შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იასამნის სურნელი..


25-08-2016, 16:46
ავტორი ჟენევიევა..
ნანახია 2 712

ბარგი ჩავალაგე.. დედას გარდაცვალების შემდეგ აქ აღარაფერი დამრჩენია.. ბარსელონას აეროპორტში უკანასკნელად ვარ.. ცას ავხედე.. ვინიცის კიდევ როდის ვნახავ მის მშვენიერებას, ვინიცის კიდევ მის სურნელს როდის შევიგრძნობ.. თბილისისკენ მიმართულ თვითმფრინავში ვჯდები და ერთი ხელით ჩემოდანი მიმაქვს მეორეში კი იმ ქალის ფერფლი მიჭირავს რომელიც ასე თუ ისე დედაჩემი იყოო.. და ვბრუნდები ქალაში რომელმაც ყველაფერი წამართვა! ფრენა იმდენად საშინელი არ ყოფილა მაგრამ.. როდესაც ფეხი ჩემს მიწაზე დავდგი ამან შემშალა! ამდენი მოგონება ერთად, ამდენი ტკივილი და ბედნიერება! ამდენი ემოცია.. რამდენიმე წამით გავშეშდი, მე ხომ ამ ყველაფრის დავიწყება საკუთარ თავს შთავაგონე.. მაგრამ, ახლა ისინი ისევ ჩემშია და ამას ვერაფერს ვუხერხებ..! სად წავიდე?! ახლა რა ვქნა?! ჩემს არცერთ სახლში არ მინდა დაბრუნება.. ყველაზე მარტივი თავშესაფარი ვიპოვე და პირდაპი იქ მივედი.. ჩემი ერთადერთი დის საფლავზე, რომელიც 4 წლის წინ გარდაიცვალა.. გაგიკვირდებათ და 4 წლის წინ ყველაფერი მქონდა.. პოპულაროაბა, კარგი შეყვარებული, იდეალური მეგობრები და უდარდელი ცხოვრება.. რაც მთავარია და მყავდა, და რომელიც ყველას და ყველაფერს მერჩივნა! ის იყო ჩემი ოჯახი.. 2 წლის ვიყავი როცა მამა წავიდა, მიგვატოვა ამიტომაც მისი მოძებნა არც არასდროს მიცდია! მას არ ვჭირდებოდი ამიტომაც ის არაარაობაა! დედა თითქმის სულ სვამდა თუმცა ეს არ მაწუხებდა რადგან მე და ჩემს დას არაფერს გვიშავებდა საბოლოოდ კი ამან მოუღო ბოლო! ისევე როგორც ჩემს დას! ლიზი შეყვარებულს ეჩხუბა და დედას დაურეკა აგარაკიდან წამოეყვანა.. ის კი როგორც ყოველთვის ნასვამი დაჯდა საჭესთან და როგორც ხვდებით ამან ჩემი და შეიწირა! დედას ამას არასდროს ვაგრძნობინებდი მაგრამ გულის სიღრმეში მუდამ მას ვადანაშაულებდი მის სიკვდილში! ასე უფრო მარტივი იყოო.. არ მიტირია, უბრალოდ დედის ფერფლი კუთნიილ ადგილას დავდე, ლიზის რამდენიმე მძიმე ისტორია მოვუყევი საკუთარ თავზე და წამოვედი! აგარაკზე წავედი, სასაცილოა რადგან ვხედავ რომ ტაქსის მძღოლი საამაყოდ ფხიზელი არ უნდა იყოს მაგრამ ეს არ მაშინებს, ჯერ შუადღეა რაღაც უნდა მოვახერხო! ძველი ცხოვრება უნდა დავიბრუნო.. იძულებული ვარ! ვალდებული ვარ! მე ხომ მარტო ვარ, ეს არ უნდა გამიჭირდეს! წყნეთში ყველაფერი ნორმალურადაა, ძველებურად! ხეც კი არ გაზრდილა ზედმეტად.. სახლის ჭიშკარი შევაღე და როგორი უცნაურიც არ უნდა იყო, ფეხი ლუდი ქილას წამოვკარი, ჩემს აუზთან რამდენიმე ახალგაზრდა ბიჭი იწვა უფრო სწორად რომ ვთქვათ ეგდო, ეზოში კი სრული ქაოსი ტრიალებდა! სახე წამეშალა! ზუსტად ვიცოდი დედას სახლი არ გაუყიდია, ფული საკმარისზე მეტი გვქონდა ყოოველთვის ამიტომ ეს არასდროს დაჭირდებოდა, მაშინ რახდება? ეზოში შეუმჩნევლად შევედი.. ვიღაცის გათიშულ სხეულს და ასევე გონებასაც ბრთხილად გადავაბიჯე და საკუთარ სახლში ქურდივიდ შევიპარე.. იქაურობა ქარიშხალს ჰგავდა, უკვე მოთმინებას ვკარგავდი.. კიბესთან ჩემომჯდარი გოგონა დავინახე, ტიროდა.. მიუახლოვდი, ვერცკი შეამჩნია გვერდით როდის ჩამოვუჯექი!
- რამოგივიდა?
- შენ ვინ ჯანდაბა ხარ, წადი წვეულება დასრულდა! -მისმა სიუხეშემ მდოგმარეობიდან გამომიყვანა და სულ დავივიწყე ის ოდნავი თანაგრძნობაც რაც კი ამ წლების მანძილზე შემომრჩა!
- მართალი ხარ! კითხვა არასწორად დავსვი! თავად ვინ ჯანდაბა ხარ და რას აკეთებთ ჩემს სახლში!
- შენს სახლში? მაგრამ მითხრეს რომ ამ სახლის პატრონი გარდაიცვალა!
- უკაცრავა?! მე ცოცხალი ვარ და შენს წინ ვდგავარ ახლა კი მითხარი რას აკეთებ აქ და ვინ არიან ეს საცოდავი ადამიანები?!
- მაპატიე, მე უბრალოდ მეგობრის მოწყობილ წვეულებაზე მოვედი... მეგობრის.. ჰო მეგობრის... -ტირილი აუვარდა, შემეცოდა უკვე ცხადია მეგობართან იჩხუბა, ეს კარგიცაა რადგან მის მეგობარს კარგი დღე არ დაადგებოდა როცა ვიპოვნიდი! კიბის მესამე საფეხურიდან ტელეფონი ავიღე და მაშინვე საჭირო ნომერზე დავრეკე!
- რით შემიძლია დაგეხმაროთ?!
- დახმარება მჭირდება, უცხო პირები ჩემს აგარაკზე შემოიჭრნენ წყნეთში და წვეულება მოაწყვეს მფლობელის ნებართვის გარეშე, დარწმუნებული ვარ ნებით მათი აქედან გაშვება გამიჭირდება ამიტომ ძალის გამოყენება მსურს!
- ეს რატომ გააკეთე ყველას დაგვიჭერენ! ასე რატომ მოიქეცი.. დედა გაგიჟდება -გოგონამ უარესი ტირილი აუვარდა მე ეს არ მანაღვლებდა, ისედაც მდგომარეობიდან ვიყავი გამოსული! დავინახე კიბიდან როგორ ჩამოვიდა ვიღაც სიმპატიური ბიჭი და ამ გოგონას გვერდით დაუჯდა, შემდეგ მისი დაქალი მოდიოდა სიცილით და ჰკითხა ყავა ხომ არ უნდოდა.. ახლა ყველაფერი გასაგები იყო, ისინი ოთახიდან ერთად გამოვიდნენ! ის კი ხმას არ იღებდა! პოლიციაც დროულად მოვიდა!
- უკაცრავად, მარიამ კოსტავა რომელი ბრძანდებით?
- დიახ გისმენთ..
- თქვენ შემოიტანეთ საჩივარი?
- რათქმაუნდა! ისინი ჩემს საცხოვრებელში შემოიჭრენ და წვეულება გამართეს!
- მოიცა რაზე ლაპარაკობ? -როგორც იქნა ხელი მოაშორა საბრალო გოგონას და ფეხზე წამოდგა სავარაუდო შეყვარებული! სავარაუდოდ მოღალატე დაქალიც გაოგნებული გამოვიდა სამზარეულოდან ყავის ჭიქით ხელში!
- საქმის აღძვრა გნებავთ? -გულკეთილად მკითხა შვახნის პოლიციელმა რომელსაც აშკარად შეებრალა ეს უტიფარი მოზარდები!
- არა, ეს არ არის საჭირო უბრალოდ აქედან გააგდეთ! ყველანი!
- მოიცადე, შენ ვინხარ?! და რაუფლებით გვყრი?! -სავარაუდოდ დაქალიც ჩაერთო დიალოგში!
- ეს მანამ უნდა გეკითხა სანამ წვეულებას გამართავდით! მე ამ აგარაკის მფოლობელი ვარ და მოვითხოვ აქაურობა სასწრაფოდ დატოვოთ!
- წამოდი, ლიზ, დროზე! წავიდეთ! -ხელში წვდა გოგონას, ახლა მისი სახელიც გავიგე.. გულში სითბო ჩამეღვარა მის მიმართ როცა მივხვდი რომ ჩემი დის სახელი ერქვა, ვერ ვხვდებოდი რატომ არ ამბობდა არაფერს! ამას ჭკუიდან გადავყავდი!
- ჯერ ყველანი განყოფილებაში წამოხვალთ! -ამის გაგონებამ შოკში ჩამაგდო აშკარა იყო რომ ლიზასაც მუხლები აუკანკალდა!
- უკაცრავად, ბატონო პროკურორო..
- დიახ, გისმენთ!
- ლიზა აქ ჩემთან ერთად მოვიდა! -რა სისულელეს ვაკეთებ, გოგოსთვის რომელსაც არცკი ვიცნობ.. პილიციელს ვატყუებ!
- მაგრამ ის გოგონა ამტკიცებს რომ გუშინ ის წვეულებაზე იყო!
- დიახ რათმქაუნდა, უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ მან შემატყობინა წვეულების შესახებ თორემ მე ვერაფერს გავიგებდი, ვერასდროს! ვფიქრობ ის არაფერ შუაშია თქვენ ნამდვილ დამნაშავეებზე იზრუნეთ!
- თანაგრძნობა გვაქცევს ადამიანებად, ვიცი რომ მატყუებ მაგრამ მოდი ჩავთვალოთ რომ გამასულელე! -ამაზე ორივეს გაგვეცინა, კარგი პოლიციელი ჩანდა ვიცი ამბოობენ რომ კარგი პოლიციელები არ არსებობენ მაგრამ ამ ადამიანმა დღეს საპირისპირო დამიმტკიცა! ნაცნობი ნომერი ავკრიბე და გადავრეკე, მადლობა ღმერთს ისევ ის ნომერი აქვს, ტელეფონს დედას დაქალმა უპასუხა!
- ლიზა გისმენ! -მკაცრი და წვრილი ხმა ჰქონდა, ისევ ისე მაღიზიანებდა ეს ხმა!
- არა ქალბატონი ნინო, მე მარიამ ვარ ელენეს შვილი! ჩემს აგარაკზე დღეს საშინელი სიტუაცია დამხვდა! მხოლოდ იმიტომ რომ თქვენ თქვენი ადგილი არ იცით! და თქვენმა შვილმა დღეს ვერცკი მიცნო! თუ შეიძლება დამლაგებელი გამოგზავნეთ და თქვენს ქალიშვილს განყოფილებაში მიაკითხეთ! ნახვამდის!
- ხმის ამოღებაც კი არ აცადე ისე გაუთიშე.. -მორცხვად მითხრა ჯერ კიდევ უცნობმა გოგონამ..
- ვწუხვარ რომ შენი ტელეფონით ვისარგებლე,პოლიციაშიც შენი ტელეფონით დავრეკე.. უბრალოდ დღეს ჩამოვედი ესპანეთიდან და ახალი ნომერი არ მაქვს!
- არაუშავს, თუ იმას გავითვალისწინებთ რომ მე შენი სახლით ვსარგებლობდი ამ დროის მანძილზე.. - ამაზე ორივეს გაგვეღიმა, სიცილი უხერხულად ჩავთვალე მას ხომ კარგად არცკი ვიცნობ!
- მითხარი, რატომ არ მიეცი მათ უფლება რომ განყოფილებაში წავეყვანე?
- არ ვიცი, შეიძლება იმიტომ რომ დამწუხრებული მეჩვენე, ან იმიტომ რომ ჩემი გარდაცვლილი დის სახელი გქვია.. ან შეიძლება საქმე იმაშია რომ მეგობარი მჭირდება! -აი ვთქვი, საქმე ხომ მართლაც ამაში იყო! მე ხომ არავინ მყავდა..
- მე ლიზა მეტრეველი ვარ 22 წლის და ვერაზე ვცხოვრობ.. - ხელი გამომიწოდა, ეტყობოდა იგივეს ელოდა ჩემგანაც ალბათ საქართველოში ეს ისევ მოდაშია!
- მე მარიამ კოსტავა ვარ, 23 წლის და სასიამოვნოა რადგან ჩემი ბინაც და რესტორანიც ვერაზე მდებარეობს!
- გთხოვ, ასეთ დახვეწილი საუბარი ჩემთან არ გჭირდება, როცა ლაპარაკობ 90-იანებიდან გადმოსულ ქალს გავხარ!
- მათ რატომ არაფერი უთხარი?!
- შესაფერის მომენტს ველოდებოდი! -შესაფერისი მომენტი ვახსენეთ და კარი ვიღაც საყვარელმა ქერა ბიჭმა შემოაღო თავის 2 ძმაკაცთან ერთად შემოვარდა და ლიზას ხელში წვდა!
- რამოგივიდა, რა მომწერე?! როდისიყო წვეულებებიდან წამოყვანას მთხოვდი! ვინმემ გაწყენუნა?! -ბოლო ხმაზე ღრიალებდა და თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა ლიზამ ისევ ტირილი დაიწყო.. პილიციის მანქანას გავხედე, ჯერკიდევ იქ იდგა!
- დამშვიდდი! -კარში ჯერ არავინ ჩანდა, შემდეგ ნელა და გალანტურად შემოაბიჯა სახლში სავარაუდოდ 23 ან 24 წლის ახლგაზრდა ბიჭმა რომელსაც მისი შავი მუქი რეიბანების მოხსნა არც უცდია! სულ შავები ეცხვა, რათქმაუნდა ეს ხომ თბილისია, სულ დამავიწყდა რომ ესპანეთში აღარ ვარ, თან ისე სიმპატიურად გამოიყურებოდა მაგრამ ახლა ამისთვის არავის ეცალა!
- მიპასუხე! რა უნდა პოლიციას გარეთ?! რადააშავე დროზე მითხარი?! -აგრძელებდა ღრიალს ასევე ძალიან სიმპატიური ბიჭი ის ორი კი ერთი სიტყვაც და აფეთქდებოდნენ!
- ხელები მოაშორე! -ჩემდა უნებურად წამოვროშე რაც შეიძლება ხმამაღლა, ამ ბიჭს სახეზე ყველა ემოცია შეაშრა!
- შენ ვინ გეკითხება მე ჩემს..
- ხელები მოაშორე, დამშვიდდი და ისე ვისაუბროდ!
- აბა საყვარელო, მართალია მე მომწონს წაბლისფერ თმიანები მაგრამ არ მომწონს როცა ჩემს მეგობრებს ასე ელაპარაკებიან! -ცოტა დავიბენი, ისეთი მშვიდი და აუღელვებელი ტონით მითხრა, მზად ვიყავი არაფერი მეპასუხა მაგრამ მისი სათვალე იმდენად მაღიზიანებდა რომ ვერ მოვითმინე!
- ნეტავ შენ რა იცი როგორი ფერის თმა მაქვს, სათვალე არცკი მოგიხსნია!
- და გინდა რომ მოვიხსნა და დავინახო?!
- გინდა რომ საერთოდ ვერაფერი დაინახო?!
- ასე ლაპარაკს ჩემთან როგორ ბედავ?!
- ვფიქრობ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ, თქვენო უმაღლესობავ თორემ თქვენი ქედმაღლობა წყნეთს სამართალ დამცავებთან ერთად დატოვებს!
- ეს რა მუქარაა?!
- კი, ის არის!
- გოგონა, ყველა განყოფილებაში გადაგვყავს, ვინმე ხომ არ გაწუხებთ ხმაური შემოგვესმა! -გამეღიმა, საათივით ზუსტი იყო პროკურორის გამოჩენა!
- არა, ისინი უბრალოდ მეგობრები არიან, გმადლობთ გაწეული სამსახურისთვის! - ნიშნის მოგებით გავხედე სათვალიანს რომელიც მზერით მკლავდა მაგრამ სადღაც ტუჩის კუთხეში მაინც იღიმოდა!
- ძმაო იქნებ ლიზა წავიყვანოთ და წავიდეთ, რა აზრი აქვს ჩხუბს და აურზაურს! - სანამ " ძმაო " არ დაიძახა ერთერთმა რობოტები მეგონენ, დამიჯერეთ დაპროგრამებულად იდგნენ ერთ ადგილას და არაფერს აკეთებდნენ!
