შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Bikers' Life (13)


26-08-2016, 10:30
ავტორი NatatuKa
ნანახია 2 176

კარში დემეტრე იდგა და ორივეს წარბშეკრული გვიყურებდა..

-უკაცრავად ხელი თუ შეგიშალეთ- ირონიულად ჩაიცინა და გუგას გახედა
-ამ ერთხელ არაუშავს- ნიშისმოგებით ჩაილაპარაკა ჩემს გვერდით მჯდომმა და შუბლზე მაკოცა.

რამდენიმეწამიანი უხერხული სიჩუმე ჩამოწვა და ის-ის იყო რაღაცის თქმას ვაპირებდი კარებში ადვოკატი გამოჩნდა.

-რეზიმ ჩვენება მისცა, მაგრამ ჯერჯერობით აქ იქნებით სანამ თქვენს სასარგებლოდ არ შემოვატრიალებ საქმეს
-გმადლობთ- ჩავილაპარაკე და სკამის საზურგეს მივეყრდენი.- შეიძლება ბავშვებთან გავიდეთ?
-კი ბატონო, მიმღებთა ოთახში შესაძლებელია მაგრამ მგონი ბევრნი ხართ და ეგ რამდენად მოხერხდება არვიცი.
-მაგას მე მოვაგვარებ - სკამიდან წამოვხტი და კარიდან გავედი. ბატონი მიშაც გამომყვა და რამდენიმე წამის მერე მივხვდი რო იმ ორის მარტო დატოვება არ შეიძლებოდა, ამიტომ სასწრაფოდ შევბრუნდი. ორივე ისე დამხვდა როგორც დავტოვე, თავიანთ ადგილებზე, მაგრამ როგორც კი შევედი აშკარად ლაპარაკი შეწყვიტეს. კართან უხერხულად ავეტუზე და დუმილის დასარღვევად ვიკითხე:

-თქვენ არ მოდიხართ?
-კი კი- გუგა სკამიდან წამოდგა და მომიხლოვდა. ამ ხნის განმავლობაში დემეტრედან მზერა პირდაპირ ჩემსკენ გადმოიტანა და თბილად გამიღიმა..
-არა არა.. არავინაც არ მოვდივართ. ორივე დასხდებით აქ და მე მომისმენთ- გაგვაჩერა დემემ და სკამისკენ გვიბიძგა.
-არ გვინდა შენი მოსმენა- ორივეს მაგივრად ლაპარაკობდა გუგა და კარისკენ მითითებდა.
-ვიკა დამიჯერე ეს უნდა იცოდე- ახლა მე მომიბრუნდა დემეტრე

ორივეს შევხედე და მცირეხნიანი ფიქრის შემდეგ სკამისკენ წავედი.
-ვიკა- გამაფრთხილებელი ტონით თქვა გუგამ და ადგილზე დარჩა
-შენ ძალიან კარგად იცი რაც უნდა ვუთხრა და შეგიძლია დაგვტოვო, ან სკამზე დაბრძანდე და მოგვისმინო- დემეტრე იმ ადგილისკენ დაიძრა სადაც დაახლოებით 40 წუთის წინ ადვოკატი იჯდა. გუგამ ამოიოხრა და საბოლოოდ ჩემს გვერდით სკამზე მოკალათდა.

-გისმენთ- გაჭიანურებული დუმილით გაბეზრებულმა ლაპარაკის დაწყება გადავწყვიტე და დავიძაბე.
-მე კი არა ამას უნდა უსმინო - თითით მანიშნა წინ მჯდომმა გუგაზე
-გისმენ გუგა რისი თქმა გინდა- მივუბრუნდი ახლა მას
-მე? მე არაფრის თქმა არმინდა- მხრები აიჩეჩა ჩემს გვერდით მჯდომმა
-არაფრის ხო? - წამოენთო დემეტრე და სკამიდან წამოიწია- საერთოდ არ აპირებ იმის ახსნას რო სანაძლეო დავდეთ ვიკას რომელი უფრო სწრაფად დავკერავდით ? არც იმის თქმას რო ვიკას იყენებ და სინამდვილეში სულ სხვა ტიპი მოგწონს? ამისგან სრულიად განსხვავებული. როდის აპირებდი რო დაგედო და იმ შენს ბაიკერთან გაქცეულიყავი? რომელიც ზედაც არ გიყურებს. ვიკას კიდე თავი მოაწონე და საერთოდ არ აპირებ იმის თქმას რო ის არაა ვისთან ერთადაც ყოფნა გინდა?
-მე რო მეჩხუბები შენ არ დადე ის სანაძლეო? შენ არ მიგიღია მონაწილეობა? შენ არ ეჩალიჩებოდი ვიკას?
-ამის დედა შ*&%#$ მერე მე ვიკა ნამდვილად შემიყვარდა- დაიღრიალა და მაგიდაზე მუშტები დასცხო- მე არ მიყვარს სხვა გოგო. მე მინდა მასთან ყოფნა. და შენ?

ანუ რა გამოდის. გუგა მე მიყენებს მაგრამ მე ვუყვარვარ ისე რო არც იცის ვინ ვარ. დემეტრეს კი ის ვიკა უყვარს რაც ეხლა ვარ. ხო მინდოდა ორი ცხოვრება? ხოდა ეხლა მყავდეს ორი ბიჭი. თვითონ ხო თამაშობდნენ ჩემით, ეხლა მე ვითამაშებ ორივეთი. აქეთ გავიხდი ამათ სათამაშოებად. თქვენ ჯერ კიდევ არ იცით ვის გადაეყარეთ.

ახლა ჩემი დროა, დიდხანს ველოდი!

მერე რეალურად ვეღარ აღვიქვი იქ რა ხდებოდა.
მერე ჩავიკეცე.
მერე?
მერე აღარაფერი მახსოვს. გონება გამეთიშა.

პატარა თავისთვის ბოდიში, თუმცა სულ არაფრის დაწერას მერჩივნა ეს მაინც დამედო. გმადლობთ ვინც აკომენტარებთ და სტიმულს მაძლევთ. გადახედვასაც ვერ ვასწრებ და შეცდომები არ შეიმჩნიოთ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent