სკოლა (თავი 3)
კარგა ხანს სიტყვა არავუს ამოუღია. სიჩუმე თემომ დაარღვია. მისი ხმის გაგონებისას ჟრუანტელმა დამიარა, და ბეეჰემოტებმა უფრო ძლიერად დაიწყეს სირბილი ჩემს სხეულში. – გოგონა! – მითხრა თემომ. – მე მეუბნებით? – გაკვირვებისგან თვალები გადმომეყარა. – დიახ, დიახ, თქვენ! ბოდიში მინდა მოგიხადოთ წეღანდელი შემთხვევისთვის ჩემს გაოცებას საზღვარი აღარ ჰქონდა. გაკვირვებული აქეთ–იქით ვიყურებოდი ვინმეში ხომ არ ვეშლებითქო. როგორც იქნა ხმა ამოვიღე და დაბნეულმა ვკითხე: – რა შემთხვევა? – რადა, რამდენიმე წუთის წინ რომ გაგიტანე. სიცილი ვეღარ შევიკავე და ავხარხარდი. ის კი გაოცებული მიყურებდა. – როგორ გამოვისყიდო ეს დანაშაული? ეს რომ მითხრა ბეჰემოტმა ჩემი ორგანოები გადათელა. არ ვიცოდი რა მეთქვა. - ნიცას პიცა უყვარს! - წამოიძახა მარიამმა. იმ მომენტში მარიამის ისეთი მადლობელი ვიყავი, მინდოდა ავმდგარიყავი და ჩემი საუკეთესო დაქალი მაგრად ჩამეკოცნა. - მოკლედ! - განაგრძო თემომ. ხვალ გეპატიჟები პიცერიაში 7 საათზე. ეხლა თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ ამ დროს რა ბედნიერი ვიქნებოდი. - კარგი, შევთანხმდით. და წკკკრრრრრ! - დაირეკა ზარი. კლასში როგორ შევედი, მომდევნო 3 გაკვეთილი როგორ ჩატარდა და სკლიდან როგორ გამოვედი არ მახსოვს. თავში სულ თემოს სიტყვები მიტრიალებდა. - ნიტა! - ისევ მარიამის ყვირილმა გამომიყვანა ფიქრებიდან. - მარიამ, რაც რამდენიმე საათის წინ მოხდა ეს რეალობა იყო? აცნობიერებ რამოხდა? ბიჭი რომელიც 4 წელია მიყვარს და აქამდე ერთი სიტყვა არმითქვამს, ხვალ პიცაზე მეპატიჟება. აა, მივხვდი ალბათ გაკვეთილზე ჩამეძინა და დამესიზმრა. რა მეოცნებე ვარ არა, მარიამ?! - ეს ბიჭი სკლეროზსაც თუ დაგმართებდა არმეგონა. - ანუუ? - ანუ ის, რომ ეხლა საყიდლებზე მივდივართ, ტანსაცმელი უნდა ავარჩიოთ, შემდეგ ჩემთან დარჩები და ხვალ ისეთ მომზადებულს გაგიშვებ თემომ საკუთარ თავში ეჭვი შეიტანოს სხვა მაგიდასთან ხომ არ ვზივარო. - მარიამ! - რა? - მიყვარხარ დაიკო! - კაი, მორჩი აფერისტობას, წავედით... ----------------------------------------------- ესეც ასე, თქვენი თხოვნა გავითვალისწინე და ვეცადე შედარებით დიდი თავი დამეწერა. უღრმესი მადლობა თითოეული ნახვისთვის და კომენტარისთვის. თქვენ არიცით ეს რამხელა სტიმულია ჩემტვის. ორი სიტყვით დამიწერეთ თქვენი შეხედულება ამ თავზე. დროებით! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.