- არა, სანამა არ მეტყვის რამოხდა არსად არ წავალ! -ისევ იღრიალა ქერათმიანმა!
- მე გეტყვით.. - მშვიდი ტონით აუღელვებლად მივედი მასთან და სავარძლისკენ მიუთითე..
- მარიამ არ გინდა, გთხოვ ეს აღარ არის საჭირო! - აღელვდა ლიზა!
- საჭიროა, გაჩუმდი და დაჯექი! - ისე უღრიალა და ამან საბოლოოდ შემშალა!
- როგორ ბედავ მასთან ასეთ საუბარს! - ინერციით ფეხზე წამოვდექი და ხელი მაგიდას დავარტყი!
- ის ჩემი დაა როგორც მინდა ისე დაველაპარაკები! - ამან შოკში ჩამაგდო, რათქმაუნდა უკვე ვიცოდი რაც უნდა მეპასუხა!
- შენი და ? ღმერთო ჩემო, ახლა ვხვდები მათ რატომ არაფერი არ უთხარი, შენს ძმას ელოდებოდი ხომ ასეა?
- ჰო.. - ხმის კანკალით მიპასუხა ლიზამ, ბიჭს კი აშკარა გაოცება აღებეჭდა სახეზე!
- შენ! შენი და იყო შენს იმედზე! რომ მოხვიდოდი და დაეხმარებოდი! როდესაც სახლის კარი შემოვაღე! უაზროდ ვიყავი გაბრაზებული მაგრამ როცა ის ასეთ მდგომარეობაში დავინახე თანაგრძნობამ მაინც გაიღვიძა ჩემში! საერთოდ თუ იცი რა მოხდა! ბიჭს რომელსაც პოლიციის მანქანასთან მიესალმე შენ დასთან გარკვეული სახის ურთიერთობა ჰქონდა!
- რააა?! მოვკლავ მაგ ნაბი**არს! - შეშლილი წამოვარდა ფეხზე და კარისკენ წავიდა!
- ვერაფერს ვერ უზამ! რადგან უკვე წავიდნენ! თუ შეიძლება დამასრულებინე! დღეს შენმა დამ დაინახა როგორ უღალატა მისმა საყვარელმა მამაკაცმა მის საუკეთესო დაქალთან შენ კი აქ მოვარდი და იმის მაგივრად რომ ოდნავი თანაგრძნობა გამოგეჩინა, თავის შეწუხება დაგეზარა და საყვედურები დაიწყე იმის გამო რომ აქ ჩამოსვლა გთხოვა! იცი რა?! ეს უკვე მეტისმეტია! იმ ორი ბიჭისგანაც კი რომლებიც ხმას საერთოდ არ იღებენ! ახლავე ადექით და გაეთრიეთ ჩემი სახლიდან! - ყველაზე მეტად ამდღეში ის მომენტი მომწონს როცა ამ სიტყვების გაგონებაზე სათვალიანმა მისი რეიბანები საჩვენებელი თითით ოდნავ ქვემოთ ჩამოაჩოჩა! ის დავინახე რაც ასე ძალიან მაინტერესებდა, მისი თვალის ფერი.. ღამესავით შავი თვალები ქონდა, ჩუმი და ბნელი.. ოდნავ სისხლიანი.. შავი იყო მაგრამ მაინც გაძლევდა უფლებას მასში ჩაკარგულიყავი.. თითქოს უფსკულისკენ მიექანებოდი და სულაც არ ნანობდი ამას!
- ლიზ.. ის რა.. ანუ ეს.. ამიტომ.. ყველაფერი მართლა ასე მოხდა...? - მისი ძმა დაიბნა, ერთიანად ამოვიკითხე მის ხმაში, შიში, დაძაბულობა დაა წუხილი.. გოგონამ მორცხვად დაუქნია თავი და ცრემლები წამოცვივდა, ისევ! თუმცა ყველაზე გასაოვარი ის მომენტი იყო როცა ყველანი სათითაოდ ამშვიდებნენ ლიზას.. ერთის გარდა.. იმ ერთის რომელსაც მთელი დღეა ხმა არ ამოუღია.. აჭრილი თვალები ქონდა! თითებს მუშტებად კრავდა, ყელში ბურთებს ყლაპავდა, საბოლოოდ ფეხზე წამოდგა და გარეთ გავიდა ( უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით გავარდა! ) თავს ბუზებივით დასტრიალებდნენ ბიჭები ლიზას, სათვალიანს მიხუტებული ჰყავდა და ეფერებოდა.. მისი ძმა პირდებოდა რომ ამის გამო პასუხს მოთხოვდა და მის თვალწინ სცემდა, მესამე კი მზად იყო მთელი ზაფხული მის ჭკუაზე ეარა ოღონდ არ ეტირა და ის.. მეოთხე.. ჩვვენ ხომ ყველანი ვხვდებით რომ არაავის შეეძლო იმდენის შეთავაზება რამდენსაც ის მეოთხე სთავაზობდა. სიყვარული, განა ამაზე წმინდა და ძლიერი რამ არსებობს ამ ქვეყნად? გამეღიმა მათ საქციელზე და საკუთარი თავით ვამაყობდი, მისი ძმის ღრიალის მეც რომ შემშინებოდა სიმართლეს ის ვერასდროს გაიგებდა! ეზოში გავედი, აუზთან ჩამომჯდარი მეოთხე ბიჭი დავინახე, მასთან მივედი, ახლა მას ლიზაზე მეტად სჭირდებოდა მხარდაჭერა!
- რა გქვია? -პირდაპირ ვკითხე, მე ევროპაში 4 წელი ვცხოვრობდი ამიტომ პირდაპირობას მიჩვეული ვარ!
- რეზი.. შენ?
- მე მარიამი, მიხარია შენი გაცნობა!
- მეც..
- ნაღვლიანი ჩანხარ..
- .............
- ცუდი მეგობრები გავლენას ახდენენ ადამიანის ფსიქოლოგიაზე და გემოვნებაზე, ამიტომ ვფიქრობ ამიერიდან ლიზა დააფასებს შენს გრძნობებს!
- რასგულისხმობ? მე არ..
- ხო გასაგებია, ძმაკაცის და და ყველაფერი ასეთი! მაგრამ სიყვარული ომის მსგავსია! თუ არ იბრძოლებ ვერც გაიმარჯვებ და ჯილდოც სხას ერგება!
- მინდა ცოლად მოვიყვანი - ღმერთო ჩემო ისეთი საყვარელი იყი, ხელები მუხლებზე დაირტყა და ფეხზე წამოდგა ( წამოხტა ) , თითქოს მთელი მისი სერიოზულობა უცებს სადღაც გაუჩინარდა, რას არ უკეთებს სიყვარული ადამიანებს.. გულიანად გადავიკისკისე, ამან გააოოცაა..
- რაგაცინებს ? შენ არ მითხარი უნდა იბრძოლოო?
- და რასიზამ, შეხვალ და ხელს სთხოვ? ეს ხომ სისულელე იქნება რეზი?
- ხო მაგრამ...
- ეს ისე უნდა გააკეთო რომ თვითონაც ვერ წარმოედგინოს ცხოვრების სხვა მამაკაცთან გატარება!
- არვიცი ეს როგორ უნდა გავაკეთო..
- სულ რამდენიმე საათია რაც ჩამოვედი და უკვე შეთქმულებაში ჩავები, ლიზას მეგობრობა შევთავაზე არ იქნება კარგი რომ შენ დაგეხმაროო..
- ანუ.. არაფერი გამომივა -ეს ისე ნაღვლიანად თქვა რომ შემებრალა..
- დამშვიდდი, მე გითხარი რომ არ იქნება სწორი თუმცა არ მითქვამს რომ არ დაგეხმარები!
- კარგი, მშვენიერია! რეზი მივდივართ! -გადმოგვძახა აუზის მეორე მხარიდან სათვალიანმა..
- მე და მარი ერთად დავბრუნდებით, ჯერ დამლაგებელს ელოდება! - გაისმა ლიზას ხმა რომელიც სრულიად განსხვავდებოდა მისი მოწყენილი ხმისგან!
- ჰო, რეზიც რჩება!
- რეზიც ? - გაიოცა ლიზას ძმამ..
- მე ? - გაოცება ვერც თვითონ დამალა!
- ჰო, ხომ დამპირდი ავეჯის გადააადგილებაში დაგეხმარებიო?! - თვალები გავაფართოვე, როგორც იქნა მიხვდა..
- ჰო, დავპირდი! მშვიდად წადით, გოგოებს მე ჩამოვიყვან! - ხელი ლიზას გადახია, ეს პირველ ნაბიჯს უფრო ჰგავდა!
- რამოხდა თქვენ ახლა მეგობრები ხართ? - დამცინავად გადმოგვხედა სათვალიანმა!
- სათვალე რომ მოგეხსნა, შეიძლება მხედველობასთან ერთად შენი ხასიათიც გაფერადებულიყო! - ყველას გაეცინა ის კი მანქანაში გაბრაზებული ჩაჯდა! მშვენიერი მანქანაა ვერაფერს იტყვი, რენჯროვერი, სულ ახალი მოდელი თუმცა ეს იმას არ ცვლის რომ უჟმური და უხასიათოა!
რამდენად გასაოცარიც არ უნდა იყოს მთელი 2 დღე წყნეთის სახლს ვალაგებდით! მე რეზი და ლიზა ნაკლებდა, თუმცა საბრალო დამლაგებელი ქალი ძალიან დავღალეთ..
- რამდენი გადაგიხადოთ?
- 150 ლარი.. - მითხრა მორიდებულად, ბავშვებიც იქვე იდგნენ.
- რასამბობთ ქალბატონო!
- თუ გეძვირა შვილო მაშინ.. - თავი ჩვეულებრივზე დაბლა დახარა!
- არა ქალბატონო, მე ვგულისხმობ რომ 150 ლარი ? ამ სახლს 1000 ლარადაც არ დავალაგებდი და თქვენ მხოლოდ 150 ლარს ითხოვთ?
- რავქნა შვილო, მეტს რომ ვითხოვს სულ არ მიხდიან და.. - გული დამეწვა, საფულეში ქართული ფული თითქმის არ მქონდა ამიტომ 200 ევროიანი მივეცი! სიხარულისგან ქალმა გულში ჩამიხუტა და მადლობები მიხადა, უკვე თვალს იყო მოფარებული რეზი რომ გამოვიდა სახლიდან ფულით ხელში, გაოცდა როცა გაიგო რომ ამდენი ფული მივეცი.. ეგონა იმიტომ გავუბრაზდი რომ ფული არ მქონდა ან ამდენის გადახდას არ ვაპირებდი.. ცუდია როცა ადამიანები კარგად არ გიცნობენ.. მაგრამ დრო წინაა, არ ვიცით რამოხდება ცხოვრებაში, შეიძლება ყველაზე უცხო ადამიანიც კი ყველაზე ახლობელი აღმოჩნდეს! ყველაზე ახლობელი კი ყველაზე უცხო!
თბილისში ჩემი ბინა ვერაზე ვარესად გამოიყურებოდა, რესტორანსაც რესტავრაცია სჭირდებოდა.. მოკლედ 3 თვეში ყველაფერს თანამედროვე იერი შევძინე.. ლიზა, რეზი, ის მეორე მდუმარე ბიჭი ანდრია და ლიზას ძმა გიორგი ყველაფერში მეხმარებოდნენ.. მშვენიერია რადგან ანდრია ძალიან მომწონდა და ვხვდებოდი მას ჩემზე მეტად მოვწონდი.. მე და გიორგიმ კარგად გავუგეთ ერთმანეთს, ის თითქოს ჩემთვის ძმასავით იყო რომელიც არასდროს მყოლია.. არ მეგონა თუ ასე მოხდებოდა.. ლიზა და გიორგი ჩემთვის და ძმასავით არიან.. გიორგის შეყვარებული ბარბარე კი უმოკლეს ხანში ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა ისევე როგორც რეზი.. მე და ანდრიას ფლირტი გვაქვს, ხო ასე ქვია.. " ფლირტი " და მე ის მომწონს.. აღმოჩნდა რომ ის სათვალიანი ბიჭი რომლის სახლელიც ჯერ კიდევ არ ვიცი ანდრეას ძმაა.. სიმპატიური, გალანტური და უხეში! მას შემდეგ არ მინახავს, როგორც მისმა ძმამ თქვა იტალიაში წავიდა.. ეს კარგიცაა, არ მაღიზიანებს.. არმეგონა ყველაფერს ასე მარტივად თუ მიუჩენდი მის ადგილს მაგრამ უკვე ორ თვეში მე და ანდრია შეყვარებულები ვიყავით, ჩემი რესტორანი ვერაზე და მთაწმინდაზე უკვე მუშაობდა.. ჩემი ბინაც წესრიგში იყო! ასე რომ ახლა დროა მე ლიზა და ბარბარე სავარძლებში ჩავსხდეთ და ყავა მშვიდათ დავლიოთ!
- ზაფხული ახლოვდება გოგოებო! -შევყვირე და ყავის ჭიქები მაგიდაზე დავდგი.
- მოიცა, შენ ხომ იანვარში ჩამოხვედი გამოდის რომ იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი და მაისიც თითქმის 5 თვეა აქ ხარ და ჩვენ ნორმალურად არც კი დაგვისვენია.. - წაიუწუნა ბარბარემ, ელოდებოდა როდის ვეტყოდი ზღვის ნაცვლად მთაში წავიდეთთქო მაგრამ ამ დროს საუბარში ლიზა ჩაება..
- სიამოვნებით წავიდოდი ბალიზე.. - სამივეს გაგვეცინა, თვითონაც მხოლოდ იმიტომ გაეცინა რომ მიხვდა რა სისულელეც თქვა..
- მოდი მაშტაბურად ვიაზროვნოთ კარგი, რადგან ჩვენსამიდან ვიზას მხოლოდ მე მივიღებ და მე ბალი დიდად არ მხობლავს!
- მარიამ ნუ " მარიაჟობ " და მოიფიქრე სად წავიდეთ! ხომიცი მე მთა მირჩევნია - ძლივს შემომაპარაა!
- მე ზღვა -ჩაერთოო ლიზიც, ახლა რამე თუ არ ვიღონე უდაოდ დახოცავენ ერთმანეთს მომავალი რძალმული!
- მოდი ორივეგან წავიდეთ, ოღონდ ასეთ მარტივ თემაზე ნუ ვიჩხუბებთ - ვიცი რომ მაინც მოძებნიან საკამათო მიზეზს მაგრამ ვცდილობ ეს პროცესი გავაჭიანურო..
- ერთი კვირა ზღვაზე, სამი კვირა მთაში!
- არა, ერთი კვირა მთაში და სამი კვირა ზღვაზე! - არ მიყვარს როცა ამას ვამბობ მაგრამ ხომ ვამბობდი!
- რაპრობლემაა 2 თვე დავისვენოთ, ერთი თვე მთაში ერთი თვე ზღვაზე! - ღმერთო ჩემო, ეს უკვე მეტისმეტია..
- კარგი, მაშინ პირველი მთაში წავიდეთ!
- არა ზღვაზეე..
- დამშვიდდით! ჯერ მთაში წავალთ და მერე ზღვაზე!
- არა! შენ მის მხარეს ხარ!
- დაფიქრდი ლიზ, ჯერ რომ ზღვაზე წავიდეთ და მერე მთაში ერთ თვეში რუჯი აღარ გვექნება და რა აზრი აქვს! - მგონი გამოსავალი ვიპოვე..
- ჰო, მართალია!
- კარგი თქვენ აქ დარჩით, ანდრეამ მომწერა და ცოტახნით გავისეირნებთ.. დიდად დამავალებ თუ ამ უმოკლეს ხანში ერთმანეთს არ დახოცავთ! -გავიგონე როგორ უთხრა ლიზიმ კარგი წყვილი არიანო მაგრამ ბარბარეს პასუხმა დამაღონა " მან თქვა რომ მე ნიკუშა უფრო შემეფერება " და განსაკუთრებული იშვიათობით ლიზიც დაეთანხმა.. ვინ არის ნიკუშა.. და რაშვაშია საერთოდ ჩემთან მიმართებაში.. არვიცი არვიცი, ეს გოგონები ზოგჯერ ნამდვილი შეშლილები არიან, ჩემზე უარესიც კი! მაგრამ სწორედ ეს მხიბლავს მათში..
- როგორ ხარ მარ? -ჩვეული ვარდებით და ჩემი ფავორიტი შოკოლადით დამხვდა სადარბაზოსთან
- მიყვარს როცა ამას აკეთებ.. ყოველთვის ვიცი რომ ვარდებით და შოკოლადით დამხვდები მაგრამ მაინც ყოველთვის ერთნაირად მიხარია!
- წამოდი სადმე დავსხდეთ..
- გოგოები მელოდებიან, ცოტახნით ფეხით გავიაროთ და შემდეგ დავბრუნდეთ...
