შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვაჩე ვიბლიანი თავი 16


25-08-2016, 21:21
ავტორი bethelimit
ნანახია 3 565

ნატალია:
დილით თავის ტკივილმა გამომაღვიძა, ასე ვიცი ხოლმე ყოველთვის როცა რამდენიმე სახეობის სასმელს ერთმანეთში ვურევ. ოოოხ კაი მსმელივით კი ვლაპარაკობ, მაგრამ სიმართლე ხომ უნდა ითქვას. ხოდა იმას ვამბობდი როთავის ტკივილმა გამომაღვიძა და მეც ძლივსძლივობით ავწიე ჩემი დამძიმებული ტანი. თვალი მოვავლე ოთახს და სკამზე ლამაზად დაკეცილი ტანსაცმლის დანახვაზე სახე სიამოვნებისა და გაკვირვებისაგან ერთდროულად დავბრიცე - ალექსანდრემ გააკეთა, უეჭველი ეგ იყო - ჩავილაპარაკე და შევეცადე გუშინდელი კადრები აღმედგინა. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ ყველაფერი, თითოეული მომენტი გამახსენდა. შეწუხებულმა ერთი ამოვისუნთქე და სააბაზანოსკენ გავემართე. უზომოდ მესიამოვნა გრილი წყალი, ძვლებიც კი გამიგრილა და თითქოს ამ უბრალოდ ფაქტმა დიდი სიამოვნება მომგვარა.
ყოველთვის მიყვარდა პირსახოც შემოხვეულს სახლში აქეთ-იქით ტანტალი , რათქმაუნდა არც ეს დღე იყო გამონაკლისი და შიმშილისგან ახმაურებული მუცლით გეზი ავიღე სამზარეულოსკენ.
შევედი და რა დავინახე, ჰოი საოცრებავ, ბატონი ალექსანდრე მაყაშვილი გაზქურასთან ფუსფუსებდა, წამით თვალი მკიდა და რაკი გაკვირვებული სახით დამინახა, ხელი უშვა ყველაფერს და შემობრუნდა
-დილა მშვიდობისა ლოთო - ღმერთო რა თბილი დახვედრა იყო
-როგორც ჩანს ამ ლოთის სიტყვა შენთვის კანონია - ჩავილაპარაკე კმაყოფილებით
-რას გულისხმობ? - დაიბნა
-რას და რო გითხარი დარჩი ღამე მარტო არ დამტოვოთქო ასეც მოიქეცი
-ააა შენ დაჟე გუშინდელი გახსოვს? - სიტყვა ბანზე ამიგდო
-იმდენიც არ დამილევია რო ყველაფერი დამვიწყებოდა - თითქოს შეურაცხყოფა მომაყენაო ისე შევიცხადე
-მაგრამ იმდენი ხო დალიე რო ჩემი წამოსაყვანი გახდი - გაბრაზება გამოუკრთა ხმაში
-და მასეთი რეაქცია რატო გაქვს? თქვენთან ბათუმში არ დავმთვრალვარ?
-მე და ის ლუკა ერთი ვართ? - არ ესიამოვნა ნათქვამი და ხელები მოუჭირა მაგიდას
-იმასთანაც ძალიან კარგად ვარ ყოველშემთხვევაში - ცხვირი ავიბზუე, მაქსიმალურად ვცდილობდი მდგომარეობიდან გამომეყვანა
-ნატალია მეტჯერ გამეორებას იცოდე აღარ ვაპირებ - მითხრა და ჩემსკენ წამოვიდა - გუშინაც გითხარი გასაგებად რო არმომწონს მაგ ბიჭთან ერთად როცა გხედავ, არ მაინტერესებს შენი ჯგუფელია თუ კარის მეზობელი, არ მომწონს და გასაგები იყოს შენთვის - სახეში მეფრქვეოდა მისი სუნთქვა იმდენად ახლოს იყო
-ამ დილა უთენია უკვე უზომოდ რო მიშლი ნერვებს თუ ხვდები ალექსანდრე? - შევუტიე მეც
-ნორმალურად მოქცეულიყავი და აღარც ნერვები აგეშლებოდა ეხლა - ერთი ამათვალიერა და ძველ ადგილს დაუბრუნდა
-რას აკეთებ? - სიტუაციის განეიტრალება ვცადე და სკამზე ფეხმორთხმით დავსკუპდი
-მოითმინე და გაიგებ - მომიგდო ორი სიტყვა თითქოს მეზობლის ბავშვი ვყოფილიყავი
-მალე იქნება? - არ შევიმჩნიე წამების წინ ნათქვამი
-ყოველშემთხვევაში შენ საძინებელში შესვლას და ჩაცმას მოასწრებ
-და ეხლა რას მიწუნებ რო? - ხელები გაკვირვებისგან გავშალე და საკუთარ სხეულს მოვავლე თვალი
-დაწუნებით არაფერს პირიქით, შენივე კეთილდღეობისთვის გეუბნები - ვიგრძენი როგაეღიმა, გუმანით მივხვდი და უფრო გავთამამდი
-და ასე რო ვჭამო შენ რამე პრობლემა ხო არ გექნება? - იდაყვებით დავეყრდენი მაგიდას და ეშმაკური სახე მივიღე
-ეხლა რომოგვარდე და გაგაშიშვლო შენ ხო არ გექნება პრობლემა?-შემომიბრუნდა მოთმინება დაკარგული
-რავიცი მე არანაირი, ისევ შენ არ შეგექმნას დისკომფორტი თორე თუ გინდა ამასაც გავიხდი - ვითომც არაფერიო ისე ჩავილაპარაკე და ენა გავაწკლაპუნე
-ჰოო ვითომ?
-რავიცი კი, მე უხერხულ მდგომარეობაში არც მაგდებს შიშველი სიარული
-მიდი მაშინ მოიძრე ეგ პირსახოციც გელოდები- ხელები და ფეხები ერთდროულად გადააჯვარედინა, მაგიდან მიეყრდნო და გამომცდელი მზერით შემომხედა
-ახლავე? - მაინც არ ველოდი ასეთ პასუხს
-ხო ახლავე მიდი - არ ცხრებოდა ალექსანდრე
-მერე მოსასულიერებელი არ გახდე ოღონდ - ბოლომდე გავიბრძოლე და გამაფრთხილებლად თითი დავუქნიე, თან ხალი ხელი პირსახოცს მოვკიდე ილუზიის შესაქმნელად
-გელოდები ნატალია - მომთხოვნი გაუხდა ტონი
ბავშვობიდან დაუფიქრებელი ვიყავი და ამის გამო ხშირად წამიტეხავს კისერი, თუმცა ასეთ სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ.
ამ საუბრის მანძილზე სავარაუდოდ მეასედ ვწყევლიდი ჩემს თავს გრძელი ენის გამო, თუმცა პრინციპულობა არ მაძლევდა დათმობის უფლებას.
ერთი ამოვისუნთქე, მტრულად შევხედე თვალებში და პირსახოცს ორივე ხელით დავწვდი. ალექსანდრე, ისე რომ თვალი არ მოუცილებია ჩემი სახისთვის, წამებში ამესვეტა წინ, ზედ მომეკრო და ნახევრად მოშიშვლებული სხეული დამიფარა
-ღმერთო ჩემო ნატალია ასეთი გადარეული როგორ ხარ - პირსახოცს დასწვდა და ისევ მომაფარა - პრინციპულობაც მესმის და სიჯიუტეც მაგრამ ასეთი? - აშკარად ხმა დამთბართან ერთად ანერვიულებულიც ჰქონდა, არ მეჩვენებოდა!
-რატო შემიშალე ხელი? - უაზროდ გავბრაზდი
-დავიჯერო ფიქრის უნარი არ გაგაჩნია?
-მე არ ვფიქრობ, მე ვმოქმედებ! - დიდი სისულელე მივაძახე და ხელიდან გამოვგლიჯე უკანასკნელი ბღუჯა
-აი გიყურებ და მგონი რო შენ ვერასდროს დაჭკვიანდები - მომახალა მობეზრებულმა
-აუ თავი დამანებე რა - თითქოს რაღაც სირცხვილის მაგვარმა დამიარა ორგანიზმში და ტალღასავით მიეხეთქა ტვინს - შენ გირჩევნია დროულად მოამზადო მოვკვდი ისე მშია - ესღა ვთქვი და ჩემ ოთახში შევედი გამოსაცვლელად.


-დღეს მგონი დამიანესთან ადიან ბავშვები აგარაკზე, ხო წამოხვალ?-დუმილი დაარღვია სანდრომ
-დღეს ღამით?
-ხო, როგორც ვიცი ხვალ ლექციები არ გაქვს თან
-ნუ გცოდნია უკვე და რაღას მეკითხები
-ნატალიაა - შემომიღრინა
-გისმენ - გულუბრყვილოდ ვუპასუხე
-ნორმალურად ლაპარაკი რატო არ შეგიძლია?
-წამოვალთქო ანუ ეგ ვიგულისხმე რა ვერ გაიგე
-ოოოოოოხ - ამოისუნთქა მძიმედ - კარგი მეთვითონ გამოგივლი და წაგიყვან ხო?
-კაი -წეღანდელის შემდეგ დაკარგული მქონდა ლაპარაკის ხალისი და მოკლე-მოკლე პასუხებით შემოვიფარგლებოდი, თუმცა მასზე ზეგავლენა დიდად არ მოუხდენია ჩემს განწყობას.


მალევე წავიდა სანდრო, სამსახურთან დაკავშირებით რაღაც საკითხები ჰქონდა მოსაგვარებელი. მეც მეტი რა საქმე მქონდა, მოვიმარჯვე წიგნები და წინასწარ დავიწყე მეცადინეობა.

___


-სად არიან ისინი ამდენ ხანს ნეტა?-ინტერესით გამოეხმაურა დამიანე ალექსანდრეს და ნატალიას დაგვიანებას
-თითქმის მანდ ვართო, ორი წამის წინ ველაპარაკე
-უუუუფ რაკაია რაა, რამდენიხანია ესე აღარ შევკრებილვართ -
-ეეე ბიჭო რო ყბედობ არაყი ჩააციე?
-ყველაფერი მზადაა შენ მაგაზე არ ინერვიულო, მოვლენ ისინიც და ეგარის - დაამშვიდა გაბრო და ახლად შემოსულებს შეხედა - ჩვენი გვრიტებიც მოსულაააან
-შენი გვრიტი არავინ არის დეგენერატო - მიაძახა ნატალიამ და მანქანის გასაღები იქვე მიაგდო
-მოიცა შენ ატარებდი მანქანას?
-ხო სანდრომ სადავეები დათმო და - გადახედა გაღიმებულ მაყაშვილს პარალელურად
-ოოჰ მობრძანებულა გველი და დაგვგესლავს ეხლა ყველას - შემოვიდა ოთახში ნიკა - მოდი მოდი ჩაგეხუტო ეს დღეებია რაღაც ძაან გადაყევი შენ სწავლას საერთოდ დაგვივიწყე ხოიცი
-რასვიზავთ თქვენთან ყბედობისთვის აღარ მცალია - ირონია არ დაიშურა - ისე ვაჩე და სალომე სადღა არიან?
-ზევით აივანზე არიან ასულები
-წავალ ვნახავ - თქვა და მარტო დატოვა ბიჭები

___

მონატრებულები ხან რას იხსენებდნენ ხან რას, ბავშვობიდან დაწყებული მოსალოდნელ ქორწილამდე დამთავრებული ყველაფერი განიხილეს.
დამიანე როგორც ყოველთვის ბევრს ლაპარაკობდა, ართობდა ბავშვებს და დიდი სიყვარულით უყურებდა წყვილებს. ნიკა და კესო შეხმატკბილებულები ბედნიერად ეკვროდნენ ერთმანეთს.
ვაჩე როგორც ყოველთვის ტკბებოდა თავის ცოლთან ერთად ყოფნით და შიგადაშიგ ურცხვად ამკობდა ვნება ამშლელი კომპლიმენტებით.
ხოო.. ალექსანდრეს და ნატალიას რაც შეეხებათ, ისინიც ერთად ისხდნენ და იზიარებდნენ ბავშვების სიხარულს.

საკმაოდ გვიანი იყო რო დაიშალნენ. ნატალია უკვე დასაწოლად ემზადებოდა კარის გიჟივით შემოგლეჯვის ხმა რომ მოესმა უკნიდან.
-რა ჯანდაბა დაგემართა ალექსანდრე - სიბრაზე გამოერია ხმაში
-შენ სპეციალურად მიკეთებ ხო ამას? - თითქოს არ სვამდაო, მაგრამ როგორც ჩანს მცირედ, მაგრამ მაინც ჰქონდა მოკიდებული სასმელი
-რას გიკეთებ სპეციალურად გადაირიე? - ვერაფერს მიხვდა გოგო
-მაიგნორებ თითქოს უცხო ვიყო - ნელ-ნელა მისკენ იწყო სვლა
-სულ მთლად გადარეულხარ შენ საიდან მოგელანდა რო გაიგნორებ?
-ვხვდები ნატალია, მე ყველაფერს ვხვდები - ცხირი ცხვირზე გაუხახუნა და გიჟივით დაეტაკა ტუჩებზე. არც გოგოსგან უგრძვნია დიდად თავშეკავება, პირიქით, ნატალიაც იმავე ტემპით აყვდა და თავზე ძლიერად შემოხვია ცალი ხელი
-ასე უარესს მიშვები - ძლივს წარმოთქვა მაყაშვილმა ვნებისგან თავბრუდახვეულმა
-ვითომ ?
-სანამ დროა... გთხოვ ნატალია სანამ დროა შენთვითონ მომშორდი - ბინდი ეკვრებოდა უკვე თვალებზე
-ჯანდაბა რატო ხარ ასეთი სექსუალური ნატალია - მოთმინება დაკარგულმა სასწრაფოდ გადააძრო თხელი ზედა და საწოლზე ნაზად გადააწვინა. სხეულზე ადგილი არ დაუტოვებია უკოცნელი, ტუჩებით გადალაშქრა ათრთოლებული კანი და ტკივილგან გამოწვეული წამოკვნესების ხმით უარესად აღგზნებული დაეწაფა ტუჩებზე...



№1 სტუმარი mari

Zhwn magaria <3

 


№2  offline წევრი isterichka123

გაგრდზელე კაიააა

 


№3  offline წევრი nini :)

mmm.... ra kargi tavi iyoooo, male dade shemdegiiiii

 


№4  offline წევრი Figaro

კიმაგრამ ასეთი სულელი როგორაა? :დდ ეს ალექსანდრე მაგარი სერიოზულია : არ გვას ვაჩეს :დდ

 


№5  offline წევრი Svani12

ჰაჰ უკვე ვეღარ ვხვდები ამ ისტორიას ვაჩე ვიბლიანი რატომ ქვია:D
მაგრამ მომწონს კარგია და გააგრძელე

 


№6  offline აქტიური მკითხველი lalita

ეეე სად გაწყვიტე, კარგია და გაადიდე თავები არ მყოფნის.

 


№7 სტუმარი qeti

გაააგრძელე რა დროს გაწყვიტავ ხოლმე რააა. გელოდებიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent