შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამუდამო არაფერია (თავი 5)


26-08-2016, 01:50
ავტორი Angel Girl
ნანახია 1 402

ალექსანდრე
2014 წელი 1 ოქტომბერი დღე როდესაც მარიამ ჯაჭვლიანი გავიცანი, დღე როდესაც სიყვარული მეწვია და ჩემი გაყინული გული გაადნო. დიახ ზუსტად მიხვდით ეს ის მარიამია რომელმაც შემცვალა, რომელმაც დამანახა ცხოვრება, რომელმაც გამანდო ცხოვრების საიდუმლო. ადამანი რომელსაც ყველაფერს უნდა ვუმადლოდე, ეს ჩემი მშობლები კი არა მარიამია. ის იყო რომელმაც ღრმა ჭაობიდან ამომიყვანა. ჩემი ყოველი დღე გაახალისა და ტკივილი გამიყუჩა. არცკი ვიცი თუ ვიქნებოდი მის გარეშე ეხლა ცოცხალი, თუ გავხდებოდი ისეთი როგორიც ეხლა ვარ. მისი დამსახურებაა ყველაფერი, რაც გამაჩნია, რასაც წამოვადგენ. ერთი დღეც კი არ მინდა წარმოვიდგინო მის გარეშე, ვერვიტან როდესაც სადმე მიწევს წასვლა სამსახურის გამო, რადგან ყოველი დღე მის გარეშე ისეთივეა როგორც ყოველი დღე მზის გარეშე. სიმართლე რომ გითხრათ, სანამ მას გავიცნობდი არაფრის მწამდა, არაფრის მჯეროდა. ამქვეყანაზე ყველაფერი ტყუილი მეგონა, არ ქონდა მნიშვნელობა თუ რას ეხებოდა. მან დამაჯერა, მან დამანახა ყველაფერი, მან მასწავლა სიყვარული, რწმენა, მეგობრობა, ოჯახი, ყველაფერი. მიყვარს, მთელი ჩემი გულით და სულით მიყვარს, მინდა რომ ხელი ჩავკიდო და არასდროს გავუშვა, ყველას მოვაშორო და მხოლოდ ჩემთან იყოს, მხოლოდ მე მიყურებდეს, და მხოლოდ მე ვუყვარდე. დიახ, რაც გინდათ ის დაარქვით ამას ეგოისტობა თუ რასაც ეძახიათ. პირველად როდესაც ის დავინახე, როდესაც მის ღია თაფლისფერ თვალებში ჩავხედე რაღაც ვიგრძენი, რაღაც რაც არ უნდა მეგრძნო ან პირიქით უნდა მეგრძნო. არასოდეს დამავიწყდება ეს შეგრძნება, როცა გამომხედა უცაბედად გულმა ძგერა შეწყვიტა, კანი დამეხორკლა, და პირდაპირ ანგელოსთან დამაჭერინა საქმე. ახლაც ყველაფერი ნათლად მახსოვს....
როგორც ყოველთვის დილით ადრე გამეღვიძა, სავარჯიშოთ გავედი. დიდი ხანი ვივარჯიშე, შემდეგ სამზარეულოში მოვიმზადე ჩემთვის საუზმე ჩემი ტელეფონი რომ აწკრიალდა:
-ხო მიშკა
-რაშვები სად დაიკარგე?
-აუ რავი ამ ბოლო დროს ბევრი საქმე მქონდა და
-კაი კაი გაჩე. მოკლედ დღეს წვეულებაა და ხო წამოხვალ
-აუ კაი რა მიშ, არ მოგბეზრდა ამ წვეულებებზე სიარული?
-აუ მოიცა რა, მაგარი ნაშები იქნებიან წამო რა. ჩემი ხათრით რა გჭორს. არასდროს არ დადიხარ და
-ხო კარგი კარგი.
-მიდი მიდი, საღამოს გამო. მისამართს გამოგიგზავნი.