- მიხარია რომ ჩემთან ურთიერთობას დათანხმდი..
- იმიტომ რომ ასე მინდოდა..
- ხომიცი რომ ძალიან მიყვარხარ..!
- ხო მაგრამ როცა ამას აბობ უფრო კმაყოფილი და ბედნიერი ვარ!
- და შენ?
- მე არ მიყვარხარ! -რათქმაუნდა ვხუმრობ მაგრამ, ჯერ მისთვის ეს არასდროს მითქვამს..
- ნამდვილად? იმიტომ რომ სულ გაწითლდი!
- კარგი , კარგი.. ამას გადავლახავ.. -შადრევანზე ავედი და ეს ხმამაღლა ვიყვირე.. ჰო არ მოგეჩვენად ზუსტად ეგ ვთქვია " მიყვარხარ " ხელით ჩამომიყვანა, ჩამეხუტა და დამატრიალა.. ზუსტად ისე როგორც ფილმებშია.. ქერა მწვანეთვალება და მიმზიდველი იყო ჩემი გასაოცარი და გასაგიჟებელი შეყვარებული თუმცა არცისე ქერა თმა ქონდა როგორც გიორგის! ის ავსებდა ყველაფრის დანაკლისს ჩემშიი, დადიოდა დედაჩემის და ჩემი დის საფლავზე ჩემთან ერთად.. ვიცოდი რომ ვუყვარდი ამაში დარწმუნებული ვიყავი.. მაშინაც კი თუ მიმატოვებდა, ეჭვი არასდროს შემეპარებოდა რომ ეს ყველაფერი ნამდვილი იყო! მასთან მშვიდად ვიყავი.. ვიცოდი მის გვერდით ისე დავიძინებდი და გავიღვიძებდი რომ არაფრის უნდა შემშინებოდა.. რათქმაუნდა ის ჩემი შეყვარებულია და ერთხელაც არ მომკარებია ჩემი სურვილის წინააღმდეგ.. მე ის მიყვარს! არვიცი ამის ხშირად გამეორებით საკუთარ თავს ვარწმუნებ თუ თქვენ მაგრამ მე ვგრძნობ რომ ის ძალიან მიყვარს..
დიდი ხნით ვერ დავმალე ჩემი დაბრუნება ქალაქში, აი ჭორებიც დაირხა!
- მარიამ კოსტავა რომ საქართველოში დაბრუნდა იცოდით?
- ვინ, სანდროს ყოფილი?
- ხო აი ეგ და ბიზნესმენი ოთარ ონიანის შვილს ხვდება!
- რომელს?
- ქერას!
- კარგი რა ის მეტად შეეფერება..
- ჰო მაგრამ ესენიც კარგი წყვილი არიან!
- სანდრო სად არის ? გაიგო ?
- არვიცი, ხო გახსოვს მაგათზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა!
- უეჭველი შერიგდებიან!
- ონიანის ძმას მაგას ვერ გაუბედავ!
- მერე რა მისი ძმის კი არაა ანდრიას შეყვარებულია!
- ბარბარე რომ მის მეგობარ გიორგის ხვდება იცოდით?
- ეგ ვის არ ხვდებოდა, ერთი ლიზზას არ დაადგა საშველი თორე!
- ხმები დადის რომ რეზის უყვარს!
- ოჰ დაირიგეს ძმაკცებმა დაქალები?!
- ისე კოსტავა როდის ჩამოვიდა?
- ამბობენ ახალი წლის დღეები იყოო!
- გოგო შენზე თქვეს სანდროსთან იწვაო!
- ჭორიკნები! რას არ იტყიან!
სწორედ რომ! ჭორიკნები რას არ იტყვიან! ივნისი იყო, არც ზღვის და არც მთის ამინდი ამიტომაც აგარაკზე წავედით! კარგია აქ დრო მაქვს გიორგის დაველაპარაკო თორემ რეზი ამას ვერასდროს გაბედავს.. ყველა შიგნით იყო.. გიორგი და ბარბარე ისხდნენ აუზთან.. მაოცებს მათი ურთიერთობა.. გამუდმებით ჩხუბოობენ! შესაძლებელია რომ იჩხუბო და საღამოს მაინც მის გულზე დაგეძინოს? თურმე შესაძლებელია.. რას არ გაგაკეთებინებს სიყვარული..
- გიი.. შეიძლება ვილაპარაკოთ -ძალიან ჩუმად წავიჩურჩულე!
- წავალ ბარბის საწოლში დავაწვენ და მოვალ ეხლავე! -თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და შეზლონგზე ჩამოვჯექი! ჩემსკენ შავებში ჩაცმული სილუეტი მოდიოდა, ეს შევამჩნიე, გიორგი მეგონა!
- ლიზზ, ჩემო საყვარელო -ჩამეხუტა, უცნაურია..
- იცი რამდენი რამე ჩამოგიტანე იტალიიდან ტოო, აი შენზე მაგარი ზმანი არ გაიჩითება არავინ მთელს ვერაზე! -თავიდან დავიბენ, შემდეგ სათვალეს მოვკარი თვალი და უკვე ყველაფერი გასაგები იყო!
- იცი კარგი იქნებოდა ისეთი ტანსაცმელი ჩამოგეტანა რომ მხოლოთ ვერას კი არა მთელს თბილიში საუკეთესო ყოფილიყო მაგრამ რასვიზამთ ალბათ სათვალე გიშლიდა არჩევაში ხელს!
- ასე რატო მელაპარაკები ტო, ნაწყენი ხარ დაუმშვიდობელად რომ წავედი?
- ჯანდაბა, მოიხსენი ეგ წყეული სათვალე!
- ახლა ჩემი სათვალე დაწყევლე?
- ღმერთო ჩემო, მე მარიამი ვარ! შენი ძმის შეყვარებული! მარიამი! -ბოლო ხმაზე მიუყვირე, იმდენად ძლიერად რომ მთელმა წყნეთმა გაიგო! ხმაურზე გიორგი სწრაფი ნაბიჯებით წამოვიდა ჩვენსკენ!
- ჩუმად ტო, ბარბი არ გამიღვიძოთ!
- ვა გიუშ, არ მოგენატრე შეჩ*მა ? -ხელებ გაშლილი წავიდა მისკენ გიორგიმაც შეჰყვირა ნიკუშო და ჩაეხუტა!
- სენტიმენტალური გოგონები - ვთქვი და ეხლაღა გამიარა თავში.. " ნიკუშა! " ღმერთო ჩემო ნუთუ იმ დღეს ლიზი და ბარბარე მასზე საუბრობდნენ.. შეუძლეებელია ის ხომ ანდრეას ძმაა!
- რაო რათქვი? გოგონები ?
- აბსოლიტურად!
- ჩემს ძმას გადავცემ რომ მორჯულება არ გაწყენდა!
- შენი კა*პა ნა*ები მოარჯულე!
- ასე რატო მელაპარაკები?!
- და შენ?!
- საკმარისია, მარუს.. ჩემთან საუბარი გიინდოდა.. მითხარი რა ხდება, თანაც უკვე გვიანია და თითქმის ყველას ძინავს ცოტა მშვიდად!
- ხო მიდი გვითხარი რაზე გინდოდა ლაპარაკი თორე მალე ჩემი ძმაკაცი მოვა და ვეღარ მოასწრებ!
- შენი ძმაკაცი? -გავბრაზდი! როგორი თავხედია ჩემს სახლში სტუმარი მოყავს და თან ისე რომ არცკი მეკითხება!
- ჰოო, მიდი მიდი მოყევი მაინტერესებს! -დავიბენი ეს მასთან ერთად როგორ მეთქვა..
- არაუშავს გი, ხვალ დაგელაპარაკები! - ვიცოდი რომ ის არ დამეთანხმებოდა და საქმეს ვარესად გავაფუჭებდი ამიტომ გაჩუმება ვარჩიე მაგრამ გიორგიმ არ დამაცადა, ესეც არ ვიცი რამ გადარია იმ დღეს ჩემზე სერიოზული შთაბეჭდილება დატოვა დღეს კიდე პატარა ბავშვივით მთხოვდა ყველაფერი მომეყოლა რისი მოყოლაც მინდოდა! მოკლედ საბოლოოდ დამითანხმეს!
- მისმინე გიო, მე შენ ძმასავით მიყვარხარ სხვა შემთხვევაში არ გეტყოდი! გახსოვს როცა ანდრიამ სიყვარული ამიხსნა პირველად შენთან მოვიდა და შენ უპასუხე რომ შენი და თუ შენს ძმაკაცთან ერთად იქნებოდა იმაზე იმედიანად იქნებოდი როგორც არასდროს!
- ჩემმა ძმამ თუ გაწყენინა ახლავე ამ აუზში დავახჩობ! -სერიოზულად, გონებაში იმ აზრმა მოსვენება არ მომცა რომ ახლა ჩემზე ზრუნვა დაიწყო! ჩამოუყალიბებელია ეს ბიჭი, თავადაც არ იცის რა უნდა!
- არა, არაა.. უბრალოდ ვფიქრობ რომ რეზის ლიზას მიმართ დიდი ხანია გრძნობები აქვს და ვერ ეუბნება შენსგამო.. ალბათ გონია რომ შენთან არასწორად გამოუვა..
- აუ მართლა ტო? მეც ვამჩნევდი რომ განასკუთრებულად ექცეოდა მაგრამ..
- კარგი რა მაგრამ გიუშ, რეზი ჩვენი ძმაა.. როგორც მარიკუნამ თქვა ( ხელი გადამხვია ) ჩვენი და თუ ჩვენიანთან იქნება ამაზე უკეთესი რა არის! - ეს ბიჭი გაგიჟდა თუ მართლა მეთანხმებააა..
- მოკლედ, ხვალ დაველაპარაკები და ვეტყვი თუ ჩემსგამო იკავებ თავს მე დაბრკოლებას არწარმოვადგენთქო!
- ასე მჭერმეტყველურად საუბარი ამან გასწავლა?
- დაიწყო...
- კარგი წავედი აბა ტკბილი ძილი.. - ეს რა მიქნა, ამ უჟმურთან ერთად მარტო დამტოვა მაგრამ, ვინმე ხომ უნდა დახვდეს მის ძმაკაცს ამიტომ ჯერ ვერ დავიძინებდი!
- ისე მეც ვიცოდი რეზის რომ ლიზი უყვარდა, მაგრამ არასდროს მომფიქრებია გიუშას მაგაზე დავბაზრებოდი!
- იმიტომ რომ გონებაში ყველაფერი მის ადგილას არ გაქვს და კიდე დავბაზრებოდი რას ნიშნავს?
- მართლა არ იცი თუ მეღადავები?
- პირდაპი რომ გითხრა გეწყინება?
- მითხარიი, არ მეწყუნება!
- ჩამოყალიბებული დებილი ხარ! - ალბათ იცოდა რასაც ვეტყოდი და წინასწარ მოემზადა, ხელში ამიტაცა და აუზში მისროლა.. ეს საშინელი შეგრძნება იყო.. მე ხომ ცურვა არ ვიცი, თვალებში მიბნელდებოდა, ვერ ვსუნთქავდი.. რამდენჯერმე ლამის გავითიშე! მელოდებოდა როდის ამოვიდოდი და რომ არ ამოვყვინთე როგორც იქნა გადმოხტა! როგორცკი თავი ამოვწიე ღრმად ამოვისუნთქე მინდოდა მომეხჩო მაგრამ ეს რომ გამეკეთებინა დავიხჩობოდი! როგორც იქნა ხმის ამოღება შევძელი!
- მადლობა რომ გადამარჩინე.. -ასეთ მდგომარეობაშიც კი მიყვარს როცა იმას ვაკეთებ რასაც არ ელოდებიან!
- მე შენ წყალში გისროლე! -გაოცება ვერ დამალა..
- მაგრამ ეს დავიმსახურე! მე ხომ შეურაწყოფა მოგაყენე!
- მაგრამ ეს მეც დავიმსახურე! -როგორც ჩანს მხოლოდ მე არ ვარ სიურპრიზებით სავსე! შემდეგ კარგად დავაკვირდი და ისტერიკული სიცილი ამიტყდა თავიდან დაფიქრდა შემდეგ მიხვდა რაზეც ვიცინოდი და დამისერიოზულა!
- იცოდე ხელებს გაგიშვებ!
- კარგი, კარგი.. უბრალოდ მითხარი! როგორი იყო არჩევნის გაკეთება ჩემსა და სათვალეს შორის!
- მარტივი!
- ანუ?
- მე ყოველთვის შენ აგირჩევდი! -ვიცი ეს საშინელი საქციელია მაგრამ იმდენად ღრმა იყო ჩემი გულისცემა და იმდენად სასიამოვნო ეს სიტყვები რომ არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.. საკუთარი საქციელის ისე შემრცხვა ლამის თავი თავად დავიხრჩვე! სიმშვიდე ნაცნობმა ხმამ დაარღვია!
- ნიკუშ, სახში ვიქნები შენს გგოგოსთან გართობას რომ მორჩები შემოდი და ოჯახის წევრები გამაცანი! -მისი სიტყვების მოსმენამ კიარა ჩემი ყურადღება მისმა ხმამ მიიბყრო, ღმერთო ჩემო ოღონ ის არ იყოს ვისაც მე ვფიქრობ!
- კარგი, ისედაც ყველას ძინავს!
- რა ? გაგიჟდი?! რატომ არ უთხარი რომ შენი გოგო არ ვარ და არ ერთობი!
- რთული დასაჯერებელი იქნებოდა მისთვის და საქმე გაუმარტივე!
- მითხარი რომ სანდრო არ ქვვია!
- კი, სანდრო ქვია! -ამის გაგონებაზე ლამის გონება დავკარგე!
- მე შენი ძმის შეყვარებული, შუაღამისას, ვცურავ შენთან ერთად აუზში და ჩემი ყოფილი შეყვარებული იცდის სახლში რომელშიც ჩემს შეყვარებულს სძინავს! მითხარი რამდენი პრობლემა უნდა შემიქმნა ერთ უმოკლეს საათში!
- ის შენი ყოფილია?..
- ჰო..
- შარში ვართ.. -ცრემლები გადმომცვივდა..
- რა გატირებს ტო, არაუშავს მარუს, მანამდე წავიყვან აქედან სანამ დანარჩენები გაიღვიძაბენ.. გპირდები ვერავინ გაიგებს და უხერხულობაც არ შეიქმნება! ოღონდ არ იტირო რა..
- რას ნიშნავს უხერხულობა არ შეიქმნება! გგონია იმიტომ ვტირივარ რომ სანდრო აქ არის?! ამაზე მეტი უხერხულობა რაგინდა, ჩვენ ნახევარი საათია წყალში ვართ და არცერთს არ მოგვფიქრებია რომ ზემოთ ავსულიყავით! სანდრო არ მანაღვლებს, ის უხერხულობას არ მიქმნის! ეს შენ ხარ პრობლემა!
- ხო მაგრამ..
- უბრალოდ, ამიყვანე აქედან!
- კარგი.. -ოთახში შეუმჩნევლად ავედი, საკმარისზე მეტად მრცხვენოდა უკვე საკუთარი საქცილელის! მაგრამ ვერ ვხვდებოდი რატიმ! მე ხომ არაფერი გამიკეთებია, უბრალოდ საუბარს შევყევით.. რატომ ვაბუქებ გამუდმებით ყველაფერს! რატომ ვაკეთებ ამას! აქ პრობლემას არაფერი ქმნიდა.. საერთოდ არაფერი! ძლივს დავიძინე მთელი ღამე მციოდა, უეცრად სითბო ვიგრძენი, ვიცოდი რომ ეს ანდრეა არ იყო! სანდრო მითუმეტეს და დანარჩენს ყველას ეძინა! ნათურა ავანთე და ნიკუშა რომ დავინახე სიბრაზემ ყელში მომიჭირა! არ ვიცოდი რა მეთქვა ან რა გამეკეთებინა!
- აქ რა გინდა?
- თვითონ რა გინდა აქ, მე თავისუფალ ოთახს ვეძებდი! -ვერაფერი ვთქვი, რადგან ფაქტია ნამდვილად შეეშალააა..
- შენ და ჩემს ძმას ერთ ოთახში არ გძინავთ?
- შენი ძმა ჩემი ქმარი კი არა შეყვარებულია!
- კარგი.. სხვა ოთახს მოვძებნი..
- სხვა ოთახები დაკავებულია, შეგიძლია აქ დარჩე ოღონდ დივანზე დაიძინე!
- კარგი.. -სულელი ვარ, ჩემს შეყვარებულს გვერდით ოთახში სძინავს, ყოფილს კი ვინ იცის სად.. მე კიდე სავარაუდოდ შეშლილთან ერთად ვაპირებ ერთ ოთახში დავიძინო! მგონი საქართველომ სულ შემშალა ჭკუიდან!

" ნიკას ჩანაწერებიდან! "

- ის გასაოცარი იყო, ეს პირველი დანახვისთანავე შევამშნიე.. ძლიერი იყო და მიმიზიდა.. რამდენიმე თვეა მასზე არ მიფიქრია, ახლა ვბრუნდები და შემთხვევით ვგებულობ რომ ჩემი ძმის შეყვარებულია. თავიდან მართლაც ლიზაში ამერია მაგრამ როდესაც ჩავეხუტე ვიგრძენი რომ ის იყო.. ვცნობ მის სურნელს.. გასაოცრად გრილი და გამაგიჟებელი სურნელი აქვს.. ამას ჭკუიდან გადავყავარ! რომელიღაც ყვავილს ვამსგავსებ მაგრამ ვერ ვიხსენებ რომელს.. ჰო " იასამანს " მისი სურნელი აქვს.. თავბრუს მახვევს, ამაზე ვერავის ვესაუბრები.. დავგუგლე და წავიკითხე რომ თუ მინდა ემოციური ტკივილისგან გავუმკლავდე წერიული უნდა დავწერო და დავწვა! ზუსტად ამას ვაკეთებ.. დღეს როცა აუზში ერთად ვიყავით, მისმა სიახლოვემ გამაგიჟა.. სიამოვნებით გავატარებდი არა მთელს ღამეს, არამედ მთელს ცხოვრებას ასე! მინდოდა.. ვიცი რომ დანაშაულია მაგრამ მე ის მინდოდა! ზუსტად ვიცი ისიც იმავეს გრძნობდა, მისი თრთოლვა წყალშიც კი შესამჩნევი იყო, მის გულის ცემას ხელზეც ვგრძნობდი! გგონიათ ვერ მივხვდი რომ სუნთქვა მთელი საუბრის მანძილზე არ დაუმშვიდდა?! ყველაფერს მივხვდი მაგრამ ეს ხომ მე ვარ! ის კი ჩემი უფროსი ძმის შეყვარებულია და მე ამას ვერ დაუშვებ! ვერ გადავალ ზღვას! რომელსაც ვფიქრობ რომ უკვე საკმარისად გავცდი! მისმა ცრემლებმა შემაშინა.. ეს გრძნობა ბოლოს მაშინ განვიცადე როცა 7 წლის ვიყავი.. დედა ვერ გადავარჩინე და დავიფიცე რომ აღარასდროს აღარაფერი შემაშინებდა მაგრამ დღეს ეს ისევ ვიგრძენი! მისმა ცრემლებმა, მოახერხა და ჩემი პირობა გატეხა! მაგრამ ის ისეთი თავისუფალი იყო, ისეთი გულახდილი როცა მისი ცრემლების მიზეზი გამანდო.. მე უბრალოდ არ შემიძლია ოდესმე ისევ მივიყვანო ცრემლებამდე.. არ შემიძლია და არც მინდა! არვიცი რატომ მაგრამ როცა გავიგე რომ მას და ჩემს ძმას ერთ ოთახში არ სძინავთ გულიდან ლოდი მომეხსნა! მაგრამ ყველამ ვიიცით რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდება და მე ნიკა ონიანს მთელი ცხოვრება რომ ამ უთქმელი სუყვარულით მომიწიოს ცხოვრება მაშინ მე ამას გავაკეთებ!


* * *


დილით გავიღვიძე და მივხვდი რომ ყველანი ქვემოდ იყვნენ საუზმობდნენ, ჯოჯოხეთამდე უფრო მარტივად მივიდოდი, იქამდე მისვლა კი ძალიან გამიჭირდა! თვალდახუჭული ჩავედი კიბეებზე! ამას ვერც ვიფიქრებდი.. ის იქ არ დამხვდა.. არც ის და არც სანდრო.. მადლობა ღმერთს მისი სიტყვა აასრულა და გათენებამდე წავიდნენ..
- ძვირრფასო, დიდხანს გეძინა.. სანდრო გელოდებოდა შენი გაცნობა უნდოდა მაგრამ ნიკუშამ არ დააცადა თქვა რომ გუშინ საუბრობდით და დიდხანს არ გაიღვიძებდი რადგან გვიან დაგეძინა.. -ანდრია მოვიდა და შუბლზე მაკოცა ყველას გადავხედე და გავუღიმე.. მხოლოდ ახლაღა მივხვდი როგორ მტკიოდა თავი, როგორი ფურცელივით გახდა ჩემი სხვეული და გონება დავკარგე! თვალი საავადმყოფოში გავახილე თავზე ანდრია მადგა, ძალიან აღელვებული.. ექიმის თქმის გარეშეც ვიცოდი რა მჭირდა! გავცივდი.. უბრალოდ გავცივდი და მორჩა.. ავად იშვიათად ვხდები ამიტომაც უბრალო გაციებამაც გულის წასვლამდე მიმიყვანა.. მისი ტკივილი ტკივილს მაყენებდა ამიტომ როცა დავინახე ანდრია როგორ ღელავდა ძალები მოვიკრიბე და ხელზე შევეხე..
- დამშვიდდი, კარგად ვარ..
- ძალიან მანერვიულე.. -ხელები დამიკოცნა ისე მინდოდა ჩავხუტებოდი, მასთან თავს დაცულად ვგრძნობ, ის ჩემი სულის თავშესაფარია!
- ყველაფერი კარგადაა.. -ამის თქმისას გავიგონე მუხრუჭებს ხმა და თვალები ფართოდ გავახილე.. ვიგრძენი, ვიგრძენი რომ მოვიდა.. შემდეგ გვერძე გავიხედე და დავინახე ონიანი რომელიც შეშლილი სახით შემოვარდა დერეფანში და რეზის ღრიალით კითხა რომელ პალატაში ვიყავი! როცა შემოვიდა ისეთი აჭრილი თვალები ქონდა ვერ ვხვდებოდი გულის შეტევა მქონდა თუ ისევ გული მიმდიოდა. გაშეშდა ხმა ვერ ამოიღო, ანდრია გააოცა მისმა ასეთმა საქციელმა.. უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე და ძლივს გასაგონად ვთქვი..
- ყველაფერი კარგადაა.. უბრალოდ გავცივდი..
- ჩემი ბრალია -გაცეცხლებულმა მუშტი კარებს მიარტყა, იქედან გაოგნებულმა რეზიმ გამოხედა!
- რასნიშნავს შენი ბრალია?-მშვიდად ჰკიტხა ანდრეამ..
- მე..
- ჩვენ ვერანდაზე დიდხანს ვსაუბრობდით.. -გავაწყვეტინე სიტყვა ონიანს..
- მაგრამ გუშინ სიცხე იყო, კარგი.. კარგი, უბრალოდ წყალს მოგიტან!
- რატომ მოატყუე?
- ვიფიქრე რომ ეს მარტივი გასაგები არ იქნებოდა მისთვის ამიტომ საქმე გავუმარტივე..-ორივეს გაგვეცინა, ისევ ეს წყეული რეიბანები!
- არ გაიკეთო..
- რატომ?
- იმიტომ რომ პალატაში ხარ და აქ მზე არ არის!
- მაგრამ მას დანიშნულება არ მოყოლია!
- აქ სული მეხუთება..
- გინდა წაგიყვანო...?
- ვფიქრობ ეს იქნება რთული გასაგები უცხო თვალისთვის და შემდეგ ვეღარ გავამარტივებთ საქმეს!
- ჩვენ მეგობრები ვართ! შენ ჩემი ძმის შყვარებული ხარ და ყველაფერი ასეთი!
- ამის მოსმენა მახარებს..
- ვეჭვობ.. -ხელში ამიყვანა და ექთანმა მთელი დერეფანი სირბილით გამოიარა, ჩვენ კი უბრალოდ ვიცინოდით! კარგით რა, ეს ხომ უბრალოდ გაციებაა არ არის ასეთი ამბავი საჭირო! რეზიმ და ანდრეამ დანიშნულება მოიტანეს და წამოვედით! თავი ანდრეას მხარზე მედო, მთელი გზა მიყვებოდნენ ისტორიებს მათ ბავშვობაზე რომ ხასიათზე მოვეყვანე... მოახერხეს კიდეც, პირველად მქონდა ასეთი მხიარული ავადმყოფობა! ეს მომწონდა ყველა ჩემს ჭკუაზე დადიოდა და ყველა იმას აკეთებდა რასაც მოვისურვებდი! სანდროც კი ჩამოვიდა.. ნიკუშამ ყველაფერი აუხსნა ანდრიას.. მიკვირს კიდეც როგორ შეუძლია ასე ჩემი გაგება.. ის ხო ჩემი შეყვარებულია, ზოგჯერ მაინც ხომ უნდა გამიბრაზდეს.. აგარაკზე გასაოცარი 1 თვე გავატარეთ! არასდროს ვმჯდარვარ მოტოციკლზე და ანდრიამ ამ ბედნიერებასაც მაზიარაა, ეს სიგიჟე იყო.. ნამდვილი ეიფორიის შეგრძნება.. სითამამე.. ადრენალინი.. რამდენიმე ემოცია ერთმანეთში მერეოდა.. გამუდმებით ჯოკერს ვთამაშობდით და ყოველ საღამოს წაგებული სადილს ამზადებდა, სასაცილო რადგან ერთი თვის მანძილზე მე და ნიკუშამ 23 ჯერ წავაგეთ! ეს აქ ყოფნის ბოლო საღამოა, ხვალ თბილისში ჩავალთ და ცოტას დავისვენებთ ზეგ კი რაჭაში წავალთ ერთი თვით..
- აქ რას აკეთებთ? -შუაღამისას გოგონები ჩემს ოთახში შემოიპარნენ!
- აუ მოგვიყევი რა შენზე და სანდროზე! ძაან სიმპატიურია!
- გაგიჟდით?
- კარგი რა, თქვენ ისტორია გაქვთ ამას ვერაფერს მოუხერხებთ ამიტო მოგვიყევი! დროზე! -გაბრაზდა ლიზა!
- კარგი, 15 წლის ვიყავი როცა გავიცანი.. ჩემს დაბადების დღეზე მოვიდა ჩემს ძველ მეგობარს მოჰყვა.. მთელი ერთი წელი მიგზავნიდა ყოველი კვირისბოლოს 15 ვარდს და ვერ ვხვდებოდი ვინ იყოო.. მერე ჩემს დაბადების დღეზე ისევ მოვიდა და 16 ვარდი მომიტანა.. მაშინ ყველაფერი გასაგები გახდა, ვიღაც სულელმა ბიჭმა მეცეკვდა და ჩემსგამო იჩხუბა.. ბავშვი ვიყავი და ეს ყველაფერი მომწონდა კიდეც.. ერთად დავდიოდით ზღვაზე, მთაში, ბარში! ყველგან! ჩემს დას ძალიან მოსწონდა, დარწმუნებული იყო რომ დავქორწინდებოდით! შუაღამით მოვიდოდა ხოლმე და საყვარელ შოკოლადებს მომიტანდა.. ერთხელ მეგობრის აგარაკზე ვიყავი და მთელი მისი ოჯახი იქ იყოო.. ნახევარ საათში იქ ამოვიდა და პიცის დამტარებელივით ეცვა, მე და ჩემი დაქალები ვკვდებოდით სიცილით.. ასეთი საყვარელი არასდროს ყოფილა.. შემდეგ წავიდა, ვერც ჩავეხუტე და ვერაფერი..( უბრალოდ ფული გადავუხადე, ყველაზე საშინელება ის იყო რომ პიცა რომელიც მომიტანა საზიზღრობა აღმოჩნდა.. გასაგიჟებელ დროს ვატარებდით და ჩვენზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა.. ეს მომწონდა.. მაგარია როცა ყველა თქვენს წყვილზე ლაპარაკობს! შემდეგ ჩემი და ავტო კატასტროფაში დაიღუპა და მეც ესპანეთში წავედი.. ნუ მეტყვით თუ ასე ძალიან გიყვარდა როგორ მიატოვეო.. ეს უბრალოდ ბავშვური აღტაცება იყო... მე არასდროს არავინ მყვარებია, რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს იმაშიც კი არ ვარ დარწმუნებული რომ ანდრია მიყვარს.. რადგან არვიცი ეს როგორი გრძნობაა.. მასთან თავს კარგად ვგრძნობ მაგრამ..
- მაგრამ როცა ის გიახლოვდება შენ თითქოს ნაწილებად იშლები, და ვეღარ სუნთქავ.. ამას კი ანდრიასთან არ განიცდი! -ბარბარემ სიბრალულით შემომხედა და ელოდებოდა როდის დავადასტურებდი მის წინადადებას!
- ეს ასეთი შესამჩნევია?
- ეს ისეთივე აშკარაა როგორც ის რომ რომეო და ჯულიეტა სიყვარულის გამო დაიხოცნენ! -სიცილით მიპასუხა ლიზამ, მაგრამ მე არ მეცინებოდა.. თუ ისინი ამჩნევდნენ გამოდის ამას ანდრიაც ამჩნევდა და თუ ანდრიაც ამჩნევდა მაშინ გამოდის ამას ყველა ხედავდა არადა მე ისე ოსტატურად ვცდილობდი ამ ყველაფრის შენიღბვას..
- მითხარი.. გიორგიმ როგორ გითხრა რომ უყვარდი! - თემის შეცვლა ვცადე მაგრამ ბარბარეს რას გამოაპარებ, ყველაფერს წამის მეასედში ხვდება!
- თემის შეცვლა ცუდი საქციელია მაგრამ გაპატიებ ისეთი კითხვა დამისვი რომ არ გიპასხო არ შეიძლება! მოკლეს მე ჩემს აივანზე ვირუჯებოდი და იმედი მქონდა რომ არავინ მხედავდა თუმცა სულ ტყუილად!
- მოიცა შენ ირუჯებოდი?-ორივემ ერთხმად ვკითხეთ და გაოცებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს..
- ასეთი გასაკვირი რა არის, მე მთაც მიყვარს და ზღვაც.. ვიცოდი რომ მთა არცერთს არ გიყვარდათ იმდენად და მომიწევდა წელს მხოლოდ ზღვაზე გავრუჯულიყავი ასე რომ იმდენი ვიწუწუნე ხომ ხედავთ ორივეგან მივდივართ! ასე რომ.. სახურავზე ავედი და რუჯის მისაღებად მოვემზადე როცა ვიღაცის ფეხის ხმა გავიგონე.. გიორგი იყოო.. იცინოდა! გავბრაზდიი რადგან მის წინ ნახევრად შიშველი ვიდექი ის კი ადგილიდან არ იძვროდა.. მას შემდეგ თითქმის ყველგან მხვდებოდა, მაღაზიასთან, სადარბაზოსთან, სასწავლებელთან! მოკლედ ყველგან იყოო.. შემდგე 1 კვირა არ ჩანდა და ისე დამაკლდა, ყველგან მელანდებოდა.. ღამის 3 საათზე დედაჩემმა გამაღვიძა, შვილო იმ ბიჭს უთხარი ამხელა სახელის დაწერას ერთუ გული დაეხატა სჯობდაო.. მე ვერ მივხვდი რას გულისხმობდა, ფანჯრიდან გადავიხედე და თქვენი ძმა რომ დავინახე გული წამივიდა, როცა თვალები გავახილე დედაჩემი, გიორგი, რეზი, ანდრია, და ნიკუშა ყველანი თავზე მადგნენ! იმ დღის მერე ერთად ვართ!
- შეშლილი.. -გამეღიმა, სწორედ ახლა ვფიქრობდი რას ელოდებოდა აქამდე რეზი! გიო ხომ უკვე თანახმა იყო მათ ურთიერთობაზე თან ხმაური ატყდა.. ვიღაც გაყვიროდა ლიზას სახელს.. ყველანი გარეთ გავცვივდით და აღმოჩნდა რომ რეზის ოთახში ლიზა არ დახვდა! და ეგონა დაიკარგა, გაიპარა ან რაიმე მოუვიდა.. ყველაზე სასაცილო კი გიორგის რეაქცია იყო!
- ამ დროს ლიზას ოთახში შენ რა გინდოდა?
- თქმას ვაპირებდი!
- შემოგიტია? -რათქმაუნდა დავცინე, ამას ყოველთვის ვაკეთებდი..
- მერე მიდი უთხარი, ყველა აქ ვართ და ერთად მაინც გავიგებთ როგორ მიგაწებებს უარს! -რათქმაუნდა მისებურად ჩაუტნია ონიანმა!
- უთხარი! უთხარი! გაისმა ყვირილი, ვფიქრობ მხოლოდ ბარბარე, ანდრია და სანდრო ვერ ხვდებოდა რაში იყო საქმე!
- მითხარი, ბოლოს და ბოლოს! რამდენიმე თვეა ველოდები როდის მოიფიქრებ და მეტყვი! ჯერ შეყვარებული იყო მიზეზი, მერე ჩემი ძმა და ახლა რაგაკავებს?! -ამ სიტყვებმა მეც გამაოცა, ხომ საერთოდ არაფერი მეპარებოდა მათ ურთიერთობაში მაგრამ ლიზა როდის მიხვდა ამ ყველაფერს არვიცი..
- მიყვარხარ! -აი ისიც, ნანატრი წუთი რასაც ჩამოსვლის დღიდან ველოდები და აპლობის მენტები! ეს რა გაბედა ლიზამ ყველას თვალწინ აკოცა! მაგარია არა.. ყველა ბედნიერია.. როგორც იქნა ყველა კარგადაა მაგრამ მე, მე რატომ არ ვარ კარგად.. მახარებს მათი ბედნიერება და თან მტკივა ჩემი უბედურება.. რამემართება.. ეს გოგო მე არ მგავს, ეს მე არ ვარ! თანდათან საკუთარ თავს ვკარგავ, თანდათან ვშორდები მას..
რაჭაში მხოლოდ გოგონები წავედით, საკმარისია ამდენი ბიჭები, ინტრიგები. ცოტახნით შესვენება არცერთს გვაწყენდა.. მართალია რთული იყო ლიზას და რეზის 1 თვით დაშორება მაგრამ თუ ამდენი ითმინეს ცოტას კიდევ მოითმენდნენ.. აზრი არ ქონდა.. მე და ანდრია ყოველდღე ვმესიჯობდით ისევე როგორც ლიზა და რეზი.. ბარბარე ამას ყველაზე უკეთ უმკლავდებოდა.. ვერ იტანს შეტყობინებების წერას და ამიტომ მხოლოდ ძილის წინ ელაპარაკებოდა გიორგის! მხოლოდ ახლა მივხვდი რომ მთა ძალიან მიყვარს, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ჩემი სული და გონება დამშვიდდა, ისევე როგორც სხეული. დილით ადრე ვიღვიძებდი, მხიარულად.. მთელი დღის მანძილზე არაფერის კეთება არ მღლიდა.. მხოლოდ ფიქრები იყო საშინელი.. თურმე როგორ იცის წვიმამ ფიქრების აშლა.. როგორაც არ უნდა შევეცადო სიყვარულზე ფიქრი არ შემიძლია.. ისეთი საყვარელია ანდრია.. აღმოჩდა რომ თურმე თბილისშიც წვიმს.. არაფერია იმაზე საშინელი როცა გეუბნებიან რომ უყვარხარ და ამაზე დადებითი პასუხის გაცემა გიჭირს.. ის ფიქრი მტანჯავს რომ ჩასვლის თანავე ანდრიას უნდა დავშორდე.. ბევრი ვიფიქრე და იმ დასკვნამდე მივედი რომ მისი მოტყუება აღარ შემიძლია.. საშინელებაა ეხუტებოდე, კოცნიდე და ეფერებოდე ადამიანს რომლის მიმართ აღარაფერს გრძნობ.. ვინიცის გულს როგორ ვატკენ.. დარწმუნებული ვარ ეს მისთვის ძლიერი დარტყმა იქნება მაგრამ არ შემიძლია.. ვიცი ძალიან ეგოისტურია მაგრამ საკუთარ თავზეც ხომ უნდა ვიფიქროო.. ჩემი გრძნობები ნიკას მიმართ იმდენად ძლიერდება რომ აქაურობას სასწრაფოდ თუ არ გავეცალე ეს სიყვარული შემიწირავს.. ეს გრძნობები ეს ურთიერთობა შემიწირავს.. სამუდამოდ რომ მომიწიოს ამ სიყვარულით ცხოვრება მაშინ მე ამას გავაკეთებ! ამ ფიქრებში გართული ვიყავი და ვერც შევამჩინიე როდის შემოაღო ჭიშკარი ნიკამ და სანდრომ..
- ჰეი, მარუს! -ამომძახა ქვემოდან სანდროომ.. ისეთი ბედნიერი ვიყავიიი როცა ისინი დავინახე, ისეთი ბედნიერი რომ ემოციებს ვერ ვიკავებდი.. სწრაფად ჩავირბინე კიბეები და ნიკუშას სრულიად გაუაზრებლად ჩავეხუტე.. რამოდენიმე სრული წამის შემდეგ მივხვდი რომ სისულელე გავაკეთე და იმპულსურად მოვიქეცი, ნაკლები უხერხულობისთვის სანდროსაც გადავეხვიე მაგრამ ვინიცის იქნებ ამით მეტი უხერხულობა შევქმენი.. არ მაინტერესებდა მაგრამ მაინც დამაჯერებლად ვიკითხე..
- დანარჩენები სად არიან? -ონიანი, იღიმება.. გასაოცარი ღიმილი აქვს ამაზე ჭკუას ვკარგავ.. ყველა ღიმილზე მეტად მიყვარს..
- არამგონია ეგ გაინტერესებდეს -ღიმილით მითხრა სანდრომ თვალი ჩამიკრა და ჩანთებით ხელში სახლში შევიდა.. წარმოიდგინეთ შავებში ჩაცმული საყვარელი და სიმპატიური ბიჭი.. რომელიც შენს წინ დგას და გამაოგნებლად იღიმება.. სათვალეს არ იხსნის თუმცა მაინც ხვდები რომ შენ გიყურებს და შენი ფიქრები ყოველგვარ საზღვარს ცდება.. მხოლოდ ქალი თუ მიხვდება რას ვგრძნობდი მაშინ..
- როგორც ვიცი ბიჭებისგან დასვენება გინდოდათ, ამიტომ თქვენი შეყვარებულები თბილისში დავტოვეთ.. რომ მცოდნოდა მე უფრო მოგენატრებოდი მაშინ აქ ჩემს ძმას გამოუშვებდი!
- ეს სასაცილო არ არის ნიკუშა!
- როგორ დამიძახე?
- .............
- სად წაიღე შენი ჩვეული სიმკაცრე და წარბი რომელსაც ჩემთან საუბრის დროს მუდამ ზემოდ წევდი!
- სახლში შევიდეთ! წვიმს!
- ჰო, თორემ სისატიკე იქნება ჩემსგამო წელს მეორედ თუ გაცივდები!
გასაოცარია შავი ღვინო და თბილი მუსიკა ასეთ დროს.. ვის რაში სჭირდებოდა დღეს რომანტიული გარემო ჩემს გარდა.. სიბრაზე მიბყრობს.. რამდენჯერმე გავაპარებ თვალს ნიკუშასკენ და ვხდები ყოველ ჯერზე მიყურებს.. საკუარ თავს არ ვგავარ, ყველაფრის თავიდან დაწყება რომ შემეძლოს ჩემი და ანდრეას ურთიერთობას არ დაუშვებდი.. ხშირად მინახავს ფილმებში თუმცა ვერასდროს ვიფიქრებდი თუ ასეთი რამ ოდესმე თავადაც დამემართებოდა.. თითქოს პრობლემები მჭირდებოდა.. ისევ გავიხედე მისკენ მაგრამ იქ არ დამხვდა.. ეზოში გავედი და ჰამაკზე წამოვწექი.. კიდევ კარგი რომ სველი არ იყო.. ის ის იყო უნდა მიმძინებოდა ნიკუშას ხმა გავიგე!
- გინდა რომ მგლებმა შეგჭამონ?
- რასგულისხმობ..
- შენ მთაში ხარ საყვარელო, ნუგავიწყდება.. ღაამე გარეთ ძილი მავნებელია!
- დაძინებას არ ვაპირებდი.. - ჰამაკზე ჩამოჯდა, ზუსტად ახლა წასვლა დავაპირე.. სახლში შევდიოდი როცა მთელი ძალით მომქაჩა ხელში და ერთი მარტივი მოძრაობით სხეულზე ამიკრა, წამით მეგონა გონებას დავკარგავდი.. სუნთქვას და აზრებს ვერ ვაკონტროლებდი..
- ამას ნუ აკეთებ..
- არაფერს ვაკეთებ..
- შეწყვიტე, გთხოვ..
- არშემიძლია.. -ის რაც იმ წამს ვიიგრძენი იყო ყველაფერი რაც ოდესმე მიგრძვნია.. არვიცი ამას რა დავარქვა.. სურვილი რომელიც მისი დანახვის წამიდან მკლავდა თუ სიყვარული რომლის წინაც უძლური ვიყავი.. არც ერთხელ მიფიქრია იმაზე ის რას გრძნობდა მაგრამ მისი ტუჩემის შეხებამ ყველაფერი ცხადყო.. მე მზადვიყავი ყველაფრისთვის, და აღარაფერი მაშინებდა.. ამბობენ რომ როცა გიყვარს უძლური ხარ მე კი ვფიქრობ რომ პირიქით ძლიერი ხდები.. სხეულში ჟრუანტელი მივლიდა, არ მინდოდა გაჩერება.. მაგრამ თუ ამას მე არ გავაკეთებდი დარწმუნებული ვარ თვითონ ამ ყველაფერზე არც ფიქრობდა.. და რამოხდება თუ არცერთი არ შევჩერდებით.. მე ჯერ კიდევ ანდრიას შეყვარებული ვარ და ეს გავს იმას რასაც ასე ძალიან ვერ ვიტან " ღალატს " მაგრამ არც ეს მაბრკოლებს.. რამემართება...
- უნდა გავჩერდეთ -საკუტარი ხმა თავადაც ვერ ვიცანი, ალბათ იმიტომ რომ საერთოდ არ გავდა ჩემსას.. მისი ხელები მოვიშორე და ოთახში ავედიი.. მთელი ღამე არ დამეძინა ან რა დამაძინებს როცა მეორე ოთახში მას ეძინა , ან არა.. მხოლოდ ღმერთმა იცის ახლა რას ფიქრობს.. თუმცა არასდროს მიფიქრია იგივეს გრძნობდა თუ არა თვითონ.. როცა ამას ვაკეთებდი ერთხელ მაინც როგორ არ დავფიქრდი ანდრიაზე.. გადავწყვიტე! ეს აღარ განმეორდება!
დილით ადრიანად წამოვედით, ახლა მესამე ეტაპის ჯერი დადგა.. ზაფხულის მესამე თვის გეგმა.. საშინელება იყო ონიანთან ერთად ერთ მანქანაში ყოფნა.. როცა გადმომხედავდა დარწმუნებული ვიყავი რომ გუშინდელ ღამეს იხსენებდა და ადგილზე ვკვდებოდი.. ნაკლები უხერხულობიისთვის მოვიმიზეზე ვითომ მეძინა.. 2 დღეში კი ზღვაზე წავედით.. ყველანი წავედით.. ერთი კვირა ისე გავიყვანე ყოველ საღამოს ვაპირებდი ანდრიასთან ამაზე ლაპარაკს მაგრამ ყოველთვის რაღაცა მიშლიდა ხელს.. ალბათ მისი სიყვარული ჩემს მიმართ..
2 კვირაა რააც ქობულეთში ვართ.. დილით სხვა სასტუმროში გავახილე თვალები და წინა ღამის გახსენება დავიწყე! რა ადვილი იქნებოდა იმის თქმა რომ არაფერი მომხდარა მაგრამ სულ ტყუილად ყველაფერი კარგად მახსოვს! 15 აგვისტია ჩემი დაბადების დღე.. ყველაფერზე ზრუნვა გოგონებს დავავალე მე მხოლოდ კაბაზე უნდა მეფიქრა! რათმაუნდა არ მინდოდა გამომწვევი ვყოფილიყავი ამიტომ გრძელი იის ფერი კაბა ჩავიცვი.. ძალიან ნაზი და ფრიალა... თმაზე იისფერი ყვავილების გვირგვინი გავიკეთე, ყოველთვის მომწონდა ეს სტილი თანაც ჩემი დაბადების დღე ყოველთვის წლის გასაკუთრებულ მოვლენად ითვლებოდა.. ანდრეა 2 დღის წინ წავიდა ამიტომ ერთადერთი ვისზეც შთაბეჭდილება უნდა მომეხდინა ნიკუშა იყო.. ჰო არ მომწონს როცა ამას ვამბობ მაგრამ რასვიზამ.. სიმართლესს ვერ შევცვლი! მივედი, რათქმაუნდა მაშინვე მივიღე კომენტარები, კომპლიმენტები და საჩუქრები.. " - 15 წლისასაც ზუსტად ასე გეცვა, მომაჯადოებელი იყავი, ყველა გოგო შურით კვდებოდა -" გამეღიმა, მივხვდი რომ ანდრეა იყოო.. გავტრიალდი და დავინახე ხელში 24 წლითელი ვარდი ეჭირა, როგორც მაშინ და სხვა დანარჩენ დღეს.. მოგონებებში ჩავიკარგე.. განსხვავება ის იყო რომ მაშინ ვარდები საყვარელ ქალს მოუტანა ახლა კი ძველ მეგობარს.. და აი ნანატრი ხმაც გავიგონე..
- ყოველთვის ვფიქრობდი რომ ვარდები, ეს შენი სტილი არ იყო.. -სურვილი მკლავდა გამეგო რას მალავდა ზურგს უკან..
- რათქმაუნდა, იმიტომ რომ მე იასამნები მიყვარს..
- ასეც ვიცოდ! -კმაყოფილმა გაიღიმა და იასამნების დიდი თაიგული ძალიან პომპეზურად მომაწოდა..
- მაგრამ ახლა, ისინი..
- ჰო, ვიცი.. ვიციი მაგრამ მთავარი მონდომებაა..
- საიდან მიხვდი რომ იასამნები მიყვარს?
- სუნამომ გაგყიდა..
- ჰოოო, რათქმაუნდა... -ღმერთო ჩემო ეს რა მუსიკა ჩაირთო..
- სერიოზულად? ოღონდ არ მითხრა რომ ეს მუსიკა შენ შეუკვეთე..
- არ ვიცეკვოთ..
- საშინელი გემოვნება გაქვს -არ დავკვირვებივარ ვინ და რას მღეროდა უბრალოდ მივხვდი რომ სიმღერაში რამდენჯერმე იხსენა იასამნები.. რამდენინმე სრულ საათში საკუთარი დაბადების დღე დავტოვე და ონიანთან ერთად სასეირნოდ წავედი.. მითხრა რომ სიურპრიზი მომიმზადა მაგრამ ვერ ვხვდებოდი რას გულისმხობდა.. სასტუმროს ნომერში ავედით, ეს საშინელი მომენტი იყოო.. როცა უამრავი შეშლილი ფიქრი გიტრიალებს თავში მაგრამ მაინც მიყვები.. ნომერში შევედი თუ არა ცრემლები გადმომცვიივდა, ბედნიერებისგან.. ირგვლივ ყველგან იასამნები ეყარა და მუქი ვარდისფერი ბუშტებით იყო ოთახი სავსე... არც დავფიქრებულვარ ისე ჩამოვეკიდე კისერზე, არ მიფიქრია სწორზე და არასწორზე საერთოდ არაფერზე მიფიქრია ალბათ რამდენიმე ჭიქა არაყმა მოახდინა გავლენა ჩემზე.. ახლაც ჟრუანტელი მიპყრობს როცა იმ გასაოცარ ღამეს ვიხსენებ.. გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე უეცრად აღმოვჩნდი საწოლზე, განსაკუთრებული სიბრთხილით ჩემს ზემოდან მოექცა და თვალის დახამხამებაში შემომაცალა უკანასკნელი თეთრეული.. ისე ოსტატურად დაატარებდა ხელებს ჩემს სხეულზე ცოტაც და ჩემი გონება შეწყვეტდა აზროვნებას.. იმ წამებში მხოლოდ უსაზღვრო სიამოვნებას ვგრძნობდი, სხვას არავის და არაფერს არ ქონდა მნიშვნელობა.. ალბათ ეს სწორედ ის მომენტია როცა სამყარო წყვეტს არსებობას.. ქრება ყველა და ყველაფერი.. ირგვლივ უსასრულო სიბნელეა ოთახის ცენტრში კი უბრალოდ საწოლი რომელსაც არსაიდან მოსული ნათება ანათებს და რომელზეც მხოლოდ ჩვენ ორნი ვწევართ " ვნება აშლილნი " ვგრძნობდით ერთმანეთის სხეულის თითოეულ უმოკლეს წერტილს და განვიცდიდით უსაზღვრო სიამოვნებას! არ მანაღვლებდა რა იქნებოდა ამ წამის შემდეგ მაგრამ.. საერთოდ ვფიქრობდი კი დასასწულზე? რიჟრაჟს ჩიტების ჭიკჭიკის ნაცვლად ჩვენი უწესრიგო სუნთქვა მოჰყვა არ ვიცი ყველაფრის დასარულს მისი ნათქვამი სიტყვა ვნებამ გამოიწვია თუ სიყვარულმა მაგრამ, ეს ერთადერთი მიზეზი იყო რაც არ მაძლევდა უფლებას საკუთარი საქციელი მენანა! ეს იყო მისი გახშირებული სუნთქვით და აშლილი ხმით ჩემს ყელთან ფრთხილად წარმოთქმული დაუვიწყარი სიტყვა " მიყვარახრ " ! ახლა კი ვზივარ საწოლზე, ვხედავ ჩემს კაბას რომელიც ოთახის ერთ კუთხეში აგდია, ფრთხილად ვდგები და უკანასკნელი კახ*ის მსგავსად ნომრიდან ვიპარები.. უკვე არა ერთხელ ვიმეორებ! ეს გოგონა მე არ მგავს! მარიამი რომელსაც მე ვიცნობ დარჩებოდოდა და .. თუმცა არა! მარიამი რომელსაც მე ვიცნოობ ამას საერთოდ არ დაუშვებდა!
მთელი დღეა ონიანს თავს ვარიდებ არადა ვგრძნობ რომ ჩემთან საუბარი უნდა.. ზუსტად ვიცი რას მეტყვის და აი გამომიჭირა კიდეც!
- რატომ წამოხვედი! -ჟრუანტელმა დამიარა, წინა ღამე თვალწინ დამიდგა და ამჯერად თავიდან დავიწყე საკუთარი თავის განსჯა..
- მე უბრალოდ... -გამაწყვეტინა
- ნანობ?
- საქმეც მაგაშია ნიკუშა, მე არაფერს ვნანობ და ძალიან გთხოვ მოიხსენი ეს წყეული სათვალე!
- გაინტერესებს მას რატომ ვატარებ? -ინტერსემა მთლიანად შემიბყრო და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე!
- თვალები მარუს, თვალები ყველაფერია.. აი მაგალითად შენი თვალები ყველაფერს მეუბნება რის თქმასაც თვითონ ვერ ბედავ.. შენ რომ ჩემს თვალებს ხედავდე მაშინ მიხვდებოდი რომ დანახვის წამიდან სიგიჟემდე შემიყვარდი! -ამის გაგონებისას ფეხქვეშ მიწა გამომეცალა მუხლები ამიკანკალდა და ხო! არ დამცინოთ, ისევ გული წამივიდა! თვალი ჩემს ოთახში გავახილე ბარბარე წყალს მასხავდა სახეზე! და ყვიროდა ჩემთვის ჰაერი მოეცათ, ყველა თავზე მადგა და საბრალო თვალებით მიყურებდნენ!
- მინდა გოგონებთან მარტო დავრჩე!
- გასაგებად თქვა?! -ნიშნის მოგებით გადახედა ყველას ბარბარემ და საწოლზე წამოჯდომაში დამეხმარა..
- მოგვიყევი როგორი ღამე იყოო! -საეჭვოდ გამომხედა ლიზამ, იმდენად საეჭვოთ რომ დარწმუნებული იყო რის მოყოლასაც ვაპირებდი!
- საიდან იცი?
- დავინახე როგორ გახვედით ერთად რესტორნიდან!
- მითხრა " მიყვარხარო "
- კარგი რა, მნიშვნელოვან ნაწილს რატომ გადაახტი?! ეგ ხომ ისედაც ვიცოდით!-წარბებ შეკრული შემომხედა ბარბარემ, აღშფოთებული ვარ ამ გოგოს პოტენციალით ყველაფერს უთქმელად ხვდება!
- კარგი რა, ოღონდ არ მითხრა რომ გრცხვენია..
- ჰო კარგი მაგრამ გარდა იმისა რომ ჩემი შეყვარებულის ძმაა და ჩემი ყოფილის ძმაკაცი მასზე მაინც არაფერი ვიცი..
- მე მოგიყვები გინდა? -ლიზა ფეხმორთხმული წამოჯდა საწოლზე და ისე დაიწყო მოყოლა თითქოს გაკვეთილს მაბარებდა..
- მოკლედ, ნიკუშამ დედა ბავშვობაში დაკარგა და მამამისმა სახლში მეორე ოჯახი მოიყვანა.. აი ანდრია და დედამისი.. ნიკუშას მამა ბიზმესმენია მაგრამ თვითონ არ არის ამ საკითხით დაინტერესებული ხომხედავ თითქმის სულ ქუჩაშია.. ანდრია კიდე პირიქით ახლაც იმიტომ არის წასული რომ მამამისის საქმეები მოაგვაროს კომპანიაში.. უჩვეულოა რადგან ნიკუშას ანდრია ძალიან უყვარს და ვეჭვობ ანდროსაც უყვარს მაგრამ ბავშვობაში გიორგი ყოველთვის გაიძახოდა რომ ძმებს შორის მხოლოდ ქალი თუ ჩადგებაოო.. ასე ვთქვათ იწინასწარმეტყველა! ნიკუშას დედა ძალიან უყვარდა ამიტო როგორცკი წამოიზარდა სხვა სახლში გადავიდა საცხოვრებლად, მაინც რთული გასაგები იყო მისთვის ოჯახური იდილია რომელშიც დედამისი არ მონაწილეობდა! ერთხელ მამამისმა უთხრა რომ როცა დედამისი დაიღუპა, ის თავის შეკავებას ცდილობდა და არ იმჩნევდა ტკივილს მაგრამ მან მის თვალებში შიში დაინახა.. ამიტომაც ატარებს გამუდმებით სათვალეს.. გიომ მითხრა თორემ თავიდან მეც მაღიზიანებდა ყველგან სათვალით რომ დადიოდა..
როდესაც გოგონებთან ერთად გარეთ გავედი ნიკა უკვე იქ აღარ იყოო... 2 კვირაში უკან დავბრუნდი და ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდი.. ძალიან რთული იყო ანდრიასთან დაშორება მაგრამ მე ეს გავაკეთე! მას დავშორდი! არც ის მემეტებოდა ტყუილისთვის და არც საკუთარი თავი.. საღამოს როცა სახლში ვბრუნდებოდი თავი შეუძლოდ ვიგრძენი.. ალბათ გადავიღალე.. სახლის კარი შევაღე, სინათლე ავანთე და სავარძელში ნიკუშა რომ დავინახე შიშისგან შემაკანკალა.. სიგარეტს ეწეოდა.. არასდროს მინახავს რომ ეწევა.. ეს პირველად მოხდა, ასევე პირველად მოხდა რომ სათვალე არ ეკეთა! შევშინდი.. მისმა მოულოდნელმა გამოჩენამ კი არა მისმა საქციელმა შემაშინა..
- გგონია როცა მოისურვებ მაშინ გამჩნდები ?! შემდეგ ცხოვრებას კვლავ ამირევ და წახვალ! საერთოდ სახლში როგორ შემოხვედი?!
- მშვიდად! ხმას დაუწიე!
- ჩემთან ასეთ საუბარს როგორ ბედავ?!
- ჰოოოო, კიდე მე როგორ ვბედავ ტოო.. -ფეხზე წამოდგა, ცოტა არ იყოს გული შემიღონდა მაგრამ თავი მალევე დავიმშვიდე!
- ჩემს შემდეგ ჩემს ძმასთან როგორ დაწექი?! -ამის გაგონების თანავე გავარტყი, შეიძლება იმპულსურად მოვიქეცი მაგრამ არ ვნანობ!
- ასეთი შეურაწყოფა არასდროს არავის მოუყენებია ჩემთვის! მაგრამ, მართალი ხარ შენგან ამას ნამდვილად ვიმსახურებ! მე ხომ იმდენად სუსტი აღმოვჩნდი რომ შეყვარებულის ძმა შემიყვარდა! ანდრიას ჩამოსვლის თანავე დავშორდი!! შენ კი არაკაცი ხარ! ახლავე გაეთრიე ჩემი სახლიდა!
- შენი არ მჯერა! შენი არცერთი სიტყვის არ მჯერ! შემომხედე! ხედავ ამას? თალებს რომლის დანახვაც მუდამ ასე ძალიან გინდოდა! კარგად დააკვირდი! ასე ჯერ ჩემთვის არავის უტკენია! -უჩვეულო იყო.. ნამდვილად სტკიოდა, ცრემლიც კი გადმოუგორდა ლოყაზე.. შემდეგ უბრალოდ სწრაფი ნაბიჯებით გავიდა სახლიდან და კარი მაგრამ მოიჯახუნა! ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს გული ამომაცალეს! ვტიროდი იმედგაცრუებისგან, ტკივილისგან, უიმედო სიყვარულისგან და რამდენად დაუჯერებელიც არ უნდა იყოს მე თავს დამნაშავედ ვგრძნობდი... არა, არა ეს მართლაც მტკივნეული იყოოო... ამას ვერ გადავლახავ.. ვერ გაუმკლავდები... შეუძლებელია! მე მისგამო საკუთარ სიამაყეს და პრინციპებს გადავაბიჯე მან კი მიმატოვა, უბრალოდ თავისი ცრუ ფაქტები სახეში მომახალა და ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე დამტოვა.. მას შემდეგ 2 თვე გავიდა.. არსად ჩანდა.. არავინ იცოდა სად იყო, მისმა ძმამაც კი.. მე კი დალევა დავიწყე.. ახლა ვხვდები დედა ასე რატომაც იქცეოდა.. ზოგჯერ ტკივილი იმდენად აუტანელია რომ სასმელიც ვერ გეხმარება.. მხოლოდ ახლა ვამართლებ მის ყველა საქციელს და პირველად არ ვადანაშაულებ ჩემი დის სიკვდილში! რადგან მხოლოდ ახლაღა დავფიქრდი რომ შესაძლოა საჭესთან ჩემი ანერვიულებული და იჯდა რომელიც საკუთარ თავს ვერ აკონტროლებდა.. დღეს მეგობრებმა დამირეკეს და საშინლად მტკივნეული ამბავი შემატყობინეს.. აღმოჩნდა რომ სანდრო გულის შეტევით გარდაიცვალა.. ჩემი ტკივილის ბურუსიდამ მხოლოდ მისი დის განწირულმა ტირილმა გამომიყვანა " შენი ბრალია, მუდამ შენ უყვარდი " ჰო რათმქააუნდა, მეღიმება არა უფრო სწორად სიცილს ვერ ვიკავებ! რათმაუნდა ჩემი ბრალია! საერთოდ ყველაფერი ჩემი ბრალია ისტერიკა მეწყება და იქედან დაკრძალვის დასრულებამდე მოვდივარ! ნიკუშას მოღალატე ვგონივარ! ანდრეა მივატოვე და სანდრო კი ისე მოკვდა ერთხელაც არ უთქვამს ჩემითვის რომ ისევ ვუყვარდი! ყველაფერი ბურუსით არის მოცული! არ მახსოვს როგორ გადმოვჭერი გზა.. თავბრუ დამეხვა და ვგრძნობდი საკუთარ თავს ვერ ვერეოდა ვიღაც კაცის სიტყვები მესმოდა " შვილო კარგად ხარ?! " " გოგონა ცუდადაა ვინმე დამეხმარეთ! " " სასწრაფოს დაურეკეთ გული წაუვიდა! " თვალი პალატაში გავახილე.. დეჟავიუ მაქვს ალბათ გავცივდი.. ფეხზე წამოვდექი და ჩაცმა დავიწყე, კარი მთავარმა ექიმმა შემოაღო!
- მარიამ თავს როგორ გრძნობ?
- მშვენივრად, ალბათ გავცივდი ან გადავიღალე! თუ შეიძლება სახლში წავალ!
- ვშიშობ დალევას უნდა შეეშვათ!
- ეგ თქვენი საქმე არ არის ბატონო! -ფეხზე წამოვდექი და ის ის იყო ჩანთის აღებას ვაპირებდი ექიმის სიტყვებმა შოკში ჩამაგდო! არვიცი შეიძლება გაოცება და შოკი მთელი ამ ისტორიიის მანძილზე ძალიან ბევრჯერ ვახსენე მაგრამ მერწმუნეთ მისი სიტყვები მართლაც რომ შოკი იყო ჩემთვის!
- ვშიშობ არ იცით, თქვენ ბავშვს ელოდებით! -ამის გაგონებისას საწოლზე მოწყვეტით დავვარდი.. თავი ხელებში ჩავრგე და ისტერიკული ტირილი დავიწყე.. მამაკაცი გვერდით მომიჯდა და თავზე ხელი გადამისვა..
- ცხოვრება სასტიკია! დაუნდობელი! ის გათამაშებს მანამ სანამ არ მობეზრდება შენი დაცინვა.. ის ეშმაკია და გაუმაძღარი! გული რა ძლიერადაც არ უნდა გტკიოდეს სიცოცხლეს რომელიც შენშია არაფერი დაუშავებია!
- ისეთი გრძნობა მაქვს რომ თითქოს ვიღაცამ ხელი სულში ჩამიყო და ჩემი ძლისვ დამშვიდებული ცხოვრება საბოლოოდ არია! სულ მარტო დავრჩი, ისევ!
- ასე არ არის! შენში შენი ოჯახი ცოცხლობს, შენში შენი მარტოობის წამალია! შენშია ის ვინც არასდროს მიგატოვებს! ის ვინც საკუთარი ნებით შენზე უარს არასდროს იტყვის! უნდა აირჩიო! საბოლოდ სიმარტოვემ გინდა მოგიღოს ბოლო თუ დარჩენილი მშვენიერი წლები მასთან ერთად გაატარო ვისაც ყველაზე მეტად ეყვარები.. ვისზეც ინერვიულებ, გაუწყრები, გაკიცხავ, გეყვარება, იზრუნებ, დაარიგებ, მოეფერები მუდამ!
- საიდან მიხვდით რომ ჩემი პირველი ფიქრი გონებაში მისი მოშორება იყო..
- მე ბევრი გზააბნეული გოგონა მინახავს შვილო.. ისინი კი ხშირ შემთხვევაში არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდნენ! -მალევე დავტოვე საავადმყოფო.. ფიქრში და სიარულში სამების ტაძარში აღმოვჩნიდ.. იქ სადაც არასდროს ვყოფილვარ! არასდროს მყოლია მოძღვარი! არასდროს ჩამიბარებია აღსარება! და მეტიც უფალმა მაპატიოს მე ის არასდროს დამჭირვებია! ახლაკი როცა სრულიად შემთხვევით მის გზაზე აღმოვჩნდი მივხვდი თუ მისი მხარდაჭერა მექნებოდა ყველაფერს მარტივად გადავლახავდი.. სამებაში შევედი სანთელი დავანთე.. აზრი არ ქონდა ღმერთთან საუბარს იქ ისედაც ბევრი იყო თხოვნით მისული.. უკანა მხარეს სკამზე ჩამოვჯექი.. დავისვენე და ისევ ტირილი დავიწყე.. ამჯერად ჩემთან მოხუცი ქალი მოვიდა.. მაინც როგორ არის ადამიანის გონება მოწყობილი.. როგორცკი დამწუხრებულ ადამიანს ნახავ შენი ყველა პრობლემა გავიწყდება და ცდილობ დარდი როგორმე შეუმსუბუქო!
- ბებო, რაგატირებს შეყვარებულმა გაგაბრაზა? -ამის გაგონებაზე ტირილს მეტად უმატე!
- მომისმინე ბებო, თუ შეცოდე წამოდი ჩვენს მოძღვარს გაგაცნობ.. კარგი კაცია და ახსარებას დღესვე ჩააგაბარებინებს.. მერწმუნე გულიდან ლოდი მოგეხსნება!
- არ შემიძლია..
- უნდა შეძლო..! ცოდვებისგან განიწმინდები! მიდი ძალები მოიკრიბე ჩემო ლამაზო!
- ჩემი ცოდვები ერთადერთია რაც დამრჩა! -ქალიმა ერთხელ კიდევ სიბრალულით შემომხედა და მაშინვე გამეცალა.. ან შეშლილი ვეგონე ან ბოროტმოქმედი არ მანაღვლებდა.. დილით გოგონებს დავურეკე! გადაწყვეტილება მივიღე და როგორც ზემოთ ვახსენე მათ არასდროს ვცვლი!
- უნდა გელაპარაკოთ და გთხოვ ყოველგავრი ისტერიკების გარეშე!
- რამოხდა, ნიკუშამ დაგირეკა ?
- არა, მომისმინე!
- მიდი, ისე დამირეკე ერთი სული მაქვს როდის გავიგებ!
- ბავშვს ველოდები! -სახეზე ბედნიერების ღიმილმა გადამკრა როცა მათი რეაქცია დავინახე! კივილი, ყვირილი, სიხარულის ყვველა ხერხით გამოხატვა.. ბარბარემ თავი მუცელზეც კი მომადოო.. ლიზა შემითანხმდა რომ მისი ნათლიაა იქნებოდა.. სახელის არჩევაც კი დაიწყეს.. როგორც ყოველტვის ამის გამო იკამათეს.. ევრ გაერკვიათ გოგო იქნებოდა თუ ბიჭი.. შეთანხმდნენ რომ პირველ ტანსაცმელს ბარბარე უყიდიდა ხოლო პირველად ხელში ლიზა აიყვანდა.. ვფიქროოობ მათ ეს ბედნიერი წუთები უნდა წავართვა..
- დღეს ევროპაში მივდივარ!
- რააა? გაგიჟდი ? შენთვის მგზავრობა არ შეიძლება! -უცებ მოიმიზეზა ბარბარემ..
- ექიმს ვესაუბრე, ჯერ არ ვარ ისეთ სიტუაციაში რომ ფრენამ ბავშვს პრობლემები შეუქმნას..
- მაგრამ ხომ დაბრუნდები..? -ორივეს ცრემლები წამოცვივდათ, მეც ამატირეს..
- რათქმაუნდა.. პირველად რომელი თქვენგანიც იქორწინებთ მის ქორწილში ჩამოვალ!
- ანუ მის დაბადებას ვერ დავესწრებით?
- და ვერც ხელში დავიჭერთ?
- მინდა რომ 2 რამ გთხოვოთ!
- ბავშვის შესახებ არავის ვეტყვით, გპირდებით -ყოველთვის მაოცებს ბარბარეს მიხვედრილობა..
- საიდან მიხვდი რომ ამის თქმას ვაპირებდი ?
- როგორც ნიკუშა იტყოდა, თვალები საყვარელო, თვალები ყველაფერია! -ონიანის ხსენებამ გულში გამცრა მაგრამ არ შევიმჩნიე..
- და მეორე რაარის? -ინტერესი კლავდა ლიზას
- მინდა რომ ვერაზე ჩემს რესტორანს შენ მიხედო და მთაწმინდაზე ბარბარემ.. არმინდა ისევ დავხურო..
- კარგი, და ფული სად უნდა გამოგიგზავნოთ.? იქნებ გვითხრა რომელ ქვეყანაში მიდიხარ!
- არა, ფული არ მჭირდება.. ნებისმიერი მოგება თქვენ დაიტოვეთ! ესპანეთში ბინა გავყიდე რადგან დავფიცე რომ იქ აღარასდროს დავბრუნდებოდი.. ერთი ბინა საფრანგეთშიც მაქვს და ჩემი დის კლუბი რომელიც სავარაუდოდ აღარ ფუნქციონირებს! ასე რომ იქ წავალ..
- ეს არ არის სწორი..
- გთხოვთ ბიჭებს დაურეკეთ.. 5-ზე მივფრინავ..
აი ყველაზე საშინელი მომენტიც.. დამშვიდობება.. ეს ყველაზე შემზარავი მომენტია რაც შეიძლება ადამიანს ცხოვრების მანძილზე დაემართოს!
- აბა შენ იცი რეზ, იმედია ხელის თხობნაშიც ჩემი დახმარება არ დაგჭირდება!
- ყველაფერი კარგად იქნება ჩვენზე არ იღელვო..
- მომენატრები დაიკო -ჩამეხუტა გიო, ის ყველაზე გულჩვილია მათშორის ვისთან დამშვიდობებაც ახლა მიწევს!
- მეც მომენატრები გიი..
- აბა, ესეიგი ასეა? მიდიხარ ? -ჯერკიდევ თავდახრილი მესაუბრებოდა ანდრია!
- იმედია არ მოგენატრები! - გაგვეცინა..
- რთული სათქმელია..
- კარგი რა, მე ასეთი ვარ.. როცა პრობლემა ჩნდება ყოველთვის გავრბივარ..
- ჩემი ძმაც.. -ვერვხვდებოდი ეს ორაზროვნათ თქვა თუ მართლა მისი ძმა იგულისხმა..
- საბოოლოოდ მათგარდა აღარავინ მყავდა.. -ხელით ჩემს მეგობრებზე მივანიშნე..
- მე ხომ გყავდი.. -ამ სამმა სიტყვამ გული ძალიან მატკინა, 3-ჯერ მეტად შემრცხვა საკუთარი თავის გამო! გადავეხვიე.. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს აღარასდროს გამიშვებდა და შევშინდი.. მე მასზე უარი თავად ვთქვი ახლა კი დროა შედეგებზე ვაგო პასუხი!
თვითმფრინავი ჰაერში აფრინდა... მანამ ვერ გავიაზრე რას ვაკეთებდი სანამ მიწასთან ერთად ჩემი გულიც არ დავტოვე თბილისში.. ვინ იცის ისევ როდის დავბრუნდები.. არ არისს საფრანგეთი ცუდი ქვეყანა და განსაკუთრებით კარგი ქალაქია სტრანსბურგი.. მომწონს, სიმშვიდეა.. ვფიქრობ ბავშვს კარგად აღვზრდი.. ერთ თვეში უკვე ჩემი კლუბი ფუნქციონირებდა.. რაღაცას მივდვხი მარტო ჩაცმა და დროსტარება ვერ დამალავს ჩვენს შიშველ სილს.. მიუხედავად იმისა რომ ორივე ძალიან მიყვარს ეს საკმარისი არ არის ცხოვრებაში.. საკმარისი კი არა საერთოდ არაფერი არ არის! გულგრილობაზე დიდი დასჯა არ არსებობს ამ ქვეყნად.. და ეს საშინელი სასჯელი მომისაჯა ონიანმა მისი თვალებით.. თვალებით რომელიც ტკივილით იყო სავსე! და მაინც სისულელეა ბედთან ჯიდილი რადგან მოსახდენი ნებისმიერ შემთხვევაში კარგშიც და ცუდშიც მაინც მოხდება.. ჩენ ვკარგავთ ადამიანებს ან ისინი გვკარგავენ ჩჩვენ.. თუ არ ვცდები ეს სადღაც წავიკითხე, თუ მოვისმინე.. ვერ ვიხსენებ.. მოკლედ როგორც უკვე ვთქვი ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენში მარადიული სევდა ისადგურებს..
მერვე თვეში ვიყავი როცა ბარბარემ მისი და გიოს ქორწილის შესახებ შემატყობინა.. რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს პირობა უნდა დამერღვია.. ასე ვერ გავრისკავდი.. საქმე ჩემს პატარას ეხება, ჭირსაც წაუღია სიტყვა და პრინციპები! ჯერ არ დაბადებულა და უკვე მამამისივით იმდენ რამეზე მათქმევინა უარი.. მაგრამ ერთი განსხვავებაა.. მე ის არასდროს მიმატოვებს და არც მე დავუშვებ რომ ოდესმე საკუთარ დედაში ეჭვი შეიტანოს! ჩემს პატარას ქართულად ვზრდიდი, მართალია ხშირად ეშლებოდა ფრანგული და ქართული ერთმანეთში მაგრამ მაინც ცდილობდა ორივე ენაზე ემეტყველა.. ნიჭიერია.. ვცდილობდი მამას არ დამსგავსებოდა მაგრამ ვერაფერს იზამ როცა საქმე გენეტიკას ეხება ჩვენ ადამიანები უძლურნი ვართ! მისი მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათი დაჰყვა.. ასევე მისი გალანტურობა.. მასსავით პომპეზური იყო, გამუდმებით ხელებით საუბრობდა! მშვენიერი გრძელი თითები ქონდა.. ისევე როგორც მის ძვირფას მამას! გასაოცარი ღიმილი და კონტურით მოხაზული ტუჩები ( სასაცილოა რადგან, ალბათ ხვდებით რაც ვიგულისხმე ) იდიალურად პატარა და მამაკაცური ცხვირი და თვალის ჭრილი, თვალებიც კი მისნაირი ქონდა.. როდესაც მის თვალებს ვიხედებოდი ვხვდებოდი რომ მე ოდნავადაც არ დამემსგავსა.. მოკლედ შეჭრილ თმას ატარებდა თუმცა არა გადახოტრილს ისევე როგორც მამამისი. საერთოდ მისი ასლი იყოო.. როგორცკი დაინახავდი მაშინვე იტყოდი რომ ეს ნიკა ონიანის შვილია! სახელიც კი მისი ჰქონდა და ძალიან ამაყობდა ამით! ნიკუშა ონიანი! ხმამაღლა და თავდაჯერებულად წარმოსთქვამდა ისე თითქოს ღმერთის სახელს ამბობდა და თან უმატებდა ასევე სიამაყით რომ მამამისის სახელი ჰქვია!
დღე 15 აგვისტოა, 30-ის ვხდები.. რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს მე ვერ მივიღებ 30 ვარდს სანდროსგან ამიტომ ახალი გადაწყვეტილება მივიღე! 2 ბილეთი ვიყიდე თბილისის მიმართულებით.. რადამთხვევაა ფრენა ისევ 5 საათზეა და ჩემი ჩასვლის შესახებაც არავინ იცის, ისევ არავინ მელოდება!
- დედიკო, ღვედი შეიკარიი და მოიხსენი ეგ წყეული რეიბანები გთხოვ!
- მე უკვე დიდი ვარ! ღვედის შეკვრის გარეშეც არაფერი მომივა!
- როგორც იტყვით თქვენო უმაღლესობავ..
- მაგრამ თუ გწყინს შევიკრავ..
- არ მწყინს, შენ ხომ უკვე დიდი ბიჭი ხარ! -ორივეს გაგვეცინა, მიხვდა რომ მეწყინა და შეიკრა თუმცა მამასავით ჯიუტია, სათვალე მაინც არ მოიხსნა! ამაზე ჩამოყალიბებული აზრი გააჩნია! არ უნდა მისი ემოციები მის თვალებში დაინახონ! ერთხელ მოისმინა როცა ეს გოგონებს სკაიპით ველაპარაკებოდი და მას შემდეგ ამას აკეთებს! ფრენა იმდენად საშინელი არ იყო მაგრამ.. როდესაც ფეხი ჩემს მიწაზე დავდგი ამან შემშალა! ამდენი მოგონება ერთად, ამდენი ტკივილი და ბედნიერება! ამდენი ემოცია.. რამდენიმე წამით გავშეშდი, მე ხომ ამ ყველაფრის დავიწყება საკუთარ თავს შთავაგონე.. მაგრამ, ახლა ისინი ისევ ჩემშია და ამას ვერაფერს ვუხერხებ..! სად წავიდე?! ახლა რა ვქნა?! ჩემს არცერთ სახლში არ მინდა დაბრუნება.. ყველაზე მარტივი თავშესაფარი ვიპოვე და პირდაპი იქ მივედი.. ნიკუშამ ბებიას და დეიდას საფლავზე ყვავილები მიიტანა და თავისი ფრანგული ისტორიების მოყოლა დაიწყო.. მე კი მის გვერდით საფლავზე მივიტანე 30 ვარდი..
- სასაცილოა.. ეს ტკივილს მაყენებს! ვინიფიქრებდა თუ დღევანდელ დღეს ვარდებს მე მოგიტანდი.. სიამოვნებით მოვისმენდი შენგან საყვედურებს როგორც იმ დღეს აგარაკზე პიცა რომ მომიტანე მე კი ფული გადაგიხადე.. ამის შემდეგ 1 კვირა ხმას არ მცემდი.. რაგამეკეთებინა, ფული რომ არ მომეცა ყველა ყველაფერს მიხვდებოდა! ნამდვილი შეშლილი იყავიი, ყოველთვის სისულელეებს მაკეთებინებდი.. ვერ ვიტყვი რომ არ მიყვარდი.. მიყვარდით შენც და ანდრიაც.. ჩემებურად მაგრამ, ის მეტად მიყვარდა.. არმეგონა თუ ჩემი სიყვარული იქნებოდა ის ერთადერთი რამ რაც საბოლოოდ შენი მხიარული სახიდან ღიმილს წაშლიდა.. ვწუხვარ სან რომ ვერ შეგიყვარე და ვერ გამოვასწორე ეს შენს სიკვდილამდე, 18 წლისას მართლა რომ მოგეტაცებინე ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა.. ორივესთვის..
სახლში მივედი.. არაფერი შეცვლილა.. საერთოდ არაფერი.. ნიკუშას ისე გაუხარდა საწოლის დანახვა რომ როგორცკი თავი დადო დაღლილობისგან მაშინვე დაეძინა.. რეალური მიზეზი თუ რატომაც ჩამოვედი იყო ის რომ რეზის დედა გარდაიცვალა.. 2 დღის წინ.. ყოველღამე მწერდა და ვერაფით მოვახერხე მენუგეშებინა! თანაც სადამდე უნდა შევაფარო საფრანგეთს თავი! ჩემი სახლი ხომ აქ არის, იქ არაფერი მესაქმება! სახლში შემოსვლისთანავე პირველი მოგონება ონიანის თვალები იყო, ტკივილიანი თვალები.. ძლივს დავიძინე.. წამებს ვითვლიდი.. წუთებს.. სათებს და ისეთი აღელვებული ვიყავი როგორც არასდროს.. ადრეც მყავდა მეგობრები მაგრამ როდესაც დავბრუნდი მათი მოძებნა არც მიცდია.. დავბრუნდი იმ აზრით რომ აქ აღარავინ მელოდა.. ახლა კი ვიცი რომ ჩემი მეგობრები ჩემს დაბრუნებას სულმოუთქმელად ელიან! აი ამას ნიშნავს ნამდვილი მეგობრობა.. შეცდომა დავუშვი როცა წავედი და ვთქვი რომ ოჯახი არ მყავდა.. პირიქით, მე ოჯახი აქ მყავს 6 წლის წინ კი მათ გავექეცი.. ახლა ყველაფერს გამოვასწორებ! შავი ატლასის მაისური მეცვა წვრილ ზორტზე და გაშვებული შარვლის ჩაცმას ვაპირებდი როცა ნიკუშა შემოვიდა და შავი წვრილი ჯინსი შემომიტანა..
- ეს ჩაიცვი, შენს ფეხსაცმელზე ეს უფრო გავა..
- დე იქ გასაპრანჭათ არ მივდივართ ხომ გითხარი, ბიძიას დედა დაეღუპა!
- ხო მაგრამ თუ მაინც მივდივართ და ამ 2 შარვალს შორის ერთერთი უნდა აირჩიო მაშინ ეს ჩაიცვი!
- რატომხარ ასეთი ჯიუტი!
- ჩემი სათვალე სად არის?!
- დაგიმალე!
- მომეცი თორემ არ წამოვალ! -ყოველთვის იცის პროვოკაციაზე როგორ წამომაგოს!
- ჩემს ჩანთაში დევს!
დილის 8 სათზე უკვე იქ ვიყავი.. ნიკუშა მანქანაში მელოდებოდა.. ჯერ რეზის ვნახავდი შემდეგ დანარჩენებს და მერე ისევ აქ ვაპირებდი დაბრუნებას! რეზის ასეთ მდგომარეობაში ვერ მივატოვებდიი.. მეც განმიცდია რაგრძნობაა დაკარგო ქალი რომელმაც აგღზარდა და არ იყვნენ შენს გვერდით შენთვის ძვირფასი ადამიანები! მის ოთახში თავ ჩახრილი საწოლზე იჯდა და ტიროდა ანდრია და გიორგი თავზე ადგნენ!
- ვფიქრობ ტკივილს ვერ შეგიმსუბუქებ მაგრამ თანაგრძნობა შემიძლია! -ჩემი ხმა როგორცკი გაიგონა მაშინვე ფეხზე წამოდგა ( ნუ წამოხტა როგორც იცის ხოლმე ) და ჩამეხუტა, ახლა ტირილი ჩემს მხარზე გააგრძელა.. სწორედ ამისთვის ვართ მეგობრები.. ტკივილის დროს ადამიანს ზურგი კი არ უნდა შეაქციო, მხარი უნდა გაუწოდო რომ მარტომ არ იტიროს! გიორგის ჩემს დანახვაზე ყვირილი უნდოდა მაგრამ პირზე ხელი აიფარა და ბედნიერებას ვერმალავდა მიუხედავად იმისა რომ ჭირის დღეზე ვიყავით..
- ჩემსგამო ჩამოხვედი?
- შენ ხომ მითხარი რომ თავს მარტო სულად გრძნობიდ, ამ სიტყვების შემდეგ იქ როგორ დავრჩებოდი?!
- ძალიან მომენატრე მარუს -როგორციქნა გიორგის საშუალება მიეცა რომ ჩამხუტებოდა, ბედნიერებისგან რა გაეკეთებინა აღარ იცოდა..
- მე მომენატრე გი..
- აუ რაც შენ წახვედი შენს თავს ვფიცავარ ეგრე არავის მოუმართავს ჩემთვის..
- კულტურულად საუბარი გისწავლია! ვერაფერს იტყვი! -ამაზე რეზისაც გაეცინა და ანდრეასაც..
- როგორც ჩანს, საერთოდ არ შეცვლილხარ -მომიახლოვდა ანდრია, ცოტა უხერხულობას გრძნობდა ის ხომ ჩემი მეგობარი არ იყო.. ჩემი ყოფილი შეყვარებული იყო ამიტომ დარწმუნებული ვარ ჩახუტება ეუხერხულა, მე კი როგორც ზემოდ ვახსენე ევროპაში იმდენხანს ვცხოვრობდი ეგ სიტყვა ჩემთვის აღარ არსებობს ასე რომ თავად ჩავეხუტე!
- გილოცავ, მიხარია რომ ცოლი შეირთე..
- დავშორდით..
- ღმერთო ჩემო, რატომ?
- როგორც ჩანს შენსავით ვერავინ შევიყვარე! -ხო უხერხულობაზე რას ვამბობდი? როგორც ჩან ხასიათთან ევროპა არაფერ შუაშია!
- უნდა წავიდე, ქვემოთ ბავშვი მელოდება.. საღამოს ისევ მოვალ!
- ბავშვი? -ღმერთო ჩემო ეს რა წამომცდა...
- ხო, ჩემი შვილი.. 5 წლისააა!
- რაქვია -ამ მდგომარეობაშიც კი ყველაზე უხერხული კითხვა რეზიმ დასვა!
- სხვა დროს გაგაცნობთ ახლა წავალ !
ქვემოთ რომ ჩავედი დავინახე ჩემი შვილი როგორ ესაუბრებოდა შავებში ჩაცმულ მამაკაც და მისი გატეხილი ქართულით როგორ ცდილობდა ეთქვა რომ დედას ეძებდა! და დაკრძალვას სადაც ის იყოო! კარგახანს ვუყურე და ვიცინე ბოლოს დამინახა და ჩემსკენ გამოიქცა..
- ხომ მითხარი ნახევარ საათში ჩამოვალო! -მომახალა მაშინვე საყვედური
- ხო დე ჩემი მეგობრები იმდენი ხანია არ მინახავს 10 წუთი გადამიცდა რამოხდა მერე.. -მოწყენილი თვალებით შევხედე, როცა ხედავს რომ მოწყენილი ვარ დამჯერე ხდება ხოლმე..
- პუნქტვალური უნდა იყო დედა! ახლა დაქალებთან დაგაგვიანდება!
- მისმინე პატარავ იქნებ დედას ნომერი.... -ცოტათი გონება შემერყა და მივხვდი როგორ ვკარგავდი ნელნელა წონასწორობას როცა ის დავინახე.. თვითონაც გაოცდა და სათვალე მოიხნა დარწმუნებული ვარ თვალებს არ უჯერებდა ისვევე როგორც მე.. ამდენი ხნის შემდეგ ჩემს წინ დგას და მე ადგილიდანაც ვერ ვიძვრი.. ყველაფერი ერთმანეთში ამერია.. ცრემლები მახრჩობდა, ყელში ბურთი გამეჩხირა.. პირველად მივხვდი რაში სჭირდებოდათ ორივე მამაშვილს სათვალე.. მისი თვალები არანაკლებ სევდიანი იყო.. ძველებურად შავი და მუქი.. ყველაზე მეტად იმის შემეშინდა რომ ნიკუშას მისი სახელი არ ეთქვა მისთვის! ამას 6 წელი ვმალავდი, იქნებ ეს წამიც როგორმე გადავლახო მაგრამ არა.. ჩემი შვილი ამ სიტუაციაში იმდენად ზრდილობიანია რომ აუცილებლად გადაუხდის მადლობას.. ვიცი ვგრძნობ ამას.. დავიღუპე.. ახლა ამას არაფერი ეშველება..
- წავიდეთ დე.. -ძლივს გასაგონად ვუთხარი, ონიანი თვალს არ მაშორებდა.. ყოველგვარი მოულოდნელობის გარეშე დამთანხმა და ის ის იყო მანქანაში ჯდებოდა მასთან მიბრუნდა!
- გმადლობთ დახმარებისთვის, სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა " მე ნიკუშა ონიანი ვარ!! " - იმ წამს მიწა თუ არ გამომეცლებოდა ფეხქვეშ ვერც ვიფიქრებდი.. მის წინ ჩაიმუხლა და სათვალე მოხსნა, ერთხანს უყურა შემდეგ ხმის კანკალით უთხრა!
- გაიმეორე პატარავ..
- ჩემი სახელია ნიკუშა ონიანი! -სულელი ვიყავი როცა ქართულად ლაპარაკი ვასწავლე!
- ლამაზი სახელია -არ შეიმჩნია დაბნეულობა ონიანმა თუ ეს ასე მარტივად ჩაივლის და მხოლოდ იმას იფიქრებს რომ მისი სახელი დავარქვი ვინ დაეძებს, მთავარია მთელი სიმართლე არ გაიგოს.. მაგრამ რასისულელეა მე ხომ ჩემს შვილზე ვლაპარაკობ როგორცკი შანსი ჩაუვარდება მაშინვე გაიმარიაჟებს რომ მამის სახელი ქვია!
- ვიცი, მამას სახელი მქვია! -აი ხომ ვთქვი..
- პატარავ, შეიძლება დედას ცელკე ველაპარაკო, სულ ცოტახნი..
- დაქალებთან აგვიანდება..
- არაუშავს მისი დაქალები მალე აქ მოვლენ.
- კარგი მაშინ მანქანაში ვიქნები..
- არა, მოიცა -ტელეფონზე გადარეკა გიოს უთხრა ჩამოდიო და სანამ ელოდებოდა მანამდე აკვირდა, უყურებდა და მსგავსებებზე ეღიმებოდა.. არც შეხებია უბრალოდ უყურებდა და მორჩა.. აი გიოც ჩამოვიდა, ღმერთოჩემო სულ გავწითლდი ახლა გიოსაც ყველაფერს მოუყვება..
- გიუშ, მიდი ნიკუშა გაასეირნე ცოტახნით და ნაყინი აჭამე..
- როგორ გგავს ტო..-თავზე ხელი შემოირტყა გიომ და პატარას თვალებ გაფართოებულმა დახედა, მერე ონიანს ახედა და ასე გააგრძელა მანამ სანამ არ დარწმუნდა რომ მართლა ძალიან ჰგავდა!
- ვიცი, ვიცი.. -ღიმილით უთხრა ონიანმა და თვალებით ანიშნა წადითო..
წამებში ჩემს წინ აღმოჩნდა და ხელები მაგრად მომიჭირა!
- ბავშვს რა უთხარი?! მიპასუხე რაუთხარი?! რომ მოვკვდი?! მივატოვე?! როგორ გაბედე ამის დამალვა?! -ვიცი რომ ამ საკითხში მართალი ვარ მაგრამ ხმის ამოღება მაიც მაშინებს, ასეთ გაგიჟებული არასდროს მინახავს!
- მიპასუხე მარიამ ჭკუიდან ნუ გადაგყავარ!
- აქ არა გთხოვ.. მთელი სადარბაზო გვიყურებს!
- მ*იდია!
- მე არა.. გთხოვ, აქ არ გინდა. -ცრემლები წამომცვივდა, ხელიდან გამომგლიჯა მანქანის გასაღები და საჭესთან დაჯდა! ისე სწრაფად ატარებდა მანქანას მეგონა ნებისმიერ პირველად შემხვედრ ბოძს დავეჯახებოდით მაგრამ მშვიდად მიმიყვანა სრულიად მიყრუებულ ადგილას სადაც ერთი ბინაც კი არ იყო.. იქვე ბარდიულზე ჩამოვჯექი.. არვიცოდი საიდან დამეწყოო..
- მითხარი! ჭკუიდან ნუ გადაგყავარ!
- ვუთხარი რომ მამამისი მისთვის სახლს აშენებს, საქართველოში და დაბრუნებისთანავე გავაცნობდი...
- მოიცა რა?-სახეზე ემოციები შეეყინა როგორცკი ეს გაიგო.. იმწამსვე ინანა მანამდე ნათქვამი ყველა სიტყვა!
- რატომ არ მითხარი? -თავჩახრილმა ძლივს გასაგონად მითხრა!
- გეძებდი ნიკუშა! ყველგან გეძებდი და ვერსად გიპოვე! ბოლოს დავნებდი..მარტივი არ იყო მაგრამ, იმ დღეს.. ისე წახვედი მეგონა ვეღარასდროს გნახავდი.. ამიტომაც დავნებდი..
- მე გავიგონე ბარბარემ ლიზას უთხრა რომ.. წონაში მომატებული ეჩვენე და ბოლო დროს ფერი აღარ გედო მან თქვა რომ შეიძლება გავშვს ელოდებოდი და.. მე..
- და ერთხელაც არ გიფიქრია რომ ბავშვი შეიძლება შენი ყოფილიყო?
- დაბნეული ვიყავი...
- 6 წლის მანძილზე ამაზე ერთხელ მაინც როგორ არ იფიქრე! -გაბრაზებულმა ჩემდა უნებურად ძალიან ხმამაღლა ვიყვირე.. გვერდით მომიჯდა.. განადგურებული ჩანდა და სათვალეს არ იხსნიდა.. ჩემი ხელი დაიჭირა და თავი მუხლებზე დამადო.. ისეთი გაბრაზებული ვიყავი, მინდოდა მომეკლა! როგორც იმ დღეს აუზში რომ დამეხრჩო მეც დავიხრჩობოდი ახლაც ზუსტად ასე ვარ რომ მოვკლა თავადაც მოვკვდები.. რომ არ ვაპატიო მისი სულელური, იმპულსური საქციელი თავადაც ვერასდროს ვაპატიებ თავს..და მაინც რა იყო ეს შეგრძნება.. ჰო, სიყვარულს შეუძლია სისულელეები ჩაგადენინოს.. ჩემი გული კი უწინდებურად სწრაფად ცემდა.. ჩემი სუნთქვა კი ძველებურად ჩუმი და მშვიდი.. როოგორ არ წარმომედგინა ის წუთები მაგრამ ასე არაა.. მინდოდა მისთვის ყველაფერი პირში მეთქვა, შემდეგ დამცინავად შემეხედა და წამოვსულიყავი მაგრამ! ეს ის არ არის! როგორც უკვე ვთქვი ეს გოგონა მე არ მგავს ეს მე არ ვარ! მხოლოდ ახლაღა მივხვდი როცა თავი ჩემს კალთაში ედო და ჩემს ხელის გულებს კოცნიდა რომ ზუსტად ეს ვარ მე! სუსტი, დაუცველი და ნამდვილი! მხოლოდ მაშინ ვხდები ასეთი როცა მასთან ვარ..
- იასამნის სურნელი გაქვს..
- ეს თუ ბოდიში იყო მაშინ მიღებულია -ორივეს გაგვეცინა! საკუთარი თავის არ მეჯერა ნუთუ შემიძლია ასე მარტივად ვაპატიო.. როგორც ჩანს შემიძლია..
- 6 წლის წინ ამ დღეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერება მაჩუქე..
- იასამნები -ღმერთო ჩემო სიგიჟემდე მენატრებოდა ეს ამოხედვა..
- არა, ჩვენი პატარა..
- ჩემი ვაჟკაცი! როგორ გავზრდიდი.. ეს როგორ გამოვტოვე..
- გადავიღე, ყველაფერი გადავიღე.. მისი პირველი სიტყვები, პირველი ნაბიჯები.. პირველი დღე ბაღში და ....
- მიყვარხარ.. -შემაწყვეტინა..
- ყოველთვის მიყვარდი...
- მაგრამ ეს არასდროს გითქვამს..
- იმიტომ რომ არასდროს გიკითხავს..
- არ შეიძლება ყველაფერში მართალი იყო მარიამ!
- 7 წლის წინ შევცდი.. არმინდა ეს ისევ განმეორდეს..
- ეს ხალხისთვის რთული გასაგები იქნება..
- საქმეს გავუმარტივებთ -ორივეს გაგვეცინა, ჩვენი საფირმო ფრაზა! ეს სიტყვები აუზში დაიბადა და საავადმყოფოს პალატაში გაიდგა ფესვები. მას შემდეგ კი ჩვენს ცხოვრებში რაც ხდება ყველაფერი ხალხისთვის რთული გასაგებია მაგრამ საქმეს ვუმარტივებთ.. ძალიან არ მინდოდა ამ წუთების დასრულება მაგრამ რეზი მარტო იყო და ახლა მხარდაჭერა სჭირდებოდა..
მოვილაპარაკეთ რომ ერთი კვირა არავის არაფერს ვეტყოდით ნიკუშას გარდა.. ის ისეთი ეშმაკია მაინც ყველაფერს მიხვდებოდა.. გიომაც გაიგოო... ძალიან ვნერვიულობ, წყნეთიდან მოვდივართ მე და ნიკუშა და ვაპირებთ ყველას ჩვენი ქორწილის შესახებ შევატყობინოთ.. ნიკუშა ნასვამია და საჭესთან მე დავჯექი.. ეს მშვენიერი ერთი კვირა იყო თუ იმას გავითვალისწინებთ რომ პატარა ონიანი გოგონებთან დავტოვე.. ისინი მას ძალიან ანებივრებდნენ და ამიტომ სულაც არ ვენატრებოდი.. რეზი და ლიზა ნაჩხუბრები ყოფილან და შერიგდნენ.. ეს არ ვიცოდი და ვაღიარებ არც მეპატიება! რამდენ რამეს გამოვაკლდი ამ 6 წელში.. ჩემი სისულელის გამო.. ისიც ჩემი ბრალია რომ მამას შვილის არსებობა დავუმალე.. ვერ გაზარდა, ვერ ნახა მისი პირველი ნაბიჯები, ვერ მოისმინა მისი პირველი სიტყები.. ამ ფიქრებში გართულმა საჭე ვერ დავიმორჩილე და ჩემს წინ მიმავალ სატვირთოს დავეჯახე.. გონზე სასწრაფოს სირენების ხმამ მომიყვაა და ნიკუშას განწირულმა ყვირილმა.. სასწრაფოს მანქანაში ვიყავი თვალები გავახილე..
- მადლობა ღმერთს, გონს მოხვედი.. ექიმებს აინტერესებს სად გტკივა..
- საქმეც მაგაშია საყვარელო.. არ მტკივა.. იცი რახდება როცა ტკივილს ვეღარ გრძნობ -თვალიდან ცრემლი ჩამომიგორდა, ვერნათქვამმა გრძნობებმა მაინც იჩინეს თავი..
- არა! გაჩუმდი! არაფრის თქმა აღარ გაბედო!
- მიუხედავად მათი ძლიერი სიყვარილისა, მე ყოველთვის შენ მიყვარდი.. ამაში მაშინ დავრწმუნდი.. აუზში.. როცა დამპირდი რომ მუდამ მე ამურჩევდი, ყოველთვის -სიტყვებს ძლივს გასაგონას ვამბობდი.. უკვე თვალებში მიბნელდებოდა!
- შეწყვიტე ლაპარაკი გთხოვ...
- მე ვხედავ ამას.. ეს მშვენიერია..
- რასხედავ!
- კარი შევაღე.. კიბესთან გოოგონა ტიროდა.. იქვე დავლანდე შავებში ჩაცმული ბიჭი ასე 23 ან 24 წლის იქნებოდა, რეიბანები ეკეთა.. -ვგრძნობდი როგორ ტირდა, ვერ ვხედავდი თუმცა ვგრძნობდი ამას.. ტკივილისგან საუბარიც კი არ შეეძლო!
- მე ის შემიყვარდა, მის თვალებში ვიძირებოდი.. სავადმყოფოს დერეფანი ხელში აყვანილმა გამომატარა, აუზი მახსოვს.. წვიმა.. იასამნები.. ჩემი პატარა.. ეს მშვენიერი იყო.. მე...
- არა! არ გაბედო! თვალები არდახუჭო მარიამ! მარიამ გამოფხიზლდი! -გვიანია, ის ჩემს უსულო სხეულს უმოწყალოდ სთხოვდა გონზე მოსვლას.. სიკვდილიც კი არ იყო მის ცრემლებზე მტკივნეული ჩემთვის..


" 10 წლის შემდეგ "

- 17 წლის წინ წერილი დაგიწერე, რომელიც დავწვი.. ახლა კი იმდენად შევიშალე რომ შენი საფლავის ქვას ველაპარაკები! ვიცი ხალხისთვის ეს რთული გასაგები იქნებოდა მაგრამ მე არ მითხოვია ამ ყველაფრის ასე გამარტივება.. შენი სურნელი მენატრება, მის შემდეგ ვეღარაფერმა მოახერხა ჩემი გაგიჟება! იასამნები, სასაცილოა ეს ყველაფერი რადგან დღემდე როცა იასამანს ვუყურებ შენ მახსენდები.. სიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრე დამპირდი რომ არასდროს მიმატოვებდი შემდეგ კი უბრალოდ წახვედი! ტკივილი ახლაც ისეთივე ძლიერია როგორც 10 წლის წინ.. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ახლა მიმატოვე.. ხო, ნუ დამცინი არ შემიძლია იმის აღიარება რომ მოკვდი ამიტომ ამას ასე ვეძახი... რა მარტივია პირობების დანგრევა არა? მაგრამ რა მოგივიდა მარუს შენ ხომ შენს პირობას მუდამ ასრულებდი! თავიდან მართლაც ლიზაში ამერიე მაგრამ შემდეგ შენი სურნელი ვიცანი, გასაოცრად გრილი და გამაგიჟებელი სურნელი გაქვს.. რომელლიღაც ყვავილს მაგონებს მაგრამ ვერ ვიხსენებ რომელს.. ჰო " იასამსნს " მის სურნელს ჭკუიდან გადავყავდი.. " იასამნის სურნელს "

- მამა, ყვავილები მოვიტანე..
- იასამნები?
- ჰო, იასამნები..


ანა გიორგაძე..
ჟენევიევა..
" იასამნის სურნელი! "
25 აგვისტო, 2016 წელი.. იტალია, პრატო!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent