელევიზორი ჩავრთე. ცოტა ხანი უაზრო ფილმების ყურებას მოვუნდი და უცებ ერთ არხზე სემი დავინახე. რაღაც გადაცემაში იყო და თან ეს შოუ პირდაპირი იყო. გუგლში ვიპოვე იმ სტუდიიის მისამართი და რაც შემეძლო სწრაფად გავვარდი სახლიდან და ტაქსში ჩავხტი. ვლოცულობდი ჩემს მისვლამდე არ დასრულებულიყო ჩაწერა. გრძელი გზა იყო და ყოველ წუთს იმედს ვკარგავდი. როცა მივედით შევვარდი სტუდიაში და ჯერ კიდევ ჩაწერა მიდიოდა. მე ხალხში გავერიე,მაგრამ მან მაინც შემამჩნია. ამ დროს რაღაცას ყვებოდა და რომ დამინახა წუთით გაჩერდა და დაბნეული მომაშტერდა,მერე გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. ტუჩების მოძრაობით ვანიშნე მიყვარხართქო და ამაზე კიდევ უფრო გაებადრა სახე. ჟურნალისტი-მისტერ სემ თქვენ ურთიერთობაზე ყვებოდით. ის უცებ მოვიდა გონს,ჩაახველა და განაგრძო. -დიახ თქვენ გაინტერესებდათ ჩემი პირადი ურთიერთობა და გეტყვით,რომ მე შესანიშნავი გოგო მყავს,რომელიც აქაა დარბაზში.უეცრად კამერის ობიექტივში მოვხვდი,რასაც არ ველოდი. თან გიჟივით გამოვიყურებოდი ამდენი სირბილისგან. სემი წამოდგა ჩემთან მოვიდა და მაკოცა. -მიყვარხარ. მიჩურჩულა თავისი მკვლელი აქცენტით. -მეც. აქედან დაიწყო ჩვენი ლამაზი დღეები ერთად. -საყვარელო ჩემი ჰალსტუხი სად არის? -სემი რატომ ვერასდროს პოულობ მას რაც ცხვირწინ გიდევს? მივედი და ტუმბოდან აღებული ჰალსტუხი გავუკეთე. -მადლობა ლამაზო. ცხვირზე თითი დამკრა და მაკოცა. ცოტა ხანში მეც გავემზადე. ეს უბრალო სამზადისი არ იყო. წეთელი ხალიჩისთვის ვემზადებოდით. კაბა რომელიც ახლა მეცვა სემმა მაჩუქა და უნდა გამოგიტყდეთ მას არაჩვეულებრივი გემოვნება აქვს. ერთ საღამოს როცა სახლში დავბრუნდი საწოლზე ყუთი დამხვდა და ზედ ეწერა “წამოხვალ დაჯილდოებაზე ჩემთან ერთად?” ყუთში კი შესანიშნავი წითელი კაბა აღმოვაჩინე. დღეს ამ კაბაში გამოწყობილი ხელიხელ ჩაკიდული ამაყად მივაბიჯებდი სემის გვერდით წითელ ხალიჩაზე და მიხაროდა და ვამაყობდი,რომ პაპარაცების მთავარი სამიზნე ვიყავი. შენობაში რომ შევედით ჟურნალისტი გამოჩნდა,რომელიც მოგვესალმა. -სანამ ადგილებს დაიკავებდეთ ცოტას გაგესაუბრებით. -კი ბატონო. დიდი სიამოვნებით. გაუღიმა სემმა. მეც მას მივბაძე და დავიკრიჭე. -თქვენ მეგობარ გოგონაზე უკვე დიდი მითქმა-მოთქმაა,ამიტომ გთხოვთ ორიოდ სიტყვით მის შესახებ რაიმე გვითხრათ. -ორიოდ სიტყვით ჩემს ცხოვრებას ვერ ავღწერ. გამომხედა, გამიღიმა,ხელი ჩამჭიდა და განაგრძო -მე და ქეითს ერთმანეთი გვიყვარს და უერთმანეთოდ ვერ ვძლებთ. ის ჩემთვის ყველაფერია. -თქვენ რას იტყვით ქეით? -მე ძალიან ბედნიერი ვარ ასეთი მამაკაცი რომ მყავს გვერდში. ის ერთერთია ვისაც შეუძლია ქალი გააბედნიეროს და თავი სასურველად აგრძნობინოს. შეუძლია გაგაღმერთოს და ზღაპრული გრძნობები გაჩუქოს და მისი აქცენტი ჯერ კიდევ მაგიჟებს. -გასაგებია. ჯერ ესეიგი გაუგებრობა,ჩხუბი,კამათი არ გქონია? -არა საბედნიეროდ და არც გვექნება არასდროს. სემმა უპასუხა და მიმიხუტა. -მოელოდით ამ ნომინაციაში წარდგენას? -სიმართლე გითხრათ არა. ცოტა მოულოდნელი იყო. -წარმატებას გისურვებთ მისტერ სემ. დროებით. მე და სემი ადგილებისკენ გავეშურეთ და მალევე მიგვიყვანეს ჩვენს მაგიდამდე.მაგიდაზე ყველა სტუმრის სახელი და გვარი ეწერა. ჩვენს მაგიდასთან ახლაბედა მსახიობები ისხდნენ,თუმცა მეზობელ მაგიდებთან,ჩემი კუმირები და უბრალოდ გასაოცარი ადამიანები ელოდნენ თავიანთ ნომინქციებს. მაგალითად: ჯოლი და პიტი, ჯიმ ქერი, ლეონარდო,დენირო, სენდლერი და სხვა მრავალი. შოუ გასაოცარი იყო,როგორც ეს მსგავს დაჯილდოვებებს ახასიათებთ ხოლმე. სემის ნომინაციის ჯერი მოვიდა. -მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი ტელე-სერიალში…. სემმა ხელი მაგრად მომკიდა ხელზე. ცოტა მეტკინა კიდეც,მაგრამ რადროს ეს იყო. ვიცოდი რა მნიშვნელოვანი იყო ეს მოგება მისთვის. მან ყველაფერი ჩადო იმისთვის,რომ ეს პრიზი მოეგო. მისთვის ეს პორველი პრიზი იყო,რაც ძალიან სჭირდებოდა კარიერის წარმატებით გასაგრძელებლად. სუნთქვა შეგვეკრა ორივეს. -ნიკოლას ბლეიქი! გამოაცხადეს და ჩვენი მეზობელი მაგიდიდან ახალგაზრდა,სიმპატიური ბიჭი სცენისკენ გაემართა. სემმა ხელი ცივად გამიშვა და სასმელი ხარბად მოსვა. დარჩენილი საღამო უინტერესოდ გავიდა. მან ბევრი დალია და სიტყვაც არ უთქვამს. სახლში რომ შევედით უმიზეზოდ ყვირილი ატეხა. -სემ ვიცი რომ რთულია,მაგრამ… -თავი დამანებე. დამიღრიალა და გაცეცხლებული,ჩასისხლიანებული თვალებით შემომხედა. ბართან მივიდა და სასმელი ბოთლიდანვე მოსვა,რაც მას არ სჩვევია,როგორ წესი მას არ უყვარს ბოთლიდან დალევა. მე ოთახში შევედი და გამოცვლა დავიწყე. მხოლოდ ახლა როცა კაბის შესაკრავს ვიხსნიდი შევამჩნიე,რომ ხელი საშინლად მტკიოდა და რომ დავაკვირდი სისხლჩაქცევა დავინახე. ხელი ძალიან მტკიოდა,თითქმის გაუსაძლისად. კაბა ძლივს გავიხადე და დავაკვირდი ჩემს სხეულს. ეს სისხლჩაქცევა ერთადერთი არ იყო. სხეულზე მრავლად მქონდა მსგავსი და უფრო უარესი ჩალურჯებაც.დიახ! სემი იყო ამის მიზეზი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.