-კაი მიდი - მოკლედ რა ამ ბიჭს, დალევის და ნაშების მეტი არაფერი არ აინტერესებს რა. მთეილი დღე ისე გავიდა არც კი გამიგია. ბოლოს ჩავიცვი და წვულებაზე წავედი. მანქანა რომ გავაჩერე, გარეთ მიშკა შევაჩნიე:
-ეე მოხვედი რა კრასავჩიკი ხარ სიხო.
-ვაიმე მიშკა ნერვებს ნუ მიშლი. - თვალები დავუბრიალე და შევედით. ხმამაღალი მუსიკა, ალკოჰოლის და სიგარეტის სუნი ერთმანეთში ირეოდა და უფრო არ მომწონდა ეს ადგილი. არც ვიცოდი ვისი სახლი იყო. მიშკამ ლუდი მომიტანა, მას ვსვამდი როდესაც ღვთაებრივი არსება შემოვიდა სახლში. მემგონი ერთადერთი იყო რომელსაც შარვალი და მაისური ეცვა. მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება, ვუყურებდი და თვალს ვერ ვაშოებდი, იქამდე ვუყურე სანამ მიშკა არ ჩამიხტა.
-ეე ვის უყურებ? - ხმა რომ არ ამოვიღე, ჩემს მზერას თვალი გააყოლა და ჩაეცინა.
-რაო დაგევასა კრასავჩიკ?
-ნუ მაიმუნობ ერთი შენ. - ისე ვუყვირე თვალი არ მომიშორებია. ბოლოს ხელი ჩაიქნია და მომშორდა. ღვთაება კი იჯდა და უბრალოდ იყურებოდა. ბევრის მზერა შევამჩნიე რომელიც აწუხებდა ამაზე კი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს გავბრაზდი. არც კი მესმოდა რაზე ვბრაზდებოდი. ბოლოს მის ყურებას თავი დავანება და ლუდი მოვსვი. თუმცა მაინც ვერ გავძელი და ისევ მისკენ გავიხედე, მაგრამ იქ აღარ იჯდა, მის მოსაძებნად წავედი, არც კი ვიცოდი რატომ ვეძებდი, თუმცა ჩემი შინაგანი ძალა განგაშის ზარის რეკვას არ წყვეტდა. მთელი სახლი შემოვირბინე, რომელ ოთახში არ შევედი, თუმცა მაინც ვერ ვნახე, ბოლოს ეზოში გავედი და მივაგენი კიდეც, დავინახე როგორ უგრეხდა ერთ ბიჭს ხელს და მეორე თავზე უჭერდა.
-ეხლა მომისმინე. კიდევ ერთხელ დამაკარებ ხელს და შენ თავს დააბრაე. გასაგებია? სხვაში არ შეგეშალოს, წადი შენნაირები მოძებდა. - ხელი გაუშვა და თვალები დაუბრიალა. ბიჭი მაშინვე გაქრა, მას კი ჩაეცინა. ხელებით თები გადაიწიდა იქვე საქანელაზე ჩამოჯდა. ნელ-ნელა დავიძარი მისკენ იქვე ჩამოვჯექი და მეორე წიქა გავუწოდე. ჯერ გაკვირვებული მიყურებდა, ბოლო გაეღიმა და გამომართვა. რამოდენიმე წუთი სრული სიჩუმე ჩამოვარდა ორივე ვირწეოდით, და თვალს ვაპარებდით. ეღიმებოდა და მეც ვერ ვიკავებდი ღიმილს. ჩამეცინა, ამაზე გაეცინა. ბოლოს ორივე დებილებივით ვხარხარებდით, დებილებივით რატომ? იმიტომ რომ არცერთმა ვიცოდით თუ რაზე ვიცინოდით. ესეც რამოდენიმე წუთი გაგრძელდა ბოლოს ხელი გავუწოდე:
-ალექსანდრე
-მარიამი - ხელი ჩამომართვა. მეც რის ალექსანდრე არ ვარ ცოტა თუ არ გვახალისდი.
-ისე აწი, როდესაც ჩემი ძმის ცემა კიდევ მოგნდება, მითხარი მეც შემოგიერთდები.
-მოიცა რა?
-რა რა
-შენი ძმა?
-მე ვთქვი ჩემი ძმა მეთქი?
-კი კი ნამდვილად გავიგონე შენს ძმაზე ამბობდი.
-არა. ალბათ მოგესმა
-არაფერიც. ზუსტად გავიგონე
-რა გაიგონე
-მითხარი, როცა ჩემი ძმის ცემას დააპირებ მეც მითხარიო.
-მოიცა შენ ჩემი ძმა ცემე?
-მოიცა. გაჩერდი. დავიბენი. - აქეთ-იქეთ დადიოდა და ბუტბუტებდა, ისე რომ არ მესმოდა. რომ ვეღარ შევიკავე სიცილი ავხარხარდი. ჯერ გაუკვირდა, შემდეგ რომ მიმიხვდა გემრიელად გამომლანძღა და სახლში გაბრაზებული შევიდა. გავყევი, ის კი ისევ იჯდა. ბოლოს მივედი და ხელი გავუწოდე:
-ვიცეკვოთ?
-ჯინსებით ვარ.
-მერე? - ჩემს ბაგეზე ღიმილი რომ შეამჩნია, მაშინვე გაიბუტა და გააქნია თავი. ვეღარ მოვითმინე და ხელში ავიტაცე, ფართხალებდა და გაბრაზებული მიმზერდა, როცა მიხვდა შეწინააღმდეგობას აზრი არ ქონდა წარბებ შეკრული გამომყვა საცეკვაო მოედნამდე. იმის იმუხედავად რომ წვეულება იყო, ნაზი მელოდია ჩაირთო აი ისეთი როგორიც მიყვარს. ორივე ვცეკვავდით და თვალებში ვუცქერდით ერთმანეთს. ის კარგად ცეკვავდა და მეც დინებას მივყვებოდი, მისი ხელები ჩემს ყელზე ჰქონდა შემოხვეული და ღრმად სუნთქავდა. ბოლოს ამომხედა და გამიცინა, მეც გამეცინა, კარგად მახსოვს, მისი წითელი ტუჩები რომელიც მაბნევდა და მთიშავდა. როგორ მინდოდა ისინი დამესაკუთრებინა, და პირველი კოცნა მომეპარა. თუმცა მივხვდი, რომ ის მხოლოდ პატარა არსება იყო რომელმაც არაფერი იცოდა სიცოცხლის შესახებ. თუმცა შევცდი, არასწორად ვფიქრობდი, და ის ამას თანდათან ამტკიცებდა. დროთა განმავლობაში ერთმანეთს ვხვდებოდით, თუმცა არასდროს ვაძლევდით ჩვენ შეხვედრებს სახელს. არც მეგობრები ვიყავით, არც შეყვარებულები. უბრალოდ ერთმანეთით ვტკებებოდით. რამოდენიმე თვე გრძედლდებოდა ესე, იქამდე სანამ ცდუნებამ არ მძლია, და აი დავეპატრონე მის წითელ და ჯერ ისევ ბავშვურ ტუჩებს. იმ მომენტში მეგონა რომ ქალს პირველად ვკოცნიდი, და აი როდესაც კოცნაში ამყვა იმ მომენტში ის მივისაკუთრე. და მივხვდი თუ რატომ უნდა ვიცხოვროთ, თითოეულმა ჩვენგანმა ამქვეყნად. მალე გადიოდა დრო, ხან სად დავდიოდით ხან სად, ხშირად ვჩხუბობდით, უფრო იმასთან დაკავშირებით, რომ მე მივდიოდი, ის კი აქ რჩებოდა. ხშირად ვურეკავდით ერთმანეთს, როდესაც საზღვარგარეთ ვიყავი. თუმცა ყოველი ჩხუბის შემდეგ მისი ტუჩები უფრო და უფრო მადის ამღვძრელი ხდებოდა. ვცდილობდი რომ მარტო ყოფნა არ ეგრძნო, როცა მასთან ერთად არვიყავი. ის მიგებდა, მე კი მიხაროდა, რომ ისეთი ადამიანი შემხვდა რომელიც ის იყო. ბოლო ჩამოსვლის დროს, გავიგე რომ კიდევ უნდა წავსულიყავით ოღონდ ამ შემთხვევაში ნახევარი წლით. ვიცი რომ არც ისე ბევრი დროა, თუმცა ჩვენ შემთხვევაში როდესაც ვერცერთი დღე ვერვძლებდით ერთმანეთის გარეშე, წარმოდგენაც კი არ მქონდა თუ როგორ უნდა დამეტოვებინა ის ამდენი ხნით. ის პერიოდი იყო რომ ვერ წამომყვებოდა, ჩემი სამსახურის გამო, მის გეგმებს ვერ ჩავუშლიდი. ისიც კი არ ვიცოდიი თუ როგორ უნდა მეთქვა, წარმოვიდგენდი როგორ ჩამეხუტებოდა მე კი რა უნდა მეთქვა „იცი მარიამ, მე უნდა წავიდე ნახევარი წლით გერმანიაში სამსახურის გამო , თუმცა შენ ვერ წაგიყვან“. თავს ვერ ვაბამდი, ვერ ვხვდებოდი, ვერ ვეუბნებოდი. როცა მას ჩავეხუტე, მისი სურნელი შევიგძენი, და იგივე განმეორდა როგორც პირველი შეხვედრისას. წარმოდგენაც კი არ მქონდა როგორ უნდა მეთქვა, მაგრამ ის რათქმაუდა მაშინვე მიმიხვდა. როცა ვადა ვუთხარი შეცბა, მივხვდი რაც წარმოიდგინა, მაგრამ მაინც მყარ ფეხზე იდგა. ერთმანეთს ვეხუტებოდით, მაგრამ აი მაშინ როდესაც ვიგრძენი თუ როგორ დაიღვარა მისი ცრემლი ჩემ პერანგზე, ცუდად გავხდი. მე ხომ მისი არცერთი ცრემლის ღირსი არ ვარ. ვერვიტანდი ჩემ თავს, როდესავ ჩემ გამო ტიროდა. ამ დროს ჩემი თავი ცხოველი, ნადირი და არაადამიანი მეგონა. თუმცა ყოველთვის მამშვიდებდა, აი მაშინაც თვითონ რომ ტიროდა. ორ კვირაში ფრენა იყო, ეს დრო კი სწრაფად გადიოდა. ისე დაემთხვა რომ ზუსტად იმ დღეს მივფრინავდი, როდესაც პირველად შევხვდი მას. არ მინდოდა წასვლა, თუმცა ვალდებული ვიყავი. 1 ოქტომბერიც დადგა, დილით ადრევე შევიპარე მის ოთახში და თმაზე დავუწყე მოფერება. ძალიან ფაქიზად ვაკეთებდი, თითოეულ მოძრაობას რომ არ გაჰღვიძებოდა. არც მახსოვს რამდენი ხანი ვიჯექი, და ვუყურებდი. მაინც ვერ გავძელი და შუბლზე ვაკოცე, ვხვდეოდი რომ უკვე ეღვიძებოდა, ამიტომაც მაშინვე გადავედი ფანჯრიდან. მთელი დღე ადგილს ვერ ვპოულობდი, ხან რაზე ვფქრობდი, ხან რაზე. მისი ნახვა მინდოდა, თუმცა თავს ვუკრძალავდი. ტაძარში ვიყავი როდესაც დავინახე, აი მაშინ დავწმუნდი რომ ნამდვილად ანგელოზი შემიყვარდა. ცისფერი კაბა ეცვა, ამაყად მოაბიჯებდა და ყველას თვალს უსწორებდა. მისი ადგილიც დაიკავა, მალე დამთავრდა ცერემონია, თუმცა მას თვალსაც ვერ ვწყვეტდი. რესოტრანში რომ გადავინაცვლეთ, ვეღარ მოვითმინე და მაინც მივედი მასთან. ვიცეკვეთ და ის მელოდია დაიწყო, რომეზედაც პირველად ვიცეკვეთ. განა ბედი დაგვცინოდა? თუმცა არ მაინტერესებდა, მას ვუყურებდი და თვალს ვერ ვაცილები. ვგრძნობდი რომ შებოჭილი იყო, უნდოდა ეტირა მაგრამ ამას არ აკეთებდა. არ ტყდებოდა. როგორც კი მელოდია დასრულდა, მაშინვე მომშორდა და აივანზე გავიდა. ისევ და ისევ მესმის თუ როგორ ქვითინებს, და ზურგიდან ვეკვრი, ტრილადება და მეხუტება. მინდა რომ ავუხსნა, იმედი მივცე, თუმცა ზედმეტად ტკივა, ზედმეტად, ვეღარ უძ, მკოცნის, მალევე მშორდება და გარბის. ვიცი არ უნდა რომ გავყვე, რადგა მშვიდად ვერ იქნება, მის ცრემლებს გასაქანს ვერ მისცემს, და უფრო დაიტანჯება. ბოლოს ის მახსოვს თუ როგორ ვდგავარ აეროპორტში, როგორ მაცილებენ ჩემი მეგობრები, მაგრამ ის არ ჩანს. არ მოდის. ალბათ არ უნდა რომ გამომეშვიდობოს, ამას ხომ ვერ იტანს. ვიცი რომ დამელოდება, ვიცი რომ ვუყვარვარ. აფრენის დროა, თუმცა ის მაინც არ ჩანს. ველოდები მაგრამ არ მოდის. არ მოვა. აღარ მოვა. ვწყვეტ და ავდივარ.


მარიამი
ბოლო მომენტები მიტრიალებს თავში, და საშუალებას არ მაძლევს რომ გავიხსენო რა მოხდა. მხოლოდ მისი ტუჩების გემო მახსოვს, ბოლოჯერ რომ შემეხო და ისევ ამიფორიაქა გული. შემდეგ კი მხოლოდ სიბნელეა. არვიცი რა მჭირს, მინდა რომ თვალები გავახილო, გავიხსენო, მაგრამ არ გამომდის. კიდევ ტკივილი, ტკივილი მახსოვს. ნელ-ნელა ქუთუთოებს ვახელ, ყველაფერი თითქოსდა და ნისლშია გახვეული, მხოლოდ თეთრ ფერს ვხედავ. თანდათან უფრო კარგად ავღვიქვამ იმას თუ სად ვარ. პალატაში. მოიცა აქ რამინდა? მე ხომ აეროპორტში უნდა ვიყო. მე ხომ ალექსანდრეს უნდა ვეხუტებოდე და ვაიმედებდე. რატომ ვარ აქ? რა მოხდა? ჩემს თავ მერამდენეჯერ ვუსმევ ამ შეკითხვას. ამ დროს კი ექიმი შემოდის. სასიამოვნო ქალი ჩანს, ჯერ ისტორიას უყურებს, შემდეგ კი ჩემსკენ ინაცვლებს. მიღიმის და რაღაცეებს მეკითხება. თუმცა ისევ ვუხსნი რომ არაფერი მახსოვს.
-სულ არაფერი?
-მხოლოდ ის რომ მანქანით სადღაც მივდიოდი. ისიც აღარ მახსოვს სად.
-დიახ, მანქანით მოდიოდით. ხოლო როდესაც მანქანას ატრიალებდით, გაუთვალისწინებლად სხვა ავტომობილი გამოჩნდა, დაგეტაკათ და თქვენი მანქანაც გადატრიალდა. ძლივს მოახერხეს თქვენი გამოყვანა. - გაშტერებული ვუყურებდი და არც ვიცოდი რა უნდა მეთქვა. ან რა უნდა მეთქვა. თუ კითხვა უნდა დამესვა? მაგრამ ამის გააზრებასაც ვერ ვახერხებდი, რადგან სულ მისი სახელი მახსენდებოდა. ბოლოს ძალა მოვიკრიბე.
-რამდენი ხანია აქ ვარ?
-სამი კვირა.
-უკაცრავად? რამდენი?
-დიახ როდესაც გამოგიყვანეს. რამოდენიმე კვირა კომაში იყავით.
-მოიცა ვერაფერი გავიგე.
-ვიცი რომ თქვენთვის ამ წუთას ამის გააზრება ძალზედ რთულია. თუ გინდათ თქვენი მშობლებს შემოვუშვებთ?
-აქ არიან?
-დიახ ორივენი.
-დიახ თუ შეიძლება შემოუშვით. - ამას ვამბობ რომ თვალებაწყლიანებულ ჩემ ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს ვხედავ. დედა ჩემკენ მოემართება და მთელი ძალით მეხუტება.
-ძალიან შეგვაშინე მარიამ.
-მაპატიეთ უბრალოდ არც კი ვიცი ეს როგორ მოხდა. და ალექსი? წავიდა? გაფრინდა?
-კი. გელოდა თუმცა რომ ვეღარ მოხვედი წავიდა.
-კარგადაც მოიქცა. მალე გამომწერენ და მეც გავფრინდები. ვნახავ და მერე ჩამოვალ.
-მარიამ. - წამოდგომას ვაპირებ თუმცა დედა მაჩერებს.
-რა? - ვერ ვხვდები რატომ მაგრამ დედა თვალს ვერ მისწორებს.
-დედა. - ხმას არ იღებს და ჩუმად ქვითინებს.
-ხმა ამოიღე.
-შენ
-რა მე?
-შენ? - ახლა ვხვდები რაც ხდება. საბანს ვიძრობ, მეშინია ხელის მოკიდების მეშინია. იქნებ და საბოლოო შედეგის მეშინია? იქნებ უკვე ვიცი რა განა/ცენიც მელის? ხელს ვკიდებ ჩემ ფეხებს, თუმცა ვერაფერს ვგრძნობ, მათ ვურტყამ, მათი გაქანე მინდა, წამოდგომა მინდა. მაგრამ არა. ვერ ვგრძნობ, ვერაფერს ვგრძნნობ ტკივილის გარდა. და ისიც სულიერი. დედა ხელებს მხვევს და მთელი ძალით გულში მიკრავს, მამაც მოდის მაგრამ არ მინდა. მინდა რომ წავიდნენ. არ მნახონ ესეთი. ესეთი უსუსური. ვერ ვწყნარდები უკვე ყველაფერი ისტერიკაში გადამდის, სანამ ექიმი ნემს არ მიკეთებს.უცბად ძალა მეცლება, თვალები მეხუჭება და ისევ მორფეოს სამყაროში გადავდივარ. არვიცი რამდენი ხანი ვარ გათიშული, თუმცა ყველაფერს ვანაალიზებ, ვცდილობ ახალ მეს შევეჩვიო. თვალბს როცა ვახელ უფრო დაწყნარებული ვარ, ალბათ წამალმა იმოქმედა. რამოდენიმე დღე ყველას ვუკრძალავ პალატაში შემოსვლას, არაფერს ვჭამ, ყველა შემოსვლას ითხოვს, მაგრამ არ შემიძლია. სარკეში ჩახედვისაც კი მეშინია, მათ თვალებში ჩახედვის მეშინია. არვიცი ეს შიში როგორ დავძლიო, როგორ გავუძლო ამდენ ტკივილს. მაგრამ ეს უნდა გავაკეთო, არვიცი როგორ მაგრამ ეს უნდა გავაკეთო მე ვალდებული ვარ. რამოდენიმე დღეში მაინც შემომყავს. მოახლოება უნდათ მაგრამ ამის უფელებას არ ვაძლევ. ხელითვე ვანიშნებ რომ გაიწიონ, ჩემ ნებას ემორცილებიან და იქვე ჯდებიან. არვიცი დიალოგი როგორ წამოვიწყო, მხოლოდ ერთი რამ უნდა გავარკვიო და დამთავრდა.
-ვინმემ იცის?
-რომ ავარიაში მოხვდი?
-ეგეც და რომ ფეხებს ვეღარ ვგრძნობ.
-არა. ყველამ იცის რომ ავარია მოხდა, მაგრამ ვინ იყო დაზარალებული არა.
-სესიმაც არ იცის?
-არგვინდოდა ყველაფერი ჩაგვეშხამებინა. ვცადეთ დაკავშირება მაგრამ არ გვპაუსობს.
-არც არის საჭირო.
-რა?
-არავის არაფერს ეტყვით. არც სესი, არც ანდრიას, არც თათა და მითუმეტეს არაფერს ეტყვით ალექსადნრეს.
-მოიცა. და შენი აზრით ამას როგორ დავმალავთ?
-როგორ და ყველას ეტყვით სასწავლებად წავედი და ვუშვად სადაც გინდათ. თქვენ აირჩიეთ. არც არავინ დასვამს კითხვას და ყველას დავავიწყდები.
-ხომიცი რომ ეგრე არ გამოვა არა მარიამ. ყველა მოგიკითხავს, ყველა შეეცდება დაგიკავშირდება. მითუმეტეს ალექსი არ მოსივენებს.
-ვიცი ამიტომაც ალექსს ეტყვით რომ აღარ მიყვარს. რომ ეს უბრალო გატაცება იყო იქ კი ახალი შეყვარებული მყავს, ნუ სადავ „ვაპირებ სწავლა“.
-რა გინდა რომ გული ეტკინოს?
-ჯობია ეტკინოს ვიდრე ესეთი მნახოს.
-მარიამ
-გთხოვთ, ერთადერთ რამეს გთხოვთ. არავისთან არაფერი თქვათ, უბრალოდ ეს საიდუმლო შემინახეთ. მე კი რაჭაში წავალ ბებოსთან. იქ მომივლის, არავინ შემაწუხებს.
-ხო მაგრამ
-გთხოვთ.
-კარგი.
-მალე გამწერენ?
-ჯერ თერაპია უნდა გაიარო. შენ ისევ უნდა გაიარო გესმის? არ მოგცემთ საშუალებას რომ ესე დარჩე.
-არა.
-მარიამ
-მე უარს ვამბობ თქვენ თერაპიაზე თუ რასაც ეძახით. მე ვეღარ გავივლი. ამით დასრულდეს ყველაფერი.
-და რა გინდა მთელი ცხოვრება მაგ ეტლში გაატარო?
-დიახ მინდა.
-ხოდა გაატარე. იყავი მაგ ეტლში და დალპი. მაგრამ მე არ ვაპირებ გიყურო თუ როგორ ინგრევ ცხოვრებას.- აცრემლებული გავიდა დედაჩემი პალატიდან. მამაც გაჰყვა. ვიცი მოაგვარებენ, ყოველთვის სცემენ ჩემს გადაწყვეტილებას პატივს. იმედი მაქვს ეხლაც ეგრე იქნება.



№1 სტუმარი mari

MAgaria <